,,ვინც თქვა, რომ ხმა მისცა ”ქართული ოცნების” კანდიდატს, იყო ნიკა მაჭუტაძე”- ანი წითლიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანი წითლიძის განცხადებით , ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების კანდიდატების სასარგებლოს ხმა მისცა , ნიკა მაჭუტაძე იყო.

წითლიძე  არ გამორიცხავს, რომ მისი ფრაქციიდან  წარმოდგენილი კანდიდატებისთვის ხმა სხვა წევრებსაც მიეცათ.

,,ამ ადამიანებმა დღეს ხელი შეუწყვეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 წევრი არჩეულია კლანის წევრებად. რეალურად, ამ გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირეს და ქართული ოცნების საქმე გააკეთეს. ამიტომ ცხადია, რომ როდესაც ეს ადამიანები ოპოზიციას წარმოადგენენ და ეს არის დაახლოებით 5 ადამიანის ხმა, რომელიც უმრავლესობას ჰქონდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება, ამომრჩეველსაც და ჩვენც გვჭირდება პასუხი. ოპოზიცია შეთანხმებული ვიყავით, რომ არ მივცემდით ქართული ოცნების წარმოდგენილ კანდიდატებს ხმა… პარტიიდან არა, მაგრამ არ გამოვრიცხავ ჩვენი ფრაქციიდან იყვნენ ეს ადამიანები, რადგან ერთი, ვინც თქვა, რომ ხმა მისცა, იყო ნიკა მაჭუტაძე”, – განაცხადა წითლიძემ.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა

მსგავსი თემები