,,დიდი ბასტი-ბუბუ ხდება პარლამენტში”- ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის მხარი არ დაუჭერია. მისი თქმით, პარლამენტში ”დიდი ბასტიბუბუ ხდება”.

,,დიდი ბასტიბუბუ ხდება პარლამენტში. რამდენიმე ოპოზიციონერმა ჩუმად დააჭირა ხელი ოცნების სასარგებლო რამდენიმე კანდიდატს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის და მერე დარბაზიდან გავიდა. მე და ქეთი თურაზაშვილს არც არავისთვის დაგვიჭერია მხარი და არც დარბაზიდან გავსულვართ. მიდის ეხლა გარკვევა ვინ დააჭირა და ვინ არა. ან დაჭერა რა იყო, ან დარბაზიდან გავარდნა. ბასტიბუბუა მართლა,”- განაცხადა ელისაშვილმა.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა

მსგავსი თემები