,,საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კლიმატის პირველი სტრეს-ტესტი ჩაატარა, რომლის მიზანს საქართველოს ფინანსურ სექტორისთვის კლიმატთან დაკავშირებული რისკების პოტენციური ზეგავლენის შეფასება წარმოადგენდა. შეფასდა როგორც მწვავე ფიზიკური რისკები, როგორიცაა ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები, ასევე გარდამავლობის რისკები, რომლებიც დაბალი-ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლას უკავშირდება. სტრეს-ტესტის მიზანს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევების მიმართ საბანკო სექტორის მდგრადობის შეფასება წარმოადგენდა”, – ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. „კლიმატის სტრეს-ტესტის ჩარჩო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პროგრამის Greening Financial Systems Technical Assistance Programme-ის მხარდაჭერით და EconLab-ის ექსპერტებთან თანამშრომლობით შემუშავდა. პროექტი, რომელიც ორ წელზე მეტხანს გრძელდებოდა, დასრულდა ტექნიკური მისიითა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის ჩატარებული სემინარით, სადაც სტრეს-ტესტის…
მეტი...კატეგორია: ეკონომიკა
ჩინეთის პრემიერი 10 საერთაშორისო ეკონომიკურ ლიდერებთან დიალოგს გამართავს
9 დეკემბერს, პეკინი მსოფლიო ეკონომიკურ ლიდერებს უმასპინძლეს. „1+10“-ის ფარგლებში, სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანგი 10 საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდება. დიალოგში მონაწილეობას მიიღებს ახალი განვითარების ბანკის პრეზიდენტი დილმა რუსეფი; მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა; საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ნგოზი ოკონჯო-ივეალა; გენერალური მდივანი გაეროს ვაჭრობა და განვითარება რებეკა გრინსპანი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გილბერტ ფ. ჰოუნბო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მათიას კორმანი; საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის გენერალური მენეჯერი აგუსტინ კარსტენსი და სხვები. დიალოგის ერთ-ერთი თემა იქნება განვითარებაზე კონსენსუსის შექმნა გლობალური…
მეტი...„ცრუ ინფორმაციის გავრცელება უსაფუძვლო პანიკას ქმნის და დამაზიანებელია საფინანსო სექტორისთვის“ – ეროვნული ბანკი
„ცრუ ინფორმაციის გავრცელება უსაფუძვლო პანიკას ქმნის და დამაზიანებელია საფინანსო სექტორისთვის“, – ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე შეზღუდვები წესდება. „კატეგორიულად უარვყოფთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს წესდება რაიმე სახის შეზღუდვები კომერციულ ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე. მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ ბოლო წლებში ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკისა და პოზიტიური მაკროეკონომიკური ტენდენციების ფონზე, საბანკო სექტორი ახლა არის ისეთი მდგრადი, როგორც არასდროს. ბანკებს აქვთ საკმარისი ბუფერები გაუმკლავდნენ ყველაზე მძიმე…
მეტი...მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარზე ნაკლები თანხის სესხს სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. ასევე, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ,,საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. 2024 წლის ოქტომბერში, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 18.6% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. 2024…
მეტი...ხვდება თუ არა ჩინური პროდუქცია აშშ-ში მექსიკის გავლით?!
მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, რომ ჩინური პროდუქცია შეერთებულ შტატებსა და კანადაში მექსიკის გავლით შედის. მან ასევე აღნიშნა, რომ მათ აქვთ გეგმა ჩინეთიდან შემოსული ამ იმპორტული საქონლის ჩანაცვლებისა და მათი უმეტესი ნაწილის მექსიკაში წარმოების. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხი ჩინეთის საგარეო უწყებას მოუწია. როგორც მაო ნინი აცხადებს, ეკონომიკური საკითხების პოლიტიზირება არავის ინტერესებში შედის. „ჩინეთი ახორციელებს სავაჭრო თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყანასთან საერთაშორისო წესებისა და საბაზრო პრინციპების შესაბამისად და ურთიერთ სარგებელი ასეთი თანამშრომლობის განმსაზღვრელი მახასიათებელია. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკური საკითხების პოლიტიზირება არავის ინტერესს არ ემსახურება. ჩინეთი და მექსიკა კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან,…
მეტი...სი ძინპინის ინიციატივა გლობალური მმართველობის გასაუმჯობესებლად G20-ის ლიდერთა სამიტზე
„განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა იმუშაონ განვითარებადი ქვეყნების საჭირო დაფინანსებაზე, ტექნოლოგიებსა და შესაძლებლობებზე; ერთად ვიმუშაოთ სამართლიანობისთვის; უნდა გავაძლიეროთ საერთაშორისო მმართველობა და თანამშრომლობა ხელოვნურ ინტელექტზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ AI არის კარგი და ყველასთვის და არა მდიდარი ქვეყნებისა და მდიდრების თამაში“ – ეს მცირე ამონარიდია პრეზიდენტ სი ძინპინის გამოსვლიდან, რომელზეც მან G20-ის ლიდერთა სამიტზე ისაუბრა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ბრაზილიაში იმყოფება. რიო-დე-ჟანეიროში, სი ძინპინი G20-ის ლიდერთა სამიტს ესწრება. ის სიტყვით გამოვიდა სამიტზე, სადაც გლობალური მმართველობის ინსტიტუტების რეფორმის შესახებ ისაუბრა და 5 პუნქტი გააჟღერა. „G20 სამიტის დაწყებიდან 16 წელი გავიდა. წლების განმავლობაში, ჩვენ სოლიდარულად ვმუშაობდით…
მეტი...სი ძინპინი ლიმაში ჩავიდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი პერუს დედაქალაქ ლიმაში ჩავიდა. ეს არის ის ძინპინის სახელმწიფო ვიზიტი, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ლიდერების 31-ე არაფორმალურ შეხვედრაზე. პერუში გამგზავრებამდე სი ძინპინმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთი 10 წელია პერუს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და უდიდესი საექსპორტო ბაზარია. გასულ წელს პერუს ექსპორტმა ჩინეთში მისი მთლიანი ექსპორტის 36 პროცენტი შეადგინა და ეს თანამშრომლობა კიდევ უნდა გაძლიერდეს. „ჩვენი ხალხის ფსიქოლოგია უფრო აზიურია, ვიდრე დასავლური“ – სი ძინპინი პერუში
მეტი...„ჩვენი ხალხის ფსიქოლოგია უფრო აზიურია, ვიდრე დასავლური“ – სი ძინპინი პერუში
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი პერუში APEC-ის ეკონომიკური ლიდერების შეხვედრა ესწრება. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, პრეზიდენტობის პერიოდში, ეს მისი მეორე ვიზიტია ჩინეთის „მეზობელ“ წყნარი ოკეანის გაღმა. მან ისაუბრა ჩინეთის უძველეს ცივილიზაციაზე, კულტურაზე, პერუს ცივილიზაციის ისტორიაზე, მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და სამომავლო გეგმებზე. „ჩინეთისა და სხვა ქვეყნების არქეოლოგიურ საზოგადოებებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ჩინური ცივილიზაცია და ამერიკის ცივილიზაციები ფაქტობრივად შეიქმნა ერთი და იმავე წინაპრების შთამომავლების მიერ სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა ადგილას. ჩვენი ცივილიზაციების სიბრძნის წყალობით, ჩვენი გონება პოულობს საერთო ენას და ჩვენი გული რეზონანსდება“ – აღნიშნა სი ძინპინმა. მან დასძინა, რომ „ჩვენი ხალხის ფსიქოლოგია უფრო აზიურია, ვიდრე…
მეტი...პრეზიდენტი სი ძინპინი APEC-ის სამიტზე სიტყვით გამოვა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი APEC-ის ეკონომიკურ ლიდერთა შეხვედრას დაესწრება და სიტყვით გამოვა. საინტერესოა, გეგმავს თუ არა პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრას. აღნიშნულ საკითხებზე ჩინეთის საგარეო უწყებაში განმარტებას აკეთებენ. „სამიტში მონაწილეობა არის ჩინეთის სახელმწიფოთა დიპლომატიის მეთაურის მნიშვნელოვანი ქმედება აზია-წყნარი ოკეანის წინაშე, რაც სრულად აჩვენებს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ჩინეთი ანიჭებს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებს. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა ახალი გამოწვევების წინაშე დგას. APEC არის მნიშვნელოვანი პლატფორმაა ეკონომიკური თანამშრომლობისთვის აზია-წყნარ ოკეანეში და მოსალოდნელია, რომ ეს რეგიონი გააგრძელებს თავისი როლის შესრულებას, როგორც დინამიური ძრავის მსოფლიო ეკონომიკური ზრდისთვის“ – განაცხადა საგარეო უწყების…
მეტი...შანხაის საერთაშორისო იმპორტმა 80 მილიარდი დოლარის გარიგებებს მიაღწია
ჩინეთის ქალაქ შანხაიში მეშვიდე საერთაშორისო იმპორტის გამოფენა (CIIE) დასრულდა. რაც შეეხება შედეგებს, გარიგებების ერთწლიანმა შესყიდვებმა 80 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. როგორც ჩინეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, „ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა (CIIE) არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, რომ ჩინეთი აფართოებს მაღალი სტანდარტების გახსნას და აზიარებს თავის განვითარების დივიდენდებს დანარჩენ მსოფლიოსთან. ექვსი დღის განმავლობაში ქვეყნის გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 77 ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, ბიზნეს გამოფენაში კი წარმოდგენილი იყო 129 ქვეყანა და რეგიონი. Fortune Global 500-ში მონაწილე კომპანიებისა და ინდუსტრიის ლიდერების რაოდენობამ 297-ს მიაღწია. წარმოდგენილი იყო 450-ზე მეტი ახალი პროდუქტი, ახალი ტექნოლოგიები და ახალი სერვისები. ჩვენ მზად ვართ…
მეტი...„სავაჭრო ომი“ – რას პასუხობს ჩინეთი ტრამპის პოლიტიკას?!
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირებების ერთ-ერთი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების ზრდას, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და მასობრივ დეპორტაციას შეეხებოდა. წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი აცხადებდა, რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფებს დამატებით 60%-ით გაზრდიდა. პრეზიდენტობის პირველ ვადაში მან ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფი დაახლოებით 10%-ით უკვე გაზარდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოკლე განმარტებას აკეთებენ. „სავაჭრო ომში არ არსებობს გამარჯვებული და არც მსოფლიო სარგებელს მიიღებს მისგან“ – ასეთის ოფიციალური ჩინეთის პასუხი ტრამპის პოლიტიკაზე. „ჩინეთი და აშშ დაპირისპირებით წააგებს“ – რა უთხრა სი ძინპინმა დონალდ ტრამპს?!
მეტი...სასიხარულო სიახლე მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
184,391 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება. ინფორმაციას „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს. „საზოგადოება და ბანკებმა” ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184,391 სესხია გაცემული[1] და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 190,000-მდე მსესხებელს შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი. 184,391 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.1 მლრდ. ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.4 მლრდ. ლარის (43%). დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული –…
მეტი...2024 წელს ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი 10 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი 10 წლიან მინიმუმამდე დაეცა. იანვარ-სექტემბერში ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ამ წლების განმავლობაში მხოლოდ 2014 წლის 9 თვის მონაცემებს აჭარბებს. ინფორმაციას გამოცემა BPN.ge ავრცელებს. მიმდინარე წლის ცხრა თვეში ევროკავშირში ადგილობრივი ექსპორტი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 35%-ით, ხოლო 2022 წელთან შედარებით 43.1%-ით არის შემცირებული. 2024 წლის 9 თვეში საქართველოდან ევროკავშირში 294.45 მლნ დოლარის, 2023 წლის იმავე პერიოდში 456.4 მლნ დოლარის, ხოლო 2022 წელს 517.75 მლნ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირში ძირითადად შემდეგი ქართული პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება: (2024 წლის 9 თვე) თხილი და სხვა კაკალი…
მეტი...ჩინური, თანამედროვე მანქანები პირდაპირ ქარხნიდან (ვიდეორეპორტაჟი)
ამ ქარხანაში წარმოებული ავტომანქანების ძირითადი მოდელებია: SUV-ის მოდელები, როგორიცაა GS4 და GS8. Yingsu; MPV მოდელები, როგორიცაა M6, M8 და მწვანე ენერგიის დაზოგვის მოდელები, როგორიცაა Yingbao ჰიბრიდული ვერსია (ჩრდილოვანი ლეოპარდი) და GS8 ჰიბრიდული ვარიანტი. 2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის, სინძიანგის ფილიალმა გამოუშვა და გაყიდა 30 000-ზე მეტი მოდელი, რაც 3 მილიარდ იუანს აღემატება.
მეტი...სებ-მა სავალუტო აუქციონზე $70 მლნ გაიტანა და $64 900 000 გაყიდა
2024 წლის 16 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 70 მლნ. აშშ დოლარიდან აუქციონზე 64 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ,,სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი მერყეობები მოკლევადიანია. შეგახსენებთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში კვლავ ძლიერია – ბოლო სამი…
მეტი...ევროკავშირის დაფინანსებული ინიციატივა დასაქმებისთვის
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – „განათლება დასაქმებისთვის“ მეორე ფაზის დასკვნითი ღონისძიება დღეს გაიმართა, სადაც დასაქმების, უნარების განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, პროგრამის არსებითი წვლილი და ხელშესახები შედეგები შეაჯამეს. როორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, 2019 წელს, ევროკავშირის მიერ 48,85 მილიონი ევროს დაფინანსებით დაწყებულმა პროგრამამ „განათლება დასაქმებისთვის“, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და გლობალურ დონეზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. პროგრამამ ხელი შეუწყო საქართველოში სექტორული რეფორმის პოლიტიკის განხორციელებას ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით, სერვისების მიწოდების სტანდარტების გაუმჯობესებით და ინკლუზიური და თანმიმდევრული ზრდის ხელშეწყობით. პროგრამამ, თავისი ყოვლისმომცველი მიდგომით, რომელიც მოიცავდა საბიუჯეტო მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებას, ინსტიტუციური…
მეტი...ღამის ეკონომიკა ჩინეთში
ღამის ეკონომიკა ჩინეთის ურბანული ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ „აყვავებული ღამის ეკონომიკა“ განვითარდა ტრადიციული ღამის ბაზრებიდან, რომლებიც ორიენტირებულია კვებასა და და საყიდლებზე, კულტურაზე, ტურიზმე და გართობაზე ინტეგრირებულ ჰაბებზე. ქალაქები მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობენ გაზარდონ ღამის კულტურული და ტურისტული მოხმარება და გთავაზობენ ღამის აქტივობების ფართო არჩევანს. მაგალითად, ტიანჯინის ღამის ცხოვრების მე-5 ფესტივალი ჩრდილოეთ ჩინეთში, ტიანჯინში ახლახან ჩატარდა. აქ თავმოყრილი იყო 100-ზე მეტი ღონისძიება, რომელიც აერთიანებს „შოპინგს“, ტურიზმის, კულტურასა და სპორტს. შენიანგში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ლიაონინგის პროვინციის დედაქალაქში კი პირველი, ტრადიციული ჩინური მედიცინის (TCM) კულტურის ღამის ბაზრობა ამოქმედდა, სადაც ხალხს შეეძლო ესწავლა ტრადიციული ჩინური ფიტნეს…
მეტი...ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ბელგიურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერა ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის მხრიდან Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა. სიჭინავას თქმით, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს. ზუსტ თარიღს სამინისტრო არ აკონკრეტებს. „იან დე ნული“ ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. „იან დე ნული“ ჯგუფის საქმიანობა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის…
მეტი...ჩინური ყავა ბაზარზე გამორჩეული მოთამაშე გახდა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩინეთის ყავის ინდუსტრიამ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა და ის გამორჩეული მოთამაშე გახდა საერთაშორისო ბაზარზე. ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის მოთხოვნა ყავაზე 2023 წელს გასულ წელთან შედარებით 15 პროცენტით გაიზარდა. როგორც წამყვანი საინფორმაციო პლატფორმა – Allegra World Coffee Portal წერს, ჩინეთმა გადაუსწრო შეერთებულ შტატებს, როგორც უმსხვილესი ბრენდირებული ყავის მაღაზიების ბაზარი მსოფლიოში. ლი ჰონგი, იუნანის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩინური ყავის ინდუსტრიის ფეთქებადი ზრდა გამოიხატება ქვეყნის ყავის ინდუსტრიული ჯაჭვის ყველა რგოლში. მეცხოველეობისა და კულტივირებისას, ჩინეთი სწრაფად ავითარებს ყავის უმაღლესი ხარისხის ჯიშებს და ასევე ნერგავს მაღალი ხარისხის უცხოურ შტამებს…
მეტი...კიბორჩხალები და კრევეტები ბრინჯის ველის სადემონსტრაციო ზონაში – „ჭკვიანი სოფლის მეურნეობა“ ჩინეთში
სოფლის მეურნეობის სადემონსტრაციო ზონა ჩრდილოეთ ჩინეთის ჰებეის პროვინციაში მდებარეობს. აქ, ბრინჯის მინდვრებში, ბრინჯთან ერთად კრევეტები და კიბორჩხალებიც იზრდება, რომლებიც ბრინჯის ნერგებს შორის იმალებიან. ბრინჯის ველებს კი დუან იანიანი, ტექნიკის ინჟინერი დიდი ეკრანის მეშვეობით საკონტროლო ოთახიდან აკვირდება. ბრინჯის ველები, რომლებიც შექმნილია მარილიან-ტუტე მიწის ეფექტურად გამოსაყენებლად, ხელს უწყობს კიბორჩხალების და კრევეტების მოშენებას. სწორედ ეს არის „ჭკვიან სოფლის მეურნეობის” სადემონსტრაციო ზონა. „ჭკვიანი სოფლის მეურნეობის მართვის პლატფორმა“ აჩვენებს რეალურ დროში მონაცემებს ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა წყლის დონე, წყლის ხარისხი, ამინდი, მავნებლების კონტროლი, ნერგების პირობები და ნიადაგი. ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ბრინჯის წარმატებით მოსაყვანად კიბორჩხალებისა და კრევეტებისთვის…
მეტი...იაპონიაში საფონდო ბირჟაზე 37 წლის განმავლობაში აქციების ყველაზე მსხვილი ვარდნა დაფიქსირდა
იაპონიის საფონდო ბირჟაზე ბოლო 37 წლის განმავლობაში აქციების ყველაზე მსხვილი ვარდნა დაფიქსირდა. Reuters-ის ცნობით, იაპონიის მთავარი საფონდო ინდექსი Nikkei 13%-ით დაეცა. აქციების ვარდნის მთავარი მიზეზი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელი ეკონომიკური რეცესიაა. ასევე ეცემა ამერიკული საფონდო ინდექსები, ამერიკის ბირჟაზე NASDAQ-ის ინდექსი 4,7%-ით შემცირდა. ვარდნის ტენდენციები დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც.
მეტი...„შემოსავლების ნაწილში რეკორდულ მაჩვენებლებს მივაღწიეთ, ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი“ – მაია ომიაძე
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, 2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა და ახალ ნიშნულს მიაღწია. წლევანდელი წლის ორ კვარტალში შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს +30.4%-ით (442 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს +5.2%-ით (94 მლნ. აშშ. დოლარით). „ორი კვარტლის მონაცემებით შემოსავლების ნაწილში რეკორდულ მაჩვენებლებს მივაღწიეთ, ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს რეგულარულად ახორციელებს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ინდოეთში, ჩვენ…
მეტი...,,ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ბელგიური კომპანია განახორციელებს” – პრემიერი
,,ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი უკვე დასრულდა და შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, Jan De Nul-ი, რომელიც ძალიან მალე შეუდგება მუშაობას. „ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფომ მოიგო საარბიტრაჟო დავა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. მინდა იუსტიციის მინისტრს მადლობა გადავუხადო და იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში. სახელმწიფო იყო პირნათელი ანაკლიის პროექტთან მიმართებით, როდესაც კონსორციუმი ვერ ასრულებდა საკუთარ ვალდებულებებს. ყველანაირი პირობა…
მეტი...ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის გამო ნავთობის ფასი იზრდება
ოთხშაბათის მეორე ნახევრისთვის ამერიკული WTI ნავთობის ფასი 3,36%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,24 აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, Brent-ი 2,71%-ით გაიზარდა და 80,76 აშშ დოლარი შეადგინა. WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსები NYMEX-ზე 3,36%-ით გაიზარდა და 77,24 აშშ დოლარი ბარელზე შეადგინა. ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული სიტუაცია ინვესტორების შეშფოთების საგანია. ჰამასის პოლიტიკური ლიდერის მკვლელობა ფართომასშტაბიანი ესკალაციის განვითარების რისკს შეიცავს. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე შურისძიების პირობა დადო. მანამდე ორივე მარკის ზეთი სტაბილურად ეცემა და წინა დღით 7-კვირიან მინიმუმს მიაღწია.
მეტი...„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეეხება ჩვენს საფინანსო სექტორს” – ნათია თურნავა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არ ვართ ჩართული კონსულტაციებში, რადგან ეს კანონი არ შეეხება ჩვენს საფინანსო სექტორს”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, საბანკო საიდუმლოება დაცულია კანონით. „პირველ რიგში, ცნობილია, რომ ის ფიზიკურ პირებს საერთოდ არ ეხება და ზოგადად, საბანკო კონფიდენციალურობა დაცული არის სპეციალური კანონმდებლობით, რომელიც არეგულირებს საბანკო სექტორს. აქედან გამომდინარე, კანონს ჩვენთან პირდაპირი შეხება ამ კუთხით არ აქვს. ზოგადად, გამჭვირვალობას მივესალმებით. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სტრუქტურა, მაგრამ უშუალო შეხება საფინანსო სექტორთან და კონფიდენციალურობასთან არ აქვს. ბუნებრივია, რომ ჩვენ არც უნდა…
მეტი...ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 30 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ,,იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას განაგრძობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო”, – წერია განცხადებაში. მათივე ცნობით, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტის ქვემოთ ნარჩუნდება. მიმდინარე წლის ივნისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.2 პროცენტით გაიზარდა,…
მეტი...ევროკავშირი ჩინურ მანქანებზე დამატებით ტარიფებს აწესებს
ევროკავშირმა ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე დამატებითი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები კი, როგორიცაა იტალია, უფრო მყარ ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ ჩინეთთან. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს აკეთებენ და ამბობენ, რომ ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობა ორმხრივად მომგებიანია და არა ცალმხრივად. „ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანია. ტარიფების დაწესება ტიპიური პროტექციონისტული ნაბიჯია და არ უწყობს ხელს ევროკავშირის „მწვანე გადასვლას“ ან კლიმატის ცვლილებაზე გლობალურ რეაგირებას. როგორც ჩინეთის, ასევე ევროკავშირის ინტერესებშია, სათანადოდ მოგვარდეს უთანხმოება დიალოგისა და კონსულტაციების გზით ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. რაც შეეხება ჩინეთსა და იტალიას, ამ ორი ქვეყნის პრაქტიკულმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები…
მეტი...1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7104 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7104 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6996 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0108 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9516 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9382 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0134 ლარი შეადგინა.
მეტი...ჩინეთის იმპორტ-ექსპორტმა 21 ტრილიონ იუანს გადააჭარბა
ჩინეთმა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლით, ჩინური პროდუქცია რჩება მაღალი კონკურენტუნარიანი მსოფლიოში. „მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთის იმპორტმა და ექსპორტმა პირველად გადააჭარბა 21 ტრილიონ, რაც 6,1 პროცენტით მეტია წლიურად. ჩინეთის ძლიერი საგარეო ვაჭრობის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადახედა 2024 წლის ჩინეთის მშპ-ს ზრდის პროგნოზს 5 პროცენტამდე“ – ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ლინ ჯიანმა მედიასთან გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ღია ჩინეთი გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვანი „ძრავაა“. „მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთში დაარსდა 26,870 უცხოური ინვესტიციების კომპანია, რაც 14,2 პროცენტით მეტია წლიურად.…
მეტი...ჩინეთში მომსახურე რობოტების წარმოება 51,6%-ით გაიზარდა
ქვეყნის ინტელექტუალური და მწვანე ახალი პროდუქტების მწარმოებლები, როგორიცაა ინტეგრირებული სქემები, მომსახურე რობოტები, ახალი ენერგეტიკული მანქანები (NEVs) და მზის პანელების ჩინეთში წარმოების ორნიშნა ზრდას ინარჩუნებენ. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ახალმა ტექნოლოგიებმა, როგორიცაა მაგალითად ხელოვნური ინტელექტი, შექმნეს მოხმარების ახალი სერვისები და მოდელები, როგორიცაა ელექტრონული კომერციის პირდაპირი ტრანსლაცია და მყისიერი მიწოდება. ამ ყველაფერმა კი ფიზიკური საქონლის ონლაინ საცალო გაყიდვების მაჩვენებელი 8,8 პროცენტით გაზარდეს. ამავდროულად, ჰიდროენერგეტიკის, ატომური ენერგიის, ქარის და მზის ენერგიის კომპანიების გაერთიანებული ენერგიის გამომუშავება დანიშნულ ზომაზე მეტად – 13,4 პროცენტით გაიზარდა წელიწადში, რაც ქვეყნის სამრეწველო საწარმოების მთლიან ენერგომოხმარების დანიშნულ ზომაზე მაღალია.…
მეტი...ჩინეთის მშპ-ის ზრდის ტემპმა შეერთებული შტატების, ევროზონისა და იაპონიის მაჩვენებელს გადააჭარბა
ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ჩინეთის ეროვნული ეკონომიკა სტაბილური და მზარდია. 2024 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) 2024 წლის პირველ ნახევარში ა დაახლოებით 61,68 ტრილიონ იუანს (დაახლოებით 8,5 ტრილიონი აშშ დოლარი) მიაღწია, რაც 5 პროცენტით მეტია წელიწადში მუდმივ ფასებში. ამავე მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა გადააჭარბა შეერთებული შტატების, ევროზონისა და იაპონიის მაჩვენებელს. მეორე კვარტალში ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ არსებული სიტუაციების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი შეინარჩუნებს წამყვან პოზიციას წლის პირველ ნახევარში და ქვეყანა დარჩება მნიშვნელოვანი „ძრავა“ და სტაბილიზატორი მსოფლიო…
მეტი...ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესმა 10 000 მარშრუტი განახორციელა
„სწრაფი, უსაფრთხო, მაღალი ხარისხის და სტაბილური მომსახურებით, ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესი გახდა „ქამარი და გზის“ თანამშრომლობის საფირმო ბრენდი. რკინიგზას გადააქვს 50 000-ზე მეტი სახის საქონელი 53 კატეგორიაში, კვირაში 17 სატვირთო მატარებლით“ – აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც პრეს სპიკერმა ლინ ჯიანმა აღნიშნა, წელს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესმა განახორციელა 10 000 მგზავრობა და გაგზავნა მილიონ TEU (ოცი ფუტის ეკვივალენტური ერთეული)-ზე მეტი საქონელი, რაც 11 პროცენტით მეტია. „დასავლეთის, შუა და აღმოსავლეთის ძირითადი მარშრუტების რაოდენობა 13 პროცენტით, 20 პროცენტით და 5 პროცენტით გაიზარდა. სამხრეთ მარშრუტზე მოგზაურობების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა გასულ წელთან შედარებით. ექსპრეს სერვისმა…
მეტი...სირიაში კონტრაბანდულ ხორბალთან დაკავშირებით ჩინეთი აშშ-ის პასუხისმგებობაზე საუბრობს
„შეერთებულმა შტატებმა გულმოდგინედ უნდა სცეს პატივი სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი უკანონო სამხედრო ოკუპაცია სირიაში“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერი მაო ნინი. აღნიშნული განცხადება საგარეო უწყების წარმომადგენელმა კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მას სირიაში კონტრაბანდული ხორბლის გატარებასთან დაკავშირებით დაუსვეს. როგორც მაო ნინი აცხადებს ოდესღაც ხორბლის ექსპორტიორი სირია საკუთარი მოსახლეობის დაახლოებით 55 პროცენტს სურსათის დაუცველობის წინაშე დგას. „ამაზე უდავოდ პასუხისმგებელია აშშ. აშშ ამბობს, რომ ის არის ტერორიზმთან საბრძოლველად, მაგრამ რეალობა ამბობს, რომ ის იქ არის ძარცვისთვის. აშშ აგრძელებს სხვა ქვეყნებში ადამიანების საარსებო და ცხოვრების უფლების დარღვევას.…
მეტი...თურქეთმა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები უგულებელყო და ირანიდან ნავთობის იმპორტი განაახლა
თურქეთმა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები უგულებელყო და ირანიდან ნავთობის იმპორტი განაახლა. მედიის ცნობით, ევროკავშირის სტატისტიკური სააგენტოს, ,,ევროსტატის” მონაცემებით, თურქეთმა ირანიდან ნავთობის იმპორტი მარტში, თითქმის ოთხი წლის შემდეგ განაახლა. თურქეთმა, მარტში, ირანიდან 576 ტონა ნავთობი შეიტანა, აპრილში კიდევ 485 ტონა. 2023 წლის მონაცემებით, ზოგ თვეში იყო შემთხვევა, როცა ირანის ნავთობის ექსპორტმა, ერთ დღეში მილიონ 600 ათას ბარელზე მეტი შეადგინა. რაც 2019 წლის შემდეგ, რეკორდული მონაცემია.
მეტი...1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8221 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8221 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8357 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0136 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0151 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0410 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0259 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
მეტი...,,ინფლაციური მოლოდინები მომატებულია” – სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8 პროცენტზე ტოვებს. სებ-ის ინფორმაციით, ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა, თუმცა ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მომატებულია: ,,საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.7 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზომიერი ზრდა მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის ზრდამ განაპირობა, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება კვლავ მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოსაა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ინფლაცია 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო იქნება. ბოლო პერიოდში, შიდა და გარე გამოწვევების ფონზე…
მეტი...