„თქვენ პირბადით ზიხართ, მე აზრად არ მომსვლია პირბადით მოსვლა“ – იაგო ხვიჩია „მედიაცენტრ მთავარში“

„თუ ჩვენ არ გვინდა პირზე პირბადე აგვაფარონ უნდა დავივიწყოთ კორონა და მაიმუნობები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გირჩის ერთ – ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

პოლიტიკოს ამბობს, რომ გამკაცრებულ რეგულაციებს არ დაემორჩილება, რადგან მისივე მოსაზრებით „კრონა სამყაროს შესტენეს.“

თქვენ პირბადით ზიხართ, მე აზრად არ მომსვლია პირბადით მოსვლა. ეპიდსიტუაციის სიმძაფრეს მე და თქვენ სხვადასხვანაირად აღვიქვავთ.

მე აზრად არ მომსვლია მთავრობის დადგენილების შესრულება, რომელიც ქუჩაში პირბადით სიარულს ეხება, ვიღაცას შეიძლება მართლა ეშინია ვირუსის, მაგრამ მთავრობას ეს ვირუსის შიშით არ გაუკეთებია, მან ეს პოლიტიკური მიზნით გააკეთა, ზოგადად კორონასთან ბრძოლა ჩვენთან არ ემსახურება ვირუსთან ბრძოლას, ჩვენთან ეს უკავშირდება პოლიტიკურ პროცესს, სადაც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, გარდა ჩემი პარტიის ცდილობდა ქულა დაეწერა, ვინ უფრო მკაცრად შეასრულებდა რეგულაციებს.მე არც 2400 პაციენტის მჯერა და არც იმ მითების, რაც კორონასთან დაკავშირებით არსებობს, ჩვენ. რაც შემოგვტენეს სამყაროს მაგას არანაირი კავშირი არ აქვს კორნასთან.

ამ ნარატივიდან უნდა გავიდეთ, თუ ჩვენ არ გვინდა პირზე პირბადე აგვაფარონ უნდა დავივიწყოთ კორონა და მაიმუნობები, თორემ ჩვენს თავებში სულ კორონა იქნება. წინ ვერ წავალთ.“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები

One Thought to “„თქვენ პირბადით ზიხართ, მე აზრად არ მომსვლია პირბადით მოსვლა“ – იაგო ხვიჩია „მედიაცენტრ მთავარში“”

  1. გოგა

    ხო ამ ქვეყნის მტერი ხარ და იმიტომაც იქცევი მასე

Comments are closed.