„მელიამ თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის – ლევან ხაბეიშვილის განცხადებით პარტიის  ყოფილმა თავმჯდომარე მელიამ თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან.“ „ბიძინა ივანიშვილისა და რუსული ოცნების ოცნებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაჩერდეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოფისები არ გახსნას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ იაქტიუროს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დემოკრატია არ იყოს, და ზოგადად, საქართველოში რუსული პარტიის ოცნებაა, გაჩერდეს „ნაციონალური მოძრაობა. წარმოუდგენელია შიდა დემოკრატიული არჩევნები აზიანებდეს პარტიას და თურმე ჭორაობა და პარტიის ლანძღვა-გინება აძლიერებს. ჩემი აზრით, გუშინდელი ეთერის შემდეგ, მელიამ თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას.“ თავად გავიდა აბსოლუტურად ყველაფრიდან“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა.  

მეტი...

უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთისთვის დაწესებულ მორიგ სანქციებზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, სანქციებში ფიზიკური და იურიდიული პირები მოექცნენ. „სანქციების მორიგი დღე გვაქვს. არის რამდენიმე სასანქციო პაკეტი. ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებებს. სანქციები დაუწესდა 13 ფიზიკურ და 28 იურიდიულ პირს, რომელთა საშუალებით რუსეთი ინარჩუნებდა კონტროლს უკრაინის მეტალურგიულ კომბინატ „ზაპოროჟსტალზე“. ვიწყებთ რუსული ნაწილის კონფისკაციის პროცედურას, ის იმუშავებს უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.    

მეტი...

ლუგანსკში ხანძარია

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში ქარხანა იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა დაიბომბა.

მეტი...

პატრიარქმა არქიმანდრიტები და მშენებლები დააჯილდოვა

საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენეკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოს სიგელით დააჯილდოვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის არქიტექტორები და მშენებლები.  

მეტი...

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს

სალომე ზურაბიშვილი პოზიტიურად აფასებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. „მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება“, – აცხადებს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე უარი უთხრა და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

მეტი...

„ყველა გზას გამოვიყენებთ ბოლომდე, რომ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა უზრუნველვყოთ“, – გიორგი ჩალაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ბრძოლა არ ჩერდება და ის უფრო მეტი ძალისხმევით გაგრძელდება. მან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრძოლა სტრასბურგშიც გაგრძელდება. „სტრასბურგში ბრძოლა გრძელდება. ბრძოლის ველი გაფართოებულია და ბრძოლა შედგება ყველგან, სადაც საღ აზრს, ადამიანის უფლებებს ებრძვის რუსეთი და პუტინი. ტყუილია ბატონი რატის განცხადება, რომ ჩვენ მოვითხოვეთ სააკაშვილის სადმე გადაყვანა. ასევე, ტყუილი იქნება ნებისმიერი მცდელობა, სტრასბურგის გადაწყვეტილება შეფასდეს ისე, თითქოს სააკაშვილის უფლებები არ არის დარღვეული. დღევანდელი გადაწყვეტილება არსად ასახავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის უფლებები არ არის დარღვეული. ამის შესახებ განხილვა არ ყოფილა“…

მეტი...

„დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა“ – ხატია დეკანოიძე სააკაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მის თანაგუნდელებს მოუწოდებს, დაასრულო ამ ადამიანით სპეკულირება. „ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და მეცოდება მიხეილ სააკაშვილი. ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას, სიაში მოხვედრისა და გამორჩენის გამო რომ ჰკიოდნენ ტელევიზიებში – ჩამოდი, მეგობარო. ფიქცია, ოპოზიციის ბუტაფორია ხალხი. ახლაც აგრძელებენ ურცხვად. დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა. ცოდოა“, – აცხადებს დეკანოიძე.

მეტი...

„გადავდივართ მეორე ეტაპზე“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედა გიულ ალასანია სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს. როგორც გიული ალასანია აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და იწყება ბრძოლის შემდეგი ეტაპი. „მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და უმრავლესობა თანახმაა იმაზე, რომ ეს არის პუტინის პირადი პატიმარი. გარდა ამისა, ყველამ ასევე იცის, რომ ადამიანი არის მძიმე ავადმყოფი. ნამდვილად მძიმე ავადმყოფია, ეს არაერთმა ექიმმა დაადასტურა, საკმაოდ მაღალი დონის, სრულიად ნეიტრალური ადამიანები იყვნენ ის ადამიანები, ვინც მოდიოდა და სინჯავდა მას. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ევროკავშირის ექიმების ჩამოსვლა, რომლებიც მზად იყვნენ, რომ ჩამოსულიყვნენ და ენახათ, ეს ძალიან…

მეტი...

„ცუდს ვერაფერს ვხედავთ“ – იუსტიციის მინისტრი რუსეთთან პირდაპირ ფრენაზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირ ფრენაში ცუდი არაფერია და პირიქით. „ფრენები რუსულმა მხარემ აღადგინა, როგორც მოგეხსენებათ ეს რუსული მხარის გადაწყვეტილება იყო, რომ ფრენები საქართველოში არ ყოფილიყო, ეს მათი გადაწყვეტილება არის. რაც შეეხება ჩვენ პოზიციას, საქართველოს კონსტიტუციითაც კი, რომელშიც 2017 წელს გარკვეული ცვლილებები მიღებული იყო და დღეს პირველად ისტორიაში ტერმინი დიასპორა გაჩნდა და საუბარია, რომ სახელმწიფომ ქართული დიასპორის სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას ხელი უნდა შეუწყოს. მათ შორის, რუსეთში ცხოვრობს ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქე და თუ კი ამ ადამიანებს იმის შესაძლებლობა ექნებათ, რომ დრო და…

მეტი...

„ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება“ – მიხეილ სააკაშვილი

„სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება. ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება. მინდა, ყველა ჩემმა მომხრემ და საერთოდ, საღი აზრის მქონე ყველა ადამიანმა გაიაზროს, რომ უკვე თითქმის ორი წელია მაწამებენ, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით, სრულიად უდანაშაულოს“ – აცხადებს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი. მისი შეფასებით, ის ციხეში პუტინის ბრძანებით ზის. „ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ რუსეთის ცხვირწინ შევქმენი ნამდვილი სახელმწიფო და მყარად შემოვატრიალე ის ევროკავშირისა და ნატო-სკენ. ახლა ამას ყველაფერს დიდი საფრთხე ემუქრება და ამიტომაც ვყავარ პუტინის ბრძანებით ციხეში. ქართველებმა მთელს მსოფლიოში და პირველ რიგში, საქართველოში – უფრო ხმამაღლა ამოიღეთ ხმა ამ უსამართლობაზე!…

მეტი...

„უქმნიან ცრუ მოლოდინს, თითქოს და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით ის მოიპოვებს თავისუფლებას“ – მინისტრი სააკაშვილზე

  იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ოჯახს და გარემოცვას აკისრებს. როგორც მინისტრი აცხადებს, მას უქმნიან ცრუ მოლოდინს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდება, მოიპოვებს თავისუფლებას. მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ მას მიეწოდოს ყველა ის მომსახურება პენიტენციური დაწესებულებების ფარგლებში, რასაც ის საჭიროებს. ის საჭიროებს მკურნალობას, ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. ის რომ არ იმყოფებოდეს სამედიცინო დაწესებულებაში, მასთან არ შედიოდეს ექიმი, მას რაიმე სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდეს და ის ვერ იღებდეს, ამაზე ვიქნებით პასუხისმგებელი, მაგრამ მას რაც სჭირდება, აქვს ყველაფერი. მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მას აქეზებენ და…

მეტი...

,,მოვუწოდებ სააკაშვილს, მის გარემოცვას, მაქსიმალურად იზრუნონ, რომ დაემორჩილოს მკურნალობას, ექიმებს”- რატი ბრეგაძე

„სააკაშვილის ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არიან ადამიანები, რომლებიც აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინებს, თითქოს ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით, თავისუფლებას მოიპოვებს,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსა და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებები მეტყველებს იმაზე, რომ  სახელმწიფოს მოქმედება თავიდან ბოლომდე ადამიანის უფლების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია. ,,კიდევ ერთხელ, ჰუმანური მიზნებიდან გამომდინარე მოვუწოდებ როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც მისი გარემოცვაა, რომ მაქსიმალურად იზრუნონ, რომ ეს ადამიანი დაემორჩილოს მკურნალობას, ექიმებს. ასევე, მიაწოდონ საკვები იმ კალორაჟით, რასაც მათ ეუბნებიან ექიმები. არც საკვებს აწვდიან იმ კალორაჟით, რასაც ექიმები ეუბნებიან…

მეტი...

თუ იქნება ექიმების რეკომენდაცია, სააკაშვილი  იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში – რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ექიმების შესაბამისი დასკვნა, თუ იქნება მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე სახის ობიექტური წინაპირობა, სააკაშვილი გადაყვანილი იყოს ან სხვა კლინიკაში, ან პენიტენციურ დაწესებულებაში. „ადამიანის ჯანმრთელობას როდესაც ეხება საკითხი, ყოველთვის ვმოქმედებთ სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაცია თუ იქნება, რომ უკვე შესაძლებელია მისი გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი. ამჟამად იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე სახის ობიექტური წინაპირობა, გადაყვანილი იყოს ან სხვა კლინიკაში, ან პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, ის განაგრძობს მკურნალობას კლინიკა ვივამედში “,…

მეტი...

,,ე.წ. ტროიკა ისევ შეიკრა, როგორც ადრე მიაჩნდათ ქვეყანა თავიანთ საკუთრებად, დღესაც ასე ჰგონიათ „ნაციონალური მოძრაობა“- ბაჩო დოლიძე

ე.წ. ტროიკა ისევ შეიკრა. როგორც ადრე მიაჩნდათ ქვეყანა თავიანთ საკუთრებად და ამით ძალიან ბევრი კარგი საქმე დაიჩრდილა, დღესაც, ანალოგიურად, პარტია ჰგონიათ თავიანთი საკუთრება, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას. მელიას განცხადების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. „ახლა უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, პარტია ან გათავისუფლდება ტვირთისგან და შეძლებს რეჟიმთან ბრძოლას, ან შეეწირება იმას, რომ სასურველი მეტოქე იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კონფიგურაციით ბიძინასთვის. შესაბამისად, ჯერი ამომრჩეველზეა. იქნება ბრძოლა ცვლილებებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ამრჩეველთან ერთად მოგიწევს ძალიან მნიშვნელოვანი…

მეტი...

,,სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით, სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ,,დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეში “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავე დროს, სახელმწიფოს არ დაევალა მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანა”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.

მეტი...

შესაძლოა, ომი ზამთრის დაწყებამდე დასრულდეს – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვი არ გამორიცხავს, რომ წარმატებული კონტრშეტევის შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებულ ძალები შეძლებენ ომის დასრულება ზამთრის დაწყებამდე. დანილოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხრიდან შესაძლოა, რამდენიმე კონტრშეტევა განხორციელდეს, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიზანი უკრაინის ყველა ტერიტორიის გათავისუფლებაა. „ეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე დღეში, კვირაში ან თვეში. უფრო სწორად, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესაფერის დროს. არც ადრე და არც გვიან, არამედ ზუსტად მაშინ, როცა ეს საჭირო იქნება“, – განაცხადა დანილოვმა.

მეტი...

,,ხელისუფლებასთან მიმართებით რაიმე ნეგატიური განცხადების გაკეთების არავითარი მიზეზი არ არსებობს”- მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოს არ მიუღია და  ზემოქმედება არ მოუხდენია. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ცხადი და მკაფიო პოზიცია აქვს გამოხატული, რომ სანქცირებული ბორტები არ იქნება დაშვებული. „საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით რაიმე ნეგატიური განცხადების გაკეთების არავითარი მიზეზი არ არსებობს. გადაწყვეტილება საქართველოს არ მიუღია და ზემოქმედება არ მოუხდენია. ვინმეს თუ ვადანაშაულებთ, უნდა ვთქვათ, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს, რათა ხელი შეეშალა რუსეთისთვის, ეს გადაწყვეტილება არ მიეღო. ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან უპასუხისმგებლოდ გაკეთებული განცხადებები ბევრ არასწორ ინფორმაციას უყრის თავს, მათ შორის, როდესაც აჟიოტაჟს ტეხენ და ინფორმაცია მცდარად ცირკულირებს.…

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2023 წლის აპრილში 45 ადამიანი დააკავეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (კგბ) ინფორმაციით, მხოლოდ 2023 წლის აპრილში ე.წ საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 45 “კანონდამრღვევი” დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულთაგან 21 ადამიანმა “სახელმწიფო საზღვარი”, ხოლო 24-მა სასაზღვრო რეჟიმი დაარღვია. ,,2023 წლის აპრილში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე სასაზღვრო ზონაში 45 კანონდამრღვევი დააკავეს, მათგან: სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის 21, 24 – სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კგბ-ს სასაზღვრო სამსახურმა სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩაატარა,”- ნათქვამია განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, 25 ადამიანს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, 3-ს ადმინისტრაციული გარიცხვა ჯარიმით, 15-მა გაფრთხილება მიიღო, ხოლო 2 პირს კი ადმინისტრაციული…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი, ნიკა ჯიყაშვილი ემსხვერპლა.  გარდაცვლილის  თანამებრძოლები ცნობით, ნიკა ჯიყაშვილი დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ნიკა ჯიყაშვილიცხედრის ფრონტის წინა ხაზიდან გადმოსვენება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. უკრაინაში რუსეთის აგრესიას სულ 44  ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.   წყარო – ”მთავარი არხი”.

მეტი...

გორის ციხიდან რუსი ტურისტი გადმოვარდა

გორის ციხიდან რუსი ტურისტი გადმოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო მოზაიკა“ ავრცელებს. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს. შემთხვევა გუშინ, 11 მაისს მოხდა.

მეტი...

,,ევროკავშირს შესაძლოა გარკვეული კონიუნქტურიდან საჭიროება ჰქონდეს, საქართველოს წინსვლა შეაფერხოს”- გია ვოლსკი

,,ევროკავშირს შესაძლოა გარკვეული კონიუნქტურიდან საჭიროება ჰქონდეს, საქართველოს წინსვლა შეაფერხოს,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ”სანქციის დაწესება მას მერე, რაც რუსეთმა სანქცია მოგვიხსნა, ეს არის საკუთარ თავზე ისეთი ზიანის მიყენება, რომელსაც საზოგადოება არ გაპატიებს”. ,,ამ შემთხვევაში გონიერება მართებს ევროკავშირსაც. როგორ არის, იცით? ევროკავშირს, შესაძლოა, ამის საჭიროება ჰქონდეს კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომ საქართველოს წინსვლა შეაფერხოს გარკვეული მოსაზრებებით. ამასთან დაკავშირებით ის მიზეზი მოიყვანოს, რომ იმან (რუსეთმა) სანქცია მოუხსნა ქართველებს და ამით საშუალება მისცა ჩვენს თანამემამულეებს, რომ იმოძრაონ გაცილებით უფრო ნაკლები ხარჯებით და თავის ადამიანური უფლებების რეალიზაცია მოახდინონ,…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩა ნანგრევები და ნანგრევებიდან ვინ რა მასალას დაისაკუთრებს, ამაზე მიმდინარეობს პაექრობა”- მიხეილ სარჯველაძე

„ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ნანგრევები, ამ ნანგრევებიდან ვინ რა მასალას დაისაკუთრებს, ამაზე მიმდინარეობს პაექრობა ამ დაჯგუფებებს შორის,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, პარტიაში ახლა მტაცებლური დაპირისპირება მიმდინარეობს. „ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებაში არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა იმ განცხადებებში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამოყენებულ მეტაფორას, რომელიც ბატონმა მელიამ გააკეთა. პარტიაში ახლა მიმდინარეობს მტაცებლური დაპირისპირება, ვინ მეტს წამოიღებს იმ პარტიიდან ან ვინ მეტს დაიტოვებს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ის ელექტორატი, რომელიც მთლიანობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, ვინ მეტს გაინაწილებს ნარჩენების გზით, ეს არის მთელი ამოცანა. „ნაციონალური მოძრაობისგან“…

მეტი...

,,სასამართლო სისტემა ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა”- ლევან მურუსიძე

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა. ,,რა არის იცით, უსმენთ ხოლმე ამერიკულ გადაცემებს? კორუმპირებულიაო იძახიან ხოლმე ბევრ ისეთ თანამდებობის პირზე თვითონ აშშ-ში და ბევრი ლაპარაკობს… ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კორუმპირებულია? ყველაფერს ხომ დამტკიცება უნდა. ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემა ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა,”- განაცხადა ლევან მურუსიძემ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო  სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.

მეტი...

,,გამოვიდეთ ქუჩაში”- ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია 30 მაისს აქციას აანონსებს

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია 30 მაისს, სოხუმში, “სახალხო მიტინგს” აანონსებს. დე ფაქტო ხელისუფლების ოპონენტები ითხოვენ ხელმძღვანელობისგან უარი თქვას პროექტებზე, რომლებიც, მათი თქმით, ”რესპუბლიკის სუვერენიტეტს” ემუქრება. „ბევრი შეხვედრა და კონსულტაცია ჩავატარეთ ქვეყნის ყველა რეგიონში. შემოთავაზებული იქნა გონივრული გეგმა ღრმა კრიზისის დასაძლევად, რაც გულისხმობდა ხელისუფლების უარს იმ კანონებისა და პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უსაფრთხოებას. თუმცა ჩვენი ხალხის ყველა ინიციატივა უგულებელყო ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ აფხაზი ხალხის ინტერესების გაუთვალისწინებლად შეძლებენ თავიანთი იდეების რეალიზებას. ძვირფასო მოქალაქეებო! ჩვენ ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დიალოგის ყველა შესაძლებლობა და მისი ორიენტაცია ქვეყნის დასახლებაზე, სტრატეგიული აქტივების გაყიდვაზე,…

მეტი...

,,რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა რაღაც ემოციური გადაწყვეტილება მიიღო”- ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას ეხმიანება. მისი თქმით,  რუსეთს თავისი ინტერესები აქვს. ,,რუსეთსაც თავისი ინტერესები აქვს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა პრაგმატიზმს უღალატა და რაღაც ემოციური გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს საგარეო პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა. ჩვენი კურსი, ევროატლანტიკური მიმართულებით ჩვენი საკმაოდ დამაჯერებელი სვლა თვალნათელია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ. გია ვოლსკის კომენტარს ”ტვ პირველი” ავრცელებს.

მეტი...

ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჩამოვა

ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანი საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ევროკომისიაში დაუდასტურეს. ,,დეივიდ ო’სალივანი ამჟამად ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩასვლასაც იგი მომავალ კვირებში და თვეებში გეგმავს”, – განუცხადეს ნეტგაზეთს ევროკომისიაში. დეივიდ ო’სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში სანქციების გვერდის ავლის მასშტაბის შესაფასებლად.  

მეტი...

60,000 მიგრანტი მექსიკიდან აშშ-ში გადასვლას ელოდება  – აშშ-მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთათვის წესებს ამკაცრებს

დაახლოებით 60,000 მიგრანტი ელოდება  მექსიკიდან აშშ-ში გადასვლას, რადგან  პარასკევს, 11 მაისს ვადა ამოეწურა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ სასაზღვრო პოლიტიკას. სასაზღვრო პატრულის უფროსი აცხადებს, რომ ემზადებიან ათიათასობით მიგრანტის ნაკადისთვის, რომლებიც ამჟამად აშშ-მექსიკის საზღვრის მექსიკის მხარეს არიან და ცდილობენ შტატებში გადასვლას. ”ჩვენს მიერ დაპროექტებული 60,000-ზე მეტი მიგრანტი დგას უშუალო სასაზღვრო ზონაში და მის გარშემო. ასე რომ, ჩვენ ორიენტირებული ვართ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვყოთ რესურსები ამ ნაკადების მოსაგვარებლად.”- განაცხადა სასაზღვრო პატრულის უფროსმა. Title 42 – ხელისუფლებას უფლებას აძლევდა გაეძევებინათ ქვეყანაში უკანონოდ შემოსული ადამიანები უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ხდებოდა მანამდე. პრეზიდენ ჯო…

მეტი...

ბაღდათში, სკოლის დირექტორის ქმარმა მანქანას, რომელშიც ბავშვი იმყოფებოდა, ქვები ესროლა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, სკოლის დირექტორის ქმარმა ავტომობილს, რომლითაც ოჯახი გადაადგილდებოდა ქვები ესროლა.  ინციდენტის დროს მანქანაში ქალი და ბავშვი იმყოფებოდნენ. დაზარალებული გოგიტა სანიკიძე აცხადებს, რომ სკოლის დირექტორის ქმარმა,  მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მანქანას ქვები ესროლა. მისივე თქმით, მომხდარს წინ დიდი ხნის კონფლიქტი უძღოდა. ,,ჩემი შვილი დააბულინგა მისმა მეუღლემ [სკოლის დირექტორმა]. რატომღაც ისე ხდება, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. პოლიციას უნდა ვკითხო – მკვლელობა უნდა მოხდეს, რომ რაიმე ზომები მიიღონ?! ჩემი ცოლისთვის და შვილისთვის უსაფრთხოებას ვითხოვ”, – განუცხადა გოგიტა სანიკიძემ ”ფორმულას”.

მეტი...

რუსეთში სასამართლომ პირობითი პატიმრობა მიუსაჯა ქალს, რომელმაც პუტინის მშობლების საფლავზე ჩანაწერი დატოვა

პეტერბურგში სასამართლომ ქალს, რომელმაც ჩანაწერი დატოვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მშობლების საფლავზე, ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო მიცვალებულთა ცხედრებისა და მათი დაკრძალვის ადგილების შეურაცხყოფის მუხლით, პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე. სასამართლოების პრესსამსახურის ცნობით, 2022 წლის 6 ოქტომბერს ციბანევამ დატოვა ჩანაწერი შეურაცხმყოფელი წარწერით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მისამართით სერაფიმოვსკის სასაფლაოზე პუტინის მშობლების სამარხთან. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალმა „ჩაიდინა საზოგადოებაში მიღებული ნორმების საწინააღმდეგო ცინიკური უზნეო ქმედებები“, რითაც შებილწა სამარხი. ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა დანაშაული. მისი თქმით, ის არ უარყოფს, რომ ეს გააკეთა, მაგრამ არ ეთანხმება, რომ ამისთვის…

მეტი...

ზელენსკის ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებისთვის სიტყვით გამოსვლის თხოვნით არ მიუმართავს – უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ოფისს არ მიუმართავს ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის თხოვნით. „The Times-ის ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს არ მიუმართავს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებისთვის ფინალში ან კონკურსის ნებისმიერ სხვა ეტაპზე ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინმიმართვის წინადადებით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის პრესსმდივანი. ზელენსკის “ევროვიზიის” მაყურებლისადმი მიმართვაზე უარი უთხრეს

მეტი...

„ნაცმოძრაობას“ ისეთი დნმ აქვს, აუცილებლად გადარჩება, არ ინერვიულოთ“- პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ნიკა მელიას დიდ პატივს სცემს, მაგრამ არ მოსწონს განცხადებები, რასაც ახლა აკეთებს. ,,ნიკა მელია ხაბეიშვილთან ურთიერთობას ჩვენი ჩარევის გარეშე გაარკვევს. დალოცვილია „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალური მმართველობა კი არა, მთელი ევროპა ლაპარაკობს, რომ მთავარი არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი გყავთ ბიძინა ივანიშვილიო. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორმე გაარკვევს მმართველობის ფორმა ფორმალური ჰქონდეს თუ – არაფორმალური. ქვეყანას მივხედოთ. ცუდია, არაფორმალური მმართველობა თუ არის. ლევან ხაბეიშვილს რომ ვხედავ, რასაც ვეუბნები, იქვე წყვეტს, გადაწყვეტილებებს იქვე იღებს და მართლა არ მინახავს, ვინმესთვის დაერეკა.…

მეტი...

,,გამოიწვია ჩემი შვილი, მოდი აბა დამარტყი, შენ ქალაჩუნა ხარ, ვერ შეძლებო”- მკვლელობა გარდაბანში

გარდაბნის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შვილმა მამა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულს წინ მამა-შვილს შორის კონფლიქტი უძღოდა. გარდაცვლილის ცოლი აცხადებს, რომ მისმა ქმარმა შვილი გამოიწვია. ,,გუშინ მოვიდა ნასვამი, რის შემდეგაც სრულიად უმიზეზოდ დაიწყო ჩხუბი, ფიზიკურ ანგარიშწორებაზე გადავიდა. არ დამშვიდდა, გამოიწვია ჩემი შვილი, მოდი აბა დამარტყი, შენ ქალაჩუნა ხარ, ვერ შეძლებო”, – აცხადებს მოკლულის ცოლი. როგორც ირკვევა,  მკვლელობა 21 წლის კაცმა ცივი იარაღით ჩაიდინა და თავად ჩაბარდა პოლიციას.

მეტი...

„პირად თუ კარიერულ დონეზე ურთულესი პერიოდი მაქვს“ – ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. როგორც ბასილაშვილი წერს, ურთულესი პერიოდი აქვს, როგორც პირად ისევე კარიერულ დონეზე. „ბოლო 3-4 წელია, პირად, თუ კარიერულ დონეზე, ურთულესი პერიოდი მაქვს. მაწუხებს იდაყვის ტრავმა, რომლის გამოც მთელი ეს პერიოდი ტკივილის ფონზე ვთამაშობდი და საკუთარი შესაძლებლობების 50%-ს ვავლენ, ვკარგავ თავდაჯერებასა და სიამოვნების მიღების შესაძლებლობას. არ ვნებდები – ვაკეთებ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და მჯერა, რომ ვიპოვი გამოსავალს“, – წერს ბასილაშვილი.

მეტი...

აშშ მზად არის, მომავალში მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას, თუ ქვეყნისგან შესაბამის მოთხოვნას მიიღებს – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ მზად არის, მომავალში მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას, თუ ქვეყნისგან შესაბამის მოთხოვნას მიიღებს. მისივე თქმით, აშშ პირველი დღიდან მუშაობს, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად. ,,ჩვენ ვმუშაობთ ფაქტიურად ყოველდღე უკრაინელებთან და ამ ქვეყნების კოალიციასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ მხარდაჭერა. თუ არის ხარვეზები, თუ არის დეფიციტი, ისინი გვეტყვიან და ჩვენ ყველა ღონეს მიხმართ, რომ რომ შევავსოთ ეს დეფიციტი“, – განაცხადა ბლინკენმა.    

მეტი...

,,საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია”- შალვა პაპუაშვილი

,,ყველა, ვინც ამბობს, რომ საქართველომ ორმხრივი სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, რომ საქართველომ უნდა გარისკოს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა რუსეთთან”,-  ამის შესახებ საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი  თქმით,  საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია ,,ერთი წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის კეთილსინდისიერი პარტნიორები. თავიდანვე ვთქვით და ამ პრინციპს მივყვებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს. სხვათა შორის, ამაზეც თავიდან ჰქონდათ თითქოს ატეხილი სკანდალი, თუმცა შემდეგ ოპოზიციის თითო-თითო წარმომადგენელი დაეთანხმა პრინციპს, რომ საქართველომ არ უნდა დააწესოს ორმხრივი…

მეტი...

,,ამ კვირაში ბახმუტში არცერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს”- ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, მიმდინარე კვირაში უკრაინის ძალებს ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაუკარგავთ. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წავიდნენ. ,,მტერმა ვერ შეასრულა თავისი გეგმები, მტერმა განიცადა ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი, ჩვენმა დამცველები ბახმუტის მიმართულებით 2 კმ წინ წავიდნენ, ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს”, – წერს მალიარი.

მეტი...