პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, აირჩიეს – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი.

კენჭისყრა ფარული იყო და ხმები ასე გადანაწილდა – ტრისტან ბენაშვილმა 93 მომხრე – არცერთი წინააღმდეგი, გიორგი გზობავამ 91 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი და ზურაბ გურასპაშვილმა 93 მომხრე არცერთი წინააღმდეგი.

კანდიდატებს ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერაც ჰქონდათ., რასაც  ოპოზიციის დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა, რის გამოც კენჭისყრები შეწყდა.

საერთო ჯამში კენჭი უნდა ეყაროს 29 კანდიდატურას. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთი წევრის ადგილია ვაკანტური.

მსგავსი თემები