ვერ ვხედავ თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას – თინა ბოკუჩავა ხუთ ოპოზიციონერ დეპუტატზე

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, იმ ხუთ ოპოზიციონერ დეპუტატთან,  რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კანდიდატებს დაუჭირა მხარი,  თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

,,მე პირადად ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს იმიტომ, რომ ის საკითხი, რაზეც ამ ადამიანებმა დააფიქსირეს საკუთარი თანხმობა და ხმა მისცეს კლანის წევრებს, არის ფუნდამენტური საკითხი, ეს აძლიერებს კლანის გავლენებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შესაბამისად, სასამართლო სისტემაში”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას როსტომ ჩხეიძემ, და ნატო ჩხეიძეემა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმაც დაუჭირეს მხარი.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა

 

მსგავსი თემები