,,მთავრობა , ყველაფერს აკეთებს, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენი მთავრობა, რაც ხელისუფლებაში იმყოფება, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში,”-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი  თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში.

,,ჩვენ კარგად ვიცით ქართველებმა, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას. მას შემდეგ, რაც დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და რამდენიმე ომი გავიარეთ, ჩვენ ვაცნობიერებთ რა შედეგი მოაქვს ომს და ამიტომ, მეტად ვაფასებთ მშვიდობას. ჩვენი მთავრობა, რაც ხელისუფლებაში იმყოფება, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში. დღევანდელი სამყარო იცვლება, წესრიგი იცვლება, და ამ სირთულეებიდან გამოსავალს მარტო ვერცერთი ქვეყანა ვერ იპოვის. ამიტომ, გვჭირდება ერთობლიობა და ერთად ყოფნა. ერთად ყოფნით შევძლებთ ამ მიზნების დაკმაყოფილებას. მეგობრებო, ბოლო წლებში დემოკრატიებმა ბევრი გამოწვევა იწვნიეს. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცე და მედეგია და ჩვენი მთავრობა ერთგულია იმ ვალდებულებებისა და ძირეული ფასეულობებისადმი, რომელიც გულისხმობს თანაბარუფლებიანობას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. ეს ჩვენი მრავალმიზნობრივი და მრავალასპექტიანი მიდგომა გულისხმობს სასამართლოს სისტემის, საარჩევნო სისტემის, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას, მდგრადობას და პტროგნოზირებადობას“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები