„მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობის გაგრძელებას“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით კმაყოფილია. პრეზიდენტების  შეხვედრის შესახებ თავად ევროკომისიის პრეზიდენტი წერს. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. მივესალმები თქვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი და მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობის გაგრძელებას“, – ასეთია ურსულა ფონ დერ ლაიენის გზავნილი. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.  

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

ბრიუსელში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ინფორმაცის სალომე ზურაბიშვილი თავად ავრცელებს. “პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ ვუთხარი ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ქართველი საზოგადოებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას. მოუთმენლად ველი ჩვენს თანამშრომლობას, რომელიც გააგრძელებს ევროკავშირისკენ ისტორიულ გზაზე საქართველოს წინსვლას”, – წერს ზურაბიშვილი.  

მეტი...

„საქართველო ევროპულ ოჯახში ბრუნდება“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდეტთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს უბრუნდება. „მადლობა, შარლ მიშელ, საქართველოს ურყევი ევროპული გზისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.  

მეტი...

„ქართველ ხალხს სისხლში აქვს ევროპული ღირებულებები“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ქართველ ხალხს სისხლში აქვს ევროპული ღირებულებები. „ქართველ ხალხს სისხლში აქვს ევროპული ღირებულებები. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ. საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია ევროკავშირის ოჯახისკენ თქვენს გზაზე“, – წერს შარლ მიშელი.  

მეტი...

„ეს ომი ჩვენ არ გაგვიჩაღებია“ – პუტინი უკრაინას თავდასხმაში ადანაშაულებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ომი რუსეთს არ გაუჩაღებია. როგორც პუტინი აცხადებს, უკრაინელები დრონებით უტევენ მოსკოვს, რაც ტერორისტული აქტის ტოლფასია. „ეს ომი ჩვენ არ გაგვიჩაღებია 2014 წელს, ის კიევის რეჟიმმა დაიწყო დონბასში. ჩვენ არ ვიყენებთ ამ საშუალებებს, რომლებსაც უკრაინელები იყენებენ. ამის ნათელი მაგალითია მოსკოვში მშვიდობიან ობიექტებზე უკრაინელების თავდასხმები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, რუსული არმია დარტყმებს ახორციელებს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“ – აღნიშნა პუტინმა. პუტინი ასევე აღნიშნავს, რომ კიევი ცდილობს, რუსეთი შეაშინოს. „კიევის რეჟიმმა სხვა გზა აირჩია, რუსეთის მოქალაქეების დაშინების და საცხოვრებელ კორპუსებზე დარტყმის მცდელობის გზა. ეს კი…

მეტი...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დავით თვალაბეიშვილი 84 ხმით აირჩიეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დავით თვალაბეიშვილი  84 ხმით აირჩიეს. პარლამენტმა შესაბამისი დადგენილების პროექტი კენჭისყრით  მიიღო.  კანდიდატურა პარლამენტს  15 მაისს  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.

მეტი...

პარლამენტმა 91 ხმით რეგლამენტში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა  დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით იმსჯელა და 91 ხმით მხარი დაუჭირა   პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს, რომელიც დეპუტატების რომან გოცირიძის და  ხატია დეკანოიძის ინიციატივაა. ცვლილების მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.

მეტი...

„გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას… თქვენ გენაცვალეთ“ – უმრავლესობა ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ რომან გოცირიძეს „ნაციონალური“ მოძრაობის დატოვება  ირონიულად ასე მიულოცა: „გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას“. „შეგნებულად მხარს ვუჭერთ რეგლამენტში ცვლილებების პროექტს და ახალ-ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს ველით,  თქვენ გენაცვალეთ, აბა წარმატებები“ – მიმართა სხდომაზე ირაკლი ზარქუამ რომან გოცირიძეს მისი ავტორობით წარდგენილი პროექტის განხილვასთან დაკავშირებით რომლის მიხედვითაც, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ. „ბატონო რომან, გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას. წლებია გეუბნებოდით – გადი ამ ბლოკიდან, გამოდით ამ “ნაცებიდან“. ბატონო რომან, იქ სიმართლის თქმის საშუალება არ გქონდათ. ჩვენ ამ თემაზე ბევრჯერ გვიკამათია. ახლა უმრავლესობის გვერდით…

მეტი...

აქტივისტი ნატა ფერაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

19 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ანტირუსული აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატა ფერაძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. როგორც ფერაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას სიმართლესა და სამართლიანობასთან კავშირი არ აქვს და ეს არის „ფულის გამოძალვის ქარხანა“. „რა შენობასთანაც ვდგავართ, ამას ჰქვია სასამართლო, მაგრამ ეს არის მოსახლეობისთვის ფულის გამოძალვის ქარხანა. აქ სხედან ბიძინას ზებრა მოსამართლეები და ზუსტად ასე მივმართე მოსამართლეს. აქტივისტებს ფინანსური წნეხით გვაშინებენ, რომ აღარ ვიაქტიუროთ“ – აღნიშნა ფერაძემ მედიასთან. მან სოციალურ ქსელში საკუთარი საბანკო ანგარიშიც გამოაქვეყნა, აღნიშნა, რომ არანაირი ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და აქტივისტებს დახმარებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ ფერაძე…

მეტი...

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან დეპუტატები – რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე. პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების თანახმად, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.  ინიციატორების თხოვნით  კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

მეტი...

,,ვის წარმოადგენთ ბატონო პრემიერ-მინისტრო?”- იან კელი ღარიბაშვილს

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.  პრემიერის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ნება და განზრახვა იყო, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი. ,,ცუდი ანალიზია და ამაზე უარესი შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება მისი სუვერენული ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ ბატონო პრემიერ-მინისტრო?”, – წერს იან კელი. ,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტმა შარლ მიშელთან 12 რეკომენდაციის შესრულებისა და რეფორმების განხორციელების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა  საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის პროცესში და პარტიული დაყოფების დაძლევაში. საქართველოს პრეზიდენტმა შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტით მოიწვია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში ვიზიტისათვის მზადყოფნა გამოთქვა. პრეზიდენტმა მიშელმა ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ  ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება გაიხსენა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მტკიცე რწმენას, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. საქართველოს…

მეტი...

,,პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრეს”- სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრეს. როგორც ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიშელმა გაიხსენა ევროპის საბჭოს  ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და გაიმეორა მისი მტკიცე რწმენა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოს მიერ გამოჩენილი რეფორმების განხორციელების დარჩენილი გამოწვევები და თორმეტი პრიორიტეტი. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში. ამასთან, პრეზიდენტმა მიშელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტის როლს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლისა და მრავალპარტიული…

მეტი...

,,ქართული ოცნება უკვე აღარ მალავს პუტინიზმს, სანქციების დროა”- ადამ კინზინგერი 

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.  კინზინგერის თქმით, სანქციების დროა. ,,ქართული ოცნება უკვე აღარ მალავს პუტინიზმს. ივანიშვილისა და სხვების სანქციების დროა, მათ ქვეყანა წარუმატებლობის გზაზე წაიყვანეს. ღარიბაშვილი სხვისი გავლენის ქვეშაა და ეს ქართველი ხალხი არაა,”- წერს ადამ კინზინგერი. ,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე

მეტი...

,,ვავალებ სამართალდამცავ ორგანოებს, პროვოკაციების შემთხვევაში მიიღონ ზომები”- აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში

აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში – ოკუპირებულ რეგიონში”დიდი სახალხო მიტინგი” დაიწყო . აქციის მონაწილეები ე.წ. მთავრობის დათხოვნას ითხოვენ. საპროტესტო აქციის პარალელურად კი, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა და აქციაზე, მართლწესრიგის დაცვაზე ისაუბრა. „ვავალებს სამართალდამცავ ორგანოებს, იმოქმედონ კანონის მკაცრი დაცვით, გამოირიცხონ შესაძლო სამართალდარღვევები და პროვოკაციები, ხოლო მათი წარმოშობის შემთხვევაში მიიღონ სამართლებრივი ზომები“, – განაცხადა ბჟანიამ.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში – გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ჯიპი ბორდიურს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომელთან ორი კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა. მესამე დაშავებულმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.  

მეტი...

,,ღარიბაშვილის ხელისუფლება რუსეთის პროპაგანდას ემორჩილება”- რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ურცხვად ავრცელებს სიცრუეს. ევროპარლამენტარი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ხვალ ევროპარლამენტში სხვა მესიჯებს გააჟღერებს. ,,ურცხვად ავრცელებს სიცრუეს. კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ღარიბაშვილის დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის პროპაგანდას ემორჩილება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ევროპარლამენტს მიმართავს. იმედია, ის სხვა მესიჯებს გააჟღერებს”, – წერს იუკნევიჩიენე. ცნობისთვის, ხვალ, 31 მაისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს მიმართავს.  

მეტი...

შიშველი მამაკაცი ავტომობილებს გზის სავალ ნიშნებს ესროდა

თავისუფლების მოედანზე შიშველი მამაკაცი ავტომობილებს გზის სავალ ნიშნებს ესროდა. შესაბამისი ვიდეო-კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ისვრის შიშველი მამაკაცი მოძრავი მანქანების მიმართულებით გზის სავალ ნიშნებს.

მეტი...

,,რეგიონში ყველგან ღიაა ცა, მაინც და მაინც ჩვენ უნდა ჩავკეტოთ და დედა უნდა ეტიროს ამ ქვეყანას” – მამუკა მდინარაძე

,,რეგიონში ყველგან ღიაა ცა და მაინცდამაინც ჩვენ უნდა ჩავკეტოთ და მაინც და მაინც, ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან გამოთქმისთვის, დედა უნდა ეტიროს ამ ქვეყანას,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება ომის ტოლფასია. ,,სანქციებს ითხოვენ. ეს არის პრაქტიკულად და თეორიულადაც სანქციების მოთხოვნა. ჩვენი მეზობელი ქვეყნები ავიღოთ, NATO-ს წევრი თურქეთი, კანდიდატის სტაუტით ევროკავშირის, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი, ანუ რეგიონში ყველგან დაფრინავს, ყველგან ღიაა ცა და მაინცდამაინც ჩვენ უნდა ჩავკეტოთ და მაინც და მაინც ბოდიში, ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან გამოთქმისთვის, დედა უნდა ეტიროს ამ ქვეყანას. არავინ არ…

მეტი...

,,საბჭოთა კავშირის აღდგენა, ეს არის პუტინის ცხოვრების მიზანი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის აღდგენა თავისი მმართველობის მიზნად აქცია, ამიტომ ბელარუსი შეიძლება იყოს რუსეთის აგრესიის შემდეგი პოტენციური სამიზნე – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმრი ზელენსკიმ განაცხადა. ,,საბჭოთა კავშირის აღდგენა. ეს არის მისი ცხოვრების მიზანი. ვინაიდან დიპლომატიური გზით ამის მიღწევა შეუძლებელია, ყველანაირი მუქარა სცადა და ენერგია იარაღად გადაექცია. ბოლოს ეს ჩაიშალა. მერე გადაწყვიტა გამხდარიყო. ღია აგრესორი“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნის განმავლობაში პუტინი ყოველმხრივ ერიდებოდა სატელეფონო საუბარსაც კი უკრაინის ხელმძღვანელობასთან.  

მეტი...

,,სააკაშვილს არ უთქვამს, გირგვლიანი წაიყვანეთ ოქროყანაში და მოკალითო”- თაკო ჩარკვიანი

,,სააკაშვილს არ უთქვამს, გირგვლიანი წაიყვანეთ ოქროყანაში და მოკალითო, ბრმები არ ვართ, კარგად ვიცით,” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რადიკალები არიან ისინი, ვინც კონსტიტუციას არღვევს და ბედავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სანაცვლოდ შესთავაზოთ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება. „თქვენ ხომ რადიკალიზმი გგონიათ, როცა მე კონსტიტუციას ვიცავ, არა, რადიკალები ხართ თქვენ, ვინც კონსტიტუციას არღვევთ, ვინც ბედავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სანაცვლოდ შესთავაზოთ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება. რატომ ვარ ახლა მშვიდად? იმიტომ, რომ გამორიცხულია, რევოლუცია იქნება, თუ რაც იქნება, მიიღებთ, აბა რას იზამთ. ვინ გითხრათ, რომ ამ სიტყვის მეშინია,…

მეტი...

,,ხელოვნური ინტელექტიც კი უფრო ჭკვიანია, ვიდრე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა”- პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკი მოსკოვზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტიც კი უფრო ჭკვიანი და შორსმჭვრეტელია, ვიდრე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ,,დრონები აპროტესტებენ, უარს აცხადებენ უკრაინელ სამოქალაქო პირებზე თავდასხმაზე და ფეთქებადი პროტესტით უბრუნდებიან რუსული “საჰაერო ტერორის” ავტორებს მოსკოვში. ხელოვნური ინტელექტიც კი უფრო ჭკვიანი და შორსმჭვრეტელია, ვიდრე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა”, – წერს პოდოლიაკი. ,,კიევის რეჟიმმა მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა დაიწყო”- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

მეტი...

,,დიახ, რუსეთს აღიზიანებს ნატო-ს გაფართოება, დიახ, იბრძვის ამის საწინააღმდეგოდ”- მამუკა მდინარაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმიანება. მისი თქმით, ყველა გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს მკაფიო გზავნილები აქვს ჩვენი მეგობრების მიმართ. ,,ანუ, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, გამოდის რომ, ღარიბაშვილისგან გაიგეს, რომ თურმე რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და რომ თურმე ის იბრძვის ამ გაფართოების წინააღმდეგ, ანუ, ეს გაუკვირდათ? და ეს ასე არ არის? დიახ, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება, დიახ, იბრძვის ამის საწინააღმდეგოდ,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე  

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. პრეზიდენტი ასევე პირისპირ შეხვედრებს გამართავს  ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. 31 მაისს კი, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.

მეტი...

,,ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს”- პეტრას აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას აფასებს.  მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს! ,,საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს! საქართველოს დღევანდელი მთავრობა აგრესორი რუსეთის რუპორი გახდა. დასავლეთმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ”, – წერს აუსტრევიჩუსმა. ,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე

მეტი...

,,მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია”- თინა ბოკუჩავა

„მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსული ოცნების ხელით საქართველომ იცვალა საგარეო კურსი და მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია. დაუყოვნებლივ გამოცხადდეს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილი და განუმარტოს საზოგადოებას რა პირობებით საუბრობს მტერთან ქართველი ხალხის ზურგს უკან მისი მთავრობა“, – ამის შესახებ  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინათინ ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ფრაქციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლა და რუსეთთან ფრენების აღდგენის და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პასუხის გაცემა მოითხოვა. „ვლადიმერ პუტინმა პირადად დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ზურგს უკან, მოღალატეობრივად, მალულად აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასთან და რომ სწორედ ქართული მხარის დაჟინებული თხოვნით, საპასუხოდ მიიღო მან პირადად…

მეტი...

,,წარმოუდგენელია, რა დაემართა საქართველოს? – ბენ ჰოჯესი ღარიბაშვილის განცხადებაზე

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.  პრემიერის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ნება და განზრახვა იყო, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი. ,,წარმოუდგენელია…საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს. რა დაემართა საქართველოს?,”- აცხადებს ჰოჯესი. ,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე      

მეტი...

,,მარცხდება რუსეთი და ვის მხარეს ხართ თქვენ?”- ელისაშვილი უმრავლესობას

„უკრაინელებს ჩვენი დახმარება არ სჭირდება, უჩვენოდაც გადაამტვრევენ ცოტა ხანში ხერხემალში და ჩვენ სად ვიქნებით მაშინ, აი ეს მაინტერესებს“, – ამის შესახებ დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „დღეს დილით  უკრაინელებმა რამდენიმე ათეული დრონით დაბომბეს მოსკოვი, ამ ჯოჯოხეთური სახელმწიფოს დედაქალაქი. უკრაინელებს ჩვენი დახმარება არ სჭირდება, უჩვენოდაც გადაამტვრევენ ცოტა ხანში ხერხემალში და ჩვენ სად ვიქნებით მაშინ, აი ეს მაინტერესებს. ან უკრაინულებს ან დანარჩენ მსოფლიოს თვალი როგორ უნდა გავუსწოროთ“, -განაცადა ალექსანდრე ელისაშვილმა. მან სხდომაზე უმრავლესობის წევრს ანრი ოხანაშვილს მიმართა.  „როგორ შეწყდა ის ფრენები აბა კარგად გავიხსენოთ, ნახირივით რომ გამოყარეს ჩვენი ხალხი, საქონლის გადასატან…

მეტი...

,,ღარიბაშვილს აქვს, ან ირჩევს, რომ ჰქონდეს, ძალიან მოკლე მეხსიერება”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.  პრემიერის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ნება და განზრახვა იყო, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი. ,,პრემიერ ღარიბაშვილს აქვს, ან ირჩევს, რომ ჰქონდეს, ძალიან მოკლე მეხსიერება”,- წერს ევროპარლამენტარი. ,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე

მეტი...

,,სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ გამოიწვია 2008 წელს პუტინისთვის საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ” 2008 წელს რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება გამოიწვია. მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში “ქართული ოცნება” პირველი ხელისუფლებაა, რომელსაც ომი არ ჰქონია. ,,სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ გამოიწვია 2008 წელს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ პუტინისთვის საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება. ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკა რბილად რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ მოუთმენლობა არ იყო პრობლემა, იყო  უმძიმესი ავანტიურა და წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა,  ნაცმოძრაობამ, ჩააბარა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიების 20%, სწორედ ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და ამ…

მეტი...

,,ლაპარაკობს მოსკოვი”- რასა იუკნევიჩიენე ღარიბაშვილზე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.  პრემიერის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ნება და განზრახვა იყო, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი. ,,Говорит Москва! (ლაპარაკობს მოსკოვი)”- წერს იუკნევიჩიენე. ,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე

მეტი...

,,რუსეთისთვის სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ექნებოდა ქვეყნისთვის და ხალხისთვის უმძიმესი შედეგები”- კობახიძე

 ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთს, რასაც აქვს ორი ძირითადი მიზეზი: სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და  მას  ექნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის უმძიმესი შედეგები – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გუშინ, ევროკავშირის ელჩების ეკონომიკის მინისტრთან ე.წ. დემარშის ფაქტს გამოეხმაურა. „რუსეთის ფედერაციისთვის სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი. ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც ისევ და ისევ აქვს ორი ძირითადი მიზეზი: პირველ რიგში, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და…

მეტი...

,,წადი აიღე იარაღი, 30 კილომეტრში არიან… თუ რამის ტრა* ი გაქვს”- ხმაური პარლამენტში

,,თქვენი ფარისეველი დედა ვატირე,” – ამ სიტყვებით”ხალხის ძალის” წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა   “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრს, პაატა მანჯგალაძეს მიმართა. სიტყვიერად ერთმანეთს სწორედ პაატა მანჯგალაძე და მიხეილ ყაველაშვილი დაუპირსპირდნენ. ,,რუსულ საქმეზე ხო არ გინდა შეგინება?”- მიმართა მანჯგალაძემ ყაველაშვილს. ,,გამომივიდა აქ პატრიოტი. წადი აიღე იარაღი. 30 კილომეტრში არიან… თუ რამის ტრა* ი გაქვს. გამომივიდა პატრიოტი. როდემდე უნდა ატყუოთ ხალხი, ვინ ხართ თქვენ? უსამშობლო, უჯიშო ხალხი ხართ,” – მიმართა ყაველაშვილმა მანჯგალაძეს.

მეტი...

,,ე.წ. დემარშით პრაქტიკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების დემარშს აფასებს. მისი თქმით, ე.წ. დემარშით პრაქტიკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის. ,,ამ ე.წ. დემარშით პრაქტიკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის, რაც იყო ერთგვარი სიურპრიზი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ოპოზიცია ისე რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები, ამტკიცებდნენ, რომ არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას”, – განაცხადა კობახიძემ. ევროკავშირის ელჩმა საქართევლოს მთავრობას 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა  

მეტი...

,,ევროკავშირის ელჩმა მორიგი შეცდომა დაუშვა”- ირაკლი ზარქუა დემარშზე

,,ევროკავშირის ელჩმა ამ ქმედებით მორიგი შეცდომა დაუშვა”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების დემარშს. მისი თქმით, ამ ქმედებებს სავარაუდოდ, ერთი დირიჟორი ჰყავს. „მე მგონი, რომ ევროკავშირის ელჩმა ამ ქმედებით მორიგი შეცდომა დაუშვა, რადგან, როგორც იცით, ეს დემარში ნომერი ორია. პირველს შეგახსენებთ, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ხელი მოაწერინეს ელჩებს. არ ვიცი, სავარაუდოდ, ერთი დირიჟორი ჰყავს ამ ქმედებებს და შემოატანინეს ეს განცხადება დემარშის, სადაც ეწერა, თურმე სააკაშვილს წამლავს ხელისუფლება, არ აძლევს რეაბილიტაციას, ცუდ პირობებში ამყოფებს და ექვემდებარება გადაყვანას სხვა ქვეყანაში. გახსოვთ თქვენ ამ…

მეტი...

,,დროშას კი არ ცემთ პატივს, არამედ ეს არის ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლობა”- პაპუაშვილი ოპოზიციას

„თქვენ დროშას კი არ ცემთ პატივს, არამედ ეს არის ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლობა, რითაც ხართ დაკავებული“,-ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებს, მათ მიერ  სხდომათა დარბაზში საქართველოს სახელმწიფო დროშის გაკვრის გამო. „ამ დარბაზში სახელმწიფო დროშა არის განთავსებული. დროშას და ამ დარბაზს ეცით პატივი. სკოჩით რომ აწებებთ დროშებს, ეს აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას დროშების მიმართ საერთოდ, იქნება ეს საქართველოს თუ ევროკავშირის დროშა. ეს არის აბსოლუტური ფარისევლობა და სინამდვილეში, თქვენ დროშას კი არ ცემთ პატივს, არამედ ეს არის ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლობა, რითაც ხართ დაკავებული“,-განაცხადა შალვა…

მეტი...