ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 2 ადამიანი. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ნაცნობი ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა კი ქვებითა და ბეტონით ამოავსეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1999 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი უ.ბ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის იანვარში, ნაცნობი 1997 წელს დაბადებული…
მეტი...დღე: მაისი 27, 2023
პრეზიდენტისგან ნიკა გვარამიას შეწყალებას ითხოვენ
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილისგან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ითხოვენ. აქციაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილიც მივიდა. მათი თქმით, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს და ხელი მოაწეროს შეწყალების აქტს.
მეტი...მრავლობითი დაზიანებები მიაყენა სტუმარს, რომელიც გარდაიცვალა, გვამი კი გადამალა
პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო 3 პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მასთან სტუმრად მყოფ პირს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა გვამი სოფელ აჭყვისთავის ტერიტორიაზე წაიღო და დაუსახლებელ ადგილას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებული პირის დახმარებით დამარხა, ხოლო თვითონ საქართველოს ტერიტორია დატოვა და მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა,…
მეტი...ხვალ თურქეთი პრეზიდენტს ირჩევს
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხვალ იმართება. მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც პირველ ტურში გამარჯვებას ვერ მიაღწია და ამომრჩევლების ხმების 50%-ის მისაღებად მინიმალური მხარდაჭერა დააკლდა, ამომრჩევლებს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დრეს ბოლოჯერ შეხვდა. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, ის ყველაფერს გააკთებს საკუთარი ხალხისთვის, მათი კეთილდღეობისთვის და მათ დასაცავად. ერდოღანმა მხარდამჭერებს მაქსიმალური მობილიზებისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ამომრჩევლებს უკანასკნელად შეხვდა მეორე ტურში გასული ქემალ ქილიჩდაროღლუც, რომელმაც ხმების 44,89% მოიპოვა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე მესამე კანდიდატს, მან განცხადება გააკეთა, რომ მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერი იქნება.
მეტი...მეუფე იაკობის განცხადებით, მეუფე ნიკოლოზი რუსეთში ყოველ წელს დადის
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის – მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ჩასვლასა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა – მეუფე იაკობმა გააკეთა და აღნიშა, უცნაური არაფერია, მეუფე მოსკოვში ყოველ წელს ჩადის. „ეგ ხშირად დადის ხოლმე. ადამიანია, ოჯახი ჰყავს იქ, შვილი ჰყავს გათხოვილი როგორც მე ვიცი და ყოველ წელს დადის. არ გამიკვირდება რომ წავიდეს. ოფიციალურ [შეხვედრას] ვერ გამართავს. საპატრიარქო არ მართავს ოფიციალურ შეხვედრებს რუსეთში“,- განაცხადა მეუფე იაკობმა მედიასთან. მეუფეს თქმით, თავად მხოლოდ ორჯერ არის რუსეთში ნამყოფი და სსრკ რაც დაიშალა მას მერე საერთოდ არ ჩასულა.
მეტი...,,ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა”- გია ვოლსკი
,,ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობები შეუქმნას, რასაკვირველია, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა,’- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო. ,,პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება, პასუხი მოვითხოვოთ. მე შევუთვალო, მერე იმან თქვას. ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობები შეუქმნას, რასაკვირველია, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა და მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ეკონომიკური სანქციებით კონფრონტაცია, რაც საქართველოს დაანგრევს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ყველა გადაწყვეტილება. რაც შეეხება გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე, რუსეთმა მიიღო როგორც ფრენების შეწყვეტის, ისე აღდგენის გადაწყვეტილება“, –…
მეტი...აგროჰაბმა მრავალშვილიანი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში პირველმა ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტმა, აგროჰაბმა, მრავალშვილიანი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. აგროჰაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ირინა ონაშვილმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავში, თბილისსა და კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1992-93 წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანთა მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო კალათები გადასცეს. მათ, აგროჰაბის სახელით, მადლობა გადაუხადეს ვეტერანებს სამშობლოს ერთგული სამსახურისა და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მათ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გასწიეს. ‘’ დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, გვინდოდა, სწორედ იმ ადამიანთა ოჯახებში მოვსულიყავით, ჩვენი პატივისცემა და სიყვარული გამოგვეხატა, რომელთაც…
მეტი...,,ისეთი განცხადებები გააკეთა, ქვეყანაშიც პერსონა ნონ გრატად არ გამოაცხადონ, მაგის მეშინია“- გაიაშვილი პრეზიდენტზე
„პრეზიდენტმა გუშინდელი გამოსვლით, 26 მაისს საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ მარტო კომპანიიდან კი არა, ქვეყანაშიც პერსონა ნონ გრატად არ გამოაცხადონ, მაგის მეშინია“, – ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორმა, თამაზ გაიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია, რათა საქართველოს მიხმარებოდა თავისი ქმედებებით. „საერთოდ, ქალბატონ სალომეზე ადრე უფრო დადებითად ვფიქრობდი და მისი არჩევნების დროსაც ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ არჩეულიყო პრეზიდენტად. მეგონა, ქალბატონია და მშვიდობის ერთ-ერთი სიმბოლოა, თავის თეთრ მანდილს გამოიყენებდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მითითება უფრო ომის რიტორიკაზე მიდის. ამავე დროს, მე მეგონა, რომ მეზობელ ქვეყნებში მოლაპარაკების გზით…
მეტი...კობა კობალაძე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მმართველ დირექტორს კენეტ ანჯელს შეხვდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გამართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის, DFC-ის მმართველ დირექტორთან, პროექტების დაფინანსების მიმართულებით, კენეტ ანჯელთან. შეხვედრაზე საუბრის ძირითადი საკითხი გახლდათ თბილისში, მრავალპროფილური, მულტიფუნქციური ჰოსპიტლის მშენებლობის მხარდაჭერა DFC-ის მხრიდან. კობა კობალაძემ დეტალურად განმარტა ვეტერანთა მრავალპროფილური ჰოსპიტლის პროექტის განხორციელების საჭიროება. ასევე, ისაუბრა მის პრიორიტეტებზე, მობილობასა და უპირატესობებზე. კობა კობალაძის განმარტებით, ეს ჰოსპიტალი გახდება კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტაციონარი, სადაც სამედიცინო სერვისების მიღებას შეძლებენ, ქართველი ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, ვეტერანები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ასევე, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და…
მეტი...,,რუსეთის პრეზიდენტი ალბათ, სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა”- ირაკლი ღარიბაშვილი
თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების და ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობა, ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოქმედ ხელისუფლებას რუსეთის მთავრობასთან პოლიტიკური დიალოგი არ აქვს. „მე მინდა შემდეგი გითხრათ მარტივად და ძალიან მოკლედ, რომ არ დაიწყოს სპეკულაციები და ათასი ინფორმაციის და სიყალბის გავრცელება. ჩვენ ოფიციალურ ხელისუფლებას გვაქვს გაცხადებული არაერთხელ, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან არ გვაქვს პოლიტიკური დიალოგი. ერთადერთი, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ეკონომიკურ, სავაჭრო საკითხებზე, ეს არის გაცხადებული, ღია, ამის თაობაზე…
მეტი...ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული – წალკაში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა
წალკაში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 მსუბუქად დაშავდა. გარდაცვლილიც და დაშავებულებიც ტექნიკური ჯგუფის წევრები არიან. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
მეტი...,,ნათქვამია, რომ ერთი მილიონი ქართველია რუსეთში, აღარ არის, ეს კარგად ვიცით”- სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთში ერთი მილიონი ქართველი აღარ ცხოვრობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ძნელი დასათვლელია რიცხობრივად, რამდენს წარმოადგენს ჩვენი დიასპორა. „მინდა, მოგილოცოთ დიასპორის დღე, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ გუშინდელი დღე და გავიმეორო, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის დიასპორა. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ეს დიასპორა და რას ვაკეთებთ, რას არ ვაკეთებთ. დღევანდელ დღეს ძნელი დასათვლელია რიცხობრივად, რამდენს წარმოადგენს ჩვენი დიასპორა. იყო ნათქვამი, რომ ერთი მილიონი არის რუსეთში. აღარ არის ერთი მილიონი რუსეთში, ეს კარგად ვიცით. დაახლოებით ნახევარი მილიონი თუ…
მეტი...,,ყოველ დღე ათასობით მანქანა კვეთს ლარსის გამშვებ პუნქტს, რა განსხვავებაა ვერ გავიგე, მაშინ დავკეტოთ ესეც” – ღარიბაშვილი
მჯერა, რომ ჩვენი ამ მშვიდობიანი პოლიტიკით, სწორი და ეროვნული პოლიტიკით, ჩვენს ქვეყანას გავიყვანთ მშვიდობის და გაერთიანების გზაზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ფრენები არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი და ამას არავითარი შემხებლობა არ აქვს არც პოლიტიკასთან. „ ფრენები არის შემადგენელი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ამას არავითარი შემხებლობა არ აქვს არც პოლიტიკასთან, არც საერთოდ არაფერთან და ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ მილიონ დიასპორას და მათ ნათესავებს, ოჯახის წევრებს, სჭირდებათ თავისუფალი გადაადგილება, უვიზო რეჟიმი. მოლდოვას დღეს აქვს უვიზო…
მეტი...,,რას დაობენ საერთოდ, მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში თუ ნახევარი მილიონი?! ყველაზე დიდი დიასპორა არის რუსეთში”- პრემიერი
რას დაობენ საერთოდ, მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში თუ ნახევარი მილიონი?! ჩვენ ვიცით, რომ მილიონამდე არსებობს. ასი ათასი რომ იყოს, არ არის ჩვენი ვალდებულება, რომ ვიზრუნოთ ჩვენს დიასპორაზე?!-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე დიდი ქართული დიასპორა რუსეთშია. ,,რას დაობენ საერთოდ ამაზე მინდა გავაკეთო კომენტარი. მილიონი ცხოვრობს თუ ნახევარი მილიონი? ჩვენ ვიცით, რომ მილიონამდე არსებობს. ასი ათასი რომ იყოს არ არის ჩვენი ვალდებულება რომ ვიზრუნოთ ჩვენ დიასპორაზე?! მაგრამ ვიცით, რომ ყველაზე დიდი დიასპორა არის რუსეთში. ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ იქ. ჩვენი ქართველი ხალხი ცხოვრობს…
მეტი...,,2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, თამაზ გაიაშვილი გააგზავნეს და დაავალეს,რომ ჩასულიყო და დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან”- ღარიბაშვილი
2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, თამაზ გაიაშვილი გააგზავნეს და დაავალეს, რომ ჩასულიყო და დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან, ასევე ომის შემდეგ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის, მოითხოვა რამე სანაცვლოდ?! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსული ჯარი, ბოლოს, 2007 წელს გავიდა და ”ისეთი უგუნური პოლიტიკა, გაუაზრებელი, გაუთვლელი პოლიტიკა აწარმოა წინა ხელისუფლებამ, რამდენიმე თვეში დააბრუნეს კიდევ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი ჩვენს ტერიტორიაზე.” ,,ვინ დააწესა სანქციები ჩვენი ომის გამო? ვინმემ დააწესა სანქციები? ან წინა ხელისუფლება გამოვიდა? გახსოვთ ვინმე გამოსულიყო და…
მეტი...,,რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი დღეს ქვეყანა უბრალოდ აღარ გვექნებოდა”- ირაკლი ღარიბაშვილი
კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ არ ყოფილიყო ჩვენი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნება”, დღეს ქვეყანა უბრალოდ აღარ გვექნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად შიდა თუ გარე მტრებისა, დღეს ხელისუფლება არის ძლიერი და ამ მშვიდობას შეინარჩუნებს. „ეს ადამიანები ხელისუფლებაში არ არიან და ყოველ დღე ამბობენ, რომ უნდა გავაგზავნოთ ჯარი თუ რავიცი რას ამბობენ, სამხედრო დახმარება, სანქციები დავაწესოთ. პირდაპირ პროვოცირებენ, ომში ჩართვა უნდათ ამ ადამიანებს. ეს არის ომის პარტია, ამათ შემთხვევით არ დავარქვით ომის პარტია და ეს წარმოიდგინეთ ოპოზიციაში…
მეტი...,,2030-სთვის ქვეყანა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ძლიერი, მდიდარი, უკვე სხვა ლიგაში გადავა ქვეყანა”- პრემიერი
ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა და როცა მე დავბრუნდი პრემიერ-მინისტრად, მაშინ დავიწყეთ მუშაობა ამის თაობაზე, ამ დოკუმენტზე, ესაა ეროვნული მნიშვნელობის საერთო დოკუმენტი, ეს არის ქვეყნის განვითარების სტრატეგია, ხედვა 2030, ანუ როგორ მიდის ჩვენი ქვეყანა 2030 წლამდე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ძლიერი და მდიდარი. „2030-სთვის ქვეყანა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ძლიერი, მდიდარი, უკვე სხვა ლიგაში, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, გადავა ქვეყანა. იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და…
მეტი...,,არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და შემდეგ – პრეზიდენტს”- სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და შემდეგ – პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს. მისივე თქმით, დიასპორის ფორუმზე, დარბაზში პროტოკოლის მიერ მისი ადგილი არასწორად იყო შერჩეული. „არ შეიძლება, არ ვთქვა, რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის, რომ მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე, ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა. პროტოკოლი არის სახელმწიფოს საყრდენი. თუ არადა იწყება გაუთავებელი – მე პირველი ვარ, შენ მეორე და ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე დიდი ხანია, არაფერი მწყის ამ…
მეტი...,,ხვალ დაიბადება დემნა გვასალია, ხვიჩა კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, რომ ქართველია”- პრეზიდენტი
ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ქვეყნის პროცესებში ჩართულობა რომ იგრძნონ, საჭიროა ორი რამ, მათთვის პარლამენტში წარმომადგენლის გამოყოფა და არჩევნებში მათი მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, დიასპორის წარმომადგენლებს ძალიან დიდი წვლილი აქვთ ჩვენს განვითარებაში. ,,ყველა ქართველი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მოქალაქეობა დაიბრუნოს, აღიდგინოს ან მივანიჭოთ იმიტომ, რომ არ ჰქონია, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ, რომ მას აქვს უფლება, დაიბრუნოს. არ აქვს მნიშვნელობა, ის ჩამოვიდა ქვეყანაში, რამდენჯერ ჩამოვიდა, აქ ფლობს ქონებას, თუ არ ფლობს. ეს ხომ არ წერია კანონმდებლობაში, რომ ეს კრიტერიუმები უნდა იყო გამოყენებული.…
მეტი...,,ქალბატონი პრეზიდენტი ორი დღე გვაკრიტიკებს მთელს ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში”- ღარიბაშვილი
დღეს გვაქვს დემოკრატია მეგობრებო, თუნდაც, ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღე გვაკრიტიკებს მთელს ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში. ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს მოქალაქეებს აქვს სრული თავისუფლება და ქვეყანა წინ მიდის. „მე აღარ შეგაწყენთ თავს, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიარეთ საშინელი დღეები, 90-იანი წლები, უშუქობა, უგაზობა, უბედურება, კრიმინალების თარეში და მართვა, სახელმწიფო გადატრიალება, ომები, სამოქალაქო ომი, ქვეყანამ განიცადა სრული კატასტროფა. ჩვენ თუ შევადარებთ, სად ვიყავით ამ ომებამდე, სად იყო თუნდაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც კატასტროფა. ეს გავაკეთეთ ჩვენ, იმ დროინდელმა ხელისუფლებებმა ეს ამხელა განსაცდელი ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს. ვთქვათ პირდაპირ. ძალიან კომპლექსური…
მეტი...,,რაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მოციდა , საქართველოს არ დაუკარგავს არც ერთი გოჯი მიწა”- ღარიბაშვილი
ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ისეთი, როგორიც გვინდა რომ იყოს, როგორიც წარმოგვიდგენია, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, საქართველოს არ ჰქონია არც ომი და არც კონფლიქტი. „ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენო ძვირფასო თანამოქალაქენო, გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობიანი პერიოდი. ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რომელიც სამწუხაროდ, საუბედუროდ, ჩვენ არ გვქონია მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. გვქონდა სამოქალაქო ომები, გვქონდა ომი აფხაზეთში,…
მეტი...,,ქვეყანა მდიდრდება, ჩვენ ამით სტაბილურობას ვუწყობთ ხელს, ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს”- ირაკლი ღარიბაშვილი
ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამით სტაბილურობას ვუწყობთ ხელს. ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ბოლო ორი წელია, აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. „ახლა რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. მე ამაზე ვისაუბრებ მხოლოდ ციფრებით და ფაქტებით. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო ორი წელია იზრდება და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. შედეგად, წლის ბოლოს უკვე 80 მილიარდი ლარი იქნება ჩვენი ეკონომიკა. რაც არის დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი. პერ კაპიტა ერთ სულ მოსახლეზე რომ გადავიანგარიშოთ, ეს არის 8 000 დოლარი. სულ რაღაც 2 წლის…
მეტი...რუსეთმა ომში დაახლოებით 206 200 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 206 200 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 206 200; ტანკი – 3 799; ჯავშანტექნიკა – 7 442; საარტილერიო სისტემა – 3 406; სარაკეტო სისტემა – 572; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 329; თვითმფრინავები – 310; ვერტმფრენი – 296; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 941; საკრუიზო რაკეტები – 1 025; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 172; გემი/ნავი/კატარღა – 18; სპეციალური აღჭურვილობა – 449.
მეტი...,,უკრაინამ ოფიციალურად უნდა გამოიყენოს ისტორიული სახელი – საქართველო!” – გონჩარენკო
უკრაინამ ოფიციალურად უნდა გამოიყენოს საქართველოს ისტორიული სახელი – საქართველო – ამის შესახებ უკრაინის რადა დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ განაცხადა. გონჩარენკოს თქმით, შესაბამისი რეზოლუცია უკვა დაარეგისტრირა უკრაინის რადაში. ,,ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ ინიციატივას, უნდა მოვიშოროთ რუსულ-საბჭოთა ნარატივები!” – წერს გონჩარენკო.
მეტი...2 დაღუპული და 32 დაშავებული – რუსეთმა დნიპროში საავადმყოფო დაბომბა
დნიპროში, რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმის ადგილზე სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. დაშავებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. დნეპროპეტროვსკის ხელმძღვანელის განცხადებით, სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ,,ამ დროისთვის ნანგრევების 90% გაწმენდილია. სამი ადამიანის ბედი, რომლებიც შესაძლოა “ჩამოსვლის” დროს ავარიულ შენობაში ყოფილიყვნენ, ჯერჯერობით უცნობია. მაშველებმა იქ ცხედრის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ,” – განაცხადა ლიზაკმა. ცნობისთვის, 26 მაისს რუსებმა დნიპროში საავადმყოფო დაბომბეს. თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დღეს, 27 მაისს, დნიპროში გლოვის დღე გამოცხადდა.
მეტი...უკრაინის ომი არ უნდა გადაიზარდოს გაყინულ კონფლიქტში – ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის ომი არ უნდა გადაიზარდოს გაყინულ კონფლიქტში. „ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიან მშვიდობაზე და ასეთი მშვიდობის გასაღები რუსული ჯარების გაყვანაა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. შოლცმა ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კონტაქტების შეწყვეტას და აპირებს მასთან კვლავ ტელეფონით საუბარს. “ჩვენი ბოლო სატელეფონო კონტაქტიდან უკვე გავიდა გარკვეული დრო. მე ვაპირებ პუტინთან ხელახლა დალაპარაკებას შესაბამის დროს”, – განაცხადა შოლცმა.
მეტი...უკრაინაში რუსეთის აგრესიას 482 ბავშვი ემსხვერპლა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 26 მაისის მდგომარეობით, რუსეთის აგრესიას 482 ბავშვი ემსხვერპლა, დაზარალდა 984 -ზე მეტი არასრულწლოვანი. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა: დონეცკის რეგიონში – 462; ხარკოვის ოლქში – 278, კიევის ოლქში – 128, ჩერნიგოვის ოლქში – 70, ლუგანსკის ოლქში – 66, ნიკოლაევის ოლქში – 89, ხერსონის ოლქში – 102, ზაპოროჟიეს ოლქში – 91, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 70. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
მეტი...ევროკავშირი გმობს რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგების გადაწყვეტილებას – ჯოზეფ ბორელი
ევროკავშირი რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას გმობს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ეს არის ნაბიჯი, რომელიც შემდგომ მიგვიყვანს უკიდურესად საშიშ ესკალაციამდე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც რუსეთმა აიღო ბუდაპეშტის მემორანდუმში, რომლის მიხედვითაც ბელორუსმა ლიკვიდირება მოახდინა ყველა ბირთვული იარაღი თავისი ტერიტორიიდან. ასევე, 2022 წლის 3 იანვრის ხუთი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერების ერთობლივ განცხადებას, რომ ბირთვულს ომს გამარჯვებული არ ეყოლება და არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული. ,,ბელორუსის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიული ომის…
მეტი...,,გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი და პატივსაცემი ისტორიული ძალა და ეს ძალა ვერ დამარცხდება, ამაში დარწმუნებული ვარ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „დღეს საქართველო ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს. მივესალმები ქართველ ხალხს და ვუსურვებ, რომ იყვნენ ჩვენთან ერთად და ყველა სხვა ევროპელ ერებთან თავისუფალ, მშვიდობიან და ერთიან ევროპულ ოჯახში. მე ამას ვუსურვებ სრულიად საქართველოს და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. მაინც, საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი და პატივსაცემი ისტორიული ძალა და ეს ძალა ვერ დამარცხდება, ამაში დარწმუნებული…
მეტი...