,,ეს არის ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟი”- მამუკა მდინარაძე

„ჩვენ ახლა ვხედავთ ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟს. ეს არის ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟი და მას ქვია დავალების შემსრულებლების მიერ სხვათა ხმის უფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ქმედება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით არის საბოტაჟი და სხვა კოლეგების ხმის უფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა.

„თავის დროზე ესენი ახერხებდნენ ამას და ახლა ვეღარ უნდა მოახერხონ. წარმოუდგენელია, რომ სხვა კოლეგებს მოუწოდებდე, რომ დატოვონ დარბაზი, არ მისცენ ხმა, თავზე დაადგნენ რომ ხმა არ მისცენ და ეს არის ნაცური მმართველობა და ეს არის აგენტების მიერ მმართველობის დამკვიდრების ფორმა, რომელიც უნდათ რომ დამკვიდრდეს, მაგრამ ამ ქვეყანაში ეს არ დამკვიდრდება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა

მსგავსი თემები