რუსული მხარე უკრაინის პრეზიდენტს მორიგ ბრალდებას უყენებს და იერიშისთვის ემზადება. „პრეზიდენტის მიმართ ტერაქტი არის რუსეთზე თავდასხმა“, აცხადებს დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ უპოლოტო საფრენი აპარატი, რომელიც პუტინის რეზიდენციის თავზე ჩამოაგდეს, სწორედ ზელენსკის მიერ დაგეგმილი ტერაქტი იყო, რომელიც პრეზიდენტ პუტინის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად. „კიევის ტერორისტულმა რეჟიმმა დაიპყრო მთელი სახელმწიფო, ემუქრება რუსეთის, ევროპისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას. დასავლური პოლიტიკოსები, რომლებიც ზელენსკის რეჟიმს იარაღით ამარაგებენ, უნდა აცნობიერებდნენ, რომ გახდნენ არა მხოლოდ სპონსორები, არამედ ტერორისტული საქმიანობის თანამონაწილეები. ზელენსკის რეჟიმთან ვერანაირი მოლაპარაკებები ვერ იქნება. მოვითხოვთ იარაღის გამოყენებას, რომელსაც შეუძლია კიევის ტერორისტული რეჟიმის…
მეტი...დღე: მაისი 3, 2023
„ზელენსკის ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა არ დარჩა“ – ვლადიმერ მედვედევი
რუსეთი უკრაინის მიმართ მორიგ იერიშზე გადავიდა. როგორც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, ზელენსკის ერთადერთი გზა ლიკვიდაციაა, მას სხვა გამოსავალი არ აქვს. აღნიშნული განცხადება მედვედევმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსულმა მხარებ უკრაინა პუტინის ლიკვიდაციის მცდელობაში დაადანაშაულა და აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებაც გაავრცელა. საუბარია უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც პიტინის რეზიდენტიის თავზე ფეთქდება. მედვედევი აღნიშნულს ტერაქტს უწოდებს. „დღევანდელი ტერორისტული აქტის შემდეგ, ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა საშუალება არ დარჩა. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება“, –…
მეტი...„პუტინს თავს ჩვენ არ დავსხმივართ“ – ამტკიცებს პრეზიდენტი ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი პირველ განცხადებას აკეთებს კრემლის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებაზე, რომ პტინზე თავდასხმა უკრაინამ განახორციელა. „ჩვენ პუტინს თავს არ დავსხმივართ, ამას ტრიბუნალს დავუტოვებთ“ – ასე პასუხობს ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ბრალდებებს. შეგახსენებთ, რომ რუსულმა მხარემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი პუტინის რეზიდენციაზე იერიშღს ცდილობდა, რა დროსაც ის ჩამოაგდეს. „ჩვენ თავს არ ვესხმით არც პუტინს, არც მოსკოვს, ჩვენ ტერიტორიაზე ვიბრძვით, ჩვენ სოფლებსა და ქალაქებს ვიცავთ. იარაღის ამისთვისაც კი არ გვყოფნის. ასე რომ, პუტინს თავს არ დავსხმივართ, ამას ტრიბუნალს დავუტოვებთ… ყოველდღიურად ამა თუ იმ ნაბიჯებს იგონებენ, მაგრამ ყველაფერი მარტივად გვარდება –…
მეტი...„ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს“ – მიხეილ სააკაშვილი
პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ სიკვდილს გადაურჩა. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მას დღეს გონების დაკარგვის ეპიზოდი გაუმეორდა, წაიქცა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა და მადლობას უხდის სამედიცინო პერსონალს მისი გადარჩენისთვის. „როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი. გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება. დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს – გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი. მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება”,…
მეტი...6 წლის ბავშვებს სკოლაში დარეგისტრირება შეეძლებათ – კანონი მიღებულია
2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. პარლამენტმა 84 ხმით, დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება. ცვლილების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. კანონპროექტის მიღებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად. აღნიშნული პერიოდი ნებაყოფლობითობის რეჟიმში რჩება და ბავშვის მშობელს და კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ცვლილებით 4900-მდე მოსწავლე შეძლებს…
მეტი...„ფეისბუქმა“ მთავრობასთან დაკავშირებული ყალბი ჯგუფები და ანგარიშები წაშალა
„ფეისბუქმა“ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტaმენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ზე 2 ანგარიში 80 არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევის გამო წაშალა. როგორც „ფეიბუქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული რომ ყალბი ანგარიშებით ცდილობდნენ პროსამთავრობო ნარატივის ხელოვნურად პოპულარიზებას. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა “უცხოური აგენტების შესახებ კანონის” კონტექსტში. რეკლამებისთვის კი დახარჯულია დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი. „ქსელი მუშაობდა მთელი საათის განმავლობაში, რათა გაეძლიერებინა კონტენტი საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად. ეს მოიცავდა მათ შორის ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო პოსტების გაზიარებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მეტი...“საბოლოო ჯამში საქართველო ნატოს წევრი გახდება“ – ჯეიმს აპატურაი
საქართველოში მყოფი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, თუმცა, რთული გზაა გასავლელი, გასაკეთებელი ბევრია. „საბოლოო ჯამში საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს მოკავშირეების გადაწყვეტილება იყო. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ახლო ქვეყანაა ალიანსისთვის. ვფიქრობ, ჯერ კიდევ სიმართლეა, რომ ნატოს ფარგლებს გარეთ ქვეყანა არ არსებობს, რომელშიც ნატოს წარმომადგენლობა, ფიზიკური წარმომადგენლობა, უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოში. მოკავშირეებს სჭირდებათ, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის მხრივ გაუმჯობესება ნახონ, მათ შორის იმიტომ, რომ იგი ზოგიერთ არსებითი მნიშვნელობის რეფორმას აფერხებს. ვფიქრობ, ეს შეშფოთების მთავარი მიზეზია, მაგრამ გაცილებით მეტი რამ არსებობს რისი გაკეთებაც…
მეტი...აშშ-ს საელჩო საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზე განცხადებას ავრცელებს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მათ ქართულ მხარესთან ერთად გადაწყვიტეს, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილიყო მიმართული. „შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა,…
მეტი...„პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება ბევრი წელია და ცოტათი იმედგაცრუებული ვარ“ – ჯეიმს აპატურაი
„ძველი მეგობარი ვნახე, რომელთაც მითხრეს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება ბევრი წელია და ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, რომ ამ მხრივ ვითარება არ გაუმჯობესებულა“ – აცხადებს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ჯეიმს აპატურაი. მისი შეფასებით საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ ბევრი პროექტი გზაშია, თუმცა, გამოწვევა და სამუშაო, დემოკრატიის კუთხით, ბევრია. „ვიცი, რომ მნიშვნელოვანი პროექტები გზაშია, რომელიც გაზრდის საქართველოს ტრანზიტულ როლს ენერგო და ციფრულ მიმართულებებში შავი ზღვის გავლით. გვინდა, ერთად ვიმუშაოთ შავი ზღვის ქვეშ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, რომელიც რისკის ქვეშაა. შევხვდი საპარლამენტო ჯგუფს, სამთავრობო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, გზავნილი,…
მეტი...“უკვე მეტი ნატოა საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში, მაგრამ ორივეს გვსურს მეტი” – ჯეიმს აპატურაი
„სასიამოვნოა საქართველოში ყოფნა, რომელსაც აქვს სამი ძირითადი მიზანი. პირველი – რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონი და უფრო ფართოდ, ევროატლანტიკური არეალი“ – აცხადებს საქართველოში სტუმრად მყოფი უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ჯეიმს აპატურაი. მისი შეფასებით, დემოკრატიულმა ქვეყნებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობაში დარჩნენ, უფრო აქტიურად იმუშაონ ჩვენი უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად. საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა ნატო-ს ყველა მოკავშირისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დროში უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. ბოლო კვლევებმაც აჩვენა, რომ ქართველი ხალხი მკაფიოდ იზიარებს…
მეტი...სემეკსა და მოლდოვის ენერგეტიკის რეგულირების ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სემეკსა და მოლდოვის ენერგეტიკის რეგულირების ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიასა (სემეკ) და მოლდოვის რესპუბლიკის ენერგეტიკის რეგულირების ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სემეკის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. მემორანდუმის ფარგლებში ხელი შეეწყობა ორ უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას. შეთანხმების მიზანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაცია, ენერგიით ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას პროცესის გაძლიერება, ბაზრის მონაწილეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას, გაცვლიან ინფორმაციას და გამოცდილებას ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მეტი...თბილისში რუსულნომრიან ავტობუსს კვერცხები ესროლეს და საღებავი შეასხეს
თბილისში, სპორტის სასახლესთან მდგარ, რუსულნომრიან ავტობუსს კვერცხები ესროლეს და საღებავი შეასხეს. ამასთან, ავტობუსის მინაზე რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის გერბი ეკიდა. როგორც ავტობუსის მძღოლი აცხადებს, რომ მას ტურისტები გადაჰყავს და რუსეთის პრეზიდენტთან კავშირი არ აქვს.
მეტი...,,სანქციები აუცილებლად გაგრძელდება“- ლევან ხაბეიშვილი
„მე ვფიქრობ, რომ სანქციები აუცილებლად გაგრძელდება“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს შეეხებათ. „მე ვფიქრობ, რომ სანქციები აუცილებლად გაგრძელდება და როცა ოთხი მოსამართლე დასანქცირდა იქ საუბარი იყო, რომ კორუფცია აღებ-მიცემობა, ღამის ზარებზე. ამერიკელებს არ უთქვამთ ,რომ მურუსიძე- ჩინჩალაძე ერთმანეთში საუბრობდა, ესე იგი ამ ადამიანებს სხვა ზემდგომები ურეკავდნენ, მე ვგულისხმობ მაღალი თანამდებობის პირებს. შესაძლოა ესენი იყვნენ პროკურორები, შესაძლოა ეს იყოს ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის ლიდერები, იგივე მაგალითად მდინარაძე ან თუნდაც სუს-ის ხელმძღვანელი ლილუაშვილი, ან ძალოვანი უწყების და “ქართული ოცნების” მაღალი…
მეტი...,,უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლზე ღამის თავდასხმების შესახებ”- უკრაინის პრეზიდენტის სპიკერი
უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლზე ღამის თავდასხმების შესახებ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას უკრაინა მიმართავს საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებისკენ და არა სხვისაზე თავდასხმისკენ. „ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციას კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ, თუმცა როგორც არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას უკრაინა მიმართავს საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებისკენ და არა სხვისაზე თავდასხმისკენ. ცალკე გაკვირვებას იწვევს ტერორისტი-სახელმწიფოს ფორმულირებები. ტერაქტი – ეს არის დნიპროში ან უმანში სახლის დანგრეული სადარბაზოები და მრავალი სხვა ტრაგედია. ხოლო ის, რაც მოხდა მოსკოვში, არის აშკარად 9 მაისის…
მეტი...მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აიკრძალა
მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აიკრძალა – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამის არხზე განაცხადა. მისი თქმით, აკრძალვის მიზანია დრონების უკანონო გამოყენების პრევენცია, რამაც “შესაძლოა გაართულოს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა”. „ჩვენ გადავწყვიტეთ დღეიდან შემოგვეღო აკრძალვა ქალაქ მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაზე, გარდა იმ უპილოტო საფრენი აპარატებისა, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო ხელისუფლების გადაწყვეტილებით“, – წერს მოსკოვის მერი. მისივე თქმით, უპილოტო საფრენი აპარატის უნებართვო გაშვება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინა კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა. უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატით, კრემლზე, პუტინის რეზიდენციაზე…
მეტი...ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს ბერლინში ჩავა – მედია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს ბერლინს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. ბერლინის პოლიციის დეპარტამენტის სპიკერმა POLITICO-ს განუცხადა, რომ ზელენსკი გერმანიის დედაქალაქში კანცლერ ოლაფ შოლცის მიწვევით ჩავა. ოლაფ შოლცისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური შეხვედრა 14 მაისს არის დაგეგმილი. მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ.
მეტი...ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმისათვის, რომ პირი ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეს, საჭიროა ცხოველის დარეგისტრირება. ,,დაირეგისტრირეთ ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში და გაასტერილეთ უფასოდ. იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველწლიურად გაატაროთ საკონტროლო რეგისტრაცია. არაიდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაციისას პატრონი ვალდებულია, ასევე მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს ცხოველისათვის უნიკალური ნომრის მინიჭებას. იდენტიფიკაციის საშუალებაა ჩიპირება, რომლის დროს ხდება ცხოველის კანქვეშ ბრინჯის მარცვლის ზომის მიკროჩიპის მოთავსება, რომელზეც არის დატანილი აღნიშნული ინდივიდუალური ნომერი. სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში მყოფი ცხოველის იდენტიფიკაციის (ჩიპირების) საფასური მუნიციპალურ თავშესაფარში 19 ლარს…
მეტი...უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატით, კრემლზე, პუტინის რეზიდენციაზე იერიში სცადა – კრემლი
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინა კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა. პრესსამსახურის ცნობით, ორი თვითმფრინავი კრემლისკენ იყო მიმართული. „სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების გამოყენებით დროული მოქმედებების შედეგად, მანქანები მწყობრიდან გამოიყვანეს“, – აცხადებენ პრესსამსახურში. კრემლში აცხადებენ, რომ პუტინი არ დაშავებულა. „რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები იქ, მაშინ, სადაც და როცა ჩათვლის საჭიროდ“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
მეტი...უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდეს – ბორის ჯონსონი
უკრაინას უნდა მიეცეს ნატოში გაწევრიანების საშუალება – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. ,,უკრაინას NATO-ში გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეს და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს მის ძალისხმევას ამ მიმართულებით”, – განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა. 2022 წლის 30 სექტემბერს უკრაინამ, რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობის საპასუხოდ, ნატოში გაწევრიანებისთვის დაჩქარებული წესით მიმართა. ცოტა ხნის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს ყველა მოკავშირემ მიაღწია კონსენსუსს, რომ უკრაინა ალიანსში უნდა გაწევრიანდეს, მაგრამ ამ დროისთვის აუცილებელია სამხედრო მხარდაჭერაზე ფოკუსირება.
მეტი...შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა
ნაფიცმა მსჯულებმა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და მას სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. ბრალდებულმა დაზარალებული დანის ექვსჯერ დარტყმით მოკლა. ,,სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ გარდაცვლილი და ბრალდებული ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. 2022 წლის 18 აგვისტოს მათ რესტორანში იჩხუბეს, რა დროსაც დაზარალებულმა სახის არეში ხელი დაარტყა ბრალდებულს, რის გამოც მან შურისძიება გადაწყვიტა. 2022 წლის 19 აგვისტოს, დანით შეიარაღებული ბრალდებული მსხვერპლს სახლთან ახლოს ჩაუსაფრდა. რამდენიმე საათში, დაზარალებული შინ დაბრუნდა, რა დროსაც ბრალდებულმა მას დანით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გაიქცა, თუმცა…
მეტი...,,არიან ქვეყნები, რომლებსაც მოაქვთ მშვიდობა, რუსეთი სწორედ ასეთი ქვეყანაა”- კანდელაკი
,,არიან ქვეყნები, რომლებსაც მოაქვთ მშვიდობა. რუსეთი სწორედ ასეთი ქვეყანაა,”- ამის შესახე კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი თინა კანდელაკი წერს. კანდელაკი პოსტს 9 მაისთან დაკავშირებით აქვეყნებს. „როცა ერთი ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებებს, გააუქმოს და გარიყოს მეორე, ეს კარგად არ სრულდება მისთვის, ვისაც თავი რჩეული ჰგონია. არსებობს ქვეყნები, რომლებსაც მსოფლიოსთვის მოაქვთ ომი, არიან ის ქვეყნები, რომლებსაც მოაქვთ მშვიდობა. რუსეთი სწორედ ასეთი ქვეყანაა, ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ!“ – წერს კანდელაკი.
მეტი...,,მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რეალურად, რეპრესიების მსხვერპლია”- თინა ბოკუჩავა
,,მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რეალურად, რეპრესიების მსხვერპლია,”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ NDI-ის კვლევაზე საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, „ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ღიად და თავისუფლად საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას ვერ აფიქსირებს“. „ამაზე მეტყველებს, მათ შორის, ის ფაქტიც, რომ, თავად NDI-ის მონაცემების მიხედვით, გამოპასუხების პროცენტი 14%-ია, ანუ დარეკილთაგან 14%-მა განაცხადა თანხმობა პასუხის გაცემაზე. რაც ასევე მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეების უდიდეს ნაწილს გამჟღავნების ეშინია ან სხვადასხვა მიზეზების გამო არ სურს. მარტივი გამოსაცნობია, რომ ადამიანები, ვინც არ იღებენ ასეთ კვლევებში მონაწილეობას, უმეტესწილად სწორედ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არიან. NDI-ის სანდოობა ეჭვქვეშ არ დგება, მეთოდოლოგიას აქვს…
მეტი...რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ყირიმში უკრაინულ დაზვერვასთან დაკავშირებული 7 პირი დააკავეს
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ყირიმში მათ უკრაინის დაზვერვასთან დაკავშირებული შვიდი ადამიანი დააკავეს, რომლებიც დივერსიული და ტერორისტული აქტების სერიას გეგმავდნენ. რუსული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ მკვლელობის სამიზნეებს შორის იყვნენ რეგიონის ხელმძღვანელები. როგორც „ფეესბეში“ აცხადებენ, მათ ამოიღეს ასაფეთქებელი მოწყობლობები, რომლებიც იდენტურია იმ ასაფეთქებლების, რაც გამოყენებული იყო თებერვალში ყირიმში რკინიგზაზე თავდასხმისას. მათივე ცნობით, ტერაქტების უშუალო ორგანიზატორი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელთან, კირილ ბუდანოვთან დაკავშირებული პირია. ასევე, მათივე ინფორმაციით, კონტრდაზვერვამ დაადგინა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა საყოფაცხოვრებო ელექტროღუმელების სახით შენიღბული ბომბის კომპონენტები ბულგარეთიდან, თურქეთისა და საქართველოს გავლით შეიტანეს.
მეტი...ბებია, რომელზეც შვილიშვილმა სექსუალურად იძალადა, გარდაიცვალა
77 წლის ქალი, რომელზეც შვილიშვილმა სექსუალურად იძალადა, გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საწოლში გარდაცვლილი დღეს ნახეს. ადგილობრივების თქმით, 77 წლის მომხდარს განიცდიდა და ნერვიულობდა. ამ წუთებში, ადგილზე პოლიცია იმყოფება. წყარო – ”პრაიმტაიმი” ძალადობის მუქარით ბებიის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
მეტი...,,მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია”- ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, შეიწყალოს ნიკა გვარამია. ,,პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია, რომელიც ყალბი ბრალდებების გამო, კვლავ პატიმრობაში იმყოფება,”- წერს ლექსმანი ტვიტერზე.
მეტი...სროლა სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში – დაიღუპა ცხრა ადამიანი
სერბეთის დედაქალაში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან ერთი დაცვის თანამშრომელი და რვა ბავშვი. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ამავე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე დააკავა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ექვსი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. „პოლიციამ დაუყოვნებლივ გაგზავნა საპატრულო ჯგუფები და ადგილზე დააკავა არასრულწლოვანი, მეშვიდე კლასის მოსწავლე, რომელიც მამის კუთვნილი იარაღიდან მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლების მიმართულებით ცეცხლის რამდენჯერმე გახსნაშია ეჭვმიტანილი“, – ნათქვამია სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდო ეჭვმიტანილმა მამის იარაღი გამოიყენა. მომხდარის მოტივებზე გამოძიება მიმდინარეობს.
მეტი...შემზარავი ავარია – საჭეს 17 წლის მოზარდი მართავდა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ავტოსაგზაო შემთხვევის შემზარავი კადრები. კადრებს ”სიენენი” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავარია მიჩიგანში მოხდა და საჭეს 17 წლის მძღოლი მართავდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეტი...,,კალაძე საფრთხეს უქმნის ქვეყანას” – ელენე ხოშტარია
პარტია „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, თბილისის მერიამ რუსული, სანქცირებული კომპანიისგან სატვირთო ავტომობილები შეიძინა. მისი თქმით, კახა კალაძე თავისი ქმედებით, საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას. ,,ამას ადასტურებს რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკ მაკფოლის და მისი ჯგუფის დოკუმენტი, სადაც მოყვანილია კახი კალაძის უწყების, მერიის მიერ განხორციელებული რუსული ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით საკითხი. ეს შესყიდვა პირდაპირ არის შეფასებული, როგორც „რუსეთის მომავალი აგრესიის დაფინანსება”, ანუ საქართველო და კალაძის უწყება პირდაპირ არის მოხსენიებული რუსეთის დაფინანსების წყაროდ. რაც ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფაა. ამ დასკვნის შემდეგ, რომელსაც მყისიერი რეაგირება…
მეტი...„ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება”- მამუკა მდინარაძე
„ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯმდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ”ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვას ეხება. მდინარაძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, ”უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი” ,,ქართულ ოცნებაში, ჩვენთან, არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, არ განიხილება, ამას აქვს თავისი არგუმენტები, მათ შორის მთავარი არის სამართლებრივი არგუმენტი და სამართლებრივი მოსაზრების გამო არ განიხილება, მეორე არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს. და მესამე,…
მეტი...ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია – NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია. ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას კარგად აფასებს ცხრა პროცენტი, საშუალოდ – 42 პროცენტი, ცუდად – 48 პროცენტი. კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ თბილისელები და ოპოზიციის მხარდამჭერები ეკონომიკის მდგომარეობას სხვებზე უფრო კრიტიკულად აფასებენ. გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს. კითხვაზე, რამდენად ხართ ან არ ხართ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას – 35 პროცენტი ამბობს, რომ დარწმუნებულია, 50 პროცენტი არ არის…
მეტი...,,ქართველ ხალხს, ქვეყანას წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება, ამის გამიჯვნა ძალიან დამაზიანებელია, მათ შორის ვიოლა ფონ კრამონისთვის”- მდინარაძე
,,ჩვენ ყველა ერთად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას დღეს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება, ამის გამიჯვნა ძალიან დამაზიანებელია, მათ შორის ვიოლა ფონ კრამონისთვის,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხა. მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებასგამოეხმაურა. „ეს ქვეყანა და ჩვენ ყველა ერთად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. ეს დადასტურდა კრიტერიუმებით, რომლებიც თავად ევროკავშირმა გამოაქვეყნა და დღევანდელი მოცემულობით, საქართველო სხვაზე მეტადაც კი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ყველა კრიტერიუმით დადასტურებული, ამას ვერავინ ვერ წაუვა, როგორც არ უნდა დაატრიალონ. ქართველი ხალხია, საქართველოა და ამ ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას დღეს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება.…
მეტი...პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 17%, პრემიერისას 30% -NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 17% პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს. კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორისაა. კითხვაზე, – როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას? – გამოკითხულთა პასუხები შემდეგია: 17% – კარგად, 41% – საშუალოდ, 28% – ცუდად. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, გამოკითხულთა 30% ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად აფასებს. კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას, პასუხები შემდეგია: კარგად – 30%; საშუალოდ – 31%; ცუდად – 28%; აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული…
მეტი...საქართველოში ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – NDI
NDI-ის კვლევის მიხედვით, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. კვლევის თანახმად, ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის. კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ, გამოკითხულთა 15 პროცენტი აცხადებს, რომ მოსალოდნელია, 82 პროცენტისთვის არ არის მოსალოდნელი, ხოლო სამმა პროცენტმა არ იცის. კვლევის მიხედვით, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს. აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო…
მეტი...,,მოვამზადებ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავს ”ლგბტ პროპაგანდას”- ფრიდონ ინჯია
„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, აპირებს მოამზადოს კანონპროექტი, რომელიც შეზღუდავს ”ლგბტ პროპაგანდას”. მისი თქმით, ორიენტაციის ”პროპაგანდა” მიუღებელია ქართული სახელმწიფოსთვის. ,,მოვამზადებ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავს ”ლგბტ პროპაგანდას”. ეს ლგბტ პროპაგანდა ანგრევს საქართველოს, ქართულ ოჯახს, სახელმწიფოს, მოქმედებს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, მიუღებელია ქართველი კაცის მენტალიტეტისთვის,”- განაცხადა ინჯიამ.
მეტი...ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5% – NDI-ის კვლევა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 5%. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, უმეტესობამ არ იცის, ვის მისცემდა ხმას. მონაცემები ასე გადანაწილდა: არცერთი – 34% არ ვიცი – 26% ქართული ოცნება – 20% უარი პასუხზე – 9% „ნაციონალურ მოძრაობა“- 5% სხვა პარტიები 6% კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდნენ. კვლევაშია აღნიშნულია, რომ პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. აღნიშნული ანგარიში 17-23…
მეტი...გასულ წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია – NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია. კითხვაზე – თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? გამოკითხულთა: 39% ამბობს რომ დიახ; 42% ამბობს, რომ არა; 17% ამბობს – არ ვიცი. გასული წლის ივლისში ჩატარებულ კვლევაში დადებითი პასუხის მაჩვენებელი 30 პროცენტი იყო, უარყოფითის კი – 62. კვლევაში აღნიშნულია, რომ მათი წილი, ვინც საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს, ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და თბილისის მოსახლეობას შორის გაიზარდა. კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება…
მეტი...