თბილისში ტრაილერი ქალს დაეჯახა

ცოტა ხნის უკან, უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. ზაჰესში  ტრაილერი ქალს დაეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

მეტი...

ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის, ალიევი პუტინს მადლობას უხდის

აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის მეგობრული შეხვედრა შედგა. ილჰამ ალიევმა პუტინს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყარაბღის კონფლიქტის დარეგულირებაში მისი წვლილი დიდია. ამჯერად, ალიევი პუტინს აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობის დალაგებაზე ესაუბრა. „ორი წლის წინ ხელმოწერილმა სამმხრივმა დეკლარაციამ წერტილი დაუსვა მრავალწლიან კონფლიქტს. დრო მოვიდა, ვისაუბროთ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე და ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს როლს ამ მიმართულებით“ – აღნიშნა ილჰამ ალიევმა  სოჭში,  ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას. მისი შეფასებით, დრო მოვიდა სომხეთთან ურთიერთობაც დალაგდეს. „მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში თქვენი როლისთვის. ახლა, დრო მოვიდა, ვიმოქმედოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის…

მეტი...

ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ – პარლამენტში კანონპროექტი განიხილეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი. კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი საკითხები:  „ოლიგარქის“ ცნების განმარტება;  პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:  ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. განიხილეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი,  რასაც მოწმობს ბოლო წლებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები. მხარებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით, მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, საქართველოში კი, არაბული ინვესტიციით არაერთი პროექტია დაფინანსებული და მისასალმებელია, რომ მათი რიცხვი მზარდია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ   თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის.…

მეტი...

„სადაც ამბობთ, რუსი ოლიგარქი არისო, მაგას თუ წამიკითხავთ, პატივს დამდებთ“ –  ოხანაშვილი ნაცვლიშვილს ცილისმწამებელს უწოდებს

საკანონმდებლო ორგანოში, სადაც ამ წუთას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, იურიდიულ კომიტეტის თავჯდომარე დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ ის ცილისმწამებელია. ანრი ოხახაშვილმა ანა ნაცვლიშვილს მოსთხოვა წაეკითხა ევროკავშირის რეზოლუციის ჩანაწერი, სადაც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია. „ვიცნობ, გიდასტურებთ რეზოლუციას. ჩანაწერებსაც ვიცნობ. თქვენი ცილისწამება, რომელიც აქ გააჟღერეთ, რუსი ოლიგარქი არისო მაგას თუ წამიკითხავთ პატივს დამდებთ, სად წერია? შეგიძლიათ წაგვიკითხოთ გვითხარით. ცუდ მდგომარეობაში თქვენს ადგილას არ ვისურვებდი ყიფნას. როდესაც ადამიანს ცილს სწამებთ რომ რუს ოლიგარქად არის მოხსენიებული, ეს არის ცილისწამება და ყოფილი უფლებადამცველი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს. ვისურვებდი, ასეთი შეცდომები…

მეტი...

„150 ადამიანიც რომ შეიყვანოთ ოლიგარქთა რეესტრში, ევროკავშირს ერთი ოლიგარქი ჰყავს შეყვანილი ამ რეესტრში“ – ნაცვლიშვილი ოხანაშვილს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ამ წუთებში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტს დეპუტატი ანრი ოხანაშვილი წარადგენს. კანონპროექტი უკრაინაში მიღებული კანონის ანალოგია. დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი კომიტეტის თავმჯდომარეს კითხვით მიმართავს და აცხადებს, რომ მისთვის არავის დაუვალებია „კუდიანებზე“ ნადირობა. „იცნობთ თუ არა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ზუსტად იმ პერიოდშია მიღებული როდესაც 12 პუნქტიანი წინაპირობა მივიღეთ კანდიდატის სტატუსისთვის? ასევე, იცნობთ თუ არა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერს იმის შესახებ რომ საქართველოს ჰყავს ერთადერთი რუსი ოლიგარქი ივანიშვილი? მე და თქვენ რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ ვინ არის ოლიგარქი, რას ნიშნავს ოლიგარქია და ასე შემდეგ, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი. გასაგებია, რომ…

მეტი...

როდის შეძლებს იაშვილის კლინიკა პაციენტების მიღებას?! – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა ნაწილობრივ დახურულია და  სტაციონარულ პაციენტებს არ იღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტროს ეკუთვნის. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, კლინიკის გახსნა მათზე არ არის დამოკიდებული. „ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. დამოკიდებულია მარეგულირებელზე, რომელიც ჩათვლის, რომ კლინიკა ამისთვის მზადაა. შემიძლია გითხრათ, რომ იაშვილის კლინიკის ყველა სართულზე  მიმდინარეობს აქტიური სარემონტო სამუშაოები, პრაქტიკულად, ყველა სართულზე. ნაწილში კი ის დამთავრებულია. სამუშაოები ივნისის თვიდან დაიწყო და პერმანენტულად მიმდინარეობდა. ახლა კი გაშლილია გაცილებით მაღალი მოცულობით. ყველა დეპარტამენტში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები,  ვფიქრობთ, რომ დეკემბერში ყველა სამუშაო დასრულდება“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“…

მეტი...

,,დავით გარეჯზე მიხეილ სააკაშვილმა თავად განაცხადა, რომ ხაზის გავლება ისე დაავალა, სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანს დარჩენოდა”- ჯონდი ბაღათურია

,,მიხეილ სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ და უკანონო გარიგებაში შედიოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და ცდილობდა საზღვარი ისე გავლებულიყო, რომ სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანის მხარეს გადაცემულიყო,” – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა. ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით გარეჯის საქმეზე, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა. ,,საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებამ დიდი ეჭვი გააჩინა, რომ აქ ღალატს აქვს ადგილი. ქვეყნის მთავარსარდალი გაიპარა იტალიაში, ფოტოები გავრცელდა, მაღაზიებში დადიოდა, ძვირიან საათებს არჩევდა იმ დროს, როდესაც გარეჯში დაძაბული ვითარება იყო. პარლამენტში მისი იმპიჩმენტი მოვითხოვეთ და ბრალი დავდეთ ქვეყნის…

მეტი...

„სასწრაფოს პაციენტი იქ მიჰყავს, სადაც ადგილი იქნება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვის საპასუხოდ, რომელიც კლინიკების გადატვირთულობას და პაციენტებზე უარის თქმას ეხებოდა, აღნიშნა, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არაერთი ბავშვთა საავადმყოფოა და თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება მიიღოს. მისივე თქმით, არაფერი იცის იმის შესახებ, აბრუნებენ თუ არა კლინიკები პაციენტებს უკან. „შესაძლებელია რესპირაციული ვირუსებით მიმართვიანობა გაზრდილი იყოს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას პაციენტი იქ მიჰყავს, სადაც ადგილი იქნება. ქვეყანაში ბევრი ბავშვთა საავადმყოფოა, ბევრი განყოფილება. თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება…

მეტი...

,,ჯაფარიძეს წამოსცდა, თითქოს ევროპაში მოისმინა, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე უარი ომის არდაწყებას უკავშირდება”- თალაკვაძე

,,ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას უნდა აუხსნას, ევროკავშირში სად და რომელ შეხვედრაზე მოისმინა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ომში არ ჩაერთო,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ  ზურაბ ჯაფარიძეს ერთ-ერთ ინტერვის დროს წამოსცდა. ,,ნიშანდობლივი იყო, როცა ზურაბ ჯაფარიძეს ინტერვიუს დროს წამოსცდა, თითქოს ევროპაში მოისმინა, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე უარის თქმა ომის არდაწყებას უკავშირდება. ეს შემაშფოთებელი გზავნილი იყო და საზოგადოებას უნდა აუხსნას, რომელ შეხვედრაზე და ევროკავშირში სად მოისმინა, რომ საქართველოს უარი უთხრეს იმის გამო, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო. სხვათა შორის, ომის დაწყებაზე ეს…

მეტი...

საქართველო 2025 წლიდან უანგარო დონორობის პრინციპზე გადასვლას გეგმავს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც სისხლის ხარისხის და უსაფრთხოების არსებული სისტემის შეცვლას ითვალისწინებს.  კანონპროექტის წარდგენისას, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლის გადაჭრასაც კანონპროექტი ისახავს მიზნად.  „მოქმედი კანონი 1995 წელს არის მიღებული და ბევრ ნაწილში არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს; შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის უკვე მოძველებული. ახალი კანონპროექტი კი ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში უყრის თავს ყველა პრინციპს, რომელიც მნიშვნელოვანია სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებისთვის და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კანონმდებლობა…

მეტი...

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინაში 13 ადამიანი დაშავდა

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებზე რუსი ოკუპანტების მასიური თავდასხმის შედეგად 13-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მისივე თქმით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. „ამ დროისთვის გვყავს რუსეთის ფედერაციის მიერ დღეს განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავებული 13 ადამიანი. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურასთან ერთად დავადგენთ დანაკარგებს და დავაფიქსირებთ იმ დანაშაულებს, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაიდინეს“, – განაცხადა კლიმენკომ. ცნობისთვის, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიშები მიიტანეს  უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე.

მეტი...

მკვლელობა ვაზისუბანში – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრო რაიონის  მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც   სასჯელის სახედ და ზომად 10 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების  შუამდგომლობით სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მეტი...

,,რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური ტრავმა აქვს და შურისძიება ამოძრავებს”- არჩილ თალაკვაძე

,,რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური ტრავმა აქვს და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებს, დეოლიგარქიზაციის კანონი უნდოდათ ამისთვის გამოეყენებინათ, მაგრამ შემდეგ პოტენციური ოლიგარქები საკუთარ რიგებში აღმოაჩინეს,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ ტონი შეცვალა და უკან დაიხია. „მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია თავიდან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა და იმუქრებოდა, დღეს ტონი შეცვალეს და უკან დაიხიეს. არათუ კანონპროექტის განხილვაში არ მონაწილეობენ, არამედ თურმე, კანონის მიღება საჭირო აღარ არის. ჩამოყალიბდნენ, ამ ცვლილებების მიღებას დაუჭერენ თუ არა მხარს. ოპოზიციური პარტიები შეტევაზე იყვნენ გადმოსული, რომ მათ ერთადერთი მოთხოვნა და მოლოდინი ჰქონდათ, რომ პარლამენტს მიერ მიღებულ კანონში…

მეტი...

,,ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც უნდა დასრულდეს, უკვე ათობით წელია გრძელდება”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც უნდა დასრულდეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ამის პოლიტიკური ნება აქვს. ამის შესახებ პუტინმა სოჭში,  ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრაზე ისაუბრა. „ჩვენ ვხედავთ ჩვენი კოლეგების მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ყარაბაღის გარშემო. ეს კონფლიქტი უკვე ათობით წელია გრძელდება, ასე რომ, ოდესღაც უნდა დასრულდეს, ეთანხმებით ამას? ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება და ჩვენ მას ყველანაირად ვუჭერთ მხარს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ახლა და შემდეგ სამმხრივ ფორმატში უნდა ვიპოვოთ ის ძირითადი მომენტები, რომლებიც მოგვცემს წინსვლის საშუალებას“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.  

მეტი...

დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა და 2 414 ლარი შეადგინა – ”საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი -მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა. ნომინალური ხელფასი 2 414.7 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი მოცულობა – არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე დაფიქსირდა (674.1 ლარი) . საქსტატის ცნობით, სქესის მიხედვით კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს. მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 1863.5 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი – 2768.9 ლარით. გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალია არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე, სადაც ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების ხელფასს 53.5 პროცენტით ჩამორჩება.

მეტი...

,,საჯარო სივრცეები უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო გარემოს ბავშვებისთვის, ქალაქები უნდა გახდეს ბავშვებზე მორგებული”- ”იუნისეფი”

გაერო-ს ბავშვთა ფონდი საქართველოს საჯარო სივრცეებში არსებულ ბავშვების უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ქალაქის დაგეგმარებაში ყველა ქალაქმა უნდა უზრუნველყოს ბავშვებისთვის და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და ინკლუზიური საჯარო და მწვანე სივრცეები, სადაც ისინი შეძლებენ შეკრებას და გარე აქტივობებში ჩართვას. „გაერო-ს ბავშვთა ფონდი გამოხატავს წუხილს საქართველოს საჯარო სივრცეებში არსებულ ბავშვების უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.ჩვენი შეშფოთება მოჰყვა 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკული შემთხვევას, რომლის შედეგად სერიოზულად დაშავდა სამი ბავშვი, ერთი კი გარდაიცვალა. ეს ტრაგედია ყურადღებას ამახვილებს საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების არსებულ ნორმებსა და სტანდარტებზე თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებსა და…

მეტი...

,,რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკრაინის 10 რეგიონში 18 ობიექტი დაზიანდა”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკრაინის 10 რეგიონში 18 ობიექტი დაზიანდა, რომელთა უმრავლესობა ენერგეტიკული დანიშნულების არის. “მათი სამიზნე იყო არა სამხედრო ობიექტები, არამედ სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა შმიგალმა. მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტური მუშაობის გარეშე, შედეგები შესაძლოა, ბევრად რთული ყოფილიყო. კიევის რეგიონში, ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროვსკის ოლქში, ხარკოვის ოლქში ადგილობრივი საავარიო გამორთვები გრძელდება.

მეტი...

,,საუბრის ძირითადი თემა იქნება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა”- პრემიერის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო

შეხვედრები გაიმართება ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და ასევე აბუ-დაბის საამიროს მსხვილი საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელობასთან, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრებზე განიხილავენ ორმხრივ თანამშრომლობას და მისი განვითარების პერსპექტივებს. „განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღევანდელი სტატუსი და მისი განვითარების მომავალი პერსპექტივები. რა თქმა უნდა, საუბრის ძირითადი თემა იქნება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა“, – განაცხადა პაატა კალანდაძემ. მისივე თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება. „არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში…

მეტი...

,,ის, რასაც გიყვებიან ჭიჭე ვაშაძეები, გიჟი ჯაფარიძეები, ხელმოცარულების ბოდვაა, ნუ აყვებით მათ”- ირაკლი ზარქუა

,,ის, რასაც გიყვებიან ჭიჭე ვაშაძეები, გიჟი ჯაფარიძეები, ხელმოცარულების ბოდვაა, ნუ აყვებით მათ, იმიტომ რომ როგორც ისინი არიან პოლიტიკურ სანაგვეზე, ასე დარჩებით, ვინც მათ გაყვებით,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, ,,მათი ამოცანა არ არის ქვეყნის მშენებლობა, მათი ამოცანაა, რამენაირაად ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა, იმიტომ, რომ ჰგონიათ, რომ შემდეგ ამ ტალღაზე-რევოლუციურ ტალღაზე ხელისუფლებაში მოხვდებიან”. ,,საქართველო ხდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი, როცა პროგნოზებს აკეთებდა, რომ 2030- ში საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სახელმწიფო და სწორედ ამის დადასტურება იყო, რაც მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა. ახლა…

მეტი...

სანზონაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სპეცოპერაცია კიდევ ერთ ლოკაციაზე მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა სავარაუდო ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩხრეკისა და დაკავების ღონისძიებები ამჯერად ქვიშხეთის ქუჩაზე, სანზონაში ატარებენ. მანამდე კი სპეცოპერაციები ერთდროულად ტარდებოდა ფონიჭალაში, რამდენიმე ადგილას და საქართველოს სხვა რეგიონებში. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი დააკავეს. რამდენიმე სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.

მეტი...

დავით ნარმანიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სემეკის 2021 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა. დავით ნარმანიამ დეპუტატებს გააცნო ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების ტენდენციები. კომიტეტმა სემეკი 2021 საქმიანობის ანგარიშს დადებითი შეფასება მისცა. სემეკის 2021 საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, სხვა საკითხებთან ერთად დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის ართვის სისტემის სერტიფიკატზე. სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ექსპერტების მიერ კომისიაში განხორციელებული სამუშაოებისა და აუდიტის საფუძველზე დადგინდა, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის…

მეტი...

,,შტერობაა ამ კითხვას რომ სვამ, რანაირად გიპასუხო, შტერობაა”- ირაკლი ზარქუა ჟურნალისტს

,,შტერობაა კითხვა და თუ მიიღებ, მაშინ შენც გეხება ესე იგი.  შტერობაათქო ამ კითხვას რომ სვამ, არსად, არავინ არ კითხულობს,”- ამ სიტყვებით უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შეეხება თუ არა დეოლიგარქიზაციის კანონი ბიძინა ივანიშვლის. ზარქუას თქმით, ბიძინა ივანიშვილის არის ქველმოქმედი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა. ,,აი ახლა ამ შტერობას თუ დასვამ კითხვას, რანაირად გიპასუხო, შტერობაა. ბოდიში, ეს რაც იკითხე ახლა. არა, არავინ არ საუბრობს, არა, შტერობაა. შტერობაა კითხვა და თუ მიიღებ, მაშინ შენც გეხება ესე იგი.  შტერობაათქო ამ კითხვას რომ სვამ, არსად, არავინ არ კითხულობს,  ერთი არის ქალბატონი რასა, რომელიც…

მეტი...

,,მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა, თურქეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინული მარცვლეული ექსპორტისთვის” – ერდოღანი

,,მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა, თურქეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინული მარცვლეული ექსპორტისთვის,” – ამის შესახებ თურქეთი პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე შეტანით, სასურსათო კრიზისის შედარებით შემცირება გახდა შესაძლებელი. ,,სასურსათო კრიზისის გამო გლობალური წარმოებისა და მიწოდების ქსელებში მუშაობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ხორბლის მსოფლიო წარმოების მესამედს უკრაინა და რუსეთი ახორციელებენ. თითოეული თქვენგანი მოწმეა, რომ არ ვიშურებთ ძალისხმევას ეს მარცვლეული შიმშილის საფრთხის წინაშე მყოფ ქვეყნებს მივაწოდოთ. ერთობლივი მექანიზმი რომელიც სტამბულში შევიმუშავეთ ამ ქვეყნებს 9,3 მეათედი ტონა მარცვლეული უკვე მივაწოდეთ, რაც სასურსათო კრიზისის შემცირებაზე კარგად აისახა. თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი…

მეტი...

ილია დარჩიაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრს. კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო; კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ მიმდინარე და სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად საკითხზე.

მეტი...

,,დეტალურად ვსწავლობთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ეხება ბავშვზე ადევნებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას”- ალექსანდრე დარახველიძე

,,შინაგან საქმეთა სამინისტრო ზედმიწევნით და დეტალურად ვსწავლობთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ეხება ბავშვის მიმართ ადევნებას, იძულებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას,” – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა შეტყობინებაზე, რაც სოციალური ქსელით, 112-ით თუ სხვა საშუალებით ხდება ცნობილი, პოლიცია იწყებს მყისიერ რეაგირებას. „დიღომის ფაქტზე, სადაც ათი წლის ბავშვზე მოხდა ზეწოლა, დაკავებულია პიროვნება. ყველა შეტყობინებაზე, რაც პოლიციაში შემოდის 112-ის საშუალებით თუ სხვა, მყისიერი რეაგირება გვაქვს და დეტალურად ვსწავლობთ. არის გარკვეული შემთხვევები, სადაც დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. სადაც იკვეთება, პოლიცია უმკაცრეს რეაგირებას ახორციელებს. კონკრეტულ ციფრებს ვერ მოგაწვდით,…

მეტი...

მოლდოვის ჩრდილოეთით რუსული რაკეტა ჩამოვარდა

მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ინფორმაციას ქვეყნის  შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს. არსებული მონაცემებით, რაკეტა სოფელ ნასლავჩას ჩრდილოეთით ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა რამდენიმე სახლში მინები ჩაიმსხვრა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ დნესტრის ჰიდროელექტროსადგურს უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ნასლავჩანსკაიას ჰიდროელექტროსადგურიდან 10 კმ-ის დაშორებით. უწყების ცნობით, წყალდიდობის საფრთხე არ არსებობს.  

მეტი...

,,ევროპელო მეგობრებო, გსურთ გაიგოთ როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? ჩადით ცივ სარდაფში რამდენიმე საათით” – ოლენა ზელენსკა

,,ევროპელო მეგობრებო! გსურთ გაიგოთ, როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? ჩადით ცივ სარდაფში რამდენიმე საათით,”- უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. მისივე თქმით, ოკუპანტების თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელები მყარად დგანან. ,,დილა მშვიდობისა ევროპელო მეგობრებო! როგორ ხართ? კითხულობთ ტვიტებს? სვამთ ყავას? გსურთ გაიგოთ, როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? ჩადით ცივ სარდაფში რამდენიმე საათით: თბილი ჭიქის ნაცვლად ფანრით და დენის ბანკით, ისე, რომ წარმოდგენა არ გქონდეთ, როდის აღდგება ელექტროენერგია. რუსმა ტერორისტებმა თავიანთი “სამუშაო კვირა” ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმებით დაიწყეს, თუმცა ჩვენ მყარად ვდგავართ და იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ყველა ადამიანმა დილა სითბოთი…

მეტი...

,,რთველი ჩატარდა ორგანიზებულად, მევენახეებმა ყურძენი დააბინავეს და შემოსავალი მიიღეს“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, მთავრობის მთავარი დაპირება, რომ მიმდინარე წელს რთველი ორგანიზებულად ჩატარდებოდა, ყველა მევენახე ყურძენს სრულად ჩააბარებდა და სათანადო შემოსავალს მიიღებდა, შესრულებულია. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, კახეთში დაახლოებით 246 000 ტონა ყურძენი, რაჭაში კი, 1 570 ტონა „ალექსანდრეული“ და „მუჯურეთული“ გადამუშავდა. მისი თქმით, მევენახეების მხარდაჭერა სამომავლოდაც აუცილებლად გაგრძელდება. „კახეთსა და რაჭაში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია. ახლა მიმდინარეობს ლეჩხუმში და ეს პროცესი რამდენიმე თვეში დასრულდება. ჩვენი მთავარი დაპირება იყო, რომ რთველი ჩატარდებოდა ორგანიზებულად, ყველა მევენახე ყურძენს სრულად ჩააბარებდა და სათანადო შემოსავალს მიიღებდა და ეს…

მეტი...

,,დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები”- კუპატაძე

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი დააკავეს. რამდენიმე სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია. „შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს ნარკოდანაშაულისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს ღონისძიებები თბილისში, ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქებში, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები დიდი რაოდენობით და ასევე, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ეს ადამიანები ქვეყანაში ნარკოტიკების სხვადასხვა გზით შემოტანას ახდენდნენ. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ისინი მოსამართლის…

მეტი...

,,ინფლაცია  არის რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებული ომის საფასური, რომელსაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობა იხდის”- ლაშა ხუციშვილი

,,დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაცია ეს არის რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებული ომის გარკვეული საფასური, რომელსაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობა იხდის”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრმა უპასუხა კითხვა,  თუ რა გეგმა აქვს მთავრობას მოსახლეობის ყოფის შესამსუბუქებლად, ვინაიდან ქვეყანაში ფასები ყოველდღიურად იზრდება, შემოსავალი და ხელფასები კი – არა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით,  ინფლაცია ყველაზე მთავარი პრობლემაა ეკონომიკაში არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და მსოფლიოს პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში. ,,ინფლაციამ გარკვეულწილად შემცირება დაიწყო, 11,5% იყო, გასული თვე 10,7% იყო, ბუნებრივია, ეს არ არის ის ტემპი, რომელიც ჩვენ ყველას…

მეტი...

,,მაღალი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე უარი გვექნება”- ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, ქევყანა მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. „არის კითხვების ჩამონათვალი, რომელიც უკავშირდება კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებამდე და შემდეგ „ქართული ოცნების“ ქცევებს, ნაბიჯებს. ეს არის კითხვები, რომლის გამოც ძალიან მაღალი ალბათობით – 99 პროცენტიანით, მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე გვექნება უარი. ეს არის კითხვები, რის გამოც ვერ ვიღებთ სტატუსს. კითხვაზე, ომი გინდათ? პასუხია, ომი კი არა, ამ რაღაცების შესრულება გვინდა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მეტი...

,,ოპოზიცია ისევ ცდილობს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას”- გიორგი ტყემალაძე

დედაქალაქის მერის მორიგი ანგარიში საკრებულოში უახლოეს მომავალში გაიმართება. ამ ეტაპზე კი, როდესაც გამოძიება აქტიურ ფაზაშია, მერის საკრებულოში მოსვლა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. გიორგი ტყემალაძემ კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ ოპოზიცია საკრებულოში თბილისის მერის მისვლას ითხოვს. „ოპოზიცია ისევ ცდილობს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. უახლოეს მომავალში მერის მორიგი ანგარიშის წარდგენა გაიმართება და ის აუცილებლად მოვა საკრებულოში“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. მისივე განცხადებით, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე არ ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, თავად…

მეტი...

 ,,100%-იანი გარანტიით გეუბნებით, რომ ალიევთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი არ იმყოფებოდა”- ანზორ ჩუბინიძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით,  გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრას ესწრებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. „მგონი, ძალიან არასერიოზული კითხვაა. რა თქმა უნდა, შეხვედრას არ ვესწრებოდი. მე ვარ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი და უზრუნველვყოფდი დაცვას. იქ ვიმყოფებოდი და 100- პროცენტიანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქ არ იმყოფებოდა,“ – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

მეტი...

,,დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა”- ვახტანგ მეგრელიშვილი

,,დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება, ”– ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არ შეიძლება, ერთპიროვნული მმართველობის დასაძლევად ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა ავუკრძალოთ. „საქართველოსთვის ამ კანონის მიღებას არანაირი დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია, ვინც არ უნდა ითხოვდეს. ჩვენი პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ ერთპიროვნული მართვა. არ შეიძლება, ერთპიროვნული მმართველობის დასაძლევად ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა ავუკრძალოთ. ეს არანაირ შედეგამდე არ მოგვიყვანს, პირიქით, პრობლემას სხვაგან გადავიყვანთ. ვერასოდეს ვერ მოვაგვარებთ, ერთპიროვნული მმართველობის პრობლემას“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

მეტი...

,,დანიის მოქალაქეს 15 000 ევრო მოტყუებით ჩაარიცხინეს”- პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 2 პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა და დანიის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების  და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ  და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, დანიის  მოქალაქე, წარსულში განხორციელებული არამომგებიანი საინვესტიციო პაკეტის თითქოსდა გამოსყიდვის წინადადებაზე დაიყოლიეს და მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ე.წ. სადაზღვევო თანხა – 15.000 ევრო საქართველოში, წინასწარ დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. ,,შემდგომში, უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის – ლეგალიზაციის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, საწარმოს…

მეტი...