ვრცელდება ვიდეოკადრები, როგორ ესვრის გოგებაშვილზე მამაკაცი მამაკაცს

ფეხებში დაჭრილ გიჩო მარგველაშვილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ვრცელდება ვიდეოკადრები, როგორ ესვრის მას საბა გახოკია. შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე, ხალხმრავალ ადგილაზე დღის განმავლობაში ხდება, როცა ქუჩაში სხვა ადამიანები გადაადგილდებიან. გახოკიამ მარგველაშვილს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როცა ის ქუჩაში ტელეფონზე საუბრობდა. ჩასაფრებული გახოკია კორპუსის კუთხიდან მას უკნიდან მიეპარა და დაახლოებით 2 ნაბიჯის მანძილზე ფეხებში ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა. მაგრველაშვილის გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი გადაადგილდებოდა, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მარგველაშვილი ადგილზე დაეცა, გახოკიამ კი ისევ იმ მიმართულებით წავიდა, რა მიმართულებიდანაც ის მარგველაშვილს მიეპარა. ამ დროს, იქვე მდგომი მარგველაშვილის დაცვა გაეკიდა გახოკიას და რამდენჯერმე ესროლა, რა დროსაც ის…

მეტი...

ვერაზე მოკლული მამაკაცის ვინაობა ცნობილია

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცია ვინაობა ცნობილია. ის არის საბა გახოკია. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, მოკლულ გახოკიასა და დაჭრილ “გიჩო”  მაგრველაშვილს შორის წარსულში დაპირისპირება მოხდა, როგორც გაგრძელებაც იყო დღევანდელი სისხლიანი გარჩევა. როგორც ადგილზე აცხადებენ, გახოკიამ მარგველაშილის მისამართით ისროლა, რასაც მარგველაშვილის დაცვის საპასუხო ცეცხლი მოჰყვა, რის შემდეგაც გახოკია ადგილზე გარდაიცვალა. მარგველაშვილი კი დაიჭრა და კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.  

მეტი...

დაჭრილია ცნობილი მსახიობის ოჯახის წევრი

ვერაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცი ცნობილი მსახიობის ოჯახის წევრია. დაჭრილია ზინაიდა კვერენჩხილაძის შვილიშვილი გიჩო მარგველაშვილი. არსებული ინფორმაციით, მისმა დაცვამ თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა. გოგებაშვილის ქუჩა ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ადამიანი, დაჭრილია ორი მამაკაცი. დაცხრილულია ირგვლივ გაჩერებული მანქანები. ერთ-ერთი დაჭრილი პირი კი რიგითი გამვლელია, რომელიც მარკეტში იმყოფებოდა. გამოძიება სს კოდექსის 108 მუხლით დაიწყო.

მეტი...

დაჭრილია ბიზნესმენი, რომელის რამდენიმე კომპანიის მფლობელია

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ადამიანი ბიზნესმენი ვ.მ-ია. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელების ვინაობა ცნობილია და მიმდინარეობს მათი ძებნა. ასევე, გარდაცვლილია 40 წლამდე მამაკაცი, ასევე ბიზნესმენი. ორი დაჭრილი მამაკაცი  გადაყვანილია კლინიკაში.  ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

მეტი...

სისხლიანი გარჩევა გოგებაშვილზე – ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ

ამ წუთებში, თბლისში, გოგებაშვილის ქუჩა მთლიანად გადაკეტილია, ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ეს ის ადგილია, სადაც შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. დაჭრილია ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, მეორე კი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებაში მონაწილეები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

მეტი...

ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო, არის მსხვერპლი

თბილისის ცენტრში, გოგებაშვილის ქუჩაზე დაპირისპირებაში დაახლოებით 15 ადამიანი მონაწილეობდა, არის მსხვერპლიც.  გოგებაშვილის ქუჩაზე ამ წუთებში სამართალდამცავები იმყოფებიან, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც მუშაობენ, რომლებსაც დაჭრილები გადაჰყავთ. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ადამიანი. დაჭრილია ერთი ადამიანი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

პრეზიდენტი მეფე ჩარლზის კორონაციაზე დასასწრებად მიემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ, 5 მაისს სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა და ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართება.  

მეტი...

„ომის პერიოდში უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 400 მილიარდი დოლარია“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის – ნიდერლანდებისა და ბელგიის პრემიერთად იმ ზარალზე ისაუბრა რაც რუსეთმა უკრაინას ომის პერიოდში მიაყენა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ეს ზარალი 400 მილიარდ დოლარს აჭარბებს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ეს არ არის მისი შეფასება, ეს  არის მსოფლიო ბანკის შეფასება და რომელიც მხოლოდ იმ ტერიტორიებს მოიცავს რომელსაც უკრაინა აკონტროლებს. ზიანის ოდენობა მოიცავს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, მშენებლობას, ეკოლოგიურ ზიანს, ჯანდაცვისა და კულტურის დაწესებულებებს და სხვა მიმართულებას.

მეტი...

„ღარიბაშვილი კონსერვატორი კი არა, კორუმპირებული კაცია“ – ყოფილი სახალხო დამცველი

საქართველოს ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორუმპირებულს უწოდებს და ამბობს, რომ მას კონსერვატორის არაფერი გააჩნია. „სინამდვილეში, ღარიბაშვილი კონსერვატორი კი არა, კორუმპირებული კაცია. სამწუხაროდ, მისი ქცევა და რიტორიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ აღმართული დაბრკოლებაა ევროპისკენ მიმავალ გზაზე“ – აცხადებს ლომჯარია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებების საპასუხოდ. “ღარიბაშვილის “ოჯახის დაცვის” რიტორიკა ისეთივე ყალბია, როგორც მისი ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც გაუუქმეს: ის არის კაცი, რომელმაც საკუთარი შვილის თანატოლი ბავშვები ქვეყნის მტრებად გამოაცხადა “ფრანკლინის კლუბის” დისკუსიებში მონაწილეობის გამო, თვითონ კი შვილი ამერიკაში, ფრანკლინის მიერ დაარსებულ,…

მეტი...

„რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს“ – შეხვედრა ბელგიისა და  ნიდერლანდების პრემიერებთან

ორი ქვეყნის – ნიდერლანდებისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართეს.  როგორც პრემიერებმა აღნიშნეს, ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და პრეზიდენტ ზელენსკის. „რაც უკრაინაში ხდება, ეს არის ომი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. შეგიძლიათ, ჩვენი ურყევი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს და მან პასუხი უნდა აგოს ყველა დანაშაულსა და უსამართლობაზე, რომელსაც ამ საშინელ ომში უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ყოველდღიურად ახორციელებს“, – აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ პრეზიდენტ ზელენსკისთან. ბელგიის პრემიერმა კი აღნიშნა, რომ უკრაინის დასახმარებლად ახალ პაკეტზე…

მეტი...

„რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია“ – ღარიბაშვილი-ორბანის შეხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციის (CPAC) ჩატარების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა კონფერენციაზე გაჟღერებულ გზავნილებს, რომელთა უმრავლესობა არაერთი ქვეყნისთვის საერთო ღირებულებებს წარმოადგენს. განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის არსებული პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნის ერთგული რჩება. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით…

მეტი...

,,აშკარაა პესკოვი იტყუება“- ჯონ კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, პესკოვის განცხადება, რომ კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას, სიცრუეა. მისი თქმით, აშშ უკრაინას არ კარნახობს, როგორ დაიცვან თავი. „ჩვენ უკრაინელებს არ ვკარნახობთ, როგორ დაიცვან თავი და არც მათ მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე ვაძლევთ ბრძანებებს. ჩვენ არავინ წაგვიხალისებია უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმის განხორციელებაში. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა მოხდა. ახლა ამის შეფასება ხდება. შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ამაში აშშ-ის მონაწილეობა არ ყოფილა. რაც იყო, ჩვენ არ გვეხებოდა. ჩვენ არაფერი გვქონდა ამ საქმესთან საერთო. აშკარაა, რომ პესკოვი იტყუება“, – განაცხადა ჯონ…

მეტი...

,,სტატიებისთვის სჭირდება „ნიუსის” საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა”- მდინარაძე სააკაშვილზე

,,სტატიებისთვის სჭირდება „ნიუსის” საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა, საერთაშორისო გამოცემაში ახალი სტატია უნდა დაიბეჭდოს,” – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გონება დაკარგა და რკინის მაგიდას თავი დაარტყა. მდინარაძის თქმით, ” ეს არის ცალკე აღებული „ფეიკ კამპანია“ , რომელიც ჯდება მილიონობით დოლარი.” ,,რკინის მაგიდა არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რკინის მაგიდას ჩამოარტყა თავი, რაღაც მეტი დრამატიზებისთვის, ამ თემის მეტი გაბერვისთვის. სინამდვილეში ეს არის ცალკე აღებული „ფეიკ კამპანია“ , რომელიც ჯდება მილიონობით დოლარი. ერთი მილიონი და მეტი უკვე გადარიცხულია ოფიციალურად ლობისტებისთვის და არაოფიციალურად, რა…

მეტი...

,,იგულისხმება ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრება”- მამუკა მდინარაძე ორბანის განცხადებაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ორბანმა ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრება იგულისხმა. „აქ იგულისხმება ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრება. პატარა ქვეყანა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრობს, არის ოკუპირებული და ამ უდიდესი გამოწვევის, უდიდესი პრობლემის, საფრთხის წინაშე როგორ უნდა შეინარჩუნო მშვიდობა და გამონახო ყველა გზა ეროვნულობისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, შენს ხალხზე ზრუნვისათვის და არა ისე, როგორც ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსი ზრუნავს სხვისი დავალებების შესრულებაზე. ამას გულისხმობდა და, რა თქმა უნდა, ჩრდილში ყოფნა ვერ წარმოუდგენია ვერცერთ ადამიანს, რომ ორბანი გულისხმობდა გავლენის ქვეშ ყოფნას. თქვენ გინდათ, რომ…

მეტი...

,,საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ” – კრამონი

,,საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს. ბუნდესტაგის დეპუტატის კონსტანტინ კულეს განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად კლასიფიკაცია მყისიერად შეამცირებს გერმანიაში არალეგალურ მიგრაციას. ,,ბოლო პერიოდამდე კონსტანტინ კულეს მეც დავეთანხმებოდი, მაგრამ საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ, დისიდენტების ექსტრადირებაც მოსალოდნელია და აღარ ვარ დარწმუნებული. მოლდოვა სხვა შემთხვევაა”,- წერს კრამონი.

მეტი...

,,ივანიშვილის მიმართ სანქციების შემოღება კრემლზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტია”- ოლექსი გონჩარენკო

,,ივანიშვილის მიმართ სანქციების შემოღება კრემლზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტია”- ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი  ოლექსი გონჩარენკოს სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. რადას დეპუტატი აცხადებს, რომ ივანიშვილი მთლიანად კრემლის კონტროლს ექვემდებარება. ,,საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ ჩემ შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა.  ფრენსის ფუკუიამა ნაძირალა გონჩარენკოსთან ერთად ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.  ივანიშვილი, რომელიც მთლიანად კრემლის კონტროლს ექვემდებარება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო მოსკოვს დაუახლოვდეს, ამიტომ მის მიმართ სანქციების შემოღება კრემლზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტია”,– წერს გონჩარენკო. 

მეტი...

ხანძარი რუსეთში – სტავროპოლის ოლში მაზუთის კასრებს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, სტავროპოლის ოლში ერთ-ერთი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მაზუთის კასრებს გაუჩნდა. რუსული მედიის ინფორმაციით,  500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელებული ხანძარი კოლაკიზებულია. „ტაშკას ფერმაში შპაკოვსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა ევრობეტონის ქარხნის მახლობლად, ღია ტერიტორიაზე. იწვის კასრები“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურში. რაიონულ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ,,შეფასდება ფედერალური კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოება. აუდიტის შედეგების საფუძველზე განიხილება პროკურატურის რეაგირების ღონისძიებების გატარების საკითხი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები”- მიხეილ სააკაშვილი

,,ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები,”- ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ”ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას. მიხეილ სააკაშვილი კლინიკას მოუწოდებს, ამოიღონ კამერის ჩანაწერები. ,,ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას.  ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი – ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. სამწუხაროდ, წონასწორობის დაჭერა სულ უფრო მიჭირს. ყველა მხრიდან მიღებენ და ამოიღონ კადრები გუშინ 13-14 საათს შორის, სადაც ყველაფერია დაფიქსირებული. გარდა ამისა, კუნთების ატროფიისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაქვს…

მეტი...

„ჰქონდა „პრიორიტეტული“ ბავშვების სია”- 13 წლის მოზარდი თავდასხმას  კვირების განმავლობაში გეგმავდა

პოლიციის ცნობით, 13 წლის მოზარდმა, რომელმაც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის სკოლაში რვა სკოლის მოსწავლე და დაცვის თანამშრომელი მოკლა,  თავდასხმას  კვირების განმავლობაში გეგმავდა. პოლიციის ინფორმაციით,  თავდასხმაში ეჭვმიტანილს  „პრიორიტეტული სია“ ჰქონდა, თუ ვინ უნდა მოეკლა პირველად. ეჭვმიტანილი, რომელიც, სავარაუდოდ, მამის იარაღს იყენებდა თავდასხმის შემდეგ დააკავეს. დააკავეს მისი მშობლებიც. როგორც  Associated Press იტყობინება, ბრალდებულმა მკვლელობის შემდეგ პოლიციაც კი გამოიძახა, რადგან თვლიდა, რომ ამის გაკეთება სწორი იყო. სროლა სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში – დაიღუპა ცხრა ადამიანი

მეტი...

,,20 მაისამდე ეს პროცესები უნდა დასრულდეს”- ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევნები 17-20 მაისს გაიმართება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის მსურველებს რეგისტრაცია 4 მაისიდან 9 მაისამდე შეეძლებათ. ,,19 აპრილს ჩვენ დავაანონსეთ და ვთქვით, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ქალაქში, გაიმართება ღია, გამჭვირვალე არჩევნები და ასეთი იქნება 63, სადაც ადგილობრივები აირჩევენ პარტიის ხელმძღვანელებს. ნაციონალურ მოძრაობაში მიღებულია გადაწყვეტილება და 20 მაისამდე ეს პროცესები უნდა დასრულდეს, იმისათვის, რომ ჩვენ მზად ვიყოთ ყველა განვითარებული სცენარისთვის როგორც ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში, ასევე იცით, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში.…

მეტი...

,,პრეზიდენტი რომ ვიყო, ომს 24 საათში დავასრულებდი”- დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტი რომ იყოს, ომს 24 საათში დაასრულებდა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრაზე ჯო ბაიდენია პასუხისმგებელი. ,,მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს დავასრულებდი და ამას 24 საათი დასჭირდებოდა. მე კარგად ვიცნობ ზელენსკის. კარგად ვიცნობ პუტინს. მე შემიძლია დავასრულო ის ამ დროში… 100%-ით.”,- განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

,,14 სახლი განადგურდა”- ზვავი ბახმაროში

სოციალურ ქსელში ბახმაროში გადაღებული კადრები ვრცელდება, როგორც ვიდეოს ავტორის წერს ზვავის შედეგად 14 სახლი განადგურდა. „ბუნებას დიდი ძალა აქვს, როდის, რას მოიმოქმედებს არავინ ვიცით. ეს, ზვავის დროს დანგრეული სახლებია..14 სახლი განადგურდა სამწუხაროდ. ეს მოხდა თებერვლის ბოლოს და გამოჩნდა როდესაც თოვლი  გადნა“,- წერს სოციალური ქსელის მომხარებელი.

მეტი...

,,ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შეწყდეს შიდაპარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულ არჩევნებზე საუბარი”- ნიკა მელია

,,დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინაშე დგას უმძიმესი პოლიტიკური გამოწვევა, რაც უკავშირდება ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას და უპირველესად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს – ასევე, მისი გათავისუფლების საკითხს უკანონო პოლიტიკური ტყვეობიდან,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას თქმით, აუცილებელია, რომ პარტიაში არ იქნას დაშვებული არანაირი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს დაპირისპირების, დეზინტეგრაციის და გაუცხოვების გაღრმავებას. ,,ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რჩება სულ რამდენიმე კვირა და ახლა ეს არის საკითხი, სადაც ერთიანობის და მონოლითურობის დემონსტრირება არის უდიდესი მნიშვნელობის ამოცანა. ამ ვითარებაში აუცილებელია, რომ პარტიაში არ იქნას დაშვებული არანაირი პოლიტიკური…

მეტი...

კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას – დიმიტრი პესკოვი

კრემლის რეზიდენციაზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას – ამის შესახებ რუსეთი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპიკერ  დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „კიევშიც და ვაშინგტონშიც ამის უარყოფის მსგავსი მცდელობები, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ. კიევი უკვე აკეთებს იმას, რასაც აკეთებენ. მას ეუბნებიან, რომ გააკეთოს“, – განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინა კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.

მეტი...

,,ღარიბაშვილი ერთმანეთში ურევს პატრიოტიზმს, კონსერვატიზმსა და რუსულ გზავნილებს”- ხატია დეკანოიძე 

ოპოზიციონერმა დეპუტატი, ხატია დეკანოიძე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე  ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა აფასებს. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ იდეოლოგია დგას ძალადობასა და უმცირესობების დაჩაგვრაზე. ,,ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გასაკვირი არ არის. ეს ადამიანი გამოირჩევა მძიმე ჰომოფობიური განცხადებებით. პრაქტიკულად, მან არ იცის, რა არის კონსერვატიზმი.  პატრიოტიზმს, კონსერვატიზმს და რუსულ გზავნილებს ერთმანეთში ურევს,”- განაცხადა დეკანოიძემ.      

მეტი...

,,ყველას გვსურს აქ, ჰააგაში სხვა ვლადიმერი ვიხილოთ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ყველას გვსურს აქ, ჰააგაში სხვა ვლადიმერი ვიხილოთ”- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგის სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “დარწმუნებული ვარ, ყველა ვიხილავთ ამას, როგორც კი გავიმარჯვებთ – ჩვენ კი გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეწვია. შეგახსენებთ, მარტში, ჰააგამ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების საერთაშორისო ორდერები გასცა.

მეტი...

,,ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის საქმეში მონაწილეობს”- გიორგი ჩალაძე

გიორგი ჩალაძის განცხადებით, ,,ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის საქმეში მონაწილეობს. ჩალაძე  ზურაბ ჩხაიძეს ”ჭორიკანად გადაქცეულ პოლიტიკურ სპიკერად” მოიხსენიებს. ,,გუშინდელი გონების კარგვის ეპიზოდი არის უკვე რეგულარული ხასიათის. ეს არის ის, რაც დაწერილი იყო სახალხო დამცველის და სხვა ექსპერტების დასკვნებში, რომ ეს ესე მოხდებოდა.ბატონ ზურას შეუძლია ოჯახში უთხრას, რომ ის მონაწილეობს, საჯაროდ შეგვიძლია ვთქვათ, ის მონაწილეობს ბატონი პრეზიდენტის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის საქმეში. ეს არის ჭორიკანად გადაქცეული პოლიტიკური სპიკერი, სამწუხაროდ დამწყებია და არ აქვს გამოცდილება არ იცის, როგორ დაიმკვიდროს პოლიტიკაში თავი და აი ამას აკეთებს”, – განუცხადა…

მეტი...

,,ზურაბ ჩხაიძის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება”- შალვა ხაჭაპურიძე

,,ზურაბ ჩხაიძის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება,”- ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშილის  ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძის განცხადებას. მისივე თქმით, სააკაშილი სიმართლეს ამბობს. ,,რაც შეეხება რკინის მაგიდას, რკინის მილებისგანაა დამზადებული და ეს მაგიდა პირველი დღიდან არსებობს, რაც სააკაშვილი შეიყვანეს. ის სიმართლეს ამბობს. რაც შეეხება ჩხაიძის განცხადებას, ჩხაიძე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი და მის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება. ვნახეთ ამ სამსახურის წარმომადგენლები, რა ქმედებებს ახორციელებდნენ სასამართლო პროცესებზე. აბსოლუტურად ყველაფერს იტყუება“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. ,,სააკაშვილი იმყოფება ლუქს პალატაში, რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას”- ზურაბ ჩხაიძე

მეტი...

,,მე და ხატია დეკანოიძემ პარლამენტში შევქმენით პოლიტიკური ჯგუფი, რაც მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, გამოვიყენოთ საპარლამენტო ბერკეტები”- გოცირიძე

ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს. ,,დღეს მე და ხატია დეკანოიძემ პარლამენტში შევქმენით პოლიტიკური ჯგუფი (ფაქტობრივად, ფრაქცია), რაც მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, გამოვიყენოთ საპარლამენტო ბერკეტები. ჩვენ ყოველთვის ვიყავით თანმიმდევრულები პარლამენტის როლთან დაკავშირებით. ის ორგანიზაციული და პოლიტიკური ბერკეტები, რაც პოლიტიკურ ჯგუფს აქვს, ცოტათი უფრო გაგვაძლიერებს ჩვენს საქმიანობაში. სახელის შერჩევის პროცესში ვართ და დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ წაგვეშველებით:) ერთი სავარაუდო სახელი არაფორმალურად დავტესტეთ პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებში და კრიტიკის ქარცეცხლი დაგვაყარეს. დავრწმუნდით, რომ სწორს გვეუბნებოდნენ,”- წერს გოცირიძე.

მეტი...

,,ყველაფერი, რაც შეიძლება შევაჯამოთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს პოსტულატებშია – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”- ირაკლი ღარიბაშვილი

ყველაფერი, რაც შეიძლება შევაჯამოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის  მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებშია – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, – ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. „საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. არსებითად, ეს ფასეულობები ერთ წიგნში – სახარებაშია თავმოყრილი. ალბათ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც, ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. დაახლოებით იმავე დროს, მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში ქართულად ითარგმნა სახარება; თუმცა ქრისტიანობის ქადაგება ჩვენთან გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ქრისტეს პირველმა მოციქულებმა დაიწყეს. ორი…

მეტი...

,,თურმე ის, რომ დედა დედაა და მამა მამა, ეს ძალადობის წახალისებაა” – ღუდუშაური პრემიერის გამოსვლაზე

უმრავლესობის წევრი,ალუდა ღუდუშაური  კონსერვატიულ კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის  ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ეხმიანება. მისი თქმით, ეს იყო ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერ-მინისტრის გამოსვლა. ,,თურმე ის, რომ დიახ დედა დედაა და მამა მამა არის ეს, თურმე არის წახალისება ძალადობისა, რაღაც სხვისა, როგორც გნებავთ ისე ჩათვალეთ, მაგრამ ფაქტი არის ერთი, დიახ, დედა ნამდვილად დედა არის და მამა ნამდვილად მამა არის. ბატონი პრემიერის გამოსვლა იყო, მართლაც ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერ მინისტრის გამოსვლა. ეს ვინმეს ეწყინა ეტკინა, ზოგმა ცივი წყალი დალიოს, ზოგმა კიდევ თავის თავში იპოვოს სივრცე და ადგილი, არა ბოროტებას, სიკეთე, ერთობა, სიყვარული, ქვეყნის სიძლიერე. რეალურად ჩვენი…

მეტი...

ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ მათ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. დეპუტატების განცხადებით, პოლიტიკური ჯგუფი საპარლამენტო მუშაობის თვალსაზრისით აქტიური იქნება.ჯგუფის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იქნება. ,,გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო რესურსს, ჩემი და ბატონი რომანის პოზიცია იცით, ეს იქნება მათ შორის აპარატში მუშაობა, საპარლამენტო მუშაობა, დელეგაციებში ჩვენი მონაწილეობა და ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც დარეგისტრირდება საბოლოოდ ეს საკანონმდებლო ცვლილება, მე და ბატონ რომან გოცირიძეს გვექნება უკვე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი. ჯერჯერობით პოლიტიკური ჯგუფის სახელწოდება არ იცით,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მეტი...

,,შეგვიძლია, ვისწავლოთ ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა იცხოვროს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ისე, რომ შეინარჩუნოს ღირებულებები” – ორბანი

აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია. “მე ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მეტი...

,,ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის”- ირაკლი ღარიბაშვილი

ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია, – ამის შესახებ  პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა. მისი თქმით, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე. „რასაკვირველია, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის. ასე იყო ფაშიზმის შემთხვევაშიც, და არაერთხელ მთელს ისტორიაში. ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ თავისუფლებას – ცრუ თავისუფლების სახელით ებრძვიან. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. არავინ ებრძვის თავისუფლებას – მონობის სახელით, არამედ – ცრუ…

მეტი...

,,როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას”- ღარიბაშვილი

როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას – უმრავლესობაზე, ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი – ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა – ქალია, მამა კი – კაცი –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა პატივს სცემს თითოეული მოქალაქის  უფლებებს. ,,2014 წელს, ერთი მხრივ, ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ ასევე, საკუთარი მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენ მივიღეთ აანტიდისკრიმნაციული კანონი, რომელიც განუხრელად იცავს თითოეული მოქალაქის  კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცავთ…

მეტი...

,,პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ იყოს უკრაინაში ომი არ იქნებოდა”- ორბანი

,,დონალდ ტრამპი, რომ იყოს პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ იქნებოდა,”- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა. ,,როდესაც კლასობრივი ბრძოლა სჭარბობს, ქვეყნები რომლებიც დაფუძნებულები არიან მშვიდობაზე, ისინი იქცევიან ბრძოლის, სისხლის ღვრის ასპარეზად და მოიშლება ურთიერთგაგება და იქნება მტრობა. დემოკრატიის ექსპორტი ასრულებს ქვეყანას და მე უამრავი ე.წ. ფერადი რევოლუციები მინახავს. დონალდ ტრამპი, რომ იყოს პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ იქნებოდა, არც ევროპაში იქნებოდა. ბატონო პრეზიდენტო ტრამპ დაბრუნდით, მოგვიტანეთ ისევ მშვიდობა,”- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მეტი...