“წელს უპრეცენდენტო შემთხვევა გვაქვს, მცხეთა მცხეთობას უნიკალურად ხვდება“ – გოგიტა კაპანაძე

13-14 ოქტომბერს, მცხეთაში დიდი სტუმრიანობაა. მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაული 2 დღის განმავლობაში გრძელდება, რომელიც სპორტულ, კულტურულ თუ ხალხურ ღონისძიებებს მოიცავს. კონკრეტულ პროგრამებზე „მედიაცენტრ მთავარს“ მცხეთის მუნიცუპალიტეტის მერი გოგიტა კაპანაძე ესაუბრა და აღნიშნა, რომ 2 დღის განმავლობაში მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებიც გაცოცხლდება. მივესალმები სრულიად საქართველოს და განსაკუთრებულად ჩემს მცხეთას. მინდა ყველას მოგილოცოთ მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაული . „წელს უპრეცენდენტო შემთხვევა გვაქვს, მცხეთობა ორი დღის განმავლობაში აღინიშნება. ორი დღის განმავლობაში გავიხსენებთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ვუმასპინძლებთ როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ სტუმრებს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე საზეიმო წირვა -ლოცვას აღადგენს. ასევე, დავაჯილდოვებთ მცხეთის…

მეტი...

მცხეთის სალობიეს საოცარი ისტორია – ლეგენდა პუშკინზე, რომელიც დიდი ბიზნესის საწყისად იქცა 

მცხეთის სალობიე, მთელს ქვეყანაში ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ადგილია. საოჯახო ტიპის რესტორანი ტურისტების აქტიური მასპინძელია. სალობიე დროდადრო ფართოვდება, მაგრამ უცვლელი რჩება ასორტიმენტი, შეუცვლელია მთავარი კერძიც – ქოთნის ლობიო და მჭადი. შპს “საჭაშნიკეს” დამფუძნებელი დიმიტრი ალავიძე, პირველივე დღეებიდან უდგას სათავეში მცხეთის სალობიეს და უკვე 50 წელზე მეტია მის განვითარებაზე ზრუნავს, შესაბამისად საინტერესო ამბავსაც ბევრს მოისმენთ მისგან. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სალობიეს ადგილას თავდაპირველად საღვეზელე გაუხსნიათ, სადაც განსაკუთრებული რეცეპტით აცხობდნენ მცხეთურ ღვეზელს. ​საღვეზელეს გახსნასაც, თავის მხრივ, პატარა ლეგენდა აქვს. ყველაფერი XIX საუკუნეში დაიწყო, როდესაც საქართველოში რუსი მწერალი, ალექსანდრე პუშკინი ჩამოვიდა და მცხეთის რაიონის…

მეტი...

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“კანონპროექტის საჯარო განხილვა მცხეთაში გაიმართა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის მორიგი საჯარო განხილვა მცხეთაში გამართა. განხილვების მიზანია სპორტის სფეროში ჩართული და სპორტით დაინტერესებული საზოგადოებისგან შენიშვნებისა და მოსაზრებების მოსმენა, რომელიც შემდეგ კანონპროექტში აისახება. ​როგორც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800 მილიონ ლარამდე დახარჯა და ეს სიკეთე უნდა მიდიოდეს მოქალაქეებამდე. სპორტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ოჯახისთვის. პარლამენტის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრისას, საქართველოს მოქალაქეებისა და ხელისუფლების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ნარკომანიაზე და განაცხადა, რომ გამოსავალი ახალგაზრდების სპორტში…

მეტი...

მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს  

მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი შალვა კერესელიძე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებული მდგომარეობისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. პირველ ეტაპზე შეხვედრები გაიმართა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის ადმინისტრაციული ერთეულების მუხრანის, მჭადიჯვრის, ჟებოტა-თიანეთისა და სიმონიაანთხევის მოსახლეობასთან. ისაუბრეს შესრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გუბერნატორმა მოსახლეობას საკუთარი გეგმები გააცნო და რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოყო. მათ შორის, ისაუბრა პროფესიული განათლების პროგრამების დანერგვის აუცილებლობაზე, რაც დამატებითი სტიმული იქნება რეგიონის მოსახლეობისთვის, დარჩნენ ან დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს. შალვა კერესელიძემ კიდევ ერთ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული განვითარება დაასახელა, რომელიც აუცილებელი პირობაა, როგორც მოსახლეობის ღირსეული ცხოვრებისთვის, ასევე ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად.…

მეტი...

მხარის ახალმა გუბერნატორმა მარიამობის დღესასწაული გუდამაყრელებს მიულოცა

მცხეთა-მთიანეთის ახალმა გუბერნატორმა, შალვა კერესელიძემ სოფლებში – ზემო და ქვემო ჩოხში არსებული ქრისტიანული სალოცავები მოილოცა და მარიამობის დღესასწაულის აღნიშვნას შეუერთდა. გუბერნატორი, ასევე, ესტუმრა გოდერძი ჩოხელის სახლს და სახელოვანი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დედას დღესასწაული პირადად მიულოცა. „მაქვს პატივი მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული გუდამაყრის თემში ვიზეიმო. ეს არის ადგილი, რომელიც რწმენის სიმტკიცის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს, სადაც მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივს სცემდა და სცემს ქრისტიანულ ღირებულებებს და იცავს რწმენით ტრადიციებს“ – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა.

მეტი...

როდესაც ქვეყანას გმირი ესაჭიროება, ეს მის მძიმე სუვერენულ მდგომარეობაზე მიუთითებს – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  დიმიტრი ხუნდაძე  აგვისტოს ომის 10 წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ როცა ქვეყანას ამდენი გმირი ჰყავს, ეს მის მაღალ ზნეობასა ღირსებაზე მეტყველებს, მაგრამ, როცა ქვეყანას ამდენი გმირი ესაჭიროება, ეს მის მძიმე სუვერენულ მდგომარეობაზე მიუთითებს. დეპუტატის აზრით, საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება  მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან  ჯერ კიდევ  სერიოზული საფრთხის ქვეშ არის. „როდესაც აგვისტოს ომზე ვსაუბრობთ,  უპირველეს ყოვლისა, დევნილი ოჯახები, გადამწვარი სოფლები და ომში დაღუპული გმირები გვახსენდება. ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის კი უმთავრესი იმ დღეების გააზრება და  მოსალოდნელი საფრთხეების სწორი ანალიზია. 10 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ თითს უქნევს საქართველოს  და ხმამაღლა აცხადებს, რომ საქართველოს…

მეტი...

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სპორტული მოედნების შეკეთება დაიწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნის საფუძველზე, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” მცხეთის მერიაში განუცხადეს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სოფლების: მისაქციელის, ძალისისა და წილკნის სპორტული მოედნების დაზიანებული ღობისა და ხელოვნური საფარის დემონტაჟი, ახალი ხელოვნური ბალახის საფარი და ლითონის შემოღობვა ზაფხულის ბოლომდე უნდა დაასრულოს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, შპს “საგზაო 33” ასრულებს. “მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ადგილობრივ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოფლებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას”, – აცხადებენ ქალაქის მერიაში.

მეტი...

მცხეთელი ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონია

  სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კანოისტთა ევროპის ჩემპიონატის 200 მეტრზე სპრინტის ფინალი დღეს, 15:00 საათზე გაიმართა. გუშინ, პირველ ეტაპზე (C1 ჰითი), ზაზა ნადირაძემ 39.026 წამით 7 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ამ შედეგით პირდაპირ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალში ნადირაძემ 200 მეტრიანი სპრინტი 39.200 წამში დასძლია და რუს ივან შტილს 0.024 წამით გაასწრო. მესამე ადგილზე ბელარუსი არტსემ კოზირი გავიდა, რომელიც ზაზას 0.268 წამით ჩამორჩა. ქართველმა სპორტსმენმა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაო წელს ოქროს მედლით ჩაანაცვლა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ზაზას ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალ ჩემპიონატებზე!

მეტი...

 სოფელ ხეკორძში მისასვლელი გზის დაგების პირველადი სამუშაოები დასრულდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მშენებლობა – ორმოული ამოვსება, სანიაღვრეების მოწესრიგება, მოშანდაკება და ასფალტის საფარის დაგება. ზოგიერთ სოფელში უკვე დასრულებულია ეს სამუშაოები, ნაწილში ახლაც მიმდინარეობს, ხოლო დარჩენილ სოფლებში მომავალში განხორციელდება. ამჯერად საუბნო გზები სოფელ ძეგვში კეთდება. როგორც “მთავარს” მცხეთის მერიაში განუცხადეს, დასრულდა სოფელ ხეკორძში მისასვლელი გზის დაგების პირველადი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული 2 კმ-ის სიგრძის გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა. მათივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს შპს Georgian build -ი აწარმოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობით. გზის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მცხეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. მცხეთის მერიის…

მეტი...

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა 

​ქალაქ მცხეთასა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მშენებლობაზე ტენდერია გამოცხადებული, კერძოდ, მცხეთაში ჯავახიშვილის და იბერიელის ქუჩების ჩიხებში ასფალტობეტონის საფარის მოსაწყობა იგეგმება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ახალსოფლის შიდა გზას, საგურამოში ატმიანის დასახლებისა და გმირის უჩის, გალავანი-წინამძღვრიანთკარი-ბიწმენდი-ჯიღაურა-საგურამოს დამაკავშირებელ გზებს, მცხეთა-შიომღვიმის მეოთხე კმ-იდან წმ. დიმიტრი ტესალონიკელის მონასტერთან და წმ. გიორგის ეკლესიამდე მისასვლელ გზებს. ​როგორც “მთავარს” მცხეთის მერიაში განუცხადეს, მიმდინარეობს ნატახტარ-მისაქციელის გზის და ლისი-წოდორეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის სამშენებლო კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება. “გზათა სამუშაოები უახლეს პერიოდში დაიწყება და წლის ბოლოსთვის აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით შეძლებს გადაადგილებას”,- აცხადებენ მერიაში.

მეტი...

იმპერატორის თასის მფლობელი ლევან გორგაძე მცხეთის საპატიო მოქალაქე გახდა 

იაპონიაში მოღვაწე ქართველ ოძეკს, იმპერატორის თასის მფლობელ ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი კაპანაძემ, მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით,  მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.   ტოჩინოშინი რამდენიმე დღეს საქართველოში იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში შეხვდა ქვეყნის პირველ პირებს. შეხვედრები ჰქონდა პარლამენტშიც. მცხეთის მერიაში ლევან გოგრაძესთან შეხვედრა ​საქართველოს პარლამენტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას ინიციატივით გაიმართა. როგორც “მთავარს” ზაზა გაბუნიამ განუცხადა, ბედნიერია, რომ მიეცა ტოჩინოშინთან შეხვედრის საშუალება. ​მისი შეფასებით, ლევან გორგაძე დღეს იაპონიაში საქართველოს სახეს წარმოადგენს.  “მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მომეცა საშუალება შევხვედროდი ადამიანს, რომელმაც იაპონიაში საქართველოს ისტორია დაწერა. მე, როგორც…

მეტი...