რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა-არიან დაშავებულები

რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ოთხი თბოელექტროსადგური და საავადმყოფო დაზიანდა. არიან დაშავებულები. სარაკეტო თავდასხმები 27 აპრილს ღამით განხორციელდა.

„სერიოზულად დაზიანდა საწარმოების აღჭურვილობა, ამ წუთებში ენერგეტიკოსები ცდილობენ თავდასხმის შედეგების აღმოფხვრას“, – განაცხადა კერძო ენერგეტიკული კომპანია ДТЭК-მა, რომელიც ფლობს რუსეთის მიერ სამიზნეში ამოღებულ თბოელექტროსადგურებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, არიან დაზარალებულები, რომლებსაც სამედიცინო დახმარებას უწევენ.

უკრაინის არმიის ინფორმაციით, 27 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინას 34 რაკეტა ესროლა – მათგან 21-ის ჩამოაგდება მოხერხდა.

 

მსგავსი თემები