კონტეინერში, რომელშიც ბანანი უნდა ყოფილიყო, ნარკოტიკებით სავსე აღმოჩნდა. საბერძნეთის პოლიციამ ბანანის კონტეინერებში 3,2 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი იპოვა. შემთხვევა პორეუსის პორტში გაჩერებულ ორ კონტეინერში აღმოჩნდა. კოკაინი კი 161 კილოს იწონიდა. ის საბერძნეთსა და ევროპის ქვეყნებში უნდა გაეყიდათ. დაკავებულია 14 ადამიანი.
მეტი...ავტორი: მედიაცენტრი მთავარი
პარლამენტთან დაკავებულებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს
2 ივნისს, პარლამენტის შენობასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოში განმარტავენ, ყურადღებით აკვირდებიან მშვიდობიანი აქციისას დაკავებულებთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს. „მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
მეტი...ქვალონში ავტოავარიას ჩვილი ემსხვერპლა
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოავარია მოხდა. სოფელ ქვალონში ავარიას 1 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა. შეჯახება მსუბუქ და პროდუქტების სადისტრიბუციო მანქანას შორის მოხდა. ჩვილი გარდაიცვალა, ერთი მოზარდი კი დაშავდა. დაშავებულის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
მეტი...კობა კობალაძე მაიამის ოლქის სამხედრო და ვეტერანთა საქმეთა აღმასრულებელ დირექტორს გუსტავო კრუსს შეხვდა
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მაიამის ოლქის სამხედრო და ვეტერანთა საქმეთა აღმასრულებელ დირექტორს, გუსტავო კრუსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს. კობა კობალაძემ, გუსტავო კრუსს, სამსახურის სტრუქტურა გააცნო და იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომელთაც სამსახური, ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს. მხარეები, სამომავლოდ, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევას. კობა კობალაძემ გუსტავო კრუსი საქართველოში მოიწვია, რათა იგი ადგილზე გაეცნოს იმ საჭიროებებს, რაც ქართველი ვეტერანების წინაშე დგას. შეხვედრის შემდეგ, პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მაიამის სამხედრო და ვეტერანების საქმეთა სამსახურსა…
მეტი...ძმის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლებით, ძმას დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის…
მეტი...„ვფიცავ, დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას“ – პრეზიდენტი ერდოღანი
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში საპრეზიდენტო ფიცი დადო. პრეზიდენტმა საპრეზიდენტო მანდატი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მიიღო. „თურქეთის პრეზიდენტის რანგში დიადი თურქი ხალხისა და ისტორიის წინაშე, პატივითა და ღირსებით ვფიცავ, დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას, ჩვენი სამშობლოსა და ერის განუყოფელ მთლიანობას, ისევე როგორც ჩვენი სახელმწიფოს უპირობო სუვერენიტეტს. დავიცავ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას, ათათურქისეულ პრინციპებსა და რეფორმებს. დავიცავ ელიტური რესპუბლიკის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნის აწმყოს, პატივს ვცემ თურქეთის რესპუბლიკას, მის კეთილდღეობას. დიდებული თურქი ერისთვის ვიმუშავებ ღირსებითა და მთელი ჩემი ძალით“, – აღნიშნა ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცის დადებისას.…
მეტი...სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა
კლინიკა „ვივამედთან“ სადაც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, თანაგუნდელებმა, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. „აღუდგეს უფლება პარლამენტის წევრებს და მოგვცენ მიხეილ სააკაშვილის ნახვის შესაძლებლობა. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, რადგან მას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება საქართველოს დეოკუპაციაში,”- აღნიშნა აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.
მეტი...ლევან ხაბეიშვილის განცხადებით სააკაშვილი უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ, სპეციალურ სამაჯურის გარეშე
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დამნაშავე არ არის და მას სამაჯური არ უნდა მიუმაგრონ. „საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია. თურმე, რაღაც სამაჯური უნდა ჰქონდეს. სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს“ – აცხადებს ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პოზიცია აქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გამოხატა, რომ შესაძლებელია სააკაშვილისთვის ე.წ. სამაჯურის დამაგრება. „სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. სალომე ზურაბიშვილს ეს ინსტრუმენტი აქვს, პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი კი არ აქვს რამე, სალომემ მისი უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული პრეზიდენტი. არ ვეთანხმები, რომ თურმე, ვიღაცას რაღაცა სამაჯური უნდა ეკეთოს. პრეზიდენტ სააკაშვილს ამ…
მეტი...თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში, პრეზიდენტ ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად გაემგზავრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიცის დადების ცერემონია 14:00 საათზე, თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში გაიმართება. შემდეგ კი, პრეზიდენტი ანიტკაბირის კომპლექსს ეწვევა, სადაც მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი მდებარეობს. 17:00 საათზე საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონია დაიწყება. ცერემონიის დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტი მიწვეულ სტუმრებს საზეიმო სადილზე უმასპინძლებს. თურქეთში, ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური დელეგაცია ჩადის.
მეტი...უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს სრული მზადყოფნა აქვთ, რომ რუსული ჯარების წინააღმდეგ კონტრშეტევაზე გადავიდნენ. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, წარმატების მოლოდინში არიან. „მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი, რა დრო დასჭირდება, თუმცა, ვაპირებთ ამის გაკეთებას და მზად ვართ კონტრშეტევისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-თან. ამავე საკითხზე კომენტარი დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანას იარაღის საჭირო მინიმუმი უკვე გააჩნია და სავარაუდოდ, კონტრშეტევაც დაიწყება.
მეტი...უკრაინაში ვარაუდობენ, რომ რუსეთში საბრძოლო ნაწილები სანქციების გვერდის ავლით შედის
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ირანული „შაჰიდები“ რომელსაც რუსეთი უკრაინაში თავდასხმისთვის იყენებს, სათადარიგო ნაწილებით დასავლეთიდან მარაგდება. აღნიშნული ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც დრონები დაშალეს და ნაწილები შეისწავლეს. “ირანულ „შაჰიდებში“, რომლითაც რუსეთი უკრაინას ესხმის თავს, უკრაინის მოკავშირე ქვეყნებში წარმოებული ნაწილები აღმოაჩინეს. ისინი დავშალეთ და აღმოვაჩინეთ ნაწილები, რომლებიც არ იწარმოება ირანსა და რუსეთში“ – აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი. დანილოვი ითხოვს, გაირკვეს, სანქციების მიუხედავად, საიდან მოხვდა დასავლური სათადარიგო ნაწილები რუსეთის ფედერაციაში.
მეტი...„სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა“, – პატრიარქი
სულთმოფენობის წინა დღეს, საქართველოს პატრიარქი ლოცვებს აღავლენს. აღნიშნულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „სულთმოფენობის წინა დღე, მიცვალებულთა დიდი დღეა და ამ დღეს მართლმორწმუნენი განსაკუთრებულად იხსენებენ გარდაცვლილ ახლობლებს. ჩვენც, ჩვენის მხრიდან, აღვავლენთ ლოცვებს მართლმადიდებლობით აღსრულებულ ჩვენს წინაპართათვის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის დამაშვრალთა და ეკლესიის მსახურთათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომწყდართათვის, კოვიდ-პანდემიით გარდაცვლილთა და ყოველთა ახლადშესვენებულთათვის. ერთხელ კიდევ გულისტკივილით, ასევე, ვიხსენიებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს განსაცდელში მყოფი უკრაინელებისთვის და შეეწირნენ სისხლისმღვრელ ომს. ღმერთმა აცხოვნოს მიხეილ თევდორაძე, გიორგი ქააძე, ილია (ვანო) ჩოხელი, სერგო ლისიხი, მიხეილ მაზანაშვილი, დავით ქუჩუკიანი,…
მეტი...პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს უნდა მოუარონ და შესაძლებელია ელექტრო სამაჯურიც გამოიყენონ
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რთულია და შესაძლებლად მიაჩნია მისი პატიმრობა ელექტრო სამაჯურის გამოყენებით. აღნიშნულ თემაზე სალომე ზურაბიშვილმა „ფრანს 24“-თან ინტერვიუში ისაუბრა. „რამდენიმე რამეს ვაკეთებ, რათა ეს სიტუაცია შევამსუბუქო, თუმცა ზიანი რომელიც დადგა, მიყენებულია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. მისი შეწყალება-არშეწყალება ამ ზიანს რეალურად არ ცვლის. მას უნდა მოუარონ, ისევე, როგორც მრავალ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოში, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. არსებობს ელექტრონული სამაჯურები, რომლების შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება იმას, რაც მოსალოდნელია ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
მეტი...დაკავებული უფლებადამცველი გაათავისუფლეს
წუხელ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაკავებული ადვოკატი და უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე თავისუფალია. მისი დაკავება პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მოხდა. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ადვოკატის დაკავება იმიტომ მოხდა, რომ მას საპროტესტო ბანერი ჰქონდა გაშლილი.
მეტი...პარლამენტთან სამი უფლებადამცველი დააკავეს
არასამთავრობო სექტორი პარლამენტთან დაკავებული უფლებადამცველების გათავისუფლებას ითხოვს. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მოუწოდებს შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული. „მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია სხვა დაკავებულების შესახებაც. მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 1 ივნისს, პოლიციამ ბექა გრიგორიადისს, ლაზარე გრიგორიადისის მამას, პარლამენტის წინ…
მეტი...სახალხო დამცველი გუშინდელ დაკავებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეთა დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენის აპარატი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და უფლებადამცველთა დაკავების ფაქტებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა…გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია. აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და…
მეტი...„ძალიან, ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება იმისათვის, რომ გადავრჩეთ“ – ჯემალ გამახარია
„ჩვენ ძალიან შორს ვართ ილუზიებისგან, რომ რუსეთთან დაახლოება მიგვიყვანს იქამდე, რომ შევრიგდებით აფხაზეთთან და დაბვრუნდებით“ – აღნიშნული განცხადება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისი შეფასებით, საპროტესტო გამოსვლები, რაც აფხაზეთში დაიწყო, ე.წ. მცოცავ ანექსიას აფერხებს. „ერთადერთი „მოგება,“ რაც შეიძლება იყოს იმ პროცესებიდან, რაც აფხაზეთში დაიწყო, არის ის, რომ ის აფერხებს მცოცავი ანექსიის გაგრძელებას. რაც შეეხება სხვა შედეგს, დეოკუპაცია მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა რუსეთი უკრაინაში დამარცხდება. დიდი ალბათობით, რუსეთი იძულებული გახდება აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, დნესტნისპირეთიდან გაიყვანოს თავისი ჯარები. უკრაინაზე არაფერს ვამბობ, საიდანაც რუსეთის ჯარებს გამოყრიან. აფხაზეთი დღეს ისედაც რუსეთის…
მეტი...„რამდენიმე წელიწადში, შავიზღვისპირეთს აფხაზეთს ხელიდან გამოაცლიან, სწორედ ესაა რუსეთის გეგმა“ – ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“
აფხაზეთში მიმდინარე პროცესებსა და საპროტესტო ტალღაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც გამახარიამ აღნიშნა, რუსეთის ინტერესია, მთელი შავი ზღვისპირეთი ხელი ჩაიგდოს. „რუსეთის ინტერესია, რომ ხელში ჩაიგდოს მთელი შავიზღვისპირეთი. სულ რამდენიმე წელიწადში, მთელ შავიზღვისპირეთს აფხაზეთს ხელიდან გამოაცლიან და სწორედ ესაა რუსეთის გეგმა. ასევე ერთ-ერთი თემაა ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზაცია. რუსეთი მთელ ენერგოსისტემას უმიზნებს, რაც აფხაზეთშია. საბოლოო მიზანი კი ენგურჰესის ხელში ჩაგდებაა“ – აღნიშნა ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“. მისი განცხადებით, რუსეთს აფხაზეთი მიმწყვდეული ყავს. „ის, რომ ელექტრო ხაზების რეაბილიტაცია მოხდეს, რომელიც საკმაოდ მოძველებულია რაც აფხაზეთის ტერიტორიაზეა, ამას 20 მილიარდი…
მეტი...USAID-ში აცხადებენ, რომ თბილისში წყლის ხარისხზე ინფორმაციას არ ფლობენ
თბილისში სასმელი წყლის დაბინძურების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას USAID-იც ეხმიანება. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს არ ახორციელებს. „USAID-ისთვის ცნობილი გახდა დეზინფორმაციის შესახებ, თითქოს ჩვენ გვაქვს ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებული სასმელი წყლის ხარისხის შესახებ. USAID-ი არ ფლობს მსგავს ინფორმაციას და არც რაიმე სახის რჩევებს გასცემს ამ თემაზე. არც USAID-ი და არც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სხვა სააგენტო არ ახორციელებს საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს და არ აკეთებს საჯარო კონსულტაციებს წყლის ხარისხის შესახებ“, – აღნიშნულია „USAID საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეტი...სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის მამის პროცესი მიმდინარეობს
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბექა გრიგორიადისი გუშინ საღამოს პარლამენტთან მაშინ დააკავეს, როცა კარვის გაშლას ცდილობდა. აქციის მონაწილეები ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დროს და პროცესის გადადებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ბექა გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული.
მეტი...,,აფხაზეთის გაერთიანებულ ოპოზიციას 9 მოთხოვნა გააჩნია, აქედან 6 პირდაპირ თუ ირიბად, მიმართულია რუსეთის წიააღმდეგ”- ჯემალ გამახარია ”მედიაცენტრ მთავარში”
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ ”მედიაცენტრ მთავარში” 30 მაისს, ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, აფხაზეთის გაერთიანებულ ოპოზიციას 9 მოთხოვნა გააჩნია, აქედან 6 პირდაპირ თუ ირიბად, მიმართულია რუსეთის წიააღმდეგ. ,,აფხაზეთის გაერთიანებულ ოპოზიციამ აქციაზე 9 მოთხოვნა დააყენა, აქედან 6 პირდაპირ თუ ირიბად, მიმარ თულია რუსეთის წინააღმდეგ. პირველი და ყველაზე მთავარი, როგორც ისინი აცხადებდნენ, მთავრობის გადაყენებაა. მეორე მოთხოვნა იყო რეფორმების ჩატარება, რაშიც მართვის სისტემის შეცვლა იგულისხმება. შემდეგ მოთხოვნა ელექროენერგიაზე დაწესებული ტარიფის გაუქმებას ეხება. ასევე, ითხოვდნენ ბჟანიას განკარგულების გაუქმებას, რომელიც უშვებს საქართველოსთან ვაჭრობას,”- განაცხადა ჯემალ გამახარიამ ”მედიაცენტრ მთავარში”. ჯემალ გამახარიამ…
მეტი...ბორჯომელი ახალგაზრდა 10–დღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს
10 დღიანი ძებნის შემდეგ, სოფელ გომთან, ბორჯომელი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, წყლიდან გამორიყული ცხედარი სავარაუდოდ მწყემსმა ნახა. ვახო მეტრეველს მაშველები 22 მაისიდან ეძებდნენ, სწორედ ამ დღეს, გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაიცვალა მისი ძმა, ბორჯომელი ბიზნესმენი ნიკოლოზ მეტრეველი.
მეტი...,,დაურეკოს პუტინს”- პოდოლიაკი ორბანს ურჩევს პუტინს დაურეკოს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ურჩევს, დაურეკოს ვლადიმერ პუტინს და მოუწოდოს რუსი დამპყრობლების ჯარების გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. პოდოლიაკის თქმით, ვიქტორ ორბანის აბსურდული საჯარო პოზიცია კიდევ ერთხელ გამომწვევად შეურაცხყოფს ევროკავშირის ღირებულებებს და ზოგადად საერთაშორისო სამართალს. “ეს არის ევროპის შეგნებული დამცირება და რუსეთის ტერორისტული ქმედებების თანხმობა. ეს არის აგრესორის შეგნებული გამართლება და წახალისება, გააგრძელოს უკრაინის/ევროპის განადგურება…”, – აღნიშნა პოდოლიაკმა. პოდოლიაკის თქმით, დროა უნგრეთმა გააცნობიეროს, რომ კონტრშეტევითი ქმედებების გამო, უკრაინა უბრუნებს თავის ტერიტორიებს და ხალხს – ეს სამართლიანი და სავალდებულოა. ”და თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ნამდვილად აწუხებს…
მეტი...,,ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად”- მიხეილ სააკაშვილი
,,მე არ გამოვრიცხავ რომ შავიზღვისპირეთში ჩვენ საერთო საზღვარი გვქონდეს უკრაინასთან. დღეს ვლადიმერ ზელენსკიზე და უკრაინის არმიაზეა ჩამოკიდებული მთლიანად ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა და გამარჯვება,”- ამის შესახებ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი. მისი თქმით, აბსოლუტურად დარწმუნებულია ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინის და ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში. ,,2019 წლის მაისში დილის 8 საათზე, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და გამაღვიძა ვარშავაში, რათა შეეტყობინებინა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ბრძანება პრეზიდენტის პოსტზე იყო ჩემთვის მოქალაქეობის აღდგენა. ჩემი პირველი რეაქცია მადლობის გარდა იყო ის, რომ ვუთხარი ვხედავდი მას ჩვენი მთელი რეგიონის ლიდერად. მეც ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ…
მეტი...მაქსიმ გალკინი მოსკოვის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების“ სიაში დატოვა
შოუმენი მაქსიმ გალკინი მოსკოვის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების“ სიაში დატოვა. გალკინის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ის არ იყო პოლიტიკური ფიგურა და საზღვარგარეთ საუბარი არ შეიძლება ჩაითვალოს უცხოური წყაროების მხარდაჭერად. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი კი ამტკიცებდა, რომ გალკინი საგარეო გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. იუსტიციის სამინისტრომ გალკინი 2022 წლის სექტემბერში ფიზიკურ პირთა – უცხოელ აგენტთა სიაში შეიყვანა. როგორც დეპარტამენტში განაცხადეს, შოუმენმა დაფინანსება უკრაინიდან „პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებისას“ მიიღო.
მეტი...„შეცვლილი რიტორიკა ბევრად უფრო ადეკვატურია”- წულუკიანი პრეზიდენტზე
,,ვიხილეთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში და არ შეიძლება, არ მივესალმოთ, რომ მას რიტორიკა აქვს შეცვლილი,” – ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში სიტყვით გამოსვლას საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი. მისი თქმით, პრეზიდენტის შეცვლილი რიტორიკა არის ბევრად უფრო ადეკვატურია. „შეცვლილი რიტორიკა არის ბევრად უფრო ადეკვატური, ბევრად უფრო ორიენტირებული საერთო სახელმწიფო მიზანზე. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მან გააანალიზა ის დიდი ნეგატივი, რომელიც მის გამოსვლას მოჰყვა 26 მაისს, 27 მაისს თუ სხვა გამოსვლებზე. იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს რიტორიკა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის ინტერესზე და არა რაიმე პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ ინტერესზე. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი, ჩვენმა…
მეტი...,,უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია საერთაშორისო სანქციას არ ნიშნავს”- გიორგი კაკაურიძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია საერთაშორისო სანქციას არ ნიშნავს. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტსა და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც „ჯორჯიან ეირვეისის“ მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი არ იქნება. „უკრაინის მიერ სანქციების სიაში შეტანა არ ნიშნავს, რომ მასზე საერთაშორისო სანქციები ვრცელდება. საერთაშორისო სანქციების მიღებას თავისი პროცედურები და წესი აქვს, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები. ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ „ჯორჯიან ეირვესი“ თუ არ დაარღვევს სანქციებს და დიდი იმედი მაქვს, რომ არც ერთი კომპანია არ დაარღვევს, ყველა იქნება აღსრულებაში იმ სანქციების, რომელიც დაწესებულია როგორც ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის…
მეტი...,,სიხარულის ყიჟინა აქვთ გამართული იმის გამო, რომ ქართულ ეროვნულ ავიაკომპანიას ვიღაცამ სანქცია დაადო”- თამაზ გაიაშვილი
თამაზ გაიაშვილი „მედიაცენტრი მთავართან“ აცხადებს, რომ აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა უკრაინის მთავრობამ, გადაჭარბებულია. მისი თქმით, ”ქართველ ემისრებს შეცდომაში შეჰყავთ უკრაინის მთავრობა, რომ ვითომ თამაზ გაიაშვილი გავლენას ახდენს ამა თუ იმ სახელმწიფოში ფრენების დანიშვნა-არდანიშვნაზე.” ,,1 ივნისს ოპოზიციური მედიის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა უკრაინის მთავრობამ, გადაჭარბებულია. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ოცდაათი წელიწადია, რაც კეთილსინდისიერად და თავდადებით ემსახურება საქართველოს და ქართველ ხალხს. იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ამ ხნის მანძილზე არ ესარგებლოს ამ ავიაკომპანიის მომსახურებით. ეს საქართველოს ისტორიის რთული მონაკვეთი…
მეტი...ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ქეთევან წამებულის გამზირის, დოდაშვილის, ბოგდანხმელნიცკისა და ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის ქუჩების, ასევე, მედროსადგურ ისნის მიმდებარე ტერიტორიების ბინადარ ცუგებსა და კატებს ჩაუტარა. ანტირაბიული ვაქცინაციის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს. მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური აცრის ჩატარება. სააგენტო მეპატრონეებს მოუწოდებს, საკუთარ ცხოველებს ანტირაბიული ვაქცინაცია ყოველწლიურად ჩაუტარონ. ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა არა მხოლოდ ცხოველის, არამედ მეპატრონის ჯანმრთელობისათვის. სააგენტო…
მეტი...,,ქალბატონს ეშინია”- გიული ალასანია სალომე ზურაბიშვილზე
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეშინია. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს თავისუფლად შეუძლია მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. ,,ქალბატონს ეშინია. რაღაცის შიში აქვს, ფაქტია, რის გამოც ასე იქცევა, როგორც იქცევა. მე იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და ყველამ ერთხმად მითხრა, რომ არ არის ეს სწორი და ძალიან თავისუფლად შეუძლია მას ეს გააკეთოს. მთავარია სურვილი. რას ნიშნავს დისკუსია და დებატები აი ამ საკითხებზე, რა საკითხებია ეს, რამდენი წელი შეიძლება გაგრძელდესეს დისკუსია? ჩვენ უცხოელი ექიმები გვყავდა ჩამოყვანილი, პოლონეთი ყველანაირად მზად არის თუმცა ეს ექიმებიც ვერ ახერხებენ ჯერ ჩამოსვლას”,- განუცხადა გიული ალასანიამ ტვ პირველს.
მეტი...ოკუპირებული აფხაზეთში, ზღვიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს
ოკუპირებული ფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველებმა ზღვიდან 1981 წელს დაბადებული სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მეთევზეებმა ნაპირზე ტალღის მიერ გამორიყული ცხედარი იპოვეს და ამის შესახებ მაშველებს შეატყობინეს.
მეტი...,,მოგმართავთ თხოვნით, მოინახულეთ და გაასეირნეთ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში შაბათ-კვირას” – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, მოინახულონ და გაასეირნონ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში შაბათ-კვირას. ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, მოინახულეთ და გაასეირნეთ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში შაბათ-კვირას. ცხოველების გასეირნება თავშესაფრის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება. გასეირნებისას უზრუნველყოფილი იქნება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა. ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში არაერთი დაკარგული და პატრონის მიერ ჩაბარებული ცხოველი ხვდება, რომლებისთვისაც სოციალიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, გთხოვთ, დარეკეთ თავშესაფარში ნომერზე – 032 2 421 424,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში.
მეტი...თბილისი პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს გაიმართება
თბილისი პრაიდის კვირეული წელს 1-8 ივლისს გაიმართება. ორგანიზაციის ცნობით, ტრადიციულად ივლისის დასაწყისში უერთდებიან ღირსებისა და სიამაყის თვეს, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ,,სიყვარულს ვერ დაამარცხებ! თბილისი პრაიდის ყოველწლიური კვირეული 1-8 ივლისს ბრუნდება! ტრადიციულად, ივლისის დასაწყისში ვუერთდებით ღირსებისა და სიამაყის თვეს, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება. პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას”,…
მეტი...საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მაშინ მოხდება, როცა რუსეთი დამარცხდება უკრაინაში – ჯემალ გამახარია ”მედიაცენტრ მთავარში”
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მაშინ მოხდება, როდესაც რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და ცივილიზებული განვითარების გზას დაადგება. ჯემალ გამახარია საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აღნიშნული ნაბიჯი შესაძლოა ტერიტორიების დაბრუნების საწინდარი იყოს. ,,არ ვარ ფრენების აღდგენის წინააღმდეგი, თუმცა ის, რომ რუსეთი ამის გამო აფხაზეთს ან რაიმეს დაგვითმობს… ადრე ხომ იყო ფრენები? ბატონმა სააკაშვილმა უვიზო რეჟიმიც დააწესა და ფრენებიც იყო ინტენსიურად, მაგრამ რა? არაფერი. არ ველოდებით, აფხაზეთის და სხვა ოკუპირებული რეგიონის პრობლემის მოგვარებას. ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება…
მეტი...სემეკს, დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ირინე დახუნდარიძემ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ. მემორანდუმის მიზანია დიპლომატიის სფეროში სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება, მემორანდუმის მხარეებს შორის ერთობლივი პროფესიული, სასწავლო საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების, პროგრამების, კურსების, სხვადასხვა აკადემიური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
მეტი...მოვუწოდებ შსს-ს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა – სახალხო დამცველი გრიგორიადისზე
საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, აპარატი 28 მაისის შემდეგ თვალს ადევნებს საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან ბექა გრიგორიადისის მიერ დაწყებულ უწყვეტ პროტესტს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. ,,მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბექა გრიგორიადისი 2023 წლის 1 ივნისს, აქციის მიმდინარეობისას, კარვის გაშლის დროს დააკავეს. მანამდე, სამართალდამცავები მას რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ უფლებას, ადგილზე, მშვიდობიანი პროტესტის მიზნით, კარავი განეთავსებინა. მრავალი წელია სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ კარვის განთავსება შეკრების თავისუფლების რეალიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული პოზიციის სისწორეს ადასტურებს, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების…
მეტი...