ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთ-ირანის თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრობენ. როგორც თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ-ში ირანისთვის მორიგი სანქციების დაწესება განიხილება. „არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი და ირანი აფართოებენ თანამშრომლობა თანამშრომლობა განსაკუთრებით შესამჩნევია თავდაცვის მიმართულებით. ეს კი მოსკოვს ეხმარება გააგრძელოს უკრაინაში ომი, ხოლო ირანის მეზობლებს საფრთხეს უქმნის… ირანი რუსეთს აწვდის ცალმხრივი შეტევის დრონებს, მათ შორის 400 დრონს აგვისტოს შემდეგ“ – ამბობს ჯონ კიბრი თეთრი სახლი ირანისთვის მორიგი სანქციების დაწესებას განიხილავს.
მეტი...დღე: მაისი 15, 2023
ზუბალაშვილების ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული. პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოფარგლული. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მეტი...რუსეთთან ფრენების აღდგენა პარლამენტთან გააპროტესტეს
“სამალიოტი აფრინდა – სანქციები დაფრინდა” – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გასაპროტესტებლად საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ აქციები პერმანენტული იქნება და სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. აქციის მონაწილეებმა “მაისის მოძრაობის” შექმნა დააანონსეს, რომელიც რუსეთთან თბილ ურთიერთობებს და პრორუსულ კამპანიას გააპროტესტებს. „გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვაყალიბოთ მოძრაობა, რომელსაც “მაისის მოძრაობა” ერქმევა. მოძრაობა აპოლიტიკურ ხასიათს შეინარჩუნებს. ეს იქნება მოქალაქეების გაერთიანება, რომელიც ამ მიზნებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ჩვენი მიზანია, რუსეთთან დაახლოებას და ევროკავშირთან დაშორებას ხელი შევუშალოთ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კახა წიქარიშვილმა.
მეტი...„2008 წელს იყო ამ ქვეყანაში ომი… მანამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი?“ – მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე საქართველოს მეგობარ ქვეყნებს აკრიტიკებს და ეკითხება 2008 წლამდე რუსეთი არ იყო ოკუპანტი? მისი თქმით, უკრაინის ომის გამო ეს ყველაფერი უნდა გადავშალოთ? „ყველას ავიწყდება, რომ მათმა ბელადმა და ლიდერმა (სააკაშვილი) ცალმხრივად მოუხსნა სავიზო შეზღუდვები რუსებს. ამ შემთხვევაში საუბარია, რომ თურმე ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ჩვენს მოქალაქეებს. თუ სააკაშვილი უხსნიდა სანქციებს რუსებს, ეს თურმე პროევროპული ყოფილა და ჩვენ თუ საკუთარ მოქალაქეებს არ ვუწესებთ, ეს ყოფილა პრორუსული. ასეთი ლოგიკა აქვთ ჩვენს ოპონენტებს. სამწუხაროა, რომ, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელსაც არ ახსენდება 2008 წლის…
მეტი...„იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილებები შედის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც „იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, პირველი მოსმენის შემდეგ, ყველა დაინტერესებულ მხარესთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, მთელი რიგი რეგულაციები ახლებურად გაიწერა. კერძოდ, თავდაცვის იარაღად ჩაითვლება ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სანტიმეტრზე ნაკლებია, ხოლო ყველა სხვა იარაღი, რომლის სიგრძე აღემატება 55 სანტიმეტრს ჩაითვლება სანადირო იარაღად. მეორე საკითხი ეხება იარაღის პერიოდული რეგისტრაციის საკითხს. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პოლიციას ექნება უფლებამოსილება ადგილზე მივიდეს და შეამოწმოს რამდენად იცავს იარაღის მფლობელი იმ წესებს, რაც დადგენილია იარაღის…
მეტი...ოკუპანტების მიერ დაკავებული გიორგი მეგრელიშვილი თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 14 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მეგრელიშვილი გაათავისუფლეს. მეგრელიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. „ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
მეტი...„საკუთარ თავს პოლიტიკურ სამარეს უთხრიან“ – იაგო ხვიჩია რუსეთთან პირდაპირ ფრენაზე
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენით მმართველი გუნდი საქართველოს პოლიტიკურ სამარეს უთხრის. „საქართველოს ვგულშემატკივრობ, რომ ქვეყანა არ დასანქცირდეს და ამ თემაზე ნიშნის მოგებით საუბარი არ მჩვევია, მაგრამ ხელისუფლების წარმოდგენა ზედმეტად ოპტიმისტურია. მგონია, რომ საკუთარ თავს პოლიტიკურ სამარეს თავად უთხრიან“, – აცხადებს ხვიჩია. საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენას „აზიმუტი“ განახორციელებს
მეტი...საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენას „აზიმუტი“ განახორციელებს
საქართველოს-რუსეთს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი განახორციელებს, ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა. ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...ჯომარდობისას ადამიანი მდინარეში გადავარდა, დაკარგულს მაშველები ეძებენ
დუშეთის მუნიპალიტეტში, გუდამაყრის ხეობაში ერთ ადამიანს ეძებენ, რომელიც ჯომარდობიდან ნავიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლებიც ძებნის ოპერაციაში არიან ჩართულები.
მეტი...ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
ქართულ-რუსულ ურთიერთობებში „ახალი ფურცლის გადაშლის“ პარალელურად, გრძელდება როგორც ე.წ. მცოცავი ოკუპაცია, ისე საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტები. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”. „ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ,…
მეტი...2006 წელს რუსეთიდან სატვირთო თვითმფრინავებით გამოყრილებს ამნისტია შეეხებათ
რუსული მხარე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის მოხსნისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, იმ მოქალაქეებზე „ზრუნვასაც“ იწყებს, რომლებიც 2006 წელს სატვირთო თვითმფრინავებში შეყარა და როგორც ბარგი ქვეყნიდან გამოაძევა. როგორც „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი“ დიმიტრი ლორთქიფანიძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, მიმდინარეობს რუსეთთან მუშაობა ამ „ინცინდენტის“ გამოსწორებაზე. „2006-2007 წლს ინციდენტი, როდესაც რუსეთის ფედერაციაში არალეგალურად მცხოვრები ქართველების დეპორტაცია მოხდა მასობრივად და მათ შორის სატვირთო თვითმფრინავებით, ეს იყო შეურაცხმყოფელი და რჩება ჩვენს მეხსიერებაში როგორც შეურაცხმყოფელი აქტი. ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ და უნდა გამოვასწოროთ იმ კუთხით, რომ ვიწყებთ მუშაობას, რომ ყველა ის დეპორტირებული ადამიანი, რომელთაც ნათესავი, ოჯახის წევრი…
მეტი...სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი „თელმიკოს“ ავლაბრის სერვის ცენტრში მომხმარებელთა მომსახურების პროცესს გაეცნო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი ავლაბარში, თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის (თელმიკო) მომხმარებელთა მომსახურების ახალ ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო. სემეკის წევრის ვიზიტის ფარგლებში მომსახურების ცენტრის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გიორგი ფანგანი, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, „თელმიკოს“ თანამშრომლებს შეხვდა და მათგან მომხმარებელთა მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სემეკის წევრის თქმით, მნიშვნელოვანია მომხმარებელმა კომუნალური კომპანიისგან მიიღოს დროული და ხარისხიანი მომსახურება. „თელმიკო ახორციელებს თბილისის მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდებას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას ყველა რაიონში ჰქონდეს სერვის ცენტრები, სადაც მომხმარებელი მარტივად მიიღებს მისთვის საჭირო მომსახურებასა თუ კონსულტაციას. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებით…
მეტი...საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ ერგნეთის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უწყების ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. ,,აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,”- ნათქვამია სუს-ის მიერ…
მეტი...თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. ინფორმაციას თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელი, აჰმედ იენერი ადასტურებს. მეორე ტურში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი მთავარი ოპოზიციონერი მოწინააღმდეგე ქემალ ქილიჩდაროღლუ მიიღებენ. ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, თურქეთის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხმათა – 49.50%, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 44,89% აქვს.
მეტი...პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა
2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ცვლილების გათვალისწინებით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა: გახანგრძლივდა ამჟამად მიმდინარე II ეტაპი – მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 2023 წლის 19 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში; ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის…
მეტი...,,ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც მოქმედებს უკრაინა, როცა რუსული გაზის უშველებელ რაოდენობას ატარებს თავის ტერიტორიაზე”- გია ვოლსკი
„ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც მოქმედებს უკრაინა, როცა რუსული გაზის უშველებელ რაოდენობას ატარებს თავის ტერიტორიაზე,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი თუ გარკვეული გადაწყვეტილებით შემოდის, ეს მის ინტერესებშიც არის. „ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც მოქმედებს უკრაინა, როცა რუსული გაზის უშველებელ რაოდენობას ატარებს თავის ტერიტორიაზე. ისევე, როგორც თავისი ინტერესებით მოქმედებს მოლდოვა. ასევე ისრაელი გაცილებით მეტ რეისს იღებს რუსეთიდან, ვიდრე მანამდე სხვა ქვეყნები. ჯერ სპეკულაციების გარდა არაფერი გამიგია. რაც შეეხება ვაშაძის განცხადებას, სამოქალაქო დაპირისპირების თემა გიორგი ვაშაძესა და მის მოკავშირეებს აქვთ. ვაშაძე…
მეტი...,,გვინდა, საჰაერო კოალიცია შევქმნათ”- ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის საჰაერო კოალიციის შექმნის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთობლივი საუბრისას განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს სუნაკთან შეხვედრაზე რეაქტიული თვითმფრინავების თემა განიხილეს. ,,ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რადგან ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ცას. თქვენ იცით ამის შესახებ. გვინდა, საჰაერო კოალიცია შევქმნათ. და მე ძალიან დადებითად ვარ განწყობილი ამის შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე. მალე მოისმენთ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მაგრამ ამაზე ცოტა მეტი უნდა ვიმუშაოთ”, – განაცხადა ზელენსკიმ. თავის მხრივ, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი იქნება…
მეტი...რუსეთი უნდა გავიდეს უკრაინიდან, როგორც საბჭოთა კავშირი ავღანეთიდან – კაია კალასი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში ისე უნდა დაეხიოს, როგორც ეს მოსკოვმა ავღანეთში 1980-იან წლებში გააკეთა. მისი თქმით, ომი მაშინ დასრულდება, როდესაც რუსული ჯარები უკან დაიხევენ. „ომი მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, როგორც ავღანეთში, როდესაც ათი წლის შემდეგ უკან დაიხიეს. თუ თქვენ თვლით, რომ ყველაფერი დაიწყო 2014 წელს, მაშინ ჩვენ უკვე მეათე წელში ვართ“, – განაცხადა კალასმა.
მეტი...პირველ კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი, რუსეთიდან შემოვიდა – საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 873.3 ათასს მიაღწია, რაც 2.0-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 845.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 83.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, 2023 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 15.0%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (256.8 ათასი), თურქეთის (216.4 ათასი) და სომხეთის…
მეტი...,,ქოცებს” ხუმრობით, ქოლცებს ვეძახი”- იაგო ხვიჩია
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, “ქოცებს” ხუმრობით “ქოლცებსაც” კი უწოდებს. მისი ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა, რადგან მისი დანაშაულიც არ გამოიკვეთოს. ,,ჩვეულებრივი ამბავი რომ იყოს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქოცები და ნაცები შანსს არ გაუშვებდნენ ერთმანეთთან ამ კომისიის ფარგლებშიც ეჩხუბათ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ იმის გამო, რომ მისი დანაშაულიც არ გამოიკვეთოს ამ საქმეში, ოპოზიციის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნასაც არ დაუჭირა მხარი. ქოცებს ხუმრობით, ქოლცებსაც კი ვეძახი მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გაირკვა,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მეტი...პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხივე ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, მათ არასრულწლოვან ოჯახის წევრებს შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. ბრალდებულები მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ოთხ მცირეწლოვან ბავშვს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების გაყიდვას, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდნენ. ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის „გ“, ,,ე“, ,,ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე…
მეტი...,,პუტინის მიერ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განკარგულება სატყუარაა, რომელშიც უნდათ, ქართველი ხალხი ჩაითრიონ”- მამუკა ხაზარაძე
,,აგრესორი, რომელსაც დაპყრობილი აქვს ჩვენი ქვეყნის 20%, რომელიც სასტიკ სისხლის ღვრას სჩადის უკრაინაში, მისგან შემოთავაზებული ნებისმიერი სატყუარა უნდა იქნეს ოკუპირებული,”- ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, პუტინის განკარგულება ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით არის სატყუარა, რომელშიც უნდათ, ქართველი ხალხი ჩაითრიონ. ,,პუტინის მიერ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განკარგულება არის სატყუარა, რომელშიც უნდათ, ქართველი ხალხი ჩაითრიონ. ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენი თანამოქალაქეები სატვირთო თვითმფრინავით სამარცხვინოდ გამოისტუმრეს რუსეთიდან. ამ პოლიტიკას ხელს უწყობს „ქართული ოცნება“ , რომელიც ყოველდღიურად ახორციელებს რუსული პოლიტიკის გატარებას საქართველოში. რუსეთი არის აგრესორი და ამავე დროს, რუსი მოქალაქეები,…
მეტი...,,შურისძიების მიზნით, მსხვერპლი სასაფლაოსთან მიიყვანა, სადაც სასტიკად სცემა”- ნაფიცმა მსჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
ნაფიცმა მსჯულებმა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნაფიცმა მსჯულებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ მამაკაცმა ქალი ერთ-ერთი ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით გაიცნო და მას შემდეგ, თვეების განმავლობაში მასთან პირადი ურთიერთობა ჰქონდა. 2022 წლის 22 აგვისტოს დაზარალებულმა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე ბრალდებულთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა. ფარული ურთიერთობის საჯაროდ გაცხადება მიუღებელი აღმოჩნდა მამაკაცისთვის, რის შემდეგაც მან შურისძიების მიზნით, მსხვერპლი ვარკეთილში მდებარე სასაფლაოსთან მიიყვანა, სადაც სასტიკად სცემა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. პროკურატურამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს…
მეტი...ავდიივკაში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 4 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის ქალაქ ავდიივკაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკი ავრცელებს. მისი თქმით, რუსული რაკეტებ საავადმყოფოს მოხვდა, მან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ,,დონეცკის რეგიონში გატარებული ყოველი ახალი დღე ზრდის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდომის რისკს!”, – წერს კირილენკო ტელეგრამზე.
მეტი...ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისლანდიაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისლანდიაში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორაციით, პრემიერი ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რეიკიავიკში გაიმართება. სამიტის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
მეტი...,,თქვენი ქვეყნის სიმამაცე შთამაგონებელი გახდა ყველა ჩვენგანისთვის”- სუნაკი ზელენსკის
,,თქვენი ლიდერობა, თქვენი ქვეყნის სიმამაცე შთამაგონებელი გახდა ყველა ჩვენგანისთვის,”- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა. ,,თქვენ ხართ პირველი ლიდერი, რომელსაც მე, როგორც პრემიერი ჩექერსში ვიღებ. ადგილი, სადაც ვდგავართ ისტორიულია. სწორედ ამ ოთახიდან ჰქონდა ჩერჩილს მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენიმე ცნობილი გამოსვლა. ზუსტად ასევე დღეს, თქვენი ლიდერობა, თქვენი ქვეყნის სიმამაცე შთამაგონებელი გახდა ყველა ჩვენგანისთვის. დღეს განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად,”- განაცხადა რიში სუნაკმა.
მეტი...,,მოთხოვნაა როგორც თბილისის, ისე ბათუმის და ქუთაისის მიმართულებებზე”- მინისტრი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე
ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ სანქცირებული ბორტები და კომპანიები საქართველოს ბაზარზე არ დაიშვებიან. მისი თქმით, საქართველო ეფუძნება ყველაზე მკაცრ მიდგომას, რომელსაც იყენებენ ქვეყნები, რომლებსაც პირდაპირი ფრენები აქვთ რუსეთთან. ,,ჩვენ მივიღეთ მომართვები გასული კვირის ბოლოს, გადაწყვეტილების მიღებისთანავე რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის ქართული ავიაკომპანიისგან. ჩვენ საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა შიგნით, სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ექსპერტებთან ერთად იმისთვის, რომ შეგვესწავლა, როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთთან ფრენების კუთხით. ჩვენ ვეფუძნებით მსოფლიოში ყველაზე უფრო მკაცრ მიდგომას, რომელსაც ქვეყნები იყენებენ, ვისაც რუსეთთან ფრენები გააჩნია. ეს არის რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით გადაწყვეტილება, რაც ითვალისწინებს, რომ არც სანქცირებული…
მეტი...თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ,,მოხდა ხანძრის ლოკალიზება. არსებობდა ხანძრის უფრო დიდ მასშტაბზე გავრცელების საშიშროება. შესაბამისად, ხანძარიც დროულად იქნა ლოკალიზებული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. ფართობსა და ხანძრის გავრცელების ალბათობას დაადგენს შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა. ხანძარი თაბუკაშვილის ქუჩაზე – ხანძარი, შესაძლოა, გაზის აფეთქებამ გამოიწვია
მეტი...კობა კობალაძე და ჯუანშერ ბურჭულაძე რაგბის კლუბ “არმიის” ვარჯიშს დაესწრნენ
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი, „ავჭალა არენაზე“ სარაგბო კლუბ “არმიის” ვარჯიშს დაესწრნენ და მორაგბეებს გაესაუბრნენ. შეხვედრაზე გუნდის წევრებმა იმ საჭიროებებზე ისაუბრეს, რაც “არმიის” წინაშე დგას. კობა კობალაძემ და ჯუანშერ ბურჭულაძემ არსებული გამოწვევების დაძლევაში, მორაგბეებს დახმარება და თანადგომა აღუთქვეს და მომავალ თამაშებზე წარმატება უსურვეს. შეგახსენებთ, “არმია” ,6 მაისს გამართულ დიდი 10-ის ფინალურ შეხვედრაზე, ოზურგეთის “არწივებთან” დამარცხდა. გუნდს, დიდი 10-სთვის ბრძოლა, ჯერ არ დაუსრულებია. ‘’არმიელებს’’, წინ, კიდევ ორი მატჩი ელოდებათ, დიდი 10-ის მეცხრე ადგილის მფლობელ “აკადემიასთან”. პირველ თამაშს “არმია”,…
მეტი...,,მთავრობას უნდა, 2024 წელს რუსული არჩევნები ჩაგვიტაროს”- გიორგი გახარია
,,ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში არის შესაძლებელი რომ საქართველომ თავისი იდენტობა შეინარჩუნოს და ეს ტყუილები, რასაც ახლა გვიყვებიან, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დღევანდელ მთავრობას უნდა, რომ 2024 წელს რუსული არჩევნები ჩაატაროს. ,,ჩვენი ისტორია ყოველთვის გვაჩვენებდა იმას, სად, როდის და ვისთან ერთად იყო ყველაზე უფრო დაჩაგრული ქართული ენა, ქართული ეკლესია, ქართული კულტურა, ქართული იდენტობა და სად მუშაობს კულტურული მრავალფეროვნება. ეს ჩვენ თუ არ დავინახეთ და არ გავითვალისწინეთ, მთელი ეს ეპოქა, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ, ფუჭად დახარჯული დრო იქნება. ეს…
მეტი...,,უბრალოდ რომ გაჩერებულიყვნენ, არაფერი რომ არ ექნათ, საქართველოს დღეს ექნებოდა გარანტირებული ევროპული მომავალი”- გახარია ხელისუფლებაზე
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ რომ გაჩერებულიყო და არაფერი გაეკეთებინა, საქართველოს დღეს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, გარანტირებული ევროპული მომავალი ექნებოდა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის მეგობრები ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება საქართველოში ქვეყნის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდეს. ,,რაშიც დავრწმუნდი დღეს აქ, და ბოლო პერიოდში ევროპაში შეხვედრების შედეგად, გახლასვთ ის, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, საერთოდ არაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. უბრალოდ რომ გაჩერებულიყვნენ, არაფერი რომ არ ექნათ, საქართველოს დღეს ექნებოდა გარანტირებული ევროპული მომავალი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. დღეს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ…
მეტი...ხანძარი თაბუკაშვილის ქუჩაზე – ხანძარი, შესაძლოა, გაზის აფეთქებამ გამოიწვია
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძრის ქრობის სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მეორე სართულზე, გაზის აფეთქებამ გამოიწვია. განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია შემთხვევის ადგილიდა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის კერების ჩაქრობას ცდილობენ.
მეტი...პრეზიდენტი ტელეკამერების წინ ვეტოს ისე იქნევს, როგორც ხმალს – ალუდა ღუდუშაური
უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხდებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეკამერების წინ, ვეტოს ხმალივით იქნევს. “ისე იქნევს ამ ვეტოს ქალბატონი პრეზიდენტი ტელეკამერების წინ, როგორც ხმალს, ამიტომ მე მას განვუმარტავდი, რომ იქნებ თავის აპარატს უთხრას,რომ ვეტო რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული. არარსებულ კანონზე, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს ქალბატონი პრეზიდენტი, მე ვფიქრობ, რომ მან აუცილებლად უნდა, როგორც მინიმუმ დატუქსოს თავისი აპარატის წარმომადგენლები” – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა
მეტი...მოსკოვთან ახლოს, ელექტროგადამცემი ხაზები დანაღმეს
მოსკოვის მახლობლად კლიმოვსკში უცნობმა პირებმა ელექტროგადამცემი ხაზის ბოძი დანაღმეს. ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო სააგენტო TASS სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს. “ელექტროგადამცემი კოშკის მახლობლად იპოვეს ყუთი მავთულით, რომელიც მიწისქვეშ მიდის. გარდა ამისა, იქვე არის გზა”, – განუცხადა “ტასს” წყარომ. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მესაზღვრეები, ასევე FSB-ის თანამშრომლები.
მეტი...,,პირდაპირი ფრენები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, შეიძლება, სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს”- წულუკიანი
ჩვენ რასაც ვხედავთ და მგონია, რომ სწორად ვხედავთ, უვიზო მიმოსვლის აღდგენას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს მოსახლების ძალიან დიდი უმრავლესობა შეხვდა დადებითად, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში დაცული იქნება სანქციები, რომლებიც მოქმედებს, „ეს იქნა აღქმული გადაწყვეტილებად, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და არავითარი საფუძველი, რომ ჩვენი მოქალაქეები ყოფილიყვნენ დასჯილები და ვალდებულები რომ მრავალდღიანი, მრავალკვირიანი პროცედურები გაევლოთ ხოლმე, რათა საკუთარი ოჯახის წევრი ენახათ, საკუთარი შვილიშვილის დაბადება აღენიშნათ ან ტრაგიკულ შემთხვევებში სამგლოვიარო ცერემონიას დასწრებოდნენ, ეს აღარ იქნება საჭირო. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, რომლებიც…
მეტი...დავით ნარმანია ჩინური ენერგეტიკული კომპანიის "China Power"-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია წამყვანი ჩინური კომპანიის „China Power“-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობებზე. დავით ნარმანიამ კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მარეგულირებელი ჩარჩო, ისაუბრა მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე, ინვესტიციების მოზიდვისა და კონკურენტული ბაზრის უზრუნველყოფის მექანიზმებზე. „China Power“ წამყვანი ჩინური ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც ცნობილია გლობალური გამოცდილებით ელექტროენერგიის წარმოების პროექტების შემუშავებაში, მშენებლობასა და ექსპლუატაციაში. თერმული, ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიის პროექტების მრავალფეროვანი პორტფელით, კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მდგრადი ენერგიის განვითარებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
მეტი...