„შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით“ – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდს მიმართავს.   „შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით“  – ამ გზავნილს უგზავნის ლომჯარია „ქართულ ოცნებას“. „რუსული თვითმფრინავი ბოლოს ჩემი სახლის აივნიდან დავინახე, თავზე გადაგვიფრინა ხმაურით და თბილისი დაბომბა… “ქართულო ოცნებავ”, თქვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟს ეწევით, ხოლო ოკუპანტ, ომის საერთაშორისო დამნაშავე, დასანქცირებულ ქვეყანასთან პირდაპირი მიმოსვლის ფაქტის ნორმალიზებას ცდილობთ.  შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით! ტყუილად წვალობთ, ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშორში!” – ამბობს ლომჯარია.

მეტი...

„ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი“ – მინისტრი რუსეთთან უვიზო მიმოსვლაზე   

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გააუქმოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი. მინისტრმა  ისაუბრა ჰუმანიტარულ ასპექტებზე და ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთათვისაც აღნიშნული ნაბიჯი დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ყოფითი პრობლემების მოგვარებასთან. „რაც შეეხება საკითხს ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორ ჩანს ეს საკითხი ჩვენი ხელისუფლების თვალით დანახული – ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის არის ჩვენი საზრუნავი, მათ შორის ამ შემთხვევაში. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, და სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა და ურთიერთობა. ეს არის სწორედ ამ კონტექსტში და ჭრილში დანახული” – განაცხადა დარჩიაშვილმა.  

მეტი...

„ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ თავად მიიღეს“ – საგარეო მინისტრი რუსეთთან უვიზო მიმოსვლაზე 

„საქართველო რჩება ერთგული იმ პოლიტიკის რომელიც ეხება საერთაშორისო სანქციებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს“ – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი რუსეთის ფედერაციასთან ფრენებთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისა და საქართველოსთან ფრენების აღდგენის თაობაზე არის მოსკოვის მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. „პირველ რიგში, მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილება რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიღებული დამოუკიდებელი იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ თავად მიიღეს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში და ახლა შეცვალეს, ეს არის მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა და ნებისმიერი ქვეყანა წყვეტს თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოხსნას. სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე” – განაცხადა დარჩიაშვილმა. მან საზოგადოებას შეახსენა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთ- საქართველოს ომიდან მალევე, საქართველოს მხრიდან ცალმხრივად იქნა გაუქმებული სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, რაც იმ დროს არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე სენსიტიური იყო. „მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, როდის და რა რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომელმაც მოუხსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო მიმოსვლა. ეს იქნა მიღებული სწორედ წინა ხელისუფლების დროს, ყველაზე დიდი და სენსიტიური საკითხი ამაში არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორი წლის თავზე რუსეთ-აქართველოს ომის შემდგომ. ასე რომ,…

მეტი...

„საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს და ამ პრინციპსაც მივყვებით“ – პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სანქციების დაწესებაც და მოხსნაც რუსეთის საკითხია და ამაში ქართული მხარე ვერ ჩაერევა და ვერც რაიმე გავლენას მოახდენს. ,,2019-2020 წლებში ჩვენი პარტნიორები მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს სანქციები როგორც ვიზის ნაწილში, ასევე, ფრენების ნაწილში, მოეხსნა. ამ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველომ ორი რამე განაცხადა მკაფიოდ, რომ ჩვენ ევროპულ განაცხადს მივყვებით კეთილსინდისიერად. ასევე, საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ გვერდი აუაროს ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ და საქართველო ამ დანაპირებს პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს. საქართველო არ აპირებს…

მეტი...

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. დაღუპულის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. უკრაინაში სულ 44-ე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მეტი...

„ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს“ – გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის  გიორგი გახარიას განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის  სავიზო რეჟიმის გაუქმება მთავრობის „კარგი ქცევის“ შედეგია. „რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას. ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ”, – აცხადებს გიორგი გახარია. შეგახსენებთ, რომ  რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთში მხოლოდ პასპორტით წავლენ.

მეტი...

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რუსეთმა საქართველთან სავიზო რეჟიმი იმიტომ გააუქმა, რომ  კანდიდატის სტატუსის მიღება დაგვიანდა  

„რატომ დაიწყო რუსეთმა ახალი გადაწყვეტილებების მიღება და რატომ გააუქმა სანქციები? – საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, რა საკვირველია, მათ შორის რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და ის გადაწყვეტილებები გამოიწვია, რაც დღეს სახეზეა“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მისი შეფასებით, რუსეთის მხრიდან სანქციები ცალმხრივად იყო დაწესებულიდა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაც ცალმხრივად მოხდა. “რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მავნებლური და უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოდის. ისინი პრაქტიკულად ხელისუფლებისგან საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას ითხოვენ. რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად,  საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება… მინდა ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს მივმართო, რომ რადიკალური…

მეტი...

წნორში, ფერმერების აქციასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

წნორში ფერმერებმა აქცია გამართეს და სახელმწიფოსგან ყურადღება და დახმარება მოითხოვეს. საუბარია ასობით ფერმერზე, რომლებმაც ხორბლის მოსავალი მოიყვანეს, თუმცა, რუსეთიდან ხორბლის შემოდინების გამო, ადგილობრივ პროდუქციას ვერ ყიდიან და უფუჭდებათ. „მედიაცენტრი მთავარი“ სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, რომ სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, არ მოხდეს პურზე ფასების მატება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული მეხორბლე ფერმერებისა და რეალიზატორების მხარდასაჭერად, პურის გაიაფების დინამიკის შენარჩუნებიდან გამომდინარე მოხდება. თუმცა, აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია, მეხორბლე ფერმერებმა მოახდინონ მიღებული მოსავლის რეალიზაცია და მიიღონ შემოსავალი. რაც შეეხება ბაზარზე არსებულ ხორბლის ფასს, რამდენიმე თვის წინ, ხორბლის ფასი…

მეტი...

,,რუსეთთან პირდაპირი ფრენები წაადგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან”- მარიამ ქვრივიშვილი

რუსეთიდან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ პირდაპირი ფრენები წაადგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან. მისივე თქმით, ჯერჯერობით შესაბამისი მიმართვა ავიაკომპანიებისგნა არ მიუღიათ და ნებართვაც არ გაცემულა, ,,რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს, აქ ნათლად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა განვმარტოთ ის, რომ ჩვენ არ გვქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახმელეთო კუთხით.  მოგეხსენებათ, რომ ყოველდღიურად, ფაქტობრივად, ასობით და თვის ჭრილში ათასობით მანაქანა მოძრაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უწევდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მესამე ქვეყნის გავლით და სახმელეთო საზღვრის გამოყენებით სამშობლოში მოგზაურობა, რაც, რა თქმა უნდა,…

მეტი...

თუ რუსული ავიაკომპანიები საქართველოსგან პირდაპირ ფრენებს მოითხოვენ, ნებართვას მიიღებენ

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის,  მარიამ ქვრივიშვილი  რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც  პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და ხოლო რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძალვა მოუხსნა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოს მხრიდან არავითარი ნებართვა არ არის გაცემული. ,,ამ ეტაპისთვის, არავითარი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გაცემული, რადგან, ამ ეტაპისთვის, არ გვაქვს მომართვა არც ერთი ავიაკომპანიის მხრიდან, მათ შორის, არც სახელმწიფოს მხრიდან ამ კუთხით. მომართვის შემთხვევაში, ყველა კომპანია, რომელიც იქნება არასანქცირებული და ის ბორტები, რომლებიც არ იქნებიან სანქცირებულები, შეძლებენ საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას, ისევე როგორც ისინი ოპერირებენ ისრაელში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ…

მეტი...

,,ჩვენს მოქალაქეებს, ემიგრანტებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, გაუადვილდებათ თავიანთ ქვეყანასთან კავშირი” – ნინო წილოსანი

,,ჩვენს მოქალაქეებს და ემიგრანტებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, გაუმარტივდებათ თავიანთ ქვეყანასთან კავშირი და ფრენები“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. წილოსანი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც  პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და ხოლო რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძალვა მოუხსნა. „უპირველეს ყოვლისა, ვთქვათ, რა მოხდა – რუსეთმა აღადგინა პირდაპირი ფრენები, რაც მისი მხრიდან დაწესებული შეზღუდვა იყო, ეს არ იყო საქართველოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვა. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს და რაც შეიძლება, ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის შეშფოთების საგანი იყოს, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო რეჟიმი თავად მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა ომის შემდეგ, შესაბამისად, ამ…

მეტი...

,,პუტინმა, საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა”- ლევან ხაბეიშვილი

,,პუტინმა, მადლობა გადაუხადა რუსულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოაცხადა,”- ასე ეხმაურება ”ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნას. მისი თქმით, პუტინმა, საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა. ,,პუტინმა, საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა… პუტინმა, მადლობა გადაუხადა რუსულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოაცხადა –  გააუქმა სავიზო რეჟიმი და აღადგინა ფრენები … ცინიზმის მწვერვალია, როცა ამის პარალელურად ყოველდღიურად აწიოკებენ ქართველ ხალხს, აგრძელებენ ოკუპაციას, რუსის ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე … ქართველი ხალხის ნება ურყევი! ჩვენ…

მეტი...

,,საქართველოზე ყველა შეზღუდვა მოხსნილია! მორჩა! წავედით!”- თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც  პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და ხოლო რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძალვა მოუხსნა. ,,საქართველოზე ყველა შეზღუდვა მოხსნილია! მორჩა! წავედით! უვიზოდ! ყველაფრის გარეშე! ყველა გახარებულია! ასე რომ მორჩა! იმიტომ რომ რამდენი ხანი შეიძლებოდა  მხოლოდ მოსკოვში დალევა, ახლა საქართველოშიც შეიძლება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მშვენიერი ამბებია, მეგობრებო!” – აცხადებს კანდელაკი.

მეტი...

,,სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა ჩვენს გასულ ისტორიაზე”- პრეზიდენტი

,,სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა ჩვენს გასულ ისტორიაზე და იმ მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა  ბრიფინგზე რუსეთის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ეს არის პირდაპირი პროვოკაცია საზოგადოების გამოწვევისთვის და  ხელისუფლებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს. „დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება, რას ემსახურება ეს პროვოკაცია – შესაძლებელი არის, ერთი მხრივ, ეს იყოს გადაფარვა თავიანთი მარცხის, კრახის ბახმუტში, მაგრამ ის, რაც ხდება და სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას, შესაძლოა,…

მეტი...

კობა კობალაძე რაგბის კლუბ ’’არმიის” პრეზიდენტს და მთავარ მწვრთნელს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რაგბის კლუბ “არმიის’’ პრეზიდენტს, ირაკლი სულთანიშვილს, მთავარ მწვრთნელს, ლევან ობოლაძეს და გუნდის მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა დიდი 10-ში გადასასვლელი ფინალური მატჩების შედეგები შეაფასეს. შეგახსენებთ, “არმია” 6 მაისს გამართულ ფინალურ შეხვედრაზე, ოზურგეთის “არწივებთან” დამარცხდა. გუნდს, დიდი 10-სთვის ბრძოლა, ჯერ არ დაუსრულებია. წინ მათ კიდევ ორი მატჩი ელოდებათ, დიდი 10-ის მეცხრე ადგილის მფლობელ “აკადემიასთან”. სტუმრებმა, კობა კობალაძეს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. თავის მხრივ კი, სამსახურის დირექტორმა, „არმიელებს,“ ყველა გამოწვევის დაძლევაში თანადგომა აღუთქვა და წარმატებები უსურვა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა, ვეტერანების საქმეთა…

მეტი...

,,შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განხილული იყოს რუსეთთან 3-თვიანი ვიზების დაწესება”- სალომე ზურაბიშვილი

,,მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო, არც ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, ვიდრე რუსეთი არის მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და ვიდრე არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია,”-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა, სადაც რუსეთისთვის ვიზების დაწესებას განიხილავენ. ,,მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, დრო არის იმის, რომ რასაც მოვითხოვ არაერთხელ, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განხილული იყოს რუსეთთან 3-თვიანი ვიზების დაწესება, რომელიც საჭიროა ჩვენთვის შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. მეტი კონტროლი არის სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების…

მეტი...

ზუგდიდში, ვეტერანებისთვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება

მიმდინარე წლის 13-14 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 13 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექონოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები; ( სათვალე) ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან. მისამართი: ქ. ზუგდიდი კ.გამსახურდიას 1-ლი შესახვევი N2 ( ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკა) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016…

მეტი...

,,არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთიდან”- სალომე ზურაბიშვილი

,,ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები დღეს რუსეთიდან, ვითომც რაღაცა დათმობ,”- ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმებას. ,,ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები დღეს რუსეთიდან, ვითომც რაღაცა დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს დღევანდელ სიტუაციაში, როგორც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები და ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით არ დავიწყოთ რაღაცა ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ჩვენ გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებების მიმართ რაც ისმის, სანქციების გვერდის ავლის შესახებ, არ არსებობს დღეს…

მეტი...

,,ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ”- სიმონიანი

,,ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ,” – ამის შესახებ  კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი ტელეგრამზე წერს. სიმონიანი პუტინის გადაწყვეტილებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც  პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და ხოლო რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძალვა მოუხსნა. ,,ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ. შეტყობინებები გავხსენი და ჩემი ქართველი მეგობრების უამრავი სადღეგრძელო დამხვდა – ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ყოჩაღი ხარ,”- წერს სიმონიანი.

მეტი...

,,მოუთმენლად ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლების შესახებ, აღარაფერი გაგვაკვირვებს”- დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც  პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და ხოლო რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძალვა მოუხსნა. მისი თქმით, დღეს არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ თანამშრომლობს რუსეთთან. ,,უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის? დღეს არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ თანამშრომლობს რუსეთთან. მთელი მსოფლიო აწესებს სანქციებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პუტინის დაკავების ორდერს გასცემს და ამ დროს, ღარიბაშვილი უვიზო რეჟიმს აცხადებს. ბრავო. მოუთმენლად ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლების შესახებ. აღარაფერი გაგვაკვირვებს,”- წერს არახამია.

მეტი...

რუსული კომპანიები კვირაში 7-ჯერ შეასრულებენ მოსკოვი-თბილისის რეისს – რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, რუსული ავიაკომპანიები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღსადგენად ემზადებიან. უწყების ცნობით, ავიაკომპანიები რუსული თვითმფრინავებით კვირაში 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. “ამჟამად გადამზიდავები ემზადებიან ფრენების აღსადგენად. რუსული ავიახაზები კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. ფრენები განხორციელდება შიდა წარმოების თვითმფრინავებით”, – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულების თანახმად, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს 15 მაისიდან აუქმებს. კიდევ ერთი დადგენილების თანახმად, რუსეთმა მოხსნა  საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

მეტი...

PSP-მ 44 584 კოლოფი თურქული იაფი მედიკამენტების ახალი პარტია შემოიტანა

კომპანია PSP-მ თურქეთიდან 34 დასახელების მედიკამენტი, 44 584 კოლოფი, შემოიტანა. დღეს PSP-ს სააფთიაქო ქსელში ქართველ მომხმარებლებს 200-ზე მეტი დასახელების თურქულ მედიკამენტს სთავაზობს. „თურქეთიდან მედიკამენტების პროაქტიულად და გამარტივებული „აღიარებითი“ რეჟიმით შემოტანის დაშვებამ, შესაძლებლობა მოგვცა იაფი თურქული მედიკამენტები ჩვენი ქევყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ახალი რეგულაციის ამოქმედების დღიდან, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, PSP-მ შემოიტანა 315 დასახლების, 11 მლნ ლარზე მეტი მეტი ღირებულების იაფი მედიკამენტი თურქეთიდან, რაც ჯამში 500 000 კოლოფზე მეტ პრეპარატს შეადგენს. PSP-ს მთავარი ორიენტირი მოხმარებელია, სწორედ ამიტომ არა მარტო საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში ვაწვდით მომხარებელს გარანტირებული ხარისხის…

მეტი...

,,მოსკოვის ქართული რესტორნები დღეს გადატვირთული იქნება”- მარგარიტა სიმონიანი

,,მოსკოვის ქართული რესტორნები დღეს გადატვირთული იქნება” – ასე ეხმაურება პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც  პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და ხოლო რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძალვა მოუხსნა. სიმონიანის თქმით, საქართველო სწორად იქცევა. ,,პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს სამშვიდობოებს თავს დაესხა, თავად ქართველებმა დააპატიმრეს, არ შეუერთდნენ სანქციებს, არ გახსნეს მეორე ფრონტი, თუმცა თირკმელებში საკმაოდ ძლიერად ურტყამდნენ, რომ გაეხსნათ,”- წერს სიმონიანი

მეტი...

,,რეანომობილით გადაგვყავს საავადმყოფოში, ქუჩის ძაღლებისგან დაგლეჯილი”- უბედური შემთხვევა თბილისში

ჟურნალისტი ნინო ცხვარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორ პოსტიდან ირკვევა, მისი ძმა მიუსაფარმა ძაღლებმა დაგლიჯეს. „ეს ჩემი ძმაა. რეანომობილით გადაგვყავს საავადმყოფოში, ქუჩის ძაღლებისგან დაგლეჯილი. მხოლოდ ამის გამო არა, ისედაც ვაპირებდი და მალე დავწერ – ყველაფერი როგორ ვაქციეთ სექტად, ცხოველების ეგრეთ წოდებული სიყვარულიც კი. ნელ-ნელა და შეუმჩნევლად, როგორ დავარღვიეთ ზღვარი ადამიანისა და ცხოველების უფლებებს შორის, როგორ ხდება “ამერიკანიზაცია” ჩვენს ქვეყანაში…“,- წერს ნინო ცხვარაშვილი.  

მეტი...

,,მორიგი რუსული პროვოკაცია”- პრეზიდენტი პუტინის განკარგულებაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც  პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და ასევე  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძალვა მოუხსნა. ,,მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო აკრძალვის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორია!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე”. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის უფლება მისცა პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

მეტი...

,,ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს” – პრეზიდენტი ცესკოზე კანონპროექტს ვეტოს დაადებს

საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს ცესკო-ს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული  წევრობის კანდიდატების შერჩევის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას  პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე. ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები. სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია გამომდინარეობს სახელმწიფო და არა პირადი ინტერესებიდან. პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს. ამდმენად, ამ კანონსაც პრეზიდენტი…

მეტი...

,,ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ”- ხატია დეკანოიძე პუტინის განკარგულებაზე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც  პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და ასევე  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძალვა მოუხსნა. ხატია დეკანოიძის თქმით, პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ. ,,პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილება და მე მინდა პირდაპირ ხაზი გავუსვა, პუტინის გადაწყვეტილებები ეხება საქართველოს და ეს არის კატასტროფა, არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით 24 თებერვლის შემდეგ, ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ ატარებს ქვეყანაში. ეს არის ანტიუკრაინული, ანტიდასავლური პოლიტიკა და ზუსტად…

მეტი...

,,ბატონ გახარიასაც კუდი აეწვა”- ირაკლი ზარქუა

,,ბატონ გახარიასაც კუდი აეწვა ,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ  განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გახარია დავით კეზერაშვილის დამცველად მოგვევლინა. ,,ძალიან ვწუხვარ, ბატონი გახარია გამოჩნდა და უკვე კეზერაშვილის დამცველად მოგვევლინა. ბატონ გახარიასაც კუდი აეწვა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, პრემიერ მინისტრი იყო და თუ რამე ხდებოდა ესე იგი მისი… როგორ, არ იცოდა, ამას ამტკიცებს? არა, მათ სჭირდებათ რა, რომ ასეთი რადიკალების მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, გაიგონ რა არგუმენტები აქვს იმ საერთაშორისო გამოძიებას, რა არგუმენტები აქვს ჩვენს ძალოვან სამსახურებს, რომლებიც თანამშრომლობენ იმ  საერთაშორისო გამოძიებასთან და ამით წინასწარ გახდეს…

მეტი...

პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის უფლება მისცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვა გააუქმა. ამის შესახებ ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნებულ  განკარგულებაშია ნათქვამი. ,,ბათილად ცნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება”, – ნათქვამია დოკუმენტში. რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსებს, რომ თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობისგან. ,,საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეებისთვის ფრენების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ პრინციპული მიდგომის შესაბამისია ორი ქვეყნის მაცხოვრებლებს შორის კომუნიკაციის გასაადვილებლად,”- წერს რუსული მედია. ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის აქციების შემდეგ, რაც თბილისში სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა,…

მეტი...

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. ,,საქართველოს მოქალაქეები შედიან რუსეთის ფედერაციაში და ტოვებენ რუსეთის ფედერაციას ვიზის გაცემის გარეშე მათი ვინაობის დამადასტურებელი მოქმედი საბუთების საფუძველზე (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური. პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად), გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც შემოდიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთში დროებით ყოფნისთვის. ფედერაცია, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მეტი...

,,დღეს არახამიას ერთ სიტყვას ბრიუსელში, ვაშინგტინში ბევრად მძიმე წონა აქვს, ვიდრე საქართველოს მთავრობას”- სამადაშვილი

,,არახამია იქნება, თუ უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, როგორც საქართველოს მოქალაქე, მადლობელი ვარ, რომ აფიქსირებენ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს დავით არახამიას ერთ სიტყვას ბრიუსელში, ვაშინგტინსა და სხვაგან ბევრად მძიმე წონა აქვს, ვიდრე საქართველოს მთავრობას. „არ ვპასუხობ შეკითხვას. არ მესმის, საიდან წამოვიდა ეს შეკითხვა, არ მინახავს, არახამიას ეთქვას, რომ რამე საქმიანობას აპირებს ქართულ პოლიტიკაში. მან თქვა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა. მართალია, ირაკლი ღარიბაშვილი მას ვიღაც არარაობას უწოდებს, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ დღეს არახამიას ერთ სიტყვას ბრიუსელში, ვაშინგტინსა და სხვაგან ბევრად მძიმე…

მეტი...

,,ეროვნებით ქართველი, უკრაინელი პოლიტიკოსი არახამია გაცილებით მეტს გააკეთებს საქართველოსთვის, ვიდრე უსამშობლო მოღალატეები”- პეტრე ცისკარიშვილი

,,ეროვნებით ქართველი, უკრაინელი პოლიტიკოსი, ბატონი არახამია გაცილებით უფრო მეტს გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ვიდრე უსამშობლო მოღალატეები,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. ცისკარიშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებაზე. „ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ეროვნებით ქართველი, უკრაინელი პოლიტიკოსი, ბატონი არახამია გაცილებით უფრო მეტს გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, უსაფრთხოების ქოლგისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ რუსეთის გუბერნია არ გავხდეთ. ყველა სასიცოცხლო, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხში ბატონი არახიამია იქნება გაცილებით უფრო წარმატებული, ვიდრე ეს უსამშობლო მოღალატეები, რომლებიც დღეს მოასხდნენ მთავრობას და ხელისუფლებას“, – განაცხადა…

მეტი...

,,ზუსტად ვიცი, როგორ გაასამართლებენ უკრაინელები არახამიას და ასეთ ნაძირლებს”- ირაკლი ზარქუა

,,ზუსტად ვიცი, იცით როგორ კარგად ვხედავ, როგორ გაასამართლებენ არახამიას და ასეთ ნაძირლებს უკრაინელები, იმიტომ რომ უკრაინის ინტერესებს ისინი არ ემსახურებიან,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ დავით არახამიასთან დაკავშირებით განაცხადა. ზარქუამ არახამიას უავტორიტეტო ადამიანი უწოდა. ,,რაც შეეხება არახამიას, ვწუხვარ, რომ დროს მაკარგვინებთ ამ ხელმოცარულზე. საკუთარ პარტიაშიც კი, სადაც არის ხელისუფლებაში, პრეზიდენტმა გაუუქმა სახელმწიფოს ხარჯზე დაფრინავო, უსაქმურადო, ევროპაში. ეს ხელმოცარული ჰყავთ ოპოზიციურ არხებს ექსპერტებად. ვის აინტერესებს არახამია, რომელმაც ქართული არ იცის, დაბადებულია, გაზრდილია რუსეთში, თავის წინაპრისას პატივს არ სცემს, მშობლებს და თქვენ გგონიათ ის საქართველოსა და ქართველებისთვის იბრძვის? მას რეალურად,…

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს – ბილეცკი

უკრაინის სამხედრო მეთაურის ანდრეი ბილეცკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან წარმატებული კონტრშეტევის შედეგად დიდი რაოდენობით რუსი მებრძოლები გაანადგურეს. როგორც ანდრია ბილეცკიმ განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციის 72-ე ბრიგადის ნაწილები დამარცხდა“. ,,დივიზიის მე-6 და მე-8 დანაყოფები სრულად განადგურდა, ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობასთან ერთად”, – განაცხადა ბილეცკიმ. ბილეცკიმ თქმით, “საკმაო რაოდენობის ტყვეები” აიყვანეს და “ვაგნერის მე-3 თავდასხმის ქვედანაყოფმა ასევე განიცადა მძიმე დანაკარგები”. მისივე თქმით, შეტევის შედეგად უკრაინულმა ძალებმა “სრულად გაათავისუფლეს” 3 კილომეტრის სიგანისა და 2,6 კილომეტრის  სიღრმის ტერიტორია. მას ზუსტი ადგილმდებარეობა არ მიუთითებია.

მეტი...

რუსი ჯარისკაცები ზაპოროჟიეს სადგურის თანამშრომლებს ოჯახებთან ერთად “ევაკუაციაში” ხელს უშლიან

რუსი ჯარისკაცები ხელს უშლიან ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს ფრონტის ხაზთან მდებარე ქალაქიდან ოჯახებთან ერთად “ევაკუაციაში”. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ სამხრეთ ფრონტის გასწვრივ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციის ბრძანება გასცა, რადგან უკრაინის კონტრშეტევა ელის. „ენერგოდარში რუსმა ოკუპანტებმა მოაწყვეს ე.წ. „ევაკუაცია“ ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლების ოჯახის წევრებისთვის – თუმცა ელექტროსადგურის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება დატოვონ ქალაქი“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში. ენერგოდარი, სადაც ატომური სადგურის თანამშრომლების უმეტესობა ცხოვრობს, იმ 18 დასახლებას შორის იყო, რომელთა მაცხოვრებლების “ევაკუაცია” განხორციელდა შაბათ-კვირას.

მეტი...

„პაპუაშვილი იმის მაგალითია, სკამი ადამიანს როგორ ცვლის”- პაატა მანჯგალაძე

„პაპუაშვილი იმის მაგალითია, სკამი ადამიანს როგორ ცვლის. სამწუხაროა, რასაც ბოლო პერიოდში ვუყურებთ, პაპუაშვილი ჩამოყალიბდა რიგით პროპაგანდისტად. „ქართული ოცნების“ ე.წ ექსპერტების 1000-ლარიან და შალვა პაპუაშვილის განცხადებებში ვერანაირ განსხვავებას ვერ ნახავთ,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროპაგანდაა, თითქოს იარაღის მოპყრობის კურსები IRI-იმ დააფინანსა. ,,სირცხვილი არ არის? პაპუაშვილი, რომელიც ჩამოყალიბდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, თავად ამბობს დონორი ვიყავიო. შალვა, დონორი, რომ იყავით და ეს საქმე კარგად იცით, დღეს, როგორც პროპაგანდისტი თქვენივე გადაღებულ პროპაგანდისტულ ფილმებს თავად რომ იჯერებთ, ამაშია ზუსტად პრობლემა. არ მიხარია, რომ ამ მდგომარეობაშია დღეს შალვა პაპუაშვილი. აუდიტის სამსახური სახელმწიფო…

მეტი...