,,მტკიცდება ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს”- მეუფე შიო

,,დღეს ყველა საღი გონების მქონე ადამიანის ვალია, რომ დაიცვას ოჯახის სიწმინდე, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვიცავთ ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახის სიწმინდეს ჩვენ ამით ვიცავთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ხალხს გადაგვარებისგან და საერთოდ, სრული განადგურებისგან”, – ამის შესახებ  მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ოჯახის დაცვა, ტრადიციული ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა არის ნამდვილი ბრძოლა ნამდვილი ადამიანის უფლებებისთვის.

,,ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში არის მცდელობა ტრადიციული ღირებულებების დანგრევის და ჩამოშლის, როდესაც თავს ესხმიან ქალის და მამაკაცის ქორწინებას, როგორც ქორწინების ერთადერთ და ნორმალურ და ღვთით დადგენილ ფორმას, თავს ესხმიან ადამიანის სიცოცხლეს ჩასახვის მომენტიდან, ვიდრე ბუნებრივ გარდაცვალებამდე. ჩვენ ვხედავთ, რომ კანონმდებლობების დონემდე, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებების, დოკუმენტების დონეზე მიღებულია ისეთი მტკიცდება, ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას. ახალისებს სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს, გენდერულ იდეოლოგიას, მშობლების ავტორიტეტის დაკარგვას და ა.შ. სამწუხაროდ, იმასაც ვხედავთ, ჩვენს ქვეყანაშიც პოვა ნაწილობრივ ამ ყველაფერმა ასახვა და ამ ყველაფრის მომხრენი დიახ, ბოლო წლებში კიდევ დაემატა ისეთი რამ, რაც არის ბავშვებისთვის სქესის შეცვლა, სქესის შეცვლის დანერგვა და ამის წახალისება. ვინც ამ ყველაფერს ეთანხმება და აკანონებს ისინი ხშირად საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ხედავენ ან არ უნდათ მთავარი რამის დანახვა, რომ ადამიანს გააჩნია მთავარი უფლება, რომ უბრალოდ დაიბადოს და იცხოვროს ამ ქვეყანაზე და მაშინ, იბადება კითხვა, რის საფუძველზე ართმევენ პატარა ბავშვს ამ უფლებას და რის საფუძველზე ითვლება დედის მუცელში ასეთი ბავშვისთვის მოკვდინება კანონიერ საქმედ,”- განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიოს კომენტარს ”ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მსგავსი თემები