ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა 

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი განცხადებით, რჩება „ქართული ოცნების“ „ერთგულ წევრად“. „მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს და რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“, – წერს ჩიქოვანი „ფეისბუქის“ გვერდზე.

მეტი...

რას არ გაიგებთ და რას არ ნახავთ – აქ ყველაფერი ნატურალური და ქართულია (ვიდეო)

მწვანე ყველი – მოცვითა და ტარხუნით; წითელი ყველი – საფერავით; ყავისფერი ყველი – ყავით, ფერადი ყველი – ბოსტნეულით…. რას არ გაიგებთ და რას არ ნახავთ. ყველაფერი ქართული ერთ სივრცეში – საქართველოში დიდი ზეიმია. ევროპის დღეზე საქართველოს კუთხეებმა ერთად მოიყარა თავი. საგანმანათლებლო, შემოქმედებითი, კულინარიული თუ მუსიკალური განწყობა  როგორც ადგილობრივებმა, ისე უცხოელმა სტუმრებმა ერთად იზეიმეს. განსაკუთრებით საინტერესო კი ქართული გემოსა და ტრადიციული ნუგბარის დაგემოვნება აღმოჩნდა.

მეტი...

ირაკლი კობახიძემ 5 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა – ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში – სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში – ზაალ გელაშვილმა, გურიაში – გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში – ლევან ხარაბაძემ დაიკავეს. „ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს ირაკლი კობახიძე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა…

მეტი...

სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაფართოების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე (სოფ. ბაბილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. პარალელურად, გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები გზის გაფართოების მიზნით“, – ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მეტი...

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისათვის დაიწყო პროექტი – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. სემეკის ცნობით, პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის თაობაზე მათი ცნობიერების დონის ამაღლება. „ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა ქ. თელავის 10 საჯარო სკოლის 150-ზე მეტ მოსწავლეს გააცნეს პროექტის მიზნობრიობა და მონაწილეობის პირობები. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და მოეწყობა მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა, გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.…

მეტი...

ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა – სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია

ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც, ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. სტიქის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის უმოკლეს ვადაში მოხდება“, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ლევან ზაუტაშვილი და ზაზა კვიციანი მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ  ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას ზაზა კვიციანი დაიკავებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაცის შედეგად  ორი სამინისტრო – რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩამოყალიბდა. რეგიონული განვითარების მინისტრის პოზიცია კახა გულედანმა, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა რევაზ სოხაძემ დაიკავა.  

მეტი...

„მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ნისლი, სეტყვა“ – გაფრთხილება მოსახლეობას

გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალ, 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 25 აპრილს ქვეყნის მასშტაბით დროგამოშვებით წვიმა, ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერებაა მოსალოდნელი. “25 აპრილს,საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

სვეტიცხოველში წყალი ჩადის

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, თუმცა, ძლიერი ნალექის შედეგად, ტაძარში წვიმის წყალი ჩადის.   მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაძარში წყალმა გაჟონა, სამუშაოები ოპერატულად დაიწყო. ძლიერი წვიმის შედეგად კი სამუშაო პროცესი ვერ დასრულდა.

მეტი...

100 წელი იცხოვრა, საკუთარ ბაღში დაკრძალეს

1873-1973 – წარწერა ხეკორძულას ქვის საფლავის ქვაზე, ქალაქ მცხეთის ცენტრში, ულამაზეს, ამწვანებულ, აყვავებულ მამულაშვილის სახლ-მუზეუმის ბაღშია „ჩაკარგული.“  საფლავი მიხეილ მამულაშვილს, პაპას  ეკუთვნის, რომელმაც საკუთარ ბაღში დაიდო განსასვენებელი. მიხეილ მამულაშვილი იყო მებაღე-დეკორატორი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რომელიც მცხეთაში დაიბადა. მას პატარობოდანვე იზიდავდა მცენარეები. ახალგაზრდობაში მან პირველი მაღაზია გახსნა, სადაც მცხეთის ბაღში მოყვანილი ყვავილებისგან ულამაზეს გვირგვინებს, კალათებს და ხელნაკეთ ნამუშევრებს სთავაზობდა დამთვალიერებლებს. მის მიერ მცენარეებისგან დამზადებული მისალოცი ბარათები საუკეთესოდ ითვლებოდა, რომლებსაც ახლობლებს დღესასწაულებზე უგზავნიდა. “ილიას ბაღი საგურამოში მას გაუკეთებია. პოეტს თავად უთხოვია დახმარება, ბაღი გამილამაზეო და მასაც ამ საქმისთვის თავი გადაუდვია.…

მეტი...

რიკოთზე ზვავი ჩამოწვა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა

დიდი თოვლისა და უხვი ნალექის გამო ზვავი ჩამოწვა რიკოთის 141-ე მონაკვეთზე. დაზიანდა 4 ავტომანქანა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. “ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარეობს შეფერხებით. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება”- აცხადებენ გზების დეპარტამენტში.  

მეტი...

თოვლიდან გამოყვანილმა ქალმა იმშობიარა

ჩოხატაურში, ქალს, რომელიც მაშველებმა თოვლიდან გამოიყვნეს და კლინიკაში გადაიყვანეს,  ვაჟი შეეძინა. ქალი საკუთარ სახლში იყო ჩარჩენილი და დიდი თოვლის გამო, გამოსვლას ვერ ახერხებდა. მისი დახმარება მაშველებმა დროულად შეძლეს. ბავშვს დემეტრე დაარქვეს.

მეტი...

მატარებლები ისევ გაუქმდა

უამინდობის და დიდთოვლობის გამო, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა. გაუქმებული რეისებია: 26 თებერვალი – № 802 თბილისი – ბათუმი; 26 თებერვალი – №803 ბათუმი – თბილისი; 26 თებერვალი – №870 თბილისი-ზუგდიდი; 26 თებერვალი – №873 ფოთი-თბილისი;  

მეტი...

„სრულად ჩავრთეთ ყველა რესურსი“ – პრემიერი სტიქიის ზონიდან

„თავდაცვის ძალების მობილიზებაც გადაწყდა, ვრეაგირებთ სათანადოდ, ეს  ჩვენი პასუხისმგებლობაა. როგორც კი მდგომარეობა გართულდა, მაშინვე სრულად ჩავრთეთ ყველა რესურსი, ვგულისხმობ იმას, რომ თავდაცვის ძალების მობილიზებაც გადაწყდა ჩვენი მხრიდან“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, გუშინდელმა თოვამ გაართულა ვითარება. „გამომდინარე მდგომარეობიდან, ჩვენ ვრეაგირებთ სათანადოდ, ბუნებრივია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სადაც რა რესურსიც იქნება საჭირო, სრული რესურსი იქნება მობილიზებული“, –  განაცხადა პრემიერმა.  

მეტი...

„ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი“ – პრემიერი სტიქიის ზონიდან

„სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას“ –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში,  საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. პრემიერის თქმით, გუშინდელმა თოვამ კიდევ უფრო მეტად გაართულა მდგომარეობა და სწორედ ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ჩართვის თაობაზე. „განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა, რომელიც არის საკმაოდ რთული. გუშინდელმა თოვამ გაართულა კიდევ უფრო მეტად ვითარება, შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა საქმეში ჯარის, თავდაცვის ძალების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას. მდგომარეობა არის რთული,…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი გურიაში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურიის რეგიონში ჩავიდა. ამ წუთებში საქართველოს მთავრობის მეთაური ოზურგეთში, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრას მართავს. მთავრობის მეთაური დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და იმ ღონისძიებებს ეცნობა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მოსახლეობის დახმარების მიზნით ახორციელებენ. მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, ასევე მძიმე ტექნიკა. ინტენსიურად იწმინდება გზები. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, პროცესში ჩაერთო თავდაცვის ძალები.  

მეტი...

დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ვეტერანები ჩაერთვნენ

დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან ჩართულნი. სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებისა და ვეტერანებისგან შექმნილი მობილური ჯგუფები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით, სტიქიის პირველი დღეებიდანვე, აქტიურად ჩაერთვნენ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში. სამსახურის გურიის სამმართველოს წარმომადგენლებმა, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 15-მდე ოჯახს გაუწიეს დახმარება. სახლების გადათოვლის პროცესი გრძელდება. ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, საქართველოს ყველა რეგიონიდან, სრულ მზადყოფნაში არიან, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან;…

მეტი...

“აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

ქვეყანაში მოსულ უხვ ნალექსა და შესაბამისად გამოწვეულ პრობლემებზე, რაც მოსახლეობას შეექმნა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე  დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა, როგორც მან აღნიშნა, უხვმა ნალექმა მაღალმთიან რეგიონებში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია და სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. „ზამთრის სეზონზე და განსაკუთრებით, ბოლო დღეებში უხვმა ნალექებმა მაღალმთიან რეგიონებში გამოიწვია ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის დაზიანება. ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ „ენერგო პრო ჯორჯიას“ ისევე, როგორც „სოკარ ჯორჯია გაზის“ შესაბამისი თანამშრომლები იმისთვის, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდეს. როგორც კი იწმინდება გზები შესაბამისი ტექნიკით, მერე ამას მიჰყვებიან კომუნალური კომპანიები…

მეტი...

გოჭი, ინდაური, ქათამი – საახალწლო ფასები ზუგდიდის ბაზარში  (ფოტორეპორტაჟი)

ახალი წლის დადგომამდე ბაზრებსა თუ ქუჩის სავაჭრო სივრცეებში მყიდველებისა და გამყიდველების სიმრავლეა. გოჭი, ქათამი, ინდაური, იხვი – ყველანაირ მდგომარეობაში იყიდება, ცოცხალიც და ნედლიც. სუპერმარკეტებისგან განსხვავებით, ბაზარში ფასი ოდნავ დაბალია, თუმცა, ვნახოთ რა როგორია საახალწლო ფასები ზუგდიდის ბაზარში და რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა. ცოცხალი ინდაური – 80-დან 150 ლარამდე; ცოცხალი გოჭი – 100-დან იწყება და 250-ლარამდე; ცოცხალი ქათამი – 18-დან 35 ლარი; საქონლის ხორცი 20-25 ლარი; ჭყინტი ყველი 19-20 ლარი; სულგუნი 25-26 ლარი; ჩირი და ტყლაპი  5-დან 30-მდე; ჩურჩხელა 1.5 – 3 ლარი; ყურძენი – 6 ლარი, ბანანი – 5 ლარი,…

მეტი...

თბილისთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე წუთის უკან, თბილისიდან 50 კილომეტრში მიწისძვრა დაფიქსირდა მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი – ქალაქი დმანისი,  სოფელი სოღუთლო . ბიძგები თბლისში საკმაოდ ძლიერად იგრძნობოდა.

მეტი...

თბილისში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინიაციები აინთო

რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აინთო და დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ტრადიციულად დეკემბერის პირველ ნახევარში თბილისში ირთვება საახალწლო განათებები, მთავარი ნაძვის ხე და ეს ტრადიცია წელსაც გაგრძელდება. „ამჯერადაც, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე.  ახალი წელი არის ყველასთვის საყვარელი სახალხო დღესასწაული და არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს პატარებს და თანაქალაქელებს სიხარულის და ბედნიერების განცდა წაართვას.  თბილისი იქნება ყველაზე ლამაზი საახალწლო ქალაქი, გვექნება ბევრი საზეიმო ღონისძიება ამ დღეების განმავლობაში და ახალ 2025 წელს შევხვდებით ისე, როგორც…

მეტი...

რა უნდა გააკეთოს ელექტროენერგიის ტექნიკური გაუმართაობით დაზარალებულმა მოსახლეობამ – ნინო გულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადახრილი ბოძები, ჩამოყრილი ელექტროენერგიის ხაზები, ძაბვის ცვალებადობა და ხშირი წყვეტა, დაზიანებული ტექნიკა – ეს იმ პრბლემების მცირე ჩამონათვალია, რასაც მოსახლეობა ელექტროენერგიის ქაელების მოუწესრიგებლობის გამო აწყდება. სემეკმა ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ და რა არის პრობლემა – ნინო გულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ საუბროს. ელექტროენერგიის ქსელების ტექნკური ინსპექტირება და პრობლემები – როგორ მოიქცეს დაზარალებული მოსახლეობა

მეტი...

თბილისში ავტომანქანების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა

თბილისის მერის ინფორმაციით, ქალაქში 687 000 ავტომანქანა ფიქსირდება და ეს რიცხვი ყოველწლიურად მზარდია და ევროპულ ქალაქებთან შედარებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. „2017 წელს ქალაქში 250-280 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ქალაქში უკვე დაფიქსირდა 687 ათას ავტომობილზე მეტი. ეს რიცხვი, სამწუხაროდ, ყოველწლიურად მზარდია, რაც ერთი მხრივ, ლოგიკურია -ეკონომიკური ზრდის ფონზე, იზრდება კერძო ავტომობილების რაოდენობა და მასზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს მაჩვენებელი ევროპულ ქალაქებთან შედარებით, ჩვენთან სამი-ოთხჯერ მაღალია“ – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე ინფომაციით, თბილისის შინამეურნეობების სატრანსპორტო კვლევის თანახმად, ყოველი მე-5 კერძო საავტომობილო მგზავრობა ხორციელდება კილომეტრნახევარზე ნაკლებ მანძილზე.…

მეტი...

398 ვაკანსია თბილისის მერიაში

თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“  სხვადასხვა მიმართულებით 398  ვაკანსია აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე  განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ, როგორც დასუფთავების სამსახურში, ისე სანიაღვრე ქსელებისა და გარე განათების მიმართულებით. „მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, რომელიც  თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს. საერთო ჯამში, სხვადასხვა პოზიციაზე 398 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. 90% დასუფთავების დეპარტამენტზე მოდის. მათ შორის არის სპეცტექნიკის 60-მდე მძღოლის პოზიცია. ხელფასების ოდენობა 1 000-დან 2 000-ლარამდე მერყეობს. „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმების მსურველებს შეუძლიათ, მიმართონ აღნიშნული კომპანიის ოფისებს კახეთის გზატკეცილი N67-ში და ბელიაშვილის…

მეტი...

აჭარა წყალმა წაიღო

აჭარაში სტიქიაა. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ქუჩები, სახლები, მანქანები. სოციალური ქსელებში ვრცელდება ვიდეოები რა მძიმე ვითარებაა რეგიონში.  ვიდეოში ჩანს, როგორ მიაქვს მანქანები წყალს.  

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დასავლეთ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც სეისმოლოგები აცხადებენ, ეპიცენტრი ჩხოროწყუ-წალენჯიხას შორის იყო და სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდას შეადგენდა.  

მეტი...

გოდერძი ჩოხელის სოფელი ზემო ჩოხი  – ფოტორეპორტაჟი

გუდამაყარი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული, მთიანი, უნიკალური და განსაკუთრებული მხარეა. გუდამაყარი და გუდამაყრელები განსაკუთრებით გამოირჩევიან თავიანთი ცხოვრების წესით. აქ ძირითადად მესაქონლეობით არიან დაკავებულები. სწორედ გუდამაყარში მდებარეობს სოფელი ჩოხი – გოდერძი ჩოხელის სოფელი. ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი, რომლის შემოქმედებაც ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთ. ამავე სოფელში გაიხსნა გოდერძი ჩოხელის სახლ მუზეუმიც. ეს არის სოფელი გუდამაყრის (შავი) არაგვის ულამაზეს ხეობაში, რომელიც გაზაფხულზე განსაკუთრებულად ლამაზია.  აქვე მდებარეობს  ხეობის კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი – ქვითკირის სალოცავი. აქ მხოლოდ ძველი ნასოფლარებია შემორჩენილი. ჩოხიდან, ძველი ნასოფლარისკენ მთის…

მეტი...

წალენჯიხა წყალმა წაიღო (ვიდეო)

წალენჯიხა წყალმა წაიღო.  სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან. ძლიერი წვიმის გამო მდგომარეობა საკმაოდ რთულია.

მეტი...

კახეთი დაისეტყვა

კახეთში, კერძოდ კი  საგარეჯოს მუნიციპალიტეტში  სეტყვა მოვიდა.  დასეტყვილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. როგორც ადგილობრივები აბობენ, სეტყვა საკმაოდ დიდი მოცულობის იყო. მათივე ინფორმაციით, დასეტყვილია მანავი, კაკაბეთი, დიდი ჩაილური და პატარძეული.  

მეტი...

ბათუმში დაკარგულ ბავშვს ეძებენ

ბათუმში მცირეწლოვანს ეძებენ, ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ბავშვი დღეს, დაახლოებით 16:00 საათისთვის გაუჩინარდა. “დაიკარგა დღეს შუადღის 4 საათისთვის ბარბარე გელაძე ბოლოს შეამჩნიეს ევროპის მოედანზე. მთელი ბათუმის მასშტაბით ვეძებთ! აცვია მწვანე ზედა ვარდისფერი შარვალი. მთელი ჩვენი გვერდის ყველა მომხმარებელს გთხოვთ დაგვეხმაროთ თქვენი ერთი გადაზიარებაც მნიშვნელოვანია !!! პოვნის შემთხვევაში დაუკავშირდით ნომერზე: 595915891 – ნუკრი გელაძე (მამა)”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

ქუთაისში “გოლიათი” ბავშვი დაიბადა

ქუ­თა­ის­ში “გო­ლი­ა­თი” ბავ­შვი და­ი­ბა­და. პა­ტა­რა მე­ლი­სა 4, 950 კი­ლოგ­რამს იწო­ნის. ბავ­შვი ახალ, N2 სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში და­ი­ბა­და. შვი­ლი და დედა, მე­ლა­ნო ჩირ­გო­ლი­ა­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ. “უდი­დე­სი მად­ლო­ბა სოფო ექიმს, უდი­დე­სი ძალა და რწმე­ნა ჩა­მი­ნერ­გა, და­ვი­ჯე­რე რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­დე­ბო­და. მის მი­მართ ჩემი მად­ლი­ე­რე­ბა უზო­მოა”,-ამ­ბობს გო­ლი­ა­თი ჩვი­ლის დედა მე­ლა­ნო ჩირ­გო­ლი­ა­ნი.

მეტი...

ცოლი გაგუდეს, ქმარს კი სასტიკად გაუსწორდნენ – ყაჩაღობა და მკვლელობა ზუგდიდში

ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში, სასტიკი დანაშაული მოხდა, სახლში უგონო მდგომარეობაში მყოფი ცოლ-ქმარი იპოვეს. მზევინარ მიქაია სასწრაფო დახმარების ჯგუფს უკვე გარდაცვლილი დახვდა. ტარიელ ჯიმშელიას სიცოცხლის გადასარჩენად კი, ექიმები ამ დრომდე იბრძვიან. მკვლელობის იარაღი თოკია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი გაგუდულია. დანაშაულის სავარაუდო მოტივზე ახლობლები საუბრობენ. ქალი რუსეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა და სავარაუდოდ დამნაშავეები ფიქრობდნენ, რომ მათ სახლში ძვირფასეულობა და დიდი ფული ექნებოდათ. უცნობია, მოახერხეს თუ არა სახლიდან დამნაშავეებმა რაიმეს წაღება. უმძიმეს მდგომარეობაშია ტარიელ ჯიმშელია. თავდამსხმელებმა მისი გაგუდვაც სცადეს. მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა. თავდამსხმელები, სახლში დღის პირველ ნახევარში შევიდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მზევინარ…

მეტი...

ვინ ძაბავს ვითარებას ადიგენში და ვინ აღვივებს რელიგიურ შუღლს

ტარიელ ნაკაიძეს ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაძაბულობის შექმნაში ადანაშაულებენ. ადიგენის ცენტრში სიმშვიდეა. მოსახლეობა, რომელიც ადგილზე დილიდან იყო შეკრებილი, უკვე დაიშალა. ტერიტორია დატოვეს სამართალდამცველებმაც. ადგილობრივები სულეიმანჯების თემის ლიდერის, მერაბ მიქელაძის სახლში სამლოცველოს მოწყობას ეწინააღმდეგებიან. თავად მიქელაძემ დღესაც უარი თქვა სახელმწიფოს შეთავაზებაზე. მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი, რელიგიის სააგენტო და ადგილობრივი თვითმმართველობა დაძაბულობის შექმნაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, ნაკაიძე ბოლოდროინდელი საჯარო მოწოდებებით, რელიგიურ ნიადაგზე ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების საფრთხეს ქმნის. თავად ნაკაიძემ დაადასტურა, რომ სრულად არის ჩართული ამ პროცესებში და უფრო მეტიც, იზიარებს მერაბ მიქელაძისა და მისი თანამოაზრეების…

მეტი...

ხობში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ხობში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. (ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).

მეტი...