აჭარის ტელევიის ჟურნალისტები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გიორგი (გოგა) კოხრეიძე გახდა. მას აქცია-პერფორმანსით შეხვდნენ ბათუმში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა ტელევიზიის შენობის შესასვლელთან ყვავილები მიიტანეს და აღნიშნეს, რომ რეგიონის ტელევიზიაში თავისუფალი სიტყვა და აზრი დასრულდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელის არჩევის შემდეგ, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურმა, პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა: “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება არის ჩვენი, ამ მაუწყებლის თანამშრომლების საერთო მონაპოვარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უფრთხილდება. ვერავინ, მათ შორის ვერც ხელისუფლება და ვერც ახალი მენეჯმენტი ამ მონაპოვარს ჩრდილს ვერ მიაყენებს, ვიდრე ჩვენი გუნდი ერთიანია.  საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი ამ მონაპოვრის…

მეტი...

“ექიმის ხარჯზე საკუთარი საგარეო პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა ლამაზი ნამდვილად არ არის” – რუსი პოლიტოლოგი

რუსი პოლიტოლოგი, ნიკოლაი სილაევი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს ეხმაურება. ნიკოლაი სილაევი ამბობს, რომ ექიმი ხელშეუხებელი ფიგურაა და შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მისი გათავისუფლებაა.  “ამ სიტუაციაში არ არის საჭირო ვეძებოთ რთული პოლიტიკური ანგარიშები იქ, სადაც აშკარად ჩანს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების საგარეოპოლიტიკური შეცდომა. და ეს შეცდომა იმაში გამოიხატება, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი თავი არაკეთილშობილ და არამოწყალე ადამიანებად წარმოადგინეს, შეიძლება ითქვას, ულმობელ ადამიანებადაც კი. რა დაარღვია ექიმმა და რა არ დაარღვია – ამის თაობაზე ცხინვალსა და თბილისს სხვადასხვა პოზიციები აქვთ, მაგრამ ამის გარდა, არსებობს საერთო ადამიანური დამოკიდებულება: ექიმი ხელშეუხებელ ფიგურას წარმოადგენს. ექიმის ხარჯზე საკუთარი საგარეოპოლიტიკური…

მეტი...

ზაქარია ქუცნაშვილი აშშ-ს საელჩოში შეხვედრას ადასტურებს

მმართველი გუნდის წევრი და ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი „მედიაცენტრ მთავარს“ უდასტურებს წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომ მას აშშ-ს საელჩოში შეხვედრა ჰქონდა. როგორც ყოფილმა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, შეხვედრა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს შეეხო. „დიახ, გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში შეხვედრა მქონდა. კერძოდ, შევხვდი პოლიტიკური დეპარტამენტის პოლიტიკურ ოფიცერ ქრისტი მორდჰორსტს. ვისაუბრეთ როგორც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ისე, სხვა თემებზეც, თუმცა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განუცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“. შეგახსენებთ, რომ ყოფილი დეპუტატი აშშ-ს საელჩოში დღეს, 11:00 საათზე მივიდა. აღნიშნული შეხვედრის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ ინფორმაცია აშშ-ს საელჩოსთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა.

მეტი...

„2005-ში ისე ჩამაგდეს ციხეში, ხმაც არ ამომაღებინეს“ – დეპუტატ მერაბ ქვარაიას ემოციური „პოსტი“

„არც ვიცი რა ვთქვა…იცის ყველამ, რომ არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ… 2005-ში ისე ჩამაგდეს ციხეში, ხმაც არ ამომაღებინეს… ერთი წელი ჭრიდნენ და კერავდნენ, ცვალეს და ატრიალეს ბრალდება, ხან რა მოიგონეს და ხან რა, თვითონ ვერ გებულობდნენ რას წერდნენ… ერთი წელი მიამიტად ვცდილობდი, რომ სიმართლე მემტკიცებინა, ბოლოს ბოლომდე აშკარა გახდა რომ უაზრო იყო ეს ყველაფერი“ – აცხადებს დეპუტატი მერაბ ქვარაია და ყოფილი ხელისუფლების პირობებში, პატიმრობაში გატარებულ წლებს იხსენებს. „მათ დაკრულზე რომ არ ვიცეკვე, ადგნენ და 22 წელს მისჯიდნენ, მერე 6 წელს და 6 თვე-ს დასჯერდნენ… მიყვნენ და ოჯახის წევრებით დაწყებული, სამეგობრო…

მეტი...

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის – ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილების სრული აკრძალვა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს უხეშად არღვევს. „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სექტემბრის თვის შემდეგ, დე ფაქტო მთავრობამ ცხინვალის რეგიონში, ე.წ. გამყოფ ხაზზე მოქმედ ერთადერთ  პუნქტზე გადაადგილება შეზღუდა, რაც კიდევ უფრო აუარესებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას. მოსახლეობას არ აქვს წვდომა ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ვერ ახერხებენ ოჯახის წევრების მონახულებას. განცხადების იმხედვით, განსაკუთრებით პრობლემები ექმნებათ ასაკოვან მოქალაქეებს, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. მოსახლეობა მოკლებულია შესაძლებლობას, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მაღალი ხარისხის…

მეტი...

“მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს” – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმიანება, იმასთან დაკავშირებით, რომ უწყების თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე პროცესების ფოტო და ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ. როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, ხსენებულ პირებს არ წარუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. სუს-ში განმარტავენ, საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად (“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს…

მეტი...

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მიმართვას ავრცელებს

ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მიმართვას ავრცელებს. დაკავებული ექიმის ახლობლებისთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ვერ ახერხებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულებას ცხინვალის ციხეში და მისთვის ამანათის გადაცემას, რომელშიც ძირითადად მედიკამენტებია. “სამწუხაროდ წითელი ჯვრის საზოგადოება კვლავ ვერ ახერხებს ვაჟა ექიმის მონახულებას და ამანათის გადაცემას. ორშაბათს, 18 ნოემბერს, დაკავების შემდეგ პირველად წითელი ჯვრის წარმომადგენლები შევიდნენ ცხონვალის ციხეში, მოინახულეს ვაჟა ექიმი და გადასცეს ოჯახის წერილი. მათი ონფომაციით ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პირობებიც ნორმალურია. ვაჟა გაფრინდაშვილმა წითელ ჯვარს გამოატანა ოჯახთან წერილი და მოითხოვა მედიკამენტები. მეორე დღესვე თბილისის წარმომადგენლებს გადაეცათ ამანათი…

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა დღეს 17:00 საათიდან ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. ოკუპირებული ტერიტორიიდან ენგურის ხიდის გავლით გადაადგილება სრულად აიკრძალა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა კი, შეუძლიათ მათ, ვისაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი აქვს. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება შეზღუდვა,

მეტი...

აკაკი ზოიძე პროპოციულ სისტემაზე რეფერნდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითხოვს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე 2020 წლის არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითხოვს. აკაკი ზოიძის თქმით, მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების“ პოლიტ საბჭოს მიმართა და განაცხადა, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მრავალი ადამიანია იმედგაცრუებული, რაც გააღრმავებს პოლიტიკურ და საზოგადოებას შორის  დაპირისპირებას.  “გადავწყვიტე, რომ უკვე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოლიტსაბჭოსთვის, რომ მათ მიიღონ ზომები უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელსვე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით… მივმართავ ყველას, უპირველეს ყველისა ქართლი ოცნების იმ წევრებს, რომელთაც გადაწყვიტეს არ დაეჭირათ მხარი პროპორციულ არჩევნებზე…

მეტი...

“18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები დარღვევებით წარიმართა” – ომბუდსმენის განცხადება

18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს სახალხო დამცველი აფასებს.  “სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს და სასამართლო პროცესი დარღვევებით წარიმართა. 37-ვე დაკავებული პირის საქმე მხოლოდ ერთ მოსამართლეს დაეწერა განსახილველად, რამაც სასამართლო პროცესების არაგონივრული ვადით გაჭიანურება გამოიწვია. ამ ეტაპზე 17 პირის საქმის განხილვა არც კი დაწყებულა, ხოლო 8 მათგანი ჯერ კიდევ ელოდება გადაწყვეტილებას. ასევე ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სამუშაო საათებში დაკავებულ პირთა მიმართ დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების მაქსიმალური, 12-საათიანი ვადა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ არ…

მეტი...

„მედიაცენტრი მთავარის“ განცხადება პრესკლუბში შეჭრასთან დაკავშირებით

„მედიაცენტრი მთავარი“ ემიჯნება ძალადობის ყველანაირ ფორმას. ჩვენთვის მიუღებელია როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა და არ ვამართლებთ ძალადობის არანაირი მეთოდებით. ის, რაც დღეს „მედიაცენტრ მთავარის“ ოფისში მოხდა, ყოველგვარი გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას სცილდება. „მედიაცენტრი მთავარი“ არის კერძო ორგანიზაცია, გარდა ამისა, ოფისში, სადაც დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შემოიჭრნენ, განთავსებულია სხვა დაწესებულება. აღნიშნული ქმედებით შეილახა და დაირღვა იმ ადამიანთა უფლებები, რომლებიც აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობენ და არანაირი კავშირი აქვთ „მედიაცენტრ მთავართან“. მივმართავ ყველა პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანლს, „მედიაცენტრი მთავარი“, როგორც მედიასაშუალება, ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის თუ პოლიტიკური პარტიისთვის, ვისაც პრესკონფერენციის ჩატარება სურს და თქვენ არაერთხელ…

მეტი...

“როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ, ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა” – შალვა ნათელაშვილი

“როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ, ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა, სახლში არ დაჯდებოდა”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ნათელაშვილის განცხადებით, მალე როლები შეიცვლება და დამჭერნი დასაჭერები გახდებიან, რადგან, მისი განმარტებით, ასეთია ისტორიული კანონზომიერება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ აქციაზე 6 პირი, მათ შორის შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი დააკავეს.

მეტი...

„ცოცხალი რომ გამოვიდა ციხიდან, ამას ვერ პატიობთ“ – საკრებულოს წევრი

მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან ე.წ. ბოქლომების აქციას ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი ეხმიანება და ამბობს, რომ მერაბ ქვარაიას ციხიდან ცოცხლი გამოსვლას ვერ პატიობენ. „იცით რა არის თქვენი პრობლემა? მერაბ ქვარაია რომ ცოცხალი გამოვიდა ციხიდან, ამას ვერ პატიობთ. შვიდი წელი აწამეთ კაცი და მაინც ცოცხალი და ძლიერი გამოვიდა იმ თქვენი საშინელებიდან და გებრძვით დღეს, აი ამას ვერ ინელებთ“ – ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა „პროტესტანტებთან“, რომლებიც დღეს ზუგდიდის მაჟორიტარი ბიუროს ბოქლომით მოადგნენ. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მერაბ ქვარაია დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას მართავდა, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ და დეპუტატს პრესკონფერენციის დასრულების საშუალება არ მისცეს. როგორც ცნობილია, მერაბ ქვარაია ყოფილმა ხელისუფლებამ დააპატიმრა და 6 წელი და 6 თვე მოიხადა.      

მეტი...

თუკი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, მარიამ ჯაში შესაძლოა, მისი გუნდის წევრად ვიხილოთ

თუკი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, უმრავლესობიდან წასული დეპუტატი, მარიამ ჯაში, შესაძლოა, მისი გუნდის წევრად ვიხილოთ.  მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაბრუნება პოლიტიკაში დადებითი ნაბიჯი იქნება. „რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პირადადაც მქონდა საუბარი გიორგი კვირიკაშვილთან, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა, დღევანდელი პოლარიზებული გარემოს კონტექსტში, ვფიქრობ, რომ გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნება შეიძლება იყოს უაღრესად დადებითი ნაბიჯი. თუკი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წელთან დაკავშირებით ჯერ არ მაქვს მიღებული. ვფიქრობ, რომ ერთი მიმართულება არის პოლიტიკური პაუზის აღება და საერთაშორისო…

მეტი...

საკრებულოს სხდომაზე გოკა გაბაშვილმა ტრიბუნას ბოქლომი დაადო, ლევან ხაბეიშვილს კი, სკამზე ცოცხი დაუდეს

საკრებულოს სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ თბილისის თავმჯდომარემ, გოკა გაბაშვილმა გამომსვლელების ტრიბუნას ბოქლომი დაადო, ლევან ხაბეიშვილს კი სკამზე, პროტესტის ნიშნად, ცოცხი დაუდეს. გაბაშვილის თქმით, მათი მიზანი იყო, უმრავლესობის წევრებს ენახათ პასუხისმგებლობის ის ნიშანი, რომელიც შექმნა საპროტესტო მოძრაობამ. საკრებულოს სხდომა ვატო შაქარაშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მეტი...

ხმაური და დაპირისპირება სუს-თან – დაკავებულია 6 პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრების გარდა, აქციაზე დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი. სუს-თან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს შენობის შესასვლელის ბლოკირება. ისინი ვაჟა – ფშაველას ცენტრალურ გამზირზე გზის გადაკეტვასაც შეეცადნენ, რასაც აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახა ბუხრაძის ინფორმაციით, აქციისას დაკავებული “გაბედეს” 6 აქტივისტი საპატრული პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. როგორც კახა ბუხრაძემ განაცხადა, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მეტი...

“მოვითხოვთ ბოლოს და ბოლოს დაისაჯონ დამნაშავეები!” – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსი” 30 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე თბილისში, სპორტის სასახლეში შეკრებას გეგმავს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, “პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი მოთხოვნა წინა ხელისუფლების დასჯა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება. “ჩვენ მოვითხოვთ ბოლოს და ბოლოს დაისაჯონ დამნაშავეები! დამთავრდეს პოლიტიკური სპექტაკლები. მითუმეტეს, წინა რეჟიმის მთავარ ფიგურანტებთან მიმართებაში არსებობს მთავარი პროკურორის ყოფილის მოადგილის საჯარო განცხადება. მოვითხოვთ: შეასრულოს “ქართულმა ოცნებამ” დაპირება და ჩავატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. გვახსოვდეს, რომ “ქართული ოცნება” ამ სპექტაკლში მონაწილეობს, რათა 2020 წლის პარლამენტში მეორე ძალად კვლავ შეიყვანოს ნულოვანი რეიტინგის მქონე სააკაშვილი და ბოკერია,” – აცხადებს ირმა ინაშვილი.

მეტი...

“ზღვარგადასული, უზრდელური განცხადებების, აქციების გარეშე ერთ დღესაც არ ჩაუვლია” – გია ვოლსკი

“საზოგადოებას კარგად ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის” რეალური დამოკიდებულება პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, თავს ვალდებულად მიიჩნევს, ახალგაზრდებს, რომლებსაც შესაძლოა, არ ჰქონდეთ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური დამოკიდებულების შესახებ პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ, შეახსენოს, რომ მიხეილ სააკაშვილი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. „პირველ რიგში, მსურს ერთი კარგად დავიწყებული ციტატა მოგაგონოთ – „პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა, ყველა საკითხზე შესაძლებელია მოლაპარაკებები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში, მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა“ –…

მეტი...

“კოაბიტაცია დასრულდება” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოაბიტაცია საბოლოოდ დასრულდება. მისი თქმით, არჩევნების შედეგები პოლიტიკურ პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებს ეტყვის, სად არის მათი ადგილი და რამდენია მათი მხარდაჭერა. როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, პოლიტიკოსების ნაწილი დესტრუქციული ქმედებებით საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობს. „პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ცდილობს, მაქსიმალური დესტრუქციითა და ისტერიული აქტივობით მოხვდეს ყურადღების ცენტრში და როგორმე საზოგადოებას თავისი თავი მიჰყიდონ, თითქოს ვინმე მათ პოლიტიკური მიზნებით უპირისპირდება. ეს არ არის მართალი. კოაბიტაციის დასრულება ნიშნავს, რომ უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას, სადაც საზოგადოებასა და მოქალაქეებს სრული შესაძლებლობა ექნებათ,…

მეტი...

გორის იზოლატორთან მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა “ლელოს” ახალი წევრები წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” 12 ახალი წევრი დაასახელა მამუკა ხაზარაძემ, გორში წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც მათი აქტივისტი გიორგი ბუნტური სასჯელს იხდის. “დღეს დასახელდა 12 წარმატებული ახალგაზრდის გვარი, რომლებიც “ლელოს“ რიგებს შეუერთდებიან. მათ შორის, ნომერ პირველი იყო სწორედ გიორგი ბუნტური. ის 17 ნოემბრს საპროტესტო აქციაზე დააკავეს და სასჯელს გორში იხდის.“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ხაზარძემ.  “ლელოს” 12 ახალი წევრია: გიორგი ბუნტური, ცოტნე ხეცურიანი, ლევან გოგავა, მარიამ პატარაია, დავით სირაძე, დავით დვალიშვილი, მარიამ ყიფშიძე, მიხეილ მუმლაძე, ბაჩანა ბარამიძე, გუგა კობახიძე, დავით კვინიკაძე და პაპუნა თევზაძე.

მეტი...

„თავის დროზე, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა თქვა უარი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე“ – მერაბ ქვარაია (ვიდეო)

„ისინი ცდილობენ მაჟორიტარების დემონიზირებას. ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრი სიცრუე, ცილისწამება ატრიალონ მაჟორიტარების ირგვლივ“ – განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ და 2007 წელი გაიხსენა, როცა მიხეილ სააკაშვილი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების წინააღმდეგ წავიდა. „თვის დროზე, 2007 წელს, მიხეილ სააკაშილი კატეგორიული წინააღდეგ წავიდა მაჟორიტარული სისტემა გაუქმებულიყო და გადასულიყვნენ პროპორციულ სისტემაზე. მაშინ, სანაცვლოდ, 2008 წელს, მან გაზარდა მაჟორიტარების რაოდენობა 50 დან 76-მდე. დღეს, ისინი, თითქოს ძალიან წუხან იმაზე, რომ ვერ მოხერხდა 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ცდილობენ მაჟორიტარების დემონიზირებას. ფაქტია, რომ მათ არც ერთ სისტემის პირობებში შანსი არ აქვთ“ –…

მეტი...

“ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უწყებების “დაბოქლომების” სერიებს გამოეხმაურა. მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ განხორციელებულ “დაბოქლომების” პროცესებს არასერიოზულს უწოდებს. “ეს არის ჩვეულებრივი არასერიოზული პროცესი იმიტომ, რომ როგორც ირკვევა მათ მეტი არაფერი დარჩენიათ გარდა ამგვარი სახალისო საპროტესტო აქციისა. ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეტი...

კვიპროსში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს

თურქეთში, კვიპროსში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ ქვეყანაში არლეგალურად ყოფნა ედებათ ბრალად. გავრცელებული ცნობით, ისინი ქალაქ ლიმასოლში, სამშენებლო კომპანიაში ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით დასაქმდნენ. საქართველოს მოქალაქეებს სასამართლომ 8 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. რის შემდეგაც არალეგალებს დეპორტაცია ემუქრებათ.

მეტი...

„ბოქლომი, ხელბორკილი, დაპატიმრება, სტაგნაცია, გაჩერება ეს ყველაფერი იყო და არის მათი ხელწერა“ – მერაბ ქვარაია (ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, უცნაური არ არს, რომ ოპოზიცია ბრძოლის სიმბოლოდ ბოქლომს ირჩევს. „რაც შეეხება ბოქლომიზაციის პროცესს, რასაც ჩვენ დღეს ვადევნებთ თვალყურს “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, უცნაური არც არის და  ნიშანდობლივიც კია, რომ საკუთარი საქმიანობის სიმბოლოდ ბოქლომი აირჩიეს“ – ეს განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისივე შეფასებით, რამდენიც არ უნდა აბოქლომონ „ქართული ოცნება“ ყოველთვის გაათავისუფლებს საზოგადოებას. „ბოქლომი, ხელბორკილი, დაპატიმრება, სტაგნაცია, გაჩერება ეს ყველაფერი იყო და არის მათი ხელწერა. თუმცა, რამდენიც არ უნდა აბოქლომონ, „ქართული ოცნება“ და ჩვენ, ყოველთვის გავათავისუფლებთ საზოგადოებას, ისე, როგორც მოხდა ეს 2012 წელს.…

მეტი...

ოპოზიცია მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს ბოქლომებით მიადგა –  ვითარება ზუგდიდში (ფოტოკოლაჟი)

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, მხარდამჭერებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში გადანაწილდა და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს ბოქლომებით მიადგა. მათ შორის იყო ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის – მერაბ ქვარაიას ბიურო. თავად დეპუტატი კი ამ დროისთვის, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას მართავდა და საარჩევნო სისტემაზე საუბრობდა. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შენობაში შეღწევას და ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ მაჟორიტარის მხარდამჭერებმა არმისცეს. როგორც კი მათ დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაცია მედიისგან შეიტყვეს, აქციის დაწყებამდე ბიუროში მხარდასაჭერად მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავებიც.

მეტი...

„შუა დასაბრუნებელია“ – ლევან კობერიძე

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ის პოლიტიკური პროცესები რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის. შესაბამისად, დეპუტატი ყველას მოუწოდებს, ეს არ დაუშვან, რადგან, თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, ისევ ორპოლუსიანი იქნება. აღნიშნულ საკითხზე, დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ვადამდელი არჩევნები დღეს სრულიად მოსალოდნელია. ეს, შეიძლება იყოს ერთ-ერთი გეგმა „ქართული ოცნების“, რადგან, რაც უფრო დრო გადის, მეტად კარგავს ის მოსახლეობის ნდობას. არ გამოვრიცხავ, პროცესები სწორედ ვადამდელი არჩევნებისკენ მიდიოდეს, რომელიც აწყობს მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. არანაირ პროპორციულ არჩევნებზე არ წამოვა ხელისუფლება, პროპორციულს გაწევს გვერდზე და ვადამდელს ჩაატარებს. ყველას მოვუწოდებ,…

მეტი...

„დავტოვოთ „ქართული ოცნება“ მარტო კლანის წევრ მოსამართლეებთან“ – ლევან კობერიძე კოლეგებს ბოიკოტისკენ მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტის წევრი, მმართველი გუნდის ყოფილი წარმომადგენელი კოლეგებს მიმართავს და მოუწოდებს, მოსამართლეების საკითხის კენჭისყრისას, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, კლანის წევრს მოსამართლეებთან მარტო დატოვონ. აღნიშნული განცხადება ლევან კობერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „ახლა, პარლამენტში დაიწყება მოსამართლეების დამტკიცების საკითხი. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, და მე თავადაც ამის გაკეთებას ვაპირებ, რომ დარბაზში, როცა ეს საკითხი დადგება და დაიწყება მოსამართლეების კენჭისყრის პროცედურები, ბოიკოტი გამოვუცხადოთ ამ კენჭისყრას, „ქართული ოცნება“ უნდა დავტოვოთ მარტო იმ კლანის მოსამართლეების პირისპირ, ვის არჩევასაც და ვის სისტემაში დაკანონებასაც ისინი უკანონოდ აპირებენ. ისინი უნდა დარჩნენ მარტო იმ კლანთან, ვისაც ისინი გაურიგდნენ და თვითონ, მარტო…

მეტი...

„ის, რაც ახლა ხდება, სამართლიანი და დამსახურებულია“ – ლევან კობერიძე „დაბოქლომებაზე“

ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტებისა და მათი აქტივისტების მხრიდან ე.წ. ბოქლომების აქციას, პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე სამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა ეს დაიმსახურეს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „სამოქალაქო აქტივიზმი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფორმაა, მათ შორის პოლიტიკური ბრძოლის. ზოგადად, ვიზიარებ სამოქალაქო აქტივიზმის ფორმატს. ის პროტესტი, რაც ახლა ხდება, ჩემი აზრით, არის სამართლიანი და მგონია, რომ დამსახურებული.  კი, დისკომფორტი ადგებათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებსა და ხელისუფლებას, მაგრამ, ისინი ამას იმსახურებენ. მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს მთავარი ფოკუსი –  2020-ისთვის არჩევნები წავართვათ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ – განაცხადა ლევან კობერიძემ „მედიაცენტრ…

მეტი...

„პროტესტანტები“ „მედიაცენტრ მთავარში“ შეიჭრნენ და მაჟორიტარ დეპუტატს პრესკონფერენცია ჩაუშალეს (ვიდეო)

სასტვენებით, პლაკატებით და სხვადასხვა ინვენტარით შეიარაღებული“ პროტოტესტის მონაწილეები „მედიაცენტრ მთავარის“ ოფისში შეიჭრნენ, სადაც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პრესკონფერენციას მართავდა. „პროტესტანტი“ ახალგაზრდები მერაბ ქვარაიას გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, საუბარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე მხარის არდაჭერა. მაშინ, როცა დეპუტატი „მედიაცენტრ მთავარში“ მაჟორიტარულ-პროპორციულ სისტემაზე საუბრობდა, აქციის მონაწილეებმა სასტვენებით, პრესკონფერენციის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. დეპუტატი ახალგაზრდებს ცივილურ ფორმაში საუბარს და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას სთავაზობდა, თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. „მონებო“… „მონებოს“… ძახილით დეპუტატს პრესკონფერენცია ჩაუშალეს და განუცხადეს, რომ მსგავს დისკომფორტში ყველა მაჟორიტარი დეპუტატი აღმოჩნდება, ვინც, საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო. დეპუტატს კითხვაზე, რომელ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ, ახალგარზდებმა…

მეტი...

აქციის მონაწილეები “მედიაცენტრი მთავარის” ოფისში შემოიჭრნენ (ვიდეო)

აქციის მონაწილეები “მედიაცენტრი მთავარის” ოფისში შემოიჭრნენ, სადაც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პრესკონფერენციას მართავდა.

მეტი...

დღეს, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები დაბოქლომდება

ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები და მათი მხარდამჭერები დედაქალაქიდან მუნიციპალიტეტებში ინაცვლებენ. დღეიდან მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაბოქლომება იწყება. „პროტესტანტებმა“ რეგიონებში გადანაცვლების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელეს. ბოქლომებისა და ჯაჭვების დასახვედრად მაჟორიტარებიც ემზადებიან. ზოგიერთი მაჟორიტარი დეპუტატი აპირებს „პროტესტანტებს“ მომზადებული დახვდეს და სიურპრიზიც მოუწყოს.    შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, გუშინ ბიძინა ივანიშვილის სახლთან ბოქლომი ნაგვის ბუნკერს დაადეს. მათი განცხადებით, პროცესი მთელ საქართველოს და სახელმწიფო დაწესებულებებს მოიცავს.    

მეტი...

ზაქარია ქუცნაშვილი აშშ-ს საელჩოში სამუშაო შეხვედრაზე მიიწვიეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, დღეს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიწვეულია ერთ-ერთ დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრაზე. როგორც წყარომ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. მან არც შეხვედრის თემა დაგვიკონკრეტა. „მედიაცენტრი მთავარი“ შეეცადა, აღნიშნული ინფორმაცია თავად ზაქარია ქუცნაშვილთან გადაემოწმებინა, თუმცა, ის სატელეფონი ზარებს არ პასუხობს. საელჩოში შეხვედრა კი დღეს 11:00 საათზე შედგება.

მეტი...