,,იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც ხუთმა ქოცებს მისცა ხმა, ჩვენ და “ელისაშვილები” რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი”- ჰერმან საბო

”გირჩის” წევრის, ჰერმან საბო განცხადებით, იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის გირჩს და პარტია მოქალაქეებს ხმა არ მიუციათ. მისი თქმით, კანდიდატების სასარგებლოდ ხუთმა ოპოზიციონერმა მისცა ხმა.

,,იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა ქოცებს მისცა ხმა. ჩვენ და “ელისაშვილები” რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი. ერთ რიგში ვსხედვართ. ახლა გასარკვევია, ვინ იყო. თან, ხმის მიცემები რომ დაიწყო და გამოჩნდა რომ ვიღაცა “გვარცხვენ” ოპოზიციიდან, სალომე სამადაშვილმა დაიძახა – “აბა, ავდგეთ ახლა და გავიდეთ ყველა, ვინც დარჩება დარბაზში, ისინი იქნებიან მიმცემებიო” და ადგა ეს ხალხი, ხმის მიმცემებიანად და გალაგდა გარეთ. სალომეს დაძახილზე მარტო გირჩები, ელისაშვილები და აქუბარდია არ წამოვხტით, მაგრამ ჩვენ არცერთს არ მიგვიცია”, – წერს ჰერმან საბო სოციალურ ქსელში.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა

მსგავსი თემები