„ყველა უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ“ – სალომე ზურაბიშვილი

„ეს ჩვენი დღეა, ჩვენი მომავლის დღეა. ერთად უნდა გავიაროთ ევროპისკენ გზა, რომელიც მიდის ჯერ ამ წლის ბოლომდე და შემდეგ კიდევ სხვა ეტაპებიც იქნება. ეს არის ნამდვილი, მშვიდობიანი მომავალი, რაც უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც გაუგებარია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ვიდეო ჩართვისთვის. „ეს ჩვენი დღეა, ჩვენი მომავლის დღეა. მინდა, პირველ რიგში, თქვენგან დიდი მადლობა მოვახსენო შარლ მიშელს, რომელიც დაგვეთანხმა, რომ ეს მისალმება გაეკეთებინა დღევანდელ დღეს თავისი ღრმა მხარდაჭერით და მართლაც გულწრფელობით ჩაწერა მიმართვა. ის არის ჩვენი პარტნიორებიდან ერთ-ერთი,…

მეტი...

„ევროპა ტოტალიტარიზმის დამარცხებაა, სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, არ იქნება გამარჯვება“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით,  ევროპა ნიშნავს ტოტალიტარიზმის დამარცხებაა და სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, გამარჯვებაც არ იქნება. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. „დღეს არის 9 მაისი, თითქოს რაღაც დაპირისპირებაა 8 და 9 მაისს შორის, გააჩნია, ვინ როგორ, რომელმა დაამარცხა ნაციზმი. ტოტალიტარიზმის დამარცხება არის სწორედ ევროპა, ტოტალიტარიზმის დამარცხება არის სწორედ თავისუფლება და სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, სანამ ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ იქნება გათავისუფლებული, ჯერ ბოლო გამარჯვებაც არ იქნება. ჩვენ ვართ გზა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის, ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, ჩვენ ვართ გზა მშვიდობისკენ, ჩვენ ვართ…

მეტი...

„თქვენი ადგილი დიდ ევროპულ ოჯახშია“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართვლოს ევროპის დღეს ულოცავს და გზავნილს უთვლია, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. „დღეს გახლავთ ევროპის დღე, ეს არის პირველი ევროპის დღე მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, გისურვებთ ბედნიერ ევროპის დღეს“  – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში.  

მეტი...

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ

საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება. „ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა! 2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი…

მეტი...

პარაპლანით ქაოტური ფრენა კონტროლს დაექვემდებარება – რა მოეთხოვებათ „მფრინავებს?!“

პილოტებმა უნდა ჩააბარონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა; შემოწმდეს მათი აპარატურა; შეისწავლონ ასაფრენი ადგილების უსაფრთხოება – ეს ის ძირითადი ცვლილებებია, რომელსაც კანონმდებლობა პარაპლანით ფრენაში ჩართულ პირებს ავალდებულებს. თუ ადრე აღნიშნული მიმართულება მოუწესრიგებელი იყო და ვინ რითი, როგორ და სად დაფრინავდა არავინ აკონტროლებდა, ამიერიდან კონტროლი გამკაცრდება. როგორც საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე  ირაკლი კაპანაძემ „მედიცენტრ მთავარში“ განაცხადა, 250 -მდე პილოტიდან, სავარაუდოდ, ბევრი გაიცხრილება. „სავარაუდოდ, თვე-ნახევარში გაირკვევა, დაახლოებით 250-მდე პილოტიდან რამდენი ჩააბარებს გამოცდას. მაგალითად, თუ ასეთი აღმოჩნდა 30 და მათგან 25-ს ექნა ვარგისი საფრენი აღჭურვილობა, საქმეს სწორედ ეს 25 პილოტი შეუდგება. გამოცდის…

მეტი...

გერმანიის დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე არასწორი იყო – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანიის დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე არასწორი იყო. მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები სიმართლეს ამბობენ, რომ ბალტიის ზღვაში გამავალი გაზსადენი ევროპის უსაფრთხოებას ძირს უთხრის. მისივე განცხადებით, გერმანია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე და ყოველი იაფი კუბური მეტრი გაზის სანაცვლოდ, ევროპამ უსაფრთხოებით ორჯერ და სამჯერ მეტი გადაიხადა.

მეტი...

ევროკავშირი მზადაა უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს – ზელენსკი

ევროკავშირი მზადაა მიაწოდოს უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი, რომლის საჭიროებაც უკვე აქვთ დამცველებს –  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „მადლობა გადავუხადე ურსულას ევროკავშირის მზადყოფნისთვის, მიაწოდოს უკრაინას სასწრაფოდ საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი“,- განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ამ საბრძოლო მასალის შესყიდვისა და მიწოდების სიჩქარის საკითხი. ,,უკრაინა ყოველდღიურად აჩვენებს ჩვენი თავდაცვის ეფექტურობას რუსული აგრესიისგან. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტული რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს აგრესორი”,…

მეტი...

ხანძარი რუსეთში – დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

რუსეთში, კურგანის რეგიონში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19 ადამიანამდე გაიზარდა. რუსული მედიის ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. დაშავებულია 13 ადამიანი. როგორც რუსული მედია წერს, დაახლოებით 930 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარმა რეგიონში 300-ზე მეტი საცხოვრებელი და 3,9 ათასი შენობა გაანადგურა. ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში მასშტაბური ხანძარია.

მეტი...

,,ღონისძიებაში სამხედრო დამნაშავესთან ერთად მონაწილეობა უკრაინის მიმართ ამორალური და არამეგობრული ნაბიჯია”- უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინა 9 მაისს მოსკოვში გამართულ ღონისძიებაში, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტების მონაწილეობა მონაწილეობას არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ღონისძიების დროს პუტინმა უკრაინელების მკვლელობა, უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დანგრევა გაამართლა. ,,ღონისძიების დროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც საერთაშორისო მართლმსაჯულების მიერ ომის დანაშაულებისთვის იძებნება, გაამართლა უკრაინელების მკვლელობა, უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დანგრევა, უკრაინელი ბავშვების გატაცება და ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლების რეპრესიები. უკრაინის ტერიტორიები. შეხვედრის წინა ღამეს, რუსეთის ფედერაციამ 25 საკრუიზო რაკეტა გაუშვა უკრაინის თავზე, მათ შორის 15 კიევის თავზე,…

მეტი...

,,ნაცისტების დანაშაულების უარყოფამ გამოიწვია გამსახურდიას მეთაურობით ნაცისტების მიერ საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩაგდება” – გაგლოევი

„ნაციზმის თაყვანისმცემელთა თანხმობამ, მისი დანაშაულების გაჩუმებისა და უარყოფის მცდელობამ გამოიწვია ნაცისტების მიერ გამსახურდიას მეთაურობით საქართველოში, 90-იან წლებში, შემდეგ კი უკრაინაში, ბანდერას იდეოლოგიურმა მემკვიდრეებმა ძალაუფლების ხელში ჩაგდება,”- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო “პრეზიდენტის” ალან გაგლოევმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნები რომლებიც  ნაცისტურ გერმანიას უჭერდნენ მხარს, ახლა ურცხვად უჭერენ მხარს უკრაინაში ნაცისტურ რეჟიმს. „ნაციზმის თაყვანისმცემელთა თანხმობამ, მისი დანაშაულების გაჩუმებისა და უარყოფის მცდელობამ გამოიწვია ნაცისტების მიერ გამსახურდიას მეთაურობით საქართველოში, 90-იან წლებში, შემდეგ კი უკრაინაში, ბანდერას იდეოლოგიურმა მემკვიდრეებმა ძალაუფლების ხელში ჩაგდება. წამოიწყეს ტერორი და ომი ყველას წინააღმდეგ, ვინც გაბედა დადგეს მათი ათასობით…

მეტი...

მოსკოვში მყოფი ლუკაშენკო ცუდად გახდა – მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ლუკაშენკომ კრემლში, პუტინის მიერ გამართულ სადილზე დასწრება ვერ შეძლო. როგორც UNIAN წერს, აღლუმის შემდეგ, ლუკაშენკო მოულოდნელად ავად გახდა და მოსკოვი დატოვა. ბელარუსის პრეზიდენტი აეროპორტამდე სასწრაფო დახმარების მანქანამ მიიყვანა. ლუკაშენკო რუსეთის დედაქალაქში დღეს 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით ჩავიდა.

მეტი...

,,შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ცესკოსთან მიმართებით იყო და ამის გამოსწორება ხდება”- კახა კალაძე

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევის პრეროგატივის ცვლილების შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. „აღნიშნული ცვლილება განსახორციელებელია და აუცილებელია, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყანებშია. შარლ მიშელის შეთანხმება გახსოვთ ყველას, რომელიც ვერ შედგა, ერთ-ერთ პუნქტი იყო ჩაწერილი ცესკოსთან მიმართებაში. ხდება ამის გამოსწორება,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

,,ვაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა პუტინის ომის მანქანა და მისი შემოსავლები ჩამოვშალოთ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა პუტინის ომის მანქანა და მისი შემოსავლები ჩამოვშალოთ,”- ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი წარადგინა. მისი თქმით, სანქციების პაკეტი ახლა ფოკუსირებულია რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების თავის არიდების მცდელობაზე. ,,ვაძლიერებთ უკვე არსებულ სანქციებს – სატრანზიტო აკრძალვას მეტ პროდუქტს ვამატებთ. ახალ ინსტრუმენტებს ვთავაზობთ, რათა თავიდან ავირიდოთ სანქციებისგან გვერდის ავლა. ვთავაზობთ, აიკრძალოს რუსეთიდან და მესამე ქვეყნებიდან “ჩრდილოვანი სუბიექტები”, რომლებიც მიზანმიმართულად არღვევენ ჩვენს სანქციებს”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.  

მეტი...

,,თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე „რუსეთუმეს“ იარლიყს მოგაკერებენ”- კალაძე ”მასტერის” დაბლოკვაზე

თბილისის მერი კახა კალაძე რიგი მედიასაშუალებების მიერ რეპერ „მასტერის“ დაბლოკვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და კლიპის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს მომღერალს ან რომელიმე ხელოვანს თუ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, მაშინვე „მოკვეთილი იყო ყველაფრიდან“. „აქ სიახლე არაფერია. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე არის მცდელობა, მოგაკერონ „რუსეთუმეობა“. ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იგივეს აკეთებდნენ, ახალი არაფერი ხდება. თქვენ რა, არ გახსოვთ, მომღერალს ან რომელიმე ხელოვანს თუ ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება, მოკვეთილი იყო ყველაფრიდან? ხომ არ დაგვავიწყდა ეს რეალობა? დღეს იგივეს აკეთებენ, უბრალოდ…

მეტი...

,,ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია გაფართოება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ჩათვლით”-  შოლცი

ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია გაფართოება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ჩათვლით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიდი ევროპის შესახებ და ეს ეხება უკრაინას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, მოლდოვასა და მომავალში – საქართველოს“. „ჩვენ გვინდა, რომ გახდეთ ჩვენი ევროკავშირის ნაწილი“, – გაბაცხადა შოლცმა.

მეტი...

,,ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე მოკვლევის დაწყება ჩვენი უწყებების დამსახურებაა”- კახა კალაძე

„ჩვენმა უწყებებმა დაიწყეს გამოძიება და ამის შემდეგ მოხდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისა და სახელმწიფოების ჩართულობა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის კომენტირებისას ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული საქმის გამოაშკარავება და მასზე მოკვლევის წარმოება ქართული საგამოძიებო უწყებების დამსახურებაა. „პირველ რიგში, ეს არის საქართველოს შესაბამისი უწყებების დამსახურება. სუს-ის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო ჩართულობით მოხდა ამ ფაქტების გამოვლენა. სანამ ტელეკომპანია „ბიბისი“ ჟურნალისტურ გამოძიებას არ ჩაატარებდა, არ გქონდათ ინფორმაცია და არაფერი გსმენიათ ამ თემაზე? ყველამ იცოდა, რომ პრობლემა იყო ეს „ქოლ-ცენტრები“ და ვინ იდგა ამის უკან. ჩვენმა უწყებებმა დაიწყეს გამოძიება, კონკრეტული…

მეტი...

,,ის, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, თუ წინააღმდეგობაში მოდის ევროპის სოციალისტურ პარტიასთან, რა თქმა უნდა, არაფერი გვესაქმება მათთან”- კახა კალაძე

მნიშვნელოვანია, ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ იმ ღირებულებებით, რითიც ჩვენი ქვეყანა ამაყობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ევროპის სოციალისტური პარტიის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, თუ აღიშნული პარტიის ხედვა წინააღმდეგობაში მოდის „ქართულ ოცნების“ პრინციპებთან, მისი წევრობა შეუძლებელია. „ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რითაც ვამაყობთ – ჩვენი ქვეყანა, ჩვენი წარსული, ტრადიციები, ღირებულებები. მაგალითად, ოჯახი, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ღირებულებებით უნდა გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ქვია. როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გულდასაწყვეტია, თუ მათ მართლა აქვთ ეს დამოკიდებულება.…

მეტი...

,,გოგო ჩვენთან ხშირად არ მოდიოდა, მეგობრობდნენ”- მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 25 წლის კაცის ბაბუა

სამეგრელოში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით მოზარდის მამა  დააკავეს. დაკავებულია  მეზობელიც,  რომელიც ძალადობის საქმეში ფიგურირებს. 25 წლის მეზობლის ბაბუის თქმით, გოგონა მათთან ხშირად არ მდიოდა. ,,ნათლიობაა, გოგო ჩვენთან ხშირად არ მოდიოდა,  მეგობრობდნენ, მამამის ჰყავს ტრაქტორი და როცა აქ ამოდიოდა ბავშვიც მოჰყავდა. კარგი ურთიერთიბა გვქონდა, სხვა არაფერი მომხდარა”- განუცხადა ბრალდებულის ბაბუამ ტვ პირველს. არასრულწლოვანზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მამა დაკავებულია      

მეტი...

საქართველოში პარაპლანით ფრენით შედეგად გარდაცვალების 7 შემთხვევაა დაფიქსირებული – ირაკლი კაპანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარის ირაკლი კაპანაძის განცხადებით, საქართველოში პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული გარდაცვალების 7 შემთხვევაა დაფიქსირებული. მისივე თქმით,  ბოლო წლის განმავლობაში 5 ადამიანია გარდაცვლილი. როგორც ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, გუდაურში მომხდარი ყველა უბედური შემთხვევა არის ოპერირების შეცდომასთან, მოუწესრიგებელ ფრენებთან და  დაბალი კვალიფიკაციის მქონე პილოტებთან დაკავშირებული. „რომ გითხრათ, მსგავსი რეგულაცია სრულად უზრუნველყოფს, რომ არაფერი მოხდება, ასეთი რაღაც წარმოუდგენელია. ყველაზე დალაგებულ ქვეყანაშიც კი, პარაპლანებით ფრენის დროს მსხვერპლი არის ხოლმე. თითოეულ ქვეყანას თავისი მიდგომა აქვს. ჩვენი მცდელობა არის ის, რომ ასეთი რაღაცების ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. რომ გითხრათ, ახალ წესს როგორც კი კანონის…

მეტი...

,,საქართველო ჯერ კიდევ მანამდე იყო ევროპული ოჯახის წევრი, ვიდრე ევროკავშირი შეიქმნებოდა”- დიმიტრი ხუნდაძე

,,საქართველო ჯერ კიდევ მანამდე იყო ევროპული ოჯახის წევრი, ვიდრე ევროკავშირი შეიქმნებოდა,”- ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი  დიმიტრი ხუნდაძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. მისი თქმით, დემოკრატიული საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია იმდენი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რაც შეძლო დღევანდელმა სახელისუფლო გუნდმა „დღეს ევროკავშირის დაარსების დღეა და საქართველოსა და ევროპას შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო ჯერ კიდევ მანამდე იყო ევროპული ოჯახის წევრი, ვიდრე ევროკავშირი შეიქმნებოდა. ჩვენი ევროპასთან ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის, მჭიდრო თანამშრომლობა კი მე-19 საუკუნიდან იწყება. ამ პერიოდში საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა თავად ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაში. თითქმის…

მეტი...

კობა კობალაძემ მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფაშიზმზე გამარჯვების 78- ე წლისთავი მიულოცა

ფაშიზმზე გამარჯვების 78- ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფაშიზმზე გამარჯვების 78- ე წლისთავი მიულოცა. უახლესი მონაცემებით, დღეს, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 114 მონაწილეა დარჩენილი, რომელთა უმრავლესობის ასაკიც, საუკუნეს ითვლის, ან საუკუნეზე მეტია; მათგან ყველაზე უხუცესი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 104 წლის, ალექსანდრე ბუსკივაძეა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78- ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები,…

მეტი...

,,დღეს ჩვენი მტერი არა უკრაინის შეიარაღებული ძალები, არამედ რუსული ბიოროკრატიაა”- პრიგოჟინი

,,უკრაინის შეიარაღებული ძალები “ვაგნერის” ფლანგებს არღვევენ და უახლოეს პერიოდში კონტრშეტევაზე გადავლენ,”- ამის შესახებ  კერძო სამხედრო კომპანიის “ვაგნერის” დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა და “ვაგნერს” დაპირებული იარაღის მხოლოდ 10% გადასცა. ,,უკრაინის შეიარაღებული ძალები “ვაგნერის” ფლანგებს არღვევენ და უახლოეს პერიოდში კონტრშეტევაზე გადავლენ; დღეს ჩვენი მტერი არა უკრაინის შეიარაღებული ძალები, არამედ რუსული ბიოროკრატიაა; თუ ჩვენ ბახმუტიდან გავალთ, ფრონტი ჩამოიშლება და უკრაინელები მოსკოვამდე ჩავლენ,”- აცხადებს პრიგოჟინი.

მეტი...

,,თუ ამ ნაგავს აქ დაბრუნების საშუალება მიეცემა, მე წავალ” – სიმონიანი პუგაჩოვაზე

რამდენიმე დღის წინ ალა პუგაჩოვა მოსკოვში დაბრუნდა, რათა მეგობრის ვალენტინ იუდაშკინს დაკრძალვას დასწრებოდა. ცერემონიას ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვიც  ესწრებოდა. ბევრი რუსი აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ პესკოვმა მომღერალს ხელზე აკოცა და თქვა, რომ ძალიან გაუხარდა მისი ნახვა. ამას გამოხმაურა კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანიც ,,თუ ამ ნაგავს მიეცემა უფლება დაბრუნდეს და გააგრძელოს აქ ფარსის მოწყობა, რომელიც მან მრავალი წლის განმავლობაში დგამდა, მე წავალ. რა თქმა უნდა. ეს იქნება შეურაცხყოფა, რომელსაც ვერ ვიტან. ბევრს ვიცნობ, ვინც იგივეს გააკეთებს. “, – წერს სიმონიანი.

მეტი...

,,პუტინი უკრაინაში თუ წარმატებული იქნება, ეს იქ არ დასრულდება”- მარკ რუტე

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, პუტინი უკრაინაში თუ წარმატებული იქნება, ეს იქ არ დასრულდება. მისი თქმით, რუსეთთან ომში უკრაინის დაცვის აუცილებლობის საკითხს ბრაზილიის პრეზიდენტთან, ლუის ინასიო ლულა და სილვასთან შეხვედრისას განიხილავს, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი უკრაინელების შეიარაღების მიმართ. „ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ ბრძოლაში. პუტინი უკრაინაში თუ წარმატებული იქნება, და მე არ ვფიქრობ, რომ ის იქნება, ეს იქ არ დასრულდება. ხალხი წუხს საკუთარ უსაფრთხოებაზე, ამსტერდამში, ბერლინში, პარიზსა და ევროპაში“, – განაცხადა მარკ რუტემ.

მეტი...

,,ევროკავშირი არ უნდა შეშინდეს მოსკოვის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირებით”- ოლაფ შოლცი

ევროკავშირი არ უნდა შეშინდეს მოსკოვის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირებით და უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, ვიდრე უკრაინას დასჭირდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 200 კილომეტრში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს აწყობს თავის ჯარისკაცებს, ტანკებსა და რაკეტებს. ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ძალაუფლების ამგვარმა თამაშებმა! მოდით, ვიყოთ ურყევი უკრაინის მხარდაჭერაში – რამდენი ხანიც მას ეს დასჭირდება“, – განაცხადა შოლცმა.

მეტი...

,,ახალი წესის დამტკიცების შემდეგ,1.5-თვიანი პერიოდია საჭირო მოსამზადებლად, გამოცდების ჩასატარებლად, საფრენი აღჭურვილობის შესამოწმებლად”- ირაკლი კაპანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძემ,  „მედიაცენტრ მთავარში“ პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით ახალი წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბოლოოდ მიღებულ იქნა ის წესები, რომლებიც რამდენიმე საკითის მოწესრიგებას გულისხომობს. ,,საბოლოოდ მივიღეთ ის წესები, რომლებიც გულისხომბს შემდეგი საკითხების მოწესრიგებას – პილოტების კომპეტენცია და უნარ-ჩვევები, საფრენი აღწურვილობის ვარგისიანობა, იმ ადგილების შეფასება, საიდანაც ფრენები უნდა ხორციედებოდეს და ასევე,  საჰაერო სივრცეების აღიარება, პარაპლანით საფრენ საჰაეო სივრცეებად,”-  განაცხადა ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე თქმით, რთული იყო ისეთი კომპრომისის მოძებნა, რომელიც ამ ადამიანებს ფრენის საშუალებას არ შეუზღუდავდა. „საქართველოში არის 150 -ზე მეტი აქტიური პილოტი, რომლებიც სხვადასხვა ადგილას…

მეტი...

,,ევროპა არასოდეს იქნება უსაფრთხო, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს”- ოლექსი რეზნიკოვი

,,ევროპა არასოდეს იქნება უსაფრთხო, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს,”- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს. ,,ვულოცავ ყველა ევროპულ ერს ევროპის დღეს! მჭიდრო თანამშრომლობამ და ინტეგრაციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპის მშვიდობასა და კეთილდღეობაში. მაგრამ ევროპა არასოდეს იქნება უსაფრთხო, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს და არ გახდება ევროკავშირისა და NATO-ს სრულუფლებიანი წევრი,”- წერს რეზნიკოვი.

მეტი...

,,ბიბისის” გამოძიების გასაჯაროებამდე, კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ოლიგარქია და მთელ ოპოზიციას და ტელევიზიას ნაძარცვი ფულით აფინანსებს”- ღარიბაშვილი

“ბიბისის” გამოძიების გასაჯაროებამდე რამდენიმე კვირით ადრე კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ოლიგარქია და მთელ ოპოზიციას და ტელევიზიას ნაძარცვი ფულით აფინანსებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ საგამოძიებო სამსახურებთან და საბოლოო ჯამში ნათელი მოეფინება ყველაფერს. ,,ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან, რომ რაიმენაირად ეს დიდი სკანდალი, მსოფლიო დონის, მე ასე ვიტყოდი, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც იქნა გაშიფრული და “ბიბისის” მიერ იქნა გამოძიებული, მე ვგულისხმობ კეზერაშვილის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს, ე.წ. “ქოლცენტრების” სქემის აწყობას, რომლითაც მილიარდი დოლარი იქნა მოპარული. ჩვენ…

მეტი...

,,ყველანი აგებთ პასუხს დანაშაულზე, ამ საქმეს არ მოვეშვები, ეს არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი ბრალდება”- გიორგი ვაშაძე

„ტვ პირველის“ გადაცემაში მიხეილ არახამიას მეუღლე ადასტურებს, რომ მისი მეუღლე საქართველოში აღარ იმყოფება. ეს ადამიანი არის უმუშევარი და მან საქართველო დატოვა, რაც თავისთავად ქმნის ეჭვს, რომ ის ჯერ კიდევ რეგისტრაციამდე გაიყვანეს ქვეყნიდან და ამის შემდეგ ხდება ჩემს წინააღმდეგ ბრალდების შეთითხნა,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, არახამიას შერჩევა იმის გამო მოხდა, რომ ჩემი გვარი დავით არახამიასთან დაეკავშირებინათ და ბრალდება შეეთითხნათ. ,,მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, გაასაჯაროოს თუ როდის დატოვა მიხეილ არახამიამ საქართველო. მივმართავ იუსტიციის მინისტრს და სამინისტროებს, გაასაჯაროოს მტკიცებულება, რატომ მოხდა აღნიშნული კომპანიის ფაქტობრივად ყალბ მისამართზე რეგისტრაცია და რატომ მოხდა სარეგისტრაციო დოკუმენტებში…

მეტი...

ოზურგეთში, კაცმა სავარაუდოდ, მეზობლის გაუპატიურება სცადა

ოზურგეთის რაიონში 45 წლის კაცმა, სავარაუდოდ, მეზობლის, 34 ქალის გაუპატიურება სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ქალი საკუთარ სახლში შეიტყუა, თუმცა ქალმა თავის დაღწევა მოახერხა. სავარაუდო მოძალადე მიმალვაშია და მას პოლიცია ეძებს.

მეტი...

,,ჩვენ გვინდა მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური მომავალი”- პუტინი

,,გადაჭარბებული ამბიციები, ამპარტავნება და მიმღებლობა აუცილებლად გადაიქცევა ტრაგედიებად. სწორედ ეს არის იმ კატასტროფის მიზეზი, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის,”-  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებულ აღლუმზე განაცხადა. პუტინის თქმით, დღეს ცივილიზაცია კვლავ იმყოფება გადამწყვეტი გარდატეხის ზღვარზე. „როგორც პლანეტის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური მომავალი. მიგვაჩნია, რომ აღმატებულობის ნებისმიერი იდეოლოგია თავისი ბუნებით საზიზღარია, დანაშაულებრივი და მომაკვდინებელია. თუმცა, დასავლური გლობალისტური ელიტები კვლავ აცხადებენ თავიანთი ექსკლუზიურობის შესახებ, აპირისპირებენ ხალხს და ხლეჩენ საზოგადოებას, ახდენენ სისხლიანი კონფლიქტებისა და გადატრიალებების პროვოცირებებს, აღვივებენ სიძულვილს, რუსოფობიას და აგრესიულ ნაციონალიზმს, ანადგურებენ ოჯახურ, ტრადიციულ…

მეტი...

,,ჩვენ ქვეყანა გადავარჩინეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

ეს ნეოფაშისტები და ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ დღეს აქ მშვიდად გამოვიდოდით?! ქვეყანა აღარ გვექნებოდა, ქვეყანას მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით,  ”1%-იანი, ხელმოცარული, გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები, ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს ვერ მოაწყობენ.” ,,ზურა ჯაფარიძე, რომ ავიღოთ, ეს ადამიანი არის 1 %-იანი პარტიის ლიდერი. რამდენად დიდ უტოპიაშია ეს ადამიანი და როგორ წამლავს საზოგადოებას, ეგ ცალკე საკითხია, თავის ახალგაზრდებს და მის მიერ შემოკრებილ, თავისი იდეების, აზრების გამზიარებლებს. რა თქმა უნდა, შეიძლება მის ამ განცხადებებს ვუწოდო სისულელე და უბრალოდ არასერიოზული, ვინაიდან…

მეტი...

,,ნამდვილი ომი დაიწყო ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ”- პუტინი

,,ნამდვილი ომი დაიწყო ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, ჩვენ დავიცავთ დონბასის მაცხოვრებლებს, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას”, – ამის შესახებ  ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით,  ”დასავლური ელიტები თესავენ ნაციონალიზმს”. „დასავლური ელიტები კვლავ თამაშობენ ხალხზე, თესავენ ნაციონალიზმს, რათა უკარნახონ თავიანთი ნება, მათ დაავიწყდათ რა გამოიწვია ნაცისტების პრეტენზიებმა. მათი მიზანია მიაღწიონ ჩვენი ქვეყნის დაშლას და განადგურებას, გადალახონ მეორე მსოფლიო ომის შედეგები, საბოლოოდ დაარღვიონ გლობალური უსაფრთხოების სისტემა და საერთაშორისო სამართლის სისტემა და მოგუდონ განვითარების სუვერენული ცენტრი“, – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

,,გინდათ, რომ არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე მე კომენტარი გავაკეთო? – თავის თავს მიხედოს”- ირაკლი ღარიბაშვილი  

,,თქვენ გინდათ, რომ არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე მე კომენტარი გავაკეთო. მე არახამიას ნათქვამზე, რა თქმა უნდა, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ,”- ასე ეხმიანება  ასე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებებს. მისი თქმით, დავით არახამია პირდაპირ ჩართულია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ,,ერთი მინდა ვთქვა, მე უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დამანგრეველი ომის მალე დასრულებას. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენს  მიერ ნათქვამი ადამიანი  და ჩვენი ექსტრემისტული რადიკალური პოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდე, ომის შემდეგ და დღესაც. ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე…

მეტი...

,,ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია”- პრემიერი

თურმე მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში  თუ ამის გამო ვიღაცას  არ უნდა მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია, ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ მათთან თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამის თაობაზე იქნება მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში. „ამის თაობაზე ჩვენ გვექნება მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და ჩვენ პარტიასთან უკვე დავიწყეთ დიალოგი და კონსულტაციები პარტიის შიგნით. ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა: ზოგიერთმა დაპოსტა თუ გამოაქვეყნა განცხადება, რომ იმის გამო,…

მეტი...