,,ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია, გვაქვს ძალიან დიდი ზრდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკა საქართველოში დინამიურად ვითარდება. „თქვენ ხედავთ, რომ აქაც არის პირდაპირი საბოტაჟი. კონკრეტული, რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ძალები ცდილობენ შექმნან ნეგატიური მოლოდინები ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტები მეტყველებს სხვა რამეზე, იანვარი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან აქტიური და ასე უნდა გაგრძელდეს მთელი წლის განმავლობაში. ამისთვის არსებობს ყველანაირი წინაპირობა, ამისთვის ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის, ის ვიზიტები, რომლებიც ხორციელდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, არაბულ…
მეტი...კატეგორია: საზოგადოება და სამართალი
,,ეს არის გაკვეთილი, რომელიც ქედმაღალმა ამერიკულმა ელიტამ და „დიფ სთეითმა“ უნდა ისწავლონ” – მედვედევი
„ბოლოს და ბოლოს, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის საუბარი შედგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს. ,,აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ყველა მაღალი დონის კონტაქტი შეზღუდა, მათ რუსეთის დასჯა და დამცირება სურდათ. შედეგი კი ის იყო, რომ სამყარო აპოკალიფსის ზღვარზე მივიდა. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ქედმაღალმა ამერიკულმა ელიტამ და ე.წ. „დიფ სთეითმა“ (აშშ-ის ბიუროკრატია) უნდა ისწავლონ. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ კონტაქტები და კონსულტაციები ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე რუსეთის მსგავსი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების სურვილი. პრინციპში, ეს უკიდურესად საშიში იქნებოდა, რადგან ჩვენი…
მეტი...ტაივანში, სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა
ტაივანის ცენტრალურ ქალაქ ტაიჩუნგში მდებარე სავაჭრო ცენტრში, აფეთქების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, აფეთქება შენობის მე-12 სართულზე მოხდა, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზმა გამოიწვია.
მეტი...,,ოპოზიციას აქვს შიში, რადგან კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე” – პრემიერი
,,ოპოზიციას აქვს შიში გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხის შემცველია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები მაქსიმალურად შეეცდებიან, თავი აარიდონ გამოძიებას. ოპოზიციას აქვს შიში გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხის შემცველია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ გამოძიებას თავი აარიდონ. თუმცა შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს, კონკრეტულად პროკურატურას აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს შესაბამისი გამოძიება, დანარჩენს დაველოდოთ“, –…
მეტი...,,სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული” – პრემიერი
,,სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული, ასეთი ჩანაწერები, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ხაზს უსვამს ევროპარლამენტში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციის კომენტირებისას დუბაიში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული პრეზიდენტი, თუმცა, კონკრეტული ძალები ამას ვერ ეგუებიან. „ეს ხაზს უსვამს ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი ევროპარლამენტში. 6 წლის ვადით იყო სალომე ზურაბიშვილი არჩეული. თქვენ გახსოვთ, როგორ მოხდა მისი არჩევა. მაშინაც, ქართულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ, „ქართულ ოცნებას“. 6 წელიწადზე მეტია გასული…
მეტი...დროებით საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიამ პირველ, საორგანიზაციო სხდომაზე მიიღო. კომისიის მდივნად სოზარ სუბარი აირჩიეს. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ჯგუფის წევრებმა საორგანიზაციო საკითხები უნდა განიხილონ, შეიმუშაონ დებულება, აირჩიონ თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ჯგუფის შექმნის მიზნად წინა ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა სახელდება. მომზადებული დასკვნა კი, 6 თვის შემდეგ, პროკურატურას გადაეცემა. ჯგუფში ,,ქართული ოცნების” ხუთი, ,,ხალხის ძალის” ორი, ,,ევროპელი სოციალისტების” კი ერთი წევრია. ამ დრომდე ვაკანტურია გახარიას პარტიისთვის…
მეტი...სამგორში, ვაგონებს ცეცხლი გაუჩნდა
სამგორში, რკინიგზაზე არსებულ ვაგონებს ცეცხლი გაუჩნდა. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელედება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
მეტი...,,ევროპარლამენტის რეზოლუცია არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და გვახსენებს 9-წლიან მძიმე რეჟიმს” – პრემიერი
,,ამ რეზოლუციას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მორიგი, უკვე მე-6, სრულიად უსამართლო რეზოლუცია და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, თავდასხმა მედიის დამოუკიდებლობაზე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად დუბაიში განუცხადა. მისივე თქმით, ასეთი აქტები და რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ქართული საზოგადოების თვალში. „ეს ყველაფერი გვახსენებს იმ 9-წლიან პერიოდს, რა დროსაც მოქმედებდა მძიმე რეჟიმი, რომელიც თავს ესხმოდა სახელმწიფოებრიობას და მედიის დამოუკიდებლობას ჩვენს ქვეყანაში და ეს რეჟიმი იმართებოდა იმავე ძალების მხრიდან, რომლებიც დღეს ასეთ რეზოლუციებს აინიცირებენ ევროპარლამენტში. ეს არის ძალიან სამწუხარო…
მეტი...,,დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა” – პრემიერი
,,დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა, ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, პარტნიორებამდე და ამ სამიტში მონაწილეობა ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, და პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება. „დავასრულეთ ჩვენი ვიზიტი, დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა. საინტერესო სამიტი იყო, გვქონდა შეხვედრების საშუალება. გაიმართა შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე, ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან. იყო საინტერესო შეხვედრები, საუბრები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ…
მეტი...„დამეხმარე, რომ მოგაწოდო ჩემი სათქმელი“ – ბათუმში დაკარგული მოზარდის დედა
ბათუმში გაუჩინარებულ მოზარდს, დედა მიმართავს. ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა. „დე, დამეხმარე, რომ მოგაწოდო ჩემი სათქმელი. ერთი ზარი დე, შენი გულის დამშვიდება მინდა შევძლო, მინდა გითხრა, რომ შენი სიცოცხლე ჩემთვის იმდენად ძვირფასია, იმდენად შეუფასებელი, რომ არ ღირს იდარდო არაფერზე. თუ აქამდე რაღაც შემეშალა, თუ იმედი გაგიცრუე, მაპატიე დე. და უმორჩილესად გთხოვ, მომეცი საშუალება, გაგიქრო სულ მცირედი საფიქრალიც კი”, – წერს ნათია დიაკვნიშვილი.
მეტი...ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას კენჭს უყრის
ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას კენჭს უყრის. რეზოლუციაში, სავარაუდოდ შესული იქნება მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვის, ბიძინა ივანიშვილის, მაღალჩინოსნების, მედიამფლობელებისა და მოსამართლეების დასანქცირების საკითხები. სტრასბურგში იმყოფებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ნიკა გვარამია და ზურა გირჩი ჯაფარიძე. ისინი ევროპარლამენტში სიტყვით უკვე გამოვიდნენ. ,,საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი მოღალატეობრივი ნაბიჯები”, – ასე შეაფასეს მმართველ გუნდში ოპოზიციის ვიზიტი ბრიუსელში.
მეტი...დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდება. ტრამპმა ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა, როდის შეხვდება პუტინს, მაგრამ აღნიშნა, რომ შეხვედრა ,,არც ისე შორეულ მომავალში” გაიმართება. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და დარწმუნებულია, რომ პუტინს სურს მშვიდობა და ომის დასრულება.
მეტი...ნიდერლანდები უკრაინას YPR-ის ჯავშანმანქანებს გადასცემს
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ნიდერლანდებმა კიევისთვის ახალი სამხედრო დახმარება გამოაცხადა, რომელიც დაჭრილების ევაკუაციისთვის განკუთვნილ ჯავშანტექნიკასაც მოიცავს. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა YPR-ის ტიპის 25 ერთეულ ჯავშანმანქანას მიიღებს. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა, ჩეხეთთან და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, უკრაინას დაპირებული T-72 ტიპის საბრძოლო ტანკები გადასცა. ამასთან, ბრეკელმანსმა დაადასტურა, რომ უკრაინამ, ცოტა ხნის წინ, ნიდერლანდური F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ახალი პარტია მიიღო. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნიდერლანდები უკრაინას, საერთო ჯამში, 10 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას დაჰპირდა, საიდანაც 6 მილიარდი უკვე გამოყენებულია.
მეტი...,,კანადა აშშ-ის 51-ე შტატი არასდროს გახდება” – ჯასტინ ტრუდო
„მოდით მკაფიოდ ვთქვათ: 51-ე შტატად გახდომის შესახებ საუბარი იმთავითვე წარუმატებლობისთვის არის განწირული. ეს არასდროს მოხდება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები სერიოზულად უნდა მივიღოთ და კანადის ინტერესების დაცვა გავაგრძელოთ“, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. მისი თქმით, კანადას აშშ-სთან სავაჭრო კონფლიქტი არ სურს, თუმცა თუ აშშ ტარიფებს დააწესებს, მაშინ კანადა შესაბამის პასუხს გასცემს. „ჩვენი პასუხი ცალსახა იქნება. კანადა შესაბამის პასუხს გასცემს, გამოზომილს, მაგრამ ძლიერს, მიუხედავად იმისა, თუ რას გააკეთებს აშშ“, – აღნიშნა ტრუდომ.
მეტი...,,არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია” – ტრამპი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე
„არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია. დიდი ხანია ამბობენ, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა და ამას ვეთანხმები”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შეეწინააღმდეგება თუ არა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ,,ვიცი, რომ თავდაცვის ახალმა მდივანმა, რომელიც არის შესანიშნავი, პიტ ჰეგსეტმა, გააკეთა განცხადება დღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მას მიაჩნია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა ან არაპრაქტიკული. ვფიქრობ, ეს ალბათ ასეა”, – აღნიშნა ტრამპმა. ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არარეალურია. კერძოდ, მისი თქმით, აშშ-ს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული…
მეტი...საბერძნეთში ქართველი მომვლელი დააკავეს – „39 წლის ქალი სამკაულებს და ანტიკვარიატს იპარავდა“
საბერძნეთის პოლიციამ სერიული ქურდობის ფაქტზე 39 წლის ქართველი ქალი დააკავა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ის იმ ოჯახებიდან, სადაც დასაქმებული იყო, სხვადასხვა ძვირად ღირებულ ნივთებს იპარავდა. ჩხრეკისას ამოღებულია „როლექსის“ საათები, ძვირფასი სამკაულები და ვერცხლის ანტიკვარული ჭურჭელი. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ქურდობის ბრალდებით წარსულში, 2023 წელსაც გაასამართლეს და გირაოთი გაათავისუფლეს. ბერძნული მედიის ცნობით, ქალმა საქართველოში სახელი და გვარი შეიცვალა და დანაშაულებრივი საქმიანობის მიზნით, კვლავ საბერძნეთში დაბრუნდა.
მეტი...სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
ჰამბურგში, რკინიგზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს ქალაქ ბრემენისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 12-ზე მეტი კი დაშავდა. მატარებელში სულ 250 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მეტი...,,უკრაინის პოზიცია უცვლელია, უკრაინას სურს იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა და გახდება კიდეც” – უმეროვი
„უკრაინის პოზიცია უცვლელია, უკრაინას სურს იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა და გახდება ასეთი ქვეყანა“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ამერიკელი კოლეგის, პიტ ჰეგსტერის განცხადებას უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „ვინარჩუნებთ თავდაცვისუნარიანობას და შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები და ნებისმიერ დასკვნებს ჩვენს ხალხთან ერთად ვაკეთებთ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებით მიღწეული შეთანხმების რეალურ შედეგად არ მიაჩნია.
მეტი...საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, რუსეთის რეგიონებში 83 უკრაინული დრონი გაანადგურეს
„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 83 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს “, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი განმარტებით, 37 დრონი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, 12 – კურსკისა და ლიპეცკის ოლქებში, 9 – ტვერის ოლქში, სამ-სამი – ბელგოროდის, კალუგას, სმოლენსკისა და ვორონეჟის ოლქებში, როსტოვში კი ერთი დრონი გაანადგურეს.
მეტი...აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორად ტულსი გაბარდი დაინიშნა
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორად ტულსი გაბარდი დაინიშნა. მის დანიშვნას რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი გამოეხმაურა: ,,დირექტორი გაბარდი თბილისს ეწვია, როგორც პალატის წევრი და ესმის ივანიშვილის რეჟიმის ეროვნული უსაფრთხოების ღრმა საფრთხე. მადლობელი ვიყავი, როცა მას წარვუდგინე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი”, – წერს უილსონი და მისი, ზურაბიშვილისა და გაბარდის საერთო ფოტოს აქვეყნებს.
მეტი...პუტინის შემდეგ ტრამპი ტელეფონით ზელენსკის ესაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. მანამდე სატელეფონო საუბარი ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შედგა. ,,არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად. ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად ვგეგმავთ ჩვენს მომავალ ნაბიჯებს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და გრძელვადიანი, საიმედო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, “მოდით, ეს დავასრულოთ”, – წერს ზელენსკი. მანამდე ტრამპმა დაწერა, რომ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ,,დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს”.
მეტი...უკრაინამ პეტრო პოროშენკოს სანქციები დაუწესა
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინამ ქვეყნის მე-5 პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ,,უკრაინსკაია პრავდა” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, წყარო სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ სანქციები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში. ,,ვიცავთ ჩვენ სახელმწიფოს და აღვადგენთ სამართლიანობას: ყველა, ვინც ანადგურებდა ეროვნულ უსაფრთხოებას და ეხმარებოდა რუსეთს, ყველამ უნდა აგოს პასუხი. მილიარდები, რომლებიც ფაქტობრივად უკრაინის გაყიდვით მოიპოვეს, უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უკრაინის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ, უნდა დაიბლოკოს და დაიხარჯოს ქვეყნის და უკრაინელების თავდაცვაზე. ასეც იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ. გუშინ, უმაღლეს რადაში სხდომის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ…
მეტი...2 თვეზე მეტია, ოჯახი დაკარგულ 86 წლის კაცს ეძებს
2 თვეზე მეტია, ოჯახი 86 წლის ზურაბ (ჟორა) პაპუაშვილს ეძებს. ახლობლების ინფორმაციით, ის 25 ნოემბერს, კახეთში გაუჩინარდა. ,,დაიკარგა კახეთში სოფელ ქვ.მაჩხაანში 25 ნოემბერს. ვვარაუდობთ, რომ თბილისშია წამოსული და გზა აერია. ეცვა ლურჯი ჟაკეტი ელვა შესაკრავით და შავი სპორტული შარვალი. ეძებს პოლიციაც”, – ამბობენ ოჯახის წევრები.
მეტი...“ქართული ოცნება” ცდილობს საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დააშოროს”- ჰელსინკის კომისია
რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. “დღევანდელი გამოწვევები არანაკლებად გადაუდებელია. მოუთმენლად ველი ორპალატიან, ორპარტიულ საფუძველზე მუშაობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სამართლიანად დასრულებისთვის, ნატოს ალიანსის გაძლიერებისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება” – განაცხადა უიკერმა. ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “საქართველოს რესპუბლიკა გზაგასაყარზე დგას, როდესაც “ქართული ოცნების” პარტია ცდილობს ქვეყანა რუსეთისკენ მიათრიოს და მის არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დააშოროს”. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იცვლებიან
მეტი...“პუტინთან ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა“- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც ტრამპი აღნიშნავს, „რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა“. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საუბრისას შეთანხმდნენ, რომ სურთ, შეჩერდეს მილიონობით ადამიანის დაღუპვა რუსეთ-უკრაინის ომში. ტრამპი აცხადებს, რომ ის დაელაპარაკება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და გააცნობს საუბრის დეტალებს.
მეტი...რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ გავჩერდებით, ჩანიშნე არჩევნები”, “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები”, “ცეცხლი ოლიგარქიას”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”. პროტესტის 77-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები.
მეტი...ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს 13 თებერვალს უყრის კენჭს
ევროპარლამენტი 13 თებერვალს რეზოლუციის პროექტს – “საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” უყრის კენჭს. რეზოლუციის ავტორი 57 ევროპარლამენტარია. რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი: “გმობს “ქართული ოცნების” “ოფიციალურ პირებს” და მოუწოდებს მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი რეპრესირება; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს თვითდანიშნული ოფიციალური პირები ამჟამად არღვევენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, საბაზისო ადამიანის უფლებებსა და ქვეყნების ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ძირს უთხრიან დემოკრატიული რეფორმების ათწლეულებს, რასაც წინ ქვეყნის პოლიტიკური კლასი და სამოქალაქო საზოგადოება უძღვებოდა; არ აღიარებს “ქართული ოცნების” პარტიის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც ჩამოყალიბდა 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების…
მეტი...ცნობილია იმ ქართველი მაღალჩინოსნების სია, რომელთა დასანქცირებასაც ევროპარლამენტარების ჯგუფი მოითხოვს
ევროპარლამენტი 13 თებერვალს რეზოლუციის პროექტს – “საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” უყრის კენჭს. ევროპარლამენტარების ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, არ აღიაროს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობა. ისინი, ასევე მოუწოდებენ, წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, მტკიცედ მოითხოვონ ახალი არჩევნები. პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით ევროკავშირის 25 წევრს ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე, დაუწესონ დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და კომპანიებს. ამასთანავე, რეზოლუციის პროექტშინათქვამია, რომ „პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნა ეხებათ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ…
მეტი...“ევროპარლამენტი განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად”- ევროპარლამენტართა ჯგუფი
“ევროპარლამენტი განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად”- ნათქვამია ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ხვალ უყრიან კენჭს. პროექტში კრიტიკულადაა შეფასებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. “ევროპარლამენტარების ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, არ აღიაროს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობა. რეზოლუციის პროექტის მიხედვით ევროპარლამენტი განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად; ასევე მოუწოდებს წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, მტკიცედ მოითხოვონ ახალი არჩევნები და ნებისმიერი სამომავლო ჩართულობის პირობად გახადონ საპარლამენტო არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მექანიზმის შექმნა”- აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.
მეტი...ვლადიმერ პუტინსა და სირიის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
რუსეთის და სირიის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სირიის მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას აჰმედ ალ-შარამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ძლიერ სტრატეგიულ ურთიერთობას. მან ვლადიმერ პუტინთან ასევე გაცვალა მოსაზრებები არსებულ ვითარებასა და ახალი სირიის მშენებლობის პოლიტიკურ საგზაო რუკაზე. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიაც ავრცელებს, რომლის თანახმად, რუსული მხრიდან, ფუნდამენტური პოზიცია იყო სირიის სახელმწიფოს ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. გარდა ამისა, პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, დაეხმაროს სირიაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს მის მცხოვრებლებს.
მეტი...“უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია”- აშშ-ის თავდაცვის მდივანი
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ე.წ. “რამშტაინის ფორმატის” შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია. “ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, აყვავებული და სუვერენული უკრაინა გვსურს, მაგრამ იმის აღიარებით უნდა დავიწყოთ, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია. ამ ილუზიური მიზნის დევნა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და მეტ ტანჯვას გამოიწვევს. უკრაინისთვის მყარი მშვიდობა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ომი კვლავ არ დაიწყება. ეს “მინსკი 3.0” არ უნდა იყოს. ამის გათვალისწინებით, აშშ-ს არ სჯერა, რომ უკრაინისთვის ნატოში წევრობა მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების რეალისტური შედეგია. ამის სანაცვლოდ,…
მეტი...“ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს”- როთი
გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სომხეთის პარლამენტის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს არ უნდა ჩააბარონ. “ძვირფასო ნიკოლ ფაშინიან, გილოცავთ ევროკავშირისკენ ამ უზარმაზარ ნაბიჯს. რაოდენ ისტორიული გადაწყვეტილებაა! ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი არა უბრალოდ კეთილ სიტყვებს იპოვის, არამედ აქტიურად დაუჭერს მხარს სომხეთს. ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს” – წერს როთი.
მეტი...„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსამართლემ იგრძნოს სანქციები თავად“- ევროპარლამენტარი
“მოსამართლეების, სამართალდამცავი ორგანოების, პროკურორების ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ყველა ეს ჯარიმა, დაკავება და პატიმრობა” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსამართლემ სრულად გააცნობიეროს, რომ ის ღალატობს ევროპის და კანონის უზენაესობის და ადამიანების პრინციპებს და იგრძნოს სანქციები თავად. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც რეზოლუცია შეეხება, არის, რომ კომისიამ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ ყველა იმ ფინანსების სწრაფი გადამისამართებით ქართული სახელმწიფოს ხერხემლისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის, რომელიც მანამდე საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი და ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ…
მეტი...“ახლოდან ვაკვირდებით იმას, რაც ხდება საქართველოში, გარკვეული შეშფოთებით”- ნატო-ს გენერალური მდივანი
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან. “აქამდე უკვე გავაკეთე კომენტარი საქართველოს არჩევნების შედეგებზე და ასევე ჩვენს სურვილზე, რომ საქართველო დარჩეს ნატოსა და ევროკავშირისკენ გზაზე, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ჩვენს ღირებულებებთან თანხვედრაში. მაგრამ, ვფიქრობ, თავი უნდა შევიკავო ყოველ ჯერზე ამის გამეორებისგან, ვინაიდან, უკვე გავაკეთე [კომენტარი] და, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით იმას, რაც ხდება საქართველოში, გარკვეული შეშფოთებით, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ”, – განაცხადა რუტემ.
მეტი...“ძალადობა მიუღებელია, შვედეთს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები სურს”- მარია მალმერ სტენეგარდი
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენეგარდმა შვედეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. მისივე თქმით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. “საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უთანასწორო სამოქმედო ველით, ფესვგადგმული პოლარიზაციით, ამომრჩევლების წინააღმდეგ ზეწოლითა და მუქარებით გამოირჩეოდა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია, შვედეთს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები სურს. ამავდროულად, უნდა გავაგრძელოთ საქართველოში დემოკრატიული და პრო-ევროპული მოძრაობების მხარდაჭერა” – განაცხადა სტენეგარდმა.
მეტი...„ასადი მოსკოვშია. ეს ყველა სასტიკი დიქტატორის ბედია. ივანიშვილო, გაითვალისწინე“- უილსონი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს. ის შესაბამის განცხადებას, X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. “გასულ წელს სირიაში ასადის ყაჩაღმა რეჟიმმა მე სახელმწიფოს მტრად გამომაცხადა. ახლა ასადი მოსკოვშია და სირია თავისუფალია. ეს ყველა სასტიკი დიქტატორის ბედია. ივანიშვილო, საეიდ, მადურო, გაითვალისწინეთ” – წერს უილსონი.
მეტი...