,,მე არ ვიცი, მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი”- მამუკა მდინარაძე

,,მე არ ვიცი, მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური სანქციით დასანქცირებულია ისე, რომ არანაირი განმარტება მის დასანქცირებას არ მოჰყოლია. „ორი მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში და ეს არის დე ფაქტო, არაფორმალური სანქცია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, გამოყენებულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამაზე მკაცრი სანქცია ალბათ არც გაგიგიათ მიმდინარე პერიოდში. კონკრეტულ ადამიანებს დაადეს სხვადასხვა სანქცია. თითოეული ადამიანის სანქცირებას ყოველთვის რაღაც განმარტება მოჰყვებოდა ხოლმე. ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო, არაფორმალური სანქციით დასანქცირებულია ისე, რომ არანაირი განმარტება…

მეტი...

,,მომხმარებებლის მხრიდან დაახლოებით 225 განაცხადია შემოსული, აქედან 130-ზე მეტ საქმეზე მოკვლევაა დაწყებული”- ირაკლი ლექვინაძე „მედიაცენტრ მთავარში”

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე  სხვა საკითხებთან ერთად,მომხარებელთა  უფლებებზეც ისაუბრა როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, კონკურენციის ეროვნული სააგენტოში, ექვსი თვის მონაცემებით, დაახლოებით 225 განაცხადი არის შესული მომხმარებებლის მხრიდან. ,,ექვსი თვის მონაცემებით, დაახლოებით 225 განაცხადი არის შემოსული მომხმარებებლის მხრიდან. აქედან, დაახლოებით 130 საქმეზეა მოკვლევა დაწყებული, სადანაც 57 საქმეზე გაფორმებულია 33 პირობითი ვალდებულების არების შესახებ ხელშეკრულება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნების ამბობს ,,შესაძლოა ჩემს ქმედებას მომხმარებელთან მიმართებაში, დარღვევას ჰქონდა ადგილი, ამიტომ ვიღებ ვალდებულებას, რომ გამოვასწორებ ამ საკითხს”. ამის შემდეგ, ვაფორმებთ ხელშეკრულებას, ვაძლევთ გონივრულ ვადას, თუ ამ გონივრულ ვადაში საკითხი…

მეტი...

საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში, ეპირის ოლქში 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიღრმე 6,39კმ იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

მეტი...

ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

5 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაკარგულად ითვლება აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდონგის პროვინციაში, სინოჰემის ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად. აფეთქება Luxi Chemical-ის წყალბადის ზეჟანგის წარმოების ქარხანაში მოხდა. ხანძარი ლოკალიზებულია, შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

მეტი...

ბულგარეთში გენერალური პროკურორის მკვლელობის სცადეს

ბულგარეთში გენერალური პროკურორის მკვლელობის სცადეს. სოფელ კოვაჩევოს მახლობლად მიმავალ გზაზე ივან გეშევის კორტეჟს ასაფეთქებელი მოწყობილობა უცხო პირებმა დაუდეს. ბომბი ავტოკოლონის წინ აფეთქდა, თუმცა შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. მკვლელობის მცდელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ მოხდება, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს”- კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ  მოხდება, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ტვიტერზე წერს. ,,ოჰ, ზუსტად პირიქითაა. თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ კი არა, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ ყველა პრიორიტეტი შეასრულეს, რომელიც ევროკავშირმა მისცა საქართველოს, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და ამას გეოპოლიტიკური ლოგიკა ითხოვს”,- წერს კრამონი.

მეტი...

,,დედაქალაქს, პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს”- ლევან ხაბეიშვილი

,,დედაქალაქს, პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს,”-  ასე ეხმაურება ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, კახა კალაძის განცხადებას. ,,დედაქალაქს, პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადა, რომ თუ არ მოგვცემენ, პრობლემას ვერ ხედავს …  საქართველოში დაბადებული კაცი, იმ საქართველოში, რომლის 20 % ოკუპირებული აქვს რუსეთს, უკრაინაში “ფეხადგმული”, რომელსაც სასტიკად უსწორდება მკვლელი პუტინი და მაინც რუსეთუმე, მაინც პუტინისტი … ასე იცის კორუფციამ და მომხვეჭელობამ … მკვლელი შადრევანით, ყველაფერში “ფულაობით” , ზონდერების ხელმძღვანელობით ცნობილი მერი … უნდა დავასრულოთ შურისმაძიებელი, პუტინისტები და ხელიხელ ჩაკიდებულებმა, გავუფრთხილდეთ და ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა”,- წერს ხაბეიშვილი. ,,სტატუსს თუ მოგვცემენ,…

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დაკავებულის ადვოკატებმა გრიგორიადისის გათავისუფლება 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვეს, თუმცა  მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ,,მიმალვა რომ მდომოდა, ერთი თვის განმავლობაში დავიმალებოდი. ტანსაცმელი, რომლითაც ამიყვანეს, იგივე ტანსაცმელი იყო, რაც აქციაზე მეცვა” – განაცხადა გრიგორიადისმა პროცესზე. 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

მეტი...

,,როგორც დედა, როგორც ქალი სადაა პრეზიდენტი, ყველა რატომ გვატყუებს”- აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედა

მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. მშობლები უკვე მე-15 დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან. ,,გვერდით დაგიდგებითო, როგორც დედა, როგორც ქალი სადაა პრეზიდენტი. ესეც მატყუარაა, ყველა რატომ გვატყუებს. რატომ გვპირდებიან,”- აცხადებს, ერთ-ერთი დედა, რომლის მიმართვაც, სოციალურ ქსელში ვრცელდება. მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, ასევე  მედიკამენტ „ვოზორიტიდის” შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ.  

მეტი...

,,სურთ შური იძიონ იმ სასამართლოზე და მოსამართლეებზე, ვინც მათი პოლიტიკური ლიდერები გაასამართლა”- არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე

პარლამენტის ვიცე- სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს პირდაპირ ჩარევა სურთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში. თალაკვაძის თქმით, მათ სურთ შური იძიონ იმ სასამართლოზე და მოსამართლეებზე, ვინც მათი პოლიტიკური ლიდერები გაასამართლა. ,,სურთ შური იძიონ იმ სასამართლოზე და მოსამართლეებზე, ვინც მათი პოლიტიკური ლიდერები უმძიმესი დანაშაულების გამო გაასამართლა და სურთ დაბლოკონ სასამართლოს საკითხი, რადგან ის არის ევრორეკომენდაციების ნაწილი და ამით დაბლოკავენ შემდგომში კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემასაც. პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს სჭირდებათ ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის და შემდეგ ძალადობრივი ცვლილებებისთვის. აი ეს გეგმა ჰქონდათ, ამ გეგმის დაწყება უნდოდათ პარლამენტიდან, თუმცა, შევიდნენ პოლიტიკურ ჩიხში და ჩაუვარდათ ეს გაუგონარი ინიციატივა”,…

მეტი...

რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. მისივე  თქმით, რუსი სამხედროები შევიდნენ რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში და ხერსონის ცენტრში სახელმწიფო დაწესებულების შენობაში. ,,რუსმა ოკუპანტებმა გუშინ ღამით ხერსონის რეგიონი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია. ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა გაანხორციელეს 39 თავდასხმა, გაისროლეს 163 ჭურვი მძიმე არტილერიიდან და თვითმფრინავებიდან”, – განაცხადა პროკუდინმა.  

მეტი...

“მშიერმა” სტუდენტმა კედლიდან იტალიელი მხატვრის ინსტალაცია ჩამოხსნა და შეჭამა

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ხელოვნების სტუდენტმა იტალიელი მხატვრის მაურიციო კატელანის საკულტო ნამუშევარი -კედლიდან ჩამოხსნა და შეჭამა. როგორც სტუდენტმა განაცხადა, ბანანი იმიტომ შეჭამა, რომ, მშიერი იყო. ხილის ჭამის შემდეგ, სამხრეთ კორეელმა სტუდენტმა ქერქი ისევ კედელზე მიაკრა. ქერქი მოგვიანებით მუზეუმმა ახალი ბანანით შეცვალა. ცნობისთვის, ნამუშევარი სახელწოდებით “კომიკოსი”  120 000 დოლარად გაიყიდა Art Basel Miami Beach-ზე 2019 წლის დეკემბერში.

მეტი...

მიმდინარე კვირის კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის

მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგში,  საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, დღის წესრიგიდან კონკრეტული საკითხის ამოღებას არ ნიშნავს, რადგან პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომების დღის წესრიგს ყოველ ჯერზე ხელახლა ადგენს. ,,არაფრის ამოღება არ ხდება, როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის პლენარული სხდომის კვირის დღის წესრიგი ყოველ ჯერზე ხელახლა არის შედგენილი. პროექტის  შედგენა ხდება ბიუროს მხრიდან, შესაბამისად არ არსებობს არანაირი დღის წესრიგი რომლისგანაც რაიმეს ამოღება ხდება, ჩვენ დღეს პარლამენტის ბიურო ვადგენთ სწორედ პროექტს პარლამენტის სასესიო კვირის დღისწესრიგისა, რომელიც შემდეგ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს,“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მეტი...

„არასოდეს გვითქვამს უარი აქონდროპლაზიის მკურნალობაზე, არც ბიუჯეტთან დაკავშირებით არის პრობლემა“- ზურაბ აზარაშვილი

„მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ არასოდეს, არავისთვის გვითქვამს უარი აქონდროპლაზის მკურნალობაზე“, – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილი მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დაფინანსების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ბიუჯეტთან მიმართებით არანაირი პრობლემა არ არის. „არასოდეს გაკეთებულა აქცენტი იმაზე, რომ ბიუჯეტში არის, ან პირიქით, არ არის თანხა აქონდროპლაზიის მედიკამენტის დასაფინანსებლად. არასოდეს დაფიქსირებულა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით რაიმე პრობლემაა და ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მეტი...

,,საქართველოს და საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე არ იყო საუბარი”- პაპუაშვილი გუშინდელ აქციაზე

,,საქართველოს და საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე არ იყო საუბარი,”- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ გუშინდელ აქციას. მისი თქმით, აქციაზე, ის ხალხი იყო გამოსული, ვინც საკუთარ ქვეყანასა და  ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს. ,,მოვისმინეთ ის, რომ იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს და რა ვიცი, საქართველოს და საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე არ იყო საუბარი. რა გამოდის? გამოდის, რომ ამ ხალხის თვალში, ვინც არიან კრიტიკოსები, საქართველოზე საუბარი ნიშნავს ანტიდასავლელობას და პრორუსობას? ეს არის, საბოლოო ჯამში, სადაც ისინი ტოლობას სვამენ –…

მეტი...

,,საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროკავშირის წევრობა”- პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ახლა საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროკავშირის წევრობა. მისი თქმით, ევროკავშირს სურს, საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობა მისცეს. ,,ევროკავშირი არის 27 სუვერენული ერის ოჯახი. ჩვენ გვინდა გაფართოება. გვინდა, სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მივცეთ ამ ოჯახში გაწევრიანების შესაძლებლობა. ახლა საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროკავშირის წევრობა. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს საქართველომ, საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ, საქართველოს მოსახლეობამ, ჩვენ ევროკავშირში ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. გვესმის, რომ ევროპულ ინტეგრაციას, წევრობას ევროგაერთიანებაში ქართველების 89% უჭერს მხარს. ეს ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მეტი...

,,მოვუწოდებ მშობლებს, სამუშაო მაგიდასთან გავაგრძელოთ ყველა პროცესი, დღეს რაც ხდება, საქმეს არანაირად არ წაადგება”- ზურაბ აზარაშვილი

,,არასდროს არავისთვის გვითქვამს უარი აღნიშნული იშვიათი დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით. ასევე, არასდროს გაკეთებულა აქცენტი ბიუჯეტზე. არასდროს დაფიქსირებულა, რომ ბიუჯეტთან მიმართებით არის პრობლემა,”- ამის შესახენ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მინისტრი მშობლებს მოუწოდებს, სამუშაო მაგიდასთან გაგრძელდეს პროცესები. ,,ძალიან რთულია, პროცესი, რაც დაწყებული გვაქვს პრობლემის მოსაგვარებლად, ამ ხმაურის, დაძაბულობის ფონზე გაგრძელდეს. მხარეები ძალიან ხშირად აღნიშნავენ, რომ პროცესი  ასეთი პროტესტის ფონზე არ უნდა მიმდინარეობდეს. სამინისტრო, დაინტერესებული მხარეები კონსტრუქციულ ფორმატში უნდა იყვნენ. კონსტრუქციულ რეჟიმში, საჭიროების შემთხვევაში, მაგიდასთან. აქედან გამომდინარე, მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო და მოვუწოდო, მშობლებს, გავაგრძელოთ შეთანხმებები და ყველა პროცესი, რაც აუცილებელია ამ იშვიათი…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა რვა საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ცვლილების თაობაზე. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ქვეკომპონენტის ამოქმედება ხელს შეუწყობს ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდას. სოფლის განვითარების სააგენტო  მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის…

მეტი...

,,მოეგეთ გონს, ნუ გვტანჯავთ, მაინტერესებს, რას ითხოვთ, აუცილებლად ვიღაც უნდა მოკვდეს?”- პროტესტი მთავრობის კანცელარიასთან

მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. როგორც ერთ-ერთმა მშობლებმა განაცხადა, არ გაჩერებულან და არც გაჩერდებიან. ,,გაბუნიაც, ჯანდაცვის მინისტრიც საუბრობენ ორაზროვნად, არა კონკრეტულად, ალბათ, ისინიც პრემიერისგან ელიან გადაწყვეტილებას და შემდეგ იტყვიან კონკრეტულ ნაბიჯს. არაფერია სასიხარულო თუ საბჭოში შემიყვანეს, საბჭოში გასაგებია, მთავარია მედიკამენტი როდის შემოვა. ჩვენც გონივრულად გვაქვს გადაწყვეტილი, ამას უნდა ექიმების დატრენინგება, ამას უნდა დრო, კი ბატონო, იყოს 2 თვე, 3 თვე, თუმცა 2 და 3 თვე ჩემი შვილისთვის და იმ ბავშვებისთვის, ვისაც ზედა ზღვარი აქვს, უკან გადადგმული უამრავ წელია, კიდევ დაველოდები 13 წელი თუ დავდიოდი, ამ შრომას…

მეტი...

,,ევროპული და ამერიკული ფულით ფინანსდება ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდების გამართლება”- შალვა პაპუაშვილი 

,,ლოზუნგებიდან გამომდინარე, რომელიც აქვთ “მე ვესროლე” და ასე შემდეგ აჩვენებს, რომ ისინი ამართლებენ თავად “მოლოტოვის კოქტეილის” სროლას, ისინი ამართლებენ ადამიანისთვის ბენზინის გადასხმას და ცეცხლის წაკიდებას,”- ასე ეხმაურება  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლაზარე გრიოგირიადისის მხარდასაჭერ კამპანიას „მე ვისროლე“. მისი თქმით, „სირცხვილია“ არის კამპანიის ერთ-ერთი  მოწინავე, რომელიც ევროპული და ამერიკული ფონდებიდან ფინანსდება. ,,პრობლემა არის ის, რომ ეს პროპაგანდა მათ შორის, ეს კამპანია, ფინანსდება ევროპული და ამერიკული წყაროებით, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ კამპანიის, რომლის მთავარი შინაარსია, თუკი საჭიროა დაშვებულია პოლიციელს გადაასხა ბენზინი და წაუკიდო ცეცხლი, მე ვესროლე ამას ნიშნავს ხომ ეს კამპანია, თუკი ვინმე…

მეტი...

,,ჩვენ თქვენს კართან ვართ და თქვენ კარს არ გვირებთ”- პროტესტი კანცელარიასთან

ხმაური კანცელარიასთან – მთავრობის სხდომის პარალელურად აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს. ამასთან, მშობლები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას მოუწოდებენ, ადგილზე მივიდეს და პირადად შეხვდეს მათ. ,,ჩვენი მიზანი არ არის აქ წვიმაში დგომა, ჩვენი მიზანი არის შედეგი – წამალი. თუ კი ქალბატონი თამარი  აცხადებს მზაობას და მოწოდებას ჩვენი მისამართით, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს დიალოგის რეჟიმში და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ქალბატონი თამარის ეს მოწოდებები ჩვენი მისამართით არის გაფანტული. მოვუწოდებთ ქალბატონ თამარს, მობრძანდით პირადად და აასრულეთ თქვენი სიტყვები, რომ აუცილებელია ეს პრობლემა მოგვარდეს. სხვა შემთხვევაში გვრჩება  შთაბეჭდილება, რომ ეს…

მეტი...

,,IRI-ის კვლევის ერთადერთი მიზანი იყო ვირტუალური რეალობის შექმნა და ოპოზიციის მოტივირება”- შალვა პაპუაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის“ არანაირი რეიტინგი გაზრდილი არ არის, პირიქით, ვხედავთ, რომ ყველანაირად არის დემოტივირებული ზოგადად ოპოზიციაც,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 29 აპრილის არჩევნებმა ოპოზიციის კრახი დაადასტურა. მისი თქმით, ოპოზიციამ ვერცკი გაბედა, კანდიდატები დაეყენებინა. ,,ახლა, როცა კონკურენტიც არ იყო რიგ შემთხვევებში კანდიდატისა, უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდა, უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. რატომ? იმიტომ, რომ მთავარი მოტივაცია იყო, დემონსტრაციულად ქართველმა ხალხმა როგორც შიგნით, ისე გარეთ დაანახა ყველას, ვინც ცდილობს, გამიჯნოს ქართველი ხალხი, ქართული ხელისუფლებისგან, დაანახა ამ ადამიანებს, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“…

მეტი...

დავით ნარმანიამ „ენერგეტიკული ტურიზმის განვითარებისათვის“ კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში სპეციალურად გიდებისთვის შექმნილი კურსის – „ენერგეტიკული ტურიზმის განვითარებისათვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. „ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ეხმარება არა მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ პირებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, არამედ ცენტრის ერთ-ერთი მიზანია, დააინტერესოს სხვადასხვა ჯგუფები ენერგეტიკით. გიდები წარმოადგენენ სწორად იმ სამიზნე ჯგუფს, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ენერგეტიკული ობიექტების როგორც ტექნიკური მახასიათებლების, ასევე ისტორიის შესახებ. „ენერგეტიკული ტურიზმის განვითარებისათვის“ ტრენინგ კურსი შეიქმნა სპეციალურად გიდებისთვის და მისი მიზანია საქართველოს ენერგეტიკული წარსულის, რეალობისა და პერსპექტივის შესახებ გიდებისთვის ინფორმაციის მიწოდება. კურსის მიმართ ინტერესი მზარდია…

მეტი...

რუსეთში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა – მედია

რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზის ლიანდაგზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,უნეჩას რაიონში, ბრაიანსკ-უნეჩას რკინიგზის 136-ე კილომეტრზე, ამოუცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებლის ლოკომოტივი რელსებიდან გადავიდა. მსხვერპლი არ არის”, – წერს გუბერნატორი. რუსეთის რკინიგზა აცხადებს, რომ ელმავალი და შვიდი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. რკინიგზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

მეტი...

,,არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში”- პაველ ჰერჩინსკი

,,ამ ეტაპისთვის ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში,”- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა სანქციების პროცესის აღსრულებაში სხვადასხვაგვარად არის ჩართული, როგორც საქართველო, რომელიც ნაწილობრივ შეუერთდა საქნციებს. ,,ევროკავშირის სახელით რუსეთს დავუწესეთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სანქციები. ჩვენი მიზანია, რომ შევცვალოთ რუსეთის ქმედება და დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ რაც შეიძლება სწრაფად. ერთ-ერთი ელემენტი რუსეთის წინააღმდეგ არის სანქციები. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტი დაეწესებინა და ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ვიცი, რომ ზოგიერთი…

მეტი...

,,IRI იმდენად აირია, რომ ვერ გაარკვია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვინ მიეწერა – ასე დარჩნენ ხახამშრალი ხაბეიშვილი და მელია”- გურამ მაჭარაშვილო

,,IRI-ის კვლევები ხალხის ნებას არასოდეს ემთხვეოდა,” – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ”IRI იმდენად აირია, რომ ვერ გაარკვია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვინ მიეწერა, მელია თუ ხაბეიშვილი”. „ქართულმა საზოგადოებამ მყისიერად დაადასტურა, რომ კვლევები რომელიღაც ოთახშია დაწერილი და არის მათი სურვილი. IRI იმდენად აირია, რომ ვერ გაარკვია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვინ მიეწერა, მელია თუ ხაბეიშვილი და პატიმარი სააკაშვილი მიაწერა. ასე დარჩნენ ხახამშრალი ხაბეიშვილი და მელია. „ნაცმოძრაობა“ ვის ეკუთვნის, ჯერ გასარკვევია, IRI ისე აირია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.  

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან სანქციებს არ უერთდება, არ იწყებს ომს”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გასულ წელსაც იმსახურებდა, რადგან ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული. მისივე თქმით, სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. „ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. მართალია, გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ვინც ამას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით. არ იფიქროთ, რომ ომში მყოფ ქვეყანას რამეს ვაყვედრით. ღმერთმა დამიფაროს. პირიქით, ყოველთვის გამიხარდება უკრაინელების წარმატება. თუმცა რეალურად რომ შევხედოთ, პარამეტრებით და ციფრებით, საქართველო არის პირველი, ვისაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული – რეფორმების განხორციელება, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ. კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური…

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 190 960 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 190 960 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასე გამოიყურება; ტანკი – 3700; ჯავშანტექნიკა – 7192; საარტილერიო სისტემა – 2921; ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 544; საჰაერო თავდაცვის სისტემა – 295; თვითმფრინავი – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2476; ფრთოსანი რაკეტა – 932; გემი/ნავი – 18; სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5845; სპეცტექნიკა – 359.  

მეტი...

,,სტატუსს თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა”- კახა კალაძე

,,სტატუსს თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა,”-  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ  განაცხადა. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ასრულებს თუ არა ხელისუფლება მითითებას ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 12-პუნქტიან გეგმაში მათზე საუბარი არ არის. „ჩვენი ხელისუფლება მზადაა, ზედმიწევნით შეასრულოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე ჩვენზე დამოკიდებული არ არის. თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება. თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა. ამ 12-პუნქტიან გეგმაში არც გვარამია და არც კრიმინალი სააკაშვილი ნახსენები არ არიან“, – აღნიშნა თბილისის…

მეტი...

,,აქციაზე მშვიდობისა და ქვეყნის წარმატების მოსურნე ბევრი ადამიანი იყო გამოსული”- კახა კალაძე

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე მშვიდობისა და ქვეყნის წარმატების მოსურნე ბევრი ადამიანი იყო გამოსული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და 30 აპრილს გამართულ აქციას გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, ქვეყნაში მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. „აქციას ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული. მე ერთ რამეს ვიტყვი – ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელოვანია, ვისთვისაც სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეკონომიკური განვითარება. მშვიდობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია,…

მეტი...

,,ოპოზიციის ავტორიტეტი და პოლიტიკური მხარდაჭერა განულებულია”- კახა კალაძე

„ოპოზიციის წარმომადგენლებმა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან იცოდნენ, თუ რა შედეგი დადგებოდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძე საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარლამენტის, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა. მისი თქმით, 29 აპრილს გამართულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს მმართველ პარტიას და მის კანდიდატებს. „ცხადია, თუ რატომ არ მიიღო ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან იცოდნენ, თუ რა შედეგი დადგებოდა. ძალიან კარგად იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მათ მიმართ. მათი ავტორიტეტი, პოლიტიკური მხარდაჭერა დღეს ქვეყანაში განულებულია. რომელიღაც კონკრეტულ პარტიას, რა…

მეტი...

,,გადავწყვიტე, აქციას თავიდან ვუყურო, იქნებ რაიმე გავიგო”- იაგო ხვიჩია

,,გადავწყვიტე, თავიდან ვუყურო, იქნებ, რაიმე გავიგო, მაგრამ სანდრო რაქვიაშვილმა იმედი გადამიწურა, მაინცდამაინც საინტერესოს ვერ მოისმენო,” – ასე აფასებს „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია რესპუბლიკის მოედანზე გამართულ გუშინდელი აქციას. ,,მიტინგისთვის თვალი არ მიდევნებია და არ მინდა, რაიმე შემეშალოს, მაგრამ ვინც უყურა, არცერთს არ ჰქონდა გაგებული, მონაწილეებს რა უნდოდათ. გადავწყვიტე, თავიდან ვუყურო, იქნებ, რაიმე გავიგო, მაგრამ სანდრო რაქვიაშვილმა იმედი გადამიწურა, მაინცდამაინც საინტერესოს ვერ მოისმენო,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ. მისი თქმით, აქციაზე უფრო ნათლად უნდა ყოფილიყო ნათქვამი,  როდის მოხდა პრეზიდენტ  სალომე ზურაბიშვილის გადაყვარება. „მგონი, უფრო ნათლად უნდა ყოფილიყო ნათქვამი, როდის მოხდა პრეზიდენტის გადაყვარება, რადგან თავის დროზე…

მეტი...

მტერი იძულებული გახდა ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა – უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური

უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის, გენერალი ალექსანდრე სირსკის განცხადებით, უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის ყველა შეტევა ლიმანის მიმართულებით და ტყვედ აიყვანეს 10 დამპყრობელი. მისივე თქმით, ბახმუტში კონტრშეტევებით მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა. ,,წინსასვლელად, მტერი იყენებს მაქსიმალურ ძალისხმევას და არაფერს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, ვაგნერის ახალი თავდასხმის ჯგუფები, სხვა კერძო კომპანიების მებრძოლები, მედესანტეები გამუდმებით გადასროლილები არიან ბრძოლაში. მ. მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქის (ბახმუტის – რედ.) კონტროლის ქვეშ აყვანას”, სიტუაცია საკმაოდ რთულია,”- განაცხადა სირსკიმ. სირსკის თქმით, ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება ბახმუტის მიმართულებით, მაგრამ მტერმა ჯერ ვერ შეძლო უკრაინის პოზიციების დაცვის გარღვევა.

მეტი...

აქცია ზუგდიდში – მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ

ზუგდიდში, მოვაჭრეები აქციას მართავენ.  ისინი ბაზრის მიმდებარედ გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. ცენტრალური ბაზარი დილიდან დაკეტილია.  მათ ბაზრის ყველა შესასვლელი კარი ჩაკეტეს და გზის გადაკეტვაც სცადეს. მათი თქმით, მყიდველები ბაზარში აღარ შედიან, რადგან პროდუქტს,  გარემოვაჭრეებისგან ყიდულობენ. მოვაჭრეები მერიისგან აღნიშნული პრობლემის დროულ მოგვარებას და შესაბამისი ზომების გატარებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

მეტი...

დააკავეს პირი, რომელიც ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული პირი, ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. „რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასა, რომელიც ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული, შეიცავს რადიაქტიურ ნივთიერება ურანს და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს და თავისუფლების 5-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს…

მეტი...

,,ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები ამომრჩეველმა პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა” – პაპუაშვილი

,,ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები ამომრჩეველმა 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ”პოლიტიკოსებს, ვინც „ეროვნული ინტერესი“ საკუთარი პოლიტიკური ლექსიკონიდან ამოაგდო, ქართულ პოლიტიკაში გასაქანი არასდროს ექნებათ“. „კიდევ ერთხელ, ხალხმა თქვა თავისი სათქმელი. ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები ამომრჩეველმა 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა. 2021 წლის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ოპოზიციამ ბევრი მოჩვენებითი კრიზისის შექმნა სცადა – „თავისუფლება მიშას“, „ბომბების ცეცხლი მირჩევნია“, „საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს“, „საქართველო სანქციებს გვერდს უვლის“, „არა რუსულ კანონს“, „მე ვისროლე…

მეტი...