,,ვინც გადაიღო, ის არის ცოტა დამნაშავე, რატოა უხერხული?!”- ვოლსკი კობახიძეზე

,, მგონია, რომ ვინც გადაიღო, ის არის ცოტა დამნაშავე საზოგადოების წინაშე,”- ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძის არყოფნას. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე ქვეყნის პატრიოტია. ,,არ არის ირაკლი კობახიძის თანამდებობა კონსტიტუციური. არც აუზი, თუ სპორტდარბაზი არის ის ადგილი, რომელიც შეურაცხმყოფელია ადამიანისთვის იქ ყოფნა. მე მგონია, რომ ვინც გადაიღო, ის არის ცოტა დამნაშავე საზოგადოების წინაშე. რატოა უხერხული?! ადამიანები ვართ, კაცია. ირაკლიც კარგი ადამიანია, თავისი ქვეყნის პატრიოტი” – განაცხადა ვოლსკიმ.    

მეტი...

,,ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ, არ უნახავს  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე. ,,ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები. ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ მე არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე. შესაბამისად დღეს მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე თითქოს სპეციალურად არ მოვიდა დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს არის თითიდან გამოწოვილი თქვენს მიერ რაღაც აგორებული ე.წ. სკანდალი,”- აცხადებს კახა კალაძე. ცნობისთვის, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა.

მეტი...

,,არ ვაპირებ რაიმე კომენტარი გავაკეთო მის აბსურდულ განცხადებაზე”- კალაძე ზურაბიშვილზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არ აპირებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ”აბსურდულ” განცხადებაზე კომენატარი გააკეთოს. მისი თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს, ამიტომ თავს შეიკავებს განცხადებისგან. ,,რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, მე არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას, არ ვაპირებ რაიმე კომენტარი გავაკეთო მის აბსურდულ განცხადებაზე, პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ, ამიტომ თავს შევიკავებ განცხადებისგან,”- განაცხადა კახა კალაძემ   კომენტარს ”ფორმულა” ავრცელებს

მეტი...

,,ვდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს და მომავალშიც გავაგრძელებთ”- პუტინი საქართველოზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი “მზადაა თავისი გზა გაიაროს” და გადადგას შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებით. მისი თქმით, საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ განვითარდეს და რომელ გზას გაჰყვეს. „ჩვენ მზად ვართ, გზის ჩვენი ნაწილი გავიაროთ, როგორც უკვე ვთქვი, ვდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს და მომავალშიც გავაგრძელებთ იმის მიხედვით, როგორი რეაგირება ექნებათ ამაზე ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

,,ვუყურებ და ვფიქრობ, გიჟები არიან თუ რა?”- პუტინი საქართველოზე

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უარყოფითი რეაქცია მის გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთან ვიზების გაუქმებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ მისთვის “სრული სიურპრიზი” იყო. „მეგონა, ყველა მადლობას იტყოდა. გარედან ვუყურებ და ვფიქრობ: ისინი სრულებით გიჟები არიან თუ რა? რა ხდება იქ?“ – განაცხადა პუტინმა. პუტინის მტკიცებით,  საქართველოს ხელისუფლებამ „არაერთხელ დააყენა საკითხი ვიზების გაუქმებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ“. ,,ჩვენ გადავდგით ნაბიჯი წინ”- განაცხადა პუტინმა.

მეტი...

ხანძარი კრასნოიარსკა და როსტოვში

რუსეთში,  როსტოვში მდებარე ძაფების საწყობი დაიწვა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით,  ხანძარი 800 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ხანძარი გაჩნდა რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკშიც. ხანძარი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ოფისს გაუჩნდა. დაშსავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.  

მეტი...

,,მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს” – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი უ.ბ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის ინვარში, ნაცნობი 1997 წელს დაბადებული გ.მ. ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გ.ს.-ს სახლში წაიყვანეს. ბრალდებულებმა  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას გ.მ. მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით,ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს. სამართალდამცველებისთვის გ.მ.-…

მეტი...

,,მეგონა, რომ ყველა იტყოდა მადლობას”- პუტინი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით,  გაკვირვებული იყო საქართველოს რეაქციით სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით. ,,ჩემთვის რეაქცია, რომელიც მოჰყვა, სრული სიურპრიზი იყო. მეგონა, რომ ყველა იტყოდა, გმადლობთ, კარგი. არა, იყო რაღაც სრულიად გაუგებარი ქარიშხალი ამ საკითხზე. ძალიან უცნაური. ​​, მოულოდნელად. როცა ვუყურებ გვერდიდან ვფიქრობ: მთლად გიჟები არიან თუ რა? რა ხდება იქ გაუგებარია“, – განაცხადა პუტინმა. პუტინის  მტკიცებით, სურდა მხარი დაუჭირა ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას, ასევე რუსი ბიზნესმენებისა და მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უყვართ საქართველო. „ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ნაწილი გავიაროთ, როგორც ვთქვი, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და გავაგრძელებთ ამისკენ,…

მეტი...

დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი ტყის პირას დამარხეს – დაკავებულია სამი პირი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი დააკავა.  როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 22 მაისს შემოვიდა შეტყობინება, 2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს გ.ა. მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2003…

მეტი...

,,ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს”- ლიეტუვის საგარეო უწყება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს და საქართველოს დამოუიდებლობის დღეს ულოცავს. ,,საქართველო, გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს. ლიეტუვა ულოცავს ქართველ ხალხს!”- ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

,,მზად არიან ჩააბარონ ქვეყანა რუსეთს”- გიორგი ვაშაძე ხელისუფლებაზე

,,აი ეს არის ზუსტად ის გამოხატულება თუ ვისთან გვაქვს საქმე”- ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საცურაო აუზზე ვიზიტს დამოუკიდებლობის დღეს. ,,ეს სახუმარო საკითხი ნამდვილად არ არის. ბევრი ხუმრობა დავინახე ახლა ამ თემაზე. ეს არის ძალიან სერიოზული საქმე. ეს არის რეალური მიდგომა, როგორ უყურებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დამოუკიდებლობის დღეს რით არის ის დაკავებული. აი ეს არის ზუსტად ის გამოხატულება თუ ვისთან გვაქვს საქმე, ეს არის პრორუსული ძალა, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერია და მზად არიან ჩააბარონ ქვეყანა რუსეთს” – განუცხადა…

მეტი...

იაპონიაში მიწისძვრა მოხდა

6,2 მაგნიტუდის წინასწარი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა  ტოკიოსა და აღმოსავლეთ იაპონიის მიმდებარე რაიონებში. ამინდის სააგენტოს ცნობით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა 19:03 საათზე მოხდა. იაპონიის სეისმური ინტენსივობის 7-ბალიანი შკალით სიმძღლავრე 5 ბალი იყო.

მეტი...

,,არ აქვს არანაირი მნიშვნელობა”- ვინ უწოდა პრეზიდენტს მოღალატე

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოღალატე უწოდა. პრეზიდენტის თქმით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაუძახა მოღალატე. ,,არ აქვს არანაირი მნიშვნელობა…რატომ უნდა დავინტერესდე?”- განუცხადა პრეზიდენტმა ტვ პირველს.   „სიტყვა მოღალატე არ თქმულა – მე გავაპროტესტე”- ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის გამოსვლაზე

მეტი...

,,გაუგებარია რას გულისხმობდა პრეზიდენტი, როდესაც საუბრობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ” – ილია დარჩიაშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. ილია დარჩიაშვილის თქმით, გაუგებარია რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც ის საუბრობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ,,ჩემთვის გაუგებარია რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც ის საუბრობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ერთი შემიძლია გითხრათ თქვენც და ყველას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პროცესი წავიდეს წინ, მოჰქონდეს თავისი კონკრეტული შედეგები. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველა ერთად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას”,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მეტი...

საქართველო, დაჯავშნილი ბილეთებით რუსებს შორის პოპულარული მიმართულებების მხოლოდ ათეულში მოხვდა – რუსული მედია

საქართველო, დაჯავშნილი ავიაბილეთების რაოდენობის მიხედვით, ივნისში რუსებს შორის ავიამოგზაურობის მხოლოდ ტოპ ათეულში შევიდა ბილეთების მაღალი ღირებულების გამო –  ამის შესახებ რუსულ მედია TASS-ს ავიაბილეთების აგრეგატორი Aviasales-ის პრესსამსახურში განუცხადეს. „საქართველოს მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნამ ზრდა დაიწყო საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გამოცხადების შემდეგ. თუ ვიმსჯელებთ მხოლოდ საძიებო მოთხოვნებით, ივნისის მდგომარეობით, საქართველო [შევიდა] ტოპ 3 საერთაშორისო მიმართულებაზე თურქეთთან და სომხეთთან ერთად. რეალურად დაჯავშნილი ბილეთების ნახვა. საქართველო ტოპ 10-შია, რაც აიხსნება ფრენების მაღალი ფასით“, – აცხადებენ კომპანიაში. მედია წერს, რომ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების საშუალო გამშვები 32 ათასი რუბლია, თურქეთი – 26 ათასი რუბლი, სომხეთი…

მეტი...

ოლაფ შოლცის განცხადებით, პუტინს „შესაფერის დროს“ დაელაპარაკება

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „შესაფერის დროს“ დაელაპარაკება. „ჩემი ბოლო სატელეფონო ზარი რამდენიმე ხნის წინ იყო, მაგრამ მე ვაპირებ პუტინს კვლავ ვესაუბრო თავის დროზე,”- განაცხადა შოლცმა. შოლცმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს “აქტიურად უკრაინის მხარდაჭერას”, მაგრამ ამავდროულად აიცილებს პირდაპირ კონფლიქტს ნატო-სა და რუსეთს შორის. შოლცსა და პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი  2022 წლის დეკემბერში გაიმართა.

მეტი...

,,პრეზიდენტის გზავნილები დღეს მიმართული იყო საზოგადოების გაყოფისკენ”- მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აფასებს. მისი თქმით, პრეზიდენტის გზავნილები  საზოგადოების არა კონსოლიდაციიისკენ, არამედ მეტი გაყოფისკენ იყო მიმართული. „ვფიქრობ, როგორ ვცე პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს. პრეზიდენტი არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, მე მაინც პატივს ვცემ ამ ინსტიტუტს, თუმცა ვერ დავეთანხმები იმ გზავნილებში, რაც დღევანდელ სადღესასწაულო დღეს მას ჰქონდა ქართული საზოგადოების წინაშე. ნამდვილად არ არის ეს ის ფორმატი, ის დღე, როდესაც შეიძლება, მსგავსი გზავნილები გააჟღეროს საქართველოს პრეზიდენტმა. ეს არის დღესასწაული, რომელსაც ზეიმობს საქართველოს თითოეული მოქალაქე, ეს არის საქართველოს…

მეტი...

ქობულეთში, ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი სტადიონთან დამარხული იპოვეს

ქობულეთში, ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი სოფელ ჩეხედანას სტადიონთან დამარხული იპოვეს. TV25-ის ინფორმაციით, ბიჭს სტუმრად, მეზობელ სოფელ სკურაში იმყოფებოდა. მის ცხედარს კი მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც იგი ძაღლებს ამოეთხარათ. ახალგაზრდას, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მედიის ცნობითვე,  სავარაუდო მკვლელმა საქართველოს საზღვარი დატოვა.

მეტი...

უკრაინას აქვს ყველა შესაძლებლობა, გაათავისუფლოს ყველა ტერიტორია, მათ შორის ყირიმი – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინას აქვს უფლება, ისევე როგორც ყველა შესაძლებლობა, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია, მათ შორის ყირიმი. ,,ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას შეუძლია და აქვს უფლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში”, – აღნიშნა მეთიუ მილერმა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, უკრაინას შეუძლია, გაათავისუფლოს როგორც ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა გასული წლის თებერვალში, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ წაართვა, ასევე – ყირიმი.

მეტი...

,,აშშ ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას და ეხმარება ნამდვილი, თავისუფალი, ევროპული დემოკრატიის აშენებაში”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის  ელჩი კელი დეგნანი  ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, აშშ ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას და ეხმარება ნამდვილი, თავისუფალი, ევროპული დემოკრატიის აშენებაში. ,,ქართველ მეგობრებს გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და დამოუკიდებლობის აღდგენის 105 წლის თავს, რომელიც ასე ლამაზად აღნიშნა დღეს თავდაცვის ძალების მონაწილეობით. ისინი ძალიან შთამბეჭდავები არიან და ნამდვილად თავგანწირვით იბრძვიან, რომ საქართველომ დაიცვას თავისი საზღვრები, ამ საშინელი აგრესიის ფონზე რომელიც რეგიონში ხდება. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქართველი ხალხი ერთგულია იმ მიზნის რომელიც დაისახა იმ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რომელიც არა წლებს, არამედ საუკუნეებს ითვლის. ამერიკის…

მეტი...

,,უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება”- მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინაში „სამხედრო კონფლიქტი“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. მისის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებები შეუძლებელია, მანამ უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკია. „ეს კონფლიქტი ძალიან დიდხანს, ალბათ ათწლეულების მანძილზე გაგრძელდება. ეს არის ახალი რეალობა, ცხოვრების ახალი პირობები. ვიდრე ასეთი მმართველი ძალა ეყოლებათ, იქნება მაგალითად სამი წლის მანძილზე ზავი, ორი წლის განმავლობაში კონფლიქტი და ყველაფერი ისევ ახლიდან განმეორდება. უნდა განადგურდეს ნაცისტური მმართველობა კიევში“, – განაცხადა მედვედევმა.

მეტი...

,,ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ,  ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები”- პაპუაშვილი

,,ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმმით, ქალაქი სავსეა ქართული დროშებით და ეს უხარია ქართველ ხალხს. „ეს არის ხალხი, რომელსაც არ აქვს აღქმა, რა არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სამშობლო, რა არის, იყო პასუხისმგებლიანი მოქალაქე თუ პოლიტიკოსი. ესენი არიან პასუხისმგებლობისგან და სამშობლოს განცდისგან დაცლილი ადამიანები. ამიტომ არც კი ღირს ამ ადამიანებთან კამათში შესვლა. გუშინაც ვთქვი, რომ დღეს ჩვენი ქალაქი სავსეა ქართული დროშებით და ეს უხარია ქართველ ხალხს. რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის…

მეტი...

,,20 დოლარიანი ნაცების საროსკიპო ტელევიზიების ექსპერტია”- სამხარაძე პრეზიდენტზე

უმრავლესობის წევრი, დიმიტრი სამხარაძე  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აფასებს. სამხარაძე პრეზიდენტს 20 დოლარიან ნაცების საროსკიპო ტელევიზიების ექსპერტს უწოდებს. ,,მთავარსარდალი? ჩვეულებრივი 20 დოლარიანი ნაცების საროსკიპო ტელევიზიების ექსპერტია! შემარცხვენელი ჩვენი ერის! მტერია ჩვენი სახელმწიფოსი, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის! გახაზული აგენტი, რომელსაც არცერთი სიტყვა არ უთქვამს, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყოს, ძლიერი სახელმწიფო! პარტნიორების თანაბარუფლებიანი პარტნიორი კი არა, შნირები, ცალ ფეხზე მდგომი მონები უნდა ვიყოთო! მართლა ამის სულ ყველაფრის “ტყება”,- წერს სამხარაძე.

მეტი...

,,ბევრმა ჩემმა კოლეგამ ტაშიც არ დაუკრა”- მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის გამოსვლაზე

ბევრმა ჩემმა კოლეგამ ტაშიც არ დაუკრა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის ასეთი სიტყვით გამოსვლა კატეგორიულად მიუღებელი იყო. „ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ეს. მეც გამიჩნდა პროტესტი. ჩემი აზრით, ჩემმა კოლეგამ სავსებით სამართლიანი პროტესტი გამოხატა. სხვათა შორის, ბევრმა გამოხატა უკმაყოფილება, აშკარად იგრძნობოდა. ბევრმა ჩემმა კოლეგამ ტაშიც არ დაუკრა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მეტი...

,,საქართველოს ადგილი ევროკავშირშია”- ოლივერ ვარჰეი

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს  დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ევროკომისარი წერს, საქართველო თავისუფლებისკენ სწრაფვამ გაგაძლიერა. ,,საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. [საქართველო] თავისუფლებისკენ სწრაფვამ გაგაძლიერა და გამძლე გახადა. თავისუფლება იმარჯვებს ყველა ბრძოლაზე” – წერს ევროკომისარი სოციალურ ქსელ ტვიტერში.

მეტი...

,,ქართველ ხალხს ისტორიულ არჩევანს ვერავინ შეაცვლევინებს”- დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, ქვეყნისთვის ყველაზე სანუკვარ დღესასწაულზე ბუნდოვანი რჩება მომავლის გეზი. ,,დამოუკიდებლობის დღე დიადი ეროვნული დღესასწაულია. ყოველი წლის ეს დღე შეხსენებაა თავისუფალი არჩევანის განუხრელობისა, მისი განმტკიცებისა და დაცვისა. არ არსებობს გარანტირებული თავისუფლება, არსებობს ურყევი ნება განამტკიცო სახელმწიფოებრივი შეგნება, უერთგულო ისტორიული ამოცანის იდეალებს. სწორედ, ამ გზაზე დგას საქართველო, რომელმაც 2008 წელს შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა და ევროპული არჩევანის ერთგული დარჩა. დაუშვებელია კომპრომისი დიდი მიზნის დამცრობის ხარჯზე. დასანანია, რომ ევროპული არჩევანის სიმბოლური გამოხატულება არ ბრწყინავს საზეიმო დღეს. ქვეყნისთვის ყველაზე სანუკვარ დღესასწაულზე ბუნდოვანი…

მეტი...

„სიტყვა მოღალატე არ თქმულა – მე გავაპროტესტე”- ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის გამოსვლაზე

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სიტყვა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, გააპროტესტა, თუმცა სიტყვა მოღალატე არ უხსენებია. მისი თქმით, პრეზიდენტის სიტყვა არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას. „სიტყვა მოღალატე არ თქმულა, შეიძლება, ვიღაცამ თქვა ასეთი სიტყვა, მაგრამ მე არ მითქვამს და არც გამიგია. მე გავაპროტესტე, მაგრამ ეგ სიტყვა არ ყოფილა. შეიძლება, ვიღაცამ თქვა, მაგრამ ჩემგან არ ყოფილა. გავაპროტესტე, რადგან მისი სიტყვა არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, არ შეეფერება საქართველოს. მის სიტყვაზე მეტ კომენტარს აღარ ვაკეთებ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მეტი...

,,ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე”- კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ვიდეომიმართვას ავრცელებს. ევროპარლამენტარის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე. ,,გილოცავთ, საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. როგორც საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ. ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა (რუსეთის) მიმართულებით უბიძგებენ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ჩვენ ევროპის პარლამენტში გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. გილოცავთ!”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა. 

მეტი...

,,მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის  თბილი მეგობრობის და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას”- მეფე ჩარლზ მესამე

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ,,მსურს, ჩემი თბილი მილოცვა გავუგზავნო მის აღმატებულებას და ქართველ ხალხს ამ თქვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ დღეს, როცა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავთ. მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ჩვენი თბილი მეგობრობის და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ამ გამოწვევებით სავსე დროში,”- აცხადებს მეფე ჩარლზ მესამე.    

მეტი...

„სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ – ეს სიტყვები სახელმძღვანელო უნდა იყოს თითოეული ქართველისათვის”- პრემიერი

თავისუფლების იდეალი ისტორიის ყველა ეტაპზე  იყო ჩვენი მრავალათასწლოვანი კულტურის, საზოგადოებრივი ცხოვრების, ქართველთა ყოველდღიურობის უმთავრესი განმსაზღვრელი.  ჩვენ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, სადაც ღვთის სიტყვას თვით იესო ქრისტეს მოციქულები ქადაგებდნენ; საუკუნეებია ჩვენს განვითარებას სწორედ  სახარებისეული ფასეულობები განაპირობებს, რომელთა შორის თავისუფლება უზენაესია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მეფე ერეკლეს ქვეყანა  და სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას. „საქართველო გმირების ქვეყანაა. ჩვენ ვახტანგ გორგასლის ქვეყანა ვართ, ჩვენ დავით აღმაშენებლის ქვეყანა ვართ, ჩვენ თამარ მეფის ქვეყანა ვართ,…

მეტი...

,,ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი,  სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასაც გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს “ფრენების საჩუქარი”. ,,გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს “ფრენების საჩუქარი”. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?! და ახლა ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიასოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმშეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა!,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მეტი...

,,საქართველო ევროპის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ვერც ევროპა იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე”- შალვა პაპუაშვილი

,,გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩართვა 9 აპრილის თაობისთვის მხოლოდ სანუკვარი ოცნება თუ იქნებოდა. თუმცა, დღეს ესეც უკვე რეალობაა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის  ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესში. ,,საქართველო ევროპის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ვერც ევროპა იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე.  ამ ისტორიულ დღეს, მადლობას, აგრეთვე, ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობრებს, რომელთა მხარდაჭერა და სოლიდარობა გვეხმარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში. უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, უფრო…

მეტი...

,,ვლანძღავთ პარტნიორ ქვეყნებს, სამაგიეროდ მათ, ვინც ჩვენ ოკუპაციას ახდენს, ვუფრთხილდებით” – პრეზიდენტი

,,ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს, სამაგიეროდ მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ხელს ვუწვდით და ვუფრთხილდებით,”-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,  სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით,  საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება, ვერ გახდება წარმატებული მმართველობის ფორმულა. ,,ისმის კითხვა, სად გაქრა სიტყვები, ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს, ქვეყნებს რომლებმაც 30 წლის მანძილზე დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ კი მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და…

მეტი...

,,გზა დამოუკიდებლობიდან – თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დამოუკიდებლობის მოპოვებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ თავისუფალი ქვეყნის შენება დავიწყეთ.  თუმცა, გზა დამოუკიდებლობიდან – თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია,” – ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ- მინისტრმა აღნიშნა,  რომ 1918 წლის 26 მაისს ქართველებმა მტკიცედ და ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ვთქვით, რომ გვსურს კვლავ “დავდგეთ ერად  სხვა ერთა შორის. ,,1991 წელს საბოლოოდ აღდგენილი ეროვნული დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაც ამავე კონსტიტუციას, მის ღირებულებებს დაეფუძნა; ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად ევროპული სახელმწიფოს შენება განისაზღვრა. ამით ჩვენს დროში განვაახლეთ სვლა ყველა თაობის უზენაესი მიზნისკენ – თითოეული მოქალაქის, მთლიანად ქართველი ხალხის,…

მეტი...

,,გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიშს ვუხდი”- პრეზიდენტი

გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს, ბოდიშს ვუხდი იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,  სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას აბრალებ მეორე ფრონტის გახსნის  მცდელობას და მაინც, საკუთარ შვილებს, ევროპასა და აშშ-სა და ევროპაში უშვებ. ,,ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო, გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს, მე როგორ ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს ვიხდი იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენ, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა. გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას აბრალებ მეორე ფრონტის გახსნის  მცდელობას…

მეტი...

,,ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა”- სალომე ზურაბიშვილი

ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტირების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,  სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. „დღეს, ამ საზოგადოებას გაუგებრობის და შეურაცხყოფის შერეული განცდაც დაეუფლა. ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენ პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია…

მეტი...