,,ჩვენი პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა უკრაინის მისამართით ცალსახაა”- ილია დარჩიაშვილი

საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება წლის განმავლობაში ძალინ აქტიურად იყო ჩართული ამ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა უკრაინის მისამართით ცალსახაა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა რეიკიავიკში, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთელი წლის განმავლობაში ქონდა ძალიან ბევრ მხარდამჭერ განცხადებებსა თუ რეზოლუციებზე მიერთების გამოცდილება.
„ჩვენ მთელი წლის განმავლობაში გვქონდა ძალიან ბევრ მხარდამჭერ განცხადებებსა თუ რეზოლუციებზე მიერთების გამოცდილება, ჩვენ ამას ვაგრძელებთ, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ აქტიურად, რომ ჩვენი დიპლომატიური არხებით მაქსიმალურად შევძლოთ და გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ჩვენი უკრაინელი დების და ძმების მისამართით. ჩვენი დღევანდელი ღონისძიებაც, ესეც ერთ-ერთი გამოხატულებაა ზოგადი სოლიდარობის და როგორც ყოველთვის აქაც საქართველომაც მიიღო ამაში მონაწილეობა და ჩვენ პოლიტიკურად, დიპლომატიურად, როგორც აქამდე, გავაგრძელებთ ძალიან ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი უკრაინელი დების და ძმების მისამართით,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები