„უკრაინელ ნაცისტებს უსაფრთხოების გარანტიებს არავინ მისცემს“ – დიმიტრი მედვედევი

რუსეთი უკრაინასთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს, უფრო მეტიც, როგორც ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, უკრაინელ ნაცისტებს უსაფრთხოების გარანტიებს არავინ მისცემს. „კიევმა წარმოშვა „უსაფრთხოების გარანტიების” პროექტი, რომელიც არსებითად მესამე მსოფლიო ომის პროლოგია. რა თქმა უნდა, არავინ მისცემს „გარანტიებს” უკრაინელ ნაცისტებს”, – ასეთია მედვედევის გზავნილი. ის „დასავლელ ბოსებზეც“ საუბრობს, რომლებიც უკრაინას იარაღით ამარაგებენ. „ჩვენმა მოსისხლე მეგობრებმა, სხვადასხვა კალიბრის დასავლელმა ბოსებმა, რომელთაც ეკუთვნით ისტერიული მიმართვა, უნდა გაიგონ ერთი მარტივი რამ. ეს პირდაპირ ეხება ნატოსა და რუსეთს შორის ჰიბრიდულ ომს. თუ ეს იდიოტები გააგრძელებენ კიევის რეჟიმის ყველაზე სახიფათო ტიპის იარაღებით დატენვას,…

მეტი...

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 5 ბრალდებულს გირაო შეუფარდეს

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სოფელ ცხვარიჭამიაში, 2022 წლის 28 ივლისს მომხდარ განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის მიმართ გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გირაო გაფორმდა მათთან, ვინც ითანამშრომლა პროკურატურასთან. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ გამოძიების პროცესში, ხულიგნობაში, ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა ხუთმა პირმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ დამატებით მიაწოდა ინფორმაცია, რის გამოც ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მათ მიმართ გირაოს გამოყენების თაობაზე. პატიმრობაში რჩება მკვლელობაში ბრალდებული დ.ჯ. და ხულიგნობაში ბრალდებული ორი პირი. ბრალდების მხარემ იშუამდგომლა აღნიშნული პირების მიმართ პატიმრობის ძალაში…

მეტი...

ევროპარლამენტარის შეფასებით, პოლარიზაცია მთავარ პრობლემად რჩება

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწოდებს, საერთო ენა გამონახონ და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ერთობლივად იმუშაონ. ევროდეპუტატი საქართველოს მთავარ პრობლემად ისევ პოლარიზებას ასახელებს. „მოხარული ვარ, რომ პროცესი მიდის და სამუშაო ჯგუფები მუშაობენ. ასევე, არსებობს მკაფიო გეგმა, როდის რა უნდა გაკეთდეს, ეს ძალიან კარგია. ყველაზე დიდ პრობლემად ი დეპოლარიზაციას დავასახელებდი. ყველამ უნდა მოახერხოს ერთად მუშაობა და თანამშრომლობა. ის, რაც გვჭირდება არის ბევრი რეფორმა, დემოკრატიული, საარჩევნო და ა.შ. სამუშაო ბევრია. სამუშაო პროცესში მონაწილეობას ბუნებრივია, ვერავის აიძულებ, მაგრამ ვფიქრობ, კარგი მაგალითი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ სამუშაო ჯგუფებს ექნებათ შედეგი, რომელიც მოსახლეობას მისწვდება და მოქალაქეები კმაყოფილები იქნებიან,…

მეტი...

„ქართველმა პოლიტიკოსებმა გვერდით უნდა გადადონ განსხვავებები“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს,  გვერდით  გადადონ განსხვავებები, პოლიტიკური მიზნები და იმუშაონ საერთო საქმისთვის. „მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკური აქტორი, სამოქალაქო საზოგადოება პროცესში იყოს ჩართული. ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მნიშვნელოვანია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქართველმა პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა ლიდერებმა გააგრძელონ ეს პროცესი, რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. ქართველმა პოლიტიკოსებმა გვერდით უნდა გადადონ განსხვავებები, პოლიტიკური მიზნები და იმუშაონ იმისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის ინტერესი“ – აღნიშნავს ევროპარლამენტარი. მისივე შეფასებით, სწორედ ლიდერებზეა დამოკიდებული, როგორ მოახერხებენ, რომ შეძლონ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული მოთამაშეები…

მეტი...

აშშ-ის საელჩო გამნაღმველების მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისში, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ, როგორც ცნობილია, საელჩოში ანონიმური ზარი დაფიქსირდა, რის შემდეგაც, ადგილზე გამნამღმველები და სპეციალური ჯგუფები მივიდნენ. „აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. საელჩოს მხრიდან მეტი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გაკეთებულა. აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ

მეტი...

,,გერმანიიდან იმედგამაცრუებელი სიგნალებია”- დმიტრო კულება

,,იარაღთან დაკავშირებით გერმანიიდან სიგნალები იმედგამაცრუებელია,” – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „სიგნალები გერმანიიდან იმედგამაცრუებელია, მაშინ, როცა უკრაინას ახლა ესაჭიროება „ლეოპარდები“ და „მარდერები“, რათა გაათავისუფლოს ხალხი და დაიცვას ისინი გენოციდისგან. არ არსებობს არანაირი რაციონალური არგუმენტი, რატომ არ შეიძლება ამ იარაღის მიწოდება, მხოლოდ აბსტრაქტული შიშები და გამართლებები. რისი ეშინია ბერლინს, კიევს კი არა?“, – წერს კულება. ცნობისთვის, გერმანიის თავდაცვის მინიტრმა უკრაინისთვის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე უარი განაცხადა.

მეტი...

,,ამ ადამიანის საუბარს არავითარი სარწმუნოება და ობიექტური საფუძველი არ გააჩნია”- ოხანაშვილი გოგაშვილზე

,,მთელი რიგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ადამიანის საუბარს არავითარი სარწმუნოება და ობიექტური საფუძველი არ გააჩნია,”- ასე აფასებს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი. ოხანაშვილის თქმით, სოსო გოგაშვილის განცხადებები ,,ჭორაობას” გავს. ,,ძალიან კარგად ვხვდებით, რომ მთელი ეს პროცესი მიმართულია ვახტანგ გომელაურის  პროფესიონალიზმისთვის, კეთილსინდისიერებისთვის, მის მიერ გაკეთებული საქმეების და სამომავლო გეგმებისთვის ჩრდილის მისაყენებლად. სქემა, რომლის შენიღბვასაც ცდილობენ, მარტივად იშიფრება. ვახტანგ გომელაური არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს და ამას გააგრძელებს. როგორ შეიძლება იმ ადამიანის ნათქვამის მიმართ გქონდეს ნდობა, რომელსაც 2022 წელს გაახსენდა რაღაც, რაც მისი თქმით, 2016…

მეტი...

საქართველოში, კოვიდსტატისტიკა თვეში ერთხელ გამოქვეყნდება

მომდევნო კოვიდსტატისტიკა ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც მონაცემები ყოველთვიურად განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დაღმავალი ტენდენცია და ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა. ცნობისთვის,  მიმდინარე წლის მაისის დასაწყისიდან კოვიდსტატისტიკა ყოველკვირეულად ქვეყნდებოდა.

მეტი...

„რუსეთ-უკრაინის ომმა, ჯაჭვური რეაქციით გამოიწვია საყოველთაო ეკონომიკური და ენერგეტიკული ომებიც“ – პროფესორი დემურ ჩომახიძე

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დემურ ჩომახიძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს: „ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის განვითარების ფუძეთა-ფუძეს წარმოადგენს. მისი ჯეროვანი განვითარების გარეშე საფრთხე შეექმნება არამარტო სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, არამედ სახელმწიფოებრივობასაც. ეს ნათლად დაადასტურა რუსეთ-უკრაინის ომმა, რომელმაც მთელ მსოფლიოში მყისვე, ჯაჭვური რეაქციით გამოიწვია საყოველთაო ეკონომიკური და ენერგეტიკული ომებიც. მყისიერი და უზარმაზარი გავლენა აქვს უკლებლივ ეკონომიკის ყველა დარგზე და ყველა სახის პროდუქციაზე, მათ შორის სამომხმარებლო ბაზარზე. ამიტომ ცხადი შეიქმნა საბაზრო ეკონომიკის პირობებში დამოუკიდებლობის წლებში აღნიშნულ გამოწვევათა თავიდან აცილებისა და შერბილებისათვის შექმნილიყო ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში…

მეტი...

აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ

ამ წუთებში, თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველებისა და კინოლოგების ჯგუფი მუშაობს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რას უკაშირდება აღნიშნული სამუშაოების წარმოება.

მეტი...

სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა  გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი და არასრულწლოვანის  გაუპატიურების ფაქტზე, ერთი პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, ბრალდებულმა ორ პირთან ერთად, ცოლად შერთვის მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს, შემდეგ კი დაზარალებული  გააუპატიურა.    ,,აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენით აღნიშნული პირი გაუპატიურების ფაქტზე გაამართლა,  სამივე პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე და თითოეულს 7 წლით და 6…

მეტი...

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება. მათივე ცნობით, მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას ახორციელებს. „ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება. დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 13 სექტემბრის 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მეტი...

,,გერმანია არის ქვეყანა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას, რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი”- ილია დარჩიაშვილი

,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მოვილაპარაკეთ, რომ საქართველო იქნება გერმანიის საერთაშორისო დღის წესრიგში, რაც ვფიქრობ, დაგვეხმარება ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელოთ ძალიან აქტიური მუშაობა, რათა ჩვენი ევროპული ინტეგრაცია გავხადოთ კიდევ უფრო ძლიერი, შედეგზე ორიენტირებული,” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგასთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე, ისევე როგორც გერმანიის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ილია დარჩიაშვილის თქმით, ქართულმა მხარემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ქმედებების…

მეტი...

ანდრეი ერმაკმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა და ნატოს ყოფილმა  გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს კიევში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს. რეკომენდაციები ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებითაა შედგენილი და  კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულების შექმნის შესახებ მოწოდებებს შეიცავს. რეკომენდაციების მიხედვით, მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფი, სავარაუდოდ, მიიღებს მკაფიო ვალდებულებებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, ხოლო უფრო ფართო ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს არასამხედრო გარანტიები, რომლებიც აგებულია სანქციების მექანიზმებზე. „უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული; ისინი ასახავენ უკრაინასთან ერთად გარანტორთა ჯგუფის მიერ აღებულ ვალდებულებებს. მათი შესრულება უნდა იყოს, იურიდიულად და პოლიტიკურად სავალდებულო, ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, მაგრამ გაერთიანებული ერთობლივი სტრატეგიული…

მეტი...

მკვლელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში – პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების ფაქტზე ერთ პირს, მეორე პირს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, ვ.გ.-მ პირადი დაპირისპირების გამო, „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტიდან ავტომანქანაში მყოფი გ.რ.-ს მიმართულებით გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებით დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ რ.ჭ-მ, რომელიც დაზარალებულთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით,…

მეტი...

,,ქართველი ხალხის სახელით, მინდა, გულითადი თანაგრძნობა გამოვუცხადო სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. პრეზიდეტმა, ქართველი ხალხის სახელით, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახსა და ხალხს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა: ,,დიდი მწუხარებით გამოვხატავ სამძიმარს მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. ქართველი ხალხის სახელით, მინდა, ჩემი გულითადი თანაგრძნობა გამოვუცხადო სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს. როდესაც ჩვენ თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალ ლიდერს ვემშვიდობებით, დარწმუნებული ვარ, რომ თავდადებითა და პროფესიონალიზმით, მისი უდიდებულესობა მომავალი თაობებისთვის კვლავ მისაბაძი მაგალითი იქნება“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

მეტი...

,,დღეს რუსეთთან მოლაპარაკებები ბრძოლის ველზე მიმდინარეობს”- დმიტრო კულება

„ჩვენ რუსეთთან ომში ვართ არა იმისთვის, რომ მათთან საუბრის შესაძლებლობა მივიღოთ, არამედ გამარჯვებისთვის“, – ამის შესახებ  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. მისი თქმით, მზად არიან დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეეხება. ,,მოლაპარაკების ვარიანტს არავინ უარყოფს, ნებისმიერი ომი მოლაპარაკებით მთავრდება, მაგრამ საკითხავია, რა პოზიციაზე ზიხარ მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს რუსეთთან მოლაპარაკებები ბრძოლის ველზე მიმდინარეობს და ეს არის მოლაპარაკების ერთადერთი ტიპი, რომელიც მას ნამდვილად ესმის. მაგრამ ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მაგიდასთან, თუ საქმე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას ეხება. და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ…

მეტი...

,,ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან”- კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების არა მხოლოდ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, არამედ მათი ყველა ქმედება. კალაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები აპოლიტიკურები უნდა იყვნენ. „ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების შინაარსი აბსოლუტურად განსხვავებულია საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით. არა მხოლოდ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, არამედ მათი ყველა ქმედება. ისინი უნდა იყვნენ აპოლიტიკურები. სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი შებრუნებულად ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოებაში რა განწყობებიც არსებობს, ეს თავად მათი დამსახურებაა. ნახეთ, ამ წლების განმავლობაში, ყველა განვლილ პერიოდში – არჩევნების პროცესში, არჩევნების შემდეგ როგორი დღის წესრიგი აქვთ. სამწუხაროდ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან. როდესაც შენ…

მეტი...

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან 5 სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი და ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულები -გიორგი ხორავა და გიორგი კუჭავა კვლავ მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ 5 პირს, რომელსაც გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, მოსამართლემ ისინი სხდომათა დარბაზიდან 10 000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმის პროკურორის განცხადებით, ის ამ ნაწილში მოსამართლის გადაწყვეტილებას ეთანხმება, რადგან დაკავებული 5 პირი გამოძიებასთან თანამშრომლობდა. შეგახსნებთ, ცხვარიჭამიაში მკვლელობა 27 ივლისს მოხდა. 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

მეტი...

ნატო სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ნატო სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ამის  შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“ წერს. „ძალიან შეშფოთებული ვარ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების გამო, მათ შორის ცნობებით სომხეთის შიდა დასახლებებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ. ნატო საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს“, – წერს ხავიერ კოლომინა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და ვითარება მშვიდობიანი გზით გადაიჭრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის.

მეტი...

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 23% ემიგრაციაშია წასული

კვლევითი ცენტრის PMCG-ის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 23% ემიგრაციაშია წასული. ცენტრის მიერ საქართველოს ეკონომიკაზე ემიგრაციისა და ფულადი გზავნილების ეფექტის შესახებ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია. ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (450 ათასი ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი, 85 ათასი, 65 ათასი და 49 ათასი ადამიანით, შესაბამისად. გაანალიზებულ პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%). „საქართველო ემიგრაციის ქვეყნად მიიჩნევა. 1990-იანი წლების…

მეტი...

გურიაში, მძინარე კაცს დანით ათობით ჭრილობა მიაყენეს

სისხლიანი გარჩევა გურიაში – წინასწარი ინფორმაციით, შუახნის კაცს  ათობით ჭრილობა დანით  მძინარე მდგომარეობაში მიაყენეს. დაჭრილი ამ დროისათვის კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილი დემურ გოგოტიშვილია, რომელიც  გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებულის, ბეჟან გოგოტიშვილის ბიძაა. დანაშაულის მოტივი კი სავარაუდოდ შურისძიებაა. რამდენიმე დღის წინ, უცხოეთიდან დაბრუნებული გიგა როყვა ოზურგეთში  ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. სავარაუდო დამნაშავე ბეჟან გოგოტიშვილი კი ამ დრომდე მიმალვაშია. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი  ქურდულ სამყაროში გავლენების გადანაწილების მცდელობაა. შეგახსენებთ, გიგა როყვა  11 სექტემბერს მანქანაში ჩაცხრილეს.  

მეტი...

,,Груსული ოცნება – ნაწილი 3 – რუსეთის აგენტი ელჩები”- გოგაშვილის მორიგი წერილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 306-ე საკნიდან მორიგ წერილს ავრცელებს. წერილში გოგაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ელჩების კანდიდატურებს დანიშვნამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერ სუს-ში აგზავნის. ,,Груსული ოცნება – ნაწილი რუსეთის აგენტი ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტრო იქამდე, სანამ რომელიმე ქვეყანაში წარადგენს საქართველოს ელჩს ან დიპლომატიური სტატუსის მქონე ნებისმიერ კანდიდატს, ის სუსში აგზავნის დასანიშნი კანდიდატების სიას. სუსის ფუნქციაა გადაამოწმოს ყველანაირად კანდიდატი, ასევე, დამატებით ვალდებულებას ანიჭებს ,,თავისუფლების ქარტიაც’’ თუ კანდიდატი ირიცხება ,,სუსის’’ აგენტურულ ბაზაში ან აქვს საეჭვო კავშირები მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან, ის დაუყოვნებლივ იბლოკება და შემდეგ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.…

მეტი...

,,ხალხს უნდა ვკითხოთ, უნდათ მეორე ფრონტი საქართველოში, თუ არ უნდათ”- ირაკლი კობახიძე

,,სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, მათი გაცხადებული სურვილია, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი და ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ამჟამად უკრაინაშია,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადა. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არ ვიცი, ეს გზავნილი საზოგადოების წინაშეც არის ალბათ – ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ გამოკითხვა, პლებისციტი, ხალხს უნდა თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. რასაც იტყვის ხალხი, იმას შეიძლება გავყვეთ, ვნახოთ. ხალხმა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ეთანხმება უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, თუ ეთანხმება ჩვენს პოზიციას მეორე ფრონტის არგახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, ,,ხალხს უნდა…

მეტი...

,,ნებაყოფლობით კი არ ასრულებთ, ამ თორმეტივე პუნქტს ქართველი ხალხი შეგასრულებინებთ და მოგისვრით საქართველოს ხელისუფლებიდან“- ოქრიაშვილი ივანიშვილს

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარების თაობაზე “ქართული ოცნების” ინიციატივას აფასებს. დეპუტატის განცხადებით, ელექტრონული არჩევნები არ ნიშნავს სამართლიან არჩევნებს და ეს მხოლოდ ერთი პუნქტია უდიდესი რეფორმის ჩამონათვალში. მისივე თქმით, ელექტრონულ არჩევნებში  მილიონამდე ემიგრანტსაც უნდა ჰქონდეს როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად, ფოსტით და ელექტრონული მოწყობილობებით მონაწილეობის საშუალება. ,,ივანიშვილმა გამოაგორა კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიერ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა კი არა, საქართველოშიბორტნიკოვის ჩამოსვლაც არ არის პრობლემა, – რომ ჩვენი მტრის, ოკუპანტი რუსეთის უშიშროების ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონტაქტები, შეხვედრები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, არალეგალური, ფარული შეთანხმებები ღალატი კი არა, ჩვეულებრივი…

მეტი...

,,რაც კი ქონება მაქვს, ბანკით მაქვს შეძენილი”- სოსო გოგაშვილის მეუღლე

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლო გარემოცვას ქონებები დაუყადაღეს.  გოგაშვილის ოჯახის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე იმყოფებოდნენ. გოგაშვილის მეუღლის განცხადებით, ბინა, რომელიც მას დაუყადაღეს ბანკის სესხით არის შეძენილი და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს. “არაფერზე ხელი არ მოვაწერე, გავეცანი, მაგრამ არ დავეთანხმე. მე რაც კი ქონება მაქვს, მაქვს ბანკით შეძენილი, სასამართლოში წარვადგენ ყველა დოკუმენტს. მინდა მივმართო, შოთაძეს, რომ სანამ გოგაშვილის ქონებაზე დაიწყებს გამოძიებას, მანამდე ამ ჩინოვნიკების – გიორგი ღამბაშიძეზე, ლილუაშვილზე, წმინდა ვახუშტიზე, მდინარაძეზე, ანრი ოხანაშვილზე დაიწყოს გამოძიება, როგორ აქვთ შეძენილი, მათ ცოლებზე, ცოლის დაქალებზე სიდედრებზე, სიდედრის დაქალებზე მძღოლებზე…

მეტი...

ირაკლი კობახიძე სოსო გოგაშვილის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სუს-ის მაღალჩინოსნის განცხადებებზე, რომელიც რუსულ სპეცსამსახურის თანამშრომლებთან თანამშრომლობას ეხება, განცხადება გააკეთა და აღნიშნა რომ ეს არის აბსურდული ბრალდება, რომელსაც ოპოზიცია გეგმავს. „კეთდება აბსურდული განცხადებები, რაზეც რეაგირება ვერ გვექნება. ამის მიზანიც ის არის, რომ მუდმივად ვიყოთ რეაგირების რეჟიმში, რაც არის აბსოლუტური აბსურდი. რადიკალურ ოპოზიციას და შესაბამის პარტიებს შეუძლიათ ასეთი აბსურდები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამის საშუალება არ მივცეთ. გავდივართ ყველა საკითხს, რომელიც ასეთ პრინციპულ თემებს უკავშირდება, კიდევ ერთხელ შემიძლია დავარწმუნო საზოგადოება, რომ ეს არის აბსურდული თემა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი…

მეტი...

თიანეთში 20 მეტყევე-სპეციალისტი გადაამზადეს და დაასაქმეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით,  20 ახალგაზრდა  მეტყევე- სეპციალისტი, თიანეთის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდება. ახალკურსდამთავრებულებმა სპეციალური  სტაჟირების პროგრამა სააგენტოს სპეციალსტებთან გაიარეს, რის შემდეგაც საველე სამუშაოებში ჩაერთვებიან. თიანეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის – ECO Georgia-ს ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე 2022-2023 წლებში განხორციელდება. „პროექტის მიზანი ტყის მართვის დაგეგმვის გაუმჯობესებაა, შესაბამისად, ტყის ინვენტარიზაციასთან ერთად, თიანეთის მუნიციპალიტეტის 40 928 ჰა ფართობზე ტყის აღრიცხვა სტატისტიკური მეთოდითაც (FMI) განხორციელდება, რაც მონაცემთა უკეთესი ანალიზის და გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. …

მეტი...

თურქეთი სომხეთს მოუწოდებს, პროვოკაციები შეწყვიტოს

სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან საომარი მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით განცხადებას თურქეთის მხარეც აკეთებს და სომხეთს პროვოკაციები შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „სომხეთმა უკვე უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები. ისინი უნდა ფოკუსირდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობაზე“ – აცხადებს  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელიც განცხადებასაც აზერბაიჯანული მედის ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ სამხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან საომარი მოქმედებები განახლდა. მხარეები კონფლიქტის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.  

მეტი...

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან არჩევნები ელექტრონული აპარატურით ჩატარდება

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ. „სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ. გასულ წელს, სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში.…

მეტი...

ზუგდიდში მაღაზიის მძარცველი დააკავეს, ამოღებულია 32 მობილური და მაჯის საათი

დაკავებულია 18 წლია ახალგაზრდა მამაკაცია, რომელმაც მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და საათი მოიპარა. დანაშაული 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვლისწინებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ს.ღ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. „დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში მდებარე კომპანია “ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები – სხვადასხვა ფირმის 32 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ასევე მხილებულია რამდენიმე დღით ადრე ამავე მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის…

მეტი...

აშშ უკრაინის წარმატებებს აღიარებს

უკრაინული მხარის წარმატებებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც საუბრობს. როგორც ენტონი ბლინკენი განმარტავს, ეს ყველაფერი უკრაინელების სიმამაცისა და სიმტკიცის შედეგია. სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, უკრაინელების კონტრშეტევა საწყის ეტაპზეა, თუმცა აღსანიშნავია მათი მნიშვნელოვანი პროგრესი. „ის, რაც მათ (უკრაინელებმა) გააკეთეს, იყო მეთოდურად დაგეგმილი და რა თქმა უნდა, ამას ხელი შეუწყო აშშ-ისა და მრავალი სხვა ქვეყნის მხრიდან მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ, რომ უკრაინას ხელში ჰქონდეს აღჭურვილობა, რომელიც მას სჭირდება კონტრშეტევის განსახორციელებლად. ასევე, მნიშვნელოვანია, უკრაინელების, სიმტკიცე და სიმამაცე  “, – აღნიშნა ბლინკენმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინელების წარმატებებზე განცხადება აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმაც გააკეთა. „არ ჰქონდათ ერთიანობა და…

მეტი...

„არ ჰქონდათ ერთიანობა და თანხმობა, არ ჰყავდათ კარგი ხელმძღვანელობა“ – აშშ რუსულ არმიაზე

თეთრი სახლის წარმომადგენლის, ჯონ კიბრის განცხადებით, უკრაინის შეტევამ რუსული არმია აიძულა, უკან დაეხია. როგორც  აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი CNN-თან აცხადებს, ინფორმაცია უკრაინელი სამხედროების წარმატებების შესახებ აღსანიშნავია. „არ ვიცი, შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ სწრაფი წინსვლა იყო მთავარი გარდამტეხი მომენტი, მაგრამ აშკარაა, რომ ეს შთამბეჭდავი სამხედრო ანგარიშებია. უკრაინელი სამხედროების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ოპერაციებმა ბუნებრივია,  იმოქმედა რუსებზე და აიძულა ისინი უკან დაეხიათ. ჩანდა, რომ რუს ჯარისკაცებს არ ჰქონდათ ერთიანობა და თანხმობა, არ ჰყავდათ კარგი ხელმძღვანელობა, არ ჰქონდათ საბრძოლო სული და ბრძოლიდან გარბოდნენ“ – აღნიშნავს კიბრი…

მეტი...

„გვაქვს მსხვერპლი ჩვენი შეიარაღებული ძალების პერსონალს შორის“ – აზერბაიჯანული მხარე

​სომხეთ-ზერბაიჯანის საზღვართან საომარი მოქმედებების განახლებაში ბაქო სომხეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ პროვოკაციები წამოიწყეს. განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიების დანაღმვა სხვადასხვა მიმართულებით აწარმოეს. გარდა ამისა, სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში სხვადასხვა ტიპის იარაღით, მათ შორის ნაღმმტყორცნებით. შედეგად გვაქვს მსხვერპლი ჩვენი შეიარაღებული ძალების პერსონალს შორის, დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა”, – აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ საპირისპიროს აცხადებს სომხური მხარე.

მეტი...

აშშ საომხეთ-აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნელბლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივნის განცხადებას ავრცელებს. „აშშ შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების შესახებ ცნობების გამო, მათ შორის სომხეთის შიგნით დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ ცნობების გამო. როგორც ჩვენ დიდი ხნის წინ მკაფიოდ განვაცხადეთ, კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირება არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერი სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი. შეგახსენებთ, რომ სოხმეთმა და აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებები განაახლეს.  

მეტი...