ლეგენდების მატჩი 1:3 დასრულდა

თბილისში, „დინამო არენაზე“  საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. საქართელოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა – გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე, ლევან ცქიტიშვილი, ნუკრი რევიშვილი და ლევან კობიაშვილი ტრავმების გამო მოედანზე ვერ გავიდნენ.  

მეტი...

რონალდინიო თბილისშია

„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია. ვეტერანთა ამხანაგური მატჩის წინ სასტუმრო „მერიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელები – იარი ლიტმანენი და ხავიერ სავიოლა, ასევე საქართველოს ნაკრების ლეგენდები – კახა კალაძე და შოთა არველაძე პასუხობდნენ. „ბარსელონას“ ლეგენდები და საქართველოს ნაკრების ვეტერანები ერთმანეთს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ხვალ, 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.  

მეტი...

მსოფლიო ჩემპიონატზე ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა. გოგოჭური ერთადერთი ქართველი პარასპორტსმენია, ვისაც პარალიმპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები აქვს მოგებული. მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს დღეს ზურაბ ზურაბიანი (J2 კატეგორია, -64 კგ) და ლაშა ყიზილაშვილი (J2 კატეგორია, -95 კგ) დაეუფლნენ. გუშინ მსოფლიოს ჩემპიონები საქართველოს ნაკრების წევრები – გიორგი ქალდანი (J2 კატეგორია, -70 კგ) და საბა ბაღდავაძე (J1 კატეგორია, -81 კგ) გახდნენ. პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ, 15 მაისს დასრულდება.

მეტი...

ისტორიაში პირველად, საქართველო ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

საერთაშორისო საციგურაო კავშირის გადაწყვეტილებით (ISU), საქართველოში ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის“ საერთაშორისო ტურნირი სახელწოდებით „თრიალეთის თასი 2025″ პირველად გაიმართება. ტურნირს მიმდინარე წლის 8-11 ოქტომბერს ახლად აშენებული თბილისის ყინულის არენა უმასპინძლებს. ტურნირი მამაკაცების, ქალების, სპორტული წყვილებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიაში მოეწყობა. წელს ოთხივე სახეობაში „ჩელენჯერის“ ტურნირები მხოლოდ საქართველოში, იაპონიაში, გერმანიასა და ხორვატიაში გაიმართება. თბილისში გასამართ ტურნირზე მსოფლიოს არაერთი მაღალი რეიტინგის მქონე ფიგურული მოციგურავე იასპარეზებს. ISU-მ საქართველოს მსგავსი მასშტაბის ტურნირის ჩატარების უფლება პირველივე განაცხადის გაკეთებისთანავე მისცა.

მეტი...

საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრებმა აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა

ბაქოში საერთაშორისო შეჯიბრება „პრეზიდენტის თასი 2025“ გაიმართა, რომელშიც კანოეს, კაიაკისა და აკადემიური ნიჩბოსნობის მიმართულებებით 20 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა – 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, ასევე აკადემიური ნიჩბოსნობის თასიც.

მეტი...

გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა

გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანმა“ კონკურენტი „ჟილინა“ უხვგოლიან შეხვედრაში 4:3 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხედ გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი. ვლადიმერ ვაისის გუნდი 1:3-ს აგებდა, მაგრამ დავით შტრელეცის ჰეთთრიკით მეტოქის წინააღმდეგობა დაძლია და საბოლოოდ, მორიგი ტიტული მოიპოვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამ მატჩში გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდა, ხოლო სტუმართა რიგებში ალექსანდრე ნარიმანიძემ შეუცვლელად ითამაშა.

მეტი...

სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სეულში მიმდინარე გრანპრიზე ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის, სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ტურნირზე სამი მოგებული ბრძოლის შემდეგ, მეოთხედფინალში ოლიმპიური ჩემპიონი და რეიტინგის პირველი ნომერი, კორეელი სან გუკ ოჰი 15:11 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც უნგრელ კრისტიან რაბთან 10:15 წააგო და მესამე ადგილზე გავიდა.

მეტი...

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი 70 წლის გახდა

80-იანი წლების ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტნის, საკავშირო მასშტაბით ყველა გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტულის მფლობელი და 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფის ერთ-ერთი შემომქმედი ალექსანდრე ჩივაძე 70 წლის გახდა „დღევანდელ დღეს, 70 წლის გავხდი. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ბევრ სიხარულს მოგვიტანს. ძალიან ნიჭიერი თაობა მოვიდა და ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ვდგავართ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბიჭები დიდ წარმატებას მიაღწევენ. კიდევ და კიდევ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას“ – აღნიშნა ალექსანდრე ჩივაძემ.

მეტი...

ქართველმა მხატვრულმა მოცურავემ მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

კანადაში მხატვრული ცურვის მსოფლიოს თასზე მოცურავემ, მარია ალავიძემ თავისუფალი სოლო პროგრამა შეასრულა, 200,7612 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ალავიძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც მსოფლიოს თასზე მედლის მოპოვება შეძლო. სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.  

მეტი...

ისტორიაში პირველად, საქართველო MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

ისტორიაში პირველად, საქართველო MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო პირველობა 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ჩატარდება. საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გააკეთა, როცა ეროვნულმა გუნდმა რვა მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი თბილისში გაიმართება.

მეტი...

ილია თოფურია მორიგ ბრძოლას 28 ივნისს ჩაატარებს

ილია თოფურია მორიგ ბრძოლას 28 ივნისს ჩაატარებს. UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, ილია თოფურიას თქმით, იმედოვნებს, რომ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ გაახარებს. თუ ვინ იქნება თოფურიას მეტოქე, ისლამ მახაჩევი თუ ჩარლზ ოლივეირა, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ქართველმა UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ქამარი საკუთარი სურვილით დათმო და მსუბუქ წონაში (70კგ) გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალ ბრძოლას მხოლოდ ტიტულისთვის ჩაატარებს.

მეტი...

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სამბისტთა ნაკრებებმა 18 მედალი მოიპოვეს

კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში სამბოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს ჭაბუკთა და კადეტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა ევროპის ჩემპიონატზე 18 მედალი მოიპოვეს. აქედან სამი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ათი ბრინჯაოსი. ჩემპიონობა კადეტებს შორის ოთარ ქოთოლაშვილმა (-49 კგ), ჭაბუკებს შორის ვიტო ჯაჯანიძემ (-64 კგ) და ნოდო სვანიძემ (+98 კგ) იზეიმეს; ვიცე-ჩემპიონები კადეტებს შორის გიორგი როსტომაშვილი (-53 კგ), გიორგი ჟღერია (-64 კგ) და ნიკოლოზ დგებუაძე (-88 კგ), ახალგაზრდებს შორის კი მიხეილ გაფრინდაშვილი (-71 კგ) და ეკა ზამთარაშვილი (-81 კგ) გახდნენ; ბრინჯაოს მედალს კი კადეტებს შორის მათე ხურციძე (+88 კგ), ჭაბუკებს შორის დავით ვაშაყმაძე (-53…

მეტი...

ბრიტანელი პარაოლიმპიელი ლას-ვეგასში უგზო-უკვლოდ დაიკარგა

ბრიტანელი პარაოლიმპიელი სემ რუდოკი ლას-ვეგასში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია იტყობინება, რუდოკი ამერიკის შეერთებულ შტატებში WrestleMania-ის ღონისძიების საყურებლად გაემგზავრა და ის ბოლოს 16 აპრილს ნახეს. სპორტსმენის ახლო მეგობარი ლუსი ჰეტონი ამბობს, რომ პარაოლიმპიელი ბოლო დროს „სრულ ჭკუაზე არ იყო“. სპორტსმენის მეგობრები და ოჯახის წევრები სამძებრო სამუშაოებში დახმარებას ითხოვენ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

მეტი...

საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა. საქართველოს ვაჟთა და ქალთა შერეულმა გუნდმა შეჯიბრების ფინალში იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხა. ფინალამდე საქართველოს შერეულმა ნაკრებმა აზერბაიჯანს (4:0), ავსტრიასა (4:1) და გერმანიას (4:0) მოუგო. შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა.

მეტი...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ფინალშია. ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში გამარჯვებები მოიპოვეს: ეთერ ლიპარტელიანმა მიხეილ ბახბახაშვილმა მარიამ ჭანტურიამ ლუკა მაისურაძემ. ფინალში ჩვენი გუნდი იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

მიქაუტაძემ ტოპ ლიგაში კვარაცხელიას შედეგი გაიმეორა​

საფრანგეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში გიორგი მიქაუტაძემ „რენს“ გაუტანა და მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტოპ 5 ლიგის ზედიზედ მეორე სეზონში მოახერხა 10 გოლის გატანა. 2025 წელს მიქაუტაძემ კლუბსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 24 მატჩი ჩაატარა, სადაც შესანიშნავი შედეგიანობა აჩვენა – 13 გოლი და 11 საგოლე გადაცემა (საშუალოდ ერთი საგოლე მოქმედება შეხვედრაში). ლიგა 1-ის ინგლისურენოვანი ვებგვერდის ინფორმაციით, მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელი რაიან ჩერკი, თებერვლიდან მოყოლებული, გოლი+პასი სისტემით შედგენილ რეიტინგში ევროპის საუკეთესო ათეულში არიან.

მეტი...

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ილია სულამანიძე ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში აზერბაიჯანელი კოცოიევი დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში ოთხი მედალი მოიპოვა. ოქროს მედალს გიორგი სარდალაშვილი დაეუფლა, ვერცხლის პრიზიორი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ხოლო კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მიიღო ტატო გრიგალაშვილმა.  

მეტი...

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა აირჩიეს

საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ) პრეზიდენტად დავით კაჭარავა აირჩიეს. კაჭარავას ხმის უფლების მქონე 58 დელეგატიდან 57-მა დაუჭირა მხარი. დავით კაჭარავას სანაკრებო დებიუტი 2006 წელს შედგა და „ბორჯღალოსნების“ რიგებში 122 მატჩი ჩაატარა, რაც საქართველოს ნაკრების რეკორდია. მას 25 ლელო აქვს დადებული და ამ მაჩვენებლით გუნდის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს. კაჭარავა ოთხ მსოფლიო თასზე (2007, 2011, 2015 და 2019) ასპარეზობდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი 11-ჯერ მოიგო.

მეტი...

გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა კონტინენტის საუკეთესოს წოდება რამდენიმე საათის წინ მოიპოვა. პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის სასტარტო დღე, საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებლად დაიწყო. დღეს, ტატამზე გამომსვლელი 4 ქართველი ძიუდოისტისგან ასპარეზობას ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე და ჯულიეტა როდონაია გამოეთიშნენ. ფინალის საგზური გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ყველა ბრძოლა დამაჯერებლად ჩაატარა. 21 წლის ქართველი ძიუდოისტი, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს აიუბ ბლიევს შეხვდა, რომელიც დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.  

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი ევროპის ყველაზე პერსპექტიულ მეკარეებს შორის დაასახელეს

გამოცემა Nogomania-მ ტოპ 5 ლიგის ახალგაზრდა მეკარეები დაასახელა, რომლებიც უახლოეს წლებში ევროპულ ფეხბურთში მაღალ დონეზე ითამაშებენ. სიაში მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილია. გამოცემა გიორგი მამარდაშვილს ასე ახასიათებს: „საქართელოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2025-26 წლების სეზონის წინ „ლივერპულში“ გადასვლას დათანხმდა. „წითლებმა“ 24 წლის ფეხბურთელი „ვალენსიიდან“ 35 მილიონ ევროდ დაიმატეს. მამარდაშვილი „ენფილდზე“ გადასვლამდე, მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ვალენსიაში“ რჩება. ევრო 2024-ზე მისი გამორჩეული თამაში საქართველოს ნაკრებს 1/8-ფინალში გასვლაში დაეხმარა და განამტკიცა მისი, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარის რეპუტაცია“. ევროპის ტოპ10 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე: 1. გევინ ბაზუნუ (ირლანდია, 23…

მეტი...

2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა – კვარაცხელია ტოპ 10-შია

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა. ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კი ტოპ 10-შია – ის მე-9 ადგილზეა. სათავეში კვლავ კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი რაფინია იმყოფება, რომელიც ამ ჯილდოს მოგების მთავარი პრეტენდენტია. ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა.

მეტი...

მამარდაშვილი იმ მეკარეების ათეულშია, რომლებმაც „ვალენსიაში“ ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს

გიორგი მამარდაშვილი იმ მეკარეების ათეულში შევიდა, რომლებმაც „ვალენსიაში“ ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს. საქართველოს ნაკრების წევრმა „ვალენსიაში“ 127 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, აქედან 120 – ლა ლიგაში. მამარდაშვილი კლუბში მეოთხე სეზონს ატარებს, თუმცა გასულ ზაფხულს მისი ტრანსფერი „ლივერპულმა“ გამოისყიდა და ესპანეთში ახლა იჯარით თამაშობს. მამარდაშვილი აღნიშნულ სიაში მეათე ადგილზეა – მან თანაგუნდელ ხაუმე დომენეკს გადაასწრო, რომელიც მეთერთმეტეა.  

მეტი...

ლუკა სიჭინავას ყველა გამარჯვება მამის ხსოვნას ეძღვნება  

ლუკა სიჭინავა ბოსნიაში, საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება. აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის სახელით მოასპარეზე  14 წლის ლუკა სიჭინავამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და 16 აპრილს ბოსნიაში, საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მისი ყველა გამარჯვება მამის ხსოვნას ეძღვნება. შეჯიბრი დღეს,  სპორტკომპლექს ,,არენაში“ გაიმართა. ჩემპიონებისგან დაკომპლექტდა საქართველოს ნაკრები, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე მიიღებს მონაწილეობას. პირველი ტურნირი კი სწორედ   ბოსნიაში შედგება. ლუკა მეოთხე წელია აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის გუნდის სახელით ასპარეზობს ( მწვრთნელი ამირან ჯინჭარაძე). ამ მოკლედ დროის განმავლობაში ლუკას მიღებული აქვს არაერთი  ჯილდო სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ის ორგზის ჩემპიონია რაჭის ღია პირველობაში (I ადგილი). ასევე, არის მედიუმ-ლიგის პირველი ადგილის…

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა ტოპ-ათეულშია

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ ბუკმეიკერებმა განაახლეს კოეფიციენტები 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგებაზე. ამ მომენტისთვის დიდი უპირატესობით ლიდერობს „ბარსელონას“ გარემარბი რაფინია. მის მიერ „ოქროს ბურთის“ მოგება ფასდება კოეფიციენტით – 2.20, რაც 45-პროცენტიან ალბათობას შეესაბამება. ტოპათეულში შევიდა „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ფეხბურთელი მერვე პოზიციაზეა, არადა, ერთი თვის წინ ის TOP 20-შიც არ შედიოდა. ოქროს ბურთი 2025. TOP10 რაფინია (ბარსელონა) – 2.20 ლამინ იამალი (ბარსელონა) – 6.00 მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 6.00 უსმან დემბელე (პსჟ) – 7.00 კილიან მბაპე (რეალი) – 8.00 რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 9.00 პედრი…

მეტი...

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდშია

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრების შემდეგ კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „პარი სენ-ჟერმენმა“ „ასტონ ვილა“ საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ინგლისელთა კარში პსჟ-ს მეორე გოლი ეფექტურ სტილში გაიტანა. კვარაცხელია ასევე იბრძვის კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის.

მეტი...

„ახლა გვესმის, რატომ ეძახიან ნეაპოლელები კვარადონას“ – ფრანგული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „ასტონ ვილასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილ ბრწყინვალე გოლს ფრანგული მედია ეხმაურება. „რა გოლი, რა თამაში! ახლა გვესმის, რატომ ეძახიან ნეაპოლელები კვარადონას“, – წერს ფრანგული მედია ქართველ ფეხბურთელზე. „პარი სენ-ჟერმენმა“ „ასტონ ვილა“ 3:1 დაამარცხა.

მეტი...

ევროპის ჩემპიონატზე მირიან მაისურაძემ ბრინჯაოს მედლი მოიპოვა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მან  ნეიტრალური დროშით გამომსვლელი იადკოვსკი დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეოთხე მედალი მოუტანა. დღესვე ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსანი სოლომონ მანაშვილი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

მეტი...

40 000 ევრო ჯარიმა და ერთი მატჩი უმაყურებლოდ – უეფას გადაწყვეტილება

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით,  უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს. კერძოდ, დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება. სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფას საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს. გარდა ამისა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 40 000 ევროთი დაჯარიმდა. „უეფას კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 9 აპრილს, ნიონში შედგა, 23 მარტს, საქართველო – სომხეთის მატჩის მიმდინარეობისას და თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების შესახებ იმსჯელეს. უეფას გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს…

მეტი...

ორი ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) საქართელოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა – ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში უკრაინელი ალექსეი ბორუტა დაამარცხა. ბრინჯაოს მედლი მოიპოვა ვლადიმერ გამყრელიძემ. ხოლო პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება – ქართველის მეტოქე ნეიტრალური დროშით გამომსვლელი მაგომედ ყურბანოვი იქნება.    

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი “რეალთან” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

გიორგი მამარდაშვილი “რეალთან” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მამარდაშვილმა ბურთი რამდენჯერმე მოიგერია. ანალიტიკურმა პორტალებმა კი, ის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. დაძაბულ დაპირისპირებაში ვალენსიამ რეალი 2:1 დაამარცხა.  

მეტი...

ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა. ზურაბ კინწურაშვილი რეიტინგულ სიაში 62.00 ქულით ლიდერობს. 2024 წელს კინწურაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

მეტი...

ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

2025 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისა და მიმდინარე სეზონის გრან-პრის სერიების საერთო შედეგებით (4 495 ქულა) საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მიიღებს მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონატზე, რომელსაც ყოველ მეორე წელიწადს ტოკიო მასპინძლობს, ექვსი ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. 2025 წელს, საქართველოს გარდა, იასპარეზებენ ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, კანადის, საფრანგეთისა და იტალიის ნაკრები გუნდები. მსოფლიოს ჩემპიონატი ტოკიოში 17-20 აპრილს ჩატარდება.

მეტი...

23 წლის ფეხბურთელი მოულოდნელად გარდაიცვალა

წყალტუბოს „სამგურალი“ ყოფილი ფეხბურთელის დაღუპვის შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „სამწუხარო ამბავი გვაქვს: 23 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა „სამგურალის“ ყოფილი ფეხბურთელი ლეანდრო ლიმა. ბრაზილიელი ნახევარმცველი „სამგურალში“ 2023 წლის სეზონში თამაშობდა და საქართველოს თასზე გოლიც აქვს გატანილი. ჩვენი კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს“, – ვკითხულობთ მიმართვაში.

მეტი...

სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, ქართველმა სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე გამოვლენ.

მეტი...

სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში იასპარეზებს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში იასპარეზებს. მან მეოთხედფინალში რეიტინგის პირველი ნომერი, კორეელი სან გუკი 15:12 დაამარცხა. 30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე გამოვლენ.  

მეტი...

ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, სანდრო ბაზაძე მერვედფინალში იასპარეზებს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, სანდრო ბაზაძე მერვედფინალში იასპარეზებს. ქართველმა ამერიკელი ვილიამ მორილი 15:13 დაამარცხა და მეოთხედფინალში გასასვლელად ფრანგ ბაპტისტ დუბარის დაუპირისპირდება. 30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე გამოვლენ.

მეტი...