სანქციები, სავიზო შეზღუდვები, ფინანსური დახმარების აკრძალვა – სენატორების მუქარა

„ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ“ – აცხადებს 14 სენატორი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილს უგზავნის. „ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური…

მეტი...

სენატორები პრემიერს მიმართავენ და ე.წ. გამჭვირვალობის კანონის გაწვევას ითხოვენ

14 სენატორი საქართველოს პრემიერ მინისტრს წერილს უგზავნის. ამერიკის ხმის ინფორმაციით, თუ „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ პარლამენტიდან გაწვევა არ მოხდება, ისინი იძულებულნი გახდებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. წერილზე ხელის მომწერი სენატორები არიან: ჯინ შაჰინი, ჯეიმს რიში, ი ბენ კარდინი,  ლინდსი გრემი, კრის კუნსი, პიტ რიკეტსი, რიჩარდ დურბინი, როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, ტომ ტილისი, ტიმ კეინი, დენ სალივანი, შელდონ უაითჰაუსი და მარტინ ჰაინრიხი. „კანონმდებლობის ამოქმედებას შეუძლია მძლავრი მესიჯი გაუგზავნოს ქართველ ხალხს, რომ მისი მთავრობა აღარ ასახავს მათ სურვილებს, აქტიურად ძირს უთხრის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე.…

მეტი...

აშშ უკრაინას ყველაზე მასშტაბურ სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება –  ეს ის პაკეტია, რომელისაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის ამზადებს. აშშ-ის თავდაცვის მდივანი –  ლოიდ ოსტინის განცხადებით, ეს იქნება უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენა. „მოხარული ვარ, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში  6 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი ვალდებულების შესახებ გამოვაცხადო. ეს საშუალებას მოგვცემს უკრაინისთვის დამატებითი დახმარება ამერიკული თავდაცვითი მრეწველობისგან შევიძინოთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს  უკრაინის მიმართ აშშ-ის ურყევ ერთგულებას,” –  აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.  

მეტი...

სი ძინპინმა ენტონი ბლინკენს 3 პრინციპი დაუსახელა

პატივისცემა, მშვიდობა, თანამშრომლობა – ეს ის პტინციპებია, რასაც ჩინეთი ამერიკისგან ითხოვს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტმა სიმ სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აშშ-მa და ჩინეთმა  განსხვავებების შესანარჩუნებლად და არაჯანსაღი კონკურენციის თავიდან ასარიდებლად გზები უნდა გამონახონ. „გულწრფელები უნდა დავრჩეთ ჩვენი სიტყვების მიმართ. არ უნდა ვამბობდეთ ერთს და ვაკეთებდეთ მეორეს. ჩინეთი და აშშ  შესაძლებელია  ერთად განვითარდნენ, მაგრამ სხვადასხვა გზით წავიდნენ. ჩინეთი მოხარულია, რომ ხედავს თავდაჯერებულ, ღია და აყვავებულ შეერთებულ შტატებს. იმედი გვაქვს, ამერიკული მხარე ასევე პოზიტიურად უყურებს ჩინეთის განვითარებას“, – აღნიშნა  სი ძინპინმა ენტონი ბლინკენთამ და ყირადღება…

მეტი...

„კი ევროპას – არა რუსულ კანონს“ – ბათუმში მსვლელობა დაიწყო

„სად მივდივართ? ევროპაში!“ – ისმის შეძახილი ბათუმის ქუჩებში, სადაც ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით საპროტესტო მსვლელობა იმართება. მსვლელობა ერას მოედანზე დასრულდება. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. „ხალხს უნდა ევროპაში – მთავრობას კი რუსეთში“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მეტი...

„ჩინეთს არ ეშინია კონკურენციის“ – სი ძინპინი ენტონი ბლინკენს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთში იმყოფება. ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. როგორც პრეზიდენტმა სი-მ აღნიშნა,  აშშ-მ არ უნდა შექმნას მცირე ბლოკები. „ჩინეთი მზად არის თანამშრომლობისთვის, მაგრამ თანამშრომლობა უნდა იყოს ორმხრივი გზა. ჩინეთს არ ეშინია კონკურენციის, მაგრამ კონკურენცია უნდა იყოს ერთად წინსვლა და არა ნულოვანი ჯამის თამაში. ჩინეთი მოწოდებულია არაალიანსებისკენ და აშშ-მა არ უნდა შექმნას მცირე ბლოკები. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მხარეს შეიძლება ჰყავდეს თავისი მეგობრები და პარტნიორები, ის არ უნდა იყოს მიზანმიმართული, დაუპირისპირდეს ან ზიანი მიაყენოს მეორეს. ჩინეთი მიესალმება თავდაჯერებულ, ღია, აყვავებულ და აყვავებულ აშშ-ს და იმედოვნებს, რომ…

მეტი...

“ინსტრუმენტების სტერილიზაციის პროცესის უხეში დარღვევები” – რა დარღვევები დაფიქსირდა სამედიცინო დაწესებულებების შემოწმებისას?!

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს ცხრა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სამედიცინო დაწესებულებები შეამოწმა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების  დარღვევების ცალკეული შემთხვევები. კერძოდ: “მონიტორინგმა აჩვენა, რომ არცერთ შემოწმებულ სამედიცინო დაწესებულებაში არ მიმდინარეობდა ხელის ჰიგიენის ღონისძიებების დაცვის სისტემური მონიტორინგი. შემოწმებული დაწესებულებებიდან – 5 დაწესებულებაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა მაღალი და ძალიან მაღალი რისკის ზონებში ვენტილაციის სისტემების გაუმართაობა, რომელიც საიზოლაციო სათავსოებიდან ინფექციის ჰაერით გავრცელების რისკს ზრდის. სამედიცინო დაწესებულებებში სასტერილიზაციო სივრცე უმეტესწილად არ ყოფილა სათანადოდ მოწყობილი. გამოვლინდა ვენტილაციის და კონდიცირების სისტემების გაუმართაობა, „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“…

მეტი...

მკვლელობა გარდაბანში შურისძიების მოტივით – ორ პირს 20-20 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2023 წლის აგვისტოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. პროკურატურამ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა. სასამართლომ ორივე მათგანი სრულად ცნო  დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

მეტი...

შვედეთი სქესის შეცვლას ამარტივებს

შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გაუმარტივებს ადამიანებს კანონიერი სქესის შეცვლას. კერძოდ, სქესის შეცვლა 18 წლის ნაცვლად უკვე 16 წლიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შვედეთში სქესის შეცვლა 1972 წლიდან არის ნებადართული, თუმცა, ეს პროცესი წლების განმავლობაში გრძელდებოდა და საჭირო იყო გენდერული დისფორიის დიაგნოზის დასმა ექიმის მხრიდან. ახალი კანონით, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება, საკმარისი იქნება უფრო ხანმოკლე კონსულტაცია ექიმთან ან ფსიქოლოგთან და ასევე ნებართვის მიღება ჯანდაცვის ეროვნული ბორდისგან. ახალი კანონი ასევე განაცალკევებს კანონიერი სქესის შეცვლასა და სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურას, რომელსაც კვლავ ხანგრძლივი შეფასება დასჭირდება. კანონის მომხრეები ამბობდნენ, რომ არსებული კანონის…

მეტი...

ჩუბინაშვილის ცენტრი პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღონ რუსული კანონი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს რუსული კანონი. იხილეთ განცხადება: ,,2023 წლის 8 მარტს, როცა მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ერთსულოვანი რჩევისა, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა მოუწოდა პარლამენტს, გაეწვია აღნიშნული კანონპროექტი და უარი ეთქვას მის შემდგომ განხილვაზე. ჩვენს მიმართვაში ვწერდით: კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებებს. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ამ კანონის მიღება არ პასუხობს საქართველოს…

მეტი...

აშშ-ში მიღებული კანონის მიუხედავად, „ტიკტოკის“ მფლობელი კომპანია სოციალური ქსელის გაყიდვას არ გეგმავს

სოციალურ ქსელ „ტიკტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ში აცხადებენ, რომ ბიზნესის გაყიდვას არ აპირებენ. განცხადება მას შემდეგ გაკეთა, რაც შეერთებულმა შტატებმა მიიღო კანონი, რომელიც „ტიკტოკის“ მფლობელ კომპანიას მის გაყიდვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური ქსელი აშშ-ში დაიბლოკება. „ჩვენ თავდაჯერებულები ვართ და ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის სასამართლოში. ფაქტები და კონსტიტუცია ჩვენს მხარესაა“, – განაცხადა „ტიკტოკის“ ხელმძღვანელმა, შოუ ჩიუმ. აშშ-ს პრეზიდენტმა შესაბამისი კანონი წარმომადგენელთა პალატის და სენატის მიერ მისი მხარდაჭერის შემდეგ მიიღო. კანონის მიხედვით, „ტიკტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად ცხრათვიანი ვადა ეძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აშშ-ის აპლიკაციების მარკეტში აიკრძალება. კანონით პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უფლებამოსილება…

მეტი...

ვტოვებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო – ჯაბა ნათენაძე რუსულ კანონზე

ჯაბა ნათენაძე რუსულ კანონს აპროტესტებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მერიის მრჩეველთა საბჭოს ტოვებს. ,,დემოკრატ მესხთა კავშირის” წარმომადგენლის თქმით, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ხედავს. ,,მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, როგორც შემიძლია, ჩემ კუთხეს და ქვეყანას ვემსახურები, რაც არ უნდა ეცადონ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდები ღირსების შემლახავ რეესტრში, როგორც უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, მე მხოლოდ ერთი ქვეყნის საქართველოს ინტერესს ვატარებ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლო წუთებამდე. სამწუხაროდ, როგორც თქვენთვის ცნობილია ჩვენი თვითმმართველობა აქტიურად უჭერს მხარს კანონს, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუსეთს და რომლის მიღებისგან თავის…

მეტი...

,,დავიწყეთ თარგმნა და დასრულებისთანავე გამოქვეყნდება” – ანტიკორუფციული ბიურო GRECO-ს ანგარიშზე

ანტიკორუფციული ბიურო ეხმაურება ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ნათქვამი იყო, რომ მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს. როგორც მათ აღნიშნეს, დაუყონებლივ დაიწყეს დამტკიცებული ანგარიშების თარგმნა და პროცესის დასრულებისთანავე გამოქვეყნდება, როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. ,,საქართველო, GRECO-ს მიერ შემუშავებული პროცედურებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად, უზრუნველყოფს 96-ე პლენარულ სესიაზე დამტკიცებული საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშისა და მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე მეორე დამატების საჯაროობას! 2024 წლის 22 მარტს 96-ე პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, საქართველომ იკისრა ვალდებულება თარგმნოს ანგარიშები მშობლიურ ენაზე და…

მეტი...

ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს, წითელი ხაზები არ გადაკვეთოს – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, წითელი ხაზები არ გადაკვეთოს”, – განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის დროს. ვან ი და ენტონი ბლინკენი ერთმანეთს პეკინში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს შეხვდნენ და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ჩინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სტაბილურდება, თუმცა ნეგატიური ფაქტორები კვლავ არსებობს. ენტონი ბლინკენმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს კავშირების გაგრძელების საერთო პასუხისმგებლობა აკისრიათ.

მეტი...

14 წლის აითაჯის საქმეზე დაკავებული დედისა და ბიძის მიმართ სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, 30 აპრილს გამოაცხადებს

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედისა და ბიძის საქმეზე სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, 30 აპრილს გამოაცხადებს. დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. დედის ადვოკატი ამბობს, რომ ეგანა მაგარამოვა მუქარისა და იძულების მსხვერპლი იყო და შეუძლებელია ამ პირობებში ვინმეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს. ,,დედისა და ბიძის მიმართ არსებობს როგორც პირდაპირი ასევე ირიბი მტკიცებულებები, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა 13 წლის გოგოს მიმართ, როგორც ქორწინების იძულება, ისე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტის შეუტყობინებლობა”, – თქვა პროკურორმა, ხატია გოგრიჭიანმა და აღნიშნა, რომ…

მეტი...

“ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე”- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარებმა, ვერ მოშალეს ზრუნვა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც მისივე თქმით, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. პრემიერის განმარტებით, როდესაც ერთ ადამიანს ვერ ელევიან, საზოგადოებისთვის ეს ფაქტი არის ინდიკატორი, თუ რა ამოძრავებთ სინამდვილეში ამ ადამიანებს. „ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა ამ მძიმე დამნაშავეზე, თქვენ იცით, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილს მაშინ, როცა იმყოფებოდა ხელისუფლებაში, მერე რას აკეთებდა ცალკე თემაა, განსაკუთრებით როცა იყო ხელისუფლებაში. მას აქვს ჩადენილი უამრავი დანაშაული, მის მიმართ მოქმედებს სასჯელები რამდენიმე დანაშაულთან დაკავშირებით, როდესაც ასეთ პირობებში ვერ ელევიან სააკაშვილს, ეს არის ინდიკატორი ქართული საზოგადოებისთვის, ინდიკატორი იმისა, სინამდვილეში…

მეტი...

ვინ არის ქართველი ცოლ-ქმარი, რომელმაც ევროპის ბიბლიოთეკებიდან 2,5 მილიონი ევროს წიგნები მოიპარა

მათე ცირეკიძე და ანა გოგოლაძე ორ სავარაუდო თანამზრახველთან ერთად წინასწარ პატიმრობაში არიან. ცოლ-ქმარი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებიდან უნიკალური წიგნების ქურდობაშია მხილებული. ამავე ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ბექა ცირეკიძე ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძარცვის ბრალდებით ესტონეთშია დაკავებული. მიუნხენი, ჟენევა, პარიზი, ლიონი, რიგა, ვილნიუსი, ვარშავა – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ქართულმა დაჯგუფებამ უნიკალური წიგნების დედნები ყალბი ასლებით შეცვალა. ფრანგული მედიის ცნობით, სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებისთვის მიყენებული ზარალი 2,5 მილიონ ევროს აღწევს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მეტი...

“კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა”- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა აქციის მონაწილეებს, რომლებიც “რუსულ კანონს” აპროტესტებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიები უწოდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ყველა ერთ ქვაბში იყრება. „ერთი რაც არის ძალიან კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიები, „ნაცმოძრაობა“ ლელო, გახარიას პარტია და ა.შ. ესენი არიან მდიდარი ენჯეოები, სხვა სუბიექტები, რომლებიც მათთან არიან დაკავშირებულები, კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებები და ა.შ. ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა და საზოგადოება ხედავს იმას,…

მეტი...

ფონიჭალაში სასულიერო პირზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი – სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ა.ა. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ფონიჭალაში 1983 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ა.ა. მიმდინარე წლის 21 აპრილს, ბრალდებულსა და ვ.კ.-ს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ვ.კ.-მ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 151-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

,,ქართული ოცნება” რუსული კანონის განხილვას იურიდიულ კომიტეტზე, ორშაბათს, 09:00 საათზე განაახლებს

,,ქართული ოცნება” პირველი მოსმენით მიღებული რუსულ კანონის განხილვას, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ორშაბათს, 29 აპრილს, 09:00 საათზე განაახლებს. შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს ,,ქართულმა ოცნებამ” ,,რუსულ კანონის” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტი ისევ შემოაბრუნა. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი ,,უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

მეტი...

“”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” გამოაქვეყნა ტყუილი, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე არასამთავრებო ორგანიზაციას ” საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ტყუილში ადანაშაულებს. პრემიერის განცხადებთ, “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” გამოაქვეყნა ტყუილი, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ხელისუფლებამ GRECO-ს ანგარიში დამალა. მთავრობის მეთაურის თქმით, გაცემულია თანხმობა ევროსაბჭოსთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება. „GRECO -ს ანგარიშზეა საუბარი. ეს ტყუილი გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას ნაციონალური ბუნდოვანება, ანუ სრულიად იმის საპირისპიროა, რაც ჰქვია. ანუ „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ“, ამ ენჯეომ გამოაქვეყნა ტყუილი, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში. სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა, სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება, დღეების ამბავია. როგორც კი…

მეტი...

300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას – კობახიძე

ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ აქციებს, ჩვენ მივხედავთ ჩვენს აქციას, მათ მიხედონ საკუთარს. 300 კაცზე მეტს ვერ კრებენ და 300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რითაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 29 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას შეეხებოდა. მისივე თქმით, შეკრებაზე მყოფი 300 კაციდან 2/3 არის დიმა ჩიქოვანის, ანუ კეზერაშვილის მიერ 1000 ლარად, ან უფრო ნაკლებად დაფინანსებული ადამიანების ერთობა. პრემიერის განცხადებით, საქართველოში არის დემოკრატია, უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება და საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ან თუნდაც ხუთშაბათს,…

მეტი...

“რიკოთის უღელტეხილს თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს”- ირაკლი კობახიძე

“რიკოთის უღელტეხილის პროექტს საქართველოს რეალობაში ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ ამ პროექტს თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის თქმით, რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამომწვევ მონაკვეთად იყო აღიარებული. „ამ პროექტებს რეგიონებში შეაქვს ახალი სიცოცხლე, რაც, არა მხოლოდ მგზავრობის შემცირებულ დროსა და მანძილში გამოიხატება, ასევე გამოიხატება კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობაში, ასევე იმ ეკონომიკურ სარგებელშიც, რომელიც ამ პროექტებს მოაქვს ჩვენი რეგიონების მოსახლეობისთვის, შესაბამისად, ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონების განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებას. საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამომწვევ მონაკვეთად იყო…

მეტი...

შანტაჟის ენა არ ჭრის, შემოიღონ უვიზო მიმოსვლა ამერიკაში – პრემიერი

რაც შეეხება ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა ამ რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. არავითარი ფასი ამ ყველაფერს არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი. „ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა თუ ასეთი შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, არამედ პირიქით უნდა ზრუნავდნენ მაგალითად აშშ-ში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ…

მეტი...

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტის, რასაც ქვია – საუკუნის პროექტი – რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა – კობახიძე

მინდა, მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტის, რასაც ქვია – საუკუნის პროექტი – რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. ამ მშენებლობის მორიგი ეტაპი ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა, რისი მომსწრეც ვართ ჩვენ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, პროექტი, რომელიც სრულად შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს და გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით, დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მგზავრობის დროს აღნიშნულ მონაკვეთზე. „როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა რიკოთის მაგისტრალის 27 კმ-იანი მონაკვეთი, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა…

მეტი...

ზესტაფონის შემოვლითი 9-კილომეტრიანი გზა გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა. გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. ,,დღეს აღმოსავლეთი და დასავლეთი კიდევ უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს, 89 ხიდი 97-დან უკვე აშენებულია, 50 გვირაბი უკვე გაჭრილია 51-დან, დღეს 9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა მზად არის გასახსნელად, გზა რომელიც მიდის საფრანგეთის ქალაქ ბრესტში, გზა რომლითაც საქართველო შევა ევროპაში”, – თქვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ. უწყების ცნობით, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი და შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება. პროექტი 2024 წლის…

მეტი...

,,საგარეო პოლიტიკურ კურსს და ჩვენს უსაფრთხოებას არ წაადგება” – თედო ჯაფარიძე რუსულ კანონზე

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ საგარეო პოლიტიკურ კურსსა და უსაფრთხოებას არ წაადგება. როგორც მან აღნიშნა, კანონი მხოლოდ შიდა მოხმარების არაა და გავლენა აქვს საგარეო პოლიტიკურ კურსზეც, რასაც ადასტურებს ის რეაქციები და რეზოლუციები, რომელიც ამ ინიციატივას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოჰყვა. ,,30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს, რომლებიც თითქოსდა განსაზღვრულია ჩვენი კონსტიტუციით და იმ პრაქტიკით, რა გზასაც დამოუკიდებლობის ხელმეორედ მოპოვების შემდეგ…

მეტი...

ამერიკის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება

ამერიკის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება. დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც გასულ კვირას სტუდენტებმა კამპუსებში კარვები გაშალეს და უნივერსიტეტების ხელმძღვანელობას მოუწოდეს, დისტანცირდნენ ყველა იმ კომპანიისგან, რომლებიც ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს უჭერენ მხარს, ან ისრაელის სამხედრო კამპანიიდან მოგებას იღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქციები გაიმართა იელის, კოლუმბიის, ჰარვარდის, მასაჩუსეტსის, სამხრეთ კალიფორნიისა და სხვა ცნობილ უნივერსიტეტებში. პოლიციამ სტუდენტები ძალის გამოყენებით დაშალა და ასობით აქტივისტი დააკავა.

მეტი...

ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეუფარდეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეურაცხმყოფლად მიიჩნევდა მისი ყოფილი მეუღლის სხვა მამაკაცთან ქორწინებას, რის ნიადაგზეც, შეუწყნარებლობისა და შურისძიების მოტივით ორივე მათგანის მოკვლა განიზრახა. 2023 წლის 28 ნოემბერს, იგი შეიარაღებული მივიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლისა და მისი ქმრის საცხოვრებელ სახლში, სადაც, მამაკაცის დედის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღით არაერთხელ ისროლა ცოლ-ქმრის მიმართულებით. მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სიცოცხლის გადარჩენა კი…

მეტი...

საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთების ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი – 1988 წელს დაბადებული მ.მ. და 2000 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, უკანონოდ შეაღწიეს მოქალაქეების კუთვნილ 10-მდე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლასაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთებს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ მ.მ. და ზ.მ, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ნივთები”, – ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება საქართველოს…

მეტი...

უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის 27-დან მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობაა საჭირო – გოგოლაშვილისა და გიგიაძის განმარტება

ევროპარლამენტის მიერ გუშინ, 25 აპრილს მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს ,,აგენტების კანონის” გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე. განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. EPRC-ის მკვლევარი, დანიაში ყოფილი ელჩი, გიგი გიგიაძე განმარტავს, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად 27-იდან მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი კი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, როცა ამბობენ, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის EU-ს წევრი ქვეყნების კონსენსუსია საჭირო. ,,რაც შეეხება ევროკავშირის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არასწორ…

მეტი...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ეწვივნენ და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად 220 ერთეული წიგნი გადასცეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მჟავია, უმაღლესი საბჭოს აპარატის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, აპარატის თანამშრომლები ზურაბ კობახიძე და გიგა შელია, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კონსტანტინე ბასარია, აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე გულნაზ აშორტია, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცათ აფხაზეთის…

მეტი...

იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმში, 2024 წლის 7 თებერვალს, ბრალდებული ჰ.ვ., თავისი მეუღლის სამსახურებრივი საკითხის მოსაგვარებლად, იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, სადაც მისი მეუღლე იყო დასაქმებული. ბრალდებულმა დაზარალებული ა/მანქანაში ჩაისვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააფრთხილა, რომ მისი მეუღლისგან სამსახურებრივი გაფრთხილების დოკუმენტზე ხელისმოწერა აღარ მოეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმში საცხოვრებლად არ გააჩერებდა და პრობლემებს შეუქმნიდა. ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულს ა/მანქანიდან გადასვლის საშუალება არ მისცა და ძალის გამოყენებით ა/მანქანაში დაბრუნება მოსთხოვა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის…

მეტი...

პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლები, ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, “კუდ”-ის თანამშრომლები როინ შავაძეს ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. ძალადობის შედეგად…

მეტი...

კობახიძეს მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ გზა ევროკავშირისკენ ბუდაპეშტზე გადის – კელი

კობახიძეს მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ გზა ევროკავშირისკენ ბუდაპეშტზე გადის, – წერს საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი X-ზე ორ სხვადასხვა პოსტში. ,,ქართველი ხალხის ნების აშკარა ღალატი. ეჭვი არაა, რომ საკუთარი დაპირების დარღვევისა და რუსული კანონის კვლავ შემოტანით, მთავრობა გადის კონსტიტუციის ჩარჩოდან და ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის. ბუდაპეშტში CPAC-ზე პრემიერმინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მთავარი პრიორიტეტია, თუმცა, როგორც ჩანს, მას მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ გზა ევროკავშირისკენ ბუდაპეშტზე გადის. თქვენ და თქვენმა ხელისუფლებამ სხვაგან შეუხვია, ბატონო პრემიერმინისტრო”, – წერს იან კელი.

მეტი...