ყველაფერი თქვენთვის, ვინც ჩინეთში წასვლაზე ოცნებობთ – ეკა გულუას ბლოგი პეკინიდან

პეკინში თითქმის ერთთვიანი მოგზაურობის პერიოდში იმდენი კითხვა და შტყობინება მომდის  ჩინეთში წასვლის მსურველებისაგან, გადავწყვიტე  ბლოგი დამეწერა და ამეხსნა აქ რა არის დადებითი და რა ნეგატიური. ჩემი ყოველდღიური რეპორტაჟების შემდეგ, რომელიც „მედიაცენტრ მთავარის“ (www.mcm.ge) გვერდზე რუბრიკაში – „ამბები ჩინეთიდან“ ქვეყნდება, საკმაო ბევრი ინფორმაცია გადმოგეცით, თუმცა, აქ ყველაფერი ისე ლამაზად და გაბრწყინებულად არ არის, როგორც სიუჟეტებშია.

  1. აქ ვიმყოფები ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთის ხელისუფლების მიწვევით. შესაბამისად, ვცხოვრობ პეკინის ცენტრში დიპლომატების დასახლებაში, საუკეთესო ადგილას და საუკეთესო პირობებით. მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ვართ თითო წარმომადგენელი, ყველას საკუთარი აპარტამენტი გვაქვს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ ყველა აქ ასე ცხოვრობს და ყველაფერი საუკეთესოა. ვიზიტის მიზანია, ქვეყნის მაქსიმალურად, პოზიტიურად გაცნობა. შესაბამისად, ის სიუჟეტები, რასაც მე ვამზადებ, გადაღებულია იქ, იმ საუკეთესო ადგილებში, სადღაც დავყავართ და რასაც გვაჩვენებენ. ანალოგიური ხდება საქართველოშიც, როცა უცხოელებს იწვევენ, ყველაფერს საუკეთესოს აჩვენებენ და ეს ბუნებრივია.  როგორც კი ცენტრს მოშორდები, ვითარება რადიკალურად განსხვავებულია (https://mcm.ge/199524/);
  2. სანახავი აქ მართლაც ბევრია. იმდენ რამეს ვნახულობ, ვიგებ და ვეცნობი, ტვინი ინფორმაციის გადამუშავებას ვერ ასწრებს.  განსაკუთრებით საინტერესოა უზარმაზარი  კულტურა და ისტორია – იმპერატორების სასახლე, ჩინეთის კედელი, დრამების სახლი; ზამთრის ოლიმპიური თამაშების სტადიონი; თანამედროვე ტექნოლოგიებს ინდუსტრია, თეატრი, ოპერა,  რომელი ერთი ჩამოვთვალო. ასევე, რასაც ყველა ჩემს სიუჟეტში ვამბობ, ტექნოლოგიურად მართლაც მარსზე არიან. შედარებაც კი არ შეიძლება აქაური ტექნოლოგიური განვითარების თუნდაც ამერიკასთან. თუნდაც ის, რა სიუჟეტებიც რობოტექნიკის კუთხით გაჩვენეთ. ყველგან, ყველა მიმართულებით რობოტები მართავენ ყველაფერს. ტელესტუდიები რომ აიღოთ, ისეთი ტექნოლოგიებია, სტუდიაში ხარ,  მარსზე, კოსმოსში თუ აფრიკაში, ვერ გაარჩევ. ნებისმიერ წერტილში შეგიძლია აღმოჩნდე. ამ მხრივ, განვითარება უდაოდ მაღალია.

აკრძალული ქალაქი და იმპერატორის სასახლე ჩინეთში

https://mcm.ge/198947/;

https://mcm.ge/198919/;

https://mcm.ge/198667/;

სტუდია და საინფორმაციო სააგენტო „მარსზე“ – „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან (ვიდეო)

  1. რაც შეეხება ჩემი ვიზიტების გრაფიკს – ყოველი კვირის ბოლოს მაძლევენ მომავალი კვირის გეგმას, როდის და სად მივდივარ რა უნდა ვნახო თუ სად უნდა ვიმუშაო. ძალიან რთულია აქ ინფორმაციის მოპოვება. აი, მაგალითად, გასულ კვირას ვიყავი ლანგიუანის ცენტრში. ვეუბნები მომეცით წინასწარ ინფორმაცია, რა არის ეს ლანგიუანის ცენტრი, რომ მოვემზადო და გადაღებისას რაღაც მქონდეს სათქმელი, სად ვარ და რა ხდება აქ, რომ მაყურებელს გავაცნო. წარმოუდგენელია რომ რამე გითხრან. განა იმიტომ, რომ იციან და არ გეუბნებიან, არა, თვითონაც არ იციან. ადგილზე როცა მიხვალ, გხვდება გიდი, რომელიც გიხსნის და გაწვდის ძირითად ინფორმაციას. ამიტომ, მე ასე ვემზადები – წინა საღამოს ჩავუჯდები ინტერნეტს, მოვიძიებ მაქსიმალურ ინფორმაციას და იქ, სადაც მივყავართ, მომზადებული მივდივარ რომ ვიდეომასალში, რომელსაც თქვენ გაწვდით, ახსნილი იყოს რა ხდება „აქ“. როცა ვიდეოს ვიღებ და თან ვსაუბრობ, გაოგნებულები მიყურებენ რას ვლაპარაკობ.

https://mcm.ge/199923/;

https://mcm.ge/199615/; https://mcm.ge/199306/?fbclid=IwAR29ubCagJbj8aqfig1cLtIdNNmIzjOAZdPR-5wdNn74eDPbGLl1E7dxOHg

  1. ბუნებრივია, აქ რომ ჩამოხვალ, სანახაობის გარდა, ყველაფერი გაინტერესებს. მაგალითად, როგორ მუშაობს ჯანდაცვა, ჯანდაცვის პირველადი რგოლი, განათლება, სოციალურ პაკეტი როგორია, ტრანსპორტი, კომუნალურები დ ა.შ. შესაბამისად, ვთხოვე ამ თემებზე ვინმესთან შეხვედრა. უფრო მეტიც, წინასწარ კითხვებიც მოვუმზადე და გავუგზავნე. საინტერესო ახსნა მივიღე – ეს ჩინეთია, ამ კითხვებს ვერავინ უპასუხებს-ო. ეს საკითხები მხოლოდ პირველ პირს ეკუთვნის და მასთან როცა შეხვედრა გექნებათ, გამოიყენეთ შანსი და პირდაპირ უთხარით რომ ინტერვიუ გინდათ-ო და უარს ვერ  გეტყვით-ო. დიახ, ასეა. უბრალოდ რომ იკითხო პენსია როგორ მუშაობს, სასკოლო საფეხურები როგორია, არავინ არაფერი იცის. ჩვენთან ნებისმიერმა ჟურნალისტმა კი არა, მოქალაქემ ისიც ეს საკითხები და რომც არ იცოდეს, ერთი ზარით შესაძლებელია ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი პასუხის მიღება; გარდა ამისა, აქ ოფიციალურ შეხვედრებზე გადაღება აკრძალულია, ჩანაწერის გაკეთება და გამოქვეყენებაც აკრალულია. უფრო მეტიც, ოფიციალურ შეხვედრაზე, სადაც მხოლოდ ერთი კითხვის დასმის უფლება მოგვცეს, გაგვაფრთხილეს, რომ ეს კითხვა-პასუხიც არ უნდა გამოქვეყნებულიყო. არადა, მე როგორ ვემორჩილები ამ წესებს, კარგად ჩანს მომზადებული რეპორტაჟებიდან.
  2. რაც შეეხება დემოკრატიასდემოკრატიის ფასი რომ გაიგო, ჯერ საქართველოში უნდა იცხოვრო და მერე აქ ჩამოხვიდე. რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, რომელ თავისუფალ სიტყვაზე და რომელ თავისუფალ მედიაზე. ამიტომ, ნამდვილად უნდა დავაფასოთ ის, რაც გვაქვს; ქუჩები და ინფრასტრუქტურა – სულ ტყუილად ვაგინებთ კალაძეს. ოდნავი წვიმაც კი საკმარისია, რომ პეკინის ქუჩები იტბორება და კოჭებამდე წყალში უნდა გაცურო. ვსაუბრობ პეკინის ცენტრზე, „რუსთაველის გამზირზე“ და არა პერიფერიაზე. რაც შეეხება ტრანსპორტს, მეტროს, ავტობუსს, ამ მხრივაც ნამდვილად ასტრალში არიან გასულები.   https://mcm.ge/199237/;   https://mcm.ge/198679/
  3.  კვება –  პირადად აქ ვერაფერს ვჭამ. ისეთ სანელებლებს იყენებენ და ისეთი სუნი დგას ნებისმიერ საკვებ ობიექტთან, ახსნა რომ შემეძლოს აგიხსნიდით. გარდა ამისა, აქაური წყალი არ ისმევა. წყალს ვყიდულობ კერძის მოსამზადებლადაც კი. იმ ნაყიდ წყალსაც იმიტომ ვსვამ, რომ სხვა გამოსავალი არ არის. ყავა წამოვიღე თბილისიდან, მითხრეს რომ თურქული ყავა აქ არ იყიდება. ყავას ვსვამ თუ სხვა რამეს, ვერ ვიგებ, იმდენად ცვლის აქაური წყალი გემოს. რაც შეეხება პროდუქტებს, მარკეტებში მხოლოდ იმას ვყიდულობ, რასაც ვიზუალურად ვცნობ. აქ ყველაფერს მხოლოდ ჩინური წარწერები აქვს. დაახლოებით ერთი კვირა დამჭირდა გამერკვია, რომელია ძროხის რძე, რომ სირაქლენას რძე არ მეყიდა ან რამე უცნაური ცხოველის თუ ფრინველის კვერცხი, იმდენი ნაირსახეობაა.   და, კიდევ ერთი – მარკეტში რაღაც ვიყიდე და სალაროსტან ჩამომართვეს. მიზეზი – ვადაგასულია და მისი მოხმარება არ შეიძლება-ო.

https://mcm.ge/198814/;  https://mcm.ge/198104/.

  1. კომუნიკაცია – გამორიცხულია ქუჩაში, მაღაზიაში ან სადმე კონუმიკაცია დაგჭირდეს და რუსულად ან ინგლისურად მოსაუბრე ადამიანი იპოვო. ახალგაზრდებმაც კი, ჩინურის იქით სხვა ენა არ იციან.  ინგლისურ და რუსულენოვანი მოსაუბრეები მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებზე მხვდებიან https://mcm.ge/199981/;
  2. ახალგაზრდებს აქ 2 სახელი აქვთ – ჩინური და რუსული. მაგალითად, „ჩაის სახლში“ გავიცანი ერთ-ერთი ახალგაზრდა, სადაც ჩაის ვყიდულობ და მასზე 2 რეპორტაჟიც მოვამზადე და მას ქვია ილია. ვუთხარი რომ ილია რუსული სახელი არ არის და ეს ქართული სახელია, რომ ჩვენი პატრიარქის სახელია, ილია ჭავჭავაძეც ვუთხარი. მოკლედ, ჩინურთან ერთად ახალგაზრდებს აქვთ რუსული სახელები; ჩვენს თარჯიმნებსაც 2 სახელი აქვთ – ჩინური და რუსული.
  3.  ცენტრს მიღმა – ცენტრს მიღმა შემორჩენილია „ხრუშოვკის ტიპის“ დასახლებები, სადაც სველი წერტილიც კი არ აქვთ და ეზოში, საერთო სველი წერტილით სარგებლობენ;
  4.  ქუჩაშიაქაც ქაოსია. ყველა მხრიდნ მართლაც რომ ყველაფერი მოდის. ავტობუსი, მანქანა, ველოსიპედი, მოპედი, მოტოცილკეტი, სკუტერი – ვინ საიდან შემოგასკდება ვერ გაიგებ. არანაირი წესრიგი, ყველა მოსწრებაზეა. სულ არ აინტერესებთ ქვეითი რომ ხარ, ვინც დაასწრებს, ესაა მთავარი. ავტობუსის ზოლზე ყველა და ყველაფერი თანაბრად დადის.  ქართველო მძღოლებს აქ ნამდვილად გული გაუსკდებოდათ https://mcm.ge/199585/;
  5.  სავაჭრო ცენტრი – ეს არის „თბილის მოლის“ მსგავსი შენობა, თუმცა, ახლოს ვერ მივა „თბილის მოლთან“ სილამაზით, სისუფთავით და მოწესრიგებულობით. მართალია პეკინის ცენტრში მდებარეობს, თუმცა წარმოიდგინეთ ისეთივეა, როგორ გადახურული ლილოს ბაზრობა. მიდიხარ დერეფანში, აქეთ-იქით მაღაზიები სადაც ჩამოფარებულია ფარდა, გადაწევ ფარდას, შედიხარ შიგნით და არჩევ რაც გინდა. აქ იყიდება ყველაფერი, აქვეა „სალონი,“ თუ ამას სალონი ქვია. კვების ბლოკი და ყველაფერი. მთელ შენობაში კერძების სუნი დგას. მე ყველგან პირბადით დავდივარ, მაღაზიაში შეიძლება არავინ დაგხვდეს, ხელში არავინ გიყურებს. აქ არ მოგატყუებენ და არ მოგპარავენ. მეტროშიც შეგიძლია თავისუფლად იარო და ქუჩაშიც, ჩანთას არავინ გაგაიხსნის. ასეა მაღაზიაშიც. ხარ მარტო, არავინ წარმოიდგენს იმას, რომ შეიძლება რამე აიღო და წაიღო. თუ სადმე რამე დაგრჩება, ისევ იქ დაგხვდბა, ან შეგინახავენ.
  6.   ვაჭრობა და ფასები – ჩინელებს ნამდვილად უყვართ ვაჭრობა. დაგიფასებენ 200 იუენს, შეგიძლია ჩამოიყვანო 100 იუენამდე, ვისაც ეს შეუძლია. მე პირადად, ეს არ შემიძლია, ამიტომ, სომეხი დამყვება ხოლმე. ვაჭრობა აქ ჩვეულებრივი ამბავია. იმის ნახევარ ფასად შეგიძლია იყიდო, რასაც აფასებენ. რაც შეეხება ამ სავაჭრო ცენტრს – „იაბალუ“, უზარმაზარ ცენტრში შეიძლება მხოლოდ 10 მყიდველს წააწყდე. ცენტრებში არავინ დადის, ყველა გადასულია ინტერნეტ ყიდვა-გაყიდვაზე. ამიტომ, ეს უზარმაზარი სავაჭრო ცენტრიც  იხურება;
  7.  ხალხიძალიან კეთილები არიან. რამე რომ სთხოვო ან კითხო, თუ მუნჯურად გააგებინებ რაც გინდა, თან გადაგყვებიან.  გამოგყვებიან, მიგასწავლიან. თუ ერთ რამეს იყიდი, მეორეს გაჩუქებენ;
  8. სოციალური ქსელები და კავშირი – ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე ინტერნეტ კავშირებში. მოკლედ, აქ სოციალური ქსელები, ფეისბუქი, ვაიბერი, ვოთსაფი, ელექტრონული ფორსტა და ა.შ. არ მუშაობს. ერთადერთი რაც მუშაობს, არის „ვეჩათი“ – აქაური ვოთსაპი.  თუ სხვა ქსელების გამოყენება გინდა, უნდა იყიდო სპეციალური პროგრამა „ვი-პი-ენ“-ი, რომელიც სხვადასხვა ვადიანია და ამ პროგრამის საშუალებით შეგიძლია სხვა ქსელებთან დაკავშირება. თუმცა, ინტერნეტი „ვეჩათთან“ ერთად არ მუშაობს. მოკლედ, აქას „ქაოსია“ და ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე რა როგორ და როდის მუშაობს;
  9.  ჯერ ერთი თვეც არ არის რაც პეკინში ვიმყოფები და შევეცადე, მაქსიმალურად მეთქვა სათქმელი. ბევრი რამ გამომრჩა კიდეც. ამ ეტაპისთვის, სულ ეს არის ჩემი თვალით დანახული პეკინი. მომავალი კვირიდან სხვა ქალაქებშიც მივფრინავ და დანარჩენს მერე გაგიზიარებთ. ნოემბერში კი შანხაი მელოდება და როგორც მეუბნებიან, პეკინი შანხაისთან შედარეით არაფერია. ერთი სიტყვით, სამოგზაუროდ ჩინეთი მართლაც საოცრებაა, საცხოვრებლად კი გული ნუ დაგწყდებათ. ვისაც ტექნოლოგიური განვითარება აინტერესებს, მათთვის კი მისწრებაა აქ ჩამოსვლა.

ეკა გულუა პეკინიდან                                        

მსგავსი თემები