მთავრობას პრეზიდენტისთვის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა ამ დრომდე არ მიუცია

საქართველოს მთავრობას პრეზიდენტისთვის, ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობა ამ დრომდე არ მიუცია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა.  27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია,” – ნათქვამია  პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მსგავსი თემები