მამუკა მდინარაძის განცხადებით, ელისაშვილს გადაუხადეს, რომ მისთვის დაერტყა

„ვინ გადაუხადა თვითონ ილაპაკოს. მაგ კაცს არაფერი პატრიოტული და არაფერი გულისამაჩუყებელი, თვითონ რომ უყუჩდება ხოლმე ვითომ და ძალით ვაჟკაცობს, ასეთი არაფერი გააჩნია, ყველამ ნახეთ. ასეთი ლაჩრული საქციელი, ალბათ, კაცს ვერ წარმოუდგენია დედამიწის ზურგზე“ –  აცხადებს მდინარაძე, რომელსაც პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე ალეკო ელისაშვილი თავს დაესხა. მისი თქმით, მას გააჩია მტკიცებულება, შეტყობინება, რომ ეს შეკვეთა იყო. “ასეთი არაკაცური არაფერი მინახავს, ასეთი მიპარვით, ქურდული რაღაცა, ასეთი ლაჩრული მიპარვა ადამიანზე, ამაზრზენია. მე მგონი, ერთადერთი, რამაც გააბედვინა, ეს არის, რომ პოლიტიკოსის თმენის ვალდებულება აქვს, თორემ გუშინ არ გავუცნივარ და ამას ვერ გაბედავდა ნამდვილად. ნუ, რას ვიზამთ,…

მეტი...

„სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის“ – საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ, მოქმედებაზე გადავიდეს. დაკავებები მიმდინარეობს. საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება!“, – აცხადებს პრეზიდენტი.  

მეტი...

პარლამენტის შენობასთან დაკავებები დაიწყო

პარლამენტის შენობასთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა დაკავება დაიწყეს. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული. ასევე, პერიმეტრზე წყლის ჭავლის მანქამებიც შეიყვანეს. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და ცდილობენ. პარლამენტის შენობას წრე შემოარტყან, როს საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.  

მეტი...

შსს- აქციის მონაწილეებს ისევ აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან,  აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს. უწყება მათ მოუწოდებს,  დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. „სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”, – აცხადებენ უწყებაში. პარალელურად, ტერიროტიეზე პერიოდულად ისმის სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალი. პარლამენტთან სპეცრაზმია მობილიზებული

მეტი...

პარლამენტთან სპეცრაზმია მობილიზებული

პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია. პარლამენტის მიმდებდარედ პოლიციის კორდორია მოწყობილი და ტერიტორიაზე წყლის ჭავლის მანქანებიც მიიყვანეს. ასევე, მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმიც. შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

მეტი...

შსს განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს მოუწოდებს არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს

პარლამენტის შენობასთან  მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება ყველას მოუწოდებს, ნუ გასცდებიან კანონმდებლობის ჩარჩოებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – განმარტავენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ პარლაენტთან ვითარება დაძაბულია, ადგილზე წყლის ჭავლის მანქანებიც შეიყვანეს.  

მეტი...

“ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი, ბიჯოო“ – წულუკიანი ელისაშვილზე

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელიც პარლამენტში მამუკა მდინარაძეს ტავს დაესხა, ჩოხის უღირსს უწოდებს. „ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი. ბიჯოო, ეს რა უქნა საკუთარ თავს? ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი. გავა ოცი წელი და როგორ შეხედავ ბაბუა ამ ვიდეოს შვილიშვილებთან ერთად, მაგასაც ვნახავთ. ისე, უკრაინაში წასული დიდი ბაქი-ბუქით, კი გამოექცა რუსის ჯარისკაცს და შემოიძურწა უკან. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი”, – ამბობს წულუკიანი. “შენი დედა”… პარლამენტში დეპუტატმა დეპუტატი სცემა (ვიდეო)  

მეტი...

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, გზა გადაკეტილია

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა. აქციის მიმდინარეობის გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქციის მონაწილეები პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პარლამენტა მისი მიღება არ უნდა დაუშვას. „არა რუსულ კანონს“ –  მსგავსი ბანერებით აჭრელებულია პერიმეტრი.

მეტი...

ოპოზიციონერ დეპუტატებს ერთმანეთის მიყოლებით აძევებენ დარბაზიდან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან გაძევებულ 5 ოპოზიციონერ დეპუტატს მეექვსე – რომან გოცირიძეც შეუერთდა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოჯახაშვილმა მას დარბაზი დაატოვებინა. სხდომაზე, სადაც  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იხილავენ, ისევ ხმაურია. „დატოვეთ სხდომათა დარბაზი, გაძევებული ბრძანდებით. ერთი და იგივე შეკითხვა დაგიწერეს. ერთი და იგივე შეკითხვის განმეორების შემთხვევაში იქნება მოხსნილი. ყველა შეკითხვა იქნება მოხსნილი იგივე შეკითხვების განმეორების შემთხვევაში“, – ეს სიტყვები ანრი ოხანაშვილმა დღეს არაერთგზის გაიმეორა და დარბაზიდან გიცირიძეც გააძევა. “თავხედობ, თავხედობ, თავხედობ” – ოპოზიციას დარბაზი დაატოვებინეს (ვიდეო)

მეტი...

ყაველაშვილი თამარ კორძაიას დაუპირისპირდა

კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტში – მიხეილ ყაველაშვილი ამჯრად თამარ კორძაიას დაუპირისპირდა. მმართველი პარტია ოპონენტების კრიტიკული კითხვების საპასუხოდ, ისევ წინა ხელისუფლებაზე საუბრობს. საბოლოოდ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციის დიდი ნაწილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

მეტი...

“თავხედობ, თავხედობ, თავხედობ” – ოპოზიციას დარბაზი დაატოვებინეს (ვიდეო)

პარლამენტში ხმაური, ჩხუბი და დაპირისპირება გრძელდება. ოპოზიცის 5 დეპუტატი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. „ხელი გამიშვით“ – ყვიროდა ხატია დეკნოიძე. „ხელი არ დაადოთ“ – გამოეხაურა კომიტეტის თავმჯდმარე ანრი ოხანაშვილი, რომელმაც ოპოზიციის 5 დეპუტატს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. მათ შორის იყო 2 ქალი დეპუტატი – ანა ნაცვლიშვილი და ხატია დეკანოიძე.

მეტი...

„რადიკალური ოპოზიციონერები ფაშისტებს გვანან“ – კალაძე

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სინამდვილეში არა ლიბერალები, არამედ ფაშისტები არიან, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან რიგი ოპოზიციონერების მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებზე ბულინგის ფაქტებს. მისივე განმარტებით, კონკრეტული ოპოზიციონერები დღესაც, ისევე როგორც წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ზეწოლას განაგრძობენ. „ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ ლიბერალები არიან. სინამდვილეში ფაშისტებს უფრო ჰგვანან. ასეთები იყვნენ წარსულში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გვახსოვს, რა მძიმე მეთოდებით მართავდნენ ქვეყანას, ხალხს როგორ უსწორდებოდნენ. დღეს უბრალოდ ამის რესურსი არ აქვთ და როგორც შეუძლიათ, ისე აბულინგებენ ჟურნალისტებს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს და ა.შ. ძალიან მალე ეს ყველაფერი დამთავრდება…

მეტი...

“ჩვენ ამ (რუსულ) კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ” | ზარქუა

“ჩვენ ამ (რუსულ) კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს. “კიდევ ერთხელ გაჟღერდა, ჩვენ ევროპელებს და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს უნდა დავეკითხოთო, თორემ ქართველ ხალხს ვინ ჰკითხავსო. ეს იყო დღეს ამ ხელმოცარულებისგან გაჟღერებული. ეს არის სახელმწიფო, ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესებს. ეს ნიშნავს, რომ ყველა დაფინანსება, რაც შემოდის მედიაში და არასამთავრობო ორგანიზაციებში, 20 პროცენტზე ზემოთ, იქნება ღია და გამჭვირვალე, როგორც არის აშშ-ში, ევროპაში, როგორც არის ცივილიზებულ სამყაროში. საქართველოს მიმართ, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არის უდიდესი ინტერესი. თქვენ ნახეთ, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა ჩვენი ქვეყანა.…

მეტი...

კობახიძე ელჩებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ელჩებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება…

მეტი...

ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. “აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აცხადებენ სუს-ში.

მეტი...

„შემოვიდეს ბოდიში მოიხადოს, მაგის კაცობა მაინც ეყოს“ – ოხანაშვილი ინციდენტზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის წევრებს მიმართა, სხდომაზე კანონპროექტი განიხილონ შინაარსობრივად და ვისაც ამის სურვილი არ აქვს, დატოვოს სხდომა. ოხანაშვილმა მიმართა კომიტეტის სხდომაზე მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, შეაფასონ ალეკო ელისაშვილის ქმედება, როდესაც ის თავს დაესხა ტრიბუნასთან მდგომ მამუკა მდინარაძეს. „ყველა ოპოზიციონერს მოგიწოდებთ, თუ გაქვთ სურვილი, ეს უღირსი საქციელი, რაც ამ კაცად წოდებულმა იკადრა, დაგმოთ, გააკეთეთ კომენტარი., შემოვიდეს ბოდიში მოიხადოს, მაგის კაცობა მაინც ეყოს, ასევე, უფლებადამცველები რომ ზიხართ აქ, მიეცით შეფასება, რაც ამ ადამიანმა იკადრა. ნებისმიერი პროვოკაცია იქნება უკიდურესად და უმკაცრესად პასუხგაცემული. ან შემოხვალთ შინაარსობრივ განხილვაში, ან რეგლამენტის სრული დაცვით, დატოვეთ სხდომათა დარბაზი“,…

მეტი...

“ამას საკადრისი პასუხი გაეცემა” – მდინარაძე

“ამას საკადრისი პასუხი გაეცემა” – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომის განახლების შემდეგ საუბრობს. ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროვოკაცია იყო ჯერ ეხლა ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში, რაში ზის და ცხოვრებაში ვერ გამიებდავდა ამას, გარდა ქურდული მოპარვისა ეს კაცი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მიცნობს. [ოხანაშვილი: “კაცად წოდებული, თორემ, ვერ დავარქმევთ კაცს] ხო, კაცი, ბრჭყალებში, ცხოვრებაში რომ ვერ გამიბედავდა, ამაზე აღარ არის ლაპარაკი. ყველას ჩვენი თავმოყვარეობა გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული პასუხსიმგებლობა მაკისრია, როგორც უმრავლესობის ლიდერს.   ეხლა…

მეტი...

ამათი დედას შ**** სულ თავში მირტყეს, რუსეთის აგენტს ცხვირ-პირში მოხვდა – ალეკო ელისაშვილი

დაპირისპირება პარლამენტში – “მოქაქალაქეების” ლიდერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან დაპირისპირების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “სახლში არ დაჯდეთ, რუსეთისკენ მიგვაქანებენ!”- თქვა მან. რუსეთში მოგვათრევენ, ულაპარაკოდ!  შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მამუკა მდინარაძემ, სახლში დაჯდომის დრო არ არის, ესენი უნდა გავყაროთ – ამბობს ელისაშვილი. “შენი დედა”… პარლამენტში დეპუტატმა დეპუტატი სცემა (ვიდეო)

მეტი...

ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრა* კში ამათ – ხელჩართული ჩხუბი პარლმანეტში

პარლამენტში ხელჩართული ჩხუბი იყო რამდენიმე წუთის წინ, ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძის ტრიბუნასთან მივიდა და თავში ჩაარტყა, სხდომის პირდაპირი ტრანსლირება შეჩერებულია: „ბიძინები და მიშები მიდიან და მოდიან ნუ გადაყვებით ამათ, რუსეთში მიგვათრევენ, ულაპარაკოდ ამას წყალი არ გაუვა, სამი საათია ბლუყუნებენ, ეხლა სახლში დაჯდომის დრო არაა, ეხლა ქუცაში გასვლის დროს,“ – ამბობს ელისაშვილი. „ამოვიდა ყელში მივადე ცხვირ – პირში იმ მდინარაძეს და მომდგნენ,“ -ამბოსბ ელისაშვილი.  

მეტი...

„თითოეული ის ადამიანი, ვინც ვდგავართ აქ, ვიცავთ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს” – ოპოზიცია ქუჩაში და პარლამენტში

„თითოეული ის ადამიანი, ვინც ვდგავართ აქ, ვიცავთ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და იმ სურვილს, რომელზეც აღიზარდა ამ ქვეყანაში თაობები“ – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა გიორგი კუპატაძემ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს უმნიშვნელოვანესი პროცესის მომსწრე და მონაწილეები ვართ. თითოეული ის ადამიანი, ვინც ვდგავართ აქ, ვიცავთ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და იმ სურვილს, რომელზეც აღიზარდა ამ ქვეყანაში თაობები. ეს არ არის მხოლოდ ამ თაობის სურვილი, ეს არის მთელი წინა თაობების სურვილი, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი. სწორედ…

მეტი...

“ვიმედოვნებთ, ამ კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ” – გერმანიის საელჩო შოლცის განცხადებას აქვეყნებს

საქართველოში გერმანიის საელჩო გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ერთობლივი პრესკონფერენციიდან ოლაფ შოლცის განცხადების ნაწყვეტს აქვეყნებს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება. „გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში გაიმართა, ფედერალურმა კანცლერმა შოლცმა განაცხადა: „მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებაში და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ განიხილებოდა. ამჯერად ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ…

მეტი...

ლომჯარია: მოქალაქეებო, უნდა იცოდეთ, ახლა განიხილავენ რუსეთის მოკავშირედ ქცევის კანონპროექტს

საქართველოს მოქალაქეებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ პარლამენტი ახლა განიხილავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის და რუსეთის მოკავშირედ ქცევის კანონპროექტს! საბედისწირო მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის! გამოდით გარეთ! წერს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსულ კანონზე.

მეტი...

„ჭიჭე“, კარგი ხარ!“ – ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს. მასთან ერთად განიხილავენ ორ ალტერნატიულ პროექტს – ერთია, „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და თანმდევი “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე – „გრანტების შესახებ” კანონსა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”კანონში მომზადებული ცვლილებები. „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააყენა საკითხი, რომ ვინც სხვა გამომსვლელს საუბარს შეაწყვეტინებს, დარბაზიდან გააძევონ, რის გამოც ის უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ შეაქო და უთხრა: „ჭიჭე,…

მეტი...

ქარტია მოუწოდებს პარლამენტს, ონლაინ მედიის ჟურნალისტები საკომიტეტო განხილვაზე დაუშვას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს პარლამენტს, ონლაინ მედიის ჟურნალისტები საკომიტეტო განხილვაზე დაუშვას. “15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჩანიშნული რუსული კანონის განხილვის მიმართ საჯარო ინტერესი გამორჩეულად მაღალია. ამ დროს კი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, 14  აპრილის გადაწყვეტილებით, სხდომას ვერ ესწრებიან ონლაინ მედიის პარლამენტში აკრედიტირებული  ჟურნალისტები, რომელთაც უფლებები პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების დაცვის მოტივით შეეზღუდათ. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული უსაფრთხოების ე.წ ყვითელი დონისპირობებში პარლამენტის შენობაში მიმდინარე ღონისძიებებზე წვდომას მხოლოდ ტელემედიაში მომუშავე აკრედიტებული ჟურნალისტები ინარჩუნებენ. ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე პარლამენტში მიმდინარე დისკუსიაზე, უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე ონლაინ ონლაინ მედია საშუალებების მიმართ და მისცეს მათ საშუალება, პარლამენტში 15 აპრილს დაგეგმილ საკომიტეტო განხილვას დაესწრონ, ასევე, პარლამენტის შენობაში შექმნას ჟურნალისტებისთვის ხელშემწყობი სამუშაო პირობები, რათა მათ თავიანთი პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელება შეძლონ”, – ნათქვამია განცხადებაში. გუშინ, პარლამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვიზიტორებს შენობაში შესვლა შეეზღუდებათ. ამასთან, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში შესვლას ვერ შეძლებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებიც. ამ წუთებში იურიდიულ კომიტეტზე რუსულ კანონს განიხილავენ, პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.  

მეტი...

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ელჩები პოლიტიკურ დემარშს გამოაცხადებენ

ინფორმაცია “პირველები ავრცელებს” ამ  წუთებში კობახიძესთან ელჩები მივიდნენ, როგორც მაუწყებელი ამბობს, ელჩები დიპლომატიურ დემარშს გამოაცხადებენ, რაც უკიდურეს დროს ხდება მხოლოდ. დიპლომატიური დემარში სამჯერ მოხდა უკვე საქართველოში, ერთხელ ეს იყო სააკაშვილის დროს, ასევე შარშან,  1 წლის წინ რუსთტთან ფრენების აღდგენის გაპროტესტების მიზნით

მეტი...

“იწყება ბილეთების გაყიდვა” – რაქვიაშვილმა შესვენების გამოცხადება ბილეთების შეძენის გამო მოითხოვა

“იწყება ბილეთების გაყიდვა” – ამ მიზეზით მოითხოვა “გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა რუსული კანონის განხილვის დროს ტექნიკური შესვენება. რაქვიაშვილმა ამ მოთხოვნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა. 20 წუთში იწყება ბილეთების გაყიდვა და ეს ფეხბურთი ყველას გვაერთიანებს როგორც ვიცი და იქნებ ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ, აგერ ვზივარ, უეფას საიტი მაქვს გახსნილი და ვერ მივხვდი, რომელი საქმით დავკავდეთ, იქნებ გაითვალისწინოთ ჩვენი წუხილი, მთელი პარტია ჩასაფრებულები ვართ უეფას საიტზე,“ – თქვა სანდრო რაქვიაშვილმა.  

მეტი...

ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის სტიპენდიატები “ოცნებას” მოუწოდებენ, რუსული კანონი გაიწვიოს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის – ჩივნინგის (Chevening) სტიპენდიატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ეწინააღმდეგებიან რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირებას. სტუდენტები მოუწოდებენ “ოცნებას”, გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და აფერხებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ხელმომწერთა სია განახლებადია. იხილეთ განცხადება სრულად: ჩვენ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის – ჩივნინგის (Chevening) სტიპენდიანტები, ვეწინააღმდეგებით რუსული კანონის – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” – ხელმეორედ ინიცირებას და მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი გამოითხოვოს. კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და აფერხებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. შარშან, საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა…

მეტი...

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინეს

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინეს. თეონა აქუბარდიამ და ტარიელ ნაკაიძემ დროშა იმ დროს გადმოფინეს, როდესაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის პირველი მოსმენა მიმდინარეობს. სხდომაზე რუსული კანონის პრეზენტაციას მამუკა მდინარაძე აკეთებს, მას დეპუტატები კითხვებით მიმართავენ და სთხოვენ განმარტებას, რა საჭირო იყო რუსული კანონის ხელახლა შემობრუნება, როდესაც პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ მსგავსი კანონი ევროკავშირში არ არსებობს და ქვეყნის ევროინტეგრაციას შეაფერხებს. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეზღუდვები მოქმედებს და გარკვეულ მედიასაშუალებებს, მათ შორის ონლაინ მედიას არ აქვს შესაძლებლობა დასწრების, გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმაც ვერ შეძლო კომიტეტზე შესვლა.

მეტი...

მამუკა მდინარაძე – რამდენიმე დღის წინ ხოშტარიების ოჯახს გადმოერიცხა ფუნტები, ნაცვლად რუბლებისა, რომ არ გაშიფრულიყო რუსეთის ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა, ბრიტანეთის გავლით გადმოირიცხა

რამდენიმე დღის წინ ხოშტარიების ოჯახს უკვე გადმოერიცხა ფუნტები, ნაცვლად რუბლებისა და დოლარებისა. შესაბამისად, 500 დოლარს რომ აძლევენ მსგავს შემთხვევებში და 300 დოლარს და ამას 50 ათასს და 100 ათასს აძლევენ, ეს ლეგენდაც რომ დავიჯეროთ, ამ ლეგენდის შემთხვევაშიც კი, აგერ გზა, როგორ არ გაშიფრულიყო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა, ბრიტანეთის გავლით გადმოირიცხა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. მდინარაძის თქმით, რუსეთს მარტივად შეუძლია, რომ სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდანაც, გადმორიცხოს ფული და ამის მაგალითი ელენე ხოშტარიას ოჯახია.…

მეტი...

იაგო ხვიჩია – მაშინ, როდესაც შენ არ დადიხარ ოპოზიციურ ტელეარხებზე და ელჩებს ეპატიჟები, რომ დებატებზე დაგისხდნენ, სერიოზული არ არის

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ცნობილია – ეს კანონპროექტი თუ გასულ წელს იყო რუსული და მიუღებელი, წელს ვერ გახდება ევროპული და თანამედროვე, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლოს და ბოლოს გერმანიის კანცლერმა გვითხრა, სინამდვილეში თუ საით მივყავართ ამ კანონს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. „არა მხოლოდ ერთი, არამედ ერთი საათი შემიძლია, ვილაპარკო რუსულ კანონთან მსგავსებაზე და ამ თემას არცერთი წინადადებით არ გავცდე. დაწყებული იქიდან, რომ ეს კანონიც და რუსული კანონიც ვრცელდება ერთსა და იმავე სუბიექტებზე, ერთსა და იმავე საქმიანობაზე და ვრცელდება ერთი და იმავე ფორმით…

მეტი...

აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ “ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები”. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „აგენტების კანონს” პირველი მოსმენით განიხილავენ, ონლაინმედია და პრესა არ დაუშვეს. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი ამტკიცებს, რომ ეს დეზინფორმაციაა. იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს, საქართველოს პარლამენტის წინ მართავს აქციას და „აგენტების კანონის“ გაწვევას მოითხოვს. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ სადავო კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებიც.

მეტი...

მდინარაძე: არა რუსულ კანონს, არა მონობას

“რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს ვიღაცას, არა რუსულ კანონს. მე გიერთდებით ამაში, რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. არა მონობას ამავედროს” – ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავენ. მისივე მტკიცებით, ბოლო პერიოდში ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა. ერთი წელია, ჩვენ მომსწრეები ვართ იმ დიდი აფიორის, რასაც ჰქვია რუსული კანონი – თითქოს, ეს კანონი რუსულია. აქვე, მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, ვინმეს რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს – არა რუსულ კანონს. მე ამაში გიერთდებით. საქართველოში რუსული კანონი არ მიიღება. ამავე დროს, არა…

მეტი...

„გამუდმებით საუბრობს და ვერ ვისმენ, სხვაგან გადასვით“ – დეპუტატები პარლამენტში

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს იხილავენ, ქალი დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა მის უკან მჯდომი დეპუტატის – ანა ნაცვლიშვილის სხვაგად გადასმა მოითხოვა, რადგანაც, მისი თქმით, ის ხმამაღლა საუბრობდა და სეფაშვილს მომხსენებლის მოსმენაში ხელს უშლიდა. „უკაცრავად, ვერ ვისმენ, გამუდმებით ლაპარაკობს ჩემს ზურგს უკან. აბსოლუტურად შეუძლებელია მოსმენა. ან სადმე ცალკე დაჯდეს და ისე ილაპარაკოს“ – მიმართა სეფაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს. ქალ დეპუტატებს შორის კონფლიქტის დარეგულირებას კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი შეეცადა. „სხვა დეოპუტატებს, რომლებსაც სურთ მოსმენა, თქვენგან ეშლებათ ხელი. ორ ხმაში ნუ საუბრობთ, თუ ამას…

მეტი...

პარლამენტთან ევროკავშირის გიგანტური დროშა გაშალეს

“არა რუსულ კანონს” – პარლამენტთან ევროკავშირის გიგანტური დროშა გაშალეს. მოქალაქეები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გაიწვიოს რუსული კანონი, რომელსაც ამ წყთებში იურიდიულ კომიტეტზე განიზილავენ. “რუსებო” – ისმის აქციაზე.

მეტი...

პრეზიდენტი: დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა – კანონი არაა ევროპული

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს რუსულ კანონთან დაკავშირებით “საჯარო დისკუსიას” სთავაზობს. “დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა – კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?!”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. მთავრობამ ირაკლი კობახიძის განცხადება გუშინ გაავრცელა. კობახიძის თქმით, აფასებენ მოქმედი ელჩების ყველა მხარდამჭერ ნაბიჯსა და განცხადებას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებისკენ არის მიმართული, თუმცა აქვე წერს, რომ უცხოელი დიპლომატები “განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფიქცია”. კობახიძე ამტკიცებს, რომ გასული დღეების განმავლობაში უცხოელი დიპომატებისგან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე გაჟღერებული კრიტიკული განცხადებები ყოველგვარ არგუმენტსა და დასაბუთებას მოკლებული იყო.

მეტი...