„ინსტიტუტების ჩამოშლა და ხელის შეშლა“ – დეპუტატი ბოკუჩავა

„სახეზეა ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობა“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების შემდეგ. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველომ რუსეთთან პირდაპირ ფრენაზე თანხმობა ერთ დღეში გასცა მაშინ, როცა პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა ამ დრომდე არ არსებობს.

„წარსულშიც ჰქონდა ადგილი პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შეფერხებას. ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ არ მისცენ პრეზიდენტს შესაძლებლობა განახორციელოს უფლებამოსილება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რაც მისი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ფუნქციაა. ეს ბუნებრივია, ემსახურება ინსტიტუციების ჩამოშლას და ხელის შეშლას, რომ აქტორებმა, რომლებიც ცდილობენ ქვეყანა მიიყვანონ სტატუსამდე და შემდეგ ევროკავშირის წევრობამდე, ვერ განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება“ – აცხადებს ბოკუჩავა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის კურსი ნათელია და ამას მტკიცება არც სჭირდება.

„ქართული ოცნების” ფერისცვალებაზე და იმაზე, რომ “ქართული ოცნების” საგარეო კურსი შეიცვალა და ღიად აიღეს კურსი რუსეთისკენ. ეს არის ფაქტი და ამას არ უარყოფს მათ შორის პრეზიდენტი, რომლის არჩევაშიც დიდი ძალისხმევა ჩადო “ქართულმა ოცნებამ”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

მთავრობას პრეზიდენტისთვის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა ამ დრომდე არ მიუცია

მსგავსი თემები