,,მადლობას გადავუხდი იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს”- კობახიძე იუსტიციის საბჭოს წევრებზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციიდან იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, გარიგებული არიან არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან.

მისივე თქმით, აღნიშნულმა დეპუტატებმა ძალიან პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება სურთ.

,,დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ვის სურს კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის და ვინ მუშაობს ამის წინააღმდეგ, დღევანდელი კენჭისყრაც იყო, რა თქმა უნდა, ამის ტესტი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ უკვე აირჩა 3 წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მათ დააგროვეს 90-ზე მეტი ხმა. ჩვენ გვქონდა მსგავსი ტიპის მოცემულობა სახალხო დამცველის არჩევის დროს და მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობდა ლევან იოსელიანის კეთილსინდისიერებასთან, კომპეტენციასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ამის მიუხედავად, არა თუ არ დაუჭირა რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი იოსელიანის კანდიდატურას, არამედ პირიქით, წარმოებდა ბულინგი იმ ქალბატონი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც ოპოზიციიდან დაუჭირეს მხარი იოსელიანის კანდიდატურას. იქაც მიზეზი იგივე იყო, მიზეზი იყო ის, რომ რადიკალურმა ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის არ მისაღებად. დღესაც ამის გამოვლინება იყო, ეს იყო მორიგი ტესტი. მე მადლობას გადავუხდი, რა თქმა უნდა, სახელების და გვარების დასახელების გარეშე, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი.”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა

მსგავსი თემები