,,კარგად ვიცით ქართველებმა, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ კარგად ვიცით ქართველებმა, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში.

„ჩვენ ერთგულნი ვართ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის ფუძემდებლური უფლებების. დღეს ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, რომელიც გულისხმობს უკრაინაში რუსეთის აგრესიას, რომელიც არღვევს გაეროს, ჰელსინკის და სხვა დეკლარაციებს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ჩვენ კარგად გვახსოვს, ის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთთან გვქონდა 2008 წელს. ჩვენ ძალიან დიდი დანაკლისი გვქონდა სიცოცხლის და ტერიტორიების 20%-ის კუთხით. ჩვენ კარგად ვიცით ქართველებმა, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას. მას შემდეგ, რაც დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და რამდენიმე ომი გავიარეთ, ჩვენ ვაცნობიერებთ რა შედეგი მოაქვს ომს და ამიტომ, მეტად ვაფასებთ მშვიდობას“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები