„კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება, რაც შეიძლება ადრე და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. ინფექციონისტის შეფასებით, ვირუსის გავრცელების რისკი ჯერ კიდევ არსებობს. „როგორი უნდა იყოს ჩვენი ტაქტიკა სადღეისოდ: COVID რეგულაციები მოხსნილია, თუმცა რისკები რჩება. ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისა და შესაძლო არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის…
მეტი...დღე: მაისი 7, 2023
„ვირუსი არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება. არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი“ – თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს, როგორც ინფექციონისტი აცხადებს, ვირუსი არსად წასულა და ის ჯერ კიდევ კლავს ადამიანებს. „COVID-19-ის პანდემია 21-ე საუკუნის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომელმაც 7 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლეს, ცხოვრების ხარისხს და ქვეყნების ეკონომიკას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის გლობალურ პანდემიად გამოცხადების დღიდან (2020 წლის 11 მარტი) 1151 დღის შემდეგ ა.წ. 5 მაისს დასრულებულად გამოაცხადა COVID-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა. თუმცა აღნიშნა, რომ COVID-19 რჩება გლობალური ჯანდაცვის მიმდინარე პრობლემად. ეს იმას ნიშნავს, რომ COVID-19 გლობალური ჯანრმთელობისთვის…
მეტი...თუ შინაური ცხოველი რეგისტრირებული არ გყავთ, დაჯარიმდებით
არარეგისტრირებული ცხოველის ყოლის შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. დაჯარიმდებით იმ შემთხვევაშიც, თუ შინაური ცხოველის გასეირნების წესს დაარღვევთ ან სახლში სათანადო პირობებს არ შეუქმნით. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი კობიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მონიტორინგის შედეგად, რომელიც პარკებსა და სკვერებში ტარდება, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე მატულობს. „ჩვენი ქვეითი მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები გადაადგილდებიან სხვადასხვა სკვერში და ატარებენ მონიტორინგს. მონიტორინგი ეხება როგორც შინაური ცხოველის მოვლა პატრონობას, ისე, რეგისტრაცია -იდენთიფიკაციას, გასეირნების წესების დაცვას. ბოლო პერიოდში, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რომ ყველა შინაური ცხოველი იყო რეგისტრირებული, რომელიც შეამოწმა ჩვენმა ეკიპაჟმა. მინდა გითხრათ, რომ მონიტორინგმა დადებითი ეფექტი გამოიღო მოსახლეობის…
მეტი...წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროს, დაახლოებით, 12-მდე აკლდამაა აღმოჩენილი
აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-19-მე-20 საუკუნის პერიოდის რამდენიმე აკლდამაა აღმოჩენილი. აღმოჩენის შესახებ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. ამჟამად, აკლდამებს სპეციალისტები იკვლევენ. არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განმარტებით, დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების რაოდენობა 12-მდეა. „უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დაზიანებულია ძველი საკომუნიკაციო ქსელების გაყვანილობის გამო. ამჟამად, მიმდინარეობს მათი დეტალური შესწავლა და დამატებით ინფორმაციას ახლო მომავალში გაგაცნობთ“, – განაცხადა მერაბ ძნელაძემ. წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი აკლდამების კვლევა უახლოეს მომავალში დასრულდება.
მეტი...წერეთლის რეაბილიტაციისას ისტორიული სამარხები იპოვეს
თბილისში, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, დიდუბის პანთეონის მიმდებარედ, ისტორიული სამარხები აღმოაჩინეს. პირველადი ინფორმაციით, ეს არის საფლავები, რომელიც მე-19 საუკუნეს მიეკუთვნება. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები.
მეტი...„კაცს ჰქვია მამა და ქალს ჰქვია დედა“ – მეუფის მხარდაჭერა პრემიერს
სამტრედია-ხონის მიტროპოლიტი, მეუფე საბა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მისი სიტყვები, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი დიდი გამბედაობა იყო. „სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც უშიშრად, ევროპის ტრიბუნიდან თქვა, რომ ქალი არის ქალი, კაცს ჰქვია მამა და ქალს ჰქვია დედა. აბა შეეცადეთ საქართველოში წესებისა და ტრადიციების განადგურებას… საქართველოში ყველა ადამიანი აღიზრდება ამ სულისკვეთებით“ – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას. „გინდათ – ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ – კარგად იყავით“ – მეუფე ევროკავშირს
მეტი...წალენჯიხაში სახლი დაიწვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში, სამესხიოს უბანში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. სახანძრო სამსახური პირველი სართულის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა, სახლი მთლიანად განადგურდა. სახლი სოციალურად დაუცველ ქალს ეკუთვნოდა, რომელიც ძმის შვილებთან ერთად ცხოვრობდა. როგორც ადგილზე მისულმა მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ განაცხადა, მუნიციპალიტეტი დაზარალებულს 15 000 ლარით დაეხმარება და ამავდროულად, მიეხმარება, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში.
მეტი...„გინდათ – ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ – კარგად იყავით“ – მეუფე ევროკავშირს
„ცოტა ფრთხილად იყავით, როდესაც ამ ქვეყანას ისე ექცევით და ესაუბრებით, როგორც თქვენ გინდათ“ – ასე იქადაგა სამტრედია-ხონის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ დღეს, სადაც აქცენტი ევროკავშირში მიღება-არმიღებაზე გაამახვილა. როგორც მეუფემ აღნიშნა, ვისაც ჩვენი წესები და ტრადიციები არ მოსწონს, კარგად იყოს. „გინდათ – ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ – კარგად იყავით. თუ თქვენ გაქვთ, თქვენი წესები და ტრადიციები, რაშიც ეჭვი მეპარება, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს. არავინ არ უნდა უთხრას ქართველებს, არავინ არ უნდა დაემუქროს ჩვენ ქვეყანას, რომ ისეთი წესებით მიგიღებთ, როგორიც ჩვენ გვინდა. აბა, შეეცადეთ საქართველოში წესების და ტრადიციების განადგურება. ვინც შეეცადა, დღეს ისტორიაშიც…
მეტი...„რაღაცა ჩონჩხი, ოსვენციმის კადრები თვალწინ გიდგება, რომ უყურებ” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
კლინიკიდან გამოსულმა გიული ალასანიამ მედიასთან მისი შვილის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უკუდურესად სუსტად არის. „ჩემი ხედვით, უარესი და უარესი მდგომარეობაა. ყოველი მისი წამოწევა არის ჩემთვის გულის ფრიალი, იმიტომ, რომ თვალწინ სულ მიდგება მისი დავარდნა და ეს შეიძლება ყოველ წუთს განმეორდეს. ის უკიდურესად სუსტად არის, რაღაცა ჩონჩხი, ოსვენციმის კადრები თვალწინ გიდგება, რომ უყურებ ადამიანს. ამასთან, არანაირი ინფორმაცია პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით მე პირადად არ მაქვს. ძალიან მიკვირს იმიტომ, რომ სამი თვე გავიდა და რა გახდა ბოლოს და ბოლოს ასეთი მოუწესრიგებელი, მე არ ვიცი, არ მესმის. როგორც ჩანს, აქედან დაბრკოლებებია სერიოზული“,…
მეტი...ცხოველის გასეირნების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება, ჯარიმა შესაძლოა გაიზარდოს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა შინაური ბინადრის ყოლის შემთხვევაში, იმ აუცილებელ წესებზე ისაუბრა, რაც მეპატრონეს მოეთხოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაჯარიმდება. „ცხოველი რეგისტრირებული უნდა იყოს, მეტისის შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია. მინიმალური საკვების მიცემა, ასევე, აუცილებელია მეპატრონემ გასეირნების წესები დაიცვას. კერძოდ, 19:00 საათიდან 23:00 საათამდე, როდესაც გამოგყავს ცხოველი, უნდა გამოიყენო ალიკაპი ან საბელი. ასევე, შესაძლებელია მოკლე საბელით გამოიყვანო, ალიკაპის გარეშე. ეს მინიმალური წესებია, რომელიც მეპატრონემ უნდა დაიცვას. არსებობს გასეირნების წესები, რომლის დარღვევის შემთხვევაში მეპატრონე 20 ლარით ჯარიმდება. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, პარლამენტი მუშაობს ამ თემაზე და იგეგმება ამ ჯარიმის…
მეტი...ზუგდიდში ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 6 მაისს, ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა. დღეს, მამია ალასანიას, 80 წელი შეუსრულდებოდა. ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, მამია ალასანიას ვაჟი, ირაკლი ალასანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, დავით კუხალეიშვილი და დავით ვერავა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის…
მეტი...ვანში, არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო გარყვნილ ქმედებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც არასრულწლოვანს „მარშრუტკის“ მძღოლი სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებს, შსს-მ გამოძიება დაიწყო. საუბარია შესაძლო გარყვნილ ქმედებაზე. „მიმდინარე წლის პირველ მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში 1-ელ მაისსვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის – მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები. მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, საქმეზე გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. საქმეზე გამოძიება სსკ-141-ე მუხლის პირველი…
მეტი...არასრულწლოვნის სექსუალური ხასიათის ვიდეოკადრების გავრცელებაზე ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ომბუდსმენი აღნიშნულ საქმეს შეისწავლის „6 მაისს, სოციალურ მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები. ამ დროისათვის, სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ. ამავდროულად, აუცილებელია, ყველა იმ პირის იდენტიფიცირება ვისი მხრიდანაც განხორციელდა არასრულწლოვანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტები. აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია, იმ ბავშვის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდება ვის მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქმედებებს. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა…
მეტი...ვისთვის იქნება ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია უფასო? – გიორგი კობიაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”
ქედაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 143-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 150 -ზე მეტმა, ბენეფიციარმა, განხორციელდა 270 სამედიცინო ვიზიტი. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის მერი, რონალდ ბერიძე, პარლამენტის წევრი, ანზორ ბოლქვაძე. ვეტერანების…
მეტი...სროლა აშშ-ში, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან
ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, რომელიც სავსე იყო ადამიანებით, მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. შეიარაღებული პირი ისროდა უმისამართოდ, ხალხის მიმართულებით. არის მსხვერპლი. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდაცია ადგილზე მოახდინეს.
მეტი...სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 2023 წლის აპრილის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 75 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 75 ფაქტი გამოავლინეს. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 20 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 – ქვემო ქართლის, 1 – მცხეთა-მთიანეთის, 15 – შიდა ქართლის, 19 – სამცხე-ჯავახეთის, 7 – იმერეთის, 9 – გურიის, ხოლო 2 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევის მიმართ შეადგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.…
მეტი...დეპუტატმა ინჯიამ პილოტის ლიცენზია აიღო და ფრენას იწყებს
დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ საკუთარი ვერტმფრენი შეიძინა. დეპუტატი ვერტმფრენს თავად მართავს და აპირებს, სამეგრელოში თუ სხვა მუნიციპალიტეტებში თავად იფრინოს. ფრიდონ ინჯიამ სპეციალური კურსები გაიარა და მოყვარული პილოტის ლიცენზიაც აიღო. დეპუტატმა ვერტმფრენში 186 075 ევრო გადაიხადა. ეს არის 2 ადგილიანი ვერტმფრენი, რომელიც საქართველოში მიმდინარე თვეში ჩამოვა.
მეტი...ჯიშიანი ცხოველების ყოლაზე შესაძლოა, მოსაკრებელი დაწესდეს – როგორც წაახალისებს ცხოველთა მონიტროინგი ცხოველების მეპატრონეებს?!
შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის გამკაცრებული რეგულაციების პარალელურად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს მიმართავს. „დაირეგისტრირეთ ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში და გაასტერილეთ უფასოდ“ – აცხადებენ მონიტორინგის სამსახურში და შეახსენებენ, რა მოეთხოვებათ მეპატრონეებს. „იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველწლიურად გაატაროთ საკონტროლო რეგისტრაცია. არაიდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაციისას პატრონი ვალდებულია, ასევე მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს ცხოველისათვის უნიკალური ნომრის მინიჭებას. იდენტიფიკაციის საშუალებაა ჩიპირება, რომლის დროს ხდება ცხოველის კანქვეშ ბრინჯის მარცვლის ზომის მიკროჩიპის მოთავსება, რომელზეც არის დატანილი აღნიშნული ინდივიდუალური ნომერი“ – აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში „მედიაცენტრ მთავართან.“ აღნიშნულ საკითხზე დეტალურად „მედიაცენტრ მთავარში“…
მეტი...