,,ატყდა ყვირილი, დავტოვოთ დარბაზიო, ვინც „ქოცებს“ დაუჭირა მხარი, დარბაზიდან გავიდა, ძალიან კომედიაა“- ალექსანდრე რაქვიაშვილი

,,ატყდა ყვირილი, დავტოვოთ დარბაზიო, ვინც „ქოცებს“ დაუჭირა მხარი, დარბაზიდან გავიდა, ძალიან კომედიაა“,- ამის შესახებ „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი წერს.

რაქვიაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის არჩევის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

„ვიღაცამ ოპოზიციიდან დაუჭირა მხარი ქოცების კანდიდატს. მერე ატყდა ყვირილი, დავტოვოთ დარბაზიო. ასე ვნახავთ, თუ ვინ გაქოცდაო (ფარული კენჭისყრა იყო) და ყველა (მინიმუმ 5 დეპუტატი), ვინც ქოცებს დაუჭირა მხარი, დარბაზიდან გავიდა თან მანამდე 3 კანდიდატის არჩევა მოასწრეს. ძალიან კომედიაა“, – წერს რაქვიაშვილი.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა

 

მსგავსი თემები