გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მემორანდუმს მოაწერეს, რომელიც გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილებისთვის „ერთიანობის ცენტრის“ შექმნას ითვალისწინებს. „ერთიანობის ცენტრი“ ბერლინში გაიხსნება. ცენტრი უზრუნველყოფს კულტურულ ღონისძიებებს, ენის კურსებს, ასევე დაეხმარება ლტოლვილებს, როგორც უკრაინაში, ისე გერმანიაში დასაქმების საკითხებში. 2022 წლიდან გერმანიამ უკრაინიდან დაახლოებით, 1.2 მილიონი ლტოლვილი მიიღო.
მეტი...კატეგორია: პოლიტიკა
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლამდე ორ ლოკაციაზე – ევროპის მოედანზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. უწყვეტი პროტესტის მე-80 დღესაც მოთხოვნა უცვლელია – ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება. საპროტესტო აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა. აქციები რეგიონებშიც გაიმართა.
მეტი...შვედეთი არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს
შვედეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. “შვედეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაციას. კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.რუსეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები” – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...„ქართველი ხალხი, წინააღმდეგობას უწევს მთავრობას, რომელიც ევროპული გზიდან მათ ჩამოშორებას ცდილობს“- საფრანგეთის საგარეო მინისტრი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ქართველები ხედავენ, რომ ევროპა დემოკრატიაა, “და თუ ჯერ კიდევ დარწმუნებულები არ ხართ ამ არგუმენტებით, შეხედეთ ხალხს ევროპის მიღმა და რამდენად ძლიერია მათი ევროპის სურვილი. უკრაინელები ჯერ კიდევ გმირულად რომ ეწინააღმდეგებიან რუსეთს, ეს ყველაფერი მაიდანზე დაიწყო ევროპული დროშებით. და ვინ დაიკავა მათი ადგილი დღეს? – ქართველმა ხალხმა, რომლებიც ყოველღამე წინააღმდეგობას უწევენ მთავრობას, რომელიც ევროპული გზიდან მათ ჩამოშორებას ცდილობს. ისინი ევროპულ დროშას აფრიალებენ, ევროპულ ჰიმნს მღერიან, ვინაიდან ხედავენ, რომ ევროპა დემოკრატიაა, ევროპა თავისუფლებაა და ევროპა სუპერძალაა, რომელსაც შეუძლია მათი…
მეტი...ევროპის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ
მოქალაქეები, რომლებიც ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ევროპის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მსვლელობაში მონაწილეობენ, პოლიტიკისები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მწერლები და პოეტები. აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები წარწერებით: “მზია იცავს ღირსებას – ჩემსას, შენსას და ჩვენსას”, “ოლიგარქს და ავტორიტარიზმს არა საქართველოსგან”. შეკრებილებმა სპეციალურად წერილები დაწერეს იმ პატიმრებისთვის, რომლებიც მიმდინარე აქციებზე პროტესტის დროს დააკავა პოლიციამ. მოქალაქეების წერილები შემდგომში ციხეში გაიგზავნება. დღეს უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეა. აქციები დედაქალაქის პარალელურად რეგიონებშც მიმდინარეობს.
მეტი...„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”- აქცია ბათუმში
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”- ამ ლოზუნგით აქცია იმართება ბათუმში. მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ პარკში არიან შეკრებილი. ისინი აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. მომიტინგეები მსვლელობასაც გეგმავენ. საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან თბილისშიც. აქციები იგეგმება საქართველოს რამდენიმე ქალაქში.
მეტი...ბათუმელი აქტივისტი, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს
საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, ბათუმელი აქტივისტი თემურ ქათამაძე, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. „დილას ვნახე, ფიზიკურად ძალიან დასუსტებული იყო. ცუდად გამოიყურებოდა, წვერიც არ ჰქონდა გაპარსული, მაგრამ სულიერად მხნედ იყო. საბუთებს აგროვებს თავის საქმეზე. ახლა ადვოკატს ვესაუბრე და მითხრა, რომ კლინიკა „ჰელსიკორში“ გადაიყვანეს“, –ამბობს ქათამაძის მეგობარი.
მეტი...“ევროკავშირი არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში”- ევროკავშირის პრესსპიკერი
ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არის აღიარებული. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, 2025 წლის 15 თებერვალს, აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა. ევროკავშირი თავისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს“ – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...ისრაელმა 369 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა
“ჰამასის” მიერ 3 ისრაელელი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელმა 369 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. 5 პალესტინელი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო პუნქტში. 19 იანვარს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, “ჰამასმა” ჯამში 33 მძევალი, ხოლო ისრაელმა – 2000-მდე პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
მეტი...აშშ-მა შესაძლოა, იშვიათი ლითონების საბადოების დასაცავად, უკრაინაში სამხედროები განალაგოს
აშშ-მა შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე იშვიათი ლითონების საბადოების დასაცავად სამხედროები განალაგოს. მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კიევს შესთავაზა აშშ-სთვის იშვიათი ლითონების მომპოვებელი საწარმოების აქციების 50%-ის გადაცემა. ამასთან, ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ მზადაა უკრაინის ტერიტორიაზე განათავსოს ამერიკული ჯარი ამ საბადოების დასაცავად, თუ რუსეთთან ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იქნება მიღწეული. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება აშშ-თან ჯერ არ არის ხელმოწერილი და დამუშავების სტადიაშია.
მეტი...“ზაფხულში ბელარუსში 150 ათასი რუსი ჯარისკაცები გაიგზავნება, რომლებმაც შესაძლოა, ნატო-ს ქვეყნებს შეუტიონ”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზაფხულში ბელარუსში 150 ათასი რუსი ჯარისკაცი გაიგზავნება, რომლებმაც შესაძლოა, ნატო-ს ქვეყნებს შეუტიონ. „ჩვენ გვაქვს ზუსტი სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ამ ზაფხულს რუსეთი გეგმავს სამხედრო წვრთნების საბაბით ბელარუსში ჯარების გაგზავნას. ზუსტად ისე, როგორც განალაგებდნენ ჯარებს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინ. ეს რუსული ძალები ბელარუსში უკრაინაზე თავდასხმისთვისაა? შესაძლოა ან შესაძლოა არა, ან შესაძლოა, თქვენთვისაა? ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ ბელარუსი ნატო-ს სამ ქვეყანას ესაზღვრება. ის რუსული სამხედრო ოპერაციების პლაცდარმად იქცა“- განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი...“ევროპას სასწრაფოდ სჭირდება საკუთარი სამოქმედო გეგმა უკრაინასთან და საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით”- ტუსკი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით ევროპას საკუთარი სამოქმედო გეგმა სჭირდება. ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპას სასწრაფოდ სჭირდება საკუთარი სამოქმედო გეგმა უკრაინასთან და საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, „წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალს სხვა გლობალური მოთამაშეები გადაწყვეტენ“. „ეს გეგმა უკვე უნდა მომზადდეს, არ შეიძლება დროის დაკარგვა“, – წერს დონალდ ტუსკი.
მეტი...“ვივამედთან” მზია ამაღლობლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
გამომცემლობა „ბათუმელებისა“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად კლინიკა „ვივამედთან“ მედიის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერები აქცია გამართეს. „კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რომ მზიას მივაწვდინოთ ხმა და ვუთხართ, რომ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანია. ის ჯანმრთელი, ძლიერი გვჭირდება ჩვენს საერთო ბრძოლაში, საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამ აქციით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვეუბნებით, რომ მათ არანაირი საფუძველი არ აქვთ, პატიმრობაში ჰყავდეთ მზია. ის რეჟიმის მძევალი, უკანონო პატიმარია, ეს ყველასთვის ცხადია, ვინც საქმის მასალებს გაეცნობა. მზიას სიცოცხლე ნამდვილად საფრთხეშია, უკვე 35 დღეა შიმშილობს და ნებისმიერ წუთას შეიძლება მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს”- განაცხადა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლია ჩახუნაშვილმა.
მეტი...“ჩემს დიდ მეგობარს, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შევხვდი”- კონგრესმენი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს შეხვდა. “მოხარული ვარ, რომ ჩემს დიდ მეგობარს, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შევხვდი. არალეგიტიმურმა ივანიშვილმა ოქტომბრის არჩევნები გააყალბა და ახლა საქართველოს დიქტატურად აქცევს. ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ სასწრაფო სანქციები გვჭირდება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა!“ – წერს ჯო უილსონი.
მეტი...“ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო”- საქართველოს საგარეო უწყება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილ მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა…
მეტი...“ულტრამემარჯვენეები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესებს მიღმა უნდა იყვნენ”- შოლცი
“გერმანია ძალიან ძლიერი დემოკრატიაა და ჩვენ ულტრამემარჯვენე პარტიებთან თანამშრომლობის ნებისმიერ იდეას უარვყოფთ” – აცხადებს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ოლაფ შოლცი გუშინ მიუნხენში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სიტყვით გამოსვლასაც გამოეხმაურა. „როგორც ძლიერი დემოკრატია, ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ ულტრამემარჯვენეები პოლიტიკური კონტროლისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესებს მიღმა უნდა იყვნენ. მათთან არანაირი თანამშრომლობა არ იქნება. სხვა პარტიებსა და ამ ულტრამემარჯვენე პარტიებს შორის თანამშრომლობის ნებისმიერ იდეას უარვყოფთ“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მეტი...“ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის დრო დადგა”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის დრო დადგა. „მოდით ვიყოთ გულახდილები: არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, რომ ამერიკამ თქვას „არა“ ევროპის საკითხებზე, საკითხებზე, რომლებიც ევროპას საფრთხეს უქმნის. მჯერა, დადგა დრო, ევროპის შეიარაღებული ძალები შევქმნათ. მტრის შეტევას მხოლოდ ფული ვერ შეაჩერებს. საქმე მხოლოდ ბიუჯეტს არ ეხება, არამედ, ადამიანების მიერ იმის გაცნობიერებას, რომ საკუთარი სახლები უნდა დაიცვან. ამ მხრივ, უკრაინას ევროპის დახმარება შეუძლია“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მეტი...ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ არჩევნებს ლატვიაც გმობს
ლატვია გმობს ე.წ. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ აფხაზეთში ჩატარდება. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ლატვია არ აღიარებს არც მათ ლეგიტიმურობას და არც შედეგებს. „ლატვია მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე და შეუვალ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“- ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში. ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები არჩევნები დაგმეს უკრაინაშიც.
მეტი...ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში უწყვეტი აქციების შესახებ ესაუბრა
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდა. შეხვედრის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან საჭირო ნაბიჯებზე ისაუბრა. „პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი აქციების შესახებ. ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას“ – წერს ზურაბიშვილი.
მეტი...“სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე”- ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელის შესახებ
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მზია ამაღლობელის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნას აქვეყნებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პაციენტს ყველა ბაზისური სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა. სამედიცინო კონსილიუმის წევრებს კლინიკის სამედიცინო პერსონალთან პრეტენზია და სერიოზული შენიშვნები არ აქვთ. სპეციალისტთა დასკვნის მიხედვით, 7 თებერვლისთვის მზია ამაღლობელის მდგომარეობა როგორც დამაკმაყოფილებელი და საყურადღებო, ასე ფასდება. “2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. ასეთ დროს დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კერძოდ, შესაძლებელია შიმშილობის მეორე – კეტოზის და მესამე – ცილების შეუქცევადი კატაბოლიზმის ფაზის სწრაფი დადგომა. ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს…
მეტი...“შეჩერდა ყველა გადაცემა”- “მთავარი არხის” საგანგებო განცხადება
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გადაცემები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გააჩერა. არხის მენეჯმენტი მიზეზად ფინანსური კრიზისს ასახელებს. „მთავარი არხის“ თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები. გადაცემები, რომლებიც ვერ გავა ეთერში: საინფორმაციო გამოშვებები, სპეც-ეთერები, პოსტ-ფაქტუმი, მთავარი შაბათს, დღის სტუმარი, განსხვავებული აქცენტები, ღამის მთავარი, შენი დილა, შენი შუადღე, შენი შუაღამე, ლიტერატურული სამკუთხედი, მთავარი მსოფლიოში. ამ დროისთვის „მთავარი არხის“ ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.ჩვენ ვმუშაობთ…
მეტი...აშშ-ში ტრანსგენდერებს სამხედრო სამსახურში აღარ მიიღებენ
აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტრანსგენდერებს სამხედრო სამსახურში აღარ მიიღებს. ინფორმაციას CBS News-ი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „აშშ-ის არმია ტრანსგენდერი პირების სამხედრო რიგებში გაწევრიანებას აღარ დაუშვებს და სამხედრო მოსამსახურეებისთვის გენდერული ტრანზიციის პროცედურების ჩატარებასა და ხელშეწყობას შეწყვეტს“ – აცხადებს აშშ-ის შეიარაღებული ძალები. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, „გენდერული დისფორიის მქონე პირებს, რომლებიც აშშ-ის ემსახურებიან, ღირსებითა და პატივისცემით მოეპყრობიან“.
მეტი...“პუტინთან, რომელიც იტყუება, მოლაპარაკებას აზრი არ აქვს”- იულია ნავალნაია
ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულიამ, მეუღლის სიკვდილში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა. ამის შესახებ, 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ნავალნაიამ აღნიშნა, რომ პუტინთან, რომელიც იტყუება, მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. “თუ პუტინთან მოლაპარაკებას გადაწყვეტთ, უბრალოდ გახსოვდეთ: ის დაიწყებს მოტყუებას, მოიტყუება, ის ბოლო მომენტში შეცვლის წესებს და გაიძულებთ ითამაშოთ მისი თამაში” – თქვა პოლიტიკოსის ქვრივმა.
მეტი...ტრამპის განცხადებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მალე შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მალე შეხვდება. როგორც ტრამპმა განმარტა, შეხვედრის შესახებ ისინი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ. მედიის ცნობით, შეხვედრა სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში გაიმართება. „მან შეხვედრა მთხოვა და მე დავთანხმდი. ჩვენ გვექნება მეგობრული შეხვედრა. მე უკვე ორჯერ შევხვდი მას. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის ძალიან კარგი ადამიანია“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მეტი...„ჰამასი“ სამ ისრაელელ მძევალს ასობით პალესტინელ პატიმარში გაცვლის
„ჰამასი“ სავარაუდოდ დღეს სამ ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, სანაცვლოდ კი ისრაელი ასობით პალესტინელ პატიმარს გაუშვებს. „ბიბისის“ ცნობით, გასათავისუფლებელი ისრაელელების ვინაობა ცნობილია. მიმდინარე კვირის დასაწყისში „ჰამასმა“ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადეს, რომ მძევლებს არ გაათავისუფლებდნენ. საპასუხოდ კი, ისრაელში აღნიშნეს, რომ ისინი ღაზაზე თავდასხმებს განაახლებდნენ, თუ მძევლები არ გათავისუფლდებოდნენ.
მეტი...დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, რუსეთის შვიდმა აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა
დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, რუსეთის შვიდმა აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ფრენები დროებით ასტრახანის, ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გროზნოს, კალუგის, სარატოვისა და ულიანოვსკის აეროპორტებმა შეაჩერეს. ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონი ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. კალუგის ოლქის გუბერნატორის, ვლადისლავ შაფშას ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მეტი...სერბეთში ანტისამთავრობო აქციებია
სერბეთში ანტისამთავრობო აქციებია. დემონსტრანტები ამჯერად სერბეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ კრაგუევაცში შეიკრიბნენ. ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველი ორგანიზაციები სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს და მის პარტიას ამომრჩეველთა მოსყიდვაში, მედიის თავისუფლების შეზღუდვაში, ოპონენტების მიმართ ძალადობასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ადანაშაულებენ. სერბეთში, უკვე ორი თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციები დაიწყო ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა.
მეტი...„არ მინდა ვიფიქრო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე გადარჩენის დაბალი შანსი აქვთ. მისივე თქმით, აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვისთვის და მისი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „არ მინდა ვიფიქრო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე. არ მინდა იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები არ ვიქნებით. ეს ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, შანსი ყველა რთულ სიტუაციაში არსებობს, მაგრამ ჩვენ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე გადარჩენის დაბალი შანსი გვექნება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მეტი...დღეს, თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება
პროტესტის მე-80 დღეს, თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება. თბილისში, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება აქცია „საჯარო მოსამსახურეები უსამართლო სისტემის პირისპირ!“. აქციის მონაწილეები მოგვიანებით მსვლელობას შეუერთდებიან. საპროტესტო აქციები გაიმართება, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ჩხოროწყუში, ახალციხესა და გორში. მოქაქლეები ახალ არჩევნებს და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მეტი...“გვინდა გამძლე, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა”- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი
“გვინდა გამძლე, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა, ისეთი მშვიდობის არა, რომელსაც სულ რამდენიმე წელიწადში აღმოსავლეთ ევროპა კონფლიქტში ეყოლება” – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მისი ხელმძღვანელობით ამერიკული დელეგაციის უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდა. მისივე განცხადებით, ტრამპს ომის დასრულება სურს. “ფუნდამენტური მიზანია, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა დასახა – გვინდა ამ ომის დასრულება, გვინდა, რომ მკვლელობები შეჩერდეს, მაგრამ გვინდა გამძლე, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა. ისეთი მშვიდობის არა, რომელსაც სულ რამდენიმე წელიწადში აღმოსავლეთ ევროპა კონფლიქტში ეყოლება. ასე რომ, რამდენიმე კარგი საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამის ერთად მიღწევა და ნამდვილად მეტი…
მეტი...ტრამპი ქვეყანაში ავტომობილების იმპორტზე ტარიფებს დააწესებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი ქვეყანაში ავტომობილების იმპორტზე 2 აპრილიდან ტარიფების დაწესდება გეგმავს. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენპროცენტიანი ტარიფები დაუწესდებათ ავტომობილების იმპორტიორებს ან რომელ ქვეყნებს შეეხებათ აღნიშნული ტარიფები. ჟურნალისტის შეკითხვაზე, როდის აპირებს ავტომობილების ტარიფების დაწესებას, ტრამპმა უპასუხა, რომ ტარიფების გამოცხადება პირველი აპრილისთვის სურდა, რომელიც არის „სულელების დღე“, თუმცა თავად ცოტა ცრუმორწმუნეა და ტარიფები 2 აპრილს გამოცხადდება.
მეტი...“მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ”- მაკრონი
“ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ” – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. მაკრონის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. „თუ პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად შეუძლია დაარწმუნოს პუტინი, რომ უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ომი შეაჩეროს, ეს შესანიშნავი ამბავია. ამის შემდეგ, მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ. ჩვენ მათ დავეხმარებით“ – წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.
მეტი...სალომე ზურაბიშვილი, დღეს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი დღეს, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გაიმართება მოლდოვას, ჩეხეთის და ესტონეთის პრეზიდენტთან, აშშ-ს დელეგაციასთან, ასევე ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ლატვიის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან. ის ასევე, შეხვდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეტს. დაგეგმილია მე-5 პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.
მეტი...ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ე.წ. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და „ხმის მიცემა“ 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. ოკუპირებულ აფხაზეთში 152 „საარჩევნო უბანია“ გახსნილი. „პრეზიდენტობისთვის“ ხუთი „კანდიდატი“ იბრძვის: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი. არსებული ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ე.წ. არჩევნებზე დასაკვირვებლად თავისი წარმომადგენლები არ გაუგზავნია. ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას…
მეტი...“ევროპასთან დაკავშირებით საფრთხე არ არის რუსეთი და ჩინეთი. საფრთხე არის შიგნიდან”- ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ევროპასთან დაკავშირებით საფრთხე არ არის რუსეთი, არ არის ჩინეთი და არც რომელიმე სხვა გარე აქტორი. ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ ევროპაში საფრთხე არის შიგნიდან. „მაშინ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთებულია ევროპულ უსაფრთხოებაზე და სჯერა, რომ შეგვიძლია რუსეთსა და უკრაინას შორის გონივრულ შეთანხმებამდე მისვლა, და ასევე გვჯერა, რომ მომდევნო წლებში ევროპამ დიდი ნაბიჯები უნდა გადადგას საკუთარი თავდაცვის დაფინანსებაში, ევროპასთან დაკავშირებით საფრთხე, რომელზეც მე ვღელავ ყველაზე მეტად, არ არის რუსეთი, არ არის ჩინეთი, არ არის რომელიმე სხვა გარე აქტორი. რაზეც მე ვღელავ, არის საფრთხე შიგნიდან. ევროპის…
მეტი...“გაუმართლებელი ტარიფები, ევროკავშირზე, უპასუხოდ არ დარჩება”- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირზე “გაუმართლებელი” ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება. მისივე თქმით, ძლიერი ევროპა აშშ-სთან ერთად მუშაობს საერთო საფრთხეების შესაკავებლად. „ძლიერი ევროპა აშშ-სთან ერთად მუშაობს საერთო საფრთხეების შესაკავებლად, როგორც პარტნიორები. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ სავაჭრო ომები და დამსჯელი ტარიფები აზრს მოკლებულია. ტარიფები გადასახადივით მოქმედებს, ისინი იწვევენ ინფლაციას. ყველაზე მძიმედ დაზარალებულები გარდაუვალად არიან მუშები, კომპანიები და საშუალო კლასი ატლანტიკის ორივე მხარეს. ჩვენ ვიცით, რამდენად სწრაფად შეუძლია ტარიფებს გავლენა მოახდინოს მნიშვნელოვან ტრანსატლანტიკური მიწოდების ჯაჭვებზე. არ მიგვაჩნია, რომ ეს კარგი ბიზნესია და გვსურს, თავიდან ავიცილოთ გლობალური…
მეტი...