ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა

ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლა უკვე გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

მეტი...

„არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ბუდუზე ეს უნდა მოგიყვეთ“ – რა თქვა იაშვილმა ზივზივაძეზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ლუქსემბურგთან მატჩში დუბლის ავტორ ბუდუ ზივზივაძეზე საინტერესო ისტორია გაიხსენა. ,,არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელების პირადი დამოკიდებულება, ბუდუზე ვამბობ. როცა ჩამოვიდა და ვესაუბრე, ვუთხარი ძალიან მჩატე ხარ და შეფერთხილი-მეთქი. კი, კიო, ამ თამაშისთვის ისე ვემზადები, რომ 5 თვე შოკოლადიც არ მიჭამიაო”, – გაიხსენა იაშვილმა.

მეტი...

ისტორიული მატჩი თბილისში – ვითარება დინამო არენაზე (ვიდეო)

დიდი საფეხბურთო დაპირისპირება დაიწყო. 90 წუთში, ან შესაძლოა დამატებით დროში, ან სულაც პენალტების სერიით, გაირკვევა, ვინ გავა ევროპის 2024 წლის ფინალურ ეტაპზე, რომელიც ზაფხულში, გერმანიაში გაიმართება. დინამო არენა ბოლომდე სავსეა. დღეს შესაძლოა, ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია დაიწეროს. საქართველოსთვის ეს პირველი შანსია და ახლა ქართველ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, იქცევა თუ არა დღევანდელი მატჩი ეროვნულ ზეიმად. საქართველოს ნაკრები მინდორზე უძლიერესი შემადგენლობით თამაშობს. გუნდს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია. მინდორზე იქნებიან გიორგი ჩაკვეტაძეც და ყაზახეთთან 2 გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძე. ფეხბურთელების განწყობა განსაკუთრებულია, რადგან თითოეული მათგანისთვის ეს არის შანსი შევიდეს ისტორიაში და კიდევ ერთი საფეხურით მაღლა…

მეტი...

ზელენსკიმ დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა. ზელენსკის შესაბამისი ბრძანებულება დღევანდელი დღით, 26 მარტით თარიღდება. ამ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ალექსანდრე ლიტვინენკო დაინიშნა. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარედ კი ზელენსკიმ ოლეგ ივაშჩენკო დანიშნა.

მეტი...

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებს მასპინძლობს. შეხვედრა „დინამო არენზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მთავარმა მწვრთნელებმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა: საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი, კაკაბაძე, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე.

მეტი...

,,ლიბერთი ბანკის” ფილიალში დაწყებული დაპირისპირება დაჭრით დასრულდა

თემქაზე, ლიბერთი ბანკის ფილიალთან ერთმა მომხმარებელმა მეორე მოხმარებელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება ბანკში დაიწყო. აგრესიული მომხმარებელი ბანკის მენეჯერს ეჩხუბებოდა, რა დროსაც მას რამდენიმე მომხმარებელი გამოესარჩლა. ამის შემდეგ, დაპირისპირებულმა მამაკაცებმა ქუჩაში გადაინაცვლეს. ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს დანა მუცლის არეში დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლიბერთი ბანკის დაჭრილი მომხმარებელი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ,,დღეს გამოვაცხადე ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი. მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ, წარმოადგინონ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით. ამავე ბრძანებით შეიქმნა კანდიდატების შესარჩევი კომისია. მივიღე გადაწყვეტილება, კომისიის წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც იყო ცესკოს კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში. მადლობა მინდა ვუთხრა კომისიის წევრებს თანხმობისთვის. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომისიაში ასევე შევიდა პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი”, – წერს პაპუაშვილი.

მეტი...

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. ინფორმაციას გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა. მართალია, სამწუხარო ამბავია, მაგრამ „რუსთავის 2“-ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა. არა უშავს, შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც“, – წერს გვარამია. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022…

მეტი...

ხონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის კაცი ემსხვერპლა

ხონში, სოფელ კუხში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის კაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ,,გურია ნიუსი” ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის უკან უკრაინა დგას – პატრუშევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი დარწმუნებულია, რომ ,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის უკან უკრაინა დგას. ,,რა თქმა უნდა, უკრაინა”, – ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, დგას თუ არა ტრაგედიის უკან ,,ისლამური სახელმწიფო”. ცნობისთვის, სწორედ ტერორისტულმა ორგანიზაცია ISIS-მ აიღო პასუხისმგებლობა მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტზე, რომელსაც 140-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მიუხედავად ამისა პუტინიც და მისი ხელისუფლებაც მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.

მეტი...

ათენში 19 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც სკოლის დირექტორი დაჭრა და მოსწავლე სცემა

ათენში 19 წლის ქართველი დააკავეს. მას ბრალად ედება სკოლის დირექტორისა და მოსწავლის დაჭრა. დაკავებული სკოლაში შეიჭრა და ჯერ დირექტორი დაჭრა, ხოლო შემდეგ ნიგერიელი მოსწავლე ჩაქუჩით სცემა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო თავდამსხმელი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარის მოტივად შურისძიება სახელდება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, თავდამსხმელის ძმასა და ნიგერიელ მოსწავლეს შორის კონფლიქტი იყო.

მეტი...

ხელოვნური ინტელექტი და რისკები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

ვინ რას ანაცვლებს, რა არის ხელივნური ინტელექტი,  ადამიანი თუ მანქანა?! – ამ ყველაფერზე ჩინელი, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი საუბრობს. „ჩადეთ მეტი რესურსი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ნიჭის გამომუშავებაში და ხელი შეუწყეთ ტექნოლოგიურ ინოვაციას სამომავლო გამოწვევების დასაკმაყოფილებლად“ – ეს არის  ლიუ ვეი, პეკინის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების უნივერსიტეტის ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედების და შემეცნებითი ინჟინერიის ლაბორატორიის დირექტორი, რომელიც  ხელოვნური ინტელექტის ეპოქაზე CGTN-თან საუბრობს. „ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიამ აჩვენა პოტენციალი გაარღვიოს ტრადიციული შესაძლებლობების საცობები სამეცნიერო კვლევებში და მოაქვს ახალი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში. თუმცა, ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის აფეთქებამ ასევე გამოიწვია მთელი რიგი შეშფოთება, როგორიცაა ყალბი…

მეტი...

ქობულეთის რამდენიმე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

ქობულეთის N1, N2, N3, N5 და N6 საჯარო სკოლებიდან ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ,,აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში რუსულენოვანი ინფორმაცია ნახეს სკოლაში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. მოსწავლეებმა ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობეს. დირექციამ კი რესურსცენტრთან შეთანხმებით, უსაფრთხოების მიზნით, სკოლის დაცლის გადაწყვეტილება მიიღო.

მეტი...

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 36,4801 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინს“ და 145,807 გრ. „მდმა“-ს, საიდანაც 0,6245 გრ. „მეტამფეტამინი“ და 1,9208 გრ. „მდმა“ მოქალაქეზე გაასაღა. ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 143,8862 გრ. „მდმა“ და 35,8556 გრ. „მეტამფეტამინი“. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 29 ივნისს ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე…

მეტი...

შეიძლება, მართლა დამნაშავეა… – მდინარაძე რუსეთში გასამართლებულ ქართველზე

“პუტინსაც შეიძლება ჰყავს კანონიერად დაპატიმრებული”-  ასე პასუხობს “პირველებს” კითხვას მამუკა მდინარაძე. უმრავლესობის ლიდერს მას შემდეგ მივმართეთ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის ბასმანის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს ყირიმის ხიდზე ტერაქტის მოწყობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მამუკა მდინარაძემ ფაქტი საერთოდ ვერ გაიხსენა და მედია ისევ ოროვოკაციული კითხვის დასმაში დაადანაშაულა. ანუ მართლა არ იყო დამნაშავე? არ ვიცი, ვერ მივხვდი, ზუსტად არ ვიცი… უდანაშაულო იყო და შეუფარდეს სასჯელი თუ რა მოხდა? შეიძლება მართლა დამნაშავეა ამ შემთხვევაში, მე წარმოდგენა არ მაქვს. რავიცი მე, სისხლის სამართლის მასალებს ვიცნობ თუ?… პუტინის გამოძიება რას ჰქვია? პუტინი ვიღაცას…

მეტი...

ფეხბურთის მოყვარულთათვის, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დამატებითი ეკრანები დამონტაჟდა – გულშემატკივრებს ადგილზე მისვლა 19:00 საათიდან შეეძლებათ, საქართველო-საბერძნეთის შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება

საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთოი მატჩთან დაკავშირებით, დღეს, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ეკრანი განთავსდება, სადაც გულშემატკივრები თამაშისთვის თვალყურის დევნებას შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. გულშემატკივრებს ადგილზე მისვლა 19:00 საათიდან შეეძლებათ. წინა თამაშთან შედარებით, მატჩს ოთხჯერ დიდ ეკრანზე უჩვენებენ, გარდა ამისა, რესპუბლიკის მოედნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დამონტაჟდა დამატებით ეკრანები. ადგილზე ასევე განთავსდა კვების ობიექტები, გათვალისწინებულია თემატური ატრაქციონებიბავშვებისთვისაც. თამაშის დაწყებამდე, გულშემატკივრების განწყობაზე ქართველი არტისტები იზრუნებენ. ასევე, შეგახსენებთ, რომ “დინამო არენაზე” დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს.

მეტი...

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში ხიდს, რომელზეც მანქანები მოძრაობდნენ, გემი შეეჯახა და ჩაინგრა

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში ხიდს, რომელზეც მანქანები მოძრაობდნენ, გემი შეეჯახა და ჩაინგრა. მაშველები მდინარე პატაპსკოში ამ დრომდე ეძებენ რამდენიმე ადამიანსა და ავტომობილს. CNN-ს ბალტიმორის სახანძრო დეპარტამენტის კომუნიკაციების დირექტორმა განუცხადა, დაკარგულია 20-მდე ადამიანი. როგორც ცნობილია, გემი ხიდის ერთ-ერთ სვეტს შეეჯახა.

მეტი...

“ოცნების” მიერ წარმოდგენილი ცვლილება უკან გადადგმული ნაბიჯია – TI პარლამენტს მოუწოდებს, კანონპროექტი არ მიიღოს

ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებას და საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს მოუწოდებს მმართველი გუნდის საკანონდებლო ინიციატივა არ მიიღოს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”  პირდაპირ წერს, რომ “ოცნების” მიერ წარმოდგენილი ცვლილება უკან გადადგმული ნაბიჯია. მიმდინარე წლის 20 მარტს „ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტს მიმართეს საარჩევნო კოდექსში ცვლილების ინიციატივით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი მინიმალური 40%-იანი ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს. ცვლილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები აღარ იარსებებს, რაც ზრდის ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის რისკს და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს უკარგავს შანსს, რომ…

მეტი...

32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამასთან, სკოლაში სამართალდამცველები კვლავ რჩებიან. შსს- ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. განათლების სამინისტროს განმარტებით, მათი მხრიდან ყველა შესაბამისი რეაგირება ჩატარდა.            

მეტი...

გიორგი ამილახვარმა სომხეთის განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი სამუშაო ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები და საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერი მექანიზმები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სომხეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიური ცენტრის გახსნას, მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებასა…

მეტი...

„სანამ „ოცნებიდან“ ვინმე არ იტყვის, თუ როგორ გახდა ბავშვობაში ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი, იქამდე პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ“ – იაგო ხვიჩია

ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია იმის თქმა, რომ მთავრობა რომ არ ზრუნავდეს თქვენზე, თქვენ “გაპიდარასტდებით”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი შეაფასა. მისივე თქმით, თუ “ქართულ ოცნებას” ლგბტ პროპაგანდით ერთი დაზარალებულიც არ ჰყავს, დანარჩენ საქართველოზე ზრუნვის მორალური უფლება არ გააჩნიათ. “არავის ამდენი არ უსაუბრია, მათ შორის ბავშვების გასაგონად, ლგბტ პროპაგანდაზე, როგორც თვითონ [“ქართულ ოცნებას”]. დარწმუნებული ვარ, რომ “დაგუგლოთ” ლგბტ პროპაგანდა ქართულად, “ქართული ოცნების” ლიდერები გამოჩნდებიან პირველი საძიებო სიაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია იმის თქმა, რომ…

მეტი...

„ჩვენ ყველამ, მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ“ – სანიოლი

დღეს ფინალია – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საბერძნეთთან მატჩი 21 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადება როგორც ნაკრები, ასევე გულშემატკივრები. მატჩის დაწყებამდე ქომაგები მასშტაბურ მსვლელობას მოაწყობენ. საქართველოს ნაკრები საბერძნეთს სრული შემადგენლობით დაუპირისპირდება. მოედანზე, წინა თამაშისგან განსხვავებით, იქნება ხვიჩა კვარაცხელიაც. ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის განცხადებით, მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი მზად არის. “ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ, ყველა მოთამაშე მზადაა. ერთი ვარჯიში დაგვრჩა, ვეცდებით, რომ საბერძნეთთან საუკეთესო მატჩი ვაჩვენოთ. მოწინააღმდეგეზე ბევრი საუბარი არ მიყვარს – მირჩევნია, რომ ჩვენს მეტოქეზე არ ვისაუბრო. როცა გავიგეთ, რომ ბერძნებთან…

მეტი...

„თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით მეწარმეს სისტემატურად სძალავდა თანხას“ – იმერეთის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

იმერეთის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.კ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეს – შ.გ.-ს სისტემატურად სძალავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.ბრალდებულმა მიმდინარე წლის მარტის თვეში მეწარმეს კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ შ.გ.-ს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და…

მეტი...

საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისთვის ემზადება

საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიაც იქნება, რომელმაც ლუქსემბურგის გუნდთან ნახევარფინალური მატჩი ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გამოტოვა თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს ნანატრი ევროპის ჩემპიონატის გზაზე სერიოზული წინაღობის გადალახვა მოუწევს – 2004 წლის ჩემპიონი, საბერძნეთის ნაკრები უნდა დაამარცხოს. დღეს, 26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას საბერძნეთის გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები დაახლოებით ხუთ საათში გაიყიდა. მათთვის, ვინც ბილეთების შეძენა ვერ მოახერხა, შეუძლიათ მატჩი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ…

მეტი...

ფეხბურთის გამო ავტობუსები ღამის 2 საათამდე იმუშავებს, თუმცა არა ვაზისუბნისა და ვარკეთილისკენ

დღეს, 26 მარტს, დედაქალაქში გასამართი საფეხბურთო მატჩის გულშემატკივრებისთვის იზრდება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილის მუშაობის ხანგრძლივობა. მეტროც და ავტობუსის 20-ზე მეტი ხაზი მუშაობას დაასრულებს 27 მარტს, 02:00 საათზე. გადაწყვეტილება თბილისის მერიამ მიიღო. სამუშაო საათები გაეზრდებათ ფონიჭალის, გლდანის, მუხიანის, თემქის, დიღმის მასივის, დიდი დიღმის, აეროპორტის, კრწანისის, მთაწმინდის, ავლაბრის, საბურთალოსა და ვაკისკენ მიმავალ ავტობუსებს. მეტროსთან ერთად ღამის 02:00 საათამდე იმუშავებენ: N301 – პოლიტკოვსკაია – ბარბარეს უბანი; N306 – ბელიაშვილი (დიღომი) – ორბელიანის მოედანი; N308 – გლდანი – ორბელიანის მოედანი; N310 – მაღლივი კორპუსი – ორბელიანის მოედანი; N311 – დიდი დიღომი – მაღლივი კორპუსი;…

მეტი...

„7-კაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე ჩანდა – რა ვუშველო, რა ვუყო, არ ვიცი, არც „იქანა“ უნდათ, არც „აქანა“ მიიღეს“ – ირაკლი ზარქუა

რაღაც 7-კაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე ჩანდა – რა ვუშველო, რა ვუყო, არ ვიცი – არც „იქანა“ უნდათ, არც „აქანა“ მიიღეს – აქცია მოაწყო პარტიის თავმჯდომარემ და იქაც უკან მოჩანჩალებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერების კამპანიას. ზარქუას თქმით, ასეთი ლიდერის ხელში, “ნაციონალური მოძრაობა” ბარიერს ვერ გადალახავს „გუშინ ვუყურებდი იმ საცოდაობას, რასაც ადგილი ჰქონდა. რაღაც 7- კაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე ჩანდა – რა ვუშველო,…

მეტი...

სოფელი მიაო და მიაოს ხალხი, კულტურა და ცხოვრება (ნაწილი 1)

როგორ გამოიყურება მიაოს ხალხი და როგორია მიაოს კულტურა (ფოტორეპორტაჟი)

მეტი...

მოსკოვის სასამართლომ SBU-ს ხელმძღვანელსა და საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] ხელმძღვანელს, ვასილი მალიუკს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მალიუკს რუსეთის “ტერორისტული თავდასხმის” მუხლით “ასამართლებს”. სავარაუდოდ საუბარია 2022 წელს ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქების საქმეზე. რუსული მედიის ინფორმაციით, ბასმანის სასამართლომ ასევე დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა საქართველოს მოქალაქეს, ალექსანდრე ინასარიძეს ყირიმის ხიდზე “აფეთქების ჩადენის ბრალდებით”.

მეტი...

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ზოომაღაზია გატეხეს

იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანთა ბანდა, რომელმაც გასულ ღამეს თბილისში რამდენიმე ობიექტი გაძარცვა. ერთი გოგონა და სამი ბიჭი – მოზარდების დაჯგუფება ამ  შემაგნებინეთ   დოლიძის ქუჩაზე ერთ-ერთი ზოო მაღაზიაში შეჭრა და  თანხის წაღება ცადა. “ტვ პირველის” ინფორმაციით, კადრებით დგინდება, რომ არასრულწლოვანების  დაჯგუფებამ – მაღაზიაში  შესასვლელად  ჯერ შუშის  კარი ჩატეხა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს დოლიძეზე  პირველი შემთხვევა არ არის. მოზარდების დაჯგუფების მოგერიება  მათ პრაქტიკულად ყოველდღიურად უწევთ.

მეტი...

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიციაა მობილიზებული

თბილისში, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიციაა მობილიზებული. არსებული  ინფორმაციით, სკოლაში, სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გაუშვეს. მოსწავლეები და მასწავლებლების ნაწილი საავადმყოფოში გადაჰყავთ, ნაწილს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

მეტი...

ეროვნული ბანკი – იანვართან შედარებით, თებერვალში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 183 მილიონი ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის 50.50 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 182.62 მლნ ლარით, ანუ 0.36%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ცნობით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 203.80 მლნ ლარით, ანუ 0.96%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 21.18 მლნ ლარით, ანუ 0.07%-ით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის 50.16 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.07 პროცენტული პუნქტით. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო…

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მისი მრჩევლების ვიზიტი გააუქმა

ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მისი მრჩევლების რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო არ დაადო. ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას და მძევლების გათავისუფლების მცდელობებს ზიანს აყენებს. „ეს გადაწყვეტილება ომის დაწყების შემდეგ უშიშროების საბჭოში აშშ-ის თანმიმდევრული პოზიციიდან აშკარა გადახვევას წარმოადგენს და „ჰამასს“ იმედს აძლევს, რომ საერთაშორისო ზეწოლა მათ ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის საშუალებას მისცემს“, – ნათქვამია განცხადებაში.…

მეტი...

„ეს არის პრობლემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიგონა“- ხატია დეკანოიძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ ინიციატივაზე

დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამოიგონეს, რომ ოპოზიციის ვითომ დისკრედიტაცია მოახდინონ, რაც არ მოხდება, რადგან საქართველოს მოქალაქეებს სრულიად სხვა პრობლემები აწუხებთ, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი შეაფასა. მისივე თქმით, ეს არის პრობლემა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გამოიგონა და რომელზეც მხოლოდ “ქართული ოცნება” საუბრობს. “არ აწუხებთ ადამიანებს ის გამოგონილი თემა, რომელზეც რეალურად მარტო “ქართული ოცნება” ლაპარაკობს და მეტი არავინ. ეს არის პროპაგანდის ნაწილი, ეს არის იმის გაგრძელება, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერ ფასად ბიძინა ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ მე…

მეტი...

საქართველო, ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი – ავსტრიული ტურისტული გამოცემა საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

ავსტრიული პოპულარული ტურისტული გამოცემა T.A.I. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ავრცელებს. „ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი! საქართველო ვენის ტურისტულ გამოფენაზე, ავსტრიის ავიახაზების დაბრუნება საქართველოში“ – ამ სათაურით სტატიას ავტორი საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და ქვეყნის მრავალფეროვნების შესახებ წერს. „გასულ წელს საქართველო გახლდათ ITB Berlin 2023 მასპინძელი ქვეყანა, წელს კი ქვეყანა ვენის ტურისტულ გამოფენაზე წარდგა“, – სტატიაში ხაზგასმულია საქართველოსა და ავსტრიას შორის გაზრდილი საჰაერო კავშირები. „ავსტრია საქართველოსთვის ახალ ტურისტულ სამიზნე ქვეყნად ითვლება. დედაქალაქ თბილისში 2024 წლის მაისიდან ავსტრიის ავიახაზები კვირაში სამჯერ განახორციელებს პირდაპირ ფრენებს – განაცხადა საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, ნიკა მაღრაძემ, რომელმაც ხაზი…

მეტი...

„მჯერა, დღეს საქართველო გაიმარჯვებს“ – ირაკლი კობახიძე

გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია, მჯერა, დღეს საქართველო გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიდეომიმართვაში აცხადებს. მისი თქმით, ერთგულ გულშემატკივარს საფეხბურთო ნაკრები ერთი წამითაც არ მიუტოვებია. „საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ზუსტად 30 წლის წინ, 1994 წელს ითამაშა. ნაკრები ჩვენ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ნაკრების გადადგმული თითოეული ნაბიჯი, თითოეული გამარჯვება, თითოეული გოლი, რომელიც გულში ოცნების ახდენის იმედს გვინახავდა და გვიღვივებდა. 30 წლის განმავლობაში 14-ჯერ ვცადეთ მსოფლიოზე და ევროპაზე გასვლა, მაგრამ ოცნება ვერცერთხელ ვერ ავიხდინეთ, თუმცა ერთგულ გულშემატკივარს ნაკრები…

მეტი...

„კაცმა ქალს ხელი დაადოს.. არანაირი გამართლება არ აქვს“ – ილია თოფურია ქალთა მიმართ ძალადობაზე

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობდა, სადაც ქალთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრა. ლელა წურწუმიამ ილია თოფურიას უთხრა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ძალიან მტკივნეული თემაა. გამომდინარე იქიდან, რომ ილია ძალიან ბევრი კაცის კუმირია, რომელთა შორისაც მოძალადე კაცებიც არიან, წამყვანი დაინტერესდა თუ რას ეტყოდა ილია ამ კაცებს. „მგონი ზედმეტიც არის ამაზე საუბარი.. კაცმა ქალს ხელი დაადოს, არანაირი გამართლება არ აქვს ამას. ჩემთვის წარმოუდგენელია და მსგავს რაღაცებზე არ ვფიქრობ ხოლმე“, – აცხადებს ილია თოფურია.

მეტი...