საფრანგეთმა ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა

უკრაინის ოფიციალური ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთის პარლამენტის სენატმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა. „მივესალმები საფრანგეთის სენატის ისტორიულ გადაწყვეტილებას 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიაროს. მადლობა ყველა სენატორს, რომელმაც ინიციატივა შეიტანა და  მხარი დაუჭირა რეზოლუციას. მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ისტორიული სამართლიანობის აღდგენისადმი და მილიონობით შიმშილით ნაწამები უკრაინელის მარადიული ხსოვნისადმი”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც ეხმიანება და ფაქტს ისტორიულს უწოდებს.  

მეტი...

რუსეთმა და ირანმა სარკინიგზო შეთანხმება გააფორმეს

მაშინ, როცა მსოფლიო რუსეთის დასანქცირებაზე მუშაობს, ირანი პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობას აღრმავებს. ამჯერად, რუსეთმა და ირანმა თანამშრომლობის მორიგ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.  საუბარია  სარკინიგზო შეთანხმებაზე, რომელიც ტვირთების გატარების კუთხით სუეცის არხის კონკურენტი იქნება. ხელშეკრულება ირანის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასაც ითვალისწინებდა და ეს იქნება ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ნაწილი. ახალი მაგისტრალი ინდოეთს, ირანს, აზერბაიჯანსა და რუსეთს დააკავშირებს.  ირანის პრეზიდენტი ამ გრანდიოზული პროექტისთვის პუტინს მადლობას უხდის. „ახალი მარშრუტი სასარგებლო იქნება რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ეს მარშრუტი კომერციული და ეკონომიკური დაახლოების გამოვლინებაა“ – აცხადებს ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი.  

მეტი...

„თანამშრომლობა პროოკუპაციურ რეჟიმთან, არის ანტიეროვნული აქტი“ – პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. „ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი”, – წერს სააკაშვილი. საუბარია  პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. ოპოზიციამ მათ მხარი არ დაუჭირა, თუმცა, ოპოზიციის სამმა წევრმა თით მწვანე ღილაკზე დააჭირა. მმართველი გუნდის მხარდაჭერის გამო, სამმა დეპუტატმა „ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

მეტი...

მმართველი გუნდის მხარდაჭერის გამო, სამმა დეპუტატმა „ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე და  როსტომ ჩხეიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაში“ არ ირიცხება. დეპუტატებმა ფრაქცია დღეს მომხდარი ფაქტის გამო დატოვეს. როგორც მაჭუტაძემ განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი არის ის „გაუგებრობა“, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემას უკავშირდება, კერძოდ, აღნიშნულმა სამმა დეპუტატმა მათ მხარი დაუჭირეს. როგორც მაჭუტაძემ განმარტა,  არ იყვნენ ინფორმირებული ოპოზიციაში არსებული გადაწყვეტილების შესახებ, რომ წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის მხარი არ უნდა დაეჭირათ. „საუბრები, რომ ლაპარაკია გარიგებაზე, ეს არის უსინდისო ტყუილი. როსტომ და ნატო ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე არავის არ გარიგებიან. ჩვენ არ გვქონია კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“, არ გვქონია არცერთი შეხვედრა და სატელეფონო ზარი…

მეტი...

პროკურატურამ ტერორისტული საქმიანობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის ფაქტებზე, შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ და მისი ერთ-ერთი ლიდერის მეთაურობით სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტულ აქტივობებს გეგმავდნენ, ასევე, ბრალდებულები ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას აქტიურად ცდილობდნენ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად, მოპოვებული და ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაცია, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები. აღნიშნულ პირებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სსკ-ის…

მეტი...

„ბოლო წლებში კიდევ დაემატა ისეთი საშინელი რამ, რაც არის ბავშვებისათვის სქესის შეცვლა“ – მეუფე შიოს ქადაგება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ  შიოს ქადაგებით, ბოლო წლებში აქტიურად მიდის ბავშვებისთვის სქესის შეცვლის დანერგვის წახალისება. აღნიშნულის შესახებ მეუფემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით იქადაგა. „მინდოდა მეთქვა ასევე, რომ ბოლო წლებში კიდევ დაემატა ისეთი საშინელი რამ, რაც არის ბავშვებისათვის სქესის შეცვლა, სქესის შეცვლის დანერგვა  და ამის წახალისება. ვინც ამ ყველაფერს ეთანხმება და აკანონებს, ისინი ხშირად საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ხედავენ ან არ უნდათ მთავარი რამის დანახვა, რომ ადამიანს აქვს მთავარი უფლება, რომ უბრალოდ, დაიბადოს და იცხოვროს ამ ქვეყანაზე. მაშინ იბადება კითხვა – რის საფუძველზე ართმევენ პატარა ბავშვს ამ…

მეტი...

„რიგ ქვეყნებში არის მცდელობა ტრადიციული ღირებულებების დანგრევისა და ჩამოშლისა“ – მეუფე შიო

„ოჯახი – ეს არის პირველადი წიაღი ადამიანის კულტურისა და თუ ოჯახი დაინგრევა და მოიშლება, მაშინ ჩამოიშლება მთელი კაცობრიობაც“ – აღნიშნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას. როგორც მეუფემ იქადაგა, რიგ ქვეყნებში არის მცდელობა ტრადიციული ღირებულებების დანგრევისა და ჩამოშლისა. „თავს ესხმიან ქალის და მამაკაცის ქორწინებას, როგორც ქორწინების ერთადერთ ნორმალურ და ღვთივდადგენილ ფორმას, თავს ესხმიან ადამიანის სიცოცხლეს, ჩასახვის მომენტიდან, ვიდრე ბუნებრივ გარდაცვალებამდე. ჩვენ ვხედავთ, რომ კანონმდებლობების დონეზე თუ საერთაშორისო ხელშეკრულებების, დოკუმენტების დონეზე მტკიცდება ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, ახალისებს სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს,…

მეტი...

„ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა, ეს არის ნამდვილი ბრძოლა ნამდვილი ადამიანის უფლებებისთვის“ – მეუფე შიო

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით,  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიოს მუჯირმა იქადაგა, როგორც მეუფემ აღნიშნა, ოჯახის დაცვა, ტრადიციული ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა, ეს არის ნამდვილი ბრძოლა ნამდვილი ადამიანის უფლებებისთვის, ეს არის ბრძოლა სიცრუესთან, ბოროტებასთან და, შეიძლება ითქვას, ეს არის ბრძოლა სიკვდილის კულტურასთან. მეუფეს ქადაგებით, ოჯახი მიიჩნევა და იწოდება სიწმინდედ. „დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ რატომ არის ეს ორი ცნება – ოჯახი და სიწმინდე ერთმანეთთან დაკავშირებული. საერთოდ, რა არის სიწმინდე, წმინდა? თქვენ იცით ბიბლიური სწავლებიდან, რომ ეს არის ყოველივე ის, რაც საღვთოა, რაც ღვთისგან მომდინარეობს, რაც საღვთო მადლის განსაკუთრებული…

მეტი...

ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებმაც მონაზონი სცემა და გააუპატიურა 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი საზარელი შემთხვევის შედეგად ბრალდებულ ახალგაზრდა მამაკაცებს სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. შემთხვევა გასული წლის ნოემბერში, დედათა მონასტერში მოხდა. ყაჩაღობასა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულ ორივე ახალგაზრდა მამაკაცებს სასმართლომ 20-20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. შეგახსენებთ, რომ მამაკაცები ტაძარში ყაჩაღობის მიზნით შევიდნენ. თანხა რომ ვერ მიიღეს, მონაზონზე ფიზიკურად იძალადეს. ნაცემი მონაზონი კატასტროფის ბრიგადას ხაშურიდან თბილისში გადმოჰყავს

მეტი...

„არ მოხდება სანქციების გვერდის ავლა“ – პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო არ აპირებს სანქციებს გვერდი აუაროს. როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული ფრენები ვერ შესრულდება. „ხელისუფლება სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ, უზრუნველვყოფთ, არ მოხდეს სანქციებისთვის გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიების გამოყენებით. ფრენები რომ არ ყოფილიყო შეწყვეტილი, როგორც სახმელეთო მიმოსვლა არ შეწყდა, ვიზა არ დაწესდა, ასევე თავის დროზე არ შეწყდებოდა საქართველოს მხრიდან ფრენები. ეს საკითხი დაბლოკილი იყო რუსეთის მხრიდან. ახლა მან მოხსნა სანქცია და საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, დაბლოკოს საკუთარი მოქალაქეები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.    

მეტი...

„ინსტიტუტების ჩამოშლა და ხელის შეშლა“ – დეპუტატი ბოკუჩავა

„სახეზეა ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობა“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების შემდეგ. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველომ რუსეთთან პირდაპირ ფრენაზე თანხმობა ერთ დღეში გასცა მაშინ, როცა პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა ამ დრომდე არ არსებობს. „წარსულშიც ჰქონდა ადგილი პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შეფერხებას. ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ არ მისცენ პრეზიდენტს შესაძლებლობა განახორციელოს უფლებამოსილება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რაც მისი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ფუნქციაა. ეს ბუნებრივია, ემსახურება ინსტიტუციების ჩამოშლას და ხელის შეშლას, რომ აქტორებმა, რომლებიც ცდილობენ ქვეყანა მიიყვანონ სტატუსამდე და შემდეგ ევროკავშირის წევრობამდე, ვერ განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება“ – აცხადებს ბოკუჩავა. მისი თქმით,…

მეტი...

მთავრობას პრეზიდენტისთვის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა ამ დრომდე არ მიუცია

საქართველოს მთავრობას პრეზიდენტისთვის, ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობა ამ დრომდე არ მიუცია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა.  27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია,” – ნათქვამია  პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მეტი...

,,ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის  კონტინენტზე”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის  კონტინენტზე,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, ევროსაბჭოს სამიტის ფარგლებში ორგანიზებულ გენერალურ დებატებზე  დაადასტურა საქართველოს ერთგულება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი. ,,ევროპელ ლიდერებთან ერთად მივიღე მონაწილეობა ევროსაბჭოს სამიტის ფარგლებში ორგანიზებულ გენერალურ დებატებში თემაზე: “ვერთიანდებით ევროპისთვის”. კვლავ დავადასტურე საქართველოს ერთგულება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი. ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის  კონტინენტზე“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

ვერ ვხედავ თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას – თინა ბოკუჩავა ხუთ ოპოზიციონერ დეპუტატზე

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, იმ ხუთ ოპოზიციონერ დეპუტატთან,  რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კანდიდატებს დაუჭირა მხარი,  თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავს. ,,მე პირადად ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს იმიტომ, რომ ის საკითხი, რაზეც ამ ადამიანებმა დააფიქსირეს საკუთარი თანხმობა და ხმა მისცეს კლანის წევრებს, არის ფუნდამენტური საკითხი, ეს აძლიერებს კლანის გავლენებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შესაბამისად, სასამართლო სისტემაში”, – განაცხადა ბოკუჩავამ. გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას როსტომ ჩხეიძემ, და ნატო ჩხეიძეემა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმაც დაუჭირეს მხარი. პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი…

მეტი...

,,ჩვენი პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა უკრაინის მისამართით ცალსახაა”- ილია დარჩიაშვილი

საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება წლის განმავლობაში ძალინ აქტიურად იყო ჩართული ამ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა უკრაინის მისამართით ცალსახაა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა რეიკიავიკში, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთელი წლის განმავლობაში ქონდა ძალიან ბევრ მხარდამჭერ განცხადებებსა თუ რეზოლუციებზე მიერთების გამოცდილება. „ჩვენ მთელი წლის განმავლობაში გვქონდა ძალიან ბევრ მხარდამჭერ განცხადებებსა თუ რეზოლუციებზე მიერთების გამოცდილება, ჩვენ ამას ვაგრძელებთ, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ აქტიურად, რომ ჩვენი დიპლომატიური არხებით მაქსიმალურად შევძლოთ და გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა…

მეტი...

დამანგრეველი მიწისძვრიდან სამი თვის შემდეგ, ნანგრევებიდან კაცი ცოცხალი გამოიყვანეს

სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან სამი თვის შემდეგ ნანგრევებიდან მამაკაცი ცოცხალი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მამაკაცი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ექიმების განცხადებით, მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია მოუწევს. ყაზახური მედიის ინფორმაციით, კაცის ნანგრევებიდან ამოყვანის კადრები 16 მაისს, სირიულმა პორტალმა გაავრცელა. დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში თებერვლის დასაწყისში მოხდა. სტიქიას 45 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

,,ვიღაცას შეიძლება, მივეცი ხმა, ვიღაცას – არა”- რომელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს

ოპოზიციონერი დეპუტატი, ბაჩუკი ქარდავა ადასტურებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრობის რამდენიმე კანდიდატს ხმა მისცა. მისივე თქმით, ვისაც ხმა მისცა, არ არიან „ქართული ოცნების“ კანდიდატები. „ევრორეკომენდაციებიდან გამომდინარე, აქტიურად მქონდა სურვილი, რომ ოპოზიცია ზოგადად ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში, მაგრამ ისევ და ისევ „ქართული ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ და მოლაპარაკების არასწორმა წარმოებამ განაპირობა ის, რომ დღეს ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ოპოზიცია, ზოგადად ქვეყანა. ვიღაცას შეიძლება, მივეცი ხმა, ვიღაცას – არა. იდეაში ვფიქრობდი, მიმეცა საერთოდ ყველასთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც დარბაზში გაირკვა, რომ ცოტა გაუგებრობა იყო, შევწყვიტე ხმის მიცემა. მას შემდეგ, რაც დატოვეს დარბაზი, მეც დავტოვე დარბაზი.…

მეტი...

,,მტკიცდება ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს”- მეუფე შიო

,,დღეს ყველა საღი გონების მქონე ადამიანის ვალია, რომ დაიცვას ოჯახის სიწმინდე, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვიცავთ ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახის სიწმინდეს ჩვენ ამით ვიცავთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ხალხს გადაგვარებისგან და საერთოდ, სრული განადგურებისგან”, – ამის შესახებ  მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მისი განცხადებით, ოჯახის დაცვა, ტრადიციული ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა არის ნამდვილი ბრძოლა ნამდვილი ადამიანის უფლებებისთვის. ,,ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში არის მცდელობა ტრადიციული ღირებულებების დანგრევის და ჩამოშლის, როდესაც თავს ესხმიან ქალის და მამაკაცის ქორწინებას, როგორც ქორწინების ერთადერთ და ნორმალურ და ღვთით დადგენილ ფორმას, თავს ესხმიან ადამიანის სიცოცხლეს…

მეტი...

საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემა, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლება – 4 პირს ბრალდება წარედგინა

​საქართველოს პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, 4 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ,,პროკურატურის მიერ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელ თავმჯდომარეს ქრთამი გადასცეს, რის სანაცვლოდაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მდებარე 23,4 ჰექტარი ორი მიწის ნაკვეთი თაღლითურად მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა. ოთხივე პირს ბრალდება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე წარედგინათ, ხოლო ორ ბრალდებულს ასევე დამატებით წარედგინა ბრალდება…

მეტი...

,,გასული წელი გარდამტეხი გახდა ევროკავშირისკენ გზაზე, დასავლეთ ბალკანეთიდან უკრაინამდე, მოლდოვასა და საქართველომდე”- ლაიენი

,,დემოკრატია დაუმსახურებლად არ მოდის, ეს მუდმივი სამუშაოა პროგრესისკენ და დემოკრატიის უკუსვლის რისკი რეალურია. სწორედ ამიტომ, ჩვენ თითოეულ წევრ ქვეყანაში ყოველწლიურად ვახორციელებთ მონიტორინგს კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ,”-  ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რეიკიავიკის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ომის ფონზე გასული წელი  გარდამტეხი გახდა, მრავალი ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ გზაზე. „რუსეთის ომის ფონზე, გასული წელი გახდა გარდამტეხი მომენტი მრავალი ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ გზაზე, დასავლეთ ბალკანეთიდან დაწყებული, უკრაინამდე, მოლდოვასა და საქართველომდე. მტკიცედ ვდგავართ ერთად, შესაბამისად, ვხედავ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობას ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და თითოეულ კანდიდატ ქვეყანას შორის,…

მეტი...

,,მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც “ნაცი” და “ქოცი” არ არსებობენ”- ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, გახარიას ეთანხმება, რომ კომპრომისი არის დემოკრატია. ,,არ ვიცი მე გიორგი რას გულისხმობდა, მაგრამ მე შემიძლია მას დავეთანხმო იმაში, რომ რა თქმა უნდა, კომპრომისი არის დემოკრატია და პოლიტიკაც და დემოკრატიაც არის კომპრომისი და მე მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ერთმანეთში ვისაუბროთ. მე მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც “ნაცი” და “ქოცი”, ბოდიში ამ სიტყვებისთვის მე არ მახასიათებს ასეთი სიტყვები, მაგრამ არ არსებობენ და ყველა ჩვენი მოსაზრებით, ვართ დემოკრატიულ პროცესებში ჩართული” – განუცხადა…

მეტი...

,,მადლობას გადავუხდი იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს”- კობახიძე იუსტიციის საბჭოს წევრებზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციიდან იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, გარიგებული არიან არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან. მისივე თქმით, აღნიშნულმა დეპუტატებმა ძალიან პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება სურთ. ,,დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ვის სურს კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის და ვინ მუშაობს ამის წინააღმდეგ, დღევანდელი კენჭისყრაც იყო, რა თქმა უნდა, ამის ტესტი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ უკვე აირჩა 3 წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მათ დააგროვეს 90-ზე მეტი ხმა. ჩვენ გვქონდა მსგავსი ტიპის მოცემულობა სახალხო დამცველის არჩევის დროს და…

მეტი...

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 ახალი წევრი აირჩია – დარჩენილი ორის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ტრისტან ბენაშვილი 93 ხმით, გიორგი გზობავა 91 ხმით, ზურაბ გურასპაშვილი 93 ხმით აირჩიეს. პარლამენტის შესაბამისი დადგენილებების პროექტები და კანდიდატების ბიოგრაფიული ცნობები დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააცნო. „იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 5 წევრის ასარჩევად, გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებში, წარმოდგენილი იყვნენ კონკრეტული კანდიდატები. მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოუსმინა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდა შესაძლებლობა დაგვესვა შეკითხვები და მიგვეღო პასუხები კონკრეტული კანდიდატის მიერ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. პლენარულ სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისთვის 29 კანდიდატს, სათითაოდ  ეყარა კენჭი, რომელთაგან საბოლოოდ…

მეტი...

,,ვინც თქვა, რომ ხმა მისცა ”ქართული ოცნების” კანდიდატს, იყო ნიკა მაჭუტაძე”- ანი წითლიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანი წითლიძის განცხადებით , ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების კანდიდატების სასარგებლოს ხმა მისცა , ნიკა მაჭუტაძე იყო. წითლიძე  არ გამორიცხავს, რომ მისი ფრაქციიდან  წარმოდგენილი კანდიდატებისთვის ხმა სხვა წევრებსაც მიეცათ. ,,ამ ადამიანებმა დღეს ხელი შეუწყვეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 წევრი არჩეულია კლანის წევრებად. რეალურად, ამ გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირეს და ქართული ოცნების საქმე გააკეთეს. ამიტომ ცხადია, რომ როდესაც ეს ადამიანები ოპოზიციას წარმოადგენენ და ეს არის დაახლოებით 5 ადამიანის ხმა, რომელიც უმრავლესობას ჰქონდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება, ამომრჩეველსაც და ჩვენც გვჭირდება პასუხი. ოპოზიცია…

მეტი...

,,ატყდა ყვირილი, დავტოვოთ დარბაზიო, ვინც „ქოცებს“ დაუჭირა მხარი, დარბაზიდან გავიდა, ძალიან კომედიაა“- ალექსანდრე რაქვიაშვილი

,,ატყდა ყვირილი, დავტოვოთ დარბაზიო, ვინც „ქოცებს“ დაუჭირა მხარი, დარბაზიდან გავიდა, ძალიან კომედიაა“,- ამის შესახებ „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი წერს. რაქვიაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის არჩევის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. „ვიღაცამ ოპოზიციიდან დაუჭირა მხარი ქოცების კანდიდატს. მერე ატყდა ყვირილი, დავტოვოთ დარბაზიო. ასე ვნახავთ, თუ ვინ გაქოცდაო (ფარული კენჭისყრა იყო) და ყველა (მინიმუმ 5 დეპუტატი), ვინც ქოცებს დაუჭირა მხარი, დარბაზიდან გავიდა თან მანამდე 3 კანდიდატის არჩევა მოასწრეს. ძალიან კომედიაა“, – წერს რაქვიაშვილი. პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა  

მეტი...

,,დიდი ბასტი-ბუბუ ხდება პარლამენტში”- ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის მხარი არ დაუჭერია. მისი თქმით, პარლამენტში ”დიდი ბასტიბუბუ ხდება”. ,,დიდი ბასტიბუბუ ხდება პარლამენტში. რამდენიმე ოპოზიციონერმა ჩუმად დააჭირა ხელი ოცნების სასარგებლო რამდენიმე კანდიდატს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის და მერე დარბაზიდან გავიდა. მე და ქეთი თურაზაშვილს არც არავისთვის დაგვიჭერია მხარი და არც დარბაზიდან გავსულვართ. მიდის ეხლა გარკვევა ვინ დააჭირა და ვინ არა. ან დაჭერა რა იყო, ან დარბაზიდან გავარდნა. ბასტიბუბუა მართლა,”- განაცხადა ელისაშვილმა. პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა

მეტი...

,,მთავრობა , ყველაფერს აკეთებს, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენი მთავრობა, რაც ხელისუფლებაში იმყოფება, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში,”-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი  თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში. ,,ჩვენ კარგად ვიცით ქართველებმა, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას. მას შემდეგ, რაც დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და რამდენიმე ომი გავიარეთ, ჩვენ ვაცნობიერებთ რა შედეგი მოაქვს ომს და ამიტომ, მეტად ვაფასებთ მშვიდობას. ჩვენი მთავრობა, რაც ხელისუფლებაში იმყოფება, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში. დღევანდელი სამყარო იცვლება, წესრიგი იცვლება, და ამ სირთულეებიდან გამოსავალს მარტო ვერცერთი ქვეყანა…

მეტი...

,,კარგად ვიცით ქართველებმა, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ კარგად ვიცით ქართველებმა, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში. „ჩვენ ერთგულნი ვართ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის ფუძემდებლური უფლებების. დღეს ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, რომელიც გულისხმობს უკრაინაში რუსეთის აგრესიას, რომელიც არღვევს გაეროს, ჰელსინკის და სხვა დეკლარაციებს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ჩვენ კარგად გვახსოვს, ის სრულმასშტაბიანი…

მეტი...

,,გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო რუსეთმა და მე რა ვუქნა, მივიდე და კისერში ვწვდე?” – მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთმა გადაწვეტილება ცალმხრივად მიიღო. ,,თქვენი აზრით, აქ იმისთვის ვართ, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი? ჩემი აზრები ჩემთან იქნება, ეს ჩემი კომპეტენტურობა არ არის. მე როცა ჩემს ფიქრებში მოგიწვევთ, მაშინ შეიძლება გაგცეთ [პასუხი] ეს რომ საქართველოს გაეკეთებინა, შეიძლება შემეფასებინა. ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო იმ სახელმწიფომ და მე რა ვუქნა ახლა, მივიდე და კისერში ვწვდე?,”- განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეტი...

,,ეს არის ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟი”- მამუკა მდინარაძე

„ჩვენ ახლა ვხედავთ ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟს. ეს არის ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟი და მას ქვია დავალების შემსრულებლების მიერ სხვათა ხმის უფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ქმედება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით არის საბოტაჟი და სხვა კოლეგების ხმის უფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. „თავის დროზე ესენი ახერხებდნენ ამას და ახლა ვეღარ უნდა მოახერხონ. წარმოუდგენელია, რომ სხვა კოლეგებს მოუწოდებდე, რომ დატოვონ დარბაზი, არ მისცენ ხმა, თავზე დაადგნენ რომ ხმა არ მისცენ და ეს არის ნაცური მმართველობა და ეს არის…

მეტი...

,,იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც ხუთმა ქოცებს მისცა ხმა, ჩვენ და “ელისაშვილები” რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი”- ჰერმან საბო

”გირჩის” წევრის, ჰერმან საბო განცხადებით, იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის გირჩს და პარტია მოქალაქეებს ხმა არ მიუციათ. მისი თქმით, კანდიდატების სასარგებლოდ ხუთმა ოპოზიციონერმა მისცა ხმა. ,,იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა ქოცებს მისცა ხმა. ჩვენ და “ელისაშვილები” რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი. ერთ რიგში ვსხედვართ. ახლა გასარკვევია, ვინ იყო. თან, ხმის მიცემები რომ დაიწყო და გამოჩნდა რომ ვიღაცა “გვარცხვენ” ოპოზიციიდან, სალომე სამადაშვილმა დაიძახა – “აბა, ავდგეთ ახლა და გავიდეთ ყველა, ვინც დარჩება დარბაზში, ისინი იქნებიან მიმცემებიო” და ადგა ეს ხალხი, ხმის მიმცემებიანად და გალაგდა გარეთ. სალომეს დაძახილზე მარტო გირჩები, ელისაშვილები და აქუბარდია…

მეტი...

,,ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა”- ანა ნაცვლიშვილი

,,ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა ფარულად გაურიგდა “ქართულ ოცნებას”, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეეყვანათ ადამიანები “კლანის” მფარველობისთვის,”- ამის შესახებ “ლელოს” წევრმა  ანა ნაცვლიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან”. ,,იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი არის ერთ – ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაციების შესრულების ნაწილში და ის მოითხოვს კონსენსუსს, სხვა შემთხვევაში, ის შესრულებულად არ ჩაითვლება. ჩვენ ვთავაზობდით ღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს, “ქართულმა ოცნებამ” არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ…

მეტი...

რუსული ფოსტა საქართველოში გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით გადაზიდვას განიხილავს

რუსეთის ფოსტა საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით ტრანსპორტირების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ფოსტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,რამდენიმე ავიაკომპანიიდან სტაბილური ფრენების დაწყების შემდეგ, ჩვენ ოპერატიულად განვიხილავთ საქართველოში გზავნილების პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობას”, – აცხადებენ რუსეთის ფოსტაში.  

მეტი...

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, აირჩიეს – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი. კენჭისყრა ფარული იყო და ხმები ასე გადანაწილდა – ტრისტან ბენაშვილმა 93 მომხრე – არცერთი წინააღმდეგი, გიორგი გზობავამ 91 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი და ზურაბ გურასპაშვილმა 93 მომხრე არცერთი წინააღმდეგი. კანდიდატებს ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერაც ჰქონდათ., რასაც  ოპოზიციის დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა, რის გამოც კენჭისყრები შეწყდა. საერთო ჯამში კენჭი უნდა ეყაროს 29 კანდიდატურას. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთი წევრის ადგილია ვაკანტური.

მეტი...

კვარიათში კაფე-ბარის მეპატრონემ თავის დაწვა სცადა

კვარიათში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას tv25 ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა დღეს დილით, პლაჟზე არსებულ კვების ობიექტში მოხდა. კაფე-ბარის მეპატრონემ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ადგილზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ობიექტის დემონტაჟისთვის მივიდნენ. ,,ყველას გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა და შეაჩეროთ ეს უსამართლობა. არჩილ ჩიქოვანის და აჩიკო კონცელიძის უკანონო ქმედება შეაჩეროთ. “ტორნადოს” დანგრევა უკანონოდ იწყება. ვითხოვ ორთვიან პერიოდს, ჩემი სახსრებით და საშუალებით დაშლაზე”, – აცხადებს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,საქართველო სანქცირების პირველი კანდიდატია”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილის მრჩეველი  ალექსეი არესტოვიჩი რუსეთთან ფრენების აღდგენას ეხმიანება. მისი განცხადებით, საქართველო სანქცირების პირველი კანდიდატია. ,,საქართველო სანქცირების პირველი კანდიდატია. პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს როლები აქვთ განაწილებული. ისინი თამაშობენ ბოროტსა და კეთილს. ჩემი პოზიცია საკმაოდ მკაცრია, ვისურვებდი, რომ სანქცირებამდე მივიდნენ და ცოტა ფიქრი დაიწყონ. თან სახლში გინდა და თან შენი პატრონების მოსმენა არ გინდა, უცნაური ისტორიაა. ქართველებს, ვისთანაც კომუნიკაცია მაქვს, ამბობენ, რომ გასაკვირი არაფერია, უკვე წლებია ქვეყანაში რუსული პროპაგანდა მიდის,” – განაცხადა არესტოვიჩმა.

მეტი...