კრემლში მიღება იმართება. 9 მაისთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინი რამდენიმე მეგობარი ქვეყნის ლიდერს ელოდება. მართალია, უსაფრთხოების გამო მოსკოვმა დიდი ღონისძიებები გააუქმა, თუმცა, ხვალ, 9 მაისს მცირე მასშტაბით აღნიშნავენ. ოკუპანტი ქვეყნის სტუმრები არიან ალექსანდრე ლუკაშენკო, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის და სომხეთის ლიდერები. ისინი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩადიან და გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
მეტი...დღე: მაისი 8, 2023
კობა კობალაძემ და ანდრი კასიანოვმა საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ანდრი კასიანოვთან და უკრაინის სამხედრო ატაშესთან, გენერალ-მაიორ სერგეი კრავჩუკთან ერთად, ლისის ტბაზე, საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკში, საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. “დღეს, ჩვენი აქ ყოფნა კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვინც თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავს აგრესორისგან, მტრისგან. ჩვენთვის ეს არ არის უცხო. რაც დამოუკიდებელია ეს ქვეყანა, იმ პერიოდიდან სულ ბრძოლაში, სისხლისღვრაში ვართ. გმირების რაოდენობა კი, ღვთის ნებით,…
მეტი...‘’არემჯი გოლდის’’ საჩუქარი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს
მიმდინარე წლის 8 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ შპს. ‘’არემჯი გოლდის’’ დირექტორს, ჯონი შუბითიძესა და კომერციულ დირექტორს, კახაბერ მჭედლიშვილს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი ‘’არემჯი გოლდის’’ მიერ სამსახურისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების სამონტაჟო და ფოტო აპარატურის გადმოცემა გახლდათ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს. ‘’არემჯი გოლდს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 16 იანვარს გაფორმდა და მისი მიზანია ურთიერთთანამშრომლობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ…
მეტი...მეზობელი ვალერი გელაშვილს იმის გამო უჩივის, რომ საკუთარ ეზოში სასაფლაო გააკეთა და წინაპრები გადაასვენა
ყოფილ დეპუტატს და ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს მეზობელი სასამართლოში უჩივის. დავა ამ დრომდე ვერ მოგვარდა. სადაო საგანი საკმაოდ უცნაურია – ვალერი გელაშვილმა საკუთარ ეზოში სასაფლაო მოაწყო, მშობლები და წინაპრები გადაასვენა და ეზოში ე.წ. საგვარეულო აკლდამა გახსნა. მოდავე ნინო ნოზაძე ამტკიცებს, რომ მეზობლად სასაფლაოს გახსნის გამო, მის შვილს პრობლემები შეექმნა. „ეს საფლავები ჩემი შვილის ოთახიდან ჩანს. მან ეზოში გადაასვენა დედა, მამა, ბებია, პაპა და ხელის გულზე ჩანს ეს სასაფლაო. ბავშვს შიში აქვს. რიტუალებსაც ატარებენ საფლავთან. დამკვრელები მოიყვანეს დოლ-გარმონით, ეს შემზარავი სანახავი იყო. წარმოუდგენელია, ფანჯრიდან საფლავებს უყურებდე“ – აცხადებს მეზობელი. მისივე თქმით, გელაშვილის…
მეტი...„პრობლემაა პოსტკოვიდური გართულება, რომელიც ძირითადად ბავშვებში ვითარდება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, პოსტკოვიდური გართულება პრობლემად რჩება და ის ძირითადად ბავშვებში ვითარდება. როგორც პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, დღესაც, ამ გართულებით კლინიკაში 2 ბავშვი მკურნალობს. „მართალია, კორონავირუსის ის მუტაცია, რომელიც ახლა გვხვდება არ იწვევს მაღა ჰოსპიტალიზაციას, თუმცა, პრობლემაა პოსტ კორონავირუსული გართულება, ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ძირითადად ბავშვებში ვითარდება. ეს არის კორონავირუსის დასრულების, გადატანის შემდეგ 4-6 კვირის შემდეგ განვითარებული მძიმე მდგომარეობა, როდესაც ბავშვს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მართვაში სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობა, და ძვირადღირებული მკურნალობა. ეს შემთხვევები მუდმივად გვაქვს, ახლაც, კლინიკაში გვიწევს 2 ბავშვი, ამ…
მეტი...„ახალი მუტაციის გაჩენის რისკი არსებობს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“
„საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი მინიმალური რაოდენობითაა. თუ ნოემბრიდან მისი წილი 25-30% იყო, ახლა სულ 5%-ია ვირუსულ პეიზაჟში მაშინ, როდესაც, ისეთი ვირუსი, როგორიცაა რინოვირუსი, 41%-ია, ადენოვირუსი 21%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები ფიქსირდება, მაგრამ, მინიმალური რაოდენობით“ – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში.“ როგორც პროფესორმა აღნიშნა, თითქმის 2 წელია, ქვეყანაში ახალი მუტაცია არ გამოჩენილა. „ჯანმო განმარტავს, რომ მომდევნო პერიოდში ახალი მუტაციის გაჩენის რისკი არსებობს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო მუტაცია, რომელმაც მსოფლიოში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა 2021 წლის 26 ნოემბერს ჯანმოს…
მეტი...სამეგრელოში გოგონა სავარაუდოდ, მამამ გააუპატიურა
სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელი გოგონა სავარაუდოდ, მამამ გააუპატიურა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილობრივები პირად საუბარში აცხადებენ, რომ სავარაუდო მოძალადეს ფსიქიქიკური პრობლემები ჰქონდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მეტი...მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 1.7%-ით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 14.8%-იანი ზრდით, რამაც 2.55 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 6.6%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.8%-იანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 2.69 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
მეტი...,,სჯობს, გადახედოს, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება პირადად მასზე“- გია ვოლსკი არახამიაზე
,,სჯობს, არახამიამ გადახედოს, რას ფიქრობს საზოგადოება მასსა და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე, რომლებიც ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავენ,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, არახამია ”მავნებელია თავის გამონათქვამებშიც და საქციელშიც“ „დააკვირდით ერთ ასპექტს, მან თავი დაანება ომში ჩართვის თემაზე საუბარს. მიხვდა, რომ ეს საზოგადოებაში არა თუ არაპოპულარულია, არამედ ამ ყველაფერს უსამშობლო ადამიანების მიერ გამოხატული ემოცია დაერქვა. სჯობს, გადახედოს, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება პირადად მასზე და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე, რომლებიც სულ მცირე, ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავენ. უნდა იცოდეს, რომ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას მთელი საქართველო, მიუხედავად პოლიტიკური…
მეტი...ევროკომისიის პრეზიდენტი 9 მაისს უკრაინას ეწვევა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. „პრეზიდენტი ხვალ იქნება კიევში, სადაც შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და დაადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას. ეს ვიზიტი გაიმართება ევროპის დღეს და ამ კონტექსტში, ჩვენ გულწრფელად მივესალმებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ 9 მაისი იქნება ახლა. ასევე აღინიშნება ევროპის დღე უკრაინაში“, – განაცხადა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა. ცნობისთცის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღე ყოველწლიურად აღინიშნება.
მეტი...,,კორონავირუსი გადავიდა ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში”- ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”
,,კორონავირუსი გადავიდა ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში, ანუ ქვეყნებმა უნდა მართონ, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი,”- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე კორონავირუსის ზემოქმედება იმავე დონეზეა, როგორზეც გრიპისა და სხვა ტიპის ვირუსების შემთხვევაში. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულება გამოაცხადა. ეს ფორმულირება არ არის იდენტური პანდემიის დასრულებისა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, კორონავირუსი გადავიდა ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში. ანუ ქვეყნებმა უნდა მართონ, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი, ისევე როგორც იმართება გრიპი, ადენოვირუსი და ასე შემდეგ. რა თქმა…
მეტი...მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. მათ შორის, დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს. აღინიშნა, რომ მოცემული სფერო, უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე, პარაპლანით ფრენების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობაა, დროებითი წესის საფუძველზე. წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“. პროექტი განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და…
მეტი...,,არახამია თუ ბრძანებს, რომ უნდოდა ჩამოსვლა და გადაიფიქრა, რადგან უცხო ქვეყნის სახელმწიფომ ასე ურჩია, ამ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაუსვით შეკითხვა”- წულუკიანი
საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც საქართველოში ჩამოსვლა უნდოდა და ამერიკელებმა თავის შეკავება სთხოვეს. ,,არახამია თუ ბრძანებს, რომ მას უნდოდა ჩამოსვლა და არ ჩამოვიდა, გადაიფიქრა, გადაწყვეტილება შეცვალა იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის სახელმწიფომ მას ასე ურჩია, გთხოვთ, რომ ამ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაუსვათ შეკითხვა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა. ,,დარწმუნებული ვარ, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში”- დავით არახამია
მეტი...,,უკრაინელი ხალხი იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას, ვიდრე არიან რუსეთში დაბადებული არახამიები”- ირაკლი ზარქუა
,,ბატონმა არახამიამ, რომელიც ქართველებს გველაპარაკება რუსულ ენაზე, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ წარსულს, საკუთარ მშობლებს, გვარი გადაიკეთა. არახამია იყო და ახლა ბრაუნია,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ დავით არახამიასთან დაკავშირებით განაცხადა. ზარქუას თქმით, ”უკრაინელი ხალხი იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას, ვიდრე არიან რუსეთში დაბადებული არახამიებს”. ,,ვინ ეკითხება არახამიას ჩვენი სასამართლოს თემას, კანდიდატის სტატუსის მიღებას ან აქ ვინ იქნება ხელისუფლებაში. ეს მე მგონია, რომ დიახ, უკრაინელი ხალხი იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას, ვიდრე არიან რუსეთში დაბადებული არახამიები, კიდე დანილოვები, რომლებიც მოუწოდებდნენ, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა აქ, ბავშვების და დედების ხოცვაში შევხიდებოდით ჩვენი საერთო…
მეტი...ალიკაპის ან საბელის გარეშე შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნებისთვის დაწესებული ჯარიმა იზრდება
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტის თანახმად, პარკებში ან ღია სივრცეებში შინაური ბინადარი ცხოველების ალიკაპის ან საბელის გარეშე გასეირნებისთვის დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრთა ინიციატივით მომზადდა. „პარლამენტში მუშავდება ახალი კანონპროექტი, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვის საკითხებს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება, პარლამენტის წევრთა ინიციატივით კანონპროექტი მომზადდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შევა. საკითხი ეხება შინაური ცხოველების პარკში და ღია სივრცეში სეირნობას. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა ძაღლების სეირნობა…
მეტი...,,ახალი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება არ მოგვცეს”- ხატია დეკანოიძე
ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მას და რომან გოცირიძეს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის არსებობის შეეშინდა. ,,როგორც საპროცედურო კომიტეტმა სრულიად კანონის საწინააღმდეგოს განმარტა, მე და ბატონ რომანს, ამ შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება არ მოგვცეს, რაც იმას გულისხმობს, რომ რა თქმა უნდა, მათ შეეშინდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის საქართველოს პარლამენტში და გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ პოლიტიკური ჯგუფი ითვალისწინებს დამატებით ბერკეტებს, დამატებითი დროის გამოყენებას ოპოზიციის მიერ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მეტი...,,აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინული სიმბოლიკის შებღალვის ფაქტი”- ანდრეი კასიანოვი
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. მისი განცხადებით, აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინული სიმბოლიკის შებღალვის ფაქტი. ,,აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვის ფაქტი. უკვე ვაცნობეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩვენ ვეცდებით, რომ დამნაშავე აუცილებლად მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ოფიციალური რეაქცია ამ ყველაფერზე აუცილებლად იქნება” – აცხადებს ანდრეი კასიანოვი. ვაკის პარკში, უკრაინის დროშა 7 მაისს ჩამოხიეს. გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც დროშა ჩამოხსნა, “ალტ-ინფოსთან” არის დაკავშირებული.
მეტი...,,ჩვეულებრივი ერთი რიგითი რუსი”- ზარქუა არახამიაზე
,,ეს არის ჩვეულებრივი ერთი რიგითი რუსი – უკრაინული სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიაზე საუბრისას განაცხადა. ,,ეს არის ჩვეულებრივი ერთი რიგითი რუსი, გეუბნებით პირდაპირ, რომელიც დაბადებულია სოჭი, რუსეთში, იქ არის გაზრდილი და დარწმუნებული ვარ ახლა არის უკრაინის მთავრობაში უკრაინის მთავრობაში, უკრაინული სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს. ეს არის ჩემი შთაბეჭდილება ამ ადამიანზე, ეს ხელმოცარული და უსამშობლო ადამიანი ვინმეს თუ ჰგონია, რომ ქართველებზეა გადამკვდარი ან საქართველოს ინტერესებს იცავს, ტყუილია ბატონებო, ეს არის მორიგი, ეტყობა დაფინანსებული, მორიგი მცდელობა,…
მეტი...,,არახამია წარმოშობით ამ ქვეყნის შვილია და უფლება აქვს, რაღაცას პოლიტიკურად გულშემატკივრობდეს”- იაგო ხვიჩია
„არახამია წარმოშობით ამ ქვეყნის შვილია და მას აქვს უფლება, ამ ქვეყანაში რაღაცას პოლიტიკურად გულშემატკივრობდეს,”- ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას. მისი თქმით, ვერავის აუკრძალავ ხელისუფლების ცვლილებასთან მიმართებით ოპტიმისტური წარმოდგენები ჰქონდეს. „არახამია წარმოშობით ამ ქვეყნის შვილია და მას აქვს უფლება, ამ ქვეყანაში რაღაცას პოლიტიკურად გულშემატკივრობდეს. ნაკლებად მჯერა, რომ თუ ხელს არ გავანძრევთ, რამე მოხდება, მაგრამ ზოგადად, წარმოდგენა, რომ ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, ოპტიმისტურია და ვერავის აუკრძალავ, ოპტიმისტური წარმოდგენები ჰქონდეს. ეს თავისით არ მოხდება, ამ ნაწილში მაქვს უფრო კითხვები. მინდა, მჯეროდეს, მაგრამ ეს არ…
მეტი...ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება
ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრულ შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. ცვლილებების მიხდევით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი იქნება. კანონპროექტით კონკრეტდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამისი კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და…
მეტი...,,არახამია არ არის ის ფიგურა, რომელიც წარმოადგენს რაიმე წონას საქართველოს საზოგადოებაში”- გურამ მაჭარაშვილი
”ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ”არახამია არ არის ის ფიგურა, რომელიც წარმოადგენს რაიმე წონას საქართველოს საზოგადოებაში”. მისი თქმით, არახამიამ უნდა მიხედოს იმ ქვეყანას, რომელიც საომარ მდგომარეობაშია. ,,არახამია არ არის ის ფიგურა, რომელიც წარმოადგენს რაიმე წონას საქართველოს საზოგადოებაში, მაგრამ რადგან კითხვები არსებობს, პასუხი იქნება ის, რომ მან უნდა მიხედოს იმ ქვეყანას, რომელიც სამწუხაროდ არის საომარ მდგომარეობაში. როდესაც მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელი პოულობს დროს ასეთი საკითხებისთვის, რომ სხვა ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და ა.შ. მაშინ, როცა სამწუხაროდ, საკუთარ ქვეყანაში აქვს ასეთი მასშტაბური ომი, ეს უკვე…
მეტი...ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ხსოვნის ღონისძიებას დაესწრნენ
მიმდინარე წლის 7 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან ერთად, დაესწრნენ ავსტრიის რესპუბლიკაში, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ქართულმა დელეგაციამ ყვავილებით შეამკო მაუთჰაუზენსა და მის ახლომდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალური დაფა, რომელიც 2018 წელს, ავსტრიის რესპუბლიკაში, ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივით გაიხსნა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები და მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა შთამომავლები.
მეტი...,,დამიბრუნდა ჩემი შვილის მაჯის საათი სისხლიანი ლაქებით – ვითხოვ პასუხს ვინ და რატომ მომიკლა შვილი”- ნიკო კვარაცხელიას დედა
,,დამიბრუნდა ჩემი შვილის მაჯის საათი სისხლიანი ლაქებით,”- ამის შესახებ ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელ ფეისბუში წერს. მისი თქმით, საკმარისი დრო გავიდა მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ,,მეგობრებო, უბრალოდ სრულიად უცხო ადამიანებო, ჩემი ტრაგედიის გამზიარებლებო, დამიბრუნდა ჩემი შვილის მაჯის საათი სისხლიანი ლაქებით( ჩემს ემოციებზე რა მოგიყვეთ) ამას რომ შემიცოდოთ იმისთვის არ ვწერ, მოგმართავთ იმისთვის რომ ერთად შევიცოდოთ ჩვენი შვილები, ევროპის ნაწილი კი არა მალე რუკაზე არ დავრჩებით როგორც ქვეყანა, ყველამ იცის რომ მე არანაირი პოლიტიკური მხარე არ ვარ, საკმარისად დაზარალდა ჩემი ოჯახი ყველა დროში, მაგრამ ეხლა შვილის ფაშისტურ დახვრეტაზეა საუბარი,…
მეტი...ძაღლის გასეირნებისას მეპატრონე ვალდებულია, დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული წესები
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ძაღლების გასეირნებასთან დაკავშირებული საინფორმაციო დაფები ამჯერად იუნკერების, აზეულას, მაჩაბლის, სულხან-საბას ქუჩებზე მდებარე ბაღებსა და სკვერებში, ასევე, კოჯრის გზატკეცილზე განათავსა. ამის პარალელურად, სააგენტოს ეკიპაჟები აღნიშნულ მისამართებზე მეპატრონეების მიერ გასეირნებასთან დაკავშირებული წესების დაცვას და რეგისტრაციის ვალდებულების შესრულებას ინტენსიურ რეჟიმში ამოწმებენ. სააგენტოს თანამშრომლები ცხოველების მეპატრონეებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გასეირნების წესების დარღვევებისა და გარემოს დაბინძურების პრევენცია, ცხოველების რეგისტრაციის წახალისება. ,,07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება, ნებადართულია, მხოლოდ მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით. ხოლო, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე…
მეტი...სტამბოლის მერს აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს
თურქეთში არჩევნების წინ, აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს. იმამოღლუ მთავარი ოპოზიციური, „რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან“ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატია. ექრემ იმამოღლუ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თავის გუნდთან ერთად, ქალაქ ერზრუმში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსის სახურავზე ასული სიტყვით გამოდიოდა. პარალელურად მას და მის მხარდამჭერებს ხალხმა ქვების სროლა დაუწყო. ინციდენტის შემდეგ მერმა გამოსვლა შეწყვიტა, ტერიტორია დატოვა. მისი თქმით,ერზრუმის გუბერნატორისა და პოლიციის უფროსის წინააღმდეგ ძალადობის დაშვების გამო, საჩივარს შეიტანს. მისივე თქმით, ინციდენტის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.
მეტი...,,ხანგრძლივ პერსპექტივაში პრეპარატის შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის”- ივანე ჩხაიძე აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატზე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ხანგრძლივ პერსპექტივაში აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ივანე ჩხაიძემ ისაუბრა, თურა რისკები ახლავს აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდს“. „მხოლოდ საქართველოს მთავრობის განცხადება არ არის, ყველგან ერთი და იგივე აზრია, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში პრეპარატის შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. შეგიძლიათ, ნებისმიერ პუბლიკაციაში წაიკითხოთ, რომ უფრო ხანგრძლივი კვლევებია საჭირო, რათა ვიცოდეთ, რა გავლენა აქვს საბოლოო სიმაღლეზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჯერჯერობით პასუხგაუცემელია კითხვა, ერთი წლის განმავლობაში 1,57 სანტიმეტრით ზრდა რამდენად შენარჩუნდება შემდეგი წლების განმავლობაში და რა იქნება საბოლოო…
მეტი...აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის პროტოკოლი სავარაუდოდ, ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის პროტოკოლი სავარაუდოდ ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად. როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, სამუშაო ჯგუფი პროტოკოლის დასრულების ეტაპზეა. „სამუშაო ჯგუფი პროტოკოლის დასრულების ეტაპზეა. როგორც იყო განცხადება გაკეთებული, ეროვნული პროტოკოლი სავარაუდოდ ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად. ეს არის, ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გადადგმული მედიკამენტის შემოტანის წინ. ამ მედიკამენტის დანერგვას სჭირდება მომზადება. მომზადებაში იგულისხმება როგორც ტექნიკური მხარე, ასევე კრიტერიუმები, ვის უნდა დაენიშნოს პრეპარატი. ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე, მუშაობს კრიტერიუმებზე, იმ პაციენტების შერჩევაზე, რომლებისთვისაც პრეპარატი მაქსიმალურად ეფექტური და უსაფრთხო…
მეტი...,,არჩევნების შემდეგ ეს პრორუსული ძალა აღარ იქნება საქართველოში, როგორც კომუნისტური პარტია აღიგავა პირისაგან მიწისა, ასე გაქრება”- გორგი ვაშაძე
,,მეც დარწმუნებული ვარ, 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეს პრორუსული ძალა აღარ იქნება საქართველოში, როგორც კომუნისტური პარტია აღიგავა პირისაგან მიწისა, ასე გაქრება,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძემ კომენტარი გააკეთა დავით არახამიას განცხადებაზე , სადაც არახამია აცხადებს, რომ „დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში“ „მეც დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ეს მავნებელი, პრორუსული ძალა აღარ იქნება საქართველოში და როგორც კომუნისტური პარტია, რომელიც იყო რუსული ინტერესების გამტარებელი, აღიგავა პირისაგან მიწისა, ასე გაქრება ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაფერი ღირებულებები არ აქვს საქართველოსთან და საქართველოს ევროატლანტიკურ…
მეტი...ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფები პატრონიანი შინაური ცხოველების მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფები პატრონიანი შინაური ცხოველების მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ. ამჟამად სააგენტოს ეკიპაჟები მეპატრონეების მიერ ცხოველების გასეირნებასთან დაკავშირებული წესების დაცვას და რეგისტრაციის ვალდებულების შესრულებას დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე პარკში, მათ შორის, მზიურის ბაღში ამოწმებენ. ,,სააგენტოს თანამშრომლები ცხოველების მეპატრონეებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან და შესაბამის საინფორმაციო ფლაერებს გადასცემენ. აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გასეირნების წესების დარღვევებისა და გარემოს დაბინძურების პრევენცია, ცხოველების რეგისტრაციის წახალისება. 07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება, ნებადართულია, მხოლოდ მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით. ხოლო, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში…
მეტი...საქართველოში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა
2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1241 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 928-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა. დოკუმენტის თანახმად, შსს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, იანვარ-მარტში, ყველაზე მეტი 754 მამაკაცი 25-44 ასაკობრივი კატეგორიიდან შეამოწმა, საიდანაც 574-ს ნარკოლოგიური თრობა დაუდასტურდა. შემოწმებულ პირებიდან არასრულწლოვანი არცერთი არ ყოფილა, ხოლო 32 ქალია. 32 ქალიდან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დადებითი ნარკოლოგიური შედეგი 13-ის შემთხვევაში იყო. შსს-ისს საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე ყველაზე მეტი ადამიანი თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში შეამოწმა. წყარო –…
მეტი...,,დავით არახამიას დედმამიშვილები არ ჰყავს, მას არ აქვს კავშირი „ქოლ ცენტრებთან” – ხატია დეკანოიძე
,,დავით არახამიას დედმამიშვილები არ ჰყავს, მას არ აქვს კავშირი „ქოლ ცენტრებთან”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. „დავით არახამიას არავითარი კავშირი არ აქვს ამ ადამიანთან, ჩემთვის ცნობილია, რომ მას დედმამიშვილები არ ჰყავს. მას არ აქვს კავშირი არც ამ ადამიანთან და არც “ქოლ-ცენტრებთან”. ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროპაგანდაა, მე ვერ ჩავყვები მის ანატომიას, ჩემი პოზიცია იცით: გამოვიძიოთ, შევქმნათ “ქოლ ცენტრების” საგამოძიებო კომისია, დადგინდეს ყველა ვისაც აქვს ან არ აქვს კავშირი,”- განაცხადა დეკანოიძემ. ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში, რამდენიმე დღის წინ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. მედიაში…
მეტი...ავტოსაგზაო შემთხვევა ხონი-ქუთაისის გზაზე – არის მსხვერპლი
ავტოსაგზაო შემთხვევა ხონი-ქუთაისის გზაზე – ერთმანეთს მიკროავტობუსი და მანქანა შეეჯახა. ავარიის კადრებს „მეგაTV“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, მიკროავტობუსს დაეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა შემთხვევა გუშინ, 7 მაისს, მოხდა.
მეტი...,,საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან, სპეცოპერცია თავიდან ბოლომდე სპეცსამსახურებმა და სუს-მა დაგეგმეს”- გიორგი ვაშაძე
„ქოლცენტრების საკითხზე რუსული რეჟიმის პროპაგანდისტული არხების მიერ ხდება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების, ზოგადად, ჩვენი ოპოზიციური ჯგუფის მიზანმიმართული და აღვირახსნილი, პროვოკაციული, პირდაპირ ვიტყვი, სახელის და რეპუტაციის შელახვა,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ”რეალურად საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან. სპეცოპერცია თავიდან ბოლომდე დაგეგმეს სპეცსამსახურებმა და სუს-მა”. ,,როცა მთელი საქართველო საუბრობს ქოლცენტრებთან დაკავშირებით, ხელთ მაქვს რეესტრის ამონაწერი, სადაც 13 აპრილს სავარაუდოდ სუს-ის დავალებით ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას „ლაიონ 7 გრუპ“, რომელიც მიდის და ქირაობს ფართს იმ შენობაში, სადაც ჩემი ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს და რაც მთავარია, ამ…
მეტი...„დავით არახამია ვერ ჩამოვიდა საქართველოში კონკრეტულად იმ ანტიუკრაინული განცხადებების ფონზე…”- ხატია დეკანოიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, საქართველოში ჩამოსვლა უნდოდა და ამერიკელებმა თავის შეკავება სთხოვეს. „დავით არახამია ვერ ჩამოვიდა საქართველოში კონკრეტულად იმ ანტიუკრაინული განცხადებების ფონზე, როდესაც მეგობარი ქვეყნები ურჩევდნენ მას, რომ ეს შეიძლება ახალი დაძაბულობის ფონი ყოფილიყო, ჩემთვის ეს არის კატასტროფა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან არ მაკავშირებს ძალიან დიდი და მრავალმხრივი ურთიერთობა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განცალკევება არ შეიძლებოდა და არ შეიძლება ამ ძალიან მძიმე მომენტში, როდესაც ჩვენ ევროპისკენ და ნატო-ში ინტეგრაციის ძალიან სერიოზულ ფაზას გავდივართ. ეს ძალიან აზარალებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. დიდი იმედი მაქვს, რომ…
მეტი...31% მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული – CRRC
CRRC კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 31% მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული. კითხვაზე – გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: რუსეთი-უკრაინის ომი ფაქტობრივად დასავლეთის მიერ პროვოცირებული დაპირისპირება იყო, პასუხები ასე გადანაწილდა: საერთოდ არ ვეთანხმები – 5%; არ ვეთანხმები – 20%; ნეიტრალური ვარ – 17%; ვეთანხმები – 25%; სრულად ვეთანხმები – 31%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 37%. კითხვაზე – მრავალი მოსაზრება არსებობს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ და იმაზე, თუ რამდენად შეეძლო უკრაინას ომის თავიდან აცილება დასავლეთთან ინტეგრაციის მისწრაფების პარალელურად. ახლა გაჩვენებთ ორ მოსაზრებას და გთხოვთ,მითხრათ, რომელი…
მეტი...,,სამწუხაროა, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური პირი, იცლის, საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთოს განცხადებები”- თალაკვაძე
სამწუხარო და სევდიანია, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური პირი, მაღალჩინოსანი იცლის იმისთვის, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთოს განცხადებები, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე დავით არახამიას განცხადებას. მისი თქმით , დავით არახამია დაცილებულია იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს ომში მყოფ უკრაინელ ხალხს აქვს. „ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად დაცილებულია ეს ადამიანი იმ პრობლემებს, რეალურ ინტერესებს, საჭიროებებს, რომლებიც სამწუხაროდ, ომში მყოფ უკრაინელ ხალხს აქვს. იმ ფონზე, როდესაც უკრაინის უპირობო და მტკიცე მხარდაჭერას განვაგრძობთ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, მთელი საზოგადოება დგას უკრაინის გვერდით, პოლიტიკური პირი, უკრაინის პარლამენტის წევრი იცლის საქართველოს…
მეტი...