ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ლილოს ბინადარ ცუგებს ჩაუტარა. ანტირაბიული ვაქცინაციის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს. მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური აცრის ჩატარება. სააგენტო მეპატრონეებს მოუწოდებს, საკუთარ ცხოველებს ანტირაბიული ვაქცინაცია ყოველწლიურად ჩაუტარონ. ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა არა მხოლოდ ცხოველის, არამედ მეპატრონის ჯანმრთელობისათვის. სააგენტო მადლობას უხდის ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმკედლებლებს, რომლებიც აცრების დაგეგმვასა და განხორციელებაში სააგენტოსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ. ანტირაბიული…
მეტი...დღე: მაისი 23, 2023
საფრანგეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორობისთვის მზადაა
ფრანგული მხარე მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს. როგორც საფრანგეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, მზად არიან, აღნიშნულ თემაზე უკრაინულ მხარესთან შეთანხდნენ. „საფრანგეთი მზადა, უკრაინასთან შეთანხმდეს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლებიც, გრძელვადიან პერსპექტივაში, საშუალებას მისცემს თავი დაიცვას და მოსალოდნელი აგრესიისგანაც დაზღვეული იყოს“ – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მეტი...დაავადება, რომელსაც მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს, აპრილ-მაისში ვრცელდება – როგორ ამოვიცნოთ ყირიმ-კონგოს ცხელება?!
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება იწყება უეცრად და ახასიათებს შემდგომი სიმპტომები: თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, თვალების, სახის და კისრის მიდამოს სიწითლე, სისხლჩაქცევები (წითელი, ყავისფერი ან იასამნისფერი ლაქები კანზე), სისხლდენა ღრძილებიდან და შინაგანი ორგანოებიდან, გამონაყარი (პეტექიური, მაკულო-პაპულოზური) სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, სიყვითლე, სისხლში თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და სხვ. შესაძლოა იყოს ფარდობითი ბრადიკარდია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის – თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დიაგნოზის დადასტურება ხდება ლაბორატორიული კვლევებით (PCR ტესტი, ანტისხეულები და სხვ.). მკურნალობა მოიცავს, როგორც ანტივირუსულ მკურნალობას (რიბავირინით), ისე დამხმარე და სიმპტომურ თერაპიას. „დაავადების პრევენცია გულისხმობს: ტკიპების საწინააღმდეგოდ პირადი პროფილაქტიკის…
მეტი...ადამიანების 80-90% ტკიპების ნაკბენით ინფიცირდება – საშიში ვირუსი
ყირიმ-კონგოს ცხელება, განსაკუთრებით საშიში ინფექცია, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, ძირითადად ვრცელდება შინაური და გარეული ცხოველებისგან (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვ.), რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ. ასევე, ინფიცირებული ცხოველის/საქონლის სისხლთან ან ქსოვილებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად (მაგალითად ცხოველის დაკვლის დროს). ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და/ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას (რისკი მაღალია სამედიცინო მანიპულაციების ან გვამთან შეხების დროს). როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება: სოფლის მეურნეობის მუშაკები, მესაქონლეები, ცხოველთა სასაკლაოს მუშაკები, ვეტერინარები, სამხედროები, მედიცინის მუშაკები, მოგზაურები (ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების ენდემიურ რეგიონებში) და საქართველოში ინფექცია ძირითადად გხვდება…
მეტი...საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა – გაფრთხილება მოსახლეობას
განსაკუთრებით საშიში ინფექცია, რომლის ერთ-ერთი გადამდები ტკიპაა, საქართველოში უკვე დაფიქსირდა. ინფექციონისტი თენგის ცერცვაძე საშიშ ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. „ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში. რვავე პაციენტი მოთავსებულ იქნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში. ყველა გადარჩა. 6 მათგანი უკვე გაეწერა, 2 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალური ხდება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გავრცელება“ – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი. თენგის ცერცვაძის თქმით, ინფექცია მაღალი გადამდებლობით ხასიათდება. „ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს, რაც განპირობებულია ამ…
მეტი...პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტს ხელი მოაწერა და 13 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის 4 მსჯავრდებული ქალია.
მეტი...26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, თავისუფლების მოედანსა და შოთა რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 23 მაისის 20:00 სთ-დან 24 მაისის 00:00 სთ-მდე თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან ავტომობილები თავისუფლების მოედანზე გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გამოყენებით. შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისამდე“ და უკუმიმართულებით. 24 მაისს, 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე შოთა რუსთაველის…
მეტი...ფოთის ნავსადგურში, სატვირთოში დიდი ოდენობით ნარკოტიკები აღმოაჩინეს
ფოთის ნავსადგურში ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ. მეექვსე ნავმისადგომში, ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში სპეციალურად მოწყობილ საცავში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს. სატვირთოს ირანის მოქალაქე მართავდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მეტი...3 ახალგაზრდას, ვინც ტაქსის მძღოლი გაიტაცა და მოკლა, ბრალი წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, სამმა ბრალდებულმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ე.წ. „ტროსი“-თ მოახრჩვეს. ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმოში დამარხეს, რის შემდეგაც მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ და მისი ნაწილებად დაშლა დაიწყეს. სამართალდამცველებმა ორი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი 22 მაისს დააკავეს, ხოლო მესამე პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდების შესახებ.…
მეტი...ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის წევრი ომის დასრულების შემდეგ გახდება
გერმანია დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება. კანცლერის შეფასებით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც უკრაინაში ომის დასრულდება. რაც შეეხება ომის დასრულების სავარაუდო პერიოდს, გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომე ეს მოხდება. როგორც ოლაფ შოლცი აცხადებს, ამ სასტიკ ომში გამარჯვებული რუსეთი ვერ იქნება, ეს გამორიცხულია. „ჩვენი კონტინენტის ისტორიის მწარე თავი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა შექმნა თავისი იმპერიალისტური სიგიჟით, თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიან წევრად გაწევრიანებით დასრულდება. ამაში დარწმუნებული ვარ“, – აცხადებს შოლცი.
მეტი...„თუ პუტინი მოლდოვაში ჩავა, მას დააკავებენ“ – პრეზიდენტი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მოლდოვაში ვერ ჩავა. თუ ვლადიმერ პუტინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი დაკავება მოხდება. როგორც მოლდოვის პრეზიდენტი აცხადებს, მოლდოვა სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს და ითვალისწინებს. „იცის, რომ მოლდოვამ ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სასამართლოს შეთანხმებას. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და ვითვალისწინებთ. მოლდოვაში ჩასვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დააკავებენ“ აცხადებს პრეზიდენტი მაია სანდუ. შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ, რუსეთმა ძებნა გამოაცხადა ჰააგის პროკურორზე, რომელმაც მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.
მეტი...მდინარე ცხენისწყალმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
ცაგერში, ცხენისწყალში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გვამი მდინარემ გამორიყა. ის ახალგაზრდა მამაკაცს ეკუთვნის. ეს ის მამაკაცია, რომელიც ლენტეხში დაიკარგა და 2 დღე ეძებდნენ. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სამაშველო სამსახური.
მეტი...,,ომი გაგრძელდება მანამ, სანამ კრემლის კედლებს პუტინის ჩამომხრჩვალი სხეული არ დაამშვენებს”- რუსეთში ვითარება დაძაბულია
რუსეთში ვითარება დაძაბულია. ორი რუსული დანაყოფი „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ იტყობინებიან, რომ აგრძელებენ ბელგოროდის ოლქის გათავისუფლებას. დანაყოფები იმ ადგილებიდან, რომლებიც დაიკავეს ფოტომასალებს და განცხადებებს ავრცელებენ. მათი განცხადებით, საბოლოო მიზანი წითელი მოედანია. ,,ომი გაგრძელდება მანამ, სანამ კრემლის კედლებს პუტინის ჩამომხრჩვალი სხეული არ დაამშვენებს და მისი ბანდა რუსების რისხვის სამართლიანი სასამართლოთი არ იქნება გასამართლებული. სად და როდის არის საჭირო შეტევა, წყდება მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო აუცილებლობით. ერთ მშვენიერ დღეს მოვალთ და დავრჩებით. ფრონტის ხაზები ღრმა ზურგში მიძინებული ქალაქების ტერიტორიებზე გაივლის. „ზღვისპირა პარტიზანები“, რომლებიც ერთ დროს უშიშროების ძალებს შორის პანიკას იწვევდნენ,…
მეტი...ბელგოროდში მომხდარზე პასუხისმგებლობა კიევს, ვაშინგტონს და ევროკავშირს ეკისრება – მედვედევი
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. მედვედევი პასუხისმგებლობას კიევსა და მის ”სპონსორებს” – ვაშინგტონს, ევროკავშირს და ”მათზე მიკედლებულ, ბრიტანეთის მსგავს სახელმწიფოებს” აკისრებს. ,,რაც არ უნდა იყბედონ კიევში, რომ მსგავს ქმედებებთან საერთო არაფერი აქვთ, ყველაფერი აბსოლუტური ტყუილია. მათზე პასუხისმგებლობა კიევის რეჟიმს ეკისრება, საბოლოო ჯამში კი მის სპონსორებს: ვაშინგტონს, ევროკავშირს და მათზე მიკედლებულ, ბრიტანეთის მსგავს სახელმწიფოებს. ეს მათი პირდაპირი და უშუალო პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება ამ ნაძირლებს, მათ სხვას ვერაფერს ვუწოდებ, მათი დახასიათება სხვადასხვაგვარად შეიძლება. საკითხავი მხოლოდ ის არის, რა უნდა ვუქნათ მათ. ისინი ტყვედაც არ უნდა აიყვანო, უბრალოდ უნდა…
მეტი...მკვლელობა სანადირო თოფით – ერთ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, სოფელ ვაზისუბანში, ბრალდებული და დაზარალებული წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად, ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურა ბრალდებულისთვის…
მეტი...,,ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივესალმები”- ანა წითლიძე
,,ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივესალმები, თუმცა არ ვიცი, თაკო ჩარკვიანი რა საპროტესტო აქციაზე საუბრობს“, -ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე თაკო ჩარკვიანის განცხადებას, აქციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას თუ რამე დაახევინებს უკან, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების გაბრაზებული პროტესტი. „ხელისუფლება უკან იხევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნახულობს საპროტესტო მუხტს. საქართველოს ხელისუფლებას თუ რამის ეშინია, ეშინია საქართველოს გაბრაზებული მოქალაქეების. ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივესალმები, თუმცა არ ვიცი, თაკო ჩარკვიანი რა საპროტესტო აქციაზე საუბრობს“, – განაცხადა ანა წითლიძემ. ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა: „ერთი დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, სერიოზულად ვემზადებით. მტერია კარზე მომდგარი“.
მეტი...უკრაინა ვერ მოიგებს ომს რუსეთის წინააღმდეგ – ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინა ვერ მოიგებს ომს რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, უნგრეთს ესმის, რამდენად იტანჯებიან უკრაინელები. ,,დააკვირდით ციფრებს, გარემოს, იმ ფაქტს, რომ ნატო არ არის მზად ჯარების გაგზავნისთვის, აშკარაა, რომ ბრძოლის ველზე ღარიბი უკრაინელებისთვის გამარჯვება არ არის,”- განაცხადა ორბანმა. ორბანის განცხადებით, ყველა ქვეყანა უნდა შეეცადოს, მიაღწიოს ერთადერთ შესაძლო გამოსავალს – ცეცხლის შეწყვეტას. „მე ვლაპარაკობ, როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც უნდა გადაარჩინოს სიცოცხლე. ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არის სიცოცხლის გადარჩენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ამ ომში მოგების შანსი არ არსებობს“, – განაცხადა ორბანმა.
მეტი...,,ცხენს სარწყავი შლანგით სისტემატურად სცემდა”- კრეტაზე ქართველი კაცი 5000 ევროთი დააჯარიმეს
კრეტაზე, ცხოველის მიმართ, სასტიკი მოპყრობის გამო, 50 წლის ქართველ კაცი დააჯარიმეს. creta24-ის ინფორმაციით, კაცი დააკავეს, ცხენი ჩამოართვეს და 5000 ევროთი დააჯარიმეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ კაცს, რომელიც ცხენს სარწყავი შლანგით სისტემატურად სცემდა, ვიდეო მეზობლებმა გადაუღეს და პოლიციას მიმართეს.
მეტი...,,უკრაინელი ბოევიკები აგრძელებენ მოქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”- პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებზე. პესკოვი აცხადებს, რომ “დივერსანტების თავდასხმა ბელგოროდის რეგიონში ღრმა შეშფოთებას იწვევს”. ,,ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინელი ბოევიკები აგრძელებენ მოქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამას ჩვენგან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ეს ძალისხმევა გრძელდება და სპეცოპერაცია გრძელდება. რათა მომავალში ასეთი შეღწევების თავიდან ასაცილებლად“, – აცხადებს პესკოვი. კრემლის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა არ გაიმართება.
მეტი...სისხლიანი დაპირისპირება თბილისში – მოკლულია ახალგაზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული გ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს, ბრალდებული და 2003 წელს დაბადებულ შ.ქ. სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, ერთმანეთს შეხვდნენ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ.ი.-მ, ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს,”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…
მეტი...,,დაშავდა 12 მოქალაქე, 14 დასახლებაში შუქი არ არის”- რა ვითარებაა ბელგოროდში
ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა ”დივერსანტების თავდასხმის შედეგად”. მისი თქმით, ორშაბათს ბელგოროდის რაიონი 15-ჯერ დაიბომბა, შებეკინსკის ურბანული რაიონი კი 25-ჯერ. ,,გრეივორონის ურბანული ოლქის დასახლებები ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა, ასევე თავს დაესხნენ თვითმფრინავებს. დაშავდა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა 29 კერძო სახლი და სამი მანქანა. 14 დასახლებაში შუქი არ არის”, – წერს გლადკოვი ტელეგრამში.
მეტი...აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გარდაცვლილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად ტაძარი აშენდება
1991-1993 და 2008 წლების ომებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გარდაცვლილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად ტაძარი აშენდება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებაშია ნათქვამი. ,,2011 წელს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იკურთხა ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო ტაძარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომში მოწყვეტილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს მშენებლობა შეფერხდა. დღეს, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, „აფხაზეთობას“, ხდება ამ ტაძრის საფუძვლის განახლება. ეკლესია ბაზილიკის ტიპისა იქნება ხუთი საკურთხევლით: წმ. სვიმონ კანანელის, წმ. ვასილისკოს, წმ. იოანე ოქროპირის, ქსნის ერისთავთა…
მეტი...,,საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება”- რომან გოცირიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ”სახელწიფო დეპარტამენტის საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება”. ,,აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება – იფრენს მერე აბასთუმანი-ჭორვილა-შუშის სასახლე. ფრენების აღდგენა და რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება ეს ერთი საკითხია. იგივეა საქართველოში ლავროვის შვილის ჩამოსვლა, რადგან თავი არხეინად იგრძნეს და ჩათვალეს, რომ საქართველო მთლიანად მათი გავლენის ქვეშ არის მოქცეული. იგივეა ბორანის გახსნა ნოვოროსიისკში და ასე შემდეგ. ეს არის საკითხების მთელი კომპლექსი, რომელიც იწვევს უდიდეს შეშფოთებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე…
მეტი...ხანძარი რუსეთში – თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი კომპანიის საწყობი იწვის
რუსეთში, ბრიანკის ოლქის სოფელ დიატკოვოში, ქარხნის საწყობს, რომელსაც თავდაცვის კომპანია იყენებდა, ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. საწყობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტაქტორი კომპანია იყენებს, რომელიც კოსმოსური და სამხედრო აღჭურვილობის ოპტიკურ ნაწილებსა და სისტემებს აწარმოებს.
მეტი...,,დამატებითი ალიბი გინდათ მისცეთ პუტინს, რომ თბილისში შემოვიდეს”- პაატა მანჯგალაძე
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, მმართველი გუნდი პუტინს ალიბს აძლევს, რომ თბილისში შემოვიდეს. ,,შენ, პარლამენტის თავმჯდომარე თუ გამოდიხარ და ლაპარაკობ, რომ აქ ქართველები რუსების უფლებებს ვარღვევთ, ქსენოფობიურად ვართ განწყობილები და რუსების განადგურება გვინდა, რა პრობლემაა, აგერ დგას 35 კილომეტრში ტანკი და გამორიხინდება თბილისისკენაც. რატო ლაპარაკობთ ხალხო სისულელეს. დამატებითი ალიბი გინდათ მისცეთ პუტინს იმისთვის, რომ თბილისში შემოვიდეს. ასეთი მე არ მინახია. ტროას ცხენი ხომ იცით, რაც არის. ტროას ცხენი შეაგორეს, ესენი არიან შემოგორებულები და უარესებიც. ტროას ცხენზე უარესები არიან ესენი”, – აცხადებს პაატა…
მეტი...ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოეთიდან დაბრუნებისთანავე ფრონტის ხაზი მოინახულა. ზელენკიმ უკრაინელი საზღვაო ქვეითების პოზიციები მოინახულა. ,,დღეს აქ ვარ, რათა მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა დღე. დიდება ყველას, ვინც იცავს უკრაინას!”,- წერს ზელენსკი ტელეგრამზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვაო ქვეითებს სახელმწიფო ჯილდოებიც გადასცა.
მეტი...,,კატარის სახელმწიფოს ემირთან შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები”- ირაკლი ღარიბაშვილი
ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კატარის სახელმწიფოსთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება უდიდესი მნიშვნელობის არის საქართველოსთვის. “ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. კატარის სახელმწიფოსთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება უდიდესი მნიშვნელობის არის საქართველოსთვის ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის ახალი სამიზნე ორიენტირების მიღწევის კონტექსტში“, – აღნიშნავს პრემიერი.
მეტი...ელიზაბეთ ჯინ კეროლმა ტრამპის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა და მინიმუმ 10 მილიონს ითხოვს
მწერალი ელიზაბეთ ჯინ კეროლი, რომელმაც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამების საქმე მოიგო, მის წინააღმდეგ ახალ საქმეს იწყებს. კეროლი დონალდ ტრამპისთვის კომპენსაციის სახით, სულ მცირე, 10 მილიონი დოლარის დაკისრებას ითხოვს. საქმე ეხება სასამართლო განაჩენის შემდეგ ტრამპის „დამამცირებელ გამონათქვამებს“. ტრამპის ადვოკატებს კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებიათ. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო.
მეტი...,,რეკომენდაციების 80 პროცენტი შესრულებულია, საბოლოო შეფასებას გააკეთებს ევროკომისია”- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დადგენილი რეკომენდაციების 80 პროცენტი უკვე შესრულებულია. მისი თქმით, სხვადასხვა დედაქალაქში ზეპირი კომუნიკაციიდან იციან, რომ შეფასებები პოზიტიურია. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი შეფასებით, რეკომენდაციების 80% შესრულებულია. საბოლოო შეფასებას გააკეთებს ევროკომისია. სხვათა შორის, არა არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, მედია, საბოლოო ჯამში, ყველა უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას. მანამდე ყველას ჩვენი შეფასებები გვაქვს. ჩვენი შეფასებით, ვფიქრობთ, რეკომენდაციების 80% შესრულებულია. ასევე ზეპირი კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა დედაქალაქში. პარლამენტებში თუ სხვა კოლეგებთან შეხვედრებით, ბრიუსელთან კომუნიკაციით ვიცით, რომ პოზიტიური შეფასებებია მაგალითად, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების, საარჩევნო რეფორმების მხრივ, გენდერულ საკითხებთან, ანტიკორუფციულ საკითხებთან ,…
მეტი...,,ვუერთდებით ნიკა გვარამიას თავისუფლების ორგანიზაციის მიერ დაანონსებულ აქციას”- ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარიას განცხადებით, “დროა” 27 მაისს, 18:00 საათზე ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციას უერთდება. მისი თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება ევროპული არჩევანის საბოტაჟს ემსახურება. ,,ფრენების აღდგენის ფონზე, ჩვენ მივიღეთ საჯარო ინფორმაცია, რომ ფრენების აღდგენის სპეცოპერაციის ნაწილი იყო, რუსეთიდან დაყენებული წინაპირობა პროდასავლური მედიის გაჩუმებისა და დევნის და სწორედ, მათ შორის რუსეთის დავალებით, რუსულმა ოცნებამ ნიკა გვარამია გამოკეტა საპატიმროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით და ვუერთდებით ნიკა გვარამიას თავისუფლების ორგანიზაციის მიერ დაანონსებულ აქციას 27-ში 18:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვისმენს და გვენდობა მინდა მივმართო, დავიცვათ ჩვენი…
მეტი...ევროკაშირის მინისტერიალზე ანალენა ბერბოკმა და პიტერ სიიარტომ იკამათეს
ევროკაშირის მინისტერიალზე გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იკამათეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”პოლიტიკო” ავრცელებს. უთანხმოების მიზეზი უნგრული ბანკის, „ოთიფის“ (OTP) როლი გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. უნგრეთი უარს ამბობს დაამტკიცოს ევროკავშირის მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის მანამ, სანამ კიევი არ ამოიღებს კომპანიას “ომის სპონსორების” სიიდან. დიპლომატები ასევე ამბობენ, რომ დავა აჭიანურებს რუსეთის ახალ სანქციებს. „პოლიტიკოს“ ცნობით, როდესაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ გაიმეორა ბუდაპეშტის პოზიცია დახურულ შეკრებაზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უნგრეთი გააკრიტიკა და მოიყვანა ცნობები, რომ უნგრული ბანკი აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიებს და…
მეტი...,,მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი რეალურად არ არსებობს”- თალაკვაძე რუსეთთან ფრენებზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე პარტნიორებს მიმართავს და აცხადებს, რომ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება. ,,მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი რეალურად არ არსებობს, ვინაიდან თავის დროზე, რუსეთის ფედერაციას ცალმხრივად ჰქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული ჩვენი მოქალაქეების სანქცირებასთან დაკავშირებით და ახლაც ცალმხრივად, ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. რეალურად, საქმე ეხება უბრალო მოქალაქეების მიმოსვლას. ის, რასაც რადიკალური ოპოზიცია ითხოვს ხელისუფლებისგან, არის წარმოუდგენელი, მიუღებელი და წინააღმდეგობაშია ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებთან. ისინი, პრაქტიკულად, ითხოვენ, რომ დავასანქციროთ ჩვენი მოქალაქეები,”- განაცადა თალაკვაძე. ,,საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა,…
მეტი...,,პოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა”- შალვა პაპუაშვილი
,,პოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა… ყველა უნდა დაიცვას დანაშაულისგან,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვინმე თუ ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულება არის ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა, ეს ადამიანი არის ქსენოფობი. ,,თუკი ვინმე ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულება არის ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა, ან ეთნიკური ნიშნით ადამიანის არ დაცვა, თუკი ვინმე ამას ფიქრობს, ეს ადამიანი არის ქსენოფობი. პოლიციის ამოცანაა დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სიცოცხლე, ასე შემდეგ, ჩვენ რაც ვიხილეთ, პირდაპირ ეთერში ვხედავდით აგრესიულ ჯგუფს ნაციონალური მოძრაობისა, რადიკალური ოპოზიციის ჯგუფს, რომელიც მივარდნილი იყო აურზაურის მოსაწყობად,…
მეტი...,,რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებზე არ არის საუბარი”- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთთან არანაირი ფარული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მისი თქმით, სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო დაწესებული და ცალმხრივად მოიხსნა. „არანაირ მოლაპარაკებებზე არ არის საუბარი. საუბარია რუსეთის მხრიდან ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხომ არაფერი გადაწყვეტილება მიუღია. იყო ცალმხრივად დაწესებული ვიზის ვალდებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ცალმხრივად მოიხსნა ეს ვალდებულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ხელისუფლებისგან ვითხოვთ პასუხს, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან – ხატია დეკანოიძე
მეტი...სკოლის საერთო საცხოვრებელში ხანძარს 19 ბავშვი ემსხვერპლა
ცენტრალურ გაიანაში, ქალაქ მაჰდიაში, სკოლის საცხოვრებელში ხანძარს 19 ბავშვი ემსხვერპლა.ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ცეცხლი საერთო საცხოვრებელში შუაღამით გავრცელდა. გამოძიების წინასწარი ინფორმაცით, ხანძარი შესაძლოა, განზრახ იყოს გაჩენილი.
მეტი...,,რუსეთთან პირდაპირი ფრენები არც ერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს”- შალვა პაპუაშვილი
,,იმ პირობებში, როდესაც არც ერთი ქვეყანა და ორგანიზაცია საქართველოს არ აძლევს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს, საქართველოსგან იმის მოთხოვნა, რომ საქართველომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, არის უსამართლობა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან პირდაპირი ფრენები არც ერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. ,,არც ერთ განცხადებაში, უცხოელი პოლიტიკოსი იქნება თუ სტრუქტურა, არავინ არ ამბობს, რომ ამ ფრენებით ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა ან რომელიმე სანქციის დარღვევა. შევთანხმდეთ, რომ პირდაპირი ფრენები არც ერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. თუკი სხვა რაიმე მოტივაცია არის ამ შეფასებების უკან, ამ მოტივაციებზე უნდა ისაუბრონ, ვინაიდან არათუ…
მეტი...