ერთ დროს დიდებულ ტაძარში, რომელსაც აია-სოფია ჰქვია, დღეს სანახავი არაფერია. „ტაძარში“, რომელიც მეჩეთად გადააკეთეს, არაფერია, გარდა ფეხსაცმელების კარადისა. ტაძრიდან, რომელსაც მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებდნენ, ყველა სიწმინდე გატანილია, ტაძარი ისეა „გამოშიგნული,“ ვისაც ის მეჩეთად გადაკეთებამდე აქვს ნანახი, შესვლა არც მოუნდება. აია-სოფიაში შესვლის პირველი და აუცილებელი წესი – თავსაბურავი; მეორე – ფეხსაცმლის გახდა და სპეციალურ კარადაში მოთავსება. იქვეა ჩადგმული ჯიხური, სადაც თავსაბურავები იყიდება, რაც ადრე არ იყო. თავსაბურავის გარეშე კი შიგნით არავინ შეგიშვებს. ეზოში შესვლამდე სპეციალურ ბარიერში უნდა გაიარო, სადაც საგულდაგულოდ გაგჩხრეკენ. შიგნითაც პოლიციელების სიმრავლეა, რომ არსებული სტანდარტები მკაცრად დაიცვა. ასე გამოიყურება ერთ…
მეტი...დღე: მაისი 2, 2023
პროკურორის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელს საგამოძიებო პროცედურები არ ჩაუტარებია
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ხელახლა დადგა დღის წესრიგში. კერძოდ, მას შემდეგ, რაც საქმის გამომძიებელმა გარდაცვალების საეჭვო გარემოებებზე ისაუბრა, ის პროკურატურაში დაიბარეს. პროკურორი კი ამტკიცებს, რომ გამომძიებელს არანაირი საგამოძიებო მოქმედებები ჩაუტარებია. მარი მეშველიანის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, რომელიც 2020 წელს ტყეში, საკუთარ ავტომანქანაში რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს, გამომძიებელ სერგო შუბითიძეს მისი მობილური არც დაუთვალიერებია, ის არც ძირითად გამომძიებელს წარმოადგენდა და არც გამოძიება დაუწყია პირადად მას. „სერგო შუბითიძემ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და უარი განაცხადა ჩვენთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციის მოწოდებაზე. სასამართლოს მიემართა შუამდგომლობით მის დაკითხვასთან დაკავშირებით და დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სერგო შუბითიძეს მოუწევს…
მეტი...გამსახურდიები მანანა არჩვაძისთვის დედობის უფლების ჩამორთმევას ითხოვენ
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას შვილი დედისთვის – მანანა არჩვაძისთვის დედობის უფლების ჩამორთმევას ითხოვს. სარჩელი უკვე მზადაა. „არანაირი სურვილი არ მქონდა, მანანა არჩვაძეზე რამე მეთქვა. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ყველა ზღვრებს გადავიდა. ვისაც ჩვენი ოჯახისთვის სიკეთე უკეთებია, ყველას გაუსაძლისი პირით ლანძღავს. არანაირი საერთო მე მასთან არ მაქვს და ეს იურიდიულ სახესაც მიიღებს“ – აცხადებს გიორგი გამსახურდია. რაც შეეხება დედობის უფლების ჩამორთმევის, მოტივს, ეს უამრავია. მათ შორის, ერთ-ერთი კი ისაა, რომ მანანა არჩვაძე სარეაბილიტაციო კლინიკაში მყოფ შვილს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილს, ცოტნე გამსახურდიას, სახლში – კოლხურ კოშკში არ უშვებს.…
მეტი...თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელს მაგისტრი მოსამართლე კითხავს
2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება. სერგო შუბითიძე აცხადებს, რომ ის პროკურატურას უნდობლობას არ უცხადებს, თუმცა, ჩვენების მიცემა მოსამართლის წინაშე არჩია. სერგო შუბითიძე აცხადებს, რომ ის თანამშრომლობს პროკურატურასთან. შეგახსენებთ რომ თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურა კი გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელ სერგო შუბითიძის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე. სერგო შუბითიძე კი პროკურატურაში მას…
მეტი...„ოპოზიცია რომ გავერთიანდეთ, რა გავაკეთოთ, პარლამენტის ეზოში „ზილინა“ ვითამაშოთ?“ – ალეკო ელისაშვილი
პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის გაერთიანების საჭიროებას ვერ ხედავს. როგორს დეპუტატი აცხადებს, დღეს ოპოზიცია დეპუტატებს იმიტომ დასდევს, რომ 50 ხმა შეგროვდეს, რომ ოპოზიციამ თავის დროზე შეცდომა დაუშვა. „11 მანდატი დავკარგეთ ოპოზიციამ იმისთვის, რომ სიები ჩახსნა ოპოზიციამ და იმ დეპუტატების ადგილმონაცვლეები ვერ შემოვიდნენ, ვინც პარლამენტი დატოვა. ეს იყო დიდი შეცდომა და სწორედ ამიტომ ერთმანეთს დავდებთ დღეს დეპუტატები რომ საგამოძიებო კომისიის საკითხი გავიტანოთ. როგორც კი 50-ის ნაცვლად 49 დეპუტატი ვიქნებით პარლამენტში, იმ წუთას გამოიტანს მმართველი გუნდი ამ კანონპროექტს და ჩავარდება. ახლა ლაპარაკი გაერთიანებებზე არის უმწიფრობა. არჩევნებამდე წელიწადნახევარია დარჩენილი და ახლა რა დროს…
მეტი...მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკების ჩამონათვალს 8 ნივთიერება დაემატა
ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას 8 ახალი ნივთიერება დაემატა. პარლამენტმა მესამე მოსმენით 77 ხმით მიიღო „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება. კანონპროექტით ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას ემატება 8 ახალი ნივთიერება: 3-მეთოქსიფენციკლიდინი, დიკლაზეპამი, დიფენიდინი, იზოტონიტაზენი, კლონაზოლამი, კუმილ-პეგაკლონი, მდმბ-4ენ-პინაკა და ფლუბრომაზოლამი. ნებისმიერ ოდენობით მათი უკანონო ბრუნვა გამოიწვევს კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
მეტი...ათასობით მშობლის თხოვნა გათვალისწინებულია, 6 წლის ბავშვები სკოლაში ივლიან
პარლამენტმა 79 ხმით, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ. „პირი, რომელსაც სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე უსრულდება 6 წელი უფლებამოსილია, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა“, – განაცხადა მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა. მომხსენებლის თქმით, ცვლილებების მიღება მშობელთა თხოვნისა და ფსიქოლოგებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა. ასევე, გათვალისწინებულია საერთაშორისო პრაქტიკა. აღნიშნული ცვლილებით 4900-მდე მოსწავლე შეძლებს სარგებლობას და ის შეეხება როგორც საჯარო ისე კერძო…
მეტი...თუ თქვენი მანქანა ბოლავს, 100-დან 1500 ლარამდე დაგაჯარიმებენ
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონმდებლობით, თუ ავტომანქანის გამონაბოლქვი მავნე ნივთიერებებს შეიცავს, დაჯარიმდებით. პარლამენტმა პირველი მოსმენით, 77 ხმით მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომელიც საჯარიმო სანქციების დაწესებას იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის ითვალისწინებს, რომელთა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა დადგენილ ნორმებს სცდება. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას, პირველ ეტაპზე, 100 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით. საჯარიმო სანქციები უფრო მაღალია იურიდიული პირებისთვის. კერძოდ, იურიდიული პირი პირველ ეტაპზე 500 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1500 ლარის ოდენობით…
მეტი...პარკების, სკერებისა და სხვა ობიექტების დაზიანება დასჯადი ხდება
საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების მიზანმიმართულად დაზიანების შემთხვევებთან დაკავშირებულ ცვლილებას, პარლამენტმა მხარი დაუჭირა. პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების მიზანმიმართულად, განზრახ დაზიანების შემთხვევების ახლებურად დარეგულირებას ითვალისწინებს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ქონების დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება. კანონში შესატანი ცვლილებით კი, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის განზრახ…
მეტი...„პარამედიკოსი“ – ჯანდაცვაში ახალი სტატუსი შემოდის
პარლამენტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘. კანონში შეტანილი ცვლილება პარამედიკოსის პროფესიის ჩამოყალიბების საკანონმდებლო საფუძველი გახდება. კანონს ემატება ცნება – პარამედიკოსი – შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ, დამოუკიდებლად ახორციელებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფარგლებში. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში.
მეტი...საქართველოში აქონდროპლაზიის ე.წ. პრეპარატს შემოიტანენ
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე იშვიათი დაავადებების, მათ შორის აქონდროლაზიის მართვის – გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სამინისტროს წარმადგენლებმა მშობლებს სამოქმედო გეგმა გააცნეს. შეთანხმდნენ, რომ მშობლები ჩართულნი იქნებიან იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში. საბჭოს მორიგი სხდომა, მშობლების მონაწილეობით 5 მაისს გაიმართება. ასევე, ჩაინიშნა პროტოკოლზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონდე ბავშვებისთვის, შშმ პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც იმსჯელეს. თამარ ბარკალაიას განცხადებით,პროცედურები მიმდინარეობს, შშმ სტატუსის მინიჭების შემდეგ კი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამით. ჯანდაცვის სამინისტროში…
მეტი...„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცებულია
პარლამენტმა პირველი მოსმენით იმსჯელა და 78 ხმით მიიღო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი. კანონპროექტით წესრიგდება მონაცემთა დამუშავების კანონიერებასთან, მონაცემთა სუბიექტის უფლებებთან, მონაცემთა დამუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ვალდებულებებთან, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემასთან, საქმის წარმოებასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვასთან, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან და სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. კანონპროექტის სამივე მოსმენით მიღების შემთხვევაში, ძალადაკარგულად გამოცხადდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ 2011 წლის 28 დეკემბერს მიღებული კანონი.
მეტი...,,წამლის შემოტანა-არ შემოტანაზე აღარც გვეკამათებიან”- ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა დასრულდა
ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა დასრულდა. ერთ-ერთი მშობელი, მაკა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელს ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე სამოქმედო გეგმა გააცნეს. ,,ახლა გამოვედით ჯანდაცვის სამინისტროდან მშობლები. წამლის შემოტანა-არ შემოტანაზე აღარც გვეკამათებიან და ეს ძალიან კარგია. სამოქმედო გეგმა გაგვაცნეს და თანმიმდევრული და სწორი გეგმაა, ჩვენი მონაწილეობაც გათვალისწინებული აქვთ და სრული სიფხიზლით ვიქნებით ჩართულები, რომ არ გადავუხვიოთ გეგმიდან. გარანტიისთვის დოკუმენტს, ამ ეტაპზე, ვერ გვაძლევენ და ამიტომ მუშაობის პარალელურად, პროტესტი იმავე ფორმით გრძელდება. შემდეგი შეხვედრა 5 მაისს ჩავინიშნეთ,” – წერს მაკა გოჩიაშვილი.
მეტი...,,მავნებლები” ვინ არიან? მმართველი პარტია და მთავრობა?”- კრამონი მდინარაძეს
ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება. “მავნებლები” ვინ არიან? მმართველი პარტია და მთავრობა?”- წერს კრამონი. ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა – ”ვიოლა ფონ კრამონი გარედან ეხმარება ჩვენს მავნებლებს, რათა განხორციელდეს გეგმა, რომელიც უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის ვერმიღება და ამას მოჰყვეს ქვეყანაში ქაოსი, „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში”.
მეტი...რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი
ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსმსახურის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხერსონის რაიონზე სროლა და საჰაერო დარტყმები განახორციელეს, ერთი ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია რეგიონის შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე. “რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. 1 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები”, – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...გაბონის ტერიტორიულ წყლებში, გემიდან ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს
სამხრეთ აფრიკაში გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან სამი მეზღვაური, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოს წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. ,,სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2 მაისს, ღამის საათებში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს სამი მეზღვაური, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, მათ შორის საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ჩვენი მეზღვაურების ტყვეობიდან…
მეტი...,,გამიხარდება ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ”- ჩარკვიანი ღუდუშაურს
,,გამიხარდება ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ,”- ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „ქართული ოცნების“ წევრს, ალუდა ღუდუშაურს. ,,არ მინდა ალუდას გამოვეხმაურო, იმიტომ, რომ არ შემიძლია ეს სიტყვა – „ფარჩაკი“… რაღაც სიტყვებს ხომ იყენებთ მუდამ. არაფერი შემიძლია, მხოლოდ შემიძლია გითხრათ ის, რომ უზრდელი ხართ და წერტილი! მეტი არაფერი. სხვა რა შემიძლია გიპასუხოთ, ვერ აგყვებით ამ რიტორიკაში. გამიხარდება ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ”, – განაცხადა ჩარკვიანმა. ,,მანდატები თქვენ ის გგონიათ, მამათქვენის და ბებიათქვენის გადმოცემული სუვენირი, მაგიტომაც ხართ ფარჩაკები”- ალუდა ღუდუშაური
მეტი...ფრიდონ ინჯია “ლგბტ პროპაგანდის” კანონით აკრძალვაზე საუბრობს
,,კანონი, ყველას მიმართ თანაბრად უნდა აღსრულდეს მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური ან სხვა ორიენტაციისა. კანონის წინაშე პრივილეგია არავის უნდა ჰქონდეს,”- ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში კანონპროექტების პაკეტის დაინიცირებას გეგმავს, რომელშიც ასახული იქნება ყველა ის სურვილი და მოთხოვნა, რომელიც მონატრებულ კრებაზე ზაზა პაპუაშვილმა გააჟღერა. ,,ხელისუფლებამ სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს. უნდა დაინერგოს სკოლაში ფუნდამენტალური განათლება, რომელიც შეწყდა. ამავე მოთხოვნებშია, დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება, სახელმწიფო პროგრამების მორგებულად განხორციელება, ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვა და მრავალი სხვა. აბსოლუტურად ყველა ამ კითხვას, რომელიც იქ დაისვა და მოთხოვნაა სახელმწიფოს მთავრობისთვის, მე…
მეტი...,,დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით”- თამარ ბაჩალიაშვილის დედა
,,დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით,”- ამის შესახებ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა. მისი თქმით, საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის ინტერვიუ, რომელიც მან ”ფორმულას” მისცა, პირდაპირი მტკიცებულებაა. ,,დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, ისევ მათი უწყების თანამშრომლისგან, რომელმაც უკეთ იცის, რაც ხდება ამ სისტემაში და უტყუარი ფაქტები მოიყვანა, ამიტომ აუცილებელია თავიდან დაბრუნდეს ძიებაში ეს საქმე. ყველა ვარიანტში უნდა დაიწყოს, რას გააკეთებენ, მაგათ ტვინებში რა ხდება მე არ ვიცი. თავიდანვე ყველაფერს აყალბებდნენ და სავარაუდოდ, ახლაც ყველა ღონეს იხმარენ, რომ პირიქით ეს კაცი გამოიყვანონ დამნაშავე”, – განაცხადა თეონა…
მეტი...რუსეთს 9 მაისამდე სურს ბახმუტის აღება – უკრაინის შეიარაღებული ძალები
რუსეთს 9 მაისამდე სურს ბახმუტის აღება, მაგრამ თავდაცვის ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მათი გეგმები რეალობად არ იქცეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა სერხი ჩერევატიმ ტელემარტონის ეთერში განაცხადა. „მალე დაამყარებენ გინესის რეკორდს იმ თარიღების გადადებაში, რომლითაც რაღაც უნდა აიღონ. მარტის ბოლოს მათ მთელი დონბასი უნდა აეღოთ. ბახმუტის აღების პირველი თარიღები იყო 2022 წლის ივლისში, ასე რომ ჯერ კიდევ არის. ჩვენი თავდაცვის ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არცერთი ეს თარიღი არ გახდეს რეალობა“, – განაცხადა სპიკერმა.
მეტი...მკვლელობა გაგრაში – ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, 33 წლის ჯეირან მარღანიას მკვლელობის ფაქტზე 26 წლის დევიდ ახიბა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებული 30 აპრილს დააკავეს და ჩადენილ დანაშაული აღიარა. ე.წ გენერალური პროკურატურის ცნობით, გამოძიებამდაადგინა, რომ ცხედარი, 29 აპრილს გაგრის რაიონის სოფელ ალხაძარში, ყოფილი ფერმერის ტერიტორიაზე იპოვეს. ცხედარს მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენების ქვეშ იყო გადამალული.
მეტი...,,მაფიოზური წესებით ვიმართებით, ქართველო ხალხო!”- იაგო ხვიჩია
,,მაფიოზური წესებით ვიმართებით, ქართველო ხალხო! „ქართული ოცნების“ დევიზად ჩამოყალიბდა – „მოატყუე და იბატონე“,- ამის შესახებ ,,გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის ტიპი „მაფიოზურია“. „თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზარ-ზეიმით წარმოადგინა ინსტიტუციური ცვლილება, რომ 50 კაცს შეეძლო საგამოძიებო კომისიის შექმნა. დღეს, ფაქტობრივად, პარლამენტმა თქვა, რომ უმრავლესობას თუ არ უნდა, საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ანუ დაირღვა პარლამენტის ის ნორმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ მიიღო. დიდი ხანი ვფიქრობდი, როგორ უნდა ამეხსნა, რა ტიპის მმართველობაა ეს. ყველაზე მეტად ეს არის მაფიოზური მმართველობა. მაფიოზური წესებით…
მეტი...,,სირცხვილია, როცა ბატონი გოცირიძე გვეძახის წინა საუკუნის ხალხს ანუ წარსულებს და თვითონ თავს მიიჩნევს მომავლად”- ღუდუშაური
„სირცხვილია, როცა ბატონი გოცირიძე გვეძახის წინა საუკუნის ხალხს ანუ წარსულებს და თვითონ მიიჩნევს თავს მომავლად. პირი, რომელიც „ნაციონალებმაც“ კი გააგდეს. ხაბეიშვილი რომ გაგაგდებს და საკუთარ თავს კაცად მიიჩნევ, წარმოუდგენელი უტიფრობაა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა მისი თქმით, კაცი, რომელმაც საზოგადოებას თავი დაამახსოვრა „კუპონის მამად“ დღეს სამარცხვინოდ იქცევა. „ასეთი განცხადების გაკეთებისას რომ გვერდით მსხდომი „ნაციონალები“ ქირქილებთ, იმიტომაც ხართ 3-4%-იანები და ამიტომაც გყავთ თავმჯდომარედ ცირკის მასხარა ხაბეიშვილი, მოვა არჩევნები და მიიღებთ საკუთარ ქმედებებზე პასუხს. ხატია დეკანოიძე გვეუბნებოდა, ანტიდასავლური ძალა ხართო და თურმე კონსტიტუციასა და რეგლამენტს ვარღვევთ და 8 თვის განმავლობაში საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილება…
მეტი...,,ყველა ადევნებს თვალს, რა პირობებში უწევთ დედებს ღამის თენება, ეს საკითხი უნდა მოგვარდეს”- იოსელიანი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედების პროტესტზე
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების პრობლემები უნდა მოგვარდეს მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს და ხელისუფლებას აკისრია. „პირველივე დღიდან, როდესაც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გაჟღერდა, სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთო ამ პრობლემის მოგვარებაში და მას მერე ვახდენთ მედიაციას ბავშვების მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. დღესაც ჩვენი მედიაციით იმართება ეს შეხვედრა. ჩვენი წარმომადგენელი დაესწრება შეხვედრას და იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გაუკეთებს იმ შეთავაზებას მშობლებს, რომელიც მათთვის იქნება მისაღები და სულ მცირე ის პროტესტის ფორმა, რაც მათ აქვთ შერჩეული, ამ ეტაპზე შეჩერებული იქნება, რადგან ადამიანურად ძალიან განვიცდი.…
მეტი...,,მანდატები თქვენ ის გგონიათ, მამათქვენის და ბებიათქვენის გადმოცემული სუვენირი, მაგიტომაც ხართ ფარჩაკები”- ალუდა ღუდუშაური
,,თავმჯდომარედ გყავთ ცირკის მასხარა ხაბეიშვილი, მაგიტომ ხართ მაგ უბედურ დღეში. მოვა არჩევნები და მიიღებთ საკუთარ ამ ქმედებებზე პასუხს,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ,,ვინ ვინ და თქვენ როდესაც ბედავთ და გვეუბნებით, ანტიდასავლური ძალა ხართო და ჩვენ გვეუბნებით კონსტიტუციას თურმე ვარღვევთ, რეგლამენტს ვარღვევთ. 8 თვის განმავლობაში საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილება ფეხებზე რომ დაიკიდეთ, არ შეასრულეთ და მანდატები თქვენ ის გგონიათ, მამათქვენის და ბებიათქვენის გადმოცემული სუვენირი, მაგიტომაც ხართ ფარჩაკები და ტურები. ეს უსინდისოები, როგორ ბედავთ ხალხის შეურაცხყოფას? ვინ არის ანტიდასავლური ძალა. მე გეუბნებით, თქვენ, როდესაც დემოკრატიაზე საუბრობთ, მართლმსაჯულებაზე საუბრობთ, ბიზნესზე საუბრობთ,…
მეტი...უკრაინას უფლება არ აქვს, გერმანული იარაღით რუსეთს დაარტყას – ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განაცხადებით, უკრაინას არ აქვს უფლება გამოიყენოს გერმანიიდან მიღებული იარაღი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. კანცლერმა აღნიშნა, რომ დახმარება აუცილებელია, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არ მოხდეს ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის. მისი თქმით, მსგავსი წესები აქვთ განსაზღვრული იარაღის სხვა დასავლელ მიმწოდებლებსაც. უკრაინის დასავლელი პარტნიორები, რომლებიც სამხედრო დახმარებას უწევენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, რეგულარულად ხაზს უსვამენ, რომ ისინი არ უჭერენ მხარს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს, მათი იარაღის გამოყენებით.
მეტი...თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე კაცი დაჭრეს
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან კაცი დაჭრეს. შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა. გავრცლებული ინფორმაციით, კაცს, სავარაუდოდ, მიმავალი მანქანიდან ესროლეს. ავრცლებული ინფორმაციით, დაჭრილი 60 წლამდე მამაკაცია. რა გახდა დაშაულის მოტივი უცნობია.
მეტი...,,საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზიის ბაზრის მონიტორინგის შედეგები პოზიტიურად იმოქმედებს დაგეგმილ რეფორმებზე”- ირაკლი ლექვინაძე
ირაკლი ლექვინაძე დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა – დაზღვევა ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მართლაც, ხელშესახებია ის პროგრესი, რასაც ინდუსტრიამ ბოლო წლებში მიაღწია. ვფიქრობ, ეს ამ სექტორში ჩართული ყველა ადამიანის დამსახურებაა. მინდა ყველს მოგილოცოთ დაზღვევის დღე და გისურვოთ წარმატებები. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, საქმეების განხილვის კუთხით, დაზღვევის სექტორს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. სააგენტომ, 2014 წლიდან დღემდე, სადაზღვევო სექტორში სულ 6 მოკვლევა განახორციელა, აქედან 4 მათგანში დარღვევა დადგინდა. თემები ეხებოდა დომინანტური მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების, სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო შემთხვევებს.…
მეტი...,,საქართველო არ მონაწილეობს სამხედრო სწავლებაში, რაც ნატოსგან დისტანცირების მკაფიო სიგნალია”- თეონა აქუბარდია
„30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალებს 32 წელი შეუსრულდა და თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვის ძალების დღეს კრემლს გაუგონარი საჩუქარი მიართვა“, – აღნიშნა პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დეპუტატის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სწავლებაში საქართველოს არ მონაწილეობა ლოგისტიკური ხარჯებით ახსნა, რაც სიცრუეა. „ნატო-ს სწავლებაში, სადაც საქართველო წლებია მონაწილეობს, მთავარი იდეაა რუსეთის აგრესიის შეკავებაზე ფოკუსირება და შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან და მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად სამხედრო სწავლებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. რუსეთი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ამ სამხედრო სწავლებას და გამოხატავდა კიდეც თავის უკმაყოფილებას და ამ მოცემულობაში საქართველოს არ მონაწილეობა პირდაპირ ძღვენია კრემლისთვის და დამაზიანებელია ჩვენი…
მეტი...,,ძალიან ავნერვიულდი, ჩემს დიდძალ ქონებას თუ დაადეს სანქცია მერე რაღა ვქნა?!” – მდინარაძე
,,ძალიან ავნერვიულდი. წასვლას კიდე არა უშავს, ჩემს დიდძალ ქონებას თუ დაადეს სანქცია მერე რაღა ვქნა,”- ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” პოლიტიკური ლიდერების შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისი თქმით, მდაბიოობაა, როდესაც კოლეგას გვერდზე უზიხარ და მის დასანქცირებას სხვა ქვეყანას სთხოვ. ,,მე ამაზე ძალიან ავნერვიულდი. წასვლას კიდე არა უშავს, ჩემს დიდძალ ქონებას თუ დაადეს სანქცია მერე რაღა ვქნა. არასერიოზულია, არასერიოზულია და რამხელა მდაბიოობაა, წარმოიდგინეთ, კოლეგას გვერდზე რომ უზიხარ და მის დასანქცირებას რომ სთხოვ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს. წარმოგიდგენიათ, რა დონის მდაბიოობასთან გვაქვს საქმე.…
მეტი...,,ფრუსტრაცია რომ დაემართოს ამ კაცს, სად მიდიხართ მერე? არ გრცხვენიათ?”- ირაკლი ზარქუა IRI-ის კვლევაზე
,,არ არის ეს კვლევა თქვენი თემა, მერამდენედ უნდა შეილახოთ ავტორიტეტი”, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა IRI-ის კვლევას. მისი თქმით, IRI კარგი ორგანიზაციია, მაგრამ კვლევები არ არის მათი ძლიერი მხარე. „მინდა, IRI-ის კვლევას შევეხო. კარგი ორგანიზაცია, აფინანსებენ ტრენინგებს, მეც ვყოფილვარ, მაგრამ ეს კვლევები არ არის თქვენი ძლიერი მხარე, შეეშვით. 30 პროცენტიანი ცდომილება როგორ უნდა დაწერო. მოსახლეობამ ვიცით, ვის როგორი რეიტინგი აქვს. ოპოზიციას რომ არ აქვს თვითდაჯერებულობა, შუალედურ არჩევნებში გამოჩნდა. ვერცერთი მიიღეს მონაწილეობა. მე სხვა რამეზე ვწუხვარ. ჩემმა ხაბემ რომ დაიჯეროს ეს მართლა და მერე, არჩევნების დროს რომ მიიღოს…
მეტი...,,ბევრს რომ ყვირიან, ბავშვთა უფლებებიო, ვირთხებით სავსე სახლში გავიზარდე, ვისზე ნაკლები ვარ?”- მარგარიტა სიმონიანი
,,ბევრს რომ ყვირიან, ბავშვთა უფლებებიო, ვირთხებით სავსე სახლში გავიზარდე, ვისზე ნაკლები ვარ?”,- ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა. მისი თქმით, გაიზარდასახლში, სადაც ვირთხები დარბოდნენ. „გავიზარდე სახლში, სადაც ვირთხები დარბოდნენ, ახლაც ასეთი თვისება მაქვს, როცა ვწვები დასაძინებლად, საბანს თავზე ვიხურავ, რომ ვირთხები არ დამესიონ. ნარკომანებით სავსე ეზო და სომხური გეტო, ეს ის ადგილია, სადაც გავიზარდე. სწორედ ამან მაქცია კარგ ადამიანად და ნურავინ ნუ იტყვის, რომ ასე არ არის. ბევრს რომ ყვირიან, ბავშვთა უფლებებიო, ვირთხებით სავსე სახლში გავიზარდე, ვისზე ნაკლები ვარ?” – აცხადებს სიმონიანი.
მეტი...,,ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციებია დაწესებული, იმიტომ, რომ ქვეყანას არ უღალატა”- მამუკა მდინარაძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია. მისი თქმით, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს არ უღალატა ამისთვის ცდილობენ მის დასჯას. ,,ფაქტობრივი, დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება 2 მილიარდ დოლარს და დამატებით კითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს, იმიტომ რომ სამშობლოს არ უღალატა. ეს არის ყველაზე მოკლე და რეალური პასუხი, რომელიც გამომდინარეობს იმ ინფორმაციებიდან, რაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თქვენც, ჟურნალისტებმაც და საზოგადოებამაც კარგად იცის. უამრავი ახალი ამბავი გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რა მეთოდებით ხდება ამ…
მეტი...,,ვიცით, ამ ადამიანების მოტივაცია და ამოცანა არის ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს”- კალაძე კრამონს პასუხობს
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო განხორციელებული რეფომებით ყველანაირად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, კონკრეტული ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანამ აღნიშნული სტატუსი არ მიიღოს,“- ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ევროპლარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას. თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს 12- პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად. „არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, ვინ არიან, რა არის მათი მოტივაცია, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათი მთავარი მიზანი, ამოცანა და მოტივაცია არის ის, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იმსახურებს…
მეტი...,,ბიძინა ივანიშვილს ემუქრებიან სანქციებით იმიტომ, რომ მან ქვეყანაში დააბრუნა დემოკრატია”- არჩილ თალაკვაძე
,,ბიძინა ივანიშვილის, სანქციებით ემუქრებიან იმიტომ, რომ მან ქვეყანაში დააბრუნა დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და ქვეყნის მართვა ინსტიტუტებით და არა კლანურად,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის მართვა გახადა ინსტიტუციონალიზებული. ,,ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა და არ წყდება საუბრები ბატონი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. რადიკალური ოპოზიცია და მათი ლობისტები და სატელიტები ამ თემას კვლავ ააქტიურებენ. მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ რეალურად რა სანქციებით ემუქრებიან და რისთვის ემუქრებიან ბატონ ბიძინა ივანიშვილის, ემუქრებიან იმიტომ, რომ მან ქვეყანაში დააბრუნა დემოკრატია, ადამიანის…
მეტი...,,საქართველოს მილიონ 600 ათას მოქალაქეს სესხი აქვს – დამყარდა როგორც პოლიტიკური, ასევე საბანკო ოლიგარქია”- ხაბეიშვილი
„რუსი ოლიგარქის მმართველობის პირობებში დამყარდა როგორც პოლიტიკური, ასევე საბანკო ოლიგარქია, მაფიოზური მმართველობა”, – განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ბანკის პროცენტს თავისუფალი ბაზარი კი არ ადგენს, არამედ საბანკო მაფია – ოლიგარქია. ,,ამასობაში, საქართველოს მილიონ 600 ათას მოქალაქეს აქვს სესხი. ეს არის 2022 წლის მონაცემები, მხოლოდ ბანკიდან, მიკროსაფინანსო დაწესებულებებიდან კი – 694 ათას ადამიანს. 2020 წლის მონაცემებით 300 ათასზე მეტ ადამიანს ლომბარდში აქვს ქონება“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, პირველ კვარტალში ბანკების წმინდა მოგებამ შეადგინა 600 მილიონი ლარი, 2022 წელს კი, ეს რიცხვი შეადგენდა 2 მილიარდ 100 მილიონ…
მეტი...