ლევილის საგანგაშო მდგომარეობაზე თეა წულუკიანმა ორდღიანი დუმილი დაარღვია. კულტურის მინისტრი ახლა თავის მართლების რეჟიმშია და ცდილობს, ისრები სხვა მიმართულებით გადაიტანოს. უწყების მიერ გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში წერია, რომ უმძიმესი ფოტოები და კადრები, რაც ლევილის მამულიდან გავრცელდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. წულუკიანი გვიმტკიცებს, რომ ლევილში ყველაფერი კარგადაა და ისტორიულ საგანძურს საფრთხე არ ემუქრება. არადა, მთელმა ქვეყანამ ნახა , რომ ლევილში შენობა ნგრევის ზღვარზეა, იქ წყალი ჩადის და ისტორიული ხელნაწერები ნადგურდება.
მეტი...დღე: იანვარი 4, 2023
„უამრავი ადამიანი, ოჯახი, რომელმაც განიცადა „ნაციონალური მოძრაობის“ სადისტური მმართველობა, არ დაუშვებს, რომ დესტაბილიზაციის მომწყობი გაერთიანება წარმატებული იყოს” – გია ვოლსკი
ფაქტია, რომ ბევრნი ვერ შეიკრიბნენ, ამის მიზეზი ცნობილია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულ, მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ადამიანები და ოჯახები, რომლებაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა საკუთარ თავზე გამოსცადეს, არ დაუშვებენ ამ პოლიტიკური ძალის წარმატებას. „უმრავი ადამიანი, ოჯახი, რომელმაც განიცადა ეს სადისტური მმართველობა, რასაკვირველია, არ დაუშვებს, რომ ამ თემის ირგვლივ ეს პოლიტიკური გაერთიანება, დესტაბილიზაციის მომხრე, მომწყობი გაერთიანება როგორმე წარმატებული იყოს. ეს არ მოხდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. ანზორ მელიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომ ხაბეიშვილის აქცია ივანიშვილის…
მეტი...რუსეთმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტები ატლანტის ოკეანეში გაუშვა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით, ცირკონებით აღჭურვილი ფრეგატი, ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში გაშვების ცერემონიალს დაესწრნენ. “ხომალდი უახლესი ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემით – ცირკონითაა აღჭურვილი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ეს იარაღი საშუალებას მისცემს რუსეთს, საიმედოდ დაიცვას თავი პოტენციური გარე მტრისგან და დაგვეხმარება, ვემსახუროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”, – თქვა პუტინმა. შოიგუს თქმით კი, ცირკონებით შეიარაღებულ გემს როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში, მტრისთვის ზუსტი და ძლიერი დარტყმის მიყენება შეუძლია. მან ასევე თქვა, რომ ცირკონის ჰიპერბგერით რაკეტებს ნებისმიერი სარაკეტო თავდაცვის სისტემის გარღვევა შეუძლიათ. შოიგუს თქმითვე, რაკეტების სიჩქარე ბგერის გავრცელების სიჩქარეს 9-ჯერ აღემატება და მათ 1000 კმ-ზე მეტი დიაპაზონი…
მეტი...„თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, დანარჩენი თვითონ თქვას“ – ვანო მერაბიშვილს გიგიშა შარაშიძემ სცემა
მედიის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ორ იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ყოფილ მინისტრს მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ, გიგიშა შარაშიძემ სცემა. „რუსთავი 2“ დაუკავშირდა შარაშიძეს, რომელიც მომხდარს ადასტურებს და აცხადებს, რომ დეტალურ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდის. „დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას,”…
მეტი...„ქართველი დიზაინერები საერთაშორისო სცენიდან ნელ-ნელა ქრებიან“ – სოფო ჭყონია
2023 წლის მაისში თბილისში, “კოკა კოლას” ყოფილ ქარხანაში, Mercedes Benz Fashion Week Tbilisi გაიმართება. პროექტის დამფუძნებელი და „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია გადაცემა „ქალების ნარატივში“ აცხადებს, რომ წელს პროექტის ჩატარება გადაწყვეტილი არ ჰქონდა, თუმცა იმ ფაქტმა, რომ ქართველი დიზაინერები საერთაშორისო სცენიდან ნელ-ნელა ქრებიან, უფრო მასშტაბური ჩვენების მოწყობა გადააწყვეტინა. „საკუთარ თავთან ბრძოლა მქონდა, გავაკეთო და გავაგრძელო თუ არა ეს პროექტი, მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ ის, რასაც ამდენი წლის მანძილზე მე და ჩემი არაჩვეულებრივი გუნდი ვქმნიდით, ნელ-ნელა ქრებოდა იმ კუთხით, რომ ქართველი დიზაინერები საერთაშორისო სცენიდან ნელ-ნელა ქრებიან, ასე…
მეტი...მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები ივანიშვილის შუშის სასახლემდე მსვლელობით მიდიან
მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები კანცელარიიდან ივანიშვილის შუშის სასახლემდე მსვლელობით მიემართებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა საზღვარგარეთ კლინიკაში. შეგახსენებთ, მანამდე რომ აქციის მონაწილეებმა კანცელარიის შენობის კედელზე პროექტორის საშუალებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები აჩვენეს. ცნობისთვის, რუსი უფლებადამცველის მარკ ფეიგინისა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის ინიციატივით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერი გლობალური აქცია გაიმართა. მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები საქართველოს 8 დიდ ქალაქშიც მიმდინარეობს. მთავარი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის კურსის ჩატარების შესაძლებლობა საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის გზით.
მეტი...,,ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“ – პატრიარქის სამადლობელი სიტყვა
საქართველოს საპატრიარქო90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს. „ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება. მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვმადლობ ჩემს მშობლებს, ღმერთს – პირველ რიგში. „მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდე“. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – აღნიშნულია პატრიარქის სამადლობელ სიტყვაში.
მეტი...“ვერ გადაადგილდება, სულ წევს… მადლობელია იმ ადამიანების, რომლებიც მის მხარდამჭერ აქციას შეურთდნენ” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
“ვერ გადაადგილდება… მადლობელია იმ ადამიანების, რომლებიც მის მხარდამჭერ აქციას შეურთდნენ“ – ამის შესახებ კლინიკა “ვივა მედში” მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ისაუბრა. “პრაქტიკულად ვერ გადაადგილდება, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. სულ წევს, როცა წამოწევს თავს, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს, თუ რაიმეს არ დაეყრდნო. ძირითადი თემა იყო დღევანდელი დღე და სრულიად გაოგნებული იყო, იმით, რაც ხდება დღეს მარტო ჩვენთან კი არა, რაც ხდება მსოფლიოში. ძალიან მადლობელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში იმ ადამიანებისთვის გმირობას უდრის იმ ადამიანებისთვის [ემიგრანტებისთვის] იმიტომ, რომ ისინი იქ მუშაობენ ლუკმა-პურის საშოვნელად ზოგიერთი წასულია და მაინც რაღაცნაირად ახერხებენ… ეს ორგანიზებული არ იყო, ეს…
მეტი...„ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს, სად არის, მოვიდეს და პირდაპირ ვეტყვი” – ანზორ მელია
ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილს თამაშს თამაშობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ განაცხადა. ანზორ მელიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დღეს გამართულ აქციებთან დაკავშირებით. როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, ის უერთდება აქციას, რომელიც მშვიდობის ხიდზე იმართება. „მე ვარ იმ აქციაზე, რომელიც თავად პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო. 31-ში უკვე თქვეს, აქცია უნდა იყოს შუშის ხიდთან და მივდივარ იქ“, – განაცხადა ანზორ მელიამ. კითხვაზე, – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავს, ნაწილი კი – მშვიდობის ხიდზე, რატომ ვერ მოახერხა პარტიამ ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბება?…
მეტი...„მეუღლესთან ერთად ვესტუმრე ილია II-ს და პირადად მივულოცე 90 წლის იუბილე, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს” – ირაკლი ღარიბაშვილი
დღეს მეუღლესთან ერთად ვესტუმრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და პირადად მივულოცე 90 წლის იუბილე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მთავრობის მეთაური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.
მეტი...“დროულად გადაიყვანონ მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ” – მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ქუთაისში
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც. ადგილობრივები სიმბოლურად იმ ადგილზე იკრიბებიან, სადაც ყოფილმა ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანო და მთავრობის სახლი გადაიტანა. ქუთაისის პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ დროულად გადაიყვანონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ. შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები საქართველოს 8 რეგიონში მიმდინარეობს. მთავარი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის კურსის ჩატარების შესაძლებლობა საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის გზით. გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, რამდენიმე ქალაქში გაიმართა უკვე გაიმართ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გლობალური აქცია, რომლის ინიციატორები, რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის…
მეტი...სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივი სამხედრო შეთანხმების შეჩერებას განიხილავს
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ ოილმის თქმით, ქვეყანა განხილავს 2018 წლის ორმხრივი სამხედრო შეთანხმების შეჩერებას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთი საჰაერო სივრცეს კვლავ დაარღვევს. ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჩრდილოეთ კორეის დრონების წინააღმდეგ საპასუხო ზომებს გაეცნო, რომლებიც გასულ კვირას სამხრეთში შევიდნენ. მისი პრესმდივნის ცნობით, პრეზიდენტმა “მოუწოდა შექმნას აბსოლუტური რეაგირების შესაძლებლობები, რომელიც სცილდება პროპორციულ დონეებს”. ინფორმაციისთვის, 2018 წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის იმდროინდელ პრეზიდენტ მუნ ჯე ინს შორის შეთანხმება დაიდო, რომელიც კრძალავს “მტრულ ქმედებებს” სასაზღვრო ზონაში. მათი ურთიერთობა, ათწლეულების განმავლობაში დაძაბულია, მაგრამ, მაისში უფრო…
მეტი...რუსეთმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ფრეგატი ატლანტის ოკეანეში გაუშვა
რუსეთმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით, „ცირკონებით“ აღჭურვილი ფრეგატი ატლანტის ოკეანეში გაუშვა. „საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი გორშკოვის“ გაშვების ცერემონიაში მონაწილეობა ვლადიმერ პუტინმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მიიღეს. „აქ და ახლა მინდა, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, თავდაცვის ინდუსტრიის კომპლექსის სპეციალისტებს, რომლებმაც შექმნეს და დაიწყეს ამ უნიკალური იარაღის მასობრივი წარმოება. როგორც უკვე ვთქვი, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მძლავრი იარაღი საშუალებას მისცემს რუსეთს, საიმედოდ დაიცვას თავი პოტენციური გარე საფრთხეებისგან და დაგვეხმარება, ვემსახუროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა პუტინმა.
მეტი...2022 წლის ნოემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 150.5 პროცენტით გაიზარდა – ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 150.5 პროცენტით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 71.8 პროცენტი შეადგინა და წლიურად 97.9 პროცენტით მოიმატა. „აღნიშნულ თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად, რვაჯერ გაიზარდა. მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები ზრდას განაგრძობს და ნოემბერში წლიურად 174.9 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები კრიზისამდელ დონეს აჭარბებს და 2019 წლის ნოემბერს 51.2 პროცენტით აღემატება. მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ზრდა ძირითადად რუსეთიდან (84.6 პპ), თურქეთიდან (28.6 პპ), უკრაინიდან (16.6 პპ) და სომხეთიდან (8.7 პპ) შემოსავლების ზრდას უკავშირდება“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
მეტი...აშშ-ში ტყუპები სხვადასხვა წელს დაიბადნენ
აშშ-ში, ახალშობილი ტყუპი დები ენი ჯო სკოტი და ეფი როუზ სკოტი სხვადასხვა წელს დაიბადნენ. ენი ჯოუ სკოტი 2022 წლის 31 დეკემბერს, 23:55-ზე, მისი ტყუპისცალი ეფი როუზი კი, 2023 წლის 1 იანვარს, 00:01 საათზე დაიბადა. ინფორმაციას goodmorningamerica ავრცელებს. გოგონების მშობლები ტეხასის შტატიდან არიან. როგორც ისინი ამბობენ, პატარებს 11 იანვარს ელოდებოდნენ. თუმცა, 29 დეკემბერს საავადმყოფოში შემოწმებაზე მისულებს, კლინიკაში დარჩენა მოუწიათ.
მეტი...,,ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა მთელი გაერთიანების გადაწყვეტილებები არ უნდა დაბლოკონ”- ანალება ბერბოკი
ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა მთელი გაერთიანების გადაწყვეტილებები არ უნდა დაბლოკონ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, ლისაბონში, დიპლომატების კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს ხშირად პრესრელიზის შედგენაც არ შეუძლიათ, რადგან საერთო ფორმულირებაზე ვერ თანხმდებიან. „კვალიფიციური უმრავლესობის კენჭისყრამ შეიძლება, გამოიწვიოს უფრო სამართლიანი შედეგი ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ეფექტურად და სწრაფად მოქმედება“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
მეტი...,,ევროკავშირმა ყველაფერი სცადა, მაგრამ ვლადიმერ პუტინს, მეზობელი ქვეყნის განადგურების მეტი არაფერი სურს”- ანალენა ბერბოკი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირმა ყველაფერი სცადა უკრაინაში ომის შესაჩერებლად, მაგრამ ვლადიმერ პუტინს, მეზობელი ქვეყნის განადგურების მეტი არაფერი სურს. მისი თქმით, პუტინის პოზიცია იყო მიზეზი იმისა, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ოფიციალური კიევისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელება, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის და ხალხის სიცოცხლის დაცვა.
მეტი...„ომიკრონის“ ახალმა ვარიანტმა აშშ-ში შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს
ომიკრონის“ განშტოებამ, „ექსბიბი.1.5“-მა (XBB.1.5) აშშ-ში შესაძლოა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების ახალი ზრდა გამოიწვიოს. „სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ექსბიბი.1.5“-მა ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ინფიცირების წილი გააორმაგა, რაც დეკემბრის თვეში ახალი ინფექციების ოთხი პროცენტიდან 41 პროცენტამდე ზრდას ნიშნავს. აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში შემთხვევების 75 პროცენტი „ომიკრონის“ ახალ შტამზე მოდის. ვირუსოლოგების და ეპიდემიოლოგების შეფასებით „ომიკრონის“ ახალ განშტოებას აქვს ისეთი თვისებები, რაც იძლევა „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ხელახლა ზრდის პოტენციალს აშშ-ში, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად დიდი იქნება ეს ტალღა და გაიზრდება თუ არა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.
მეტი...პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 3 იანვარს ზუგდიდში „მაზდას“ მარკის ავტომობილი, რომელსაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი მართავდა, ქვეითად მოძრავ 2 მოქალაქეს შეეჯახა. „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებული და ავტომობილის მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი...,,ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა, თუმცა ყველა ეს მცდელობა უძლური აღმოჩნდა”- ირაკლი კობახიძე
გასული ათწლეულების განმავლობაში ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა, თუმცა მისი სიწმინდის წინაშე ყველა ეს მცდელობა უძლური აღმოჩნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს! როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რიგითი წარმომადგენელი და ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, მადლობას ვუხდი პატრიარქს უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერი გაძლიერებისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობისათვის გასწია. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში იყო არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპოქის განუყოფელი ნაწილი,…
მეტი...საგანგებო მდგომარეობა ჩინეთში – COVID-19-ის გამო კრემატორიუმები გადატვირთულია
ჩინეთში COVID-19-ით მასობრივი დაავადების ტალღის გამო კრემატორიუმები მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გადატვირთული. უცხოური მედიის ცნობით, COVID-19-ით გარდაცვლილთა გვამებს უწყვეტ რეჟიმში წვავენ, კრემაციისთვის უახლოესი თავისუფალი ადგილის დაჯავშნა კი მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებისთვის არის შესაძლებელი. ერთ-ერთ კრემატორიუმში განაცხადეს, რომ მათთან ყოველდღიურად 500-ზე მეტი გვამი მიაქვთ. ჩინეთში კორონავირუსის ინფექციით დაავადების ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ საკარანტინო ზომები შეასუსტა. ჩინეთში ინფექციის ახალი ტალღის გაძლიერების ფონზე ხელისუფლებამ შეწყვიტა COVID-19-თან დაკავშირებული ყოველდღიური სტატისტიკის გამოქვეყნება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს უდასტურდება COVID-19.
მეტი...,,მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა უკავშირდება სახელმწიფოს განვითარებას”- ნიკა მელია
,,უნდა ვიაზრებდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა უკავშირდება სახელმწიფოს განვითარებას. მისი მკვლელობა ძვირი ფასის გადახდად დაგვიჯდება,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული სახელმწიფოს ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციაში. „მნიშვნელოვან საერთაშორისო რეზოლუციებში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული სახელმწიფოს ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციაში. ჩემთვის, როგორც თავმჯდომარისთვისაც და როგორც რიგითი მოქალაქისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფოს ბედი. რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, უნდა ვიაზრებდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა უკავშირდება სახელმწიფოს განვითარებას. მისი მკვლელობა ძვირი ფასის გადახდად დაგვიჯდება. ყველა ვგულშემატკივრობთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის…
მეტი...გერმანიაში პუტინის მომხრე აგენტები ცდილობენ, ოფიციალური ბერლინი უკრაინის წინააღმდეგ განაწყონ – ”როიტერი”
გერმანიაში პუტინის მომხრე აგენტები ცდილობენ, ოფიციალური ბერლინი უკრაინის წინააღმდეგ განაწყონ, – ამის შესახებ „როიტერის“ მიერ ჩატარებულ გამოძიებაში ნათქვამი. გამოძიების თანახმად, პუტინის მომხრე პირები კამპანიას აწარმოებენ როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე ქუჩებში და ახმოვანებენ შეტყობინებებს, რომლებიც ეხება კავშირებს გერმანიასა და რუსეთს შორის, საბჭოთა კავშირის ურთიერთობებს კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიასთან და გერმანიის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე. მედიის ცნობით, „მთავარ ფიგურებს, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მუშაობენ, კავშირი აქვთ რუსეთის მთავრობასთან ან ულტრა-მემარჯვენეებთან“. „როიტერი“ წერს, რომ დაადგინეს ძირითადი ფიგურების ვინაობა, რომლებიც მონაწილეობენ გერმანიის შიგნით რუსული ინტერესების წინსვლაში, ინტერვიუების, სოციალური მედიის პოსტების და სხვა საჯარო ინფორმაციის…
მეტი...რომის პაპი ფრანცისკე ილია მეორეს იუბილეს ულოცავს
რომის პაპი ფრანცისკე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს ულოცავს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად აღსაყდრების 45-ე წლისთავთან დაკავშირებით და 90-ე დაბადების დღის აღსანიშნად, გულწრფელ სურვილებს ვუგზავნი თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას და ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გიწყალობოთ ჯამრთელობა და სულიერ ნიჭთა სიუხვე თქვენი მრავალწლიანი მწყემსური მსახურების გზაზე. მაშინ, როდესაც თქვენს მრავალწლიან უფლის მსახურებას თან სდევდა მრავალგვარი გამოწვევა და თქვენი ქვეყნის მნიშვნელოვნად გარდასახვა, ეკლესია, რომელიც მინდობილი იყო თქვენს მზრუნველობაზე, ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვავდებოდა. ეს მახსენებს მოციქულის სიტყვებს: „მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც…
მეტი...მსოფლიო პატრიარქი ილია მეორეს იუბილეს ულოცავს
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წლის იუბილესა და აღსაყდრების 45 წლისთავს ულოცავს. „უნეტარესო და უწმინდესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოისა და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო და სასურველო ძმაო და ჩვენთა მდაბალთა თანამწირველო, თქვენსა ღრმად პატივცემულ უნეტარესობას, ბატონო ილია, უფლისმიერ ძმური სიყვარულით მოვუდრეკთ ქედსა და სიხარულით მივუმძღვარებთ სიტყვასა ჩვენსა! სიხარულითა მოვიკითხავთ თქვენსა ფრიად საყვარელსა და განბრძნობილსა უნეტარესობასა, რაითა თანაზიარ ვიქმნეთ სიხარულითა გულისათა და დაურღვეველითა საკვრელითა გონთ აღმატებულისა მშვიდობისათა, სულიერისა და სიხარულშემოსილისა ლხინისა ამის, მადლითა ღმრთისათა, კურთხეულისა ოთხმოცდაათისა წელიწადისა შობითგან თქვენისა და…
მეტი...უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის საჰაერო ძალების ოთხი ბომბდამშენი აფრინდა. რუსეთმა კი აზოვისა და შავ ზღვებში ხუთი საბრძოლო გემი შეიყვანა. მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები 10 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია.
მეტი...რუსეთმა დაახლოებით 108 910 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 4 იანვრამდე პერიოდს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 108 910; ტანკი – 3 038; ჯავშანტექნიკა – 6 106; საარტილერიო სისტემა – 2 039; სარაკეტო სისტემა – 424; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 215; თვითმფრინავები – 283; ვერტმფრენი – 270; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 842; საკრუიზო რაკეტები – 723; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 745; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 181.
მეტი...უმძიმესი ავარია ზუგდიდში – ქალი ადგილზე დაიღუპა
3 იანვარს, ზუგდიდში მომხდარი უმძიმეს ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კოსტავას ქუჩაზე მაზდას მარკის მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა. შედეგად, ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობით, ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულია და საავადმყოფოშია გადაყვანილი მძღოლიც, რომელიც ქვეითებს შეეჯახა.
მეტი...,,ნაცებმა“ გაშალეს თავისი 100-კაციანი არმია, ხაბე დაწინაურდა, მას ჩვიდმეტით მეტი მხარდამჭერი შეხვდა”- ირაკლი ზარქუა
„ნაცებმა“ გაშალეს თავისი 100-კაციანი არმია, დაწინაურდა ხაბე, თუ არ ვცდები, მას ჩვიდმეტით მეტი მხარდამჭერი შეხვდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, სინამდვილეში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ საერთოდ არ აინტერესებთ მიხეილ სააკაშვილი. „ნაცებმა“ გაშალეს თავისი 100-კაციანი არმია, ფლანგები და ფრონტის ხაზი. მგონი, დაწინაურდა ხაბე, რადგან უფრო მეტი მხარდამჭერი მიჰყავს. თუ არ ვცდები, მას ჩვიდმეტით მეტი მხარდამჭერი შეხვდა. რეალურად, წინასაარჩევნო მასკარადი აქვთ. სულ არ აინტერესებთ ის, ვისაც ამ აქციას უძღვნიან. მათი ინტერესი არ არის, ის როგორ იქნება, იკვებება, აქვს თუ არა სამედიცინო სერვისი. მათი…
მეტი...პუტინმა კულტურის სამინისტროს უკრაინაში “სპეცოპერაციაზე” და გმირებზე ფილმების გადაღება დაავალა
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის კულტურის სამინისტროს “პატრიოტული დოკუმენტური ფილმების ფესტივალის” მოწყობა და ჩვენება დაავალა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, კინოთეატრებში უნდა აჩვენონ უკრაინაში მიმდინარე “სპეციალური სამხედრო ოპერაციისა” და “ნეონაცისტური და ნეოფაშისტური იდეოლოგიის გავრცელების საწინააღმდეგო” ფილმები. შესაბამისი ბრძანება კრემლმა 2 იანვარს გამოაქვეყნა.
მეტი...პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდმა თითი დაკარგა
რუსთავში პიროტექნიკის ხელში აფეთქების შედეგად, მოზარდმა ერთი თითი დაკარგა. „ინფო რუსთავს“ ინფორმაციით, 9 წლის ბიჭს ხელზე ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დროისთვის სტაბილურია. კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის აფეთქების გამო მათთან შეყვანილი 8 პაციენტიდან 6 უკვე გაეწერა.
მეტი...ხმაური და დაპირისპირება ჭორვილაში – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
ბიძინა ივანიშვილის სოფელში, ჭორვილაში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს დაპირისპირება იყო. დაპირისპირება აქციის მონაწილეებს და ადგილობრივებს შორის მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცნობისთვის, ჭორვილაში ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე და მისი წარმომადგენლები ჩავიდნენ. ჭორვილა ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია იმართება.
მეტი...მაკეევკაში რუსული სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად 89 რუსი ჯარისკაცია დაღუპული – რუსეთის თავდაცვის უწყება
რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, მაკეევკაში რუსული სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად 89 რუსი ჯარისკაცია დაღუპული. უწყება ადონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში რუსული სამხედრო ბაზის დაბომბვას ჯარისკაცების მხრიდან მობილური ტელეფონის გამოყენებას უკავშირებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ფაქტორმა მოწინააღმდეგეს მისცა საშუალება, განესაზღვრა ჯარისკაცების ადგილმდებარეობის კოორდინატები სარაკეტო დარტყმისთვის. რუსეთში აღნიშნავენ, რომ სკოლის შენობას, რომელიც სამხედრო ბაზად იყო გადაკეთებული, ამერიკული სისტემა „ჰაიმარსის“ ოთხი რაკეტა მოხვდა. რაკეტების ქობინების აფეთქებამ შენობის ჭერი ჩამოანგრია.
მეტი...,,აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 40-მდე ქალაქში გაიმართება”- მარკ ფეიგინი
რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია მსოფლიოს მინიმუმ 40 ქალაქში გაიმართება. ფეიგინი საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ,,დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. გამოცხადებულია გლობალური საერთაშორისო აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, რომელიც ამჟამად ციხის საავადმყოფოში იმყოფება. 4 იანვარს 12:00 საათიდან დაახლოებით 14:00 საათამდე, ყველას შეგიძლიათ მიხვიდეთ საქართველოს საელჩოებთან ან საკონსულოებთან, იმ ქვეყნებში, რომლებშიც იმყოფებით. ახლა მოდის ინფორმაცია, რომ მინიმუმ, 40-მდე ქალაქში გაიმართება ეს აქცია და თავად საქართველოშიც გამოვა ბევრი ხალხი”, – განაცხადა მარკ ფეიგინმა.
მეტი...,,ეს ომი მიხეილის სიცოცხლისთვის არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალისა და ღირებულებების დაბრუნებისთვის”- არესტოვიჩი
,,მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალის დაბრუნებისთვის,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. არესტოვიჩმა ყველას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ აქციებში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე საქართველოს საელჩოებთან გაიმართება. ,,საქმე ისაა, რომ პოლიტიკა დიდი ხანია ამორალური გახდა. არსებობს გარკვეული ჯგუფების ინტერესები, რომლებიც მიღებულია რომ ნებისმიერ ფასად იქნა ს გატარებული. ახლა, როდესაც ასეთი ომი მიმდინარეობს, რომელიც შეიძლება გასცდეს უკრაინისა და რუსეთის საზღვრებს, დროა, რომ ამაზე ვისაუბროთ. მე მინდა, რომ პოლიტიკაში მორალი დაბრუნდეს და ის ნელ-ნელა ბრუნდება კიდეც. ეს ომი მიხეილის სიცოცხლისთვის არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალისა და ღირებულებების დაბრუნებისთვის და სულ…
მეტი...,,პაციენტი ხელში გვაკვდება”- ექიმების აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან
მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციას, რომელიც დღეს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება, ექიმები უერთდებიან. ისინი ამ წუთებში პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ათონელზე არიან შეკრებილები. ექიმები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს, შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი და ააცილოს ქვეყანას თავიდან მოსალოდნელი მძიმე შედეგები. აქციას შეუერთდა მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი.
მეტი...