ბათუმში გაუჩინარებულ 30 წლის მამაკაცს მეოთხე დღეა ეძებენ

ბათუმში 30 წლის არჩილ პაქსაძეს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. ინფორმაციას მამაკაცის ნათესავები ავრცელებენ. არჩილ პაქსაძე სახლიდან ორშაბათს, საღამოს 8 საათზე გავიდა, მოგვიანებით, დედას დაურეკა და გამოემშვიდობა. თუ კი ფოტოზე აღნიშნულ ადამიანს სადმე შენიშნავთ, უნდა დარეკოთ მითითებულ ნომერზე:  558 24 04 04

მეტი...

,,სამჯერ გააგდო დედაჩემმა” – 15 წლის მოზარდის მშობიარობის დეტალები

15 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად დედასთან ერთად ჩავიდა და 11 წლით უფროს მამაკაცთან საცხოვრებლად საკუთარი ნებით გადავიდა. ბიჭის დედა ამბობს, რომ გოგო მათთან ოთხი თვე ცხოვრობდა, რის გამოც შვილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. ,,თავის ფეხით მოვიდა, სამჯერ დედაჩემმა გააგდო, წადი საციხოდ შვილს ნუ გამიხდიო. მეოთხედ რომ მოვიდა, აღარ წავიდა. თავს მოვიკლავ და მაინც შენთან ვიქნებიო. სამი თვე ჩემი შვილი ციხეში იყო, პრობლემა მოგვივიდა, რომ პატარაა და საციხოდ თავს ნუ გაიხდი მეთქი“, – ამბობენ ბიჭს ოჯახში.

მეტი...

სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედისა და ბიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვეს, თუმცა მოსამართლე მადონა მაისურაძემ ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. მოკლული გოგოს დედის, ეგანა მაგამაროვას ადვოკატი გირაოს სახით 5 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობის თანხას სთავაზობდა სასამართლოს, ხოლო ბიძის, ნატიგ მაგამაროვის ადვოკატი 3 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობის თანხას. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე მადონა მაისურაძემ ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. პროკურატურის მოთხოვნით, მოსამართლე მადონა მაისურაძემ ბრალდებულებს, ეგანა მაგარამოვასა…

მეტი...

დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტისთვის ემზადება

პოლონეთის ახალი პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტისთვის ემზადება. ამის შესახებ მან თავადვე განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის. „ცოტა უხერხულია ამაზე ლაპარაკი, რადგან ვიცი სიტუაცია, რომელშიც იმყოფება პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი უკრაინა. არასწორია კიევში ჩასვლა და მთელი ვიზიტის პოლონეთის ტრანსპორტის საკითხებისთვის მიძღვნა. მაგრამ ამ ვიზიტს ისე მოვამზადებთ, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ჩემი შეხვედრის დროს გასაგები იყოს, რისი მიღწევა გვსურს”, – განაცხადა ტუსკმა.

მეტი...

დიდი ოდენობით ,,ფულის გათეთრება” – თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ავსტრიის მოქალაქემ სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები პირები მოატყუა და საქონლის შესაძენად განკუთვნილი 1 300 000 ევრო, მის საკუთრებაში არსებული კომპანიის საზღვარგარეთ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე აკუმულირებული უკანონო შემოსავალი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ​საქართველოში, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საწარმოს საბანკო…

მეტი...

ვმუშაობთ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის ორგანიზებაზე – ერმაკი

,,მიმდინარეობს მუშაობა უკრაინის პრეზიდენტის და უნგრეთის პრემიერის შეხვედრის ორგანიზებისთვის”. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი წერს, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან, სადაც სავარაუდოდ სწორედ ეს საკითხი განიხილეს: ,,მე მქონდა პროდუქტიული სატელეფონო საუბარი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საუბრის შემდეგ [არგენტინაში]. ჩვენ ვმუშაობთ ორი ლიდერის შეხვედრის ორგანიზებაზე უახლოეს მომავალში”, – წერს ანდრეი ერმაკი.

მეტი...

იერუსალიმის სომხურ უბანში 30-მდე შეიარაღებული ნიღბიანი მღვდლებს და სტუდენტებს თავს დაესხა

30-მდე შეიარაღებული ნიღბიანი, იერუსალიმის სომხურ უბანში სომეხ მღვდლებს და სტუდენტებს თავს დაესხნენ. პოლიციამ ორი პირი დააკავა. სომხური მედიის ცნობით, მასიური თავდასხმა კოორდინირებული იყო და თავდამსხმელებმა ბლაგვი იარაღების გარდა, ლეტალური და ნახევრად ლეტალური ნივთიერებები, მათ შორის ნერვული აგენტები გამოიყენეს. იერუსალიმის სომხური საპატრიარქოს განცხადებით, თავდასხმა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ სომხური კვარტლის დიდი ნაწილის ავსტრალიელ-ისრაელელ ბიზნესმენზე 100 წლით იჯარით გადაცემა მასობრივი პროტესტის შედეგად ჩაიშალა. სწორედ ამ ბიზნესმენებს ადანაშაულებს საპატრიარქო მომხდარში ,,ავსტრალიელ-ისრაელელი ბიზნესმენები დანი ტორმანი (რუბენშტაინი) და ჯორჯ ვარვარი ასე რეაგირებენ სამართლებრივ პროცედურებზე. სომხური საპატრიარქოს ეგზისტენციალური საფრთხე ახლა უკვე ფიზიკური რეალობაა. მოვუწოდებთ საერთაშორისო მედიას…

მეტი...

დიდ ბრიტანეთში, ბლექპულის კოშკს ცეცხლი გაუჩნდა

დიდ ბრიტანეთში ბლექპულის კოშკს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ვიზიტორების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია და ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით არ ვრცელდება. ,,ჩვენ გვყავს ექვსი სახანძრო მანქანა, დრონების გუნდი და სამაშველო ჯგუფი, რომლებიც ამჟამად ხანძრის ეპიცენტრში იმყოფებიან. გთხოვთ მოერიდოთ ტერიტორიას. დრონების ჯგუფი მუშაობს, ამიტომ გთხოვთ არ ააფრინოთ თქვენი დრონები ამ ტერიტორიაზე, რადგან შესაძლოა ხელი შეგვიშალოთ საგანგებო ოპერაციებში”, – ნათქვამია სახანძრო სამსახურის განცხადებაში.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა აბაშაში – ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მინივენი შეეჯახა

აბაშაში, სოფელ მარანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას უცხოეთის მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მინივენი შეეჯახა, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა.  

მეტი...

ავტოცისტერნის აფეთქების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ლიბერიაში, საწვავით სავსე ცისტერნის აფეთქების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ორსული ქალი და 3 ბავშვია, რომელთა ასაკიც 6-დან 9 წლამდეა. დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი. შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. შემთხვევა 26 დეკემბერს მოხდა. ცისტერნა გვიან ღამით გზიდან გადავიდა და ცეცხლი მოეკიდა. თვითმხილველების განცხადებით, რამდენიმე ადამიანმა გადმოღვრილი ბენზინის შეგროვება სცადა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.

მეტი...

ხანძარი ხონის მუნიციპალიტეტში – არის მსხვერპლი

ხანძარი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში მსხვერპლით დასრულდა. ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი  შუა ხნის მამაკაცია. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

გლდანში ხანძარია – ცეცხლი ავტოფარეხს უკიდია

ამ წუთებში გლდანის მეხუთე მიკროში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტოფარეხს უკიდია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

რუსეთმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ხერსონი შვიდჯერ დაბომბა

რუსეთმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ხერსონი შვიდჯერ დაბომბა. ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული უპილოტო 8-დან 7 ჩამოაგდეს. ყირიმის სხვადასხვა რაიონში აფეთქებები მოხდა. გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის უფროსის ნატალია გუმენიუკის ინფორმაციით,  დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავდა კიდევ ორი პირი. ამასთან, დაზიანებულია რეგიონის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

მეტი...

რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემაზე გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს – ჩეხეთის ელჩი

საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხს ეხმაურება. მისი თქმით,  რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემაზე გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. ,,ჩეხები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყოველთვის მხარს უჭერდნენ და განაგრძობენ მხარდაჭერას მომავალშიც. შესაბამისად, მიგვაჩნია რომ ბიჭვინთის მიწის რუსეთისთვის გადაცემა ეწინააღმდეგება ამას და ყველა ასეთი გადაწყვეტილება უნდა ანულირდეს და გაუქმდეს.

მეტი...

,,რუსეთთან შეერთება დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი”- გაგლოევი

დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადებით, “სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი”. ,,არ არის საჭირო ხალხის მოტყუება. შექმნილ ვითარებაში პრობლემის გადაჭრის გზა არ არსებობს. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენს რუს კოლეგებთან, ეს არ არის ამოღებული დღის წესრიგიდან”, – განაცხადა გაგლოევმა.

მეტი...

,,სამხედრო მოსამსახურე გორში, ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს”- თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გორში სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  და მისი გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ კაპრალ ივანე გოგიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. სამხედრო მოსამსახურე 28 დეკემბერს გორში, ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ წყლის გამათბობლის გაუმართაობა და შედეგად ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა. გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.  

მეტი...

რუსთაველის გამზირზე, სახლიდან შუშა ჩამოვარდა და კონტროლიორს დაეცა

ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. რუსთაველის გამზირზე, მელიქ აზარიანცის  სახლიდან შუშა ჩამოვარდა და კონტროლიორს თავში მოხვდა. როგორც კადრებში ჩანს,  კონტროლიორმა დაზიანება თავის არეში მიიღო. ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

მეტი...

ძლიერ ქარი კახეთში – კაცს რკინის კონსტრუქცია დაეცა და დაიღუპა

ძლიერ ქარს კახეთში მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი ქარმა  რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და  კაცს დაეცა. 79 წლის  კაცი ადგილზე, სასწრაფო დახმარების მისვლამდე დაიღუპა. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა.

მეტი...

სასამართლომ 14 წლის აითაჯის საქმეზე დაკავებულები, დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმე – ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე  დაკავებული  გოგონას დედა და ბიძა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ. მოკლული გოგოს დედის, ეგანა მაგამაროვას ადვოკატი გირაოს სახით 5 000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო ბიძის, ნატიგ მაგამაროვის ადვოკატი 3 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობის თანხას სთავაზობდა მოსამართლეს. მოსამართლემ ბრალდების მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს.

მეტი...

გორში, ბინაში, კაცი გარდაცვლილი იპოვეს

რამდენიმე საათის წინ, გორში, ვოლოგდის დასახლებაში სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. კაცი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მეტი...

,,წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა”- ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა

დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები შექმნა. რამდენიმე მისამართზე წაქცეულია ხეები, დამტვრეულია ხის ტოტები, დაზიანებულია ქალაქში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა. ძლიერმა ქარმა განსაკუთრებით პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა. ასევე, თბილისში რამდენიმე კერძო სახლს სახურავები გადახადა. ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და რაიონული გამგეობების თანამშრომლები დილიდან მობილიზებულნი არიან და ადგილზე იმყოფებიან. ისინი ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მოგლეჯილი ხეებისა და ხის ტოტების გატანას შპს „ეკოსერვისი“ ახორციელებს. უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში,…

მეტი...

მძღოლმა კურიერი საცობში გამოიძახა

მძღოლმა კურიერი საცობში გამოიძახა  – ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ვიდეოკადრებს, სოციალურ ქსელში, ”ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. ,,დღეს დიდუბეში ისეთი საცობი იყო, მძღოლმა კურიერი საცობში გამოიძახა”,- წერს ”ჩემი ქალაქი მკლავს”.

მეტი...

სამხედრო პირის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს, მის სახელზე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან  დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ,,სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე  დააკავეს.  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,”- დაპირისპირება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

დაპირისპირება საჩუქრების გამო – 14 წლის ბიჭმა და მოკლა

სისხლიანია დაპირისპირება მოხდა დედმამიშვილებს შორის აშშ-ში, ფლო­რი­და­ში. პო­ლი­ცი­ამ 14 და 15 წლის თი­ნე­ი­ჯე­რი ძმე­ბი და­ა­კა­ვა. 14 წლის მო­ზარ­დმა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 23 წლის დას ესროლა, რის შემ­დე­გაც მას 15 წლის ძმამ ეს­რო­ლა. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დედმამიშვილებს შორის და­პი­რის­პი­რე­ბა სა­შო­ბაო სა­ჩუქ­რე­ბის გამო და­ი­წყო. ისინი იმის შესახებ და­ვობ­დნენ, თუ ვინ მი­ი­ღებ­და უფრო მეტ სა­ჩუ­ქარს. 23 წლის ქალს მიყენებული ჭრილობების შედეგად, შიდა სის­ხლდე­ნა გა­ნუ­ვი­თარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. სრო­ლის დროს ქალს სა­ბავ­შვო ეტ­ლით თან ჰყავ­და 10 თვის ჩვი­ლი. ის არ და­შა­ვე­ბუ­ლა. ძმა კი, რომელსაც მე­ო­რე ძმამ ეს­რო­ლა და­იჭ­რა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მეტი...

,,ჩემი მენიუ ძალიან შეზღუდულია”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფრანგულ გამოცემა Le Point-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მისი ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს. სააკაშვილის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემატურად რჩება. Le Point: რა ვითარებაშია თქვენი ჯანმრთელობა? მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემატურად რჩება. ჩემი მოწამვლის მძაფრმა ფაზამ გადაიარა, თუმცა სიმპტომები დარჩა. ჩემი პატიმრობის დასაწყისში ჩემი ზურგის ტვინი ძალადობის შედეგად დაზიანდა, ეს გადაადგილებისას ტკივილს და სირთულეებს მიქმნიდა. Le Point: საკვებს როგორ იღებთ? მიხეილ სააკაშვილი: ჩემი მენიუ ძალიან შეზღუდულია. მე უკვე აღარ შემიძლია მივიღო ის საკვები, რომელსაც ვიღებდი შიმშილობამდე და მოწამვლამდე. Le Point: ხელისუფლება როგორ გეპყრობათ?

მეტი...

სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა, წყალმომარაგების კომპანიას ახალი გეგმური ტარიფები დაუდგინდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე იმსჯელა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებისათვის ტარიფების დადგენის შესახებ. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, როგორც ქ. თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიისტარიფები 3 თეთრით შემცირდა. შემცირებული ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის პირველი იანვრიდან და იმოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე გავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყალმომარაგების…

მეტი...

,,საკუთარი ხელმოწერით მას შეუძლია შვილებს დაუბრუნოს მამა და საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს”- სააკაშვილი

„საკუთარი ხელმოწერით სალომე ზურაბიშვილს შეუძლია შვილებს დაუბრუნოს მამა და საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს“,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა  ფრანგულ გამოცემა Le Point-სთვის მიცემული ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, ”როგორ რეაგირებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების თაობაზე მზაობის ნიშნებზე?”, მიხეილ სააკაშვილის პასუხობს: ,,საკუთარი ხელმოწერით მას შეუძლია შვილებს დაუბრუნოს მამა და საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს. მისი განცხადებები სახელმწიფო მოღვაწის საკადრისია. მე ვუწონებ მას სახელმწიფოებრივ სიბრძნეს, რომელიც მან ევროპის საკითხში გამოამჟღავნა. ჩემთვის ძალიან ძნელია ჩემს ოჯახსა და შვილებთან განშორება. ჩემი ქალიშვილი ალისა ფიქრობს, რომ მე არ მივდივარ სახლში იმ მიზეზით, რომ სულ დაკავებული ვარ სამსახურში. ჩემი…

მეტი...

„პუტინს უნდა მთელი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის დაპყრობა”- მიხეილ სააკაშვილი

„პუტინს უნდა მთელი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის დაპყრობა“,- ამ სათაურით მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე ფრანგულ გამოცემა Le Point-სთვის მიცემული ინტერვიუ ვრცელდება. მისი თქმით,  რუსეთი გაიჭედა და კოლაფსისთვის არის განწირული. Le Point: ზოგიერთები დასავლეთში უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკებებისკენ უბიძგებენ. რამდენად მართლები არიან ისინი? შესაძლებელია ჯერ კიდევ პუტინთან მოლაპარაკება? მიხეილ სააკაშვილი: პუტინთან მოლაპარაკებები აბსოლუტურად შეუძლებელია. 2008 წელს ჩვენ ვცადეთ. ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარანტიას იძლეოდა, რომელიც რუსეთმა რამდენიმე დღეში დაარღვია იმაზე დაყრდნობით, რომ აუცილებელია ახალი რეალობის გათვალისწინება. რუსეთს უნდა მთელი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის დაპყრობა და შემდეგ ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმა. Le…

მეტი...

კიმ ჩენ ინმა ომის მზადების დაჩქარების ბრძანება გასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, აშშ-ის „უპრეცედენტო კონფრონტაციულ ქმედებებთან დასაპირისპირებლად“, საბრძოლო მასალის წარმოებისა და ატომური იარაღის სექტორს ომისთვის მზადების დაჩქარება დაავალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მმართველმა „დაადგინა სამხედრო ამოცანები სახალხო არმიისა და საბრძოლო მასალის მრეწველობის, ბირთვული იარაღისა და სამოქალაქო თავდაცვის სექტორებისთვის, რათა კიდევ უფრო დააჩქაროს ომის მზადება“.

მეტი...

შავ ზღვაში სამოქალაქო გემი რუსულ ნაღმზე აფეთქდა

შავ ზღვაში რუსეთის მაღაროზე პანამის დროშის ქვეშ მყოფი სამოქალაქო გემი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. აფეთქების შემდეგად ორი მეზღვაური დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, გემი მარცვლეულის დასატვირთად, დუნაის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა და მტრის ნაღმზე აფეთქდა. გემმა სიჩქარე და კონტროლი დაკარგა, ზედა გემბანზე ხანძარი გაჩნდა. წყალდიდობის თავიდან აცილების მიზნით, კაპიტანმა გემი მიწაზე დაამაგრა. მარცვლეულით დატვირთული გემი უკრაინის დუნაის პორტისკენ მიემართებოდა და სწორედ ამ დროს შეეჯახა რუსულ ნაღმს. აფეთქების შედეგად გემმა კონტროლი დაკარგა, გემბანზე კი ხანძარი გაჩნდა. აფეთქებული გემის წევრებს უკრაინის სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს დახმარება.

მეტი...

,,მე დეპოლარიზებული ვარ, არავისთან გასაყოფი არ მაქვს”- პაატა მანჯგალაძე

საქართველოს ოცამდე რაიონში ვიყავი, სადაც ხალხს უხარია, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ სვლას აგრძელებს და ამ გზაზე დაბრკოლება არ შეიქმნა. ამ ფონზე, „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ გამოდიან და ხალხის დაჭერასა და ჩამოხრჩობას ითხოვენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დეპოლარიზებულია. „ჩვენ ვამბობდეთ, რომ აბა, ბიჭებო, ევროპისკენ წამოდითთქო და ისინი ოცი წლის სისულელეებს იხსენებდნენ. ამბობდნენ, ყველა უნდა დავიჭიროთო, ეს ასე არ გამოვა. მე დეპოლარიზებული ვარ, არავისთან გასაყოფი არ მაქვს. ვინც შეურაცხყოფას მაყენებს, შემიძლია, პირადად მე მივუტევო, მაგრამ საქართველოს მტრებისთვის მიტევების უფლება არ მაქვს“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

მეტი...

კარასინის თქმით, აფხაზეთში საპროტესტო აქციების გაღვივება გარედან ხელოვნურად ხდება

რუსეთის ფედერაციული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მიმართვას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა ტერიტორიის დაკარგვას ნიშნავს“. მისი განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში „საპროტესტო აქციების გაღვივება გარედან ხელოვნურად ხდება. „ეს სახელმწიფო აგარაკი არის ძველი, სტალინის დროინდელი. ორი წლის წინ ხელი მოეწერა სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას და ის ჩვენი საკუთრება გახდა. ახლა მოხდა შეთანხმების რატიფიცირება. ასე იწყებენ ე.წ. მეგობრები ბუნტის ორგანიზებას, იქ ახლოს მდებარეობს ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ამით დაინტერესებულია“, – განაცხადა კარასინმა.

მეტი...

თავდამსხმელმა ტყეში კაცის და ბავშვის მკვლელობა აღიარა – თავდასხმელის წერილი

ჩეხეთის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელმა, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტში 14 ადამიანი მოკლა, მანამდე ორმაგი მკვლელობა აღიარა თავის თვითმკვლელობის წერილში. დევიდ კოზაკის სახლში ნაპოვნი ჩანაწერი შეიცავდა აღიარებას, რომ მან 15 დეკემბერს, ჩარლზის უნივერსიტეტის თავდასხმამდე ექვსი დღით ადრე ქალაქის მახლობლად ტყეში მოკლა მამაკაცი და მისი პატარა ქალიშვილი. კოზაკმა მამაც მოკლა, რის შედეგადაც მისი მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. პოლიციამ განაცხადა, რომ ის 4 000 ეჭვმიტანილთა სიაში იყო აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით. თავდასხმის დღეს კოზაკმა მამამისიც მოკლა. 24 წლის ბიჭი უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მაგისტრანტი იყო. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ალყაში მოაქცია.

მეტი...

როგორ იგეგმებოდა და ვითარდებოდა შანხაი – ქალაქი ერთ მუზეუმში

ფანჯარა შანხაის გარე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის – დიახ, ეს არის მთლიანი ქალაქი, შანხაი მოქცეული ერთ მუზეუმში. შანხაის ურბანული დაგეგმარების მუზეუმი სწორედ ის სივრცეა, სადაც მთელი შანხაის დაგეგმარებას, განვითარებას, ისტორიას  და თანამედროვეობას გაეცნობით. შანხაის ურბანული დაგეგმარების საგამოფენო ცენტრი მდებარეობს შანხაიში, სახალხო მოედანზე, მუნიციპალური მთავრობის შენობის მიმდებარედ. საგამოფენო ცენტრი არის ექვსსართულიანი შენობა, ორი სარდაფით, რომელიც გვაცნობს  შანხაის ურბანული დაგეგმარებასა და განვითარებას. მუზეუმი 3600 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშლილი. შანხაის ურბანული დაგეგმარების საგამოფენო დარბაზი აშენდა ქალაქის დაგეგმარებისა და მშენებლობის მიღწევების საჩვენებლად. მას აქვს მრავალი ფუნქცია, როგორიცაა გამოფენა, მინიშნება, კვლევა, კომუნიკაცია, დასვენება და გართობა. შენობის ძირითადი…

მეტი...

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკის ნაცვლად გაყინულ მდინარეზე დაეშვა

ხუთშაბათს, 28 დეკემბერს, მოსკოვის დროით 03:45 საათზე, იაკუტ ზირიანკას აეროპორტში, Polar Airlines An-24 თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკის ნაცვლად გაყინულ მდინარე კოლიმაზე დაეშვა.  ბორტზე 34 ადამიანი იმყოფებოდა: 30 მგზავრი (მათ შორის ორი ბავშვი) და ეკიპაჟის ოთხი წევრი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმფრინავი იაკუტსკიდან მიფრინავდა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი იყო “ეკიპაჟის შეცდომა თვითმფრინავის პილოტირებისას”.

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 14 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და 14 პირი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული გ.წ. – ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტები და 55 ვაზნა ამოიღეს. ამავე დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა კი წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული დ.ქ. და ამავე წელს დაბადებული მ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა დ.ქ.- ს საცხოვრებელი…

მეტი...