რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო ორი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სანსახური ავრცელებს. „ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“…
მეტი...კატეგორია: სლაიდერი
„რუსეთი ცდილობს დროის გაჭიანურებას ომის გასაგრძელებლად“- ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებებით ცდილობს დროის გაჭიანურებას ომის გასაგრძელებლად. „მთავარია, რომ დიპლომატიური ძალისხმევა მშვიდობის მისაღწევად კოორდინირებული და მიმართული იყოს რეალურ შედეგებზე. ცხადია, რომ რუსეთი ცდილობს დრო გაწელოს, რათა განაგრძოს ომი და ოკუპაცია“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკრაინა ახლა პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ ზეწოლით აიძულონ რუსეთს, შეცვალოს ქცევა. „სანქციებს მნიშვნელობა აქვს და მადლიერი ვარ თითოეულის, ვინც მათ უფრო ხელშესახებს ხდის ომის დამნაშავეებისთვის“, – აღნიშნავს ზელენსკი.
მეტი...კახეთში შვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, მამა დააკავეს
კახეთში შუახნის კაცი მოზარდი შვილის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. არსებული ცნობით, მამაკაცი 14 წლის შვილზე ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს.
მეტი...„რუსეთი უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს განსაცდელის წინაშე არ მიატოვებს“ – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებების აღსადგენად იბრძოლებს. მისი თქმით, მოსკოვი უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს „განსაცდელის წინაშე არ მიატოვებს“. „მსურს, ყველა დამსწრე ვანუგეშო, რომ რუსეთი უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს განსაცდელის წინაშე არ მიატოვებს და მიაღწევს იმას, რომ მათი სამართლებრივი უფლებები დაცული იყოს, ხოლო კანონიკურმა მართლმადიდებლობამ უკრაინულ მიწაზე ერის სულიერ ცხოვრებაში თავისი ცენტრალური ადგილი დაიბრუნოს“, – აცხადებს ლავროვი.
მეტი...თურქეთის საზღვარზე მუხურის გამგებელი დააკავეს
თურქეთის საზღვარზე მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი დააკავეს. „მედიაცენტრ მთავარს“ დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ დაკავებულია სოფელ მუხურის გამგებელი. გავრცელებული ინფორმაციით, გამგებელი საქართველო-თურქეთის საზღვარზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, როგორც წყარო გვიყვება, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბაკურ ქომეთიანის დაკავება დასტურდება, თუმცა, ნარკოტიკები მას არ ეკუთვნის. „ქომეთიანი მოდიოდა უცხოეთიდან, მოჰყავდა მანქანა. ავტომანქანა ბორანით გამოგზავნა საქართველოში, თავად კი ნავსადგურიდან დაემგზავრა ზუგდიდელ მძღოლს, რომელიც საქართველოში მოდიოდა. საქართველო-თურქეთის საზღვართან შემოწმებისას, აღნიშნულ მანქანაში ნარკოტიკები აღმოაჩინეს. დაკავებულია ორივე ადამიანი“, – გვიყვება წყარო.
მეტი...პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 6 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული და გასაღების მიზნით ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალება. ასევე ელექტროსასწორები, შესაფუთი მასალა, ფულადი თანხა და კრიპტოვალუტა, რომელსაც ანგარიშსწორებისას იყენებდნენ. დაკავებულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-2603 მუხლის მე-3 ნაწილის…
მეტი...გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში ისტორიული შენობის ჭერი ჩამოინგრა და ფრაგმენტები გამვლელს დაეცა
ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე, მე-9 სკოლის წინ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ჭერი ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, სამშენებლო მასალის ფრაგმენტები „გლოვოს“ კურიერს დაეცა. კურიერის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მეტი...„რუსეთი ულტიმატუმებზე არასდროს რეაგირებს“ – ზახაროვა სანქციებზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებულ ახალ სანქციებს ეხმაურება. ზახაროვას განცხადებით, „მშვიდობის მიღწევა დასავლეთევროპელ ულტრალიბერალებს არ აინტერესებთ“. „მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკიმ ევროპელ თანამოაზრეებთან ერთად გამოთქვა ანტირუსული სანქციების გაძლიერების მოწოდება: კვლავ იმღერეს ძველი სიმღერა იმის შესახებ, რომ რუსეთს თითქოსდა არ უნდა ენდო და დასაჯო ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის ულტიმატუმის დაუმორჩილებლობისთვის, რომელსაც კიევის რეჟიმი და მისი ევროსპონსორები ცდილობდნენ, წარმოეჩინათ როგორც გარკვეული ნაბიჯი მოგვარებისკენ. უბრალოდ, საჭიროა ერთხელ დაიმახსოვროთ: რუსეთი ულტიმატუმებზე არასდროს რეაგირებს“, – აცხადებს ზახაროვა.
მეტი...გერმანიაში დანით შეიარაღებული მამაკაცი მოქალაქეებს თავს დაესხა – არიან დაშავებულები
გერმანიაში, ქალაქ ბილეფილდში, დანით შეიარაღებული მამაკაცი ბარში მყოფ მოქალაქეებს თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს. Bild-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 5 ადამიანი, მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მეტი...„ვფიქრობთ, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება“ – ხამენეი
ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის არ სჯერა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. ხამენეიმ ირანის ყოფილი პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას „აღმაშფოთებელი“ უწოდა აშშ-ს მიერ ოფიციალური თეირანის მიმართ მოწოდებებს, რომ ურანის გამდიდრების პროგრამა სრულად შეაჩეროს. „არაპირდაპირი მოლაპარაკებები მის [პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის] დროსაც იყო, ზუსტად ისე, როგორც ახლა, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ახლაც შედეგი არ იქნება. არავინ ელოდება ამა თუ იმ მხარის ნებართვას. ისლამურ რესპუბლიკას საკუთარი პოლიტიკა და მიდგომა აქვს და საკუთარ გზას მიუყვება“, – აცხადებს ხამენეი.
მეტი...დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ფედერაციას ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახალი სანქციების სამიზნეს რუსეთის სამხედრო, ენერგეტიკული, ფინანსური სექტორები და ის პირები წარმოადგენენ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში მონაწილეობენ. ამავე განცხადების თანახმად, დიდი ბრიტანეთი პარტნიორებთან ერთად ასევე მუშაობს „ნავთობის ფასების ლიმიტის გამკაცრებაზე, რაც პუტინის ომის მანქანისთვის ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებს კიდევ უფრო შეზღუდავს“.
მეტი...„სანქციები უნდა გამკაცრდეს – რუსეთმა უნდა დაკარგოს აგრესიის გასაგრძელებლად საჭირო ეკონომიკური საშუალებები“ – ცაჰკნა
„იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტის მიღება მალე იქნება შესაძლებელი“, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა. მისი თქმით, სანქციები უნდა გამკაცრდეს. „სანამ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს გააგრძელებს და არ დაამტკიცებს, რომ მზადაა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისთვის, სანქციები უნდა გამკაცრდეს. რუსეთმა უნდა დაკარგოს აგრესიის გასაგრძელებლად საჭირო ეკონომიკური საშუალებები და ამიტომ იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტის მიღება მალე იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ცაჰკნამ.
მეტი...უნგრეთის პარლამენტმა ICC-დან გასვლის კანონპროექტი მიიღო
უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) ქვეყნის გამოყვანის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ICC-დან გამოსვლის შესახებ კანონპროექტს მხარი 134-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე 37 იყო. პროცესს, დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება.
მეტი...ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო. როგორც კალასი X-ზე წერს, სანქციების სამიზნე რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტია. „ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელსაც მიზანში აქვს ამოღებული ჩრდილოვანი ფლოტის, დაახლოებით, 200 ხომალდი. ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს. რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს. რაც უფრო დიდხანს აწარმოებს რუსეთი ომს, მით უფრო მკაცრი იქნება ჩვენი პასუხი“, – წერს კალასი.
მეტი...სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მელიორაციის მომსახურებების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დღეიდან მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, იუსტიციის სახლის მეშვეობით მიმართონ შპს „საქართველოს მელიორაციას“ ყველა სახის განაცხადით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალში ადგილზე გაეცნენ მელიორაციის სერვისების გაცემის პროცესს. იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ: დარეგისტრირდნენ აბონენტად; გამოითხოვონ პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან; გადაამოწმონ დარიცხვა; მოითხოვონ დავალიანების გადანაწილება; მოითხოვონ მომარაგების ტექნიკური ხარისხისა და აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება; მიაწოდონ „საქართველოს მელიორაციას“…
მეტი...„დედა და 2 მცირეწლოვანი ფანჯრიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანეს“ – გორში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
გორში, კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველებმა დედა და 2 მცირეწლოვანი ფანჯრიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანეს.
მეტი...„ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს“ – ზელენსკი
„რუსეთი ომისა და ოკუპაციის გაგრძელების მიზნით, დროის მოგებას ცდილობს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკის განცხადებით, ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს. „მაგიდაზე მკაფიო და რეალისტური წინადადებები უნდა იყოს. უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის და თუ რუსეთი არარეალური პირობების წამოყენებასა და პროგრესისთვის ხელისშეშლას გააგრძელებს, მაშინ ამას მძიმე შედეგები უნდა მოჰყვეს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
მეტი...იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში, ქალაქ ბოლცანოში, ძარცვისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც 43 წლისაა, მაღაზიიდან ქურდობისა და გაქცევის მცდელობისას, თანამშრომლების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ დააკავეს. დაკავებულ ქართველს თან ცივი იარაღიც აღმოაჩნდა.
მეტი...პოლონეთში მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში, ქალაქ ოპოლეში, მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაკავებულებმა მაღაზიიდან 6 800 ზლოტის (1 600 ევრო) ღირებულების ტექნიკა, სამკაულები და საკვები მოიპარეს. მათივე ინფორმაციით, ორივე დაკავებულს 10 წლის ვადით შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალა.
მეტი...ვაკეში, ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო არეალი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს, შეზღუდვა კი 22 მაისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში იმოქმედებს. „სამუშაოების მიმდინარეობის დროს, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან, თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება. მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ. გზის აღნიშნულ მონაკვეთში დროებით მოიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც. წერეთლის ქუჩაზე…
მეტი...„ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“ – „საქართველოს რკინიგზა“
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელს ლანჩხუთის სადგურში ცეცხლი არ გასჩენია. როგორც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მატარებელი სადგურში ტექნიკური პრობლემის გამო გაჩერდა. „20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ – მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეტი...ლანჩხუთში, ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
ლანჩხუთის სადგურში, ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა – ცეცხლი ვაგონებსშორის გადაბმაში გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას guria.tv ავრცელებს. მედიის ცნობით, ვაგონებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეტი...„ნარკოტიკი რუსთავის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა“ – პროკურატურამ ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს, რომლის ნაწილიც გასაღების მიზნით რუსთავის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. მათივე ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-2603-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე,…
მეტი...„მსტვინავი სუნთქვა, ჟანგბადის საჭიროება, ფილტვების ანთება“ – გაფრთხილება მოსახლეობას
„სტატისტიკური მონაცემებით, კალენდარული წლის მე-19 კვირას, გრიპის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 23%-ია“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში განაცხადა. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, 23% განპირობებულია A ტიპის ვირუსით, რაც არის დაავადებების ის ჯგუფი, რომელიც პირველადი ჯანდაცვის რგოლში იმართება. „ეს ეხება გრიპისმაგვარ დავადებებს. ეს არის ის ჯგუფი დაავადებებისა, რომლებიც ძირითადად იმართებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლში. 23% საკმაოდ მაღალია. ერთი განსხვავება რაც არის წინა კვირებთან შედარებით, ეს 23% განპირობებულია A ტიპის ვირუსით და B ტიპის ვირუსის დომინანტობა, რაც აღინიშნა იანვრის მეორე…
მეტი...„შექმნილი ჰქონდათ ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია“ – დაკავებულია 6 ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობისა და მომზადების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული მ.ა., 2001 წელს დაბადებული ჯ.ქ., 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 2003 წელს დაბადებული ბ.ბ., 2003 წელს დაბადებული რ.ნ., და წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული შ.ე. ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული…
მეტი...დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის 2 ფაქტი გამოავლინა, რაზედაც დაკავებულ იქნა 2 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მათ მიერ საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი’’-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა 212 152.3 ლარის საბაჟო ღირებულების 1 213.4 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით…
მეტი...საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველო-სომხეთის საზღვართან 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან ერთ კილომეტრში დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მეტი...საქართველოდან საფრანგეთში ტრეფიკინგის დანაშაულისთვის ძებნილი პირების ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოდან საფრანგეთის რესპუბლიკაში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განხორციელებული ტრეფიკინგის დანაშაულისთვის ძებნილი პირების ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, აღნიშნული პირები ქართული და ფრანგული მხარის ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს. „ექსტრადირებული პირები საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ 2024 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. ფრანგული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ტანტრა იოგის“ საფარქვეშ მოქმედი ტრანსნაციონალური ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, რომლის მიზანს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანთა ტრეფიკინგი წარმოადგენდა, ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელებმა მონაწილეობა მიიღეს, სულ მცირე, 7 პირის საფრანგეთის რესპუბლიკაში გადაყვანაში და მათ სექსუალურ ექსპლუატაციაში. საქართველოს გენერალური პროკურატურის…
მეტი...ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება შეუჩერდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, გრანტების გაცემის შეწყვეტის მიზეზი უნივერსიტეტის კამპუსებში გამოვლენილი „ანტისემიტური შევიწროება და ეთნიკური დისკრიმინაციის შემთხვევებია“. „იმის გამო, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა ანტისემიტური შევიწროებისა და რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა, დეპარტამენტი რამდენიმე მრავალწლიანი გრანტის გაცემას წყვეტს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქიდან 52 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული
რუსეთის თავდასხმების გამო, უკრაინის სუმის ოლქის 202 დასახლებული პუნქტიდან 52 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ გრიგოროვმა Suspilne-ს ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 2 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, სუმის ოლქის 202 დასახლებული პუნქტიდან ევაკუაციას 86 000-ზე მეტი მცხოვრები ექვემდებარება.
მეტი...„მოსკოვსა და კიევს მემორანდუმზე რთული კონტაქტები ელით – ეშმაკი დეტალებშია“ – პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვსა და კიევს სამშვიდობო ხელშეკრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმის ერთიანი ტექსტის შემუშავების კუთხით „რთული კონტაქტები ელოდებათ“. როგორც პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ეშმაკი დეტალებშია“. „პროექტები ფორმულირდება როგორც რუსული, ასევე უკრაინული მხარის მიერ. მოხდება ამ დოკუმენტების პროექტების გაცვლა, შემდეგ კი იქნება რთული კონტაქტები ერთიანი ტექსტის შესამუშავებლად. ვადები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ცხადია, ყველას სურს ამის რაც შეიძლება სწრაფად გაკეთება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეშმაკი დეტალებშია“, – აცხადებს პესკოვი.
მეტი...„ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენს ჯარებს არავინ გაიყვანს“ – ზელენსკი
„დონალდ ტრამპს ვთხოვე, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენს გარეშე არ მიეღო“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინა თავისი ტერიტორიებიდან ჯარებს არ გაიყვანს. „ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენს ჯარებს არავინ გაიყვანს. ეს ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა. არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს, თავის ხალხს, თავის სახლებს. თუ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენი ჯარების გაყვანის პირობებს წამოაყენებს, ეს ნიშნავს, რომ მათ ომის დასრულება არ სურთ“, – აცხადებს ზელენსკი.
მეტი...დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთს დამატებით სანქციებს არ დაუწესებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გაამკაცრებს, რადგან „სანქციებმა, შესაძლოა, სიტუაცია გააუარესოს“. ტრამპის თქმით, სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს. „იმიტომ, რომ ვფიქრობ, არსებობს შანსი, რაღაც გაკეთდეს და თუ ამას გააკეთებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით გავაუარესოთ. თუმცა, შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ეს მოხდება“, – აცხადებს ტრამპი.
მეტი...„რუსეთს სურს აშშ-სთან მასშტაბური ვაჭრობა, მე ვეთანხმები“ – დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი პუტინთან სატელეფონო საუბრით კმაყოფილია. როგორც ტრამპი აცხადებს, რუსეთს დიდი პოტენციალი და სურვილი გააჩნია, შტატებთან მასშტაბური ვაჭრობა გააჩაღოს. „რუსეთს სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მასშტაბური ვაჭრობა და მე ვეთანხმები ამას. რუსეთს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობა, შექმნას ბევრი სამუშაო ადგილი და სიმდიდრე. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ასევე, უკრაინა შეიძლება, გახდეს ვაჭრობის დიდი ბენეფიციარი ქვეყნის აღდგენის პროცესში. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება“ – აცხადებს ტრამპი. “მოლაპარაკებებიის დაუყოვნებლივ დაიწყება”- ტრამპი პუტინთან საუბრის დეტალებზე
მეტი...„მელანიას და მე ძალიან გვაწუხებს“ – ტრამპი ბაიდენზე
ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ძალიან შეწუხებულია. „მელანიას და მე, ძალიან გვაწუხებს ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია. ჯოსა და მის ოჯახს თბილ და საუკეთესო სურვილებს ვუსურვებთ, ჯოს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას“ – აცხადებს დონალდ ტრამპი. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, 82 წლის ბაიდენს კიბოს აგრესიული ფორმა დაუდგინდა.
მეტი...პრეზიდენტს კიბოს აგრესიული ფორმა აღმოაჩნდა, მეტასტაზები წასულია ძვლებში
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი რამდენიმე დღის უკან დაუსვეს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცნობილია ის, რომ პრეზიდენტს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმა აღმოაჩნდა. დიაგნოზი ოპერაციას არ ექვემდებარება, შესაბამისად, ექიმთა ჯგუფი და ოჯახი მკურნალობის მეთოდებზე მსჯელობს. 82 წლის ბაიდენს კიბოს აგრესიული ფორმა 16 მაისს დადასტურდა. დიაგნოზის მიხედვით, მას აღმოაჩნდა პროსტატის კვანძი, რასაც წინ უძღოდა შარდვის გაძნელება. სიმსივნე მეხუთე ხარისხის ჯგუფს მიეკუთვნება. მეტასტაზი წასულია ძვლებში. დიაგნოზის სიმძიმის მიუხედავად, კიბო ჰორმონების მიმართ მგრძნობიარეა და როგორც ექიმები აცხადებენ, მისი მართვა შესაძლებელია. სამედიცინო ჯგუფი ქირურგიული ჩარევას გამორიცხავს და მხოლოდ ჰორმონალურ მკურნალობას განიხილავს.
მეტი...