„სასწრაფოდ გვთხოვენ ამის დემონტაჟს, თორემ კატასტროფულ შედეგს გამოიწვევს“ – მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

საქართველოს პარლამენტში მინისტრს საათის ფორმატში, ზურაბ აზარაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოზეც მოუწია საუბარი. როგორც მინისტრმა განმარტა, კლინიკა სავალალო მდგომარეობაშია  და ამის დამადასტურებლად სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც მოიყვანა. „სამხარაულის დასკვნის პირველივე გვერდზე დეტალურად არის აღწერილი, რა არის გასაკეთებელი, რა არის გასამაგრებელი. 60-63 ათასი კვადრატული მეტრია ის შენობა. წერია, რომ გასამაგრებელია რიგელები, კოლონები მეტალებით თუ სხვა საშუალებებით; ასევე დასამატებელია სახანძრო უსაფრთხოებისთვის ოთხი კიბე ცხრა სართულზე, შიდა კიბეა გასაჭრელი; ასევე შიდა წყლების და იქ, სამწუხაროდ, სხვადასხვა წყლის პრობლემებია, აღარ მინდა ახლა დაკონკრეტება, ქვეშ, ორ სართულზე; ასევე, დასკვნაშივეა თუ სწორად მახსოვს, ან მეორე დასკვნა არის – ფასადი…

მეტი...

პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მოსკოვში ეპატიჟება

სამი პრეზიდენტი კრემლში შეხვედრისთვის ემზადება. მასპინძელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იქნება, სტუმრები კი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები. სომხეთის პრემიერ-მინისტრი  ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ 25 მაისს რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებით, სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ, უფრო გაფართოებული, ხუთმხრივი შეხვედრაც შედგება, რომელში მონაწილეობასაც დამატებით, საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც მიიღებს.  

მეტი...

აშშ უკრაინა-რუსეთის ომის „გაყინვას“ არ გამორიცხავს

კორეის ომის მსგავსად, შესაძლოა უკრაინა-რუსეთის ომიც „გაიყინოს“. აღნიშნულ ვარიანტს თეთრ სახლში განიხილავენ. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, მსგავსი ალბათობა საკმაოდ მაღალია. „ასეთი კონფლიქტი მრავალი წელი გაგრძელდება, შეიძლება, ათწლეულებიც, კორეის ნახევარკუნძულზე დაპირისპირების მსგავსად. ერთ-ერთი საკითხია სად გაივლის ე.წ. საზღვრები, რომელზეც უკრაინა და რუსეთიც შეთანხმდებიან“ – აღნიშნულია გამოცემაში. მათი ინფორმაცით, თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ მსგავსი სცენარი  შესაძლოა, ყველაზე რეალისტური იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ არც კიევი და არც მოსკოვი არ არიან მზად, დამარცხება აღიარონ. კონფლიქტის „გაყინვის“ შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება, მაგრამ არც ერთი მხარე არ გამოცხადდება გამარჯვებულად და არც ეთანხმებიან ომის ოფიციალურად დასრულებას.  

მეტი...

პროკურატურამ ავტოავარიის შედეგად ორი პატრულ-ინსპექტორის გარდაცვალების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, კოლეგებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს პროკურატურამ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის განაპირას გაჩერებულ საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი ორი პატრულ-ინსპექტორი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება…

მეტი...

მინისტრის განცხადებით, თუ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ჩამოსვლა გაუადვილდებათ, პირდაპირ ფრენებში ცუდი არაფერია

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაში ცუდი არაფერია. „ნუ უკავშირებთ ფრენების საკითხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან კავშირი აქვს იმ 12 პუნქტს, რომელიც განსაზღვრულია და რომელსაც ვასრულებთ… რუსეთში ცხოვრობს ასი ათასობით ქართველი. თუ ამ ქართველებს გაუადვილდებათ საქართველოში ჩამოსვლა, დაზოგავენ დროს და ფინანსურ რესურსებს, ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ. ჩვენ ყველგან ვზრუნავთ ჩვენ მოქალაქეებზე და ეს არის პრინციპი, რომ საქართველო ზრუნავს მის მოქალაქეზე განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. რუსეთის მოქალაქეს შეუძლია, რომ ჩამოვიდეს საქართველოში სხვა გზით? მანქანით შეუძლია ჩამოვიდეს, ასევე სხვადასხვა გზით შეუძლიათ ჩამოვიდნენ…

მეტი...

„თუ ექიმები იტყვიან, რომ შესაძლებელია სააკაშვილის ციხეში გადაყვანა, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“ – მინისტრი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში ყველა იმ  მომსახურებას იღებს, რაც მას სჭირდება. როგორც ბრეგაძე განმარტავს, თუ ექიმები იტყვიან, რომ მისი კლინიკაში გადაყვანა შესაძლებელია, მოხდება გადაყვანა. „ჩვენ ვხელმძღვანელობთ ადამიანის უფლებების მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი სტანდარტებით. თუკი ადამიანს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას იღებს კერძო კლინიკაში, „ვივამედში“, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის ციხეში გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.  

მეტი...

„კარტელური შეთანხმებები ზიანის მომტანია სახელმწიფოსთვის“ – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კარტელურ შეთანხმებებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ეს სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანია. „განსაკუთრებით მიმდინარე წელს გამოჩნდა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის, ვინაიდან ჰოლდინგური და მსგავსი მსხვილი კარტელური შეთანხმებების შედეგად  შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიადგეს როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს“,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში ზაზა ლომინაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, საუბარია იმ ჰოლდინგებზე, რომელიც, ფარმაცევტულ კომპანიებს,სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვეო კომპანიებს აერთიანებს. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე უწყებას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. „ამასთან დაკავშირებით ნამდვილად დაწყებული გვაქვს მუშაობა და ვფიქრობ, რომ სამოქმედო გეგმა…

მეტი...

აკრედიტაციის გარეშე კლინიკები დაზღვევაში ვერ ჩაერთვებიან

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2025 წლიდან კლინიკების დაზღვევა სავალდებულო იქნება და აკრედიტაციის გარეშე კლინიკები დაზღვევაში ვერ ჩაერთვებიან. „აკრედიტაციის, როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის დანერგვით ჩვენ, ერთი მხრივ, ხელს შევუწყობთ პაციენტების უსაფრთხო მკურნალობას, მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტი მიზნობრივად მიმართული იქნება ხარისხიანი სერვისების დაფინანსებისკენ“ – აღნიშნა აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას. მინისტრის შეფასებით,  სამინისტრომ სიღრმისეულად შეისწავლა საერთაშორისო აკრედიტაციის არსებული სისტემები, აკრედიტორი ორგანიზაციების მოთხოვნები და საერთაშორისო დონის სტანდარტები. „დამყარდა პირდაპირი კომუნიკაცია აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, რომლებიც ოპერირებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისასალმებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობამ უკვე აქტიურად დაიწყო მზადება აკრედიტაციის მოსაპოვებლად, რაც…

მეტი...

2023 წელს, სოციალურად დაუცველი ბავშვები 500 000 000 ლარამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელებული  საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2023 წელს, სოციალურად დაუცველი ბავშვები 500 000 000 ლარამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ „გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები საზოგადოების განსაკუთრებული ჯგუფია, მათი უფლებების რეალიზებას მთავრობა სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამებით და პროექტებით ახორციელებს.   2015 წლიდან „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში დაწესებულია ბავშვის ბენეფიტი. 2022 წელს ეს თანხა 150 ლარამდე გაიზარდა, 2023 წლის ივლისიდან კი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თითოეულ ბავშვზე თვეში 200 ლარამდე იზრდება. შესაბამისად, 2023 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვები ნახევარ მილიარდ ლარამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. ყოველწლიურად იზრდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე…

მეტი...

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგმა სააკაშვილის გადაყვანაზე საბოლოო პასუხი თქვა

იუსტიციის მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განცხადება მედიასთან გააკეთა. როგორც რატი ბრეგაძე განმარტავს, სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით საერთოდ არავის აქვს რაიმე სახის კითხვა. „ჩვენ გვაქვს დიალოგი ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან, მათ შორის იმ ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, საითკენაც მიილტვის საქართველო და ეს არის ევროკავშირი. კონკრეტულ მოთხოვნაზე, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი სამკურნალოდ ყოფილიყო ვარშავაში დაუყოვნებლივ, ამაზე იყო პასუხი და ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხის. დანარჩენ სარჩელს რაც შეეხება, როდესაც დაცვის მხარე წარადგენს სარჩელს, როდესაც სასამართლო გამოგვიგზავნის ჩვენი პოზიციების მისაწოდებლად, მერე ვისაუბრებთ ამ საკითხზე. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პოლონეთში მსჯავრდებულ სააკაშვილის გადაყვანაზე, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის…

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პაციენტ და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებები მაქსიმალურად დაცულია

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს პარლამენტში ამ დრომდე უსმენენ, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მინისტრს საუბარი მოუწია, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაა.  როგორ მინისტრმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და უფლებები მაქსიმალურად დაცულია. „პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი, ასევე ის კლინიკა, სადაც პაციენტის მკურნალობა ხდება, მაღალკვალიფიციურია, აკრედიტებულია და ვფიქრობ, რომ მკურნალობის ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს. ასევე არ არსებობს კითხვა პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანასა და მკურნალობასთან დაკავშირებით.  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც განიხილა ეს საკითხი და განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არის და ყველა ის საჭირო სერვისი, რაც პაციენტს უნდა მიეწოდებოდეს, მიეწოდება. საქართველოში ნებისმიერი პაციენტის თუ მსჯავრდებულის უფლებები არის…

მეტი...

„ხელფასის ზრდა შეეხო 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს“ – ზურაბ აზარაშვილი

„ხელფასის ზრდა შეეხო 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს“,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, ექიმების პროფესიული რეგულირების საკითხზე საუბრისას განცხადა. მისი განმარტებით, სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსახლეობას მომსახურებას უწევდეს მაღალკვალიფიციური ექიმები, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს მათი შრომის პირობებისა და უფლებების დაცვაზე. „წელს ამოქმედდა მინიმალური ანაზღაურების მექანიზმი ექიმებისა და ექთნებისთვის. დამსაქმებლისთვის გაჩნდა ვალდებულება, რომ ექიმს ყოველ საათში აუნაზღაუროს არანაკლებ 7 ლარისა, ხოლო ექთანს-არანაკლებ 4,40 ლარისა. ამ რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხო 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს. იმისათვის, რომ აღნიშნული ვალდებულება იქნას დაცული, სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური ელექტრონული სისტემის საშუალებით რუტინულად ახორციელებს…

მეტი...

რატი ბრეგაძე იუსტიციის სამინისტროში დიპლომატებს ხვდება

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ხვდება გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა. შეხვედრას 22 საელჩოს წარმომადგენელი ესწრება. ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

მეტი...

,,ვნანობ ამ აეროპორტების არსებობას, ქართველების მასობრივად გასვლის და რუსების შემოსევის ტრაგედიის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

,,ვნანობ აეროპორტების არსებობას, პირველად ქართველების მასობრივად გასვლის გამო და ახლა რუსების შემოსევის ტრაგედიის გამო,” – ამის შესახებ  მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამია. მისი თქმით, ქართველები საქართველოს ერთგულები უნდა დარჩნენ. ,,ჯერ თბილისის და ბათუმის აეროპორტები ავაშენეთ გიორგი კარბელაშვილთან ერთად. ალბათ ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ქუთაისის აეროპორტი 2008-ში რუსეთის მიერ 500 კილოგრამიანი ბომბებით დაბომბილი კოპიტნარის მაგივრად რომ ავაშენეთ, ვერა ქობალიას და რამაზ ნიკოლაიშვილის აქტიური დახმარებით. ავიყვანეთ ჰოლანდიური არქიტექტორული კომპანია, ძალიან მეჩქარებოდა, რომ ამათ მოსვლამდე ამეშენებინა და საერთაშორისო სტატუსი მიგვეცა. უკვე ბევრჯერ ვნანობ ამ აეროპორტების არსებობას, პირველად ქართველების მასობრივად გასვლის გამო და…

მეტი...

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 55 პირი დააკავა, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების…

მეტი...

„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში ბრალდებულ შვიდივე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ 7 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, რის გამოც პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შემდეგი პროცესი 10 ივლისს 12 საათზე ჩაინიშნა. ცნობისთვის, დაკავებულია საქართველოს 6 და თურქეთის 1 მოქალაქე. საქართველოს პროკურატურამ შვიდივე პირს ბრალდება, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე წარუდგინა.

მეტი...

,,კეზერაშვილი შარაგზის ყაჩაღია”- ირაკლი კობახიძე

,,კეზერაშვილი არის ცნობილი ოლიგარქი, ცნობილი ყაჩაღი, შარაგზის ყაჩაღი – ახლა გაკადნიერდა და „ბიბისის“ უჩივლა,”-ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  დავით კეზერაშვილის მიერ ”ბიბისის” წინააღმდეგ სარჩელის შეტანას. მისი თქმით, კეზერაშვილს იმედი აქვს, რომ ფულით იყიდის იმ სასამართლოს, რომელიც „ბიბისის“ საქმეს განიხილავს. „კეზერაშვილი თავს დაესხა თავისუფალ მედიას. ადრესატი მისი კუთვნილი ტელევიზია რომ ყოფილიყო, აუცილებლად ასეთ სიტყვებს გამოიყენებდა, რამდენჯერაც სარჩელი შევიტანეთ კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ, როცა საქმე ეხებოდა სიცრუის გავრცელებას და ა.შ., იმდენჯერ კეზერაშვილის ტელევიზიამ ამას უწოდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ კეზერაშვილი თავს ესხმის თავისუფალ მედიას და ეს არის „ბიბისი“.…

მეტი...

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დაარასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებებში  ბრალდებული  დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის  მწვრთნელი, ამავე საფეხბურთო კლუბის არასრულწლოვანი მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა. ,,სამართალდამცველებმა ბრალდებული 2022 წლის 20 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი  შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8  წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ…

მეტი...

,,1,600-ზე მეტ წამალზე უკვე განისაზღვრა რეფერენტული ფასი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მედიკამენტების ღირებულება“- მინისტრი

,,ფარმაციის მიმართულებით განხორციელებულ სისტემურ ცვლილებებს შორის უპირველესად უნდა აღინიშნოს, 2023 წლიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის ამოქმედება,”- აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების უდიდესი წილი ტრადიციულად სწორედ მედიკამენტებზე მოდიოდა. წამლის ფასი ძირითად შემთხვევებში იყო არაპროგნოზირებადი, მუდმივად ცვალებადი და ძირითადად სუბიექტურ ფაქტორებზე დამოკიდებული. სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ფარმაცევტულ პროდუქტზე განსაზღვრული რეფერენტული ფასის დაცვაზე მონიტორინგი და კონტროლი. მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა სახელმწიფო უწყების და განსაკუთრებით, კონკურენციის სააგენტოს მიმართ ამ პროცესში აქტიური თანამშრომლობისთვის. დღეისათვის 1,600-ზე მეტ წამალზე უკვე განისაზღვრა რეფერენტული…

მეტი...

,,არასდროს ვყოფილვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესების ინიციატორები, ყოველთვის ვცდილობდით ურთიერთობების ნორმალიზებას”- ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით,  რუსეთ-საქართველოს შორის, პირდაპირი ფრენების აღდგენას ადამიანების უზარმაზარი რაოდენობა ითხოვდა. ზახაროვას თქმით, მათი იზანია, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების კონტაქტების გამარტივებას შეუწყონ ხელი, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა. ,,ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესების ინიციატორები, პირიქით, ყოველთვის ვცდილობდით ურთიერთობების ნორმალიზებას. ჩვენი მიზანია, რომ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების კონტაქტების გამარტივებას შევუწყოთ ხელი, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა. ჩვენ ვიცით, რომ ამის მოთხოვნა იყო ადამიანების უზარმაზარი რაოდენობისგან. ჩვენ ამ თემას ხშირად ვუბრუნდებოდით, რისი მიზეზიც სწორედ სამოქალაქო საზოგადოების მონდომება იყო და საბოლოოდ ერთგვარ რიტუალად იქცა შეკითხვები, თუ როდის აღდგებოდა…

მეტი...

,,რესპუბლიკური საავადმყოფო რამდენიმე წელში გახდება ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურის, მაღალი დონის სამედიცინო კომპლექსი“ – მინისტრი

„რესპუბლიკური საავადმყოფო რამდენიმე წელიწადში გახდება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურის, მაღალი დონისა და შესაძლებლობების მქონე სამედიცინო კომპლექსი“,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი განცხადებით, უკვე შემუშავებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების გეგმა და ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება დაწესებულება, რომელიც თანაბრად იზრუნებს პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის საუკეთესო ინტერესებზე. „გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს ექნება მძლავრი საუნივერსიტეტო მაღალტექნოლოგიური საავადმყოფო 500 საწოლზე. გარდა ზემოაღნიშნული მიმართულებებისა, ახალ შენობაში განთავსდება ცენტრალური სისხლის ბანკი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ასევე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიის ცენტრი“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალ შენობაში მიმდინარე…

მეტი...

ყაჩაღობა ქუთაისში – ნიღბიანი პირი მაღაზიაში შეიჭრა

ქუთაისში,  თაბუკაშვილის ქუჩაზე, ნიღბიანი პირი მაღაზიაში შეიჭრა და თანხა წაიღო. ”ტვ პირველის” ინფორმაციით,  ნიღბიანი მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოლარეს, სალაროდან თანხა წაიღო და მიიმალა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

მეტი...

,,იყო სასჯელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დაეკისრათ და ეს სასჯელი მოიხსნა ცალმხრივად, რა საფასურზე შეიძლება, იყოს აქ საუბარი”- კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელის დეგნანის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია რა საფასურის გადახდაზე შეიძლება იყოს საუბარი. ,,მე არ ვიცი ეს, რა თქმა უნდა, ვერავითარი საფასური ჩვენი მხრიდან ვერაფერთან დაკავშირებით ვერ იქნება გადახდილი. იყო სასჯელი, რომელიც დაეკისრათ საქართველოს მოქალაქეებს, 2019 წელს და ეს სასჯელი მოიხსნა ცალმხრივად. რა საფასურზე შეიძლება იყოს აქ საუბარი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარია, ამიტომ მეტ სიღრმეში არ მინდა შევიდე, თორემ სხვანაირი კომენტარებიც შეიძლება გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, როცა საუბარია სასჯელის ცალმხრივად მოხსნაზე, აქ რა საფასურზე შეიძლება იყოს საუბარი, აბსოლუტურად…

მეტი...

,,2022 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებად სერვისების რაოდენობა“- მინისტრი

„დაფინანსების მოცულობასთან ერთად, 2022 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებად სერვისების რაოდენობა“, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია და 880 მილიონ ლარს შეადგენს. „მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა დეფიბრილატორების დაფინანსებაზე და ასევე მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა აბლაციების დაფინანსებაზეც. გარდა ამისა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიური დაფინანსება, თითოეულ პაციენტზე, 25 000 ლარამდე გაიზარდა. მოიხსნა თანაგადახდა და ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური სერვისები ანაზღაურდება სრულად. პროგრამას დაემატა გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის კომპონენტი და ამოქმედდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის…

მეტი...

,,მშობლებმა სტაციონარში მოთავსებაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად დატოვეს კლინიკა”- ექიმი გორში გარდაცვლილ ბავშვზე

გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ საქმის შესწავლა უკვე დაიწყო. “გორმედის” პედიატრიული განყოფილების უფროსი აცხადებს, რომ შეთავაზებული იყო მკურნალობის სქემა, რისთვისაც საჭირო იყო მისი სტაციონარში მოთავსება, რაზეც მშობლებმა უარი განაცხადეს და თვითნებურად დატოვეს კლინიკა. ,,პაციენტი, 4 წლის კლინიკაში შემოყვანილ იქნა 17 მაისს, ღამის სამ საათსა და 50 წუთზე. მორიგე ექიმის მიერ, ვერიფიცირებულ იქნა ჩუტყვავილას დიაგნოზი, პაციენტზე შეთავაზებული იყო მკურნალობის გამოკვლევის სქემა და ამისთვის საჭირო იყო მისი მოთავსება სტაციონარში, რაზეც პაციენტის მშობლებმა განაცხადეს უარი და თვითნებურად დატოვეს კლინიკა”,- აცხადებს პედიატრიული განყოფილების…

მეტი...

,,გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და განცხადებები დააზიანებს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ” – კობახიძე

,,გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენ სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ”,-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება, პრეზიდენტს არ მისცეს თანხმობა ვიზიტზე. ,,პრეზიდენტი არ უნდა სპეკულირებდეს. რა შუაშია რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა და რა შუაშია პრეზიდენტის ვიზიტი უცხო ქვეყანაში, ეს აბსოლუტურად გაუგებარი შედარებაა. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირი ასე სპეკულირებს. უბრალოდ დასანანია. რაც შეეხება ვიზიტზე თანხმობის გაცემას, ეს არის მთავრობის ექსკლუზიური უფლება, თუ მაგალითად მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება…

მეტი...

,,გამიხარდებოდა, ამერიკას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუხსნას სავიზო რეჟიმი ან კიდევ უფრო გამარტივდეს ეს პროცესი”- კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მისასალმებელი იქნება, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ ქართველებს მისცეს შესაძლებლობა, ამერიკაში ვიზების გარეშე, ან გამარტივებული პროცესის გავლით ჩავიდნენ. როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სტატისტიკის მიხედვით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოში გაცემული ვიზების რაოდენობა მცირეა. „მივესალმები იმას, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება უვიზოდ იყოს შესაძლებელი. შეიძლება, ეს დღეს რთულად გასაკეთებელი იყოს, მაგრამ გაცემული ვიზების რაოდენობის სტატისტიკა რომ ვნახოთ, საქართველო ამ მხრივ მეზობელ ქვეყნებს ძალიან ჩამორჩება. გამიხარდებოდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუხსნას სავიზო რეჟიმი ან კიდევ უფრო…

მეტი...

,,ველოდებოდი სინანულს, თუმცა აღმოჩნდა, რომ განსხვავებული რეაქცია იყო”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ კელი დეგნანისგან სინანულის, გულის ტკივილის გამოხატვას ელოდა. მისივე თქმით, ელოდებოდა, რომ ელჩი საკითხის შესახებ საკონსულოში მოიკითხავდა. ,,ველოდებოდი, რომ მოიკითხავდა საკონსულოში რატომ მოხდა, როგორ მოხდა, სინანული, გულის ტკივილი ამასთან დაკავშირებით, თუმცა ნუ არ ვიცი კონკრეტული ტელევიზიის მიმართ ბრალდებაც გაისმა ამის შესახებ. ტექნიკური ვერ იქნება რა თქმა უნდა მიზეზი, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ სამ თვეში როცა არის დაგეგმილი გასტროლები ნებისმიერ საკონსულოს შეუძლია ვიზების მოგვარება, მაგალითად, ვიღაცების წაყვანა რომ უნდათ ხოლმე სწრაფად, ორ დღეშიც კეთდება ხოლმე ვიზები, მარტივი მოცემულობაა, ნებისმიერ…

მეტი...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი წევრის ასარჩევად მესამე ტური 30 მაისს გაიმართება

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი წევრის ასარჩევად მეორე ტური გაიმართა. კენჭისყრის შედეგად, მეორე ტურში გასული ოთხივე კანდიდატი ჩავარდა. კენჭისყრაზე წარდგენილი იყო ის 4 კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერა მოიპოვა. ესენია: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე. უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარმოდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები დამატებითი კონსულტაციებს გაივლიან და ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად  კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის ასარჩევად მესამე ტური 30 მაისს გაიმართება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად სულ წარდგენილი იყო 29 კანდიდატი, საიდანაც პირველ ტურში  პარლამენტმა 3 არამოსამართლე…

მეტი...

,,ჩვენი პრინციპი მარტივია – არცერთი ნაცი არცერთ ორგანოში”- ირაკლი კობახიძე

,,ჩვენი პრინციპი მარტივია: არც ერთი ნაცი არც ერთ ორგანოში და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „როცა საუბარია 3-2 ზე, 4-1 ზე და ა.შ. ერთი პრინციპია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ადრე შეიძლება, ცოტა კომპრომისებით ვეკიდებოდით. მაგალითად, როდესაც ნინო ლომჯარია ავირჩიეთ სახალხო დამცველად და ა.შ. აღარ გავყვები. ჩვენი პრინციპი მარტივია – არც ერთი „ნაცი“ არც ერთ ორგანოში, ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატები უნდა აირჩნენ კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, ეს არის…

მეტი...

მკვლელობა სოფელ გელათში – ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ნაფიცმა მსჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მათ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  ნაფიცმა მსჯულებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც ორი პირის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. ,,სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2022 წლის 28 აგვისტოს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულებმა დაზარალებულს, მისი ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.  პროკურატურამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას მოწმობდა. ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში…

მეტი...

,,დავიტოვოთ დრო კონსულტაციებისთვის, დღეს ჩავატაროთ ფორმალური კენჭისყრა”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით დღეს ფორმალური კენჭისყრა ჩატარდეს და  კონსულტაციებისთვის დრო დაიტოვონ. კობახიძემ  უმრავლესობის წევრებს  მოუწოდა არცერთ კანდიდატს დღეს მხარი არ დაუჭირონ. „ჩემი შემოთავაზება იქნებოდა, დავიტოვოთ დრო კონსულტაციებისთვის, დავიტოვოთ შემდეგი ათი დღე კონსულტაციებისთვის. რეგლამენტის თანახმად, ორ კვირაში უნდა ჩატარდეს შემდეგი კენჭისყრა, ე.წ. მესამე ტური, მანამდე გავიაროთ კონსულტაციები ოთხი კანდიდატის გარშემო, რომელიც დღესაც წარმოდგენილია, დღეს ჩავატაროთ ფორმალური კენჭისყრა. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის წევრების მიმართ ჩემი მოწოდება იქნება, რომ მხარი არ დავუჭიროთ (ეს არის ფორმალური ჟესტი, ფორმალური ნაბიჯი) არცერთ კანდიდატს…

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი “არასათანადო ჩაცმულობის” აკრძალვას განიხილავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტი  “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, სტუმრებსა და აფხაზეთის მცხოვრებლებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში “არასათანადო ჩაცმულობა” ეკრძალებათ. განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს პარლამენტს სესიის მომდევნო სხდომაზე რეკომენდაცია გაუწიონ ამ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას. კონკრეტულად რა იგულისხმება “არასათანადო ჩაცმულობაში” აუ ეტაპე უცნობია.

მეტი...

„დედას ხელებში ჩააკვდა, ბავშვს ჩუტყვავილა აქვს და ოთახში ვერ შევიყვანთო“- გორში მომხდარი ტრაგედია

გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ. „როგორც ყოველთვის, გორმედში გულგრილად მიიღეს და წავედით თბილისში. ვერ ჩავუსწარით ბავშვს, დედას ჩააკვდა ხელებში. როცა მიხვალ და ერთი საათი სჭირდება იმას, რომ რეანომობილი მობილიზდეს, ან საერთოდ რამე გაკეთდეს. ბავშვს ჩუტყვავილა აქვს და ვერ შევიყვანთ ოთახში, სად ოთახში ვერ შევიყვანთ, გადასხმას ბავშვს ვერ გავუკეთებთ, ხომ შეიძლება მისაღებში გაუკეთო ბავშვს გადასხმა, სადმე, თუ შენ გულგრილი არ ხარ“ – ამბობს ოჯახის ნათესავი, რომლის კომენტარს ”პრაიმტაიმი” ავრცელებს. „ვეუბნები ექიმს, ჩქარა ცუდად არის, მოიცა, ჯერ ისტორია უნდა შევავსოვო”- 4 წლის…

მეტი...

„შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, ჩათში ჩაგდებული იყო ხუთი კანდიდატი, რატომ თქვა, რომ ოთხი იყო ჩაგდებული”- ნატო ჩხეიძე

„შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, ჩათში ჩაგდებული იყო ხუთი კანდიდატი, რატომ თქვა, რომ ოთხი იყო ჩაგდებული და საზოგადოების წინაშე რატომ არ თქვა ნიშნიანიძე“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ჩათში ჩაგდებული იყო ხუთი კანდიდატის გვარი, რომლისთვისაც მხარი უნდა დაეჭირათ, თუმცა ფრაქციის წევრები მხოლოდ ოთხზე საუბრობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგის დროს არ ვიცი მეტი გულწრფელობის, დამაჯერებლობის თუ თვალსაჩინოებისთვის თქვეს, ჩათში ჩაწერილი მესიჯის შესახებ, რომ იყო ოთხი გვარი: სალია, საჯაია, წიქარიშვილი და მუხაშავრია და თქვეს, რომ ჩათში ჩაგდებული იყო ეს ოთხი გვარი, მათ დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში…

მეტი...

სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგო 2 ადამიანს დაუდასტურდა

ახალციხის მუნიციპალიტეტებში ადიგენსა და ასპინძაში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ორ პირს დაუდასტურდა.ამის შესახებ ინფორმაციას  “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე–ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, ორ კაცს ყირიმ-კონგო 15 მაისს დაუდასტურდა. მათგან ერთი დაბა აბასთუმანში ცხოვრობს, მეორე კი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველში. მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს 5  ფაქტია დადასტურებული. 2023 წელს პირველი შემთხვევა 28 აპრილს დაფიქსირდა.

მეტი...