2026 წლიდან, ჩინური  მფრინავი მანქანები რეალობად იქცევა

„მომავლის ტრანსპორტი“ – მფრინავი მანქანები ფანტასტიკიდან რეალობაში გადადის. ჩინური მფრინავი მანქანების პრეზენტაცია  აშშ-ის ქალაქ ლას ვეგასში გაიმართა.  მან მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო მთელ მსოფლიოში და  მოსალოდნელია, 2026 წელს მომხმარებლამდეც მივიდეს. ვარაუდობენ, რომ 10 წელიწადში, ისინი, მგზავრობის დროს 1-2 საათიდან სულ რაღაც 10-20 წუთამდე შეამცირებენ. მფრინავ მანქანას ექნება ორი რეჟიმი, მას შეუძლია როგორც მიწაზე, ასევე ჰაერში ფრენა. 2024 წელს ჩინეთის ავტომობილების ინჟინერთა საზოგადოებამ გამოაქვეყნა ქვეყნის პირველი კვლევის ანგარიში მფრინავი მანქანების შესახებ. მან დააფიქსირა, რომ 21-ე საუკუნეში ჭკვიანი ელექტრომობილების განვითარებამ შექმნა მყარი ინდუსტრიული საფუძველი ჭკვიანი ელექტრო ავიაციისთვის. ჩინური თეთრი წიგნის მიხედვით, მფრინავი მანქანების…

მეტი...

ტრამპმა ტიკტოკის ბლოკირება აშშ-ში 75 დღით გადაავადა

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სოციალური პლატფორმა ტიკტოკის ბლოკირება 75 დღით უნდა გადავადდეს. „ვუბრძანებ გენერალურ პროკურორს შეერთებული შტატების სახელით კანონის აღსრულების უზრუნველსაყოფად არ გაატაროს ზომები აღნიშნული ბრძანების გამოქვეყნებიდან 75 დღის განმავლობაში, რათა ჩემს ადმინისტრაციას მიეცეს შესაძლებლობა ტიკტოკთან დაკავშირებით განსაზღვროს მოქმედებები“, – წერია ბრძანების ტექსტში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 17 იანვარს შეერთებულ შტატებში ტიკტოკის გამოყენება აკრძალა, თუ მას მისი მფლობელი კომპანია ByteDance-ი არ გაასხვისებს.

მეტი...

შოტლანდიის საავადმყოფოში რობოტი-თაროები მედდებსა და პაციენტის ახლობლებს წამლების მიღებას ახსენებენ

შოტლანდიის საავადმყოფოში რობოტი-თაროები დანერგეს, რომლებიც მედდებს, პაციენტებს ან მათ ახლობლებს წამლების მიღებას ახსენებენ. BBC-ის ცნობით, ინტელექტუალური თარო ქალაქ აბერდინის საბავშვო კლინიკაში დანერგეს და ეს პირველი მსგავსი გამოცდილებაა მსოფლიო სამედიცინო სივრცისთვის. ახალი აღჭურვილობა სამედიცინო პერსონალს უმსუბუქებს სამუშაოს. ექიმებს შეჰყავთ მონაცემები რობოტ-თაროში იმის შესახებ, თუ როდის და რა დოზით უნდა მიიღოს პაციენტმა ესა თუ ის პრეპარატი. რობოტი-თარო გაიღება მხოლოდ საჭირო დროს და ჩამოაგდებს უჯრაში იმ პრეპარატს, რომლის მიღების დროც მოვიდა. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ აიღებს წამალს უჯრიდან, რობოტი-თარო წითლად გაანათებს.

მეტი...

საუკეთესო ან ყველაზე უარესი – ხელოვნური ინტელექტი, მსოფლიო მედიის გამოწვევა (video)

ხელოვნური ინტელექტის განვითარება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა გამოწვევა და ტექნოლოგიური წინსვლა, არის „ალესილი ხმალი“ –  ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სიტყვებია მსოფლიო მედია სამიტზე. სწორედ ხელოვნური ინტელექტი და მედია განვითარება არის მთავარი თემა, რომელსაც მსოფლიო მედია სამიტი ეძღვნება და რომელიც ჩინეთში, ქალაქ ურუმჩიში Xinhua საინფორმაციო სააგენტოს ორგანიზებით იმართება. „The development of Artificial Intelligence, like any other technological advancement, is a “double – edged sword” –  This is a quote from the President of the People’s Republic of China for the World Media Summit. Artificial Intelligence and media development that is the…

მეტი...

5 წელში 127 მილიონზე მეტი მგზავრი პეკინის Daxing-ის  აეროპორტში

პეკინის Daxing-ის  საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირების ხუთ წელს აღნიშნავს. ეს აეროპორტი “ჩინეთის სამოქალაქო აეროპორტის მომსახურების ხარისხის ბრწყინვალების ჯილდოს” მფლობელია და 5 წელიწადში 127 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა და 860 000 ტონა ტვირთი გადაზიდა. აეროპორტი ულტრათანამედროვე სისტემებითა და ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც შესაძლებლობას იძლევა, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მგზავრებმა თავიანთი ბარგის გადაადგილება აკონტროლონ. აეროპორტი აღჭურვლია ე.წ. ჭკვიანი კლიმატ კონტროლის სისტემებით როგორც საბარგო ადგილებში, ისე მგზავრთა გადაადგილების სივრცეებში. აქ ყველანაირი კონტროლი, შემოწმება შესაძლებელია გამარტივებულად, მხოლოდ და მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სახის ამოცნობის გამოყენებით. მას შემდეგ, რაც ჩინეთი თანდათან აფართოებს უვიზო სატრანზიტო პოლიტიკას და მოიცავს უფრო…

მეტი...

ხელოვნურმა ინტელექტმა 20 წელიწადში შესაძლოა გლობალური ეპიდემია ან პანდემია გამოიწვიოს

ჯონ ჰოპკინსის, სტენფორდის და ფორდჰემის უნივერსიტეტების მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) მომავალში შესაძლოა გამოიწვიოს ახალი ეპიდემიები ან პანდემიები. მათ აღნიშნეს, რომ თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მოდელებს აქვთ დიდი მოცულობის ბიოლოგიური მონაცემების დამუშავების უნარი, რამაც შეიძლება დააჩქაროს წამლების განვითარება და გამოიწვიოს საშიში პათოგენების შექმნა. ,,ტექნოლოგიის მრავალფეროვნება შეიძლება გახდეს საფრთხე ბიოლოგიური მოდელი, რომელიც ქმნის კეთილთვისებიან ვირუსს გენური თერაპიისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას პათოგენების შესაქმნელად, რომლებსაც შეუძლიათ ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული იმუნიტეტის დაძლევა”, – ნათქვამია სამეცნიერო ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Science. მეცნიერები მოუწოდებენ მთავრობებს, მათ შორის აშშ-ს მთავრობას, შემოიღონ მკაცრი რეგულაციები, რათა თავიდან აიცილონ ასეთი…

მეტი...

Instagram-ი მოზარდებისთვის შეზღუდვებს და მშობლების კონტროლის ფუნქციის დამატებას აანონსებს

სოციალურმა ქსელმა Instagram 13-17 წლის მოზარდებისთვის სპეციალური ანგარიშების გახსნა დააანონსა, რომლებსაც მშობლების კონტროლის ფუნქცია ექნება. როგორც Instagram-ის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ გადაცემა Good Morning America-ს პირდაპირ ეთერში განმარტა, ასეთ ანგარიშებზე გარკვეული შეზღუდვები იქნება დაწესებული. მაგალითად, ისინი შეტყობინებებს მიიღებენ მხოლოდ იმ მომხმარებლებისგან, რომელთა გამომწერებიც არიან ან რომლებთანაც მანამდე ჰქონდათ ინტერაქცია. ასევე, მოზარდების მონიშვნას მხოლოდ მათი გამომწერები შეძლებენ. საღამოს 10 საათიდან დილის 7-მდე მოზარდების ანგარიშები „ძილის რეჟიმში“ გადავლენ. ისინი არ მიიღებენ ნოტიფიკაციებს. სოცქსელში გატარებული ყოველი საათის შემდეგ კი მოზარდები მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ დროა Instagram-ი დახურონ. მოზარდის მშობლები შვილის ანგარიშზე წვდომას…

მეტი...

ავსტრალია ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას გეგმავს

ავსტრალია ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას გეგმავს. შეზღუდვის დაწესების მიზეზი მოზარდებში სოციალური მედიის ხშირი გამოყენებით გამოწვეული მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებია. ჯერჯერობით უცნობია ასაკის შეზღუდვისას რა იქნება მინიმალური ასაკი, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, მინიმალური ასაკი 14-16 წელს მოიცავს. „მინდა, ვხედავდე ბავშვებს, რომლებიც არ არიან დამოკიდებულები ელექტრონულ მოწყობილობებზე, ვნახო ისინი საფეხბურთო მოედნებზე, აუზებსა და ჩოგბურთის მოედნებზე. გვინდა, რომ მათ რეალური გამოცდილებები ჰქონდეთ, რეალურ ადამიანებთან, რადგან ვიცით, რომ სოციალური მედია სოციალურ ზიანს იწვევს“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესამ. ავსტრალია გახდება მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელიც სოციალურ მედიაზე ასაკობრივ შეზღუდვას დააწესებს.

მეტი...

კიბორჩხალები და კრევეტები ბრინჯის ველის სადემონსტრაციო ზონაში – „ჭკვიანი სოფლის მეურნეობა“ ჩინეთში

სოფლის მეურნეობის სადემონსტრაციო ზონა ჩრდილოეთ ჩინეთის ჰებეის პროვინციაში მდებარეობს. აქ, ბრინჯის მინდვრებში, ბრინჯთან ერთად   კრევეტები და კიბორჩხალებიც იზრდება, რომლებიც  ბრინჯის ნერგებს შორის იმალებიან. ბრინჯის ველებს კი დუან იანიანი, ტექნიკის ინჟინერი  დიდი ეკრანის მეშვეობით საკონტროლო ოთახიდან აკვირდება. ბრინჯის ველები, რომლებიც შექმნილია მარილიან-ტუტე მიწის ეფექტურად გამოსაყენებლად, ხელს უწყობს კიბორჩხალების და კრევეტების მოშენებას. სწორედ ეს არის „ჭკვიან სოფლის მეურნეობის” სადემონსტრაციო ზონა. „ჭკვიანი სოფლის მეურნეობის მართვის პლატფორმა“ აჩვენებს რეალურ დროში მონაცემებს ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა წყლის დონე, წყლის ხარისხი, ამინდი, მავნებლების კონტროლი, ნერგების პირობები და ნიადაგი. ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ბრინჯის წარმატებით მოსაყვანად კიბორჩხალებისა და კრევეტებისთვის…

მეტი...

Meta-მ ,,ოცნების” მხარდამჭერი და რუსეთიდან მართული ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა

Meta-მ ,,ოცნების” მხარდამჭერი და რუსეთიდან მართული ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა. კომპანია განმარტავს, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, ჯამში, 76 Facebook-ანგარიში, 30 Facebook-გვერდი და 11 Instagram-ანგარიშია წაშლილი. მიზეზი კი მათი პოლიტიკის დარღვევაა. Meta-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში, ეს გვერდები, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მხარს ,,ქართულ ოცნებას” უჭერდნენ და აქციის მონაწილეებს აკრიტიკებდნენ. დოკუმენტში წერია, რომ ყალბი გვერდები ახალი ამბების მიმართულებით მუშაობდა და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. მათივე ცნობით, რუსეთი იყენებდა Youtube-ს, Telegram-სა და TikTok გვერდებსაც, რეკლამაში კი ჯამში 77 ათასი დოლარი დაიხარჯა.

მეტი...

„დროის კაფსულა“ გაიხსნა – უახლოესი არქეოლოგიური აღმოჩენა ჩინეთის ზღვაში 

მსოფლიო დონის არქეოლოგიურმა პროექტმა ახალი პროგრესი განიცადა. ახლახან, ჩინეთის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ განაცხადა, რომელიც  სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩრდილო-დასავლეთ კონტინენტური ფერდობის No1 და No2 დაღუპვის ადგილებიდან მოხდა. წყალქვეშა არქეოლოგია და უახლესი ტექნოლოგიები გაერთიანდნენ და გახსნეს „დროის კაფსულა“, რომელიც საუკუნეების მანძილზე დევს ზღვის ფსკერზე, ზღვის ზედაპირიდან კილომეტრზე მეტ სიღრმეში. დიდი ხნის დაკარგულმა საგანძურმა მზის სინათლე იხილა. უკიდეგანო, ღრმა ზღვიდან ისტორიის „მოპოვება“ ადვილი საქმე არ იყო. წარსულში, როდესაც ღრმა ჩაყვინთვის ტექნოლოგია ასე არ იყო განვითარებული, ჩინეთის წყალქვეშა არქეოლოგია ძირითადად შემოიფარგლებოდა სანაპირო და არა ღრმა წყლებით. ღრმა ზღვის არქეოლოგია…

მეტი...

IT სისტემების შეფერხება მთელ მსოფლიოში – პრობლემა შეექმნა ბანკების, აეროპორტების, სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობას

IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებები დაფიქსირდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პრობლემები შეექმნა ავიახაზების, მედიის, ბანკების, სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობას. მიზეზი უცნობია, მაგრამ ,,მაიკროსოფტი” ამბობს, რომ შემარბილებელ ზომებს იღებს. ვარაუდობენ, რომ პრობლემა კიბერუსაფრთხოების ფირმა CrowdStrike-ის პროგრამულ უზრუნველყოფაშია. აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ United Airlines-მა, Delta Airlines-მა და American Airlines-მა ფრენები შეაჩერეს. მიზეზი: გლობალური კომუნიკაციის პრობლემები. ფრენების შეფერხებები დაფიქსირდა ბერლინსა და ესპანეთში. კიბერ ინციდენტის გამო შეფერხდა ლონდონის საფონდო ბირჟა. პრობლემა შეექმნა აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მუშაობას. ბრიტანული არხი Sky News პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა. იაპონიის ნარიტას აეროპორტში, ტოკიოდან დაახლოებით 60 კილომეტრში,…

მეტი...

ნელი მატარებელი, თანამედროვე ტექნოლოგიებით სოფლის აღორძიენებისთვის

ეს ნელი მატარებელი ჩინეთის ჩრდილოეთით, სოფლის აღორძინებისა და გაძლიერებისთვის ერთ-ერთი კომპონენტია. მატარებელი 4347,  რომელიც მიემგზავრება ტონგუადან ჯიანისკენ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ჯილინის პროვინციაში, 1939 წლიდან ფუნქციონირებს. ეს არის ერთადერთი მატარებელი, რომელიც აკავშირებს ორ მხარეს. მატარებელი 115 კილომეტრის მანძილზე ახორციელებს მოგზაურობას და მას ორ საათი და 48 წუთი სჭირდება. ფასი მხოლოდ 16,5 იუანი (დაახლოებით $2,27). მატარებლის ვაგონების ჭერი მორთულია ოთხი სეზონის შთაგონებული მოტივებით და მატარებლის ორივე ბოლოში წარმოდგენილია ფოტოგრაფიული ექსპონატები. უფრო მეტიც, ინტერაქტიული ინსტალაციები და კულტურული მემკვიდრეობის ჩვენებისთვის მიძღვნილი ადგილები მიმოფანტულია მატარებელში. მშვიდი ტემპის მიუხედავად, მატარებელი მუდმივად აუმჯობესებს მომსახურებას. მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ ისეთი…

მეტი...

აგენტი რობოტი (ვიდეო)

მომსახურე რობოტი, მასპინძელი რობოტი, ჰაერის დამატენიანებელი რობოტი და აგერ უკვე, აგენტი რობოტიც, რომელიც სასტუმროს პერიმეტრზე სტუმრებს აკონტროლებს და ამოწმებს სასტუმროში შესაშვებია თუ არა.      

მეტი...

ადამიანის ქსოვილებისგან დამზადებული მინი-ტვინებით ,,ცოცხალი კომპიუტერი” შექმნეს

შვეიცარიაში დაფუძნებული სტარტაპი FinalSpark აცხადებს, რომ შექმნა უნიკალური პროცესორი, რომელიც ადამიანის ტვინის ქსოვილისგანაა დამზადებული. კომპანიაში ამ ქსოვილებს მინი-ტვინებს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ,,ცოცხალ კომპიუტერს” სილიკონის ველზე გამოთვლებისთვის იყენებენ. ასევე: ლაბორატორიაში ადამიანის “მინი-ტვინებს” კომპიუტერული თამაში ასწავლეს და, აი, ახლა მკვლევრებს მასზე დისტანციური წვდომა ექნებათ. ამ მოწყობილობით ცდების ჩატარება შეეძლებათ, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც როგორც წესი, დიდ რესურსებს მოითხოვს. ,,ბიოლოგიური გამოთვლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ნეირონებს ინფორმაციის დასამუშავებლად გაცილებით ნაკლები ენერგია სჭირდებათ, ვიდრე კლასიკურ კომპიუტერებს. ნეირონები ამისთვის საშუალოდ მილიონჯერ ნაკლებ ენერგიას იყენებენ”, – წერს FinalSpark-ის მეცნიერი და სტრატეგიული მრჩეველი,…

მეტი...

ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა

როგორც France-Presse იუწყება, ჩინელმა სამხედროებმა რობოძაღლი წარადგინეს, რომელიც ტყვიამფრქვევითაა აღჭურვილი. ეს ყველაფერი 15-დღიანი სამხედრო წვრთნის ნაწილი იყო, რომელიც ცენტრალურ კამბოჯაში წარიმართა. წვრთნების დროს ვიხილეთ თუ როგორ გამოიყვანეს სამხედრო რობოძაღლები, მაგრამ უშუალოდ იარაღის გამოყენების დემონსტრირება არ მოხდა. ეს ერთგვარი დისტოპიური მომავალია, რომელიც გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს სამხედრო კონფლიქტების მომავალი. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი ავტონომიური შეიარაღება არაეთიკურია და მისი გამოყენება არ შეიძლება. თუმცა, ყველა ასე არ ფიქრობს და ამ მიმართულებით ინვესტიციები სულ უფრო იზრდება. იდეის მომხრეების თქმით, მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენება სამართალდამცავების სტრუქტურებშიც შეიძლება და ამას ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა…

მეტი...

აშშ-ში მიღებული კანონის მიუხედავად, „ტიკტოკის“ მფლობელი კომპანია სოციალური ქსელის გაყიდვას არ გეგმავს

სოციალურ ქსელ „ტიკტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ში აცხადებენ, რომ ბიზნესის გაყიდვას არ აპირებენ. განცხადება მას შემდეგ გაკეთა, რაც შეერთებულმა შტატებმა მიიღო კანონი, რომელიც „ტიკტოკის“ მფლობელ კომპანიას მის გაყიდვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური ქსელი აშშ-ში დაიბლოკება. „ჩვენ თავდაჯერებულები ვართ და ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის სასამართლოში. ფაქტები და კონსტიტუცია ჩვენს მხარესაა“, – განაცხადა „ტიკტოკის“ ხელმძღვანელმა, შოუ ჩიუმ. აშშ-ს პრეზიდენტმა შესაბამისი კანონი წარმომადგენელთა პალატის და სენატის მიერ მისი მხარდაჭერის შემდეგ მიიღო. კანონის მიხედვით, „ტიკტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად ცხრათვიანი ვადა ეძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აშშ-ის აპლიკაციების მარკეტში აიკრძალება. კანონით პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უფლებამოსილება…

მეტი...

ხელოვნური ინტელექტი და რისკები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

ვინ რას ანაცვლებს, რა არის ხელივნური ინტელექტი,  ადამიანი თუ მანქანა?! – ამ ყველაფერზე ჩინელი, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი საუბრობს. „ჩადეთ მეტი რესურსი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ნიჭის გამომუშავებაში და ხელი შეუწყეთ ტექნოლოგიურ ინოვაციას სამომავლო გამოწვევების დასაკმაყოფილებლად“ – ეს არის  ლიუ ვეი, პეკინის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების უნივერსიტეტის ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედების და შემეცნებითი ინჟინერიის ლაბორატორიის დირექტორი, რომელიც  ხელოვნური ინტელექტის ეპოქაზე CGTN-თან საუბრობს. „ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიამ აჩვენა პოტენციალი გაარღვიოს ტრადიციული შესაძლებლობების საცობები სამეცნიერო კვლევებში და მოაქვს ახალი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში. თუმცა, ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის აფეთქებამ ასევე გამოიწვია მთელი რიგი შეშფოთება, როგორიცაა ყალბი…

მეტი...

აშშ-მა, სმარტფონების ბაზრის მონოპოლიზებისთვის, Apple-ს უჩივლა

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, სმარტფონების ბაზრის მონოპოლიზებისთვის Apple-ს უჩივლა. სამოქალაქო სარჩელმა, რომელსაც 15 შტატი და კოლუმბიის ოლქი შეუერთდა, Apple-ს დააკისრა თავისი დომინირების გამოყენება სმარტფონების ეკოსისტემაში, რათა მეტი ფული მიეღო მომხმარებლებისგან, დეველოპერებისგან, კონტენტის შემქმნელებისგან, ხელოვანებისგან, გამომცემლებისგან, მცირე ბიზნესისა და ვაჭრებისგან. სარჩელი ეხება Apple-ის აპლიკაციების მაღაზიას, რომელიც მკაცრ პირობებს უწესებს დეველოპერებს, რომლებიც ცდილობენ iPhone-ის მომხმარებლებამდე მიღწევას, რომელთა რიცხვი, აშშ-ში, დაახლოებით 136 მილიონია. საპასუხოდ, Apple-მა განაცხადა, რომ სარჩელი საფრთხეს უქმნის კომპანიის უნარს, წარმატებით დააკმაყოფილოს მომხმარებლების მოთხოვნები. ,,ეს სარჩელი საფრთხეს უქმნის ვინ ვართ ჩვენ და იმ პრინციპებს, რომლებიც განასხვავებენ Apple-ის პროდუქტებს სასტიკი კონკურენტუნარიან ბაზრებზე… თუ…

მეტი...

ერთ წამში, ღილაკზე თითის დაჭერით ხდები ჩინელი – თანამედროვე ტექნოლოგია

ეს არის ცირული სამყარო, თანამედროვე ტექნოლოგია და ახალი საუკუნე. აქ ყველაფერი ციფრულია, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლია გახდე ჩინელი და იმოგზაურო კონტინენტის ნებისმიერ წერტილში. რეპორტაჟი პეკინიდან ეკა გულუა    

მეტი...

უპილოტო ტაქსი პეკინში

რობოტაქსის სერვისი პეკინში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. თვითმართვადი ტაქსები ჩინეთის დედაქალაქში საცდელად მარტში ამოქმედდა. მართალია, ეს რობოტაქსია, თუმცა, საჭეც აქვს და მანქანაში მძღოლიც ზის. ერთად ვნახოთ როგორია რობოტაქსი.    რობოტი ავტობუსები, ინტელექტუალი სატვირთო მანქანები და მოძრავი სახლები – მორიგი საოცრება ჩინეთიდან (ვიდეო)

მეტი...

მსოფლიოს ყურადღება აქ არის – ერთად ვნახოთ რა ხდება ჩუნგცინგი

ინტელექტუალური ავტომანქანები და გაციფრულებული სამყარო, რას არ ნახავთ აქ. „ჭკვიანი ჩინეთი ექსპო“ – ეს არის სიმპოზიუმი, რომელიც დღეს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში იმართება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მრეწველობაში, ეკონომიკასა და ვაჭრობაში. სიმპოზიუმი ფოკუსირებულია ინტელექტუალურ, ახალი ენერგიის სატრანსპორტო საშუალებებზე. მასში მონაწილეობენ სახელმწიფო ლიდერები, უცხოელი მაღალჩინოსნები, სხვადასხვა ბრენდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მინისტრები. პარალელურად, უზარმაზარ სივრცეში, სადაც ათეულობით პავილიონია გახსნილი, წარმოდგენილია უახლესი ტექნოლოგიები, პროდუქცია საავტომობილო მიმართულებით. ციფრული ეკონომიკა და მოდერნიზაცია სიმპოზიუმის ერთ-ერთი მიმართულებაა. განიხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია კიბერუსაფრთხოებასთან. წარმოდგენილია ინტელექტუალური ავტომანქანები, რომლებიც ჩინეთში იწარმოება, კონკრეტულად კი ჩუნგცინგის პროვინციაში, სადაც 32…

მეტი...

დიასახლისი რობოტი პეკინის სავაჭრო ცენტრში მუშაობს (ვიდეო)

ეს დიასახლისი რობოტი ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გადავიღე. აქ ყველაფერი თითქმის რობოტებზეა აწყობილი.  

მეტი...

ადამიანებს ფერმერი რობოტები ჩაანაცვლებენ – „მედიაცნტრი მთავარი“ პეკინიდან

მედიცინა, სოფლის მეურნეობა, მანქანათმშენებლობა, სამზარეულო, კულტურა, სხვადასხვა მომსახურების სფერო – ყველაფერს რობოტები იპყრობენ.  

მეტი...

ქირურგი რობოტები და ოპერაცია რობოტების დახმარებით  – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

„მედიაცენტრი მთავარი“ აგრძელებს თემატურ რეპორტაჟებსა და ვიდეორგოლებს პეკინიდან. ამჯერად წარმოგიდგეთ სამედიცინო რობოტებს, რომლებიც ოპერაციასაც აკეთებენ და სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, არ არსებობს ფუნქცია, რომლის შესრულება ადამიან, თუ სხვა სახის რობოტს არ შეუძლია. ეს ყველაფერი კი გადავიღე პეკინში, სადაც 22 აგვისტოს ჩათვლით მსოფლიოს 2023 წლის რობოტების კონფერენცია იმართება. კონფერენციაზე კი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით მოვხვდი. რობოტექნიკის ინდუსტრია საოცარი სანახაობაა. მთელი მსოფლიო აქ არს წარმოდგენილი. მოწვეულები არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მაღალი დონის მეცნიერები და ცნობილი სახეები. გამოფენა კი სხვადასხვა პავილიონში 45 000 კვადრატულ ფართობზე იმართება. ეკა…

მეტი...

რობოტი ადამიანები – ,,მედიაცენტრი მთავარი” პეკინიდან

პეკინში მსოფლიო რობოტების 2023 წლის კონფერენცია-გამოფენა იმართება, სადაც წარმოდგენილია ყველა სახის რობოტი, რაც კი მსოფლიოში არსებობს. ,,მედიაცენტი მთავარი” პეკინიდან ვიდეოკადრებს თემატურად წარმოგიდგენთ. ამჯერად კი ეს არის საოფისე რობოტები, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება.

მეტი...

ილონ მასკი Twitter-ის ლოგოტიპის შეცვლას გეგმავს

Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელის ლოგოტიპს შეცვლის. „მალე დავემშვიდობებით Twitter-ის ბრენდს და თანდათან ყველა ჩიტს“, – განაცხადა მან. ბიზნესმენმა ახალი ლოგოს სავარაუდო დიზაინიც გამოაქვეყნა, რომელიც შავ ფონზე ასო Х-ს წარმოადგენს.

მეტი...

მეცნიერები ხელოვნურ საშვილოსნოს ქარხანას ქმნიან, სადაც წელიწადში 30 000 ბავშვს „გამოიყვანენ“

10 წელში ბავშვის გაჩენას ქალი არ დასჭირდება, მეცნიერები ხელოვნურ საშვილოსნოს ქმნიან, ემბრიონებს კი „ქარხანაში“ გამოიყვანენ. ბიოტექნოლოგების გათვლით, ე.წ. სამშობიარო ქარხანაში წელიწადში 30 000 ბავშვს „გამოიყვანენ“. ვიდეო, რომელიც ხელოვნური საშვილოსნოს კონცეფციის შემქმნელებმა გაავრცელეს, საკმაოდ მძიმე სანახავია. მათი გათვლით, ხელოვნური საშვილოსნო ბევრ პრობლემას მოხსნის და ბავშვის ყოლისთვის ქალის საშვილოსნო საჭირო არც იქნება. ხელოვნური საშვილოსნოში  ბავშვი მშობლებისგან  ყოველგვარი კონტაქტის გარეშე იბადება.  ვიდეოში ნაჩვენებია, როგორი იქნება მომავალში ხელოვნური საშვილოსნო. ეს არის ერთგვარი გამჭვირვალე კვერცხის ფორმის, სადაც ემბრიონი ხელოვნურად იზრდება. ემბრიონების ზრდა კი ე.წ. ქარხანაში ხდება. ვიდეოში საუბარია, რომ ყოველ წელს 30 000 ბავშვის „გამოყვანა“…

მეტი...

ბრიტანეთი საქართველოს 5 მილიონ ფუნტს გამოუყოფს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის კიბერთავდასხმებისგან დაცვის მიზნით, ბრიტანეთი საქართველოს ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს. ფინანსური დახმარება მიზნობრივი იქნება და კიბერმხარდაჭერის მიმართულებით წარიმართება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ კი კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია უნდა წარმოადგინოს, გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას. „ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს საქართველოს ინსტიტუტები კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად. დიდი ბრიტანეთი იკავებს წამყვან პოზიციებს მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში და  გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბრიტანეთს და ყველა სხვა დემოკრატიებს, რომლებსაც რუსეთის მტრობა ემუქრებათ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა ნატო-ს…

მეტი...

ფოთში, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა მოეწყო

შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა“ საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა სოფლის განვითარების სააგენტო სფინანსური მხარდაჭერით შექმნა. კომპანიამ, შემნახველი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, სრული ინვესტიცია 7 მლნ ლარი განახორციელა, მათ შორის, 3,5 მლნ შეღავათიანი აგროკრედიტია, 500,000 ლარი კი, გრანტი მულტიფუნქციური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 10,000 ტონაზე გათვლილი შემნახველი ინფრასტრუქტურა განკუთვნილია კომბინირებული საკვების წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის შესანახად. შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ მაღალი ხარისხის ნედლულით უზრუნველყოფს საქონლისა და ფრინველისათვის კომბინირებული საკვების ადგილობრივ მწარმოებლებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომბინირებული საკვებწარმოების განვითარებას. 10,000 ტონა ნედლეული – არგენტინული წარმოშობის სოიოს შროტი „ფოთის მარცვლეულის ტერინალმა“ უკვე მიიღო. ნედლეული საოკეანო ხომალდზე არგენტინის…

მეტი...

განახლებადი ენერგია და ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესი – გიორგი ფანგანი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა  ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე საქართველოში განახლებადი ენერგიებიდან წარმოებული ელექტროენერგიის  წარმოშობის სერტიფიკატების დანერგვის შესახებ ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ავსტრიის მარეგულირებელი კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის, საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ჰესების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.    შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის მოთხოვნები და ავსტრიის პრაქტიკული მაგალითი წარმოშობის სერტიფიკატის დანერგვის შესახებ. ასევე, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ექსპერტმა  EU4Energy-ს პროექტის ფარგლებში სემეკისთვის შემუშავებული წარმოშობის  სერტიფიკატის შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა. „საქართველოს…

მეტი...

ელჩები საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებენ

საქართველოში აკრედიტირებული ელჩები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ იმოქმედონ.   განცხადებას ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა…

მეტი...

საყოველთაო ინტერნეტიზაცია მთელ საქართველოში გაგრძელდება და 2025 წელს დასრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა 2025 წელს დასრულდება. საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამაზე მან გურიაში ისაუბრა. „ივლისიდან დაიწყება მშენებლობა 50 კმ ქსელის 13 დასახლებული პუნქტისთვის და ეს არის 10 500 ადამიანი, ხოლო მომავალი წლის გაზაფხულიდან ამას დაემატება ქობულეთის მუნიციპალიტეტის კიდევ რვა დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 11 000 ადამიანი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე განმარტებით,  სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში 5 000 კმ. ოპტიკური ქსელი აშენდება, რომლითაც მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას მიიღებს საქართველოში მცხოვრები 500 000-ზე მეტი ადამიანი. „მომავალი…

მეტი...

„ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI  საზღვრები გაარღვია და აშშ-ში შეაღწია

„დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ“ – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, Pulsar AI ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar შეისყიდა. „ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI  საზღვრები გაარღვია,  ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა! 2014 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  სააგენტოს (GITA) შექმნით,  ჩვენ ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკური ხედვის განხორციელება დავიწყეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ,  რომ დროის ამ მოკლე პერიოდში ეკო-სისტემა სწრაფად განვითარდა. Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ გამარჯვებას! ეს არის თვალსაჩინო დადასტურება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის …

მეტი...